ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

#post_seo_title

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

თუ შენიშნე კანზე სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი, ეს შესაძლოა ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს. ზოგიერთი მათგანი სწრაფად ვრცელდება და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.
1. ტინეა – გადამდები სოკოვანი ინფექცია, რომელიც აზიანებს კანს, თმას და ფრჩხილს;
2. მარტივი ჰერპესი ვირუსული ინფექცია, რომელიც ტუჩებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ჩნდება;
3. ბაქტერიული ცელულიტი ბაქტერიული ინფექცია, რომელიც კანის ღრმა შრეებს აზიანებს;
4. მოლუსკი – ვირუსული წარმონაქმნი, რომელიც ხშირია ბავშვებში და ადვილად გადამდებია;
5. ვარიცელა – ინფექციური დაავადება, რომელიც ბუშტუკოვანი გამონაყარით ვლინდება.
➾ მსგავსი ტიპის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალთან ვიზიტი.

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) – რა იწვევს ურტიკარიას?

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) - რა იწვევს ურტიკარიას?
#post_seo_title

ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ურტიკარია (იგივე ჭინჭრის ციება) – არის ქავილით მიმდინარე პაპულოზური გამონაყარი კანზე. ის შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ერთ ნაწილზე ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ზომები მერყეობს რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე.
ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება.
რა იწვევს ურტიკარიას?
ურტიკარიის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია:
კვებითი ალერგია ან გარკვეული საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება;
მედიკამენტური რეაქციები (როგორც ალერგია, ისე მედიკამენტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება ან ჭარბი დოზირება);
ვირუსული ინფექციები;
მცენარეების, ცხოველების ან ლატექსის მიმართ ალერგია;
მწერის ნაკბენი;
მზისმიერი ალერგია.
შესაძლოა, ჭინჭრის ციება რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს.
თუ ურტიკარია 6 კვირაზე დიდხანს გაგრძელდა, მას უკვე ქრონიკული ურტიკარია ეწოდება.
ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, დაუდგენელია. მწვავე ჭინჭრის ციების განსხვავებით, ქრონიკული ჭინჭრის ციება თითქმის არასდროს არაა გამოწვეული ალერგიით.
ქრონიკული ჭინჭრის ციების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
ქრონიკული ინფექციური კერები როგორიცაა, ხახის, კბილების, სინუსების, ფილტვების, კუჭის, ნაწლავების, თირკმლების და ა.შ ანთებითი პროცესი;
მედიკამენტები, მაგალითად: ანთების საწინაამდეგო არასტეროიდული საშუალებები, იგივე ასპირინის რიგის პრეპარატები

ჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია

ჯანმოს გენდირექტორი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი გვაფრთხილებს, რომ მომდევნო პანდემია გარდაუვალია. მისი თქმით, ეს არა თეორიული რისკი, არამედ “ეპიდემიოლოგიური ჭეშმარიტებაა” და ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, იქნება ეს 20 წლის შემდეგ, თუ – ხვალ.

ჯანმოს შეხვედრაზე გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მომდევნო გლობალური კრიზისი გარდაუვალად დადგება და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ: “კოვიდ19“-ის პანდემია შესაძლოა ახლა შორეულ მოგონებად გეჩვენებათ, რომელიც კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეფერხებებმა გადაფარეს, თუმცა მომდევნო პანდემია სიტუაციის ჩაწყნარებას არ დაელოდება“.

“კიდევ ერთი პანდემია, შესაძლოა, 20 ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან ხვალვე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხდება და მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორმა შეხვედრაზე ორგანიზაციის “პანდემიის შეთანხმების” დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ჯანმოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ხელს არ შეუშლის: “პირიქით, ის გააძლიერებს ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო რეაგირებას”.

“ნახეთ, რა გამოიწვია კოვიდპანდემიამ. ოფიციალურად 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 20 მილიონს აღწევს გლობალურად. ადამიანური დანაკლისის გარდა, პანდემიამ გლობალური ეკონომიკიდან $10 ტრილიონი გააქრო”, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
#post_seo_title

დუშენის კუნთოვანი დისტროფია: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა

XIX საუკუნის მიწურულს ცნობილმა ფრანგმა ნევროპათოლოგმა გიიომ ბენჟამენ ამან დიუშენმა პირველად აღწერა კუნთების პროგრესული სისუსტე, რომელსაც შემდგომ მის პატივსაცემად დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ეწოდა.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია (დკდ) გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბიჭებში გვხვდება და კუნთების პროგრესულ სისუსტეს იწვევს.

ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება, რაც საბოლოოდ გულის და სასუნთქი კუნთების დაზიანებას იწვევს.

რა იწვევს

დუშენის კუნთოვანი დისტროფია (დკდ) გამოწვეულია გენეტიკური მუტაციით, რომელიც გავლენას ახდენს დისტროფინის გენზე. დისტროფინი ცილაა, რომელიც აუცილებელია კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. როდესაც ეს გენი მუტაციას განიცდის, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის დისტროფინს, რაც იწვევს კუნთების პროგრესულ დაზიანებას და სისუსტეს.

როგორ ვლინდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პირველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, ორი-სამი წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა დაავადებულ ბავშვებს ჩვილობაშივე შეიძლება ჰქონდეთ ჯდომასთან, წამოდგომასა და სიარულთან დაკავშირებული სირთულეები. დაავადების ადრეულ სტადიაზე ზიანდება ბარძაყისა და მენჯის კუნთები, რის გამოც ჭირს დგომა, კიბეზე ასვლა, წონასწორობის შენარჩუნება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ზიანდება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კუნთების უჯრედები, რომლებიც სუნთქვასა და გულის მუშაობაში მონაწილეობს. დაავადების ტერმინალურ სტადიაში პაციენტი საწოლს ეჯაჭვება.

დაავადების ადრეული ნიშნებია:

* პათოლოგიური სიარული ან სიარულის დაწყების დაგვიანება 3-6 თვით;

* ხშირი დაცემა, კიბეზე ასვლის ან იატაკიდან წამოდგომის გაძნელება;

* დადებითი გოვერსის ნიშანი (მენჯის სარტყლისა და ქვედა კიდურების კუნთოვანი სისუსტის გამო მწოლიარე ან იატაკზე მჯდომარე ბავშვი წამოდგომისას ეყრდნობა ორივე ხელს).

მოგვიანებითი ნიშნებია:

* ფეხის კუნთების სიმეტრიული ატროფია (განლევა), რომელიც ერთი-სამი წლის შემდეგ ხელის კუნთებზეც გადაინაცვლებს. მდგომარეობის გაუარესების ასაკი ვარიაბელურია, თუმცა პაციენტების უმრავლესობა, მიუხედავად მკურნალობისა, 7-13 წლის ასაკში სიარულს წყვეტს;

* მენტალური განვითარების შეფერხება (პაციენტების 30%);

* ჩონჩხოვანი დეფორმაციები და სკოლიოზი;

* ყლაპვის გაძნელება;

* გულისა და სუნთქვის უკმარისობა.

  • დისტროფინი ცილაა, რომელიც კუნთოვანი უჯრედების შიდა ჩონჩხს (ციტოჩონჩხს) უერთებს უჯრედის გარე მემბრანას. ეს კავშირი უზრუნველყოფს კუნთოვანი უჯრედების სტაბილურობას და მათ მთლიანობას.
  • დისტროფინის დეფიციტის დროს ეს კავშირი ირღვევა, რაც კუნთოვანი უჯრედების მემბრანას მყიფეს და დაზიანებისადმი მოწყვლადს ხდის.
  • კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების დროს, დისტროფინის არარსებობის გამო, კუნთოვანი ბოჭკოები ადვილად ზიანდება.
  • ეს დაზიანება იწვევს კუნთოვანი უჯრედების ანთებას და ნეკროზს (უჯრედების სიკვდილს).
  • დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოები თანდათანობით ჩანაცვლდება შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილით, რაც იწვევს კუნთების სისუსტეს და ატროფიას (განლევას).
  • კუნთოვანი ბოჭკოების მუდმივი დაზიანება და ჩანაცვლება იწვევს კუნთების პროგრესულ სისუსტეს.
  • ეს სისუსტე თავდაპირველად ვლინდება მსხვილ კუნთებში, როგორიცაა ბარძაყისა და მენჯის კუნთები, რაც ართულებს სიარულს, კიბეებზე ასვლას და ადგომას.
  • დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სისუსტე ვრცელდება სხვა კუნთებზე, მათ შორის გულის და სასუნთქ კუნთებზე, რაც იწვევს სერიოზულ გართულებებს.
  • დისტროფინის არარსებობა იწვევს კუნთოვან ქსოვილში ქრონიკულ ანთებით პროცესებს. ანთება თავის მხრივ აზიანებს კუნთოვან ბოჭკოებს და ხელს უწყობს მათ ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია გამოწვეულია დისტროფინის გენის მუტაციით, რაც იწვევს დისტროფინის დეფიციტს და კუნთების პროგრესულ დაზიანებას

როგორ მკურნალობენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უკურნებელი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს მკურნალობის კურსი, რომელიც ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ანელებს დაავადების პროგრესირებას. ექიმი გამოწერს კორტიკოსტეროიდებს (პრედნიზოლონს, დეფლაზაკორტს), რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დამოუკიდებელად გადაადგილების უნარის გახანგრძლივება, სუნთქვითი ფუნქციის გაუმჯობესება და სკოლიოზის გამო ოპერაციული ჩარევის თავიდან აცილება. გარდა ამისა, აუცილებელია სისტემატური რეაბილიტაცია. პროცესს მართავს მულტიდისციპლინური გუნდი.

ახლახან FDA-მ ნებართვა გასცა ახალ სამკურნალო საშუალებებზე – ატალურენსა და ეტეპლირსენზე, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული მუტაციების დროს და აღადგენს დაზიანებული გენის მუშაობას.

მკურნალობისადმი სრულიად ახალი მიდგომა შემოგვთავაზა ოქსფორდელმა მეცნიერმა ქეი დევისმა. საქმე ეხება ცილა უტროფინს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის და აგებულებით ძალიან ჰგავს დისტროფინს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დროს გენი, რომელშიც მოთავსებულია უტროფინის მაკოდირებელი ინფორმაცია, არ ზიანდება. თუ დისტროფინის უკმარისობის დროს უტროფინი ინტენსიურად გამომუშავდა, ის შეძლებს დეფიციტის კომპენსირებას და DMD-ს სიმპტომები გაქრება.

თუმცა მედალს აქვს მეორე მხარეც: უტროფინის მაღალი დონე იწვევს სისხლის შედედებასა და თრომბების წარმოქმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ზრდის გულის პათოლოგიათა განვითარების რისკს.

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის ადრეული დიაგნოსტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო ეფექტიანად შეიძლება დაავადების მართვა და პროგრესის შენელება.

დიაგნოსტირება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • კლინიკური შეფასება — ექიმი აკვირდება ბავშვის მოძრაობებს, კუნთოვან ტონუსსა და ტიპურ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, სიარულის პრობლემები და გოვერის მანევრი.
  • კრეატინფოსფოკინაზას (CPK) ანალიზი — სისხლის ტესტი, რომელიც განსაზღვრავს კუნთების დაზიანების მაჩვენებელს. დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებში CPK-ის დონე ათასჯერ მაღალია ნორმასთან შედარებით.
  • გენეტიკური ტესტირება — დუშენის სინდრომის დადასტურებისთვის აუცილებელია DMD გენის მუტაციის ანალიზი. ეს ტესტი დიაგნოზის ყველაზე ზუსტი და საიმედო მეთოდია.
  • კუნთის ბიოფსია (იშვიათ შემთხვევებში) — თუ გენეტიკური ტესტი ვერ ადასტურებს დიაგნოზს, შეიძლება ჩატარდეს კუნთის ბიოფსია, რომელიც აჩვენებს დისტროფინის ცილის არარსებობას.

თუ ბავშვს ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ნევროლოგს. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს ფიზიოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა — ეს ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს ბავშვის ცხოვრების ხარისხს.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია არა მხოლოდ ჩონჩხის კუნთებზე, არამედ გულის კუნთზეც ახდენს გავლენას — გული თავადაც კუნთია და დისტროფინის ცილის დეფიციტი მის მუშაობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

გულის კუნთი დროთა განმავლობაში სუსტდება (კარდიომიოპათია), რაც გულის რიტმის დარღვევებსა და გულის უკმარისობას იწვევს. სუნთქვაში მონაწილე კუნთების დასუსტების გამო სუნთქვის პრობლემები ვითარდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ხშირი ინფექციებით და სუნთქვის უკმარისობამდე მივიდეს.

შედეგად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გულის აჩქარება, რიტმის დარღვევები და შესაბამისად, სუნთქვითი პრობლემები. ამიტომ, დუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს 5-დან 10 წლის ასაკიდან ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეს ექოკარდიოგრაფია (Echo) და ელექტროკარდიოგრამა (EKG).

მთლიანობაში, გულის ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მთავარი გართულებები გულსა და ფილტვებთან არის დაკავშირებული.

თანამედროვე მკურნალობის მეთოდები

დუშენის კუნთოვანი დისტროფია პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სრულად ვერ იკურნება, თუმცა მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მეთოდები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

თანამედროვე მედიკამენტოზურ თერაპიას წარმოადგენს ეგზონის ამომგდები თერაპია. ეს მოლეკულური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს დისტროფინის გამომუშავების ნაწილობრივ აღდგენას. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც გენის გარკვეული ნაწილი (ეგზონი) მუტირებულია.

სწორედ ამ მეთოდის საშუალებით ხდება მუტირებული ეგზონის “გამოტოვება”, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, აწარმოოს უფრო მოკლე, მაგრამ ფუნქციური დისტროფინის ცილა. ამ ტიპის პრეპარატებია ეტეპლირსენი, გოლოდირსენი და ვილტოლარსენი.

არის ასევე გენური თერაპია: ამ მეთოდის მიზანია დაზიანებული გენის შეცვლა ფუნქციური ვერსიით. ეს თერაპია ორგანიზმში შედის ვირუსული ვექტორის საშუალებით, რომელიც შეიცავს დისტროფინის მინი-ვერსიას, რაც კუნთის უჯრედებს ნაწილობრივ ფუნქციის აღდგენაში ეხმარება.

გასათვალისწინებელია, რომ დაავადების მართვისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას, რათა მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გახანგრძლივდეს სიცოცხლე და პაციენტის ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდეს.

მედიკამენტების პარალელურად მნიშვნელოვანია არამედიკამენტური მკურნალობა, რაც მოიცავს ფიზიოთერაპიასა და სპეციალურ რეაბილიტაციურ პროცედურებს.

ყოველდღიური გაწელვების ვარჯიშები ხელს უშლის სახსრების შეკუმშვასა და დეფორმაციას. ასევე მნიშვნელოვანია წყლის თერაპია, რაც აუმჯობესებს მოძრაობასა და ამცირებს კუნთებზე დატვირთვას.

მკურნალობის თერაპიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფიზიოთერაპიები. რაც შეეხება მონიტორინგს, ვფიქრობ აღნიშნული აუცილებელია და სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რა დროსაც სრულად იქნება გამოკვლეული ამ დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტი.

უმნიშვნელოვანესია სტეროიდული თერაპიაც. სტეროიდული თერაპია (გლუკოკორტიკოიდები) დუშენის კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სტანდარტული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ამცირებს კუნთების დაზიანებასა და ანელებს დაავადების პროგრესს.

საქართველოში დუშენის კუნთოვანი დისტროფია კვლავ რჩება ნაკლებად ცნობილ დაავადებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში, დუშენის სინდრომზე ინფორმაცია და საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბალია.

მშობლებს (ოაჯხებს), რომლებიც პირველად ეჯახებიან ამ დაავადებას, ხშირად არ აქვთ წარმოდგენა დაავადების სიმპტომების შესახებ. მათთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუცილებელია ინფორმაცია გავრცელდეს პედიატრებს, ოჯახის ექიმებსა და იმ ინსტიტუციებს შორის, რომლებიც ბავშვების აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი.

გენური თერაპია:

საქართველოში სტეროიდული მკურნალობა ხელმისაწვდომია. არსებობს დეფლაზაკორტის სახელმწიფო პრობრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტები უფასოდ მკურნალობენ. დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია ეგზონის ამომგდები თერაპიის სამივე პრეპარატი. გენური თერაპია ჯერ კიდევ რთულად მოსაპოვებელია. ფიზიოთერაპიული სერვისებიც ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა მათი ხარისხი და ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით.

საჭიროა კომპლექსური მიდგომა. საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობითაც მტკიცდება, რომ ფიზიკური აქტივობა და ვარჯიშები (დროული და სწორი ფიზიოთერაპიული მეთოდები) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

საქართველოში არსებული პრობლემები და პერსპექტივები

საქართველოში რეგისტრირებულია 80-მდე პაციენტი. დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური ტესტირება და ინოვაციური თერაპიები ძალიან ძვირია და ბევრი ოჯახისთვის მიუწვდომელია, ასევე მკურნალობის საშუალებები შეზღუდულია.

ქართველი პაციენტები გადიან ჰორმონოთერაპიას, რომლის ხარჯზეც ხდება იმ უნარების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისი შესაძლებლობაც აქვს ორგანიზმს, ამასთან ერთად ისინი გადიან რეაბილიტაციურ მკურნალობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მოიცავს თვეში დაახლოებით 12-15 ვარჯიშს – ეს არის უფასო, მუდმივი, უწყვეტი პროცესი. თუმცა, აუცილებელია მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელსაც კარგად ეცოდინება აღნიშნულ დაავადებასთან ასოცირებული დაავადებები და მათი მართვა, რისკების დროული შეფასება და ამოცნობა. ასევე დაეხმარება ნერვკუნთოვანი დაავადებით დიაგნოსტირებულ სხვა პაციენტებსაც.

ასეთ ბავშვებს ყოველწლიურად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ სჭირდებათ სპეციალისების კონსულტაცია და შსაბამისი პროფილაქტიკური კვლევები, რაც მნიშვნელოვანია გართულებების დროულად აღმოსაჩენად, ეს იქნება სქოლიოზთან, გულთან დაკავშირებული გართულებები თუ გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ. ნერვკუნთოვანი დაავადებები უნდა იყოს გაერთიანებული და უნდა არსებობდეს გუნდი, რომელიც შეეცდება პრობლემების მოგვარებას, რათა მაქსიმალურად იქნას მკურნალობის მეთოდები დაახლოებული იმ ნორმებთან, რასაც აღნიშნული დიაგნოზით მატარებელი პაციენტები განვითარებულ ქვეყნებში გადიან.

ქართველი პაციენტების დასახმარებლად ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლების მიერ შეიქმნა ასოციაცია, რომელიც ცდილობს მოაგვაროს არსებული პრობლემები და ხელისუფლებამდე მიიტანოს კონკრეტული საჭიროებები.

არსებობს პერსპექტივები. საქართველოში ვითარდება გენეტიკური ტესტირების სერვისები და იზრდება ცნობიერება დკდ-ის შესახებ. იმედია, მომავალში უფრო მეტი პაციენტი მიიღებს საჭირო მკურნალობას.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია რთული დაავადებაა, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა ხელს უწყობს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაიზარდოს ცნობიერება ამ დაავადების შესახებ და გაუმჯობესდეს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი მკურნალობის საშუალებები.

საქართველოში ბევრ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელთა ნაწილი არ არის ჩართული მულტიდისციპლინურ მიდგომაში, არ არის სპეციალიზებული თერაპიის პროგრამები, რომლებიც დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვისაა საჭირო. ამ და სხვა პრობლემების მოსაგავარებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა.

დუშენით დაავადებულ ბავშვებს დიაგნოზის დასმისთანავე ენიჭებათ სტატუსი. სტატუსის მინიჭების კუთხით, ასევე მოხდა 3 მედიკამენტის; amondys 45, exondys 51-ისა da vyondys 53-ის დამტკიცება საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი სიმპტომები და ადრეული დიაგნოსტიკა

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის პირველი ნიშნები, როგორც წესი, 2-დან 5 წლამდე ასაკში ვლინდება. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სიარულის გაძნელებას: ბავშვს უჭირს კიბეებზე ასვლა, სირბილი და ხშირად ეცემა.
  • გოვერსის ნიშანი: იატაკიდან ადგომისას ბავშვი ხელებს იყენებს ფეხზე წამოსადგომად.
  • წვივის უკანა კუნთების გადიდება: კუნთები შეიძლება უფრო დიდი ჩანდეს, მაგრამ ეს სინამდვილეში ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაგროვებაა.
  • კიბეზე ასვლისას ბავშვი ორივე ფეხს დგამს ერთ საფეხურზე და შემდეგ ადის მომდევნოზე – ესეც საგულისხმო ნიშანია.
  • დაგვიანებული მოტორული განვითარება: ბავშვს შეიძლება გვიან დაეწყოს სიარული და სხვა მოტორული უნარების განვითარება.
  • დაღლილობა და სისუსტე: ბავშვი ხშირად გრძნობს დაღლილობას, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
  • სწავლის სირთულეები: ზოგიერთ ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სწავლისა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას იძლევა, დაიწყოს მკურნალობა რაც შეიძლება ადრე და გაუმჯობესდეს ბავშვის ცხოვრების ხარისხი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მოტორული განვითარების ნებისმიერ შეფერხებას და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

მკურნალობის საშუალებები

დღეისათვის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მკურნალობის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას:

  • კორტიკოსტეროიდები: ეს მედიკამენტები ანთების შემცირებას და კუნთების სიძლიერის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ძირითადად გამოიყენება პრედნიზოლონი და დეფლაზაკორტი.
  • ეგზონ-ამომგდები თერაპია: ეს ინოვაციური თერაპია მიზნად ისახავს დისტროფინის გენის მუტაციის გამოსწორებას. იგი ხელმისაწვდომია მუტაციის კონკრეტული ტიპის მქონე პაციენტებისთვის.
  • ეტეპლირსენი და ატალურენი: ეს პრეპარატები გამოიყენება მუტაციის კონკრეტული ტიპის მქონე პაციენტებისთვის და ხელს უწყობს დისტროფინის წარმოქმნას.
  • ფიზიოთერაპია: ფიზიოთერაპია ხელს უწყობს კუნთების სიძლიერის და მოქნილობის შენარჩუნებას.
  • სუნთქვის დამხმარე თერაპია: დაავადების პროგრესირებასთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს სუნთქვის დამხმარე მოწყობილობების გამოყენება.
  • გულის მკურნალობა: დკდ-ის მქონე ბევრ პაციენტს უვითარდება გულის პრობლემები, ამიტომ რეგულარული კარდიოლოგიური მონიტორინგი და მკურნალობა აუცილებელია.

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი
#post_seo_title

ტყვიის ზემოქმედებით განპირობებული დაავადების ტვირთი

ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების (IHME) ინსტიტუტის გამოთვლებით, 2013 წელს ტყვიის ექსპოზიციის ხარჯზე მოდიოდა სიკვდილის 853 000 შემთხვევა, რაც ტყვიის ჯანმრთელობაზე გავლენის შორეულ ეფექტებს უკავშირდება. ამ მხრივ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის ტვირთი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. იმავე ინსტიტუტმა ასევე დაადგინა, რომ ტყვიის ექსპოზიცია განაპირობებს იდიოპათიური ინტელექტუალური ინვალიდობის გლობალური ტვირთის 9.3%-ს, გულის იშემიური დაავადების გლობალური ტვირთის  4%-სა და ინსულტის გლობალური ტვირთის 6.6%-ს.

  ტყვისადი ექსპოზიციის წყაროები

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიის გარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი, როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვო წარმოებაში გამოყენებული შესაფუთი მასალა, მაგ., ქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები.

რისკის ჯგუფები:

  • 0- 6 წლამდე ასაკის ბავშვები,
  • ორ[i]სულები,
  • პროფესიული, სხვადასხვა ეთნიკური/რასობრივი ჯგუფები,
  • მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებული სახლების მაცხოვრებლები.

 ტყვიის მეტაბოლიზმი

ტყვიისადმი მოზრდილთა ექსპოზიცია, ძირითადად, პროფესიული ხასიათისაა. ბავშვის  ექსპოზიციას ადგილი აქვს როგორც პრენატალურ პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ. ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ორი გზით:

  1. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი
  • ტყვიის შემცველი საკვების მიღებით,
  • ტყვიით დაბინძურებული საკვებისა და წყალის მიღებით, თუმცა მინიმალურია რისკი დედის რძისგან
  1. რესპირატორული ტრაქტი
  • დაბინძურებული ჰაერი
  • მტვერი
  • საწვავის გამონაბოლქვი

ტყვია მოზრდილებში, ძირითადად, ინჰალაციური გზით ხვდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება   10-დან 20% -მდე.

მცირეწლოვან ბავშვებში ტყვია 40-70%-ში შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორსული ქალებში ტყვიის მოხვედრისას პლაცენტა გამავალი ხდება  მეტალისადმი და  ტყვიისადმი ექპოზიციას პრენატალურ პერიოდში აქვს ადგილი. ტყვიის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრა  ინჰალაციის გზითაც ხდება, თუმცა შედარებით ნაკლები ინტესიურობით. აბსორბციას აძლიერებს ანემია, რკინის, კალციუმისა და ცინკის  იონების დეფიციტი, აგრეთვე მჟავე საკვები. მეტაბოლიზმი რთული და ცვალებადია ასაკის შესაბამისად.

ინჰალაციის შედეგად ტყვიის 30% -50% გადადის სისხლის ნაკადში, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მოხვედრისას ტყვიის მხოლოდ  8% -დან 15% -მდე  აბსორბცია ხდება სისხლში, დერმალური კონტაქტისას კი – აბსორბცია ძალზე მცირეა.

შეწოვის შემდეგ ტყვია პირველად ხვდება სისხლში, შემდეგ კი  რბილ ქსოვილებში – ღვიძლის, თირკმლის და ტვინის ქსოვილებში. ქრონიკული ექსპოზიციის ძირითადი დეპოზიტია ძვლის ქსოვილი (90%), რაც ძალიან ნელი ელიმინაციით ხასითდება.

ორგანული ტყვია მეტაბოლიზდება ღვიძლში, მაშინ როცა არაორგანული ტყვია ბიოტრანფორმაციას არ განიცდია. ტყვია,  ძირითადად, თირკმელებიდან შარდის მეშვეობით გამოიყოფა.

ტყვის ექსპოზიციის შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სისხლში ტყვიის დონეზე, და  ექსპოზიციის ხანგრძლიბობასა და ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის გზებზე.

ცხრილში მოცემულია ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე, შესაბამისი კლინიკური ნიშნები და რეკომენდაციები.

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და მართვა
#post_seo_title

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები

ტყვიით მოწამვლა იწვევს ფსიქიკური/გონებრივი განვითარების შეფერხებას, კრუნჩხვით გულყრებს, სიბრმავეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი.

ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლებელია, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება.  ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ადგილი აქვს შემდეგ ქცევით სიმპტომებს:

  • ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას,
  • ინტელექტის შეფასების ტესტებში დაბალ დონეს,
  • ჰიპერაქტიულობას,
  • სირთულეებს კითხვისას,
  • კოორდინაციის გაძნელებას,
  • ქცევით დარღვევებს,
  • დაბალ მოსწრებას სკოლაში,
  • ზრდისა და განვითარების შეფერხებებს.

 კლინიკური სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში,
  • ანემია,
  • ყაბზობა,
  • თავის ტკივილი,
  • მადის დაქვეითება.

ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

როგორ დავიცვათბავშვებიტყვიითმოწამვლისაგან?

  • ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით,
  • მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები,
  • მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი,
  • ბავშვს მიეცით რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას,
  • ბავშვს მოუმზადეთ ნაკლებცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმიანი საჭმელი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის შენარჩუნებას,
  • განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს,
  • მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში,
  • აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში,
  • არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები.

 არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დოზა.

დედისორგანიზმშიტყვიისმომატებულიშემცველობაგავლენს ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.

სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაშითუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტს.

ბავშვისტყვიითმოწამვლისყველაზეხშირიმიზეზიასაყოფაცხოვრებომიზნითგამოყენებულისაღებავი.

ტყვია ორგანიზმში ხვდება შემდეგი გზებით

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები
#post_seo_title

ტყვია ორგანიზმში ხვდება შემდეგი გზებით:

წარმოების პროცესში გამომუშავებული ნაწილაკების შესუნთქვით;

ტყვიის შემცველი ნაკეთობების გამოყენებით, როგორიცაა ტყვის შემცველი საღებავებით დამუშავებული კერამიკა, კოსმეტიკა და ხალხური მედიკამენტები.

დაავადებათა პრევენცია ჯანმრთელი გარემოს მეშვეობით ტყვიის ზემოქმედება:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემა

ტყვია წარმოადგენს კარგად ცნობილ მაღალტოქსიკურ მეტალს, რომლის ფართო გამოყენებამ საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.  იგი არის კუმულაციური თვისების მქონე ტოქსიკანტი, რომელიც აზიანებს ადამიანის ორგანიზმის მრავალ სისტემას, მათ შორის ნერვულ, სისხლმბად და გულსისხლძარღვთა, გასტრო-ენტერალურ და  რენალურ სისტემებს, არღვევს ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციას. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის მიმართ ბავშვები (მუცლადმყოფი, ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვები), რომელთა მზარდი ორგანიზმი მას გაცილებით დიდი რაოდენობით შეიწოვს, ვიდრე მოზრდილთა.  ამიტომ, ტყვიის შედარებით დაბალი დონის ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის სერიოზული და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანება.,

დადგენილია, რომ გლობალურ დაავადებათა ტვირთის  0.6% ტყვიის ზემოქმედებითაა გამოწვეული, და განსაკუთრებით  მაღალი პროცენტი აღინიშნება განვითარებად ქვეყნებში.

 ტყვიის შემცველობის დონე სისხლში საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც მოხდა ტყვიის გამოყენების შემცირება  ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ბენზინი, საღებავები, სან-ტექნიკაში გამოყენებულ სხვადასხვა შენადნობი. თუმცა, დღეს ტყვიის ექსპოზიციის   ბევრი წყაროა დარჩენილი, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში. მომავალში დიდი ძალისხმევაა საჭირო ტყვიის გამოყენებისა და გარემოში გამოყოფის შესამცირებლად, მისი ეკოლოგიური და  პროფესიული მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ბავშვებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალების დასაცავად.

კომპანია უკვე მუშაობს წითელი მგლის კლონირებაზე

კომპანია უკვე მუშაობს წითელი მგლის კლონირებაზე
#post_seo_title

გენიალური ნაბიჯი მეცნიერებაში: დირის მგელი აღადგინეს – პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელიც ხელოვნურად დაიბადა!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მეცნიერებმა პირველად ისტორიაში, ოფიციალურად მოახდინეს გადაშენებული ცხოველის – დირის მგლის ხელახალი დაბადება.
კომპანია Colossal Biosciences-ის ბიოტექნოლოგებმა დნმ ამოიღეს 13,000 წლის წინანდელი კბილისგან და 72,000 წლის წინანდელი თავის ქალისგან, გენომი რედაქტირეს თანამედროვე ნაცრისფერი მგლის დახმარებით და შექმნეს სამი ცოცხალი ლეკვი – რომულუსი, რემუსი და ხალესისი.
ისინი უკვე იზრდებიან 2,000 აკრიან სპეციალურ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
გენური რედაქტირება (CRISPR ტექნოლოგია) და უჯრედული კლონირება ახლა საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ გადაშენებული ცხოველების აღდგენას, არამედ გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვას.
თუმცა, ამ წარმატებას ახლავს ეთიკური კითხვები:
– სად უნდა იცხოვრონ ეს ცხოველები?
– აქვს თუ არა საზოგადოებას მზადყოფნა ასეთი ბიოტექნოლოგიური მიღწევების მიღებისთვის?
მეცნიერების აზრი:
პროფესორი ბენ ლემი (Ben Lamm), Colossal-ის თანადამფუძნებელი და CEO:
„ეს ისტორიული მომენტია – დავამტკიცეთ, რომ ჩვენი დე-გადაშენების ტექნოლოგიური სისტემა მუშაობს.“
გენეტიკურად ლეკვების გენომი 99.9%-ით ნაცრისფერი მგლისაა, მაგრამ მათი გარეგნობა და ქცევები მაქსიმალურად ემსგავსება გადაშენებულ დირის მგელს.
რას ფიქრობს პროფესორი ფხაკაძე?
„ეს არის მომავლის მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის ცოცხალი მაგალითი. თუმცა, ასეთი მიღწევების პარალელურად საჭიროა ძლიერი რეგულაცია და ეთიკური კონტროლი. ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა მომავალში გააჩნიოს გადამწყვეტი როლი კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და დაავადებების პროფილაქტიკაში.“
მომავლის პერსპექტივა:
კომპანია უკვე მუშაობს წითელი მგლის კლონირებაზე
იგეგმება მამონტების აღდგენა
ტექნოლოგიას შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს ისეთ დაავადებებში, როგორიცაა გენეტიკური დარღვევები და ორგანოების რეგენერაცია
წყარო:
Colossal Biosciences, „World’s First De-Extinction Birth of Dire Wolves“, BusinessWire – 7 აპრილი, 2025
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობისა და მეცნიერების ახალი ამბები: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

გენიალური ნაბიჯი მეცნიერებაში: დირის მგელი აღადგინეს – პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელიც ხელოვნურად დაიბადა!

გენიალური ნაბიჯი მეცნიერებაში: დირის მგელი აღადგინეს – პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელიც ხელოვნურად დაიბადა!
#post_seo_title

გენიალური ნაბიჯი მეცნიერებაში: დირის მგელი აღადგინეს – პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელიც ხელოვნურად დაიბადა!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მეცნიერებმა პირველად ისტორიაში, ოფიციალურად მოახდინეს გადაშენებული ცხოველის – დირის მგლის ხელახალი დაბადება.
კომპანია Colossal Biosciences-ის ბიოტექნოლოგებმა დნმ ამოიღეს 13,000 წლის წინანდელი კბილისგან და 72,000 წლის წინანდელი თავის ქალისგან, გენომი რედაქტირეს თანამედროვე ნაცრისფერი მგლის დახმარებით და შექმნეს სამი ცოცხალი ლეკვი – რომულუსი, რემუსი და ხალესისი.
ისინი უკვე იზრდებიან 2,000 აკრიან სპეციალურ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
გენური რედაქტირება (CRISPR ტექნოლოგია) და უჯრედული კლონირება ახლა საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ გადაშენებული ცხოველების აღდგენას, არამედ გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვას.
თუმცა, ამ წარმატებას ახლავს ეთიკური კითხვები:
– სად უნდა იცხოვრონ ეს ცხოველები?
– აქვს თუ არა საზოგადოებას მზადყოფნა ასეთი ბიოტექნოლოგიური მიღწევების მიღებისთვის?
მეცნიერების აზრი:
პროფესორი ბენ ლემი (Ben Lamm), Colossal-ის თანადამფუძნებელი და CEO:
„ეს ისტორიული მომენტია – დავამტკიცეთ, რომ ჩვენი დე-გადაშენების ტექნოლოგიური სისტემა მუშაობს.“
გენეტიკურად ლეკვების გენომი 99.9%-ით ნაცრისფერი მგლისაა, მაგრამ მათი გარეგნობა და ქცევები მაქსიმალურად ემსგავსება გადაშენებულ დირის მგელს.
რას ფიქრობს პროფესორი ფხაკაძე?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„ეს არის მომავლის მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის ცოცხალი მაგალითი. თუმცა, ასეთი მიღწევების პარალელურად საჭიროა ძლიერი რეგულაცია და ეთიკური კონტროლი. ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა მომავალში გააჩნიოს გადამწყვეტი როლი კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და დაავადებების პროფილაქტიკაში.“
მომავლის პერსპექტივა:
კომპანია უკვე მუშაობს წითელი მგლის კლონირებაზე
იგეგმება მამონტების აღდგენა
ტექნოლოგიას შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს ისეთ დაავადებებში, როგორიცაა გენეტიკური დარღვევები და ორგანოების რეგენერაცია
წყარო:
Colossal Biosciences, „World’s First De-Extinction Birth of Dire Wolves“, BusinessWire – 7 აპრილი, 2025
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობისა და მეცნიერების ახალი ამბები: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! - ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს
#post_seo_title

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?!

მუდმივად ცივი კიდურების მიზეზი ყოველთვის სისხლის ცუდი ცირკულაცია არ გახლავთ და ეს შესაძლოა, სერიოზულ დაავადებებზე, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, ანემიაზე, შაქრიან დიაბეტზე მიგვანიშნებდეს. თემაზე ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

– ძალიან აქტუალური თემაა და მნიშვნელოვანია, ყველა მიზეზი კარგად მოვისმინოთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი შესაძლოა, რეინოს ფენომენი იყოს.

რეინოს ფენომენი: მიზეზები, სიმპტომები და მართვა

რა არის რეინოს ფენომენი?
რეინოს ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლძარღვოვანი დარღვევაა, რომელიც მეტწილად სიცივეში ვლინდება. ამ ფენომენით მახასიათებელი ცვლილებები სისხლძარღვების რეაგირებაშია, როდესაც ისინი ვიწროვდებიან სხეულის სითბოს შენარჩუნების მიზნით. თუმცა, რეინოს შემთხვევაში, სისხლძარღვების შევიწროვება მკვეთრად ხდება, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ეს მდგომარეობა ძირითადად ტერფებსა და მტევნებში იგრძნობა, თუმცა ხშირად ფერის ცვლილებაც აღინიშნება.

როდესაც სიცივეში გავდივართ, ჩვენი სისხლძარღვები ვიწროვდება, რომ სხეულმა სითბო არ დაკარგოს. რეინოს ფენომენის შემთხვევაში, ეფექტი უფრო მკვეთრადაა გამოხატული. სხეული სისხლძარღვებს მკვეთრად ავიწროებს და ტერფები და მტევნები განსაკუთრებით გვიზიანდება. არა მარტო კიდურის სიცივე შეიგრძნობა, ასევე კიდურების ფერიც იცვლება. თავიდან თითები ფერმკრთალი იქნება, მერე შეიძლება, მოლურჯო ელფერი ჰქონდეს, შემდეგ კი ვარდისფერი. თუ ჩვენ ფერის ცვლილება დავინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს რეინოს ფენომენი აქვს.

ცივი კიდურების პრობლემა შეიძლება, ანემიითაც იყოს გამოწვეული. ასეთ დროს სხეულში ერითროციტები, ჰემოგლობინი ცოტა რაოდენობითაა. ანემიის დროს სხეულში ჟანგბადის შემცველობა იკლებს. ვიდრე სისხლი ჟანგბადს კიდურებამდე მიიტანს, იქამდე სხვა ადგილები უკვე მოიხმარენ და მათ თითქმის აღარაფერი რჩებათ. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც ანემია აქვთ, თითების სიცივე აწუხებთ. ასევე, ადვილად დაღლაც აღენიშნებათ იმიტომ, რომ როდესაც სხეულში ცოტა ჟანგბადია, ადამიანი მარტივად იღლება. ანემია შეიძლება უფრო მეტად აწუხებდეთ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც მენსტრუალური ციკლის დროს გამოხატული სისხლდენა ან ხშირი ციკლი აქვთ. გარდა ამისა, ანემია უფრო მეტად შეიძლება აწუხებდეთ ასაკით დიდ ადამიანებს, რომლებსაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებიც. ამიტომ, თუ ჩვენ სახლში გვყავს მოხუცი, რომელსაც კიდურები ხშირად ცივი აქვს, ეს ძალიან საყურადღებოა და შეიძლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ონკოლოგიაც იყოს. ანემია ორსულებშიც ხშირი პრობლემაა. ამიტომ, მათთან ცივი კიდურები შესაძლოა, იმავე მექანიზმით იყოს გამოწვეული.

ცივი კიდურების მიზეზი: ანემია და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

ცივი კიდურები შეიძლება იყოს არა მხოლოდ რეინოს ფენომენის, არამედ ანემიის გამოვლინებაც. ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირებულია, რის შედეგადაც სხეულის ჟანგბადის დონე ეცემა. ანემიის დროს, რადგან სხეულში ჟანგბადის ნაკლებობა შეინიშნება, ჟანგბადიანი სისხლი ვერ აღწევს კიდურებამდე, რის შედეგადაც ხდება მათი გაცივება.

ანემია ცივი კიდურების პრობლემა

როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობაა, ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სიცივის შეგრძნება ხელებში და ფეხებში, სწრაფი დაღლა და ენერგიის ნაკლებობა. ანემიის დროს, სხეულის სხვა ორგანოები პირველ რიგში მოიხმარენ ჟანგბადს, რის შედეგადაც კიდურებში მისი მიწოდება მცირდება. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც ანემია აქვთ, ხშირია ცივი ხელები და ფეხები, ასევე ისინი სწრაფად იღლებიან.

ანემია და მისი გავრცელება

ანემია უფრო ხშირად ვლინდება ქალებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მენსტრუალური ციკლებით ან სისხლდენებით იტანჯებიან. ხშირი სისხლდენა მენსტრუაციის დროს ან უხარისხო დიეტა ასევე ამცირებს სხეულის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ანემია ხშირია უფროსი ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის ონკოლოგიურ პრობლემებს განიცდის. ონკოლოგიური დაავადებები ანემიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, რადგან ხშირად ხდება სისხლის დაკარგვა და არასწორი ნივთიერებათა ცვლა.

როგორ განვსაზღვროთ ანემია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ცივი კიდურები შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომი, თუ მათ თან ახლავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მუდმივი დაღლა, სისუსტე, მხედველობის ცვლილებები ან გახშირებული გული. განსაკუთრებით თუ თქვენი ასაკი მატულობს ან თუ მუდმივი ქრონიკული დაავადებები გაქვთ, ან ანემიის სიმპტომებს გრძნობთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ანემია და ორსულობა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორსულ ქალებში ანემია საკმაოდ ხშირია, რადგან ორსულობა ორგანიზმში სისხლის მოცულობის ზრდაი მოთხოვნებს აყენებს, რაც ხშირად ართულებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმში. ასეთ შემთხვევაში, ცივი კიდურები შეიძლება იყოს ანემიის შედეგი, რომელსაც ორსულობა და მისი ჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს გამოჰყოფს, ჩვენი ღვიძლი სითბოს პროდუქციას იწყებს. ხოლო, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაქვეითებულია, სხეულიც ნაკლებ სითბოს წარმოქმნის. სიცივის საპასუხოდ, სხეული სისხლძარღვებს კიდევ უფრო ავიწროებს. ამიტომ, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, მათთან ცივი კიდურების პრობლემა ხშირია. თუ წონაში ვიმატებთ, მიდრეკილი ვართ შეკრულობისკენ, კანი ძალიან მშრალი გვაქვს და დიდი რაოდენობით დამატენიანებელი გვჭირდება, გვაქვს ცივი კიდურები – ეს ნიშნები შესაძლოა, ჰიპოთირეოზზე მიგვანიშნებდეს.

სტრესი და შფოთვა – კიდურების სიცივე, ოფლიანობა სტრესთან და შფოთვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. განსაკუთრებით ხშირი ახალგაზრდებშია. სიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც შფოთვას პასუხობს, ძალიან აქტიურია. ის სისხლძარღვებს ავიწროებს. კიდურები ცივდება და ასევე საოფლე ჯირკვალიც აქტიურდება. ამიტომ, ცივი და ოფლიანი კიდურები ასეთ დროს ორივე ერთადაა გამოხატული.

მწეველობა – ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს და ამიტომაც, ამანაც შეიძლება, ცივი კიდურები გამოიწვიოს. ასევე, მწეველებს კანი ძალიან რთულად უხორცდებათ და სასუნთქი გზების ინფექციებისკენ არიან მიდრეკილნი.

პერიფერიული არტერიების დაავადება – 50 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო ხშირია. ასეთ პაციენტებში სისხლძარღვებში ლაგდება ცხიმოვანი ფოლაქი, ათეროსკლეროზი ვითარდება და ქსოვილები საკმარისი რაოდენობის სისხლს ვეღარ იღებენ. ამიტომ, ცივი კიდურები აქვთ ხოლმე.

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები – თუ პაციენტს კიდურები ცივი აქვს და ამასთან ერთად, კიდურების ტკივილიც აღენიშნება, ეს შეიძლება რევმატოლოგიური ხასიათის დაავადებებთან იყოს დაკავშირებული.

შაქრიანი დიაბეტი – ასევე შეიძლება, ცივი კიდურების მიზეზი იყოს. როდესაც ადამიანს სისხლში შაქრის დონე მაღალი აქვს, ასეთ შემთხვევაში, სისხლძარღვები ვიწროვდება. გარდა ამისა, ნერვული ქსოვილი ზიანდება და სიცივის აღქმა ირღვევა. საბოლოო ჯამში, პაციენტს არა მხოლოდ ცივი კიდურები, არამედ თითებში დაბუჟების შეგრძნებაც აქვს. ან კიდევ შესაძლოა, მგრძნობელობა დაკარგული ჰქონდეთ.

ცივი კიდურები ბევრ ადამიანს აწუხებს, მაგრამ ეს ხშირად ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წვრილი უსიამოვნო შეგრძნება. როცა 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს მუდმივად ცივი ხელები და ფეხები აქვთ, ეს შეიძლება იყოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი. ცივი კიდურები ხშირად ასოცირდება ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა ანემია, რეინოს ფენომენი, ჰიპოთირეოზი, და სხვა პრობლემები. ამდენად, აუცილებელია, რომ მსგავსი სიმპტომები ყურადღებით განვიხილოთ და დროულად მივმართოთ ექიმს.

რა შეიძლება იყოს ცივი კიდურების მიზეზი?

  1. ანემია
    როდესაც ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე დაბალია, სისხლი ვერ ამარაგებს შესაბამის რაოდენობას ჟანგბადს თქვენს ორგანოებში, რაც ცივი კიდურების პრობლემას იწვევს. სისხლის საერთო ანალიზი და ერითროციტების რაოდენობის და ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა დაგეხმარებათ, თუ ანემია არის პრობლემა. დამატებით, თუ ტესტი ფერიტინზე ჩატარდება, გაიგებთ, თუ ორგანიზმს არ აქვს საკმარისი მარაგი.

  2. რეინოს ფენომენი
    რეინოს ფენომენი მდგომარეობა არის, როცა თქვენი სისხლძარღვები ცივ პირობებში მკვეთრად ვიწროვდება, რასაც ხელს უწყობს კიდურების სიცივის შეგრძნება. ეს განსაკუთრებით ხშირია ქალებში და საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას.

  3. ჰიპოთირეოზი
    როცა ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს სათანადოდ, ეს იწვევს TSH-ის დონის მატებას, რაც სისხლის მიმოქცევის პრობლემებს აყენებს. TSH ტესტი დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის გამოვლენაში.

  4. სტრესი
    სტრესის შედეგად ადამიანის სხეული განიცდის ჰორმონალურ და ფიზიკურ ცვლილებებს, რაც ხშირად ცივი კიდურების განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ქალებში.

  5. პერიფერიული არტერიების დაავადება და მწეველობა
    მამაკაცებში ხშირია პერიფერიული არტერიების დაავადება, რომელსაც არტერიების ვიწროვება ან დაბლოკვა ახასიათებს, რაც სისხლის მიმოქცევის პრობლემებს იწვევს. ამის შედეგად, შესაძლოა, კიდურები გახდეს ცივი. ასევე, მწეველობა მნიშვნელოვნად ზრდის ამ პრობლემების რისკს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანს აქვს ცივი კიდურები, მნიშვნელოვანია, რომ ანალიზები ჩავიტაროთ, რათა გამოვრიცხოთ სერიოზული პრობლემები. სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინის და TSH-ის ტესტები იმაში დაგვეხმარება, თუ რა მიზეზით ხდება ცივი კიდურების პრობლემა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ თქვენი ან თქვენი ახლობლების კიდურები ხშირად ცივია და ამასთანავე სხვა სიმპტომებიც აწუხებთ, როგორიცაა მუდმივი დაღლა, ენერგიის ნაკლებობა, ტკივილი ან სისხლძარღვების ცვლილებები, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ექიმი დაგეხმარებათ ზუსტათ განსაზღვროთ, რა იწვევს ამ პრობლემას, და მოაწესრიგოს საჭირო მკურნალობა.

ცივი კიდურების პრობლემის უგულებელყოფა სერიოზულ გართულებებს იწვევს

შესაძლოა, ცივი კიდურების სიმპტომები არ იყოს მავნე ხანმოკლე პერიოდში, მაგრამ თუ პრობლემა არ გადაიჭრება დროულად, შეიძლება გამოიწვიოს სხვა გართულებები, რომლებიც უფრო სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს შექმნის. იმის გამო, რომ ჩვენს სხეულში არაფერი ხდება უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიმპტომის გამოსავლენად დროულად მივმართოთ ექიმს.

დასკვნა

ცივი კიდურები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი, მათ შორის ანემია, რეინოს ფენომენი, ჰიპოთირეოზი, პერიფერიული არტერიების დაავადება და სტრესი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს, რადგან მათ ხშირად აქვთ ცივი კიდურების პრობლემა, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენდეს. დროული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

გახსოვდეთ: თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი და დროული კონსულტაცია ექიმთან არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ თავიდან აიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა:

ონკოლოგიური დაავადებები – თუ 45 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ცივი კიდურების პრობლემა აწუხებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ შესაბამისი მიზეზი ყოველთვის ვეძებოთ. გავიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი. თუ პაციენტს ანემია აქვს, ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი დაქვეითებული აქვს. თუ ფერიტინს ჩააბარებთ, ნახავთ, რომ დაბალი აქვს.

ასევე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ტესტი TSH-ზე. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ მუშაობს TSH იმატებს.

რეინოს ფენომენი, ანემია, ჰიპოთირეოზი, სტრესით გამოწვეული ცივი კიდურები – უფრო ხშირი ქალბატონებშია. რაც შეეხება პერიფერიული არტერიების დაავადებასა და მწეველობით გამოწვეულ პრობლემას – უფრო ხშირი მამაკაცებშია. გარდა ამისა, ადამიანს, რომელსაც სულ ცივა, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ჰქონდეს.

თუ კიდურები ცივი გვაქვს, ექიმს ყოველთვის მივმართოთ და უყურადღებოდ არ დავტოვოთ. ჩვენს სხეულში ასე, უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. პრობლემის უგულებელყოფა კი უფრო მეტ პრობლემას იწვევს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights