ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

ქუთუთოს ბაზალიომა — ვივამედში გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას!

ქუთუთოს ბაზალიომა — ვივამედში გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებული მკურნალობას!
#post_seo_title

ქუთუთოს ბაზალიომა — ვივამედში გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას!

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (ბაზალიომა) ქუთუთოზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
კლინიკა ვივამედის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ ქუთუთოს ბაზალიომის ქირურგიულ მკურნალობას, რომელიც ეფუძნება თანამედროვე მიდგომებს, მაქსიმალურად დაცულია როგორც ონკოლოგიური უსაფრთხოება, ასევე ესთეტიკური შედეგი.
ჩვენი უპირატესობები:
• ონკოლოგიურად სრულყოფილი მოცილება
• ნაკლებტრავმული ქირურგიული ტექნიკა
• შედეგზე ორიენტირებული ესთეტიკური მიდგომა
• მაღალკვალიფიციური ოფთალმოქირურგების გუნდი
დაგეგმე კონსულტაცია დღესვე და შეინარჩუნე როგორც ჯანმრთელობა, ისე გარეგნობა!
იხილეთ მკურნალობის შედეგები: ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

ფიზიკური აქტივობა მწეველებში – ფიზიკური აქტივობა მწეველებში თამბაქოზე თავის დანებების საშუალება

ფიზიკური აქტივობა მწეველებში - ფიზიკური აქტივობა მწეველებში თამბაქოზე თავის დანებების საშუალება
#post_seo_title

ფიზიკური აქტივობა მწეველებში

ფიზიკური აქტივობა მწეველებში თამბაქოზე თავის დანებების და არამწეველებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

რატომ?

  • ის მცირებს თამბაქოს გადაგდების სიმპტომებს, როგორიცაა  გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა…

თამბაქოს გადაგდების შემდეგ ხასიათის ცვლილება გავრცელებული მოვლენაა, რაც როგორც წესი ერთი-ორი კვირა გრძელდება. ფიზიკური აქტივობა მანამდე უნდა დაიწყოთ სანამ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას გადაწყვეტთ. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ეს დროებითი სიმპტომები.

ხშირად სვამენ კითხვას – „თუ თამბაქოს მოხმარების  შემდეგ დეპრესია დამემართება, ისევ დავიწყო მოწევა“?  არა! თამბაქოს მოხმარება არ კურნავს დეპრესიას!  სწორედ ფიზიკური აქტივობა დაგეხმარება მოძებნო ძალა და უთხრა შენს თავს: „მე არ მინდა“  – ის ამაღლებს თვითშეფასებას, განწყობას, ენერგიას.

გახსოვდეს: თამბაქოს მოხმარება საგრძნობლად ამცირებს შენი სპორტული მიღწევების შედეგებს, მამაკაცებში ზრდის იმპოტენციის  და ქალებში უნაყოფობის რისკს.  ორსულობის დროს იწვევს სერიოზულ გართულებებს! გარდა ამისა, ორსულობის დროს და მის შემდეგ თამბაქოს მოხმარება „ბავშვის უეცარი სიკვდილის“  სინდრომის გამოწვევის ერთერთი დიდი რისკია. ორსულობის დროს მწეველ დედას დიდი რისკი აქვს მისი შვილი  „კურდღლის ტუჩის“ ან „მგლის ხახის“ დეფექტით დაიბადოს.

ყოველთვის გახსოვდეს:  შენს მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლი საფრთხეს უქმნის არა მარტო შენს, არამედ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას! საქართველოში წელიწადში დაახლოებით 3 000 ადამიანი პასიური მოწევის მსხვერპლია და 80%-ზე  მეტი ბავშვი თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება (GYTS 2008).

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს, ხოლო მოზარდები არ იწყებენ თამბაქოს მოხმარებას. რეგულარული ფიზიკური აქტივობის შემდეგ ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ სიგარეტის მოთხოვნილება აღარ გაგაჩნია და ამ „მბოლავ ღერზე“ აღარა ხარ დამოკიდებული! რაღაცის „მონობიდან“ განთავისუფლება ყოველთვის ამაღლებს: თვითშეფასებას, განწყობას და მატებს ენერგიას.

  • მწეველობის მრავალწლიანი სტაჟის შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა უბრუნებს ორგანიზმს გაჯანსაღების შანსს!

სხვადასხვა კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა გამოთვალეს რეგულარული ფიზიკური აქტივობის დახმარებით,  როგორი თანმიმდევრობით თავისუფლდება ორგანიზმი  თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, მწეველობის მრავალწლიანი სტაჟის წყალობით ნაგროვები შხამისაგან: 12 საათში სისხლში ნახშირჟანგის დონე მცირდება და ნორმას უბრუნდება,  2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება, 1-9 თვეში ხველება და ქოშინი მცირდება, 5-15 წლის შემდეგ კი ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორიც არამწეველებში.

იყავი ფიზიკურად აქტიური და ის დაგეხმარება აკონტროლო ქცევითი რისკ-ფაქტორები: თამბაქოს, ჭარბი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ძალადობა. რეგულარული ფიზიკური აქტოვობა ძირითად როლს ასრულებს შენი ორგანიზმის ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლასა და წონის შენარჩუნებაში.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში
#post_seo_title

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში

მადლიერების გამოხატვა
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” მადლიერებას გამოხატავს
პროექტის დონორი ორგანიზაციების – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიმართ ფინანსური მხარდაჭერისათვის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ კვლევის ჩატარება.
ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (დკსჯეც), რომელმაც წარმატებით განახორციელა კვლევის საველე სამუშაოები და მოაგროვა მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მადლობა დკსჯეც-ის ინტერვიუერებსა და მონაცემთა შეყვანის სპეციალისტებს.
განსაკუთრებული მადლობა:
ბატონ ამირან გამყრელიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
აღმასრულებელ დირექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის.
ქალბატონ ლელა სტურუას, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ
დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს კვლევის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
ქალბატონ სოფიკო ალავიძესა და ქალბატონ ლელა კვაჭანტირაძეს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, მონაცემთა
შეგროვების, მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში აქტიური
მონაწილეობისათვის.
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია” გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს კვლევის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიმართ კვლევის მიმდინარეობისას გაწეული ექსპერტული კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარებისათვის.
გვსურს, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება პროფესორ ჯეიმს (ჯიმ) ენტონის მიმართ, რომელიც გახლავთ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბლუმბერგის სკოლის პროფესორი.
სწორედ დოქტორი ჯიმ ენტონის შთაგონებით გადაწყდა, კვლევაში გამოგვეყენებინა
ინოვაციური მეთოდი – ე.წ. რანდომიზებული პასუხის ტექნიკა (Randomized Response
Technique), რომელიც საშუალებას აძლევდა რესპონდენტებს, გაეცათ გულწრფელი და თამამი პასუხები სენსიტიურ კითხვებზე, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ ტექნიკის მთავარი4 უპირატესობა იყო ის, რომ ხდებოდა კითხვების შენიღბვა და ინტერვიუერმა არ იცოდა, რომელ კითხვას პასუხობდა რესპონდენტი, რაც სრულად უზრუნველყოფდა პასუხების კონფიდენციალურობას და ანონიმურობას.
გვსურს, აგრეთვე, განსაკუთრებით აღვნიშნოთ წვლილი, რომელიც კვლევაში შეიტანეს ბატონმა ტომაშ ზაბრანსკიმ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის განყოფილებიდან, და ქალბატონმა ნიკოლა სინგლტონმა, რომელიც გახლავთ ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის პრევალენტობის, მონაცემთა მართვისა და შინაარსის კოორდინაციის განყოფილების მეცნიერანალიტიკოსი.
მადლობას ვუცხადებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ გიორგი კამკამიძეს,
წინამდებარე კვლევისთვის შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის და ქალბატონ ირინა ვარდანაშვილს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის კუთხით გაწეული დახმარებისათვის.
საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარების პროექტის სახელით განსაკუთრებულ
მადლობას მოვახსენებთ, ქალბატონ მარიამ რაზმაძეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელიც კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის, კვლევის ინსტრუმენტის, მონაცემთა ბაზის და კვლევის ანგარიშის მომზადებისას მხარში ედგა მკვლევართა გუნდს.
და ბოლოს, უდიდეს მადლირებას გამოვხატავთ ყველა იმ რესპონდენტის მიმართ, ვინც
გამონახა დრო და დაგვთანხმდა კვლევაში მონაწილეობაზე. მათი ნდობისა და წვლილის გარეშე წინამდებარე კვლევის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში 2015

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევები

 ფსიქიკური ჯანმრთელობა - სად გადის ზღვარი?
#post_seo_title

ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევები

ფსიქიური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს უბრალოდ ფსიქიური დარღვევების არ ქონას. ის განისაზღვრება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად და პროდუქტიულად შრომა და თავისი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბევრ ქვეყნაში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები საკადრო და ფინანსური რესურსების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. ამჟამად, მათ ხელთ არსებული ჯანდაცვის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ფსიქიურად დაავადებულ ადამინთა მოვლასა და სპეციალიზებულ მკურნალობაზე იხარჯება; უმნიშვნელო ნაწილი კი, ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებულ სისტემაზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა მსხვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახმარების ნაცვლად, ინტეგრირება უნდა მოახდინონ ფსიქიური ჯანმრთელობის პირველად სამედიცინო სანიტარულ დახმარებაზე, უზრუნველყონ ამ ტიპის დახმარება საერთო პროფილის საავადმყოფოებში და განავითარონ ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა ადგილობრივ დონეზე (სათემო დონეზე).

კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ფსიქიური ჯანმრთელობის სწორად გაგების პროპაგანდაზე, რომელიც აერთიანებს მთელ რიგ სტრატეგიებს, მათ შორის ინდივიდუალური რესურსების გამოყენება, უნარების წახალისება და სოციალურ ეკონომიური გარემოს გაუმჯობესება.

ფსიქიური ჯანმრთელობის გასაძლიერებლად აუცილებელია მრავალსექტორული ქმედებები, სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ან ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ფსიქიური ჯანმრთელობის გაძლიერებას მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა უზრუნველვყოთ ჯანსაღი წესის საფუძვლები  ბავშვთა ასაკში  და მოვახდინოთნ ფსიქიური დარღვევების პრევენცია მოწიფულობისა და ხანდაზმულობის პერიოდში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე ადამიანებში ინვესტირების განხორციელება განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას განაპირობებს. ფსიქიური ჯანმრთელობის პრიორიტეტული დარღვევებია: დეპრესია, ფსიქოზები, სუიციდი, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დარღვევები, და აგრეთვე ბავშვებში ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევები.

 

http://www.who.int/features/qa/62/ru/index.html
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_mental_health_day/ru/index.htm

http://www.ncdc.ge

ვარჯიშის სიხშირე – სიხშირე მიეკუთვნება დროის გარკვეულ პერიოდში შესრულებული ძალისმიერი ვარჯიშების რაოდენობას

განსხვავება კარდიო და აერობული ვარჯიშებს შორის
#post_seo_title

ვარჯიშის სიხშირე

  • სიხშირე მიეკუთვნება დროის გარკვეულ პერიოდში შესრულებული ძალისმიერი ვარჯიშების რაოდენობას;
  • სიხშირის შეფასება ჩვეულებრივ ხორციელდება ყოველკვირეულად, თუმცა ეს შეიძლება შესრულდეს დროის ნებისმიერ სხვა პერიოდში;
  • ჰიპერტროფიის თვალსაზრისით, სიხშირე ყველაზე ხშირად გამოიხატება კვირაში კუნთების ერთი ჯგუფის ვარჯიშების რაოდენობით.

რას გვეუბნება თანამედროვე ლიტერატურა: 

  • MPS რჩება მომატებული ძალისმიერი ვარჯიშიდან 48 საათის შემდეგ და მერე უბრუნდება საწყის დონეს. MPS-ის ხანგრძლივობა მცირდება იმ ნავარჯიშებ პირებში, რომლებიც აჩვენებენ უფრო მაღალ პიკურ რეაქციას. ეს რეაქცია ნარჩუნდება უფრო მოკლე დროის განმავლობაში;
  • ივარაუდეს, რომ კუნთის უფრო ხშირი სტიმულაცია რამდენიმე ყოველკვირეული ვარჯიშის დახმარებით მაქსიმალურად ზრდის MPS მრუდის ქვეშ არსებულ ფართობს და ხელს უწყობს უკეთეს ჰიპერტროფიულ რეაქციას;
  • თუმცა, ლოგიკის მიუხედავად, ლონგიტუდური კვლევები, როგორც წესი, არ ადასტურებს მაღალი სიხშირის ვარჯიშების ჰიპერტროფიულ უპირატესობას, უკიდურეს შემთხვევაში – ისეთ პირობებში, როდესაც დაბალი ან ზომიერი მოცულობის პროგრამებში მოცულობა დაბალანსებულია;
  • კუნთების ანალოგიური ზრდა გამოვლინდა თანაბარი მოცულობის პროგრამებში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო სიხშირე კვირაში – 1, 2, 3 თუ 4+ დღე. სამუშაოებმა, რომლებშიც მოცულობა არ იყო გათანაბრებული, აჩვენა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი უპირატესობა ვარჯიშის უფრო მაღალი სიხშირისთვის – კვირაში 3 დღემდე;
  • ეს ეფექტები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ვარჯიშის მოცულობასთან და არა სიხშირესთან, ვინაიდან ჯგუფები, რომლებიც ვარჯიშობდნენ უფრო მაღალი სიხშირით, ასევე ვარჯიშობდნენ დიდი მოცულობით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოსდა, სიხშირე გავლენას არ ახდენს ჰიპერტროფიაზე, როგორც ცალკეული ცვლადი, ვარჯიშის რაოდენობის შემცირება შეიძლება დაგვეხმაროს მოცულობის მართვაში.

კონსენსუსი

 მნიშვნელოვანი ჰიპერტროფიის მიღწევა შესაძლებელია კუნთების ჯგუფის ვარჯიშით არა იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ერთხელ – დაბალი ან ზომიერი მოცულობით (~≤10 მისვლა კუნთზე კვირაში ერთხელ);

  • როგორც ჩანს, კუნთების ყოველკვირეული ვარჯიშის სიხშირის გაზრდა დამატებით ჰიპერტროფიულ ეფექტს არ იძლევა, იმ პირობით, რომ მითითებული მოცულობა დაბალანსებულია;
  • თუმცა, შეიძლება ხელსაყრელი იყოს მოცულობის განაწილება უფრო ხშირ ვარჯიშებს შორის – მაღალი მოცულობის პროგრამების შესრულებისას;
  • ზოგადი რეკომენდაცია იქნება ვარჯიშის მოცულობის შეზღუდვა კუნთზე 10 მისვლამდე და, თუ ეს შესაძლებელია, ყოველკვირეული სიხშირის გაზრდა დამატებითი მოცულობის გასანაწილებლად.

წყარო: Schoenfeld, В., Fisher, J., Grgic, J., Haun, С., Неlms, Е., Phillips, S., Steele, J., & Vigotsky, А. (2021). Resistance Training Recommendations to Maximize Muscle Hypertrophy in аn Athletic Population: Position Stand оf the IUSCA. lnternational Journal оf Strength and Conditioning, 1(1). Schoenfeld, В., Fisher, J., Grgic, J., Haun, С., Неlms, Е., Phillips, S., Steele, J., & Vigotsky, А. (2021).  Resistance Training Recommendations to Maximize Muscle Hypertrophy in аn Athletic Population: Position Stand оf the IUSCA. lnternational Journal оf Strength and Conditioning, 1(1).

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

100 წლამდე სიცოცხლე – აი, როგორ დიეტას გვთავაზობს მეცნიერება!

100 წლამდე სიცოცხლე – აი, როგორ დიეტას გვთავაზობს მეცნიერება!
#post_seo_title

100 წლამდე სიცოცხლე – აი, როგორ დიეტას გვთავაზობს მეცნიერება!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა (მარტი, 2025), ჯანმრთელი დაბერება, ტვინის და სხეულის ფუნქციის შენარჩუნება, ქრონიკული დაავადებებისგან დაცვა და 100 წლამდე სიცოცხლე პირდაპირ არის კავშირში კვებასთან.

კვლევა დაფუძნებულია ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებულ 2 მილიონზე მეტ მონაცემზე სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობიდან და აჩვენებს, რომ სწორი დიეტა გადამწყვეტია არა მარტო სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, არამედ – მისი ხარისხისთვისაც.

საუკეთესო საკვები ჯანმრთელი დაბერებისთვის:

  • ხილი – აუმჯობესებს მეხსიერებას, იცავს გულს
  • ბოსტნეული (განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი) – ამცირებს ინსულტის და ალცჰაიმერის რისკს
  • მთელი მარცვლეული – იცავს მეტაბოლური სინდრომისგან
  • თხილეული და პარკოსნები – აუმჯობესებს ტვინის მუშაობას
  • მცენარეული ცხიმები (ზეთისხილი, ავოკადო, სოიოს ზეთი) – ამცირებს ანთებას
  • მცირეჩხირიანი რძის პროდუქტები – ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივეს
  • ბერიები და კენკრა – კოგნიტიური ფუნქციისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა
  • თევზი და ზღვის პროდუქტები – ომეგა 3 მჟავებით მდიდარი, იცავს გულს და ტვინს
  • ყავა და ჩაი – ზომიერად მოხმარება აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას
  • პომიდორი, კურკუმა, ჯინჯერი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • პროდუქტები, რომლებიც აჩქარებს დაბერებას და ზრდის დაავადებების რისკს:
  • ტრანსცხიმები – ზრდის კიბოს და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს
  • დამუშავებული ხორცი (სოსისი, ჰამბურგერი) – ასოცირდება კოლორექტალურ კიბოსთან
  • შაქრიანი სასმელები და წვენები – იწვევს ინსულინის რეზისტენტობას

ფრიჟული და სწრაფი კვება – ანთების გამომწვევი

მარგარინი, კარაქი, პიცა, თეთრი პური – ამცირებს მეხსიერებას და ზრდის მეტაბოლურ სტრესს

ალკოჰოლი (დიდი დოზით) – ნეიროტოქსიკურია

ზედმეტი ნატრიუმი (მარილი) – დაკავშირებულია მაღალი წნევასთან და თირკმლის პრობლემებთან

კვლევის ძირითადი მიგნებები (Nature Medicine, მარტი 2025):

  • ხილი, ბოსტნეული და თხილეული – 100 წლამდე სიცოცხლის შანსი 26%-ით იზრდება
  • ტრანსცხიმები და დამუშავებული ხორცი – ზრდის სიკვდილიანობას 34%-ით
  • ყავის და მწვანე ჩაის ზომიერი მიღება – 20%-ით ამცირებს ალცჰაიმერის რისკს
  • შაქრიანი სასმელები – 27%-ით ზრდის დიაბეტის რისკს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„კვება არა უბრალოდ ენერგიის წყაროა – ის ჩვენი ბიოლოგიური ბედი შეიძლება გახდეს. დღევანდელი კვლევები გვაჩვენებს, რომ საკვებს შეუძლია ან გაახანგრძლივოს სიცოცხლე და დაიცვას ტვინისა და გულის ფუნქცია, ან პირიქით – წაგვართვას ჯანმრთელი წლები. ცვლილებები აუცილებელია ახლა და დღეს.“

დაწერეთ კომენტარებში – რომელი პროდუქტები უკვე გაქვთ ყოველდღიურ რაციონში? და რომელი გეგმით დაამატებთ?

და არ დაგავიწყდეთ – გაუზიარეთ ეს პოსტი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველას, ვისაც სურს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრება.

www.sheniekimi.ge – შენი ექიმი

წყარო:

Titel: “The role of diet in healthy aging: A global study”

Published in: Nature Medicine, March 2025

Authors: J.M. Kaur, M. Hamedani et al.

Link: https://www.nature.com/articles/s41591-025-03570-5

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჯანმრთელიდაბერება #კვება #ტვინისჯანმრთელობა #სიცოცხლიღვირფასია #სიცოცხლისხანგრძლივობა #შენიექიმი #აქხარისხია #დეტოქსი #სხეულისთავდაცვა

Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
#post_seo_title

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის:

🔵 100 % -ით ფინანსდება: 

🔷 ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ქრონიკულ მედიკამენტები

🔷 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები

🔷 ექიმ – სპეციალისტების მომსახურება: 

⬛ ენდოკრინოლოგი
⬛ გინეკოლოგი
⬛ უროლოგი
⬛ ოფთალმოლოგი
⬛ ნევროლოგი
⬛ კარდიოლოგი
⬛ ოტორინოლარინგოლოგი
⬛ ქირურგი

🔷 კლინიკურ – ლაბორატორიული გამოკვლევები: 

⬛ სისხლის საერთო ანალიზი
⬛ შარდის საერთო ანალიზი
⬛ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
⬛ კრეატინინი
⬛ ქოლესტერინი სისხლში
⬛ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
⬛ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
⬛ პროთრომბინის დრო
⬛ ჰემოგლობინი
⬛ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
⬛ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)

🔷 ინსტრუმენტული გამოკვლევები: 

⬛ ელექტროკარდიოგრაფია
⬛ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
⬛ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ⬛ ღრუს ორგანოების ექოსკოპია
⬛ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
⬛ ძვლების რენტგენოგრაფია

☑️ 80% – ით ფინანსდება კომპიუტერულიტომოგრაფია

🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

🔷 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაშიჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მისმიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვისცენტრში/პოლიკლინიკაში

🔷 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. აღნიშნულისამედიცინო სერვისის მისაღებად, მისიდანიშნულება აუცილებელია

🔵 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

„გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა“ – სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას აფრთხილებს
#post_seo_title

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა.

ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა”,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტო.ს მიერ გავრცელენულ ონფორმაციაში.

საგანგაშო კვლევა – ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულმა ინფექციებმა 2022 წელს 3 მილიონზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა

საგანგაშო კვლევა - ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულმა ინფექციებმა 2022 წელს 3 მილიონზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა
#post_seo_title

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულმა ინფექციებმა 2022 წელს 3 მილიონზე მეტი ბავშვი იმსხვერპლა — საგანგაშო კვლევა

2022 წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევა, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვის ორ წამყვან ექსპერტს ეკუთვნის, საგანგაშო რეალობას ასახავს — მსოფლიოს მასშტაბით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულმა ინფექციებმა 3 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული წყარო BBC ავრცელებს.

ყველაზე მეტად დაუცველები: აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია

კვლევაში განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონებად დასახელდა აფრიკის რეგიონი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ინფრასტრუქტურული და სამედიცინო რესურსების ნაკლებობა დაავადებების კონტროლს ართულებს.

რა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR)?

AMR, ანუ ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმ შემთხვევას აღწერს, როდესაც მიკრობები, როგორებიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები, აღარ რეაგირებენ იმ წამლებზე, რომლებიც ადრე ეფექტურად კურნავდნენ ინფექციებს. შედეგად, მარტივად განკურნებადი დაავადებები სიცოცხლისთვის საშიშ ფორმას იძენენ.

რატომ არის ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ბავშვებში?

ახალმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ბავშვებში სწრაფად მზარდი პრობლემაა — სულ რაღაც 3 წელიწადში ინფექციების მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი, ნაწილობრივ, COVID-19-ის პანდემიის პერიოდშიც უნდა ვეძებოთ, რომელიც ანტიბიოტიკების გადაჭარბებულ გამოყენებასა და სამედიცინო სისტემებზე დატვირთვას უკავშირდება.

მსოფლიო მასშტაბის მუქარა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი თანხმდებიან, რომ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციები კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ საფრთხედ რჩება. თუ დაუყოვნებელი ზომები არ გატარდა, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო – შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო - შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს
#post_seo_title

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო და როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე.

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს კონდიციონერი ჯანმრთელობისთვის 

როგორ გავლენას ახდენს კონდიციონერი ჯანმრთელობაზე?

დაბინძურებულ კონდიციონერში შესაძლოა განვითარდეს:

  • ბაქტერიული ინფექციები

  • ვირუსული დაავადებები

  • სოკოვანი პრობლემები

ყველაზე ხშირია ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება — მათ შორის ყელის ტკივილი, ცხვირის სიმშრალე და ხველა. თუმცა გართულებული შემთხვევებში შესაძლოა საქმე ფილტვების ანთებამდე მივიდეს.

ლეგიონელოზი – იშვიათი, მაგრამ სერიოზული საფრთხე

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაავადება, რომელიც შეიძლება უკავშირდეს კონდიციონერებს, არის ლეგიონელოზი — მძიმე ფორმის პნევმონია, რომელსაც იწვევს ბაქტერია Legionella pneumophila. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს დაავადება იშვიათია. მისი გავრცელების რისკი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაბინძურებული წყალი აღწევს კონდიცირების სისტემაში.

საუბრობს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “პალიტრანიუსის” ეთერში:

„არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც კონდიციონერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა არა სასარგებლო, არამედ მავნებელიც აღმოჩნდეს. ეს ეხება იმ სიტუაციებს, როცა შესაბამის წესებს არ ვიცავთ. კონდიციონერის შემოწმება სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.

კონდიციონერით შექმნილი პრობლემა მის ბიოფილტრებს უკავშირდება, რომლებსაც წესების შესაბამისად არ ვწმენდთ ან არ ვცვლით. შესაბამის წესებს თუ ვიცავთ, კონდიციონერით რაიმე დაავადების, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი დაბალია. თუ ბიოფილტრები დაბინძურებულია, შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. არის როგორც ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები, ასევე სოკოვანი ინფექციები. დაწყებული ზემო სასუნთქი გზების პრობლემიდან, როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების გამოშრობა, დამთავრებული ფილტვების ანთებით. ასევე, ცნობილია, რომ კონდიციონერს შეუძლია ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ლეგიონელოზი. რომელსაც ბაქტერია იწვევს და მძიმე ბაქტერიული პნევმონია ვითარდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია იმიტომ, რომ ლეგიონელას მთავარი წყარო დაბინძურებული წყალია. თუ დაბინძურებული წყალი კონდიცირების სისტემაში მოხვდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საფრთხე, რომ ლეგიონელოზი განვითარდეს.

ყველაზე ხშირად კონდიციონერს გრიპის მსგავსი ინფექციების გამოწვევა შეუძლია. გავრცელებას არა მხოლოდ დაბინძურებული ფილტრი უწყობს ხელს, არამედ  კონდიცირების სისტემაც. ინფიცირებული ადამიანი თუ ოთახშია და ვირუსს გამოყოფს, შემდეგ თუ ეს კონდიცირების სისტემაში ხვდება, რისკები იზრდება, რომ სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ. თუკი ვირუსული ინფექცია გვაქვს, კონდიციონერის ჩართვას ან თავშეყრის ადგილებს ყოფნას მოვერიდოთ.

თუ ფილტრები არ იწმინდება და არ იცვლება, შეიძლება, კონდიციონერში სხვადასხვა ობის სოკო გაჩნდეს. ობის სოკოც შეიძლება, კონდიცირებით გავრცელდეს. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ან ალერგიულები არიან. შეიძლება მათ განუვითარდეთ როგორც ზემო სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება, ასევე უფრო სერიოზული დაავადებებიც.

ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ადამიანისათვის სასარგებლო არ არის. გადაციებამ და დიდი ხნის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის პირობებში ყოფნამ შეიძლება, კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

კონდიციონერის ბიოფილტრები უნდა გამოვცვალოთ ან გავწმინდოთ იმის მიხედვით, თუ როგორაა ინსტრუქციაში მოცემული.

ყველა კონდიციონერს თავისი ინსტრუქცია მოჰყვება, სადაც მითითებულია, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ფილტრები. თუმცა, საშუალოდ, ყოველი ახალი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ.

პირველ რიგში, რატომაც ბავშვებთან კონდიციონერის ჩართვას ერიდებიან, ინფექციების გავრცელებაა. ბავშვებს ამ დაავადებების მიმღებლობა უფრო მეტი აქვთ. მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი. თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამართული კონდიციონერი გვქონდეს და ამავდროულად, ოთახში შევინარჩუნებთ იმ ტემპერატურას, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, პირიქით, უკეთესია, რომ ნორმალურ ტემპერატურაში გვყავდეს, ვიდრე სიცხეში იყოს, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. არის გამონაკლისებიც, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადებები, მაგრამ მეტწილად თუ კონდიციონერი გამართულად მუშაობს, არც ერთი ასაკისთვის არ არის ცუდი.“

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights