ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“, -აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.
პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით,
ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე. საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მოსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.

პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ, კემლინ ფურლეს, თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა და UNHCR-თან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის მზადების პროცესს.

მხარეებმა, იმსჯელეს საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა საკითხებზეც. ასევე – სახელმწიფოს მხრიდან, მათთვის განსაზღვრულ დახმარებებზე, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე – უფასო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის, თანამშრომლობა, მომავალშიც, აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილი.

ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები – კავშირი პირის ღრუს ჰიგიენასა და ქრონიკულ ტკივილებს შორის

პირის ღრუს დაავადებები - რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
#post_seo_title

კავშირი პირის ღრუს ჰიგიენასა და ქრონიკულ ტკივილებს შორის — ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მიგრენებთან, მუცლის ტკივილებთან და ფიბრომიალგიასთანქრონიკულ დაავადებასთან, რომელიც გავრცელებულია ქალებში.

ძირითადი მიგნებები:

ფიბრომიალგიით დაავადებულ ქალებში, დაბალი პირის ღრუს ჯანმრთელობის ქულები პირდაპირ ასოცირდებოდა მაღალი ტკივილის დონესთან.

კვლევაში მონაწილე ქალების 2/3 ფიბრომიალგიით იყო დაავადებული.

ოთხი კონკრეტული ბაქტერია აღმოჩნდა კავშირში ტკივილის სიმპტომებთან, განსაკუთრებით მიგრენასა და გავრცელებულ სხეულებრივ ტკივილთან.

შედეგები დარჩა მყარი ასაკის, წონის (BMI) და შაქრის მოხმარების გათვალისწინების შემდეგაც.

როგორ მუშაობს მექანიზმი?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირის ღრუს მიკრობიომის (ბაქტერიების ბალანსის) დარღვევას შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე — გააძლიეროს ანთება და ტკივილის რეცეპტორების აქტივაცია.

გამოსავალი:

  • რეგულარული კბილების წმენდა
  • ენის, ღრძილების და ლოყების შიდა მხარის ჰიგიენა
  • შაქრის შემცირება კვებაში
  • სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„მარტივი რუტინები, როგორიცაა კბილების კარგად გახეხვა და პირის ღრუს დაცვა, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქრონიკული ტკივილების შემცირებაში. ჯანმრთელი პირის ღრუ = ჯანმრთელი ორგანიზმი.“

წყარო:

Neuroscience News – Oral Health Linked to Fibromyalgia, Migraine and Chronic Pain in Women (Published April 2025)

ლინკი სრულ სტატიაზე:

https://neurosciencenews.com/oral-health-fibromyalgia…/

#გიორგიფხაკაძე #ფიბრომიალგია #მიგრენა #პირისღრუსჯანმრთელობა #ქალებისჯანმრთელობა #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #აქხარისხია #შენიექიმი #sheniekimi #drpkhakadze

ძილი ამაგრებს მეხსიერებას — ეფექტი 1 წელზე მეტხანს გრძელდება!

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში
#post_seo_title

ძილი ამაგრებს მეხსიერებას — ეფექტი 1 წელზე მეტხანს გრძელდება!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ახალი კვლევა ამტკიცებს: ერთი ღამე მშვიდად დაძინების შემდეგ თქვენს ტვინს შეუძლია არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გააძლიეროს რეალურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების მეხსიერება — მაშინაც კი, როცა ეს მოვლენა 1 წელზე მეტხნის წინ მოხდა!

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • მონაწილეებმა გაიარეს იმერსიული რეალური ტური და მათი მეხსიერება შეფასდა სხვადასხვა ინტერვალში: 1 საათი, 1 დღე, 1 კვირა, 1 თვე და 15 თვე.
  • ისეთი დეტალები, როგორიცაა ფერები ან ობიექტის ფორმა, დროთა განმავლობაში ქრებოდა.
  • მაგრამ იმ მონაწილეებს, ვინც ტურის შემდეგ ღამე კარგად დაიძინეს, მნიშვნელოვნად უკეთ ახსოვდათ მოვლენების თანმიმდევრობა — ანუ როგორ განვითარდა ისტორია.
  • ღრმა ძილის დროს ტვინი გამოყოფს დელტა ტალღებს და „სწრაფ სპინდლებს“, რაც აძლიერებს ცოდნის და ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დამახსოვრებას.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს:

„ძილი არ არის უბრალოდ დასვენება — ეს არის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფაზა, როდესაც ტვინი ახარისხებს და ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას. თუ გსურთ, რომ ინფორმაცია დიდხანს შეინარჩუნოთ, ღრმა ძილი აუცილებელია.“

როგორ გამოვიყენოთ ეს პრაქტიკაში:

  • ახალი სწავლების ან მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შემდეგ ეცადეთ მინიმუმ 7–8 საათი ღრმად დაიძინოთ
  • მოერიდეთ ძილის წინ ეკრანებს, ხმაურსა და კოფეინს
  • შეინარჩუნეთ ძილის რიტმი და გააუმჯობესეთ ძილის გარემო (სიბნელე, სიჩუმე, სიგრილე)
  • ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და ყველა ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურს უკეთესი მეხსიერება!

წყარო:

Sleep Supports the Memory of Temporal Order for Real-Life Events Over Long Delays, Cell Reports, 2025

გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის აპრილი

ლინკი: https://www.cell.com/cell…/fulltext/S2211-1247(24)00426-5

sheniekimi.ge – შენი ექიმი

ყოველდღიური რჩევები ჯანმრთელობაზე, მეცნიერებაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ძილი #მეხსიერება #ტვინი #sheniekimi #შენიექიმი #აქხარისხია #საჯანდაცოინფორმაცია #ჯანსაღიცხოვრება

ტვინის ენზიმი, რომელიც დამოკიდებულებისგან დაბრუნების რისკს ამცირებს

მიკროპლასტიკები ადამიანის ტვინში – ახალი კვლევის შემაშფოთებელი მიგნებები!
#post_seo_title

ტვინის ენზიმი, რომელიც დამოკიდებულებისგან დაბრუნების რისკს ამცირებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

ახალი კვლევა გვაჩვენებს, რომ ტვინში არსებული ერთი კონკრეტული ენზიმი – HDAC5 – მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოკიდებულების რეგულაციაში, განსაკუთრებით ისეთი ნივთიერებების შემთხვევაში, როგორიცაა კოკაინი.

რას აკეთებს HDAC5?

ეს ენზიმი არეგულირებს გენს სახელად Scn4b, რომელიც აკონტროლებს ნეირონების აქტივობას ტვინის ერთ-ერთ მთავარ სეგმენტში – ბირთვული აკუმბენსი (nucleus accumbens), რაც დაკავშირებულია დაჯილდოების გრძნობასა და მეხსიერებასთან.

ძირითადი მიგნებები:

  • HDAC5 ამცირებს Scn4b-ის ექსპრესიას, რაც შესაბამისად ამცირებს ნეირონების გადაჭარბებულ სიგნალიზაციას – ანუ „გადაღლილ“ სტიმულაციას, რაც ხშირად იწვევს განმეორებით ნარკოტიკზე მისწრაფებას.
  • საინტერესოა, რომ ეს მოქმედება მხოლოდ ნარკოტიკზე მიჯაჭვულობას ეხება – ბუნებრივი ჯილდოს (მაგალითად, შაქრის) მოთხოვნა უცვლელი რჩება.
  • კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეპიგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც რჩება ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ, ხანგრძლივად ინახავენ ტვინში დამოკიდებულების კვალს, რაც განმეორებით მოხმარებას იწვევს თუნდაც სრული თავშეკავების შემდეგ.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს:

„დამოკიდებულება მხოლოდ ქცევითი ან ნებელობითი პრობლემა არ არის – ეს ბიოლოგიური, მოლეკულური და ეპიგენეტიკური ფენომენია. თუ ვიცით, რომელ მექანიზმზე იმოქმედოს მედიკამენტმა, შეგვიძლია უკეთ ვმართოთ დამოკიდებულება და შევამციროთ მისი გამწვავება.“

მომავლის თერაპია?

Target-ზე მიმართული მკურნალობა – მაგალითად Scn4b-ის ბლოკირება ან HDAC5-ის ხელშეწყობა – შესაძლოა გახდეს ახალი მეთოდი კოკაინის ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად.

წყარო:

Brain Enzyme Regulates Relapse in Cocaine Addiction via Gene Scn4b, Neuroscience News, გამოქვეყნდა 2025 წლის აპრილში.

ლინკი: https://neurosciencenews.com/brain-enzyme-drug-relapse…/

sheniekimi.ge – შენი ექიმი: სამეცნიერო ფაქტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

გაუზიარეთ ეს პოსტი ყველას, ვისაც სურს მეტი გაიგოს ტვინის ფუნქციაზე, ნარკოტიკზე დამოკიდებულებაზე და მკურნალობის ინოვაციურ გზებზე.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

რა არის ტვინის ჩუმი ინფარქტი

 

„ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა საქართველოში მაღალი სტანდარტით კონტროლდება“-სეს

„ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა
#post_seo_title

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას სურსათის ეროვნულ სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2025 წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია 20 ნიმუში, შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლინდა.

„კვლევები დაგეგმილია სხვა მაჩვენებლებზეც. ამავდროულად, კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც მწარმოებელ, ისე დამფასოებელ ბიზნესოპერატორებთან ხორციელდება HACCP-ის გეგმური აუდიტი, მოწმდება ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის 95 ნიმუში. მათ შორის მიკრობიოლოგიურ (Salmonella, Listeria monocytogenes) მაჩვენებლებზე გამოკვლეულია სურსათის 55 ნიმუში, ქიმიურ მაჩვენებლებზე (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: ბენზო(a)პირენი, ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი. ტყვია, კადმიუმი, ნიტრატები) კი,40 ნიმუში. არც ერთ გამოკვლეულ ნიმუშში შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლი არაერთი ნორმატიული აქტით და ტექნიკური რეგლამენტით ხორციელდება, რომლებიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად არის შემუშავებული და დაახლოებულია ქართულ კანონმდებლობასთან.

დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ნორმატივებთან დაკავშირებით იხილეთ ლინკი“, – ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.

შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით, კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.

ჯანდაცვის მინისტრი The Max Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა
#post_seo_title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით, კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.

პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში პარტნიორობას

მემორანდუმი
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროში, სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნული ოფისის დირექტორმა ელენა ტიბირნამ მოაწერეს.

მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში პარტნიორობას. კერძოდ, მონაწილეები საკუთარი კომპეტენციისა და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ისეთ სფეროებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა: საპენსიო უზრუნველყოფის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება; სფეროში განხორციელებული ახალი მიდგომებისა და რეფორმების უზრუნველყოფა; ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენება; ასევე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გაძლიერება.

დოკუმენტში ასევე, ხაზგასმულია სოციალური დახმარების სისტემაში თაღლითობისა და არასწორი პრაქტიკების გამოყენების შემთხვევების პრევენცია.

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა? – ვაქცინამ შეიძლება დაგვიცვას ზედმეტი წონისგან!

ჭარბი წონა ბავშვებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში
#post_seo_title

მეცნიერები აცხადებენ – სიმსუქნის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება დაგვიცვას ზედმეტი წონისგან!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

გსურთ ჭამოთ რაც გსურთ და არ მოიმატოთ წონაში?

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს უკვე შესაძლოა – ვაქცინით!

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. პროფესორ კრისტოფერ ლოურის ხელმძღვანელობით, თაგვებს ვაქცინას უკეთებდნენ მიკროორგანიზმით სახელად Mycobacterium vaccae (M. vaccae) — ბაქტერია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ნიადაგსა და ძროხის რძეში.

შედეგი?

თაგვები, რომლებიც ჭამდნენ იგივე რაოდენობის „ჯანკ ფუდს“, მაგრამ ჰქონდათ მიღებული ვაქცინა, არ იმატებდნენ წონაში ისე, როგორც ჩვეულებრივ ჯგუფი. მათ ცხიმოვანი დაგროვება და ანთებითი რეაქციები საგრძნობლად შეუმცირდათ.

როგორ მოქმედებს ეს ვაქცინა?

პროფესორის განმარტებით, ვაქცინა ეხმარება ორგანიზმს:

  • ამციროს ქრონიკული ანთება, რაც სიმსუქნის მთავარი ბიოლოგიური მახასიათებელია
  • გააუმჯობესოს ცხიმის სტრუქტურა და ხარისხი
  • დააჩქაროს მეტაბოლიზმი

ეს ყველაფერი ემყარება ჰიპოთეზას, რომელსაც ეწოდება „ძველი მეგობრები“ (Old Friends Theory) – იდეა, რომ ადამიანები ევოლუციურად იზრდებოდნენ ბუნებრივ ბაქტერიებთან ერთად, მაგრამ ურბანულ ცხოვრებაში მათთან კონტაქტი დაკარგეს, რამაც გამოიწვია იმუნური დისბალანსი და ანთებითი დაავადებების გავრცელება, მათ შორის სიმსუქნე.

კითხვა: გავაკეთოთ ვაქცინა თუ გამოვასწოროთ საკვები სისტემა?

პროფესორი ლოური ამბობს:

„სუპერმარკეტებში გაყიდული საკვების ნახევარზე მეტი ჯანკ ფუდია. ყველგანაა და თავის არიდება რთულია. თუ ამ ძველ მეგობრებთან კავშირი აღვადგენთ, შესაძლოა წონაში მომატებას და სხვა ზიანს თავი ავარიდოთ—even თუ ჩვენი დიეტა ცუდია.“

მაგრამ მთავარი დილემა რჩება – შევეცადოთ ვაქცინით გადავფაროთ კვების პრობლემა, თუ საერთო ჯანდაცვის პოლიტიკით გავხადოთ ჯანმრთელი საკვები ხელმისაწვდომი ყველასთვის?

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ეს აღმოჩენა საინტერესოა, მაგრამ ვაქცინა არ უნდა გახდეს დამამშვიდებელი ხაზი ჯანსაღი საკვების პრობლემაზე. დღესაც ვხედავთ, როგორ ტვირთავენ ბავშვებსა და მოზარდებს უსარგებლო საკვებით – ეს სიღარიბის, განათლების დეფიციტის და მარკეტინგული ძალადობის შედეგია. სისტემა უნდა მოერგოს ადამიანებს და არა პირიქით — ჯანსაღი კვება უნდა იყოს იაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და პოპულარული. ხოლო ვაქცინა შეიძლება იყოს დამხმარე რგოლი, მაგრამ არა მთავარი გამოსავალი.“

– პროფესორი გიორგი ფხაკაძე

დასკვნა

სიმსუქნის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა მომავლის ტექნოლოგია იყოს. მაგრამ სანამ მას მივაგნებთ, საჭიროა დღესვე დავიწყოთ კვებითი გარემოს გაუმჯობესება.

უნდა ვიმუშაოთ, რომ:

  • ჯანსაღი საკვები იყოს იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი
  • ბავშვებს სკოლებში შესთავაზონ არა “ენერგეტიკული ბომბები”, არამედ ნამდვილი საკვები
  • და ვასწავლოთ საზოგადოებას, რომ ჯანმრთელობა – იწყება თეფშზე

საქართველოში სიმსუქნის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა

წყარო:

University of Colorado Boulder – “A vaccine against weight gain? It’s on the horizon”

ლინკი სრულად:

https://www.colorado.edu/…/vaccine-against-weight-gain-its…

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – სიმსუქნის პრევენცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო დონეზე.

#sheniekimi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე Giorgi Pkhakadze @[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

აუტიზმი და მოზარდობის ასაკის ტვინი – ახალი აღმოჩენა!

აუტიზმი და ნაწლავები
#post_seo_title

აუტიზმი და მოზარდობის ასაკის ტვინი – ახალი აღმოჩენა!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ მოზარდობის პერიოდში ტვინის განვითარება განსხვავებულია აუტიზმის მქონე ბავშვებში.

ეს ნიშნავს, რომ აუტიზმი არ არის მხოლოდ ბავშვობის დიაგნოზი – ის აქტიურად ცვლის ტვინის ფუნქციას გარდატეხის ასაკშიც.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • ტვინის ე.წ. „default mode network“ – ნერვული ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია თვითშემეცნებასა და სოციალური ურთიერთობის გააზრებაზე, სხვაგვარად ვითარდება აუტიზმის მქონე ბავშვებში.
  • ამ განსხვავებული განვითარების პიკი მოდის პუბერტატის პერიოდზე (10–14 წელი), რაც მეცნიერებს აძლევს გზას, რომ უკეთესად გაიგონ როგორ მივუდგეთ აუტიზმის მქონე მოზარდებს.
  • კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებში ტვინის გარკვეული უბნების კავშირი ან ძლიერდება ან სუსტდება, რაც ახდენს გავლენას მათ ემოციურ, სოციალურ და ქცევით უნარებზე.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„აუტიზმი არ სრულდება ბავშვობაში – ის ცოცხალი პროცესია. ჩვენ, საქართველოში, უნდა გვესმოდეს, რომ მოზარდების ტვინი დინამიურად ვითარდება და აუტიზმის მქონე ბავშვებს სჭირდებათ მთლიანად ინდივიდუალური მიდგომა, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში.

ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არის აუცილებელი დამოუკიდებელი დიაგნოსტიკა, განათლებული მშობლები და მოქნილი სკოლები, რომლებიც ემსახურებიან თითოეული ბავშვის უნიკალურ განვითარებას.

აუტიზმი არ არის „შეკავებული შესაძლებლობა“ – ეს არის განსხვავებული განვითარების გზა, რომელსაც სჭირდება თანაგრძნობა, ცოდნა და მხარდაჭერა.“

სრულად გაეცანით კვლევას:

Neuroscience News – “Puberty is when the brain changes most for children with autism, study finds”

https://neurosciencenews.com/puberty-brain-asd-28614/…

გაიგეთ მეტი აუტიზმის შესახებ:

შენი ექიმი – www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარე ეს ინფორმაცია – თითოეული ბავშვის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ცოდნაზე და მხარდაჭერაზე!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აუტიზმი #მოზარდებისტვინი #პუბერტატი #ნეირომეცნიერება #sheniekimi #აქხარისხია #განვითარება #ბავშვებიჯანმრთელობა #გარდატეხისასაკი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights