სამშაბათი, მაისი 12, 2026

შიგელოზია, კონტროლის ღონისძიებები – მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც  600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება

შიგელოზია, კონტროლის ღონისძიებები
#post_seo_title

შიგელოზია

შიგელოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწლავთა მწვავე ინფექციებს შორის.  მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც  600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. გვხვდება ყველა კონტიგენტზე და ყველა გეოგრაფიულ ზონაში. საქართველოში შიგელოზით ავადობა დაბალია, ყოველწლიურად საშუალოდ 250-300 შემთხვევა აღირიცხება.

შიგელოზს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. შემთხვევების უმრავლოესობა გამოვლინდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში. შიგელოზის დასადასტურებლად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.

გამომწვევი აგენტი: შიგელოზის გამომწვევი აგენტია Shigella-ს გვარის ბაქტერიები, რომლებიც Enterobacteriaceaeოჯახს მიეკუთვნება და მოიცავს ხუთ ათეულზე მეტ სეროლოგიურ ვარიანტს, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციით 4 ჯგუფად იყოფა: Sh. dysenteriae, Sh. flexneri, Sh. boydi, Sh. sonnei.

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის არეში, რომელიც თანდათან ლოკალიზდება მუცლის მარცხენა ნახევარში. ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. განავალი თხიერია, ხშირად ლორწოს შემცველობით, სისხლით და ჩირქით. ავადმყოფს აწუხებს დეფეკაციის შემდგომი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, აღენიშნება მოტყუება, ჭინთვები და ტენეზმები.

დაავადება გრძელდება 2-3 დღიდან 7-9 დღემდე. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულში ან დაავადებული დარჩეს ბაქტერიამტარებელი.

მიზეზები/ძირითადი გადაცემის ფაქტორები: ყველაზე ხშირი რისკის ფაქტორები, რომლებიც შიგელების გადაცემაში იღებენ მონაწილეობას არის:

  1. საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და მისი ნაწარმი, ცუდად გარეცხილი და/ან გაურეცხავი ბოსტნეული და ხილი;
  2. არაკეთილსაიმედო წყალი;
  3. საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ჭურჭელი, სათამაშოები);
  4. ბუზები, რომელთაც თავისი სხეულით და ფრთებით ადვილად გადააქვთ შიგელოზის   ბაქტერიები განავლიდან საკვებ პროდუქტებზე.

რეზერვუარი: ინფექციის წყარო ძირითადად მწვავე შიგელოზით დაავადებული ადამიანია, თუმცა ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ასევე ქრონიკული ფორმით დაავადებული და ბაქტერიამტარებელიც. დაავადება შეიძლება წარიმართოს მსუბუქი და წაშლილი ფორმებით, რაც ხელს უწყობს დაავადების გახანგრძლივებული ფორმების ჩამოყალიბებას და ზრდის პოტენციური ინფექციის წყაროს რაოდენობას.

გადაცემის გზები: შიგელოზი, როგორც ნაწლავთა ტიპიური ინფექცია, ვრცელდება ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური მექანიზმით. დაავადების გავრცელება დამოკიდებულია მოსახლეობის სანიტარიულ მდგომარეობაზე, კულტურის დონეზე, კვების თავისებურებაზე, მოსახლეობის სიმჭიდროვეზე. შიგელოზს უწოდებენ „ჭუწყიანი ხელების“ დაავადებას. იგი უფრო ხშირია იქ, სადაც არ იცავენ ან შეუძლებელია პირადი და კვების ჰიგიენის წესების დაცვა. ინფექციის განვითარებისთვის გამომწვევის სულ მცირე რაოდენობაც (10-200 ორგანიზმი) საკმარისია.

ინკუბაციური პერიოდი  1-3 დღეა, საშუალოდ 12-96 საათი, მაქსიმალური პერიოდი 7 დღე.

გადამდებლობის პერიოდი: ავადმყოფი გადამდები ხდება დაავადების დაწყებისთანავე და გადამდებლობა გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე (საშუალოდ 4 კვირა), ასიმპტომური ფორმით დაავადების შემთხვევაში,  გადამდებლობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვეზე მეტი დროითაც.

მიმღებლობა: შიგელას  ინფექციური აგენტის მიმღებლობა საყოველთაოა, თუმცა ავადობის მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ბავშვებში. ორგანიზებულ კოლექტივებში, დახურულ საცხოვრებელ/სამუშაო პირობებში, ინფექციის გადაცემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საყოფაცხოვრებო კონტაქტი.

 კონტროლის ღონისძიებები:

  ა.შიგელოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია:

  • მოსახლეობის უსაფრთხო სასმელი წყლითა და საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფა;
  • საკვებად უვნებელი პროდუქტის მიღება;
  • სისუფთავის დაცვა სამზარეულოებსა და საცხოვრებელ ადგილებში;
  • ხელების სისუფთავის დაცვა საკვებ პროდუქტებთან შეხების, მომზადებისა და ჭამის წინ;
  • არაკანალიზირებულ დასახლებებში საპირფარეშოების ისე მოწყობა, რომ გამოირიცხოს ფეკალურ მასებთან ცხოველებისა და ბუზების კონტაქტი;
  • სუფთა სასმელი წყალი გამოყენებულ უნდა იყოს: ხილისა და ბოსტნეულის სრულფასოვნად გასარეცხად, საკვების,  სასმელების, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად, ხელების დასაბანად.

 ბ. პაციენტის და კონტაქტების კონტროლი: დაავადების გამოვლენის შემთხვევაში:

  • უნდა გადაეცეს ინფორმაცია ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს;
  • უნდა მოხდეს პაციენტის იზოლაცია/ სასურველია ჰოსპიტალიზაცია, თუმცა  შესაძლებელია მისი მკურნალობა საცხოვრებელ ადგილას, ექიმის მეთვალყურობის ქვეშ;
  • ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირებზე დამყარდეს 7 დღიანი სამედიცინო დაკვირვება კერაში სხვა შემთხვევების გამოსავლენად;
  • ავადმყოფის ბინაზე დატოვების შემთხვევაში კერაში ჩატარდეს მიმდინარე დეზინფექცია.

.  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები:

  • ინფორმაციის გადაცემა დაავადების ერთეული ან ჯგუფური შემთხვევის შესახებ ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სასახურისთვის;
  • შემთხვევის სრული კვლევა დემოგრაფიული, კლინიკური, ლაბორატორიული და  ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მიხედვით;
  • სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების ხარისხის შესწავლა/შეფასება დაავადების წარმოშობისა და გავრცელების ხელშემწყობი პირობების დასადგენად;
  • ეპიდკერაში შიგელოზის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დ. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: გამომდინარე იქიდან, რომ შიგელოზის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს არაკეთილსაიმედო სასმელ წყალს, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს(წყალდიდობა, ღვარცოფი, მიწისძვრა..) შესაძლებელია მოხდეს საკანალიზაციო ქსელისა და წყალგაყვანილობის მილების დაზიანება, რის შედეგადაც სავარაუდოა ფეკალური მასების შერევა სასმელ წყალში. ასეთი სასმელი წყალი არამარტო შიგელოზის ერთეული შემთხვევების, არამედ ეპიდაფეთქებების წარმოშობის მიზეზი გახდება.

ე. საერთაშორისო ღონისძიებები: არ შეესაბამება.

შენ შეგიძლია შეცვალო – ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს...“
#post_seo_title

შენ შეგიძლია შეცვალო…

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. ჯანმრთელობა რომ შეუფასებელი სიმდიდრეა, ალბათ ამაში ორი აზრი არ არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა მასზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როდესაც სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. არადა, ამ პრობლემების დიდი ნაწილის თავიდან აცილება ჩვენი ცხოვრების წესის სულ უმნიშვნელო ცვლილებითაცაა შესაძლებელი.

დღეს, სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის (ქცევებირომლებიცდადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე დათავისთავში აერთიანებს ისეთებს, როგორიცაასწორიკვებაფიზიკურიაქტივობამავნეჩვევებზეუარისთქმა...) ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – ფიზიკურ აქტივობასა და თამბაქოს მოხმარებაზე გვინდა გესაუბროთ. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ინაქტივობა იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მწეველობა (დაახლოებით 1 ადამიანი 6 წამში), ერთი შეხედვით ძნელია ამ ორ, არსობრივად განსხვავებულ ქცევას შორის კავშირის მოძებნა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამბაქოზე თავის დანებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა დასაშუალება სწორედ ფიზიკური აქტივობაა (ფიზიკურიაქტივობა არის ყველა ის მოძრაობაა, რაც კუნთებით ხორციელდება და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს: თამაში, სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, მუშაობა სახლში…). მაგ, ტაივანში ჩატარებულმა 12 წლიანმა (1996-2008წწ) კვლევამ, რომელშიც  434 190 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, უჩვენა, რომ საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა (აქტივობა, რომლის დროსაც უმნიშვნელოდ იცვლება გულის ცემა და სუნთქვის სიხშირე. მაგალითად, ფეხით ჩქარი სიარული, მუშაობა სახლში და ბაღში, აერობიკა, ცეკვა…)მწეველებში 55%-ით ზრდის თამბაქოზე თავის დანებების და 43 %-ით ამცირებს თამბაქოს მოხმარების ხელახლა დაწყების შანსს[i].

ალბათ, საინტერესოა რა განაპირობებს ფიზიკური აქტივობის ამგვარ დადებით ზეგავლენას  თამბაქოს გადაგდების პროცესზე. დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მოქმედებს ტვინის გარკვეულ უბნებზე, იწვევს ენდორფინის – სიამოვნების ჰორმონების – გამოყოფას და იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების პარალელურად უჩნდება. ამგვარად, მწეველისთვის ნიკოტინი საშუალებაა, რათა თავი კომფორტულად/ნორმალურად იგრძნოს. დამტკიცდა ისიც, რომ  ფიზიკური აქტივობა,  ნიკოტინის მსგავსად, ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას იწვევს. ეს კი  თავის მხრივ, ხელს უწყობს თამბაქოს გადაგდების სიმპტომების (როგორიცაა გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა) შემცირებას და ზრდის ამ მავნე ჩვევაზე წარმატებულად თავის დანებების შანსს.  [ii] [iii] [iv]

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლების სარგებელი მხოლოდ გუნება-განწყობილების ამაღლებით არ შემოიფარგლება. კვლევებმა უჩვენა, რომ მწეველებში ფიზიკური აქტივობა 50%-ით ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო… და მკვეთრად ამცირებს სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვალების რისკს (ფიზიკურად აქტიურ მწეველებში რისკი 23%-ით, ხოლო ფიზიკურად აქტიურ ყოფილ მწეველებში 43%-ით მცირდება)…[v]

როგორც ვხედავთ, სულ მცირე ძალისხმევაც კი, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გავიღებთ, დაუყოვნებლივ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, არ ღირს დაველოდოთ სასწაულს, როცა მისი შექმნა თვითონაც შეგვიძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ იქნება ძნელი, მცირე დრო მაინც დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. მითუმეტეს, რომ მეცნიერების მტკიცებით, მინიმალური ფიზიკური აქტივობისთვის 30 წთ-ია საკმარისი, რომლის გადანაწილებაც დღის განმავლობაში  10-10 წუთიან აქტივობებად შესაძლებელია.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



[i] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22861822

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iv] http://www.health.harvard.edu/newsweek/Exercise-and-Depression-report-excerpt.htm

[v] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

 

 

სტრესი და მისი ფიზიკური ნიშნები – როგორ ვმართოთ?

სტრესი და მისი ფიზიკური ნიშნები – როგორ ვმართოთ?
#post_seo_title

სტრესი და მისი ფიზიკური ნიშნები – როგორ ვმართოთ?

ჯანმოს (WHO) მონაცემებით, ქრონიკული სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

სტრესი არამარტო ემოციურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ იწვევს რეალურ ფიზიკურ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება სერიოზულ პრობლემებად გადაიქცეს, თუ დროულად არ მივხედავთ ჩვენს ორგანიზმს.

სტრესის ფიზიკური ნიშნები

  • თავის ტკივილი – ხშირი და ძლიერი თავის ტკივილები, განსაკუთრებით შუბლსა და საფეთქლების არეში.
  • კისრისა და მხრების ტკივილი – სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაძაბულობა, რაც იწვევს ხანგრძლივ ტკივილს.
  • ზურგის ტკივილი – განსაკუთრებით ქვედა ნაწილში, სტრესული სიტუაციების დროს კუნთების დაჭიმვა ხშირად იწვევს ტკივილს.
  • კუნთების დაჭიმულობა და დაღლილობა – სტრესი ორგანიზმს მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს, რაც იწვევს კუნთების სპაზმებს.
  • მადის დაკარგვა – სტრესის დროს საჭმლის მონელების სისტემა ვერ მუშაობს სწორად, რაც იწვევს მადას დაკარგვას ან საჭმლის გადაჭარბებულ მიღებას.
  • „მძიმე მკერდი“ და სუნთქვის პრობლემები – ხშირ შემთხვევაში, სტრესი იწვევს გულმკერდის არეში სიხშირის შეგრძნებას, რაც ხელს უშლის თავისუფალ სუნთქვას.
  • ყელში „ბურთის შეგრძნება“ – ნერვული დაძაბულობა ზოგჯერ იწვევს ყელის კუნთების სპაზმებს, რაც ადამიანს სუნთქვის პრობლემებს უქმნის.
  • კუჭის მოშლა და საჭმლის მონელების პრობლემები – სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გულძმარვა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

  • “სტრესი არის ჩუმი მკვლელი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
  • თუ ჩვენ ვერ ვმართავთ სტრესს, მისი შედეგები შეიძლება იყოს მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და იმუნური სისტემის დასუსტება.
  • პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სტრესის ამოცნობა და მართვა, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები.”

როგორ დავიცვათ თავი სტრესის უარყოფითი ზემოქმედებისგან?

  • სუნთქვითი ვარჯიშები – ღრმა სუნთქვა ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და გულისცემის ნორმალიზებას.
  • ფიზიკური აქტივობა – ყოველდღიური სიარული, ვარჯიში ან იოგა ამცირებს სტრესის დონეს.
  • კარგი ძილი – 7-9 საათიანი ღრმა ძილი ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას და სტრესის შემცირებას.
  • ჯანსაღი კვება – ბალანსირებული დიეტა, მდიდარი ვიტამინებით და მინერალებით, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის.
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა – სტრესის მართვაში ფსიქოლოგთან ან მეგობრებთან საუბარი ძალიან ეფექტურია.
  • ციფრული დეტოქსი – ტექნოლოგიების ზედმეტი გამოყენება ზრდის სტრესს, ამიტომ სასურველია დღეში 1-2 საათით ტელეფონის და სოციალური მედიისგან დასვენება.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის დამატებითი კომენტარი:

“ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ სტრესის მართვის ტექნიკები, რათა შევინარჩუნოთ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა.

ეს მხოლოდ პირადი საკითხი არ არის – სტრესი გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ჯანდაცვის სისტემაზე მთლიანობაში.

ამიტომ, ჩვენს საზოგადოებაში სტრესთან გამკლავების კულტურა უნდა გავაძლიეროთ!”

დამატებითი ინფორმაცია და კვლევები:

World Health Organization – სტრესის ფიზიკური ნიშნები და მისი მართვა

https://www.who.int/health-topics/stress

Harvard Medical School – სტრესის გავლენა ჯანმრთელობაზე

https://www.health.harvard.edu/mind-and…/stress-management

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და მეცნიერება

https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა

https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #სტრესი #ჯანმრთელობა #მეცნიერება #ნერვულისისტემა #შენიექიმი #შენიმედიცინა

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

SheniSilamaze.ge

@[61565067681848:2048:SheniPositivi.gehttp://xn--podcchbab0akj1cwd.ge/]

SheniAcademia DrPkhakadze

SheniEmigranti.ge

@[61555294691495:2048:SheniDasveneba.gehttp://xn--lodacgecagy3bf1dze.ge/]

SheniSofeli.ge

SheniTbilisi.ge

SheniStartup.ge

SheniGanatleba.ge

SheniSupra.ge

SheniHoroskopi.ge

ყავა და ჭარბი წონა კიბოს რისკს ზრდის? – როგორ გავარკვიო, რა არის ჩემი ორგანიზმისთვის სასარგებლო და რა – არა?

ყავა და ჭარბი წონა კიბოს რისკს ზრდის
#post_seo_title

2017 წლის დასაწყისში, ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტომ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ზომაზე მეტად შემწვარი კარტოფილი კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ზოგიერთმა სპეციალისტმა ამას მორიგი “საფრთხობელა” უწოდა და აღნიშნა, რომ დასკვნა სხვა კვლევების შედეგებს ეწინააღმდეგება.    

ვინ არის მართალი?

არ ვიცით. ხშირად, მედიაში წერენ, რომ ესა თუ ის პროდუქტი ან პროცედურა ზრდის კიბოს რაიმე სახეობით დაავადების რისკს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება სტატიები იგივე პროდუქტების ან პროცედურების სასარგებლო ეფექტზე ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ჟურნალისტები მეცნიერების კვლევებს ეყრდნობიან, რომლებიც ზოგჯერ, ყოველ შემთხვევაში, ობივატელის თვალში, მართლაც წინააღმდეგობრივ დასკვნებამდე მიდიან.

კონკრეტული მაგალითები არსებობს?

რა თქმა უნდა.

ყავა

ერთი მხრივ, ყავას ფილტვის კიბოთი დაავადების მაღალ რისკს უკავშირებენ. ის ვინც უკოფეიონო ყავას სვამს, როგორც ჩანს ეს საფრთხე ნაკლებად ემუქრება. მეორე მხრივ, ყავის დალევას უკავშირებენ პირის ღრუს და ხახის, ასევე ღვიძლის და პროსტატის კიბოს რისკის შემცირებას.

ხორცი

კვლევების თანახმად, ადამიანები რომლებიც ჭამდნენ წითელ ან გადამუშავებულ ხორცს, ხშირად კიბოსგან იღუპებოდნენ. ასეთი ხორცის ხშირი მიღება, ავითარებს კოლორექტალურ (მსხვილი და სწორი ნაწლავის) სიმსივნეს. მეორე მხრივ, არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ჭამდნენ თეთრ ხორცს, კიბო იშვიათად ემართებოდათ.

რძე

ერთი მხრივ, რძის და კალციუმის ხშირი მიღება, სავარაუდოდ ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მეორე მხრივ, ქალებს, რომლებიც არაპოსტკლიმაქსურ პერიოდში იღებდნენ დაბალი ცხიმის შემცველ რძის პროდუქტებს, სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ემართებოდათ. სწორი ნაწლავის კიბო იშვიათად ემართებათ მათ, ვინც ბევრ რძეს სვამს და ზოგადად რძის პროდუქტების (ყველის გარდა) აქტიური მომხმარებელია.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ქალებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ ჩასხვის საწინააღმდეგო აბებს, საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირია, ასევე სავარაუდოდ მათში სარძევე ჯირკვალის კიბოს განვითარების რისკიც მაღალია. მეორე მხრივ, ასეთ ქალებს იშვიათად უვითარებათ ენდომეტრიის და საკვერცხის კიბო.

ჭარბი წონა და სიმსუქნე

ჭარბი წონა და გაცხიმოვნება ზრდის კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს, მიელომების, კუჭის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების და საშვილოსნოს კიბოს გაჩენის რისკს. გაცხიმოვნების დროს, ოდნავ, მაგრამ მაინც, იზრდება პროსტატის კიბოს რისკი. თუკი ქალს პოსტკლიმაქსურ პერიოდში ნორმაზე მაღალი წონა აქვს, მას სარძევე ჯირკვალის კიბოს გაჩენის მეტი რისკი აქვს. მეორე მხრივ, ზედმეტ და ჭარბწონიან ქალებს კლიმაქსამდე სარძევე ჯირკვალის კიბოს გაჩენის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

რატომ არის მეცნიერების კვლევები წინააღმდეგობრივი?

პირდაპირ წინააღმდეგობაზე ლაპარაკი გადაჭარბებულია. უბრალოდ, მსგავსი თემების გამოკვლევა ძალიან რთულია. ცნობილი ბრიტანელი ექიმის ბენ გოლდაკრის გამონათქვამი კარგად აღწერს ამ სიტუაციას:

“იდეალურ სამყაროში, მე ავიყვანდი ათას ახალშობილს ოქსფორდის სამშობიაროდან, გავყოფდი მათ შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად და ნახევარს ვეტყოდი არაფერი ეჭამათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხილის და ბოსტნეულის გარდა, მეორე ნახევარს მოვთხოვდი მხოლოდ ხორცით და შემწვარი ქათმით კვებას. შემდეგ დავაკვირდებოდი რომელ ნაწილს განუვითარდებოდა კიბო, გულის დაავადებები, ვინ უფრო მალე დაიღუპებოდა, ვის ექნებოდა ყველაზე საშინელი ნაოჭები, ვინ გახდებოდა ყველაზე ჭკვიანი და ასე შემდეგ”.

მაგრამ მსგავსი კვლევების ჩატარება შეუძლებელია. ამიტომ ვერ ადგენენ მეცნიერები მკაფიო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს – მათ მხოლოდ კორელაციაზე შეუძლიათ ლაპარაკი. უხეშად რომ ვთქვათ, ხშირად, მეცნიერებს არ შეუძლიათ ამტკიცონ, მაგალითად ის, რომ ხამანწკები შაქრის დიაბეტისგან გვიცავს. მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ “ადამიანები, რომლებიც ხამანწკებს ხშირად ჭამდნენ, იშვიათად ავადდებოდნენ შაქრის დიაბეტისგან”. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვეულებრივ, დასავლურ ქვეყნებში ხამანწკებზე ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ, რომლებსაც სწორი კვების და ფიტნეს-კლუბებში პირადი მწვრთელების დაქირავების შესაძლებლობა აქვთ. დაავადების ნაკლები რისკიც აქედან მოდის, ანუ ლაპარაკია სწორედ კორელაციაზე და არა მიზეზსა და შედეგზე.

ეს ერთადერთი პრობლემაა?

არა. კვლევის მონაწილეები ხშირად შეუგნებლად ტყუიან – ცოტას თუ ახსოვს, მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რამდენი პომიდორი ჭამა. გარდა ამისა, ამა თუ იმ პროდუქტის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ძალიან ბევრი კვლევაა (ასეთ კვლევებზე გრანტებს სიხარულით გასცემენ), მათგან უხარისხო ნამუშევარი ბევრია.

ვის დავუჯერო? როგორ გავარკვიო, რა არის ჩემი ორგანიზმისთვის სასარგებლო და რა – არა?

თუ თქვენ, რომელიმე დაავადების რისკის ზონაში ხართ, სასურველია ყურადღება მიაქციოთ კვებაზე ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე კვლევას ეფუძნება. მაგრამ, მთლიანობაში უკეთესია, თუ ნებისმიერი ხმაურიანი სტატიის წაკითხვის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ წესს არ შეიცვლით, არამედ გაიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც კარგი კვლევებით დასტურდება. თქვენი კვების რაციონის საფუძვლად აქციეთ კარტოფილი (უკეთესია კანთან ერთად), მთლიან მარცვლოვანი მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი, მთლიან მარცვლოვანი პური, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები და იშვიათად – ხორცი.

წყარო: Meduza

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

 

მეცნიერული კვლევების ახალი მიგნებები – ყავა და კიბოს პრევენცია

ყავა და კიბოს პრევენცია
#post_seo_title

ყავა და კიბოს პრევენცია – მეცნიერული კვლევების ახალი მიგნებები

გაიგეთ, რატომ შეიძლება იყოს ყავა თქვენი ღვიძლის, ნაწლავებისა და ენდომეტრიუმის კიბოსგან დაცვის ერთ-ერთი მარტივი გზა!

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია ღვიძლის, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა გარსის) და კოლორექტალური (მსხვილი ნაწლავის) კიბოს რისკის შემცირებასთან.

მეცნიერების აზრით, ყავაში არსებული ბიოაქტიური ნაერთები, ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები ორგანიზმს ამ დაავადებებისგან იცავენ.

ყავის სასარგებლო ეფექტების უკან მდგომი მექანიზმები:

  • მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება – ყავა ხელს უწყობს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან.
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი – ყავის ნაერთები ამცირებს ქრონიკულ ანთებას, რომელიც კიბოს ერთ-ერთი მიზეზია.
  • ღვიძლის დაცვა – ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და ცხიმოვანი ჰეპატოზის თავიდან აცილებას.
  • ჰორმონალური ბალანსის რეგულირება – ყავა ამცირებს ესტროგენის დონეს, რაც ქალებში ენდომეტრიუმის კიბოს რისკს ამცირებს.

კვლევების შედეგები – რას ამბობს მეცნიერება?

  • ღვიძლის კიბო
  • კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის დალევა 40%-მდე ამცირებს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
  • ყავის სარგებელი განსაკუთრებით მაღალია მათთვის, ვისაც ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, ჰეპატიტი ან ალკოჰოლური დაზიანება აწუხებს.

წყარო – BMJ: BioMed Central Cancer – ყავა და ღვიძლის კიბო

https://bmccancer.biomedcentral.com/…/10…/s12885-020-6561-9

ენდომეტრიუმის კიბო (საშვილოსნოს შიდა გარსის კიბო)

ყავის რეგულარული მოხმარება 25%-მდე ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს.

ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყავის უნართან, შეამციროს ესტროგენისა და ინსულინის დონე.

წყარო – National Cancer Institute – ყავა და ენდომეტრიუმის კიბო

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7351257

კოლორექტალური კიბო (მსხვილი ნაწლავის კიბო)

ყავის დალევა 30%-მდე ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების შანსს.

ყავაში არსებული ნაერთები ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს.

წყარო – American Cancer Society – ყავა და კოლორექტალური კიბო

https://www.cancer.org/…/coffee-may-lower-risk-of-colon…

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ყავის რეგულარული მოხმარება შეიძლება იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი პრევენციული ნაბიჯი!

ღვიძლის, ენდომეტრიუმის და კოლორექტალური კიბოს შემთხვევები მსოფლიოში იზრდება, მათ შორის საქართველოშიც.

ყავის სარგებლიანობა განსაკუთრებით მაღალია ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება, ქრონიკული ანთება ან არასასიამოვნო საკვები რაციონი.

კიბოს პრევენციისთვის საჭირო ქცევები:

  • ჯანსაღი კვება – ბოსტნეული, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები და დაბალანსებული დიეტა.
  • ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და იმუნურ სისტემას.
  • მოწევის და ალკოჰოლის შემცირება – ეს ფაქტორები კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
  • რეგულარული სკრინინგი და დიაგნოსტიკა – ადრე აღმოჩენილი დაავადება უკეთ მართვადია!
  • ყავის სარგებლიანობა უნდა იყოს დაბალანსებული!
  • მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, ზედმეტი რაოდენობით ყავა (დღეში 4-5 ფინჯანზე მეტი) შეიძლება სისხლის წნევის, ძილის დარღვევებისა და კუჭის მჟავიანობის მომატების მიზეზი გახდეს.
  • ამიტომ, ყავის ოპტიმალური დოზა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

“ყავა არა მხოლოდ ენერგიის წყაროა, არამედ მას აქვს მნიშვნელოვანი პრევენციული სარგებელი ღვიძლის, ენდომეტრიუმის და ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ ყავის მოხმარება მოხდეს ზომიერად და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად.

საქართველოში მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ყავის რეალურ სარგებელზე და იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი კვებაში და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.”

დამატებითი ინფორმაცია და კვლევები:

BMJ: BioMed Central Cancer – ყავა და ღვიძლის კიბო

https://bmccancer.biomedcentral.com/…/10…/s12885-020-6561-9

National Cancer Institute – ყავა და ენდომეტრიუმის კიბო

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7351257

American Cancer Society – ყავა და კოლორექტალური კიბო

https://www.cancer.org/…/coffee-may-lower-risk-of-colon…

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები:

https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა:

https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ყავა #კიბოსპრევენცია #ღვიძლისკიბო #ენდომეტრიუმისკიბო #კოლორექტალურიკიბო #სიჯანსაღე #ჯანსაღიცხოვრება

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ვინჩესტერი ცხიმი (ვიცერალური ცხიმი) – ჩუმი მკვლელი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის!

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

ვინჩესტერი ცხიმი (ვიცერალური ცხიმი) – ჩუმი მკვლელი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის!

მეტი ვიცერალური ცხიმი = მეტაბოლური დაავადებების მაღალი რისკი!

  • მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირება და შექცევა!
  • ვიცერალური ცხიმი (შიდა ორგანოების ირგვლივ არსებული ცხიმი) ერთ-ერთი ყველაზე საშიშია, რადგან იგი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ინსულტის და კიბოს რისკს.
  • კარგი ამბავი ის არის, რომ მისი შემცირება შესაძლებელია სწორი კვების, ვარჯიშის, ძილის და სტრესის მართვის კომბინაციით.

როგორ შევამციროთ ვიცერალური ცხიმი?

კვება – უპირატესობა მიეცით ჯანსაღ პროდუქტებს

  • შეამცირეთ შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები (თეთრი პური, გაზიანი სასმელები, ტკბილეული) – ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.
  • გააუმჯობესეთ ნაწლავების ჯანმრთელობა და ინსულინის მგრძნობელობა ბოჭკოების მაღალი შემცველობის ბოსტნეულით.
  • მიირთვით ცილებით მდიდარი საკვები (მაგალითად, მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი) – ეს ხელს უწყობს ნაყროვანების შეგრძნებას და კუნთების შენარჩუნებას.
  • შეამცირეთ ტრანსცხიმები და დამუშავებული მცენარეული ზეთები – მათი ნაცვლად გამოიყენეთ ავოკადო, თხილი, ზეითუნის ზეთი.
  • ცადეთ შუალედური შიმშილი (12-16 საათიანი პაუზები კვებას შორის), რაც ხელს უწყობს ინსულინის დონის რეგულირებას.
  • ვარჯიში – ძალოვანი და კარდიო ვარჯიშების კომბინაცია
  • ძალოვანი ვარჯიში (კვირაში 2-3-ჯერ) ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, რაც აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას.
  • HIIT (მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში) განსაკუთრებით ეფექტურია ვიცერალური ცხიმის შემცირებისთვის.
  • სტაბილური კარდიო (მაგალითად, სწრაფი სვლა, ველოსიპედი) ხელს უწყობს კალორიების წვას და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
  • ყოველდღიური მოძრაობა და მზის შუქზე ყოფნა (მაგალითად, კიბეების ასვლა, ფეხით სიარული) ხელს უშლის მჯდომარე ცხოვრების წესის უარყოფით ეფექტებს.
  • ძილი – ხარისხიანი დასვენება აუცილებელია!
  • ყოველ ღამით 7-9 საათი ხარისხიანი ძილი ეხმარება კორტიზოლისა და ინსულინის დონის რეგულირებას.
  • შეამცირეთ ცისფერი შუქის ზემოქმედება (ეკრანებისგან თავი შეიკავეთ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე).
  • დაიცავით ძილის რეგულარული გრაფიკი (მინიმუმ 5 დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს დაწექით და გაიღვიძეთ).
  • სტრესის მართვა – შეამცირეთ კორტიზოლის დონე
  • მონაწილეობა მიიღეთ მედიტაციაში და ყურადღებიანი სუნთქვითი ვარჯიშებში – ეს ამცირებს სტრესთან დაკავშირებულ ინსულინის წინააღმდეგობას.
  • მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, იკითხეთ წიგნები და ჩაერთეთ რელაქსაციურ აქტივობებში.
  • სოციალური ურთიერთობები და საყვარელი ჰობი ხელს უწყობს ქრონიკული სტრესის შემცირებას.

პროფესორი  გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

“ვიცერალური ცხიმი არ არის უბრალოდ კოსმეტიკური პრობლემა – ის პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებების, დიაბეტის და ქრონიკული დაავადებების განვითარებასთან.

სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა არის საუკეთესო გზა ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.”

დამატებითი ინფორმაცია:

National Institutes of Health – ვიცერალური ცხიმის გავლენა ჯანმრთელობაზე

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3044197/

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები

https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა

https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #ვიცერალურიცხიმი #ჯანსაღიკვება #ჯანმრთელიცხოვრება #სტრესი #დაბალანსებულიკვება #შენიექიმი #შენიმედიცინა

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

SheniMedicina.ge

Sheni

როგორ ვაზიანებთ ჯანმრთელობას არაწებოვანი ტაფებით? – მიკროპლასტმასის საფრთხე თქვენს სამზარეულოში

ერთი პატარა ნაკაწრი ტეფლონის ტაფაზე
#post_seo_title

მიკროპლასტმასის საფრთხე თქვენს სამზარეულოში – როგორ ვაზიანებთ ჯანმრთელობას არაწებოვანი ტაფებით?

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ არაწებოვანი (ტეფლონის) ტაფის მცირე ნაკაწრი საკვებში ათავისუფლებს დაახლოებით 9,100 მიკროპლასტმასის ნაწილაკს!

თუ საფარი სერიოზულად დაზიანებულია, ეს რიცხვი შეიძლება 2.3 მილიონამდე გაიზარდოს!

კვლევის მთავარი მიგნებები:

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტეფლონის საფარი იშლება და მიკროპლასტმასას გამოყოფს, რაც საკვებთან ერთად ორგანიზმში ხვდება.

მიკროპლასტმასას ნანონაწილაკები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს და გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

ტეფლონის საფარი შედგება PFAS-დან (პერფლუოროალკილური ნივთიერებები), რომლებიც ცნობილია, როგორც “სამუდამო ქიმიკატები” და გარემოში არ იშლება.

ეს ნივთიერებები უკავშირდება ღვიძლის დაავადებებს, ჰორმონალურ დისბალანსს და იმუნური სისტემის პრობლემებს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Science of The Total Environment და გვაფრთხილებს, რომ სამზარეულოში არაწებოვანი ტაფების არასწორი გამოყენება და მოვლა ზრდის ჯანმრთელობის რისკებს.

კვლევის ბმული:

https://news.flinders.edu.au/…/10/31/not-so-tough-teflon/

როგორ შევამციროთ მიკროპლასტმასის მიღება?

  • მოერიდეთ ნაკაწრიან ან დაზიანებულ არაწებოვან ტაფებს!
  • უპირატესობა მიანიჭეთ უჟანგავი ფოლადის, თუჯის ან კერამიკის ჭურჭელს.
  • გამოიყენეთ ხის, სილიკონის ან პლასტმასის ხელსაწყოები, რათა ტაფის ზედაპირი არ დააზიანოთ.
  • არ გარეცხოთ არაწებოვანი ტაფები უხეში ღრუბლებით ან მეტალის ჯაგრისებით.
  • არ გააცხელოთ ტაფა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რადგან ეს აჩქარებს საფარის დაშლას.

საქართველოს რეალობა:

არაწებოვანი ტაფები ქართულ სამზარეულოებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია.

ბევრი მომხმარებელი არ იცის, რომ ნაკაწრიან ტაფებში საკვების მომზადება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მიკროპლასტმასა საკვებთან ერთად ორგანიზმში ხვდება და მისი დაგროვება იწვევს ქრონიკულ დაავადებებს.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში PFAS-ის შემცველი პროდუქტები უკვე იკრძალება, თუმცა საქართველოში მსგავსი რეგულაციები არ არსებობს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

*“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა გავლენა აქვს სამზარეულოს ჭურჭელს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მიკროპლასტმასის ნაწილაკების დაგროვება ორგანიზმში შესაძლოა სერიოზულ დაავადებებს უკავშირდებოდეს.

*საქართველოში საჭიროა მეტი კვლევა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი!”

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები:

Science of The Total Environment – მიკროპლასტმასის კვლევა

https://news.flinders.edu.au/…/10/31/not-so-tough-teflon/

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები

https://www.shenimedicina.ge

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა

https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

#გიორგიფხაკაძე #მიკროპლასტმასა #არაწებოვანიტაფები #ჯანმრთელობარისკები #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #შენიექიმი #შენიმედიცინა #drpkhakadze #აქხარისხია @highlight Giorgi Pkhakadze @ [61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/] @ [61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/] SheniMedicina.ge Sheni SheniSupra.ge SheniSilamaze.ge @ [61565067681848:2048:SheniPositivi.gehttp://xn--podcchbab0akj1cwd.ge/] SheniSofeli.ge SheniAcademia DrPkhakadze SheniTbilisi.ge @ [61555294691495:2048:SheniDasveneba.gehttp://xn--lodacgecagy3bf1dze.ge/] SheniStartup.ge SheniEmigranti.ge SheniGanatleba.ge

კუნთები როგორც  დინამიური ენდოკრინული ორგანო: თანამედროვე სამეცნიერო კონცეფცია

კუნთები როგორც  დინამიური ენდოკრინული ორგანო
#post_seo_title

კუნთები როგორც  დინამიური ენდოკრინული ორგანო: თანამედროვე სამეცნიერო კონცეფცია

ბოლო წლებში სამეცნიერო საზოგადოებამ გადახედა ჩონჩხის კუნთების კლასიფიკაციას და აღიარა ისინი არა მხოლოდ ლოკომოტური ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოთ, არამედ აქტიურ ენდოკრინულ ორგანოებადაც.

ძირითადი არგუმენტები

  1. მიოკინების სეკრეცია: ჩონჩხის კუნთები წარმოქმნიან და გამოყოფენ ასობით ბიოაქტიურ მოლეკულას (მიოკინებს), რომლებიც მოქმედებენ როგორც ჰორმონები, გავლენას ახდენენ სხვადასხვა ორგანოების მეტაბოლიზმსა და ფუნქციებზე.
  2. მეტაბოლური კონტროლი: კუნთები აქტიურად არეგულირებენ გლუკოზის ჰომეოსტაზს,  ხელს უწყობენ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გლუკოზის შთანთქმას 80%-მდე.
  3. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: კუნთების რეგულარული შეკუმშვები იწვევს ანთების საწინააღმდეგო მიოკინების სეკრეციას, რომლებიც ებრძვიან სისტემურ ანთებას, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან.
  4. ორგანოებს შორის კომუნიკაცია: მიოკინები უზრუნველყოფენ პირდაპირ კომუნიკაციას – კუნთებსა და ღვიძლს, ცხიმოვან ქსოვილს, პანკრეასს, ძვლებს, ტვინსა და სხვა ორგანოებს შორის.

კლინიკური შედეგები

ამ ახალ პარადიგმას აქვს სერიოზული კლინიკური შედეგები:

  • მეტაბოლური დაავადებების მკურნალობა: ფიზიკური აქტივობა ახლა განიხილება როგორც “ჰორმონული თერაპია”, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინსულინრეზისტენტობაზე და დიაბეტზე მიოკინების რეგულირების გზით.
  • ნეიროპროტექცია: მიოკინები, როგორიცაა BDNF და ირისინი, ხელს უწყობენ კოგნიტურ ჯანმრთელობას და ნეიროპლასტიკურობას, რაც ხსნის ფიზიკური დატვირთვის დადებით გავლენას ტვინზე.
  • სარკოპენიის პროფილაქტიკა: კუნთების ენდოკრინული ფუნქციების გაგება საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ უფრო ეფექტური სტრატეგიები ასაკობრივი კუნთოვანი მასის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
  • ონკოლოგიური პროფილაქტიკა: გარკვეული მიოკინები ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს, რაც ხსნის ფიზიკური აქტივობის დამცავ მოქმედებას ზოგიერთი სახის კიბოს წინააღმდეგ.

კუნთების, როგორც ენდოკრინული ორგანოს, ეს რევოლუციური გაგება ხაზს უსვამს, რომ ფიზიკური აქტივობა არის არა მხოლოდ კალორიების წვის საშუალება, არამედ მძლავრი ფარმაკოლოგიური ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს სისტემური ეფექტების ფართო სპექტრი ჯანმრთელობაზე.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ახალი ბინები კლავს თქვენს იმუნიტეტს – სახიფათო ქიმია, რომელიც კედლებში იმალება

ახალი ბინები კლავს თქვენს იმუნიტეტს
#post_seo_title

ახალი ბინები კლავს თქვენს იმუნიტეტს – სახიფათო ქიმია, რომელიც კედლებში იმალება

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

შეიძინეთ ბინა და მიიღეთ… ჯანმრთელობის პრობლემა?!

განსახლება ახალაშენებულ კორპუსში თითქოს სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ბოლო დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს საპირისპიროს – ახალ ბინებში მაცხოვრებლებს ჯანმრთელობის პრობლემები უფრო ხშირად უვლინდებათ.

რა კლავს იმუნიტეტს ახალ შენობებში?

  1. ჰაერის დამალული მოწამვლა – ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და ქსილოლი

თანამედროვე სამშენებლო მასალები, ავეჯი და სარემონტო პროდუქტები გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს – ვოლატურ ორგანულ ნაერთებს (VOCs), მათ შორის:

  • ფორმალდეჰიდი – კიბოს გამომწვევი, იწვევს რესპირატორულ პრობლემებსა და ალერგიას.
  • ბენზოლი – მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, უკავშირდება ლეიკემიას.
  • ქსილოლი – იწვევს თვალის, ცხვირისა და ყელის გაღიზიანებას.

ეს ქიმიკატები განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

  1. არასაკმარისი ვენტილაცია და ჰერმეტული ფანჯრები

პლასტმასის, ჰერმეტულად დახურული ფანჯრები ხელს უშლის ბუნებრივ ჰაერის მიმოცვლას. შედეგად, მავნე ნივთიერებები გროვდება და კონცენტრაცია იზრდება.

  1. ჭარბი ტენიანობა და ობი

ახალი ბეტონის კედლები ტენიანობას იჭერენ. თუ ვენტილაცია არ არის გამართული, ეს ტენი ობად იქცევა – ძლიერი ალერგენი და ინფექციების წყარო.

რას გვთავაზობს სამეცნიერო სამყარო?

წარმოდგენილი კვლევები:

  1. Tsai WT. An overview of health hazards of volatile organic compounds regulated as indoor air pollutants. Rev Environ Health. 2019;34(3):337–49. doi:10.1515/reveh-2018-0070
  2. Rostami R, et al. Health risk assessment of BTEX compounds in indoor air of residential buildings. Environ Sci Pollut Res Int. 2019;26(3):2751–61. doi:10.1007/s11356-018-3745-4
  3. Zhang Y, et al. Can fan-driven air cleaners improve indoor air quality? Atmos Environ. 2011;45(26):4329–43. doi:10.1016/j.atmosenv.2011.05.041
  4. Salthammer T, et al. Formaldehyde in the indoor environment. Chem Rev. 2010;110(4):2536–72. doi:10.1021/cr800399g
  5. Zhang X, et al. Health risks from exposure to formaldehyde: a systematic review. Environ Int. 2017;103:1–19. doi:10.1016/j.envint.2017.03.025

პროფესორის რჩევები: როგორ დავიცვათ თავი?

  • განიავება აუცილებელია: ყოველ დღე გაანიავეთ ბინა, მინიმუმ 30 წუთით.
  • მცენარეები სახლში: ბუნებრივი ჰაერის გამწმენდი მცენარეები, როგორიცაა ალოე ვერა და სანსევიერია, შთანთქავენ მავნე ნივთიერებებს.
  • ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები: HEPA და VOC ფილტრით.
  • ეკოლოგიური მასალები: შეარჩიეთ ავეჯი და ფერები, რომლებსაც ეკო სერთიფიკატი აქვთ.
  • შიდა ჰაერის ტესტირება: სპეციალისტის მოწვევა VOC-ის დონის გასაზომად.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„სამწუხაროდ, თანამედროვე მშენებლობები ხშირად სილამაზეზეა ორიენტირებული და არა – უსაფრთხოებაზე. ახალ კორპუსებში ცხოვრებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ადამიანის იმუნური რეზერვი. ეს არის უხილავი, მაგრამ რეალური საფრთხე, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებსა და ქრონიკულ პაციენტებს. აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას სტანდარტები და აკონტროლოს შიდა ჰაერის ხარისხი ახალ შენობებში. მოქალაქეებმა კი მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ჰაერის სისუფთავეს საკუთარ ბინაში.“

წყაროები:

  1. Tsai WT. Rev Environ Health. 2019.
  2. Rostami R, et al. Environ Sci Pollut Res Int. 2019.
  3. Zhang Y, et al. Atmos Environ. 2011.
  4. Salthammer T, et al. Chem Rev. 2010.
  5. Zhang X, et al. Environ Int. 2017.

გაიგეთ მეტი:

შენი ექიმი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების სტილი: https://www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში.

გააზიარეთ ეს სტატია – მომავალი მყიდველებიც იმსახურებენ სიმართლეს!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ახალიბინა #შიდაჰაერი #შენიექიმი #შენდებაანჯანმრთელობანადგურდება @highlight Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniTbilisi.ge • შენი თბილისი SheniEmigranti.ge • შენი ემიგრანტი

ახალი ბინები კლავს თქვენს იმუნიტეტს – სახიფათო ქიმია, რომელიც კედლებში  იმალება 📌 პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო ...

ქიმია თქვენს სახლში – უხილავი მკვლელი, რომელიც ბავშვებშიც აღმოჩნდა –  რატომ არის ეს საშიში?

ქიმია თქვენს სახლში – უხილავი მკვლელი, რომელიც ბავშვებშიც აღმოჩნდა
#post_seo_title

ქიმია თქვენს სახლში – უხილავი მკვლელი, რომელიც ბავშვებშიც აღმოჩნდა

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

შეამოწმე, იყენებ თუ არა ფთალატებს ყოველდღე!
ახალი კვლევის მიხედვით, 2018 წელს გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 13.5% შესაძლოა უკავშირდებოდეს ფთალატების (phthalates) ზემოქმედებას – ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც თითქმის ყველგან გვხვდება:

 სად იმალება ფთალატი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

1.  შამპუნი და კოსმეტიკა – განსაკუთრებით არომატიზირებული
2.  ტუჩსაცხი და მაკიაჟის პროდუქტები
3.  სუნამოები და დეოდორანტები
4.  საბავშვო სათამაშოები და პლასტმასის ბოთლები
5.  საკვების შესანახი პლასტმასის კონტეინერები
6.  სველი ხელსახოცები და ჰიგიენური საშუალებები
7.  ხელოვნური ტყავით დაფარული ავეჯი
8.  სამედიცინო მილები და პლასტმასის ინსტრუმენტები
9.  პარფიუმირებული საწმენდი საშუალებები
10.  სპორტული ფეხსაცმელი და PVC პროდუქცია

 რატომ არის ეს საშიში?

ფთალატები არღვევენ ჰორმონალურ ბალანსს, იწვევენ ანთებას და ზრდიან გულის შეტევისა და არითმიის რისკს.
განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვისა და 55-64 წლის ასაკის ადამიანებისთვის.

 როგორ დავიცვათ თავი?
•  მოერიდეთ პროდუქტებს, სადაც მითითებულია “fragrance” ან “parfum”
•  გამოიყენეთ მინის ჭურჭელი საკვების შესანახად
•  შეარჩიეთ ეკო-მარკით აღჭურვილი კოსმეტიკა
•  არ გააცხელოთ საკვები პლასტმასის კონტეინერში
•  წაიკითხეთ ეტიკეტები – ფთალატებისგან თავისუფალი (phthalate-free) პროდუქცია აირჩიეთ

 პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ფთალატები არ არის რაღაც შორეული პრობლემა – ეს არის რეალობა ჩვენს სახლში, აბაზანაში, სამზარეულოში და ბავშვების სათამაშოებში. აუცილებელია ცვლილებები დავიწყოთ თავად – ინფორმირებული მომხმარებელი ყველაზე ძლიერი იარაღია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.“

 წყარო:
CNN Health / The Lancet eBioMedicine – Phthalate exposure and cardiovascular disease mortality.
https://edition.cnn.com/…/phthalates-heart…/index.html

გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიური რჩევები: https://www.sheniekimi.ge

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის WHO-ს კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში.

გააზიარე ეს ინფორმაცია – დავიცვათ ჩვენი ოჯახი და მომავალი თაობა ერთად!
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ფთალატები #გულისჯანმრთელობა #შენიექიმი #ტოქსიკური პროდუქცია #ჯანმრთელიარჩევანი #CNNHealth #TheLancet

ამიტომ, ვიმეორებ, ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად,  ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით ...

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights