რა არის ვირუსი და რომელი ვირუსები გვხვდება ყველაზე ხშირად? – ყველაზე გავრცელებული ვირუსები
როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო?
🔴როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო?
სტუმარი: თეონა შათირიშვილი – ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი
„კუნთების სისუსტე ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია და უმრვალეს შემთხვევაში არ არის სერიოზული სამედიცინო პრობლემა. კუნთის სისუსტე შეიძლება ბავშვმა იგრძნოს ვირუსული ინფექციის დროს, ფიზიკური დაღლის დროს, ემოციური სტრესის დროს და ა.შ.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ კუნთთა სისუსტეზე, რომელსაც მივყავართ გარკვეულ დიაგნოზამდე, გარკვეულ პრობლემამდე. ასეთი პრობლემები არც თუ იშვიათია ბავშვთა ნევროლოგიაში, თუმცა მანამ, სანამ პათოლოგიაზე ვილაპარაკებთ, აუცილებელია განვმარტოთ ეს ტერმინები.
ხშირად კუნთთა სისუსტე, ასევე ჰიპოტონია, კუნთების განლევა მსმენელისთვის თითქოს ერთი ტერმინია, მაგრამ ესენი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებით გვხვდება. მაგალითად, კუნთთა სისუსტე არის ძალის დაქვეითება, რომელსაც ამ შემთხვევაში ბავშვი მაქსიმალურად გენერაციას უკეთებს ძალას და ჩვენ ვხვდებით, რომ მისი აქტიური კუნთის შეკუმშვა არც ისე კარგად გამოიყურება. მაგალითად, ხელის მოჭერის დროს…“
კვლევა: გასახდომი ინიექციები და ბარიატრიული ქირურგია სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებენ
გასახდომი ინიექციები ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს – ასეთ დასკვნამდე ისრაელელი მეცნიერები მივიდნენ.
სპეციალისტებმა ჭარბი წონის მქონე 6 ათასი ადამიანის ისტორია შეისწავლეს, რომლებსაც მანამდე ონკოლოგიური დაავადება არ ჰქონიათ. ამ პაციენტებმა ან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთეს, ან გასახდომ პრეპარატებს იყენებენ, რომლებიც ორგანიზმში შაქრის დონეს ამცირებს და ადამიანს დანაყრების გრძნობას უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ბარიატრიული ქირურგია კიბოს განვითარების რისკს 30-42%-ით ამცირებს. წონის შესამცირებელი პრეპარატები მეტი ეფექტიანობით სარგებლობს – თითქმის 50%-მდე. კვლევის ავტორები ამას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ინიექციები ანთებით პროცესებს ამცირებს, რაც ონკოლოგიის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.
„ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს – კლინიკის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით გამოიგზავნა განაცხადი დაფინანსებასთან დაკავშირებით“-მიხეილ სარჯველაძე ალექსი თირქიასთან დაკავშირებით
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რატომ ვერ დაფინანსდა აქციების დროს დაშავებულ ალექსის თირქიას თვალის ოპერაცია.
როგორც მინისტრმა „ქრონიკასთან“ განმარტა, ერთ-ერთი კლინიკის პერსონალის დაუდევრობის გამო განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გამოიგზავნა.
„ეს გადასარევად იციან თვითონ კლინიკამ და მისმა თანამშრომლებმა, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით. სხვა წინა შემთხვევებში, ამ ფორმით, ამ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილებები მიიღებოდა სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერად მოეკიდებიან კლინიკაში კონკრეტული პაციენტის ინტერესებს. ასეთ დროს, როდესაც კლინიკას ეშლება და ამის გამო ვინმე სამინისტროს ჩირქს სცხებს, ეს დაუშვებელია.
ჩემი მოწოდებაა, რომ ვიდრე ხმამაღლა ბრალდებებს წამოაყენებენ ადამიანები, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ და თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან.
როდესაც ამ კონკრეტულ პიროვნებას დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია, ყოველთვის ის ფინანსდება, ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზედაც აჟიოტაჟი ატყდა, კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო და ეს კარგად იცის კლინიკამ. მე მათ მოვუწოდებდი, რომ ასე დაუდევრად პაციენტების ნუ მოეპყრობიან კლინიკებში. ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება რეალურად მიიღებს დაფინანსებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში – რატომ იწყებენ ბავშვები ლაპარაკს გვიან
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელში წერს:
„ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აშკარად აღინიშნება მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანების მატება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში.
რატომ ხდება ასე? — ძირითადი მიზეზები:
1. ეკრანების ჭარბი ზემოქმედება (Screen Time)
– ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი — განსაკუთრებით როცა ბავშვი პასიურად უყურებს
– ეკრანი არ ქმნის ცოცხალ კომუნიკაციას, ხოლო მეტყველება — სწორედ სოციალური ინტერაქციით ყალიბდება
– ეკრანზე გამოსახულებები იძლევა ზედმეტ ვიზუალურ სტიმულს, მაგრამ არა დიალოგს
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეკრანზე 1+ საათის ყურება 2 წლამდე ასაკში ლაპარაკის დაგვიანების რისკს 2.5–ჯერ ზრდის.
2. ცოცხალი ურთიერთობის ნაკლებობა
– მშობლები ხშირად დაკავებულები არიან და ეკრანი „დამხმარედ“ მიაჩნიათ
– ბავშვი ნაკლებად ესწრება დიალოგებს, ნაკლებად ესმის და იმეორებს
3. სმენის დარღვევები ან ხშირი ოტიტები
– ზოგიერთი ბავშვი ვერ ლაპარაკობს არა იმიტომ, რომ არ უნდა — არამედ არ ესმის კარგად
– სითხე შუა ყურში (სერიოზული ოტიტი) ხშირად ხდება შეუმჩნეველი.
4. ნეიროგანვითარებითი დარღვევები
– აუტისტური სპექტრი
– განვითარების ზოგადი შეფერხება (GDD) – ქცევითი ან ყურადღების პრობლემები
არ არის სავალდებულო იყოს უკვე გარკვეული დიაგნოზი, მაგრამ ყოველი 5 ბავშვიდან 1 საჭიროებს შეფასებას.
5. ორმაგი ენობრივი გარემო (ბილინგვიზმი)
– როცა მშობლები ან ბაღი ორ ენას იყენებს, ბავშვებს შეიძლება დრო დასჭირდეთ ორივეს ასათვისებლად
ეს ფიზიოლოგიურია და ხშირ შემთხვევაში დროებითია — თუმცა დაკვირვება მაინც საჭიროა
სტატისტიკა:
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბავშვთა 7–10% ლაპარაკს იწყებს დაგვიანებით
– თუმცა პანდემიის შემდეგ ეს მაჩვენებელი 15–20%-მდეც გაიზარდა, ძირითადად ეკრანისა და სოციალური იზოლაციის გამო
რას ვთავაზობთ მშობლებს?
– 0–2 წლამდე — ეკრანი სრულად აკრძალეთ
– ითამაშეთ, იმღერეთ, იმეორეთ სიტყვები — მეტყველება თამაშით ვითარდება
– გამოიყენეთ ე.წ. “მეტყველების მოდელირება”
– ბავშვმა თქვას: “ბუ”, შენ თქვი: “კიი, ბუ ბუ ბუ მიფრინავს!”
– რეგულარულად დააკვირდით რეაგირებს თუ არა ხმაზე, საჭიროების შემთხვევაში — კონსულტაცია პედიატრთან და მეტყველების თერაპევტთან!!!
ჩემი რჩევა:
ლაპარაკი არ იწყება სიტყვების თქმით, ის იწყება თვალის თვალთან კონტაქტით, სიცილით, მიბაძვით, და… მოლოდინით, რომ მას მოუსმენენ.
საუბარი სიყვარულის და ყურადღების გაგრძელებაა. მოდი, გავუზიაროთ ბავშვებს ჩვენი ხმა ხშირად ვესაუბროთ, არ დაგვეზაროს მათთან ურთიერთობა, მოწყდით სოციალურ ქსელებს თავისუფალ დროს და ესაუბრეთ ბავშვებს, ეფერეთ და ეალერსეთ, ასეირნეთ და ამყოფეთ კომუნიკაციაში თანატოლებთან!!! ჯანმრთელობა ყველას და მალე ატიკტიკებული ბავშვები“, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.
ახალი კვლევის შედეგები: გაზიანი სასმელი, რომელიც 12 წუთით ამცირებს თქვენს სიცოცხლეს
გაზიანი სასმელი, რომელიც 12 წუთით ამცირებს თქვენს სიცოცხლეს
ტრამპი, მასკი და ოლტმანი საუდის არაბეთში – ისტორიული შეთანხმებები
დონალდ ტრამპი, ელონ მასკი და სემ ოლტმანი საუდის არაბეთში
ისტორიული ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში: ტრამპი, ელონ მასკი და სემ ოლტმანი საუდის არაბეთში – ახალი ალიანსები, ინვესტიციები და ტექნოლოგიური მომავალის ხედვა
📌 პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
2025 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში. მთავარი შეხვედრები გაიმართა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, სადაც მას საუდის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა უმასპინძლა.
რა მოხდა საუდის არაბეთში?
ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ისტორიული შეთანხმებები:
- 142 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის კონტრაქტი, რაც ყველაზე მასშტაბური ორმხრივი შეთანხმებაა აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის.
- 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გეგმა, რომელიც მოიცავს ენერგეტიკას, ხელოვნურ ინტელექტს, სამთო მრეწველობასა და ინფრასტრუქტურას.
- სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ტექნოლოგიური ლიდერები – ელონ მასკი და სემ ოლტმანი
ტრამპის დელეგაციას შემოუერთდნენ ცნობილი ინოვატორები და ბიზნესმენები, მათ შორის ელონ მასკი (Tesla, SpaceX) და სემ ოლტმანი (OpenAI), ასევე ლარი ფინკი (BlackRock).
მათი მონაწილეობა საინვესტიციო ფორუმში მიანიშნებს, რომ:
- ხელოვნური ინტელექტი გახდება სტრატეგიული თანამშრომლობის ქვაკუთხედი.
- Tesla განიხილავს საუდის არაბეთში საწარმოების მშენებლობას.
- ინოვაციები ჯანდაცვასა და საზოგადოებრივ სერვისებში ცენტრალური მნიშვნელობისაა.
საერთაშორისო პოლიტიკის სიგნალები
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ტური არ მოიცავდა ისრაელს, რაც ზოგიერთ ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ ამერიკული ფოკუსი რეგიონში იცვლება და ახლა უფრო მეტად სპარსეთის ყურის ქვეყნებზე კონცენტრირდება.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„ამ ვიზიტმა დაგვანახა, როგორ ხდება პოლიტიკური და ტექნოლოგიური სტრატეგიების ინტეგრირება. საქართველომ უნდა ისწავლოს და განავითაროს საკუთარი მოდელი, სადაც ინვესტიციები, ინოვაციები და ეკონომიკური პარტნიორობა ერთიანდება ეროვნულ სტრატეგიად.“
დასკვნა
აშშ-ის და საუდის არაბეთის თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიდა. ეს არ არის მხოლოდ კონტრაქტები – ეს არის მომავლის ალიანსი, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ქმნიან გლობალურ სტაბილურობას ინოვაციის მეშვეობით.
📌 წყაროები:
- Bloomberg – Musk, Altman Join Trump and Saudi Prince
- The Times UK – Trump signs $142B defense deal
- Reuters – Trump starts Gulf visit
- IndiaTimes – Musk, Altman at Riyadh Forum
➡️ გაიგეთ მეტი:
ავტორი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD). საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი, WHO-ს კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
ჰეშთეგები:
#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჯანმრთელობა #შენიექიმი #sheni #sheniekimi #sheniambebi #აქხარისხია #დონალდტრამპი #ელონმასკი #საუდისარაბეთი #ინვესტიციები #ხელოვნურიინტელექტი
დონალდ ტრამპი, ელონ მასკი და სემ ოლტმანი საუდის არაბეთში
დონალდ ტრამპი, ელონ მასკი და სემ ოლტმანი საუდის არაბეთში
რა ვირუსებია გააქტიურებული საქართველოში და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები?
რა ვირუსებია გააქტიურებული საქართველოში და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები?
„სიცოცხლის ელექსირი“ თუ ილუზია? – როგორ დააჩქარა ანტი-ეიჯინგმა პრეპარატმა მილიარდერის სიბერე
„სიცოცხლის ელექსირი“ თუ ილუზია? – როგორ დააჩქარა ანტი-ეიჯინგმა პრეპარატმა მილიარდერის სიბერე














