20-23 მაისს, პარიზში, გაიმართა საერთაშორისო კონგრესი EuroPCR 2025, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ღონისძიებაა ინტერვენციული კარდიოლოგიის სფეროში.




კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მარიამ ლაშხის განმარტებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ერთ-ერთ წარმატებულ კანონად არის მიჩნეული მთელ მსოფლიოში.
„ეს კანონი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მეათე მოწვევის პარლამენტმა მასში ცვლილებები შეიტანა. ყველა იმ პუნქტს მივაღწიეთ, რაც გვქონდა დასახული. კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები. ქვეყანაში, ისევე, როგორც მსოფლიოში, საკმაოდ რთული ვითარებაა ონკოლოგიის მიმართულებით, ასევე რთული ვითარებაა ახალგაზრდების მიერ გამაცხელებელი თამბაქოს მოხმარების კუთხით. სიგარელას პოპულარიზაცია არ შედის არც სახელმწიფოს, არც ჯანდაცვის კომიტეტისა და არც ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესებში“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დაავადებათა სკრინინგის უფასო პროგრამაში შედის:
ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.);
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას და პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ქალებში;
საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, მასალის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში;
HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის საფუძველზე;
„ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გაწეული მომსახურებისას პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;
საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;
გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;
დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისთვის, რომელიც მოიცავს:
ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ კვლევას;
საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას
ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პილოტი 25-70 წლის ასაკის ჩათვლით რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;
საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
კლინიკების ჩამონათვალი, სადაც უფასო კვლევების ჩატარებას შეძლებთ და ასევე, პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე.
პაციენტთა საბჭო
პაციენტის ხმა ჯანდაცვის სისტემაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ იდეაზეა აგებული პაციენტთა საბჭოს კონცეფციაც, რომელიც “ჰერა 2011”-მა წარმატებით დანერგა. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც არამხოლოდ კლინიკის ერთგული პაციენტია, არამედ გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც. მისი პაციენტური გამოცდილება, წარსული, დამოკიდებულება და ხედვები ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება პაციენტი გახდეს კლინიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა.
საქართველოში პაციენტთა საბჭოების შექმნის ინიციატივა პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ეკუთვნის. საბჭოები მოქმედებს იმ 9 კლინიკაში, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada-სგან სერტიფიკატი მიიღეს. საბჭოს მიზანია, პაციენტები უშუალოდ ჩართოს კლინიკის გაუმჯობესების პროცესებში, რაც სერვისის ადამიანურობას, ხარისხსა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ერთ-ერთი პირველი კლინიკა, რომელმაც ეს ინოვაციური მიდგომა დანერგა, იყო „ჰერა 2011“.

დღეს გვინდა, გაგაცნოთ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარის – ნინო გვარლიანის ისტორია, რომელიც თავადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო „ჰერას“ პაციენტი და ახლა უკვე ამავე კლინიკის პარტნიორია პაციენტთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
– მოგესალმებით! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ კლინიკა „ჰერა“-ს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე. უკვე დაახლოებით ერთი წელია, ჩემს გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. კლინიკისთვის „აკრედიტაცია კანადის” სერტიფიკატი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი და, ვფიქრობ, რომ ჩვენც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ წარმატებაში.
ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ კლინიკამ საზოგადოებას შეახედა შიდა პროცესებში. ვფიქრობ, ეს უკვე თავისთავად პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ადვილი არ არის, შენი შიდა სამზარეულო აჩვენო სხვა ადამიანებს და მისცე საშუალება, დააკვირდნენ ისეთ დეტალებს, რომლებიც, შესაძლოა, ზოგჯერ სასიამოვნო სულაც არ იყოს.
მე უკვე დაახლოებით 15 წელია, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს კლინიკა „ჰერასთან“. ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე ამ კლინიკას ვანდე და მათ არნახული პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.
რაც ყველაზე მთავარია და ამ კლინიკას ახასიათებს — ეს არის ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. აქ არასდროს გაგრძნობინებენ, რომ საავადმყოფოში ხარ. პირიქით – ისეთ გარემოს ქმნიან, თითქოს საკუთარ ოჯახში იმყოფები და ყველა თანამშრომელი გულწრფელად იზიარებს შენს მდგომარეობასა და განცდებს.
წლების განმავლობაში კლინიკა ძალიან განვითარდა – იყო მხოლოდ სამშობიარო, დღეს კი უკვე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. ჰყავს მაღალკვალიფიციური ექიმები და ის ნიუანსები, რაც ჩვენ, პაციენტთა საბჭომ, აღმოვაჩინეთ, ბევრ რამეს მიექცა ყურადღება და დაიხვეწა.
ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ კლინიკაში მოეწყო სათამაშო ოთახი პატარა ბავშვებისთვის – ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბავშვისთვის ფსიქოლოგიური სტრესია საავადმყოფოში ყოფნა და თეთრ ხალათიან ადამიანებთან შეხება…
ასევე მაქვს რამდენიმე მცირე ნიუანსი, რაც მსურს მომდევნო შეხვედრებზე გავაჟღერო და დარწმუნებული ვარ, მათაც აუცილებლად განიხილავენ. გააქტიურდნენ სოციალურ სივრცეშიც და ჩვენი რჩევების თითქმის 99% გაითვალისწინეს.
– ნინო, თქვენი პირადი – პაციენტური ისტორია რომ მოგვიყვეთ?
– ორივე შვილი კლინიკა „ჰერაში“ გავაჩინე. ორივეჯერ მქონდა რთული ორსულობა. პირველი ორსულობა ძალიან სარისკო იყო და საჭირო გახდა საკეისრო კვეთა. ბატონმა სოსო ღოღობერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მეც და ნაყოფიც გადავრჩენილიყავით და, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა.
მეორე ორსულობა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა – 31-ე კვირაზე დამეწყო მშობიარობა და სასწრაფოდ გამიკეთეს საკეისრო კვეთა. ბავშვი დაიბადა უგონო მდგომარეობაში – ფილტვები არ ჰქონდა ჩამოყალიბებული. რეანიმაციაში თვე და 20 დღე გავატარეთ. იმედი ძალიან მცირე იყო, თუმცა კლინიკამ სასწაული მოახდინა.
მინდა გამოვარჩიო ბატონი თამაზ კორძახია – კლინიკის დამფუძნებელი. მაშინ მოხდა ისე, რომ სახელმწიფო ითხოვდა ბავშვის გადაყვანას იაშვილის კლინიკაში, თუმცა ბატონმა თამაზმა კატეგორიული უარი განაცხადა: „მე ამ ბავშვს არ გავუშვებ და თუ სახელმწიფო არ გადაიხდის, კლინიკა აიღებს საკუთარ ხარჯზეო“.
მე მთელი სიცოცხლე მადლიერი ვიქნები – მათ შეუძლებელი შეძლეს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება გადამირჩინეს.
– თქვენ ახსენეთ „აკრედიტაცია კანადა“, და სწორედ ამ პროცესში შეუერთდით გუნდს როგორც პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ Accreditation Canada-ს სტანდარტების მთავარი პრინციპია პაციენტის კმაყოფილება, უფლებების დაცვა და სურვილების გათვალისწინება…
– დიახ, ჩვენც უკვე ისე ვართ ჩართულები ამ პროცესებში, ჩვენი თავი ამ კლინიკის ნაწილად წარმოგვიდგენია. ყოველთვის ვამოწმებ, ვინმეს რამე პრეტენზია ხომ არ აქვს. ძალიან ჩართული ვარ, რადგან მინდა, რომ კლინიკამ ეს აკრედიტაცია ღირსეულად შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განვითარდეს.
რა თქმა უნდა, როგორც პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის!
და რაც მთავარია – მიკრობიომის ღრმა შეფასება და რესტრუქტურიზაცია მზიმე შემთხვევებში“, – წერს თორნიკე ნონიაშვილი.
პირველად საქართველოში❗️ ინოვაციური კალკულატორი ქალებისთვის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ქალებს ეძღვნება!
ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე
სპეციალურად sheniekimi.ge-სთვის.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა”, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, შექმნა სრულიად ახალი და ინოვაციური პლატფორმა — ქალთა ჯანმრთელობისა და კვების აპლიკაცია.
ეს არის პირველი ციფრული პროდუქტი საქართველოში, რომელიც დამყარებულია უახლეს სამეცნიერო გაიდლაინებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე და გათვლილია თითოეული ქალის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
1. პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა:
აპლიკაცია სრულად ინდივიდუალიზირებს კვების და ჯანმრთელობის გეგმას თითოეული ქალისთვის — ასაკის, ცხოვრების წესის, ჯანმთელობის სტატუსის, ორსულობის ან მენოპაუზის გათვალისწინებით.
2. ქალური ჯანმრთელობის რისკების პრევენცია:
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანემიის, ძვლის სისუსტის, ქრონიკული დაავადებებისა და ჰორმონული ბალანსის პრევენციას — ეს არის თემები, რომელიც საქართველოში ხშირად უგულებელყოფილია.
3. თანამედროვე მეცნიერების და გამოცდილების სინთეზი:
აპლიკაცია აგებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ევროპის კვების უსაფრთხოების სააგენტოს (EFSA) და ამერიკული დიეტოლოგიური ასოციაციის სტანდარტებზე, ადაპტირებული საქართველოს რეალობაზე.
არის თუ არა აპლიკაცია მხოლოდ ექიმებისთვის?
არა, აპლიკაცია შექმნილია ყველა ქალისთვის — არ საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო ცოდნას.
შეიძლება თუ არა შედეგების გაზიარება ექიმთან ან ოჯახის წევრთან?
დიახ, აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას, ნებისმიერი შედეგი ან გეგმა დაარქივოთ ან გააზიაროთ.
როგორ იცავს აპლიკაცია მონაცემებს?
მომხმარებლის პირადი მონაცემები დაცულია უმაღლესი კონფიდენციალურობის პრინციპით და გამოიყენება მხოლოდ ანონიმური ანალიზისთვის.
შეიძლება თუ არა აპლიკაციის გამოყენება ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში?
დიახ, აპლიკაცია სპეციალურად მოიცავს ორსულობისა და მენოპაუზის ბლოკებს და აქცენტს აკეთებს ამ პერიოდებში აუცილებელ კვებაზე.
„ქალთა ჯანმრთელობის ინოვაციური აპლიკაცია — ეს არის პასუხი თანამედროვე საჭიროებებზე და საერთაშორისო გამოწვევებზე. ყოველი ქალი იმსახურებს ინდივიდუალურ, თანამედროვე და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციას, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე ოჯახის და მომავალი თაობის უზრუნველსაყოფად. ტექნოლოგია, მეცნიერება და პაციენტის ჩართულობა დღეს — ეს არის ჯანმრთელობის ახალი სტანდარტი საქართველოში.“
➡️ სცადეთ აპლიკაცია თავად — ქალთა ჯანმრთელობისა და კვების აპლიკაცია
➕ მეტი ცოდნა და პრაქტიკული რჩევა — sheniekimi.ge-ზე
#ინოვაცია #ქალებისჯანმრთელობა #კვება #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #ციფრული მედიცინა #დიეტა #პრევენცია #ახალიტექნოლოგია
🧑⚕ პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი.
#ქალთა_ჯანმრთელობა #კვება #ინოვაცია #ჯანსაღი_კვება #პროფესორი_გიორგი_ფხაკაძე #sheniekimi #sheniambebi #საზოგადოებრივი_ჯანდაცვა #ახალი_ტექნოლოგია #მედიცინა #პრევენცია #ქართველიქალები #drpkhakadze #აქხარისხია