სამშაბათი, ივნისი 16, 2026

აი, როგორ აქციო უფრო უსაფრთხოდ ხილი და ბოსტნეული

ბოსტნეული - ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები 
#post_seo_title

აი, როგორ აქციო უფრო უსაფრთხოდ ხილი და ბოსტნეული

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

, ალექსანდრე გოგინავა, საუბრობს ზაფხულის ნაწლავურ ინფექციებსა და ფაგიო®-ს შესახებ

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა,
#post_seo_title

| ექიმი-ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა, საუბრობს ზაფხულის ნაწლავურ ინფექციებსა და ფაგიო®-ს შესახებ:

| “ნაწლავური ინფექციებისას ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე, ფაგების გამოყენებას აქვს დიდი პოტენციალი მოახდინოს დაავადების პროგრესირების შეჩერება, პრევენცია ან ალაგება.
ფაგიო® გახლავთ საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატი, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილია სხვადასხვა კვლევებით და პრაქტიკაში გამოიყენება ექიმების მიერ.
ზოგადად აღვნიშნავ, რომ ნაწლავური ინფექციები ყველა სეზონზეა აქტუალური, თუმცა ზაფხული გამორჩეულია, რადგან შემთხვევების უმრავლესობა გვხვდება სწორედ ცხელ სეზონზე – დაწყებული გვიან გაზაფხულიდან – ადრეულ შემოდგომამდე.
ამის მთავარი მიზეზებია:
  • ზაფხულის სეზონზე იზრდება მობილობა და ადამიანებს უფრო მჭიდრო კონტაქტები აქვთ ერთმანეთთან.
  • თბილი კლიმატი არის იმ ბაქტერიების გამრავლებისთვის კარგი გარემო, რომლებიც იწვევენ გასტროინტესტინალურ ინფექციებს.
  • ზღვის სეზონზე დაბინძურებული წყლის გამო რთულდება ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • იზრდება მალფუჭებადი პროდუქტებით საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რაოდენობა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხალი კვლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს და შესაძლოა, ამ საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს – ვაქცინები, რომლებიც დემენციისგან გვიცავს

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

რამდენიმე გავრცელებული ვაქცინა კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან გვიცავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ შეუძლია მედიკამენტს ასეთი ეფექტის გამოწვევა, მაგრამ მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ამ მექანიზმს. 

ორი ტიპის ვაქცინაზე ჩატარებული ახალი კვლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს და შესაძლოა, ამ საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს.

მასშტაბური კვლევის მიხედვით, შესაძლოა ჰერპესისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინები დემენციისგან გვიცავდეს. ამ კვლევაში 130 ათასამდე აშშ-ის მოქალაქე მონაწილეობდა. მსგავსი შედეგი გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, მაგრამ ეს ორი ვაქცინა დემენციის წინააღმდეგ გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა.

ხანდაზმულებისთვის ორივე ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია და ორივე მათგანი AS01 ადიუვანტს შეიცავს. ადიუვანტი დამხმარე ნივთიერებაა, რომელსაც ვაქცინებს იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის უმატებენ.

იმის გამო, რომ დემენციასთან კავშირი ვაქცინის გაკეთებიდან მალევე გამოიკვეთა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეფექტის მიზეზი უბრალოდ ვირუსისგან დაცვა იყოს. როგორც ჩანს, ვაქცინამ დამოუკიდებლად, იმუნური სისტემის გავლით დემენციის რისკის შემცირება შეძლო.

გრიპის ვაქცინასთან შედარებით, ჰერპესის ვაქცინამ დემენციის რისკი 18%-ით, ხოლო RSV ვაქცინამ 29%-ით შეამცირა. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებმაც ორივე ვაქცინა გაიკეთეს, ამ შემთხვევაში კოგნიტიური უნარების დაქვეითების რისკმა 37%-ით დაიკლო.

„აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ვაქცინა დემენციისა და ზოგადად კოგნიტიური უნარების დაქვეითებისგან ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით გვიცავს”, – წერენ კვლევის ავტორები.

გამოდის, რომ გარკვეულმა ვაქცინებმა შესაძლოა დემენციისგან დაცვა იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვანი მექანიზმების ამოქმედების გზით შეძლოს. ეს დასკვნა ამყარებს ახლად გაჩენილ ჰიპოთეზას, რომ დემენცია სინამდვილეში არა ტვინის დაავადება, არამედ ტვინში არსებული იმუნური სისტემის მოშლილობაა. შესაძლოა, ვაქცინებს ამ სისტემის აღდგენა შეუძლია, მაშინაც კი, თუ კონკრეტული ვაქცინის სამიზნე ვირუსი არ შეგვეყრება.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რამდენიმე გავრცელებულ ვირუსთან კონტაქტმა შესაძლოა, მომავალში კოგნიტიური დაქვეითების რისკის ზრდა გამოიწვიოს. თუ ეს თეორია გამართლდა, მაშინ გამოდის, რომ ვაქცინებს ამ რისკის შემცირებაში ორმაგად დიდი მნიშვნელობა ჰქონია.

მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა ნივთიერება იწვევს ამ შედეგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, დემენციისგან დაცვას AS01 ადიუვანტი და RSV ვაქცინა უზრუნველყოფს. მათი თქმით, აუცილებელია ამ დამცავი ეფექტის გამომწვევი მექანიზმების შესწავლა და სამომავლოდ მათი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება.

ვაქცინებმა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუ გაგვიმართლებს და ვაქცინების ეფექტურობა კოგნიტიური დაავადებების მიმართაც დადასტურდება, მაშინ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი ყოფილა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დავიწყეთ 15-ნაწილიანი სერია – სერია #5 | კოსმეტიკის ჯადოსნური ყუთი თუ ბაქტერიების საწყობი? როგორ დავიცვათ თავი?

სერია #5 | კოსმეტიკის ჯადოსნური ყუთი თუ ბაქტერიების საწყობი?
#post_seo_title

სერია #5 | კოსმეტიკის ჯადოსნური ყუთი თუ ბაქტერიების საწყობი?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ყოველდღიური მაკიაჟის რუტინა ხშირად გვგონია სისუფთავის და მოვლის ნიშანი, მაგრამ რეალურად, გამოუცვლელი და არასწორად შენახული კოსმეტიკა შეიძლება იყოს ბაქტერიებისა და სოკოს ჭარბი წყარო, რაც ზრდის კანის, თვალისა და ტუჩის ინფექციების რისკს.
რა იმალება ტონალურში, ფუძეში ან ფუნჯზე?
კვლევები აჩვენებს, რომ:
• მაკიაჟის ფუნჯების 90% შეიცავს Staphylococcus aureus-ს,
• ლიპსტიკებზე ხშირად გვხვდება candida-ს სახეობები
• ტონალურ ბალიშებზე იზრდება E. coli და Pseudomonas, განსაკუთრებით ტენიან და თბილ გარემოში შენახვისას
ეს ბაქტერიები კანს არამხოლოდ აბინძურებს, არამედ შეიძლება გამოიწვიოს:
• გამონაყარი, აკნე
• კონიუნქტივიტი
• კანის ანთება და გაღიზიანება
• ტუჩების ბუშტუკები
კოსმეტიკის ვადა — მითია თუ მეცნიერება?
ბევრმა არ იცის, რომ ყველა კოსმეტიკას აქვს PAO (period after opening) სიმბოლო, რომელიც აჩვენებს რამდენ ხანს შეიძლება პროდუქტის გამოყენება გახსნის შემდეგ:
• ტუში — 3 თვე
• ტონალური — 6–12 თვე
• ლიპსტიკი — 1 წელი
• ფუნჯი — საჭიროებს რეგულარულ რეცხვას ყოველ 1–2 კვირაში
ვადის გასული კოსმეტიკა შეიძლება გამოიყურებოდეს “ნორმალურად”, მაგრამ მასში უკვე გროვდება პათოგენური მიკროორგანიზმები.
როგორ დავიცვათ თავი?
•ფუნჯები და აპლიკატორები რეცხეთ ყოველ 7–10 დღეში
•ტუშს არ “დაიბრუნოთ” მილში, რადგან ეს ჰაერში შეყავს ბაქტერიები
•არ გაუზიაროთ კოსმეტიკა სხვას (არც მეგობარს!)
•ნუ შეინახავთ კოსმეტიკას სააბაზანოში — ტენიანობა აჩქარებს მიკრობების ზრდას
•ყოველთვის დააფარეთ სახურავი და არ გამოიყენოთ თითებით
კითხვა-პასუხი
მართალია, რომ თვალის მაკიაჟი ყველაზე საშიშია?
დიახ. თვალის ლორწოვანი გარსი უფრო მგრძნობიარეა და ნაკლებად იცავს თავს ბაქტერიებისგან.
შეიძლება აკნე უკავშირდებოდეს ფუნჯს ან ტონალურს?
ხშირად აკნეს მიზეზია დაბინძურებული ფუნჯი ან ვადაგასული ტონალური კრემი.
რატომ არ უნდა გავუზიაროთ კოსმეტიკა მეგობარს?
შესაძლოა მის კოსმეტიკაზე იყოს ვირუსები ან სოკო, რომელიც თქვენთვის საშიშია — მაგალითად, ჰერპესი ან კონიუნქტივიტი.
რომელი პროდუქტია ყველაზე სარისკო?
ტუშის და ლაინერის წილი ინფექციებში ყველაზე მაღალია — ეს პროდუქტები თვალთან ყველაზე ახლოს მოდის და მათი ვადა ძალიან მოკლეა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
ლიტერატურა (Vancouver სტილში):
1. Soni MG, et al. Microbial contamination in cosmetics: risk factors and prevention. J Cosmet Sci. 2022;73(2):75–84
2. Gerba CP, et al. Contamination of makeup tools with bacteria and fungi. Appl Environ Microbiol. 2018;84(3):e02123-17
3. CDC. Shared makeup use and risk of eye infections. MMWR. 2020;69(34):1100–1103
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს პარფიუმერული პროდუქტი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე

მიხეილ სარჯველაძე ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებს შეხვდა
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

მხარეებმა, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.

მინისტრმა, ევროპის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთო ღირებულებების საფუძველზე, მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კვლევა: დღეში 7 000 ნაბიჯის გავლა საკმარისია ტვინის მუშაობის გაძლიერებისთვის და სხვადასხვა დაავადებისგან დაცვისთვის

ვლევის შედეგების თანახმად, ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული საგრძობლად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

დღეში 7 000 ნაბიჯის გავლა საკმარისია ტვინის მუშაობის გაძლიერებისთვის და სხვადასხვა დაავადებისგან დაცვისთვის – ასეთ შედეგამდე იმ კვლევის ავტორები მივიდნენ, რომელიც სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა მსოფლიოს მასშტაბით 160 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ დღეში 7 ათასი ნაბიჯის გავლა ამცირებს სერიოზული დაავადების განვითარების რისკს, როგორებიცაა კიბო, დემენცია და გულის დაავადებები.

„გვაქვს აღქმა, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეს არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა მელოდი დინგმა.

ციფრი 10 000 1960-იან წლებში, იაპონიაში გამართულ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირდება. 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ქვეყანაში ნაბიჯმზომი შექმნეს, სახელწოდებით „მანპო-კი“, რაც ითარგმნება როგორც 10 ათასი ნაბიჯი“. დოქტორი დინგი ამბობს რომ ეს ციფრი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ბევრი ფიტნეს ტრეკერისა და აპლიკაციისთვის არაოფიციალური გაიდლაინი გახდა.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ხალხს ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

#post_seo_title

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაკონტროლებელი უწყებები არაერთ კოსმეტიკურ-პარფიუმერულ პროდუქტს ავლენენ, რომლებიც საფრთხის შემცველ ნივთიერებას butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს შეიცავს, რაც ამ საქონლის ეტიკეტებზეა მითითებული. მათ შორისაა ისეთი  ცნობილი ბრენდების ნიმუშები, როგორებიცაა პაკო რაბანი, კელვინ კლაინი, არმანი, ივ სან ლორანი, მოშინო და სხვა.

butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის შემცველი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქტის გაყიდვა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საფრთხის შემცველი საქონელი ბაზარზე მაინც შეინიშნება.

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000228?lang=EN

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილი ან შესაძენი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქციის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

თუმცა, მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობით ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს პროდუქციის უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს!

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

წყარო

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

#post_seo_title

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

სასურსათო ან დიეტური დანამატები დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული და ადვილადაა ხელმისაწვდომი. მათ შევხვდებით აფთიაქებში, სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტმაღაზიებში და სუპერმარკეტებშიც კი. გამოდის სხვადასხვა დოზებისა და კომბინაციების სასურსათო დანამატები. ისინი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ენზიმებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მომხმარებელს მიეწოდება აბების, კაფსულების, ფხვნილების ან სითხეების სახით. განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინი, კალციუმი, თევზის ზეთი და სხვა.

რა სარგებლობა მოაქვს სასურსათო დანამატებს? ისინი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივი კვების დროს შესაძლოა საკმარისი ოდენობით ვერ იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადებების რისკ-ფაქტორები შეამცირონ. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გონების მუშაობის ან იმუნური სისტემის ხელშესაწყობად, ან სპორტული დატვირთვის გადასატანად. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს ორსულებისათვის, ჩვილებისათვის, მოხუცებისათვის, ვეგანებისათვის და სხვა.

თუმცა, სასურსათო დანამატები წამლები არ არის და კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის არ არის გამიზნული.

ამავე დროს, სასურსათო დანამატების უვნებლობა, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით,  მეცნიერულად უნდა იყოს დადგენილი. ამის საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი მათი ეტიკეტები და ინსტრუქციები, რომლებმაც მათ სწორ მოხმარებას უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, ევროკავშირში სასურსათო დანამატების ზემოქმედებას ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება (EFSA) შეისწავლის.

ბევრ სასურსათო დანამატს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, ევროკავშირშიც კი ზოგიერთი მათგანის უვნებლობასა და ხარისხზე გარკვეული ეჭვები არსებობს. მთავარ პრობლემებად მიჩნეულია ქიმიური ან მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უსაფრთხო ზღვრების არსებობა.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასურსათო დანამატები არ გამოდგება ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ჩამანაცვლებლად. ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება სასურსათო დანამატები, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას საკვებით იღებენ. თითოეული საკვები ნივთიერების მხოლოდ გარკვეული ოდენობაა საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის და გადამეტებული მოხმარება შეიძლება უკეთესი სულაც არ იყოს. დიდი დოზებით, ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება უკუჩვენებები და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. განაგრძეთ კითხვა…

„ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს – 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, ახლო მომავალში საზოგადოებისთვის გაკეთდება განცხადება და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას მიაწვდიან.

„რეალურად, მუშაობა რომელიც დაწყებულია, საბოლოო ჯამში, მთავარი თვისება, რაც გაუჩნდა ამ მუშაობას, ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირება. შედეგზე ორიენტირებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ადრე გარკვეული მანკიერი ლიბერალური მიდგომები [იყო], ე.წ. ლიბერალური მიდგომები, თუმცა სულ არ ვთვლი, რომ ეს ლიბერალურია, რეალურად ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ძალიან ბევრ პროგრამას და რეალურად, ის ფუნქციონირებდა არა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით გვექნება ბევრი რამ შესაცვლელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ თითოეული კომპონენტი და თითოეული ნაწილი მთლიანად ამ მოზაიკის, თითოეული ფრაგმენტი გახდეს ორიენტირებული შედეგზე. ამ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში მკურნალობის პროცესის გავლის შემდეგ შეძლებს, რომ აღარ იყოს დამოკიდებული სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რაც უფრო მეტხანს გასტანს ეს მდგომარეობა, მით უკეთესი.

ამისთვის, რა თქმა უნდა, მოხდება ყველა რესურსის გამოყენება და აქ, რასაკვირველია არც საზოგადოება იქნება განწყობილი არც სახელმწიფო და ბუნებრივია, არც ჩვენი სამინისტრო, რომ სადმე რამე დაზოგოს რესურსი და ენერგია იმ თვალსაზრისით, რომ იყოს შედეგიანი ჩვენი ძალისხმევა.

ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ფართო მასშტაბით მუშაობა, დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებთ, რომელიც ასევე აუცილებელია და ესეც ემსახურება თავის მხრივ მკურნალობის ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ პროცედურები, პროგრამები, გაზომვა, ამის ყველაფრის შემუშავება, ფსიქოლოგის სადღაც ჩართვა, ბევრი კომპონენტისგან შემდგარი, მაგრამ მთლიანობაში, საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ამოცანა. მე არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ამ დრომდე ბევრი რამ სწორად კეთდებოდა. პირიქით, ბევრი რამ უსწოროდ კეთდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით ძირითადი შემოტრიალების განხორციელებას და 15 აგვისტოდან რეალურად სრულიად ახალ მოცემულობას ვიხილავთ.

მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ე.წ. კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი, რომ გააგრძელონ იგივე სერვისის მიღება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ბუნებრივია, მიმართვიანობის მართის პირობებში მისამართის შერჩევა, ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ეს თვითონ პაციენტების, ბენეფიციარების ინტერესებს, თუმცა, რასაკვირველია მათაც მოუწევთ გარკვეული სიახლეების მიღება და ამასთან ადაპტაცია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.

„ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.

ჩვენ, ამ მხრივ, ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული. მათ შორის – ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, ესეც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა.

15 აგვისტოდან, უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება.

ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ.

ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights