სამშაბათი, მაისი 12, 2026

თვალების კოორდინაციის დარღვევა – თვალების კოორდინაციის პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

თვალების კოორდინაციის პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში – მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

თვალების კოორდინაციის დარღვევა წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც თვალები ვერ ახერხებენ სინქრონულად მოძრაობას ახლომდებარე ობიექტზე ფოკუსირებისას. ნორმალური მხედველობისას, თვალები ერთმანეთისკენ მოძრაობენ, რაც ერთიანი და მკაფიო გამოსახულების საშუალებას იძლევა. თუმცა, როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ფოკუსირება რთულდება და ვითარდება სხვადასხვა არასასიამოვნო სიმპტომი.

რა იწვევს თვალების კოორდინაციის დარღვევას?

თვალის კოორდინაციის შეფერხების ზუსტი მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა, ხშირად ეს დაკავშირებულია თვალის მიმმართველი კუნთების მუშაობის  არასწორ მუშაობასთან. მდგომარეობა ძირითადად ვლინდება მაშინ, როდესაც ერთი თვალი ცდილობს ახლოს მდებარე ობიექტზე ფოკუსირებას, ხოლო მეორე – ოდნავ გარეთ მოძრაობს.

თვალის კოორდინაციის პრობლემის სიმპტომები

ეს დარღვევა შეიძლება ხანგრძლივად შეუმჩნეველი დარჩეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომები ხშირად ჩნდება ახლო მანძილზე მუშაობისას – კითხვისას ან წერისას. ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია:

  • თვალის დაძაბულობა ან უსიამოვნო შეგრძნება

  • ხშირი თავის ტკივილი, განსაკუთრებით წაკითხვის შემდეგ

  • ბნელ ან მოძრაობაში მყოფი ასოები

  • გაორებული ან დაბინდული მხედველობა

  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

  • თვალების ხშირი დახამხამება ან ერთ თვალზე მოჭუტვა

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

თუ შეამჩნიეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს, რეკომენდებულია კონსულტაცია ოფთალმოლოგთან ან ოპტომეტრისტთან. ისინი ჩაატარებენ მხედველობის დეტალურ შემოწმებას და განსაზღვრავენ, არის თუ არა თვალების კოორდინაციის დარღვევა მიზეზი პრობლემის.

მკურნალობა და გამოსავალი

კარგი სიახლე ის არის, რომ ეს მდგომარეობა განკურნებადია. ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური სავარჯიშოები თვალებისთვის, სათვალე ან ვიზუალური თერაპია. დროული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და თავიდან აგაცილებთ მომავალში სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

სტატიაში ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ არის განხილული სიელმის (სტრაბიზმის), როგორც მხედველობითი პათოლოგიის, ეტიოლოგია, ფორმები, გამოვლინება და მკურნალობის ტაქტიკები

სიელმე (სტრაბიზმი)
#post_seo_title

სტატიაში ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ არის განხილული სიელმის (სტრაბიზმის), როგორც მხედველობითი პათოლოგიის, ეტიოლოგია, ფორმები, გამოვლინება და მკურნალობის ტაქტიკები.

ძირითადი შეჯამება და მნიშვნელოვანი დეტალები:


✔️ რა არის სიელმე?

სიელმე არის თვალის კაკლების პარალელური მდებარეობის დარღვევა, რაც იწვევს სინქრონული და ბინოკულარული მხედველობის მოშლას. ეს არა მხოლოდ ესთეტიკური დეფექტია, არამედ სერიოზული ოფთალმოლოგური დარღვევაა, რომელიც ხშირად იწვევს ამბლიოპიას (ცრუ თვალი) და მხედველობის დაქვეითებას.


✔️ მთავარი მიზეზები:

  1. გენეტიკური ფაქტორი — სტრაბიზმის მქონე ბავშვების ~60%-ს ჰყავს ამავე დარღვევის მქონე ოჯახის წევრი.

  2. რეფრაქციული ანომალიები:

    • ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა)

    • ანიზომეტროპია (თვალებს შორის რეფრაქციის სხვაობა)

    • ანიზოკონია (თვალის ზომის სხვაობა)

  3. თვალის ორგანული დაზიანებები — თანდაყოლილი კატარაქტა, მიოპია, მაკულის პათოლოგია და სხვა.

  4. ნევროლოგიური და პერინატალური ფაქტორები — ასფიქსია, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა.

  5. შეძენილი დაავადებები და ტრავმები — განსაკუთრებით ხშირია პარალიზური სიელმე დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათიების გამო.


✔️ დიაგნოსტიკა და ასაკი

  • სიელმე შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ხშირად 2-6 წლის ასაკში.

  • დიაგნოზის დასასმელად ტარდება სრული ოფთალმოლოგიური კვლევა ციკლოპლეგიით და მის გარეშე, ტესტები თვალის მოძრაობაზე, კუნთების ბალანსზე და ბინოკულარობაზე.


✔️ მკურნალობის გზები:

1. კონსერვატიული მკურნალობა

  • სათვალის მორგება

  • თვალის ახვევა (ამბლიოპიის წინააღმდეგ)

  • სპეციალური სავარჯიშოები თვალისთვის

  • მედიკამენტოზური მკურნალობა (ნერვული და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად)

2. ქირურგიული მკურნალობა

  • ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული მეთოდები შედეგს არ იძლევა ან თვალის მყესის/კუნთის მექანიკური დაზიანებაა.

  • განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო პარალიზური სიელმის დროს (მაგალითად, დიაბეტით გამოწვეული), სადაც ოპერაციამდე აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი მონიტორინგი და მედიკამენტური მკურნალობა.


✔️ სპეციფიური შემთხვევები:

  • დიაბეტის ფონზე სიელმე: დიაბეტური მიკროანგიოპათია აზიანებს ნერვებს, რომლებიც თვალის მოძრაობას აკონტროლებენ, რასაც კუნთის დამბლა მოჰყვება.

  • ტრავმული სიელმე: შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც გარე დაზიანებით, ისე რბილი ქსოვილების ან ნერვების პირდაპირი დაზიანებით (მაგ. ორბიტული ტრავმა, მყესის წყვეტა).


🔔 დასკვნა:

სიელმე სერიოზული თვალის პათოლოგიაა, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მშობლებმა ნებისმიერი თვალის გადახრის შემჩნევისთანავე უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. მკურნალობის დროულად დაწყება მნიშვნელოვნად ზრდის შედეგის წარმატების ალბათობას.

ტრანს – იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა – ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თვალსაზრისით, მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ტრანს-ცხიმები პირველ ადგილზეა

ტრანს - იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა
#post_seo_title

ტრანს – იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა

ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით,  მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვებით ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღებით გამოწვეული დაავადებების სიმძიმით.

ცხიმოვანი მჟავები ორი ტიპისაა: ნაჯერი და უჯერი. უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან შედარებით ფართოდაა გავრცელებული ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები. მცენარეული ცხიმები ძირითადად უჯერია და თხევადი კონსისტენციისაა. ცხოველური (ძროხის, ცხვრის, ღორის) ცხიმები და მათი პროდუქტები შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს და მყარი კონსისტენციისაა (გამონაკლისია თევზის ქონი).

უჯერი ცხიმები არსებობს ორი იზომერის „ცის“ და „ტრანს“ იზომერების სახით.  „ცის“ იზომერები უფრო გავრცელებული ფორმაა ბუნებაში, რომელშიც ნახშირწყლოვანი ჯაჭვი მდებარეობს ნახშირბადის ატომებს შორის ორმაგი ბმის სიბრტყის  ერთ მხარეს.  „ტრანს“ იზომერები უფრო იშვითად გვხვდება ბუნებაში და ნახშირწყლოვანი ჯაჭვი განლაგებულია  ორმაგი ბმის სიბრტყის სხვადასხვა მხარეს.

ინდუსტრიულად წარმოებული ტრანს-ცხიმოვანი მჟავები, რომელიც მიიღება ნახევრად ჰიდროგენიზებული თხევადი მცენარეული ცხიმისაგან,  გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში.

მცენარეულ ცხიმებში ბუნებრივად მხოლოდ „ცის“ იზომერებია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებში ამ ცხიმების ოპტიმალურ მონაწილეობას. ბუნებრივ  მცენარეულ ცხიმებში არ არის ტრანს-ცხიმები. მარგარინის წარმოებისას 48%-მდე ტრანს-ცხიმები წარმოიქმნება. ტრანს-ცხიმების შემცველობა სპრედებსა და მარგარინებში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმასთან დაკავშირებით თუ რა წილი აქვს მასში ნაჯერ ცხიმებს. ტრანს-ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა ხდება აგრეთვე მცენარეული ცხიმების შეცხელებისას. რბილ სპრედებში ტრანს-ცხიმების შემცველობა 1-17% ფარგლებში მერყეობს,

ტრანს-ცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმებს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან  ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL–C) ე. წ. ,,ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობის მატებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL –C)  შემცირებას, რაც წარმოადგენს იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს.  გარდა ამისა, არსებობს  რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების (ჩანასახის ზრდა–განვითარების შეფერხების), ინსულინისადმი  რეზისტენტობის დაქვეითების და ამ ფონზე შაქრიანი დიაბეტის განვითარების, აგრეთვე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხე. სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნება იმუნური სისტემის დასუსტების რისკიც.  დღესდღეობით  არსებობს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ ტრანს-ცხიმები ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.  ეჭვგარეშეა ტრანს-ცხიმებისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის  „დოზა-ეფექტის“ ურთიერთკავშირი. საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონალური უკმარისობის რისკს ადამიანებში. სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით,  ყოველდღიურად 40გ  მარგარინის მიღება, რომელიც შეიცავს 5 გ ტრანსიზომერს, ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს 50%-ით.

ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თვალსაზრისით, მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ტრანს-ცხიმები პირველ ადგილზეა. ჭარბი ნაჯერი ცხიმები  და ტრანს-ცხიმები სისხლის ლიპიდურ შემადგენლობასა და ქოლესტეროლის ფრაქციებს უარესობისკენ რომ ცვლიან და გულის დაავადებათა რისკს საგრძნობლად ზრდიან, ამაზე აღარავინ დავობს. ნაჯერი ცხიმები ბუნების შემოქმედებაა, ტრანს-ცხიმები კი ტექნოლოგიის პროდუქტი. ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიღებული ცხიმებიდან ნაჯერი ცხიმები 2-ჯერ  ნაკლები უნდა იყოს უჯერ ცხიმებთან შედარებით, ტრანს-ცხიმების  მიღების  დღიური ნორმა კი არ უნდა აღემატებოდეს საერთო ენერგომოხმარების 1%-ს, რაც დაახლოებით 2-2.5 გრამის ექვივალენტია. თუმცა, უმჯობესია საერთოდ იყოს ამოღებული ადამიანის კვებითი რაციონიდან.

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი – ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს

კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს
#post_seo_title

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

ტრავმა-დაზიანება განისაზღვრება, როგორც გარეგანი აგენტის ან ძალის უეცარი ზემოქმედებით ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული დაზიანება.ტრავმატიზმი მოიცავს დაზიანებათა ორ ძირითად კატეგორიას – შემთხვევით და გამიზნულს. შემთხვევეით დაზიანებას მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ვარდნა, დამწვრობა, დახრჩობა, რეაკრიაციულ-სპორტული შემთხვევები და ა.შ.

განზრახ დაზიანებები ყველა ტიპის ძალადობას მოიცავს, კერძოდ: ინტერპერსონალურს, მკვლელობას, თვითმკვლელობის მცდელობასა, თვითმკვლელობას და ა.შ.

გარეგანი აგენტის ზემოქმედებით გამოწვეული ტრავმატიზმი ვლინდება მოტეხილობებით, ღია და დახურული ჭრილობებით, დეფორმაციებით და ა.შ.

http://www.floridahealth.gov/programs-and-services/prevention/injury-prevention/index.html

ტრავმატიზმი შესწავლის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: ავტო-სატრანსპორტო შემთხვევები, ფსიქოაქტიური მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება, ხანშიშესულების ვარდნა-დაცემა და ა.შ.

ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

● ყოველ სამ წუთში ტრავმით ერთი ადამიანი იღუპება;

●  ყოველწლიურად  2.5 მილიონ ადამიანზე მეტი მიღებული ტრავმის გამო საჭიროებს  ჰოსპიტალიზაციას;

● ყოველწლიურად 31.6 მილიონი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით ხვდება გადაუდებელი თერაპიის დეპარტამენტში;

● ყოველწლიურად 465 მილიარდი დოლარის დანაკარგი ფიქსირდება  მკურნალობისა და დაკარგული პროდუქტიულობის ხარჯზე;

http://www.injurycenter.umich.edu/about-center/what-injury

საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი და მზარდი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20–50 მილიონამდე კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი  მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს  ვივარაუდოთ, რომ პროფილაქტიკური ინტერვენციების გარეშე ტრავმატიზმისა და ძალადობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება და 2030 წლისათვის საერთო სიკვდილიანობაში მე–5 ადგილს დაიკავებს.

http://www.who.int/violence_injury_prevention/publications/injury_policy_planning/prevention_moh/en/

ყოველდღიურად მსოფლიოს გზებზე მიახლოებით 3 400 ადამიანი იღუპება. ათობით მილიონობით ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება. საგზაო მომხმარებლებს შორის ბავშვები, ფეხით მოსიარულენი, ველოსიპედისტები და ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დაუცველ, მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შესამჩნევად გააქტიურა თავისი ძალისხმევა ტრავმატიზმის პრევენციის სფეროში და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ   ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების უზრნველსაყოფად დანერგონ და გაამკაცრონ კონტროლი უკვე კარგად აპრობირებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, კერძოდ ჩაფხუტების, უსაფრთხოების ღვედების, ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური  სავარძლებისა  და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენებაზე, შეზღუდვები ტრანსპორტის სიჩქარესა და სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე.

http://www.who.int/violence_injury_prevention/road_traffic/en/

2011 წელს საქართველოში რეგისტრირებულია „ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების“ 43384 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 967.7), მათ შორის ბავშვი 7651 – 17.6% (პრევალენტობის მაჩვენებელი1006.3), ინციდენტობის მაჩვენებელი 801. ინციდენტობის და პრევალენტობის მაჩვენებლების მცირე განსხვავება ამ ჯგუფის დაავადებათა უპირატესად არაქრონიკულ ხასიათზე მიუთითებს. 2000–2011 წლების განმავლობაში ინციდენტობისა და პრევალენტობის ტრენდები ვარირებს 500–1000 ფარგლებში. 2008–2011 წლებში შეინიშნება პრევალენტობისა და ინციდენტობის ზრდის ტენდენცია “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგბის” რეგიონულ განაწილებაში. მაღალი მაჩვენებლით მკვეთრად გამოირჩევა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, ტრადიციულად დაბალია მაჩვენებლები თბილისსა და ქვემო ქართლში. “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების” შინაგან სტრუქტურაში წამყვანი ადგილი (42%)  უჭირავს ჭრილობებს, სისხლძარღვების დაზიანებებს და დაჟეჟილობებს. 2011 წელს საქართველოს სტაციონარებიდან ტრავმის დიაგნოზით გაწერილია 18961 პაციენტი, ლეტალობამ შეადგინა 2.6%.

საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი ზოგად დაზიანებათა სტრუქტურაში  წამყვანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   2013 წლის წარდგენილ  ანგარიშში დადებითი დინამიკა აღინიშნება, რაც სავარაუდოდ უკანასკნელ წლებში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებს უკავშირდება.  ქვეყანაში  ავტო-საგზაო შემთხვევათა და მათთან ასოცირებული ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელის  კლების ტენდენციაა  ( 2009 წ –16.8, 2010–15.4, 2011–11.7,  2012–13.4, 2013-11.6).  2013 წელს 2008 წელთან შედარებით  ავარიების რიცხვი 10%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 15%-ით და დაღუპულთა რიცხვი თითქმის 40%–ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯ&ეც) წარდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს სტაციონარებში დაფიქსირდა უბედური შემთხვევების შედეგად დაზარებული 8861 პაციენტი, მათ შორის  3211 (36%) საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზით, 1111 (12.5%) სხვა გარეგანი მიზეზებით, 2138 (24%) განზრახ თვითდაზიანების გამო და 2401 (27%) სხვა დაზიანებებით იქნა ჰოსპიტალიზირებული.  დაშავებულებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა დაშავებულ ქალებთან შეადგენს 1:3.

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც  საგზაო უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული რისკებისა და პრევენციის თაობაზე  გზებით მოსარგლეთა ყველა ჯგუფის ინფორმირებას  და, ამის საფუძველზე ქცევითი რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტებისა და მითითებების საფუძველზე შეიმუშავა ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013–2018 წლებისათვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო უსაფრთხოებას ეხება.

სტრატეგიაში დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა ჯანდაცვის სექტორის   აქტიური ჩართულობითა და საკითხით დაინტერესებული ყველა უწყების კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრეთვე, ჩართულია მეოთხე აღმოსავლეთ–დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (EWHIP4)-ის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში და მონაწილეობს  საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  2014–2019 წლებისათვის დოკუმენტის შემუშავებაში.

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის ალერგიებზე – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

რა არის ალერგია და როგორ აიცილოთ თავიდან
#post_seo_title

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის ალერგიებზე

ალერგია — ეს არის იმუნური სისტემის არანორმალური რეაქცია ჩვეულებრივად უვნებელ ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენი ეწოდება. ადამიანის იმუნური სისტემა ალერგენის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც იწვევს მრავალფეროვან სიმპტომს, დაწყებული ცემინებითა და ქავილით, დამთავრებული სუნთქვის გაძნელებითა და თუნდაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობით — ანაფილაქსიით.

საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში

ნახეთ, დეტალურად ვიდეო:

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

აი, რა მოუვა თქვენს თირკმელებს თუ ნახევარ კოვზ საკვებ სოდას მიიღებთ…

თირკმელი-სოდა
#post_seo_title

აი, რა მოუვა თქვენს თირკმელებს თუ ნახევარ კოვზ საკვებ სოდას მიიღებთ…

თირკმელები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხეულის ფუნქციონირებაში, ყოველდღიურად უამრავ სისხლს ფილტრავს, რათა მავნე ნივთიერებები გამოდევნოს ორგანიზმიდან. სამწუხაროდ თირკმელების დაზიანებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის დიაბეტი, წნევა, ინფექციები, გამაყუჩებელი მედიკამენტები და ა.შ. გთავაზობთ თირკემელებისთვის ეფექტური საშუალების-საკვები სოდის გამოყენებას და მისი მოქმედების სპეციფიკას!

ენდოკრინული სისტემა აწარმოებს ჰორმონებსა და ენზიმებს, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში. პანკრეასი სწორედ მსგავს ფუქნციას ასრულებს, ის გამოიმუშავებს ნატრიუმის ბიკარბონატს, რათა დაიცვას თირკკმელები საკუთარი დანიშნულების შესრულებისას. თირკმელების მუშაობა დამოკიდბეულია იმაზე, თუ რას ჭამთ და სვამთ. გააგრძელეთ კითხვა

 

გარდამტეხი პროგრესი, რატომა არის ეს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის? – პრეპარატმა თაგვებს სიცოცხლე 30%-ით გაუხანგრძლივა

სიცოცხლე 30%-ით გაუხანგრძლივა
#post_seo_title

გარდამტეხი პროგრესი: ახალი კომბინირებული თერაპია საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აფერხებს სიბერეს

ევროპელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვაჩვენა, რომ ორი უკვე ცნობილი პრეპარატის — რეპამიცინისა და ტრამეტინიბის — შერწყმულმა გამოყენებამ თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 30%-ით გაზარდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივად შენარჩუნდა.

📌 რა აღმოჩნდა კვლევისას?
მეცნიერებმა ცალკე და ერთად გამოსცადეს ეს ორი პრეპარატი და აღმოაჩინეს, რომ კომბინირებული თერაპია გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა. ცალკე გამოყენებისას:

  • რეპამიცინმა სიცოცხლის ხანგრძლივობა 17–18%-ით გაზარდა,

  • ტრამეტინიბმა — 7–16%-ით.

მათმა ერთობლივმა გამოყენებამ კი უკვე 26–35%-იანი ზრდა გამოიწვია.

🔬 სქესის მიხედვით განსხვავება
კომბინირებული მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტიანი იყო მდედრებში — სიცოცხლე საშუალოდ 34.9%-ით გახანგრძლივდა, მამრებში კი — 27.4%-ით.
მაქსიმალური ინდივიდუალური მაჩვენებლები იყო 32.4% მდედრებში და 26.1% მამრებში.

❤️ ჯანმრთელობის სხვა დადებითი გავლენები
▪ ანთებითი პროცესების მნიშვნელოვანი შემცირება ტვინში, ელენთაში, თირკმელებსა და კუნთებში
▪ ღვიძლისა და ელენთის სიმსივნის პროგრესის შეფერხება
▪ სიბერის დროს უფრო აქტიური ქცევა და მოძრაობის შენარჩუნება
▪ ნაკლები წონის მატება და გულის ფუნქციის შენელებული გაუარესება

მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ცხოველს არ აღენიშნებოდა ახალი ან მოულოდნელი გვერდითი მოვლენები, რაც მკურნალობის უსაფრთხოების მაღალი დონეზე მიუთითებს.

🧬 მოლეკულური დონეზეც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა — გენების აქტივობაში პოზიტიური ტრანსფორმაციები მხოლოდ ამ ორი პრეპარატის კომბინაციის გამოყენებისას გამოვლინდა.

💊 რატომაა ეს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის?
რეპამიცინი და ტრამეტინიბი უკვე დამტკიცებულია აშშ-სა და ევროკავშირის ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ეს კი ამარტივებს იმის პერსპექტივას, რომ მალე დაიწყოს მათი კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაბერების შენელებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის.

🗣️ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ:
„მართალია, ადამიანებში 30%-იანი სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ველით, მაგრამ მიზანი ის არის, რომ ხანდაზმულ ასაკშიც კი შევინარჩუნოთ მეტი ენერგია, უკეთესი ჯანმრთელობა და ავიცილოთ მრავალი დაავადება.“


🔍 საბოლოო რჩევა:
თუმცა ეს მკურნალობა ჯერ მხოლოდ ცხოველებზეა გამოცდილი, ის დიდ იმედებს აჩენს სამეცნიერო წრეებში. მომავალში ის შესაძლოა გახდეს დაბერებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი.

📢 გადადგი პირველი ნაბიჯი — ადევნე თვალი ახალ კვლევებს და გააკეთე ინფორმირებული არჩევანი შენი მომავლისთვის!

გასაოცარი აღმოჩენა – როგორ დავიცვათ ჩვენი სხეული მიკროპლასტმასის ზემოქმედებისგან?

მიკროპლასტმასი
#post_seo_title

მიკროპლასტმასი და ინსულტი – როგორ დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი?

Ბოლო კვლევებმა დამაჯერებლად დაადასტურა: ინსულტით დაავადებული ადამიანების არტერიებში მიკროპლასტმასის შემცველობა საგრძნობლად აღემატება იმ პირების მაჩვენებელს, ვისაც ასეთი დიაგნოზი არ აქვს.

მიკროპლასტმასა — უჩინარი, მაგრამ საშიში ნაწილაკები, რომლებიც საკვებთან ან სასმელთან ერთად ორგანიზმში ხვდება, ძირითადად წარმოიქმნება პლასტმასის კონტეინერებიდან, ბოთლებიდან, ტანსაცმლიდან და სხვა ყოველდღიური გამოყენების საგნებიდან. დროთა განმავლობაში, ისინი შეიძლება დაგროვდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, გამოიწვიოს ქრონიკული ანთება და გაზარდოს ინსულტის, ინფარქტისა და სხვა სერიოზული დაავადებების რისკი.

როგორ დავიცვათ ჩვენი სხეული მიკროპლასტმასის ზემოქმედებისგან?

გამოიყენეთ ეკომეგობრული მასალები:
საკვების შესანახად უპირატესობა მიანიჭეთ მინის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს. მოერიდეთ პლასტმასის კონტეინერების გახურებას მიკროტალღურ ღუმელში.

აირჩიეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი:
კენკრა, ისპანახი, ბროკოლი, მწვანე ჩაი, კურკუმა და მსგავსი პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში და ამცირებს ანთებით პროცესებს.

✅ შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების წესი:
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

გადადგით ნაბიჯი პლასტმასის შემცირებისკენ:
დაიწყეთ მცირე ცვლილებებით — შეამცირეთ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება, გამოიყენეთ გადამუშავებადი ან მრავალჯერადი პროდუქტი და გააზრებულად შეარჩიეთ საყოფაცხოვრებო ნივთები.

დასკვნა:
მიუხედავად იმისა, რომ მიკროპლასტმასა უხილავია თვალისთვის, მისი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან რეალურია. რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ ყოველდღიურ ცვლილებას, მით უფრო ეფექტურად დავიცავთ ჩვენს გულს, ტვინს და მთელ ორგანიზმს გრძელვადიანი საფრთხეებისგან.

🟢 შეაბიჯეთ ჯანსაღ ცხოვრებაში დღესვე – თითოეულ ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა!

ფიზიკური აქტივობა კიბოს მკურნალობაში — ახალი სტანდარტი კოლორექტალური კიბოსთვის

ფიზიკური აქტივობა-გული
#post_seo_title

ფიზიკური აქტივობა კიბოს მკურნალობაში — ახალი სტანდარტი კოლორექტალური კიბოსთვის

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
წყარო: American Society of Clinical Oncology (#ASCO2025), The New England Journal of Medicine
ვარჯიში — სიცოცხლისთვის ბრძოლაში ახალი იარაღი
საინტერესო და მნიშვნელოვნად გარდამტეხი შედეგები წარმოადგინეს კანადელმა მეცნიერებმა — კინგსტონის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრისა და ალბერტას უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ ცხადად აჩვენა: სტრუქტურირებული ვარჯიშის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებს კოლორექტალური კიბოსგან სიკვდილიანობას.
კვლევა წარადგინეს წლევანდელ ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (#ASCO2025) კონგრესზე და გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში — The New England Journal of Medicine.
მთავარი შედეგები:
  • 28%-ით ნაკლები რეციდივი (კიბოს დაბრუნება)
  • 37%-ით დაბალი სიკვდილიანობა
  • შედეგები დაფიქსირდა 3-წლიანი ფიზიკური აქტივობის პროგრამის შემდეგ
განსხვავება აშკარაა იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც მხოლოდ საგანმანათლებლო მასალებს იღებდა და არ მონაწილეობდა რეგულარულ ვარჯიშებში.
რატომ მუშაობს ვარჯიში?
ფიზიკური აქტივობა:
• აძლიერებს იმუნურ სისტემას
• ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში
• აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და მეტაბოლიზმს
• ამცირებს ინსულინისა და სხვა ჰორმონების დონეს, რომლებიც კიბოს ზრდას უწყობენ ხელს
პროფესორ ფხაკაძის რჩევები:
1. კიბოს მკურნალობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ქიმიოთერაპიით ან ქირურგიით — ფიზიკური აქტივობა უნდა გახდეს კიბოს სტანდარტული მკურნალობის ნაწილი.
2. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს მორგებული პაციენტის მდგომარეობაზე — მასზე უნდა იმუშაონ კვალიფიციურმა ფიზიოთერაპევტებმა და სამედიცინო პერსონალმა.
3. პაციენტები და მათი ოჯახის წევრები უნდა აიარონ სწორად ინფორმირებულები, რომ ვარჯიში არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნების, არამედ გადარჩენის საშუალება.
ხშირად დასმული კითხვები
1. ყველა პაციენტს ეხმარება ვარჯიში?
დიახ, განსაკუთრებით მათ, ვისაც სიგრძე ნაწლავის კიბო აქვთ. თუმცა, ვარჯიშის ინტენსივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
2. როდის უნდა დავიწყოთ ვარჯიში?
როგორც კი პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზდება და treating ექიმი უფლებას მისცემს. ზოგჯერ ქიმიოთერაპიის პარალელურადაც შეიძლება მსუბუქი აქტივობა.
3. რა სახის ვარჯიშია რეკომენდებული?
სიარული, ცურვა, მსუბუქი იოგა, სტრეჩინგი, ველოსიპედი — ოღონდ რეგულარული და პროფესიონალურად დაგეგმილი.
რა უნდა იცოდნენ ექიმებმა და ჯანდაცვის სისტემამ?
ეს კვლევა (ASCO2025) ცალსახად მიუთითებს, რომ ონკოლოგიურ კლინიკებში უნდა არსებობდეს ფიზიკური რეაბილიტაციის სექციები.
უნდა მომზადდეს სპეციალიზებული ვარჯიშის პროგრამები კიბოს პაციენტებისთვის, რათა ეს სერვისი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
საქართველო და ახალი სტანდარტები
„შენი ექიმი“ მოუწოდებს:
• ონკოლოგიურ ცენტრებში შეიქმნას სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობის პროგრამები
• დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) და ჯანმრთელობის სამინისტრომ განიხილონ ფიზიკური აქტივობა, როგორც კიბოს მკურნალობის ეროვნული პროტოკოლის ნაწილი
• საქართველოში მყოფი პაციენტებისთვის გაჩნდეს შესაძლებლობა, ჩაირთონ საერთაშორისო სტანდარტზე მორგებულ რეაბილიტაციის სერვისებში
ლიტერატურა:
1. Courneya KS, et al. The New England Journal of Medicine, 2025.
2. Kingston Health Sciences Centre – ASCO2025 პრეზენტაცია
3. American Society of Clinical Oncology – Annual Meeting Abstracts
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი, საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩეველი
გაიგეთ მეტი: www.sheniekimi.ge
შენი ექიმი – ქართული ჯანდაცვის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია!
გადმოწერე და მართე ჯანმრთელობა მარტივად:

რა არის სტომატიტი, გამომწვევი მიზეზები – რატომ ვითარდება სტომატიტი, როგორ მოვიქცეთ, რატომ უნდა იმოქმედოთ დროულად? – დეტალური გზამკვლევი

სტომატიტი
#post_seo_title

რა არის სტომატიტი და როგორ მოვიქცეთ – დეტალური გზამკვლევი


სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც ხშირად ვლინდება ტკივილით, წვით, წყლულებით ან შეშუპებით. ეს პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და სხვადასხვა გამომწვევის მიხედვით განსხვავებული ფორმებით წარიმართოს. იმისთვის, რომ დიაგნოზი სწორად დადგინდეს და მკურნალობა ეფექტური იყოს, აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.


ძირითადი ნიშნები – როგორ ამოვიცნოთ სტომატიტი?

სტომატიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • ტკივილი პირის ღრუში, განსაკუთრებით საკვების მიღებისა და ლაპარაკისას

  • წვა და სიწითლე ლორწოვან გარსზე

  • წყლულები ენაზე, ლოყებზე ან ღრძილებზე

  • შეშუპება და დისკომფორტი

  • ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა (ინფექციური სტომატიტის დროს)


გამომწვევი მიზეზები – რატომ ვითარდება სტომატიტი?

სტომატიტის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი:

  • ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი)

  • ბაქტერიალური და სოკოვანი ინფექციები (Candida ტიპის სოკო)

  • დაბალი იმუნიტეტი და ქრონიკული დაავადებები

  • მექანიკური დაზიანებები (მაგ. ცხელი ან ბასრი საკვები)

  • ალერგიული რეაქციები (კბილის პასტა, საკვები)

  • ვიტამინების (B ჯგუფი, რკინა, ფოლიუმის მჟავა) დეფიციტი

  • სტრესი და ჰორმონალური რყევები


სტომატიტის ტიპები – რატომ არის სწორი დიაგნოზი კრიტიკული?

  1. აფტოზური სტომატიტი – ხშირი და მტკივნეული წყლულებით, ქრონიკულად მიმდინარე

  2. ჰერპესული სტომატიტი – ბუშტუკები და მაღალი სიცხე, განსაკუთრებით ბავშვებში

  3. კანდიდოზური (სოკოვანი) – თეთრი ნადები, ტკივილი, უხალისობა

  4. კატარული სტომატიტი – ზედაპირული ანთება, მარტივად სამკურნალო

  5. ულცერაციული სტომატიტი – ღრმა წყლულები და ქსოვილთა დაზიანება

  6. ანგულარული სტომატიტი – პირის კუთხეების დახეთქვა და წვა

  7. ალერგიული სტომატიტი – გამაღიზიანებელი ნივთიერებებზე რეაქცია


ბავშვებში სტომატიტი – რატომ უნდა იმოქმედოთ დროულად?

ბავშვებში სტომატიტი სწრაფად პროგრესირებს და ხშირ შემთხვევაში ჰერპესული ფორმით ვლინდება. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს:

  • ტემპერატურა

  • მადის დაკარგვა

  • გაღიზიანებადობა და ტირილი

  • ნერწყვდენა

  • სიცხე და სუნთქვის სირთულე


როგორ მკურნალობენ სტომატიტს – თანამედროვე მიდგომა

მკურნალობის სქემა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და სტომატიტის ფორმაზე:

ტიპი მკურნალობა
ვირუსული ანტივირუსული პრეპარატები
ბაქტერიული ანტიბიოტიკები
სოკოვანი ანტიმიკოზური საშუალებები
ტკივილი ადგილობრივი ანესთეზია
ანთება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
იმუნოსუსტენცია იმუნომოდულატორები

კომპლექსური მიდგომა მოიცავს პირის ღრუს ანტისეპტიკურ დამუშავებას, კვებითი რეჟიმის რეგულირებასა და აუცილებელი ვიტამინების დანიშვნას.


კვება სტომატიტის დროს – რა უნდა ავარიდოთ?

✅ რეკომენდებულია:

  • რბილი, თბილი საკვები (პიურე, ბულიონი, კისელი)

  • რძის პროდუქტები (თუ არ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა)

  • საკვები, რომელიც არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს

❌ თავიდან უნდა აირიდოთ:

  • ციტრუსები და მჟავე პროდუქტები

  • ცხარე, მარილიანი და უხეში ტექსტურის მქონე საკვები

  • ძალიან ცხელი ან ცივი სასმელები

  • ჩიფსები, ორცხობილა, მშრალი პური

სწორი კვება აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს რეციდივის ალბათობას.


პრევენცია – როგორ ავიცილოთ სტომატიტი მომავალში?

  • რეგულარული პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების დახეხვა და კბილის ძაფის გამოყენება)

  • საკვების ბალანსი ვიტამინებითა და მინერალებით

  • ალერგენებისგან თავის არიდება

  • სტრესის მართვა და იმუნიტეტის გაძლიერება

  • რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება

დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:

მლაშეს;
ცხარეს;
ტკბილეულს;
ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
სპირტიან სასმელს.

 პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
დაბალანსებული კვების ქონა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights