ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია – შესაძლებელია აპვ-სთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება
ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს
ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება.
საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამხმარე ტექნოლოგიების ეკოსისტემის გასაძლიერებლად
საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამხმარე ტექნოლოგიების ეკოსისტემის გასაძლიერებლად.
რევოლუციური პატარა მანქანა – ასუფთავებს ქოლესტერინს ოპერაციის გარეშე
რევოლუციური პატარა მანქანა – ასუფთავებს ქოლესტერინს ოპერაციის გარეშე
მეცნიერებმა შეიმუშავეს რევოლუციური პატარა მანქანა, რომელსაც შეუძლია ქოლესტერინის ამოღება სისხლძარღვებიდან, ინვაზიური ქირურგიის საჭიროების გარეშე.
ეს მოწყობილობა ჩასმულია ბარძაყის არტერიის მეშვეობით და მიემართება სისხლძარღვში, რათა მიაღწიოს დაბლოკილ ადგილებს. მინიატურული კამერით აღჭურვილი, ქირურგებს შეუძლიათ მთელი პროცესის მონიტორინგი რეალურ დროში.
როდესაც მოწყობილობა ბლოკირებაზე უსაფრთხოდ მიდის. ბუშტები გაბერილია, რომ დროებით დაბლოკოს სისხლის ნაკადი, და საჭიროების შემთხვევაში, სისხლი ტუმბოა და იცვლება სუფთა მარილიანი ხსნარით, რათა უზრუნველყოს სუფთა სამუშაო ადგილი.
სპეციალიზირებული დანა ზუსტად ჭრის სამიზნეებს და შლის ქოლესტერინის საბადოებს, არტერიის კედლებს.
დეპოზიტების გაწმენდის შემდეგ, მარილიანი ხსნარი ამოღებულია, ბუშტები იშლება და სისხლის ნორმალური ნაკადის რეზიუმე ხდება.
Dahir Insaat– ის ეს ინოვაციური კონცეფცია გთავაზობთ პერსპექტიულ ახალ მეთოდს მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ, მდგომარეობა, რომელიც იწვევს საშიში დაფის წარმოქმნას, რომელიც იწვევს გულის შეტევებს და ინსულტის.
ამჟამინდელი მკურნალობა მოიცავს ანგიოპლასტიკას, რომელიც იყენებს კათეტერს ბუშტით არტერიების გასაფართოებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ღია გულის ოპერაცია, ანგიოპლასტიკა მაინც რისკებს მოიცავს. უფრო ინვაზიური ვარიანტები, როგორიცაა კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვა (CABG), მოიცავს ოპერაციას დაბლოკილი არტერიების გვერდის ავლით, მაგრამ აღდგენის უფრო გრძელი დრო აქვს.
ახალი ტექნიკა, როგორიცაა ათერექტექტომია, იყენებენ მბრუნავ პირებს ან ლაზერებს, რომ ამოიღონ დაფა, მაგრამ საჭიროებენ სპეციალიზებულ უნარებს. ამ პატარა აპარატმა შეიძლება უახლოეს მომავალში არტერიის გაწმენდა უფრო მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახადოს, რაც მილიონობით ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში კვებითი უნარების განვითარება ადრეულ ასაკშივე დაიწყოს – დამოუკიდებლად კვების წახალისება
ბავშვის კვებითი უნარების განვითარება: ძირითადი რჩევები წარმატებისთვის
ბავშვის დამოუკიდებელი კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია მისი ფუნქციური განვითარების გზაზე. ეს პროცესი მოითხოვს სხვადასხვა ფიზიკურ და სოციალურ უნარებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში კვებითი უნარების განვითარება ადრეულ ასაკშივე დაიწყოს.
კვება მხოლოდ საკვების მიღება არ არის – ის მოიცავს მულტისენსორულ და მოტორულ მოქმედებებს, როგორიცაა ჭურჭლის სწორად შერჩევა, საკვების პირთან მიტანა, დაღეჭვა, გადაყლაპვა და კვების ეტიკეტის დაცვა.
🧠 როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის კვებითი უნარების ჩამოყალიბებას?
ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები მშობლებსა და აღმზრდელებს დაეხმარებათ კვებითი უნარების სწორად და ეფექტიანად წახალისებაში:
1. არ დააძალოთ კვება სტრესულ მომენტში
თუ ბავშვი გაღიზიანებულია, ტირის ან გამოხატავს უარყოფით ემოციებს, თავიდან აიცილეთ კვების დაძალება. დაელოდეთ, სანამ ის დამშვიდდება და მხოლოდ შემდეგ შესთავაზეთ საკვები. დადებითი ემოციური ფონი ზრდის კვების პროცესის ეფექტურობას.
2. დარწმუნდით სხეულის სწორ პოზაში
სასურველია ბავშვი იჯდეს სწორად, კომფორტულად. მაგიდა და სკამი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს. თუ ფეხები ჰაერშია, გამოიყენეთ მცირე კუბიკი ან ყუთი დასაყრდნობად.
3. დანერგეთ სიახლეები ეტაპობრივად
ახალი საკვების შეთავაზება უნდა მოხდეს ნელ-ნელა. პირველ რიგში, აცადეთ ბავშვს საკვების დაყნოსვა, შეხება, და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ გასინჯვა – მას შემდეგ, რაც მზად იქნება ამისთვის.
4. გამოიყენეთ “ხელით ხელზე” მეთოდი
თუ ბავშვს უჭირს ჭურჭლის გამოყენება, მოჰკიდეთ ხელი და ერთად განახორციელეთ მოძრაობა. დროთა განმავლობაში შეამცირეთ დახმარება, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას.
5. შეარჩიეთ მოსახერხებელი ჭურჭელი
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის დიზაინსა და ფუნქციურობას. პირველ ეტაპზე გამოიყენეთ:
-
ტუჩიანი ჭიქები ან ორსახელურიანი ჭიქები,
-
გასრიალების საწინააღმდეგო თეფშები და ჭიქები,
-
ვაკუუმზე მტკიცედ ფიქსირებადი ჭურჭელი,
-
დამატებითი სამაგრები ან ერგონომიული კოვზები/ჩანგლები,
-
ბავშვის საყვარელი ფერის ან პერსონაჟის გამოსახულების მქონე ჭურჭელი, რაც მეტ მოტივაციას ქმნის.
🎮 კვების უნარების განვითარება თამაშით
ინტერაქტიული თამაშები და ყოველდღიური აქტივობები ძალზე ეფექტურია ბავშვის კვებითი უნარების განვითარებისთვის:
✅ როლური თამაშები:
-
თოჯინის ან სათამაშოს კვება,
-
სუფრის გაწყობა დაბადების დღეზე ან სხვა თემატური სცენარები,
-
სავაჭრო თამაში – სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვა და ა.შ.
✅ ჩართეთ ბავშვი საკვების მომზადებაში:
-
ცომის მოზელვა და მასთან თამაში,
-
ხილისა და ბოსტნეულისგან ფიგურების ან ნახატების გაკეთება,
-
ბურღულეულში დამალული ნივთების პოვნა,
-
ბოსტნეულისგან სააპლიკაციო ხელოვნების შექმნა.
✅ მოტორული და სენსორული აქტივობები:
-
სხვადასხვა ჭურჭლიდან კოვზით ბურღულეულის გადატანა,
-
წყლის გადასხმა ერთი ჭიქიდან მეორეში,
-
დაჭრილი ხილის ჩანგლით გადაადგილება თეფშებს შორის.
✅ პირის ღრუს კოორდინაციის აქტივობები:
-
იოგურტის წასმა ტუჩის გარშემო და ენის გამოყენებით მოწმენდა,
-
ჩაბერვის თამაშები – მაგალითად, საწრუპი მილით სითხის მოძრაობა, ბუშტების გაბერვა და სხვ.
🔚 დასკვნა
ბავშვის კვებითი უნარების განვითარება მოითხოვს მოთმინებას, თანმიმდევრულობას და თამაშით სწავლების მიდგომას. გახსოვდეთ, რომ ყოველი პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანი წინსვლაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სწორი პოზიტიური მიდგომით ბავშვი ისწავლის არა მხოლოდ ჭამას, არამედ შესაბამისი ქცევებისა და სოციალური უნარების განვითარებასაც.
მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს! – ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! ცდები!
მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს!
ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! ცდები!
იცოდი?
• თამბაქოში 7000-მდე მავნე ნივთიერებაა, მათ შორის დარიშხანი, ციანიდი, პოლონიუმ-210 და ტყვია- 210 (ორი უძლიერესი რადიოაქტიური ნივთიერება);
• ადამიანი, რომელიც დღეში კოლოფნახევარ სიგარეტს ეწევა, წელიწადში გულმკერდის არეში დაახლოებით 300 რენტგენის ტოლფას დასხივებას ღებულობს,
• თამბაქოს მოხმარება ჰაერს 10-ჯერ მეტად აბინძურებს, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანის გამონაბოლქვი,
• თამბაქო მის მომხმარებელთა ნახევარს კლავს.
დამტკიცებულია:
თამბაქოს მოხმარება იწვევს: სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს; ფილტვის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს, ხორხის კიბოს, იმპოტენციას.
ორსულებში – ნაადრევი მშობიარობის, პლაცენტის აშრევების, მცირეწონიანი ნაყოფის დაბადების და მკვდრადშობადობის რისკს…
თამბაქოს მომხმარებლებში
• 61%-ით მაღალია დიაბეტის განვითარების ალბათობა
• 25-ჯერაა მომატებული ფილტვის კიბოს რისკი
• 2-4-ჯერ მეტია ინფარქტით და 12-14-ჯერ მეტია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით გარდაცვალების რისკი
ფაქტები:
- თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება
- თამბაქოს მომხმარებელ მამაკაცებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 13.2, ხოლო ქალებში 14.5 წლით მცირდება
გაითვალისწინე:
თამბაქოს მოხმარებით ზიანს აყენებ არამარტო საკუთრ თავს, არამედ საფრთხეს უქმნი სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც: თამბაქოს მოხმარებისას ამოსუნთქული ჰაერით ყალიბდება და გარემოში დიდხანს რჩება მეორადი კვამლი, რომელიც 250-მდე ტოქსიურ და კიბოს გამომწვევ (კანცეროგენი) ნივთიერებას შეიცავს. მეორადი კვამლი არამწეველებში ზრდის გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების, ბრონქიტის, პნევმონიის, ასთმის, ხოლო ბავშვებში ლეიკემიის, ლიმფომის, თავის ტვინის სიმსივნის განვითარების რისკს.
უკვე, როცა ყველაფერი იცი – გააკეთე არჩევანი!
მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს
პრობლემის აქტუალობა და მსოფლიოში მარილის მოხმარების სიტუაციური მიმოხილვა
მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს.
მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლის და უფრო დაბალ ასაკობრივ
კატეგორიში.
ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10
ადამიანიდან ერთი კვდება კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობის გამო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულის კორონარული
ინციდენტების, ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიებისა 15%
მსოფლიოში არის ასოცირებული მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მ.შ. სიკვდილის
შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.
არტერიული ჰიპერტენზია არის მიზეზი 13%-ში სიკვდილობისა,ზოგადი
სიკვდილობის სტრუქტურაში. პოპულაციაში სუფრის მარილის მოხმარების მაჩვენებელი,
განიხილება მნიშვნელოვან დეტერმინანტად არტერიული წნევის დონისა და არტერიული
ჰიპერტენზიის რისკის მხრივ. აღნიშნული კავშირი სწორხაზოვანი და პროგრესირებადი
ხასიათისაა და ინდივიდებში სუფრის მარილის მოხმარების შემცირება მოიაზრება,
როგორც მნიშვნელოვანი ინტერვენცია არტერიული წნევის დონის დაქვეითების,
ანტიჰიპერტენზიული ფარმაკოლოგიური თერაპიის ეფექტურობის გაზრდისა და
ზოგადად, კარდიო-ვასკულური რისკის დაქვეითების მიზნით.
მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსა და
მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის
ქრონიკული დაავადებები, მ.შ. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის
ამძიმებს მენიერის დაავადების, ასთმის, ალც-ჰაიმერის დაავადებისა და დიაბეტის
სიმპტომატიკას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა განხორციელდეს
ქვეყნების ზოგად პოპულაციებში მარილის მოხმარების შემცირების ხარჯთეფექტური
სტრატეგია, როგორც ე.წ. ,,Best Buy’’ მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით (მოხმარების რეკომენდებული დოზა 5 მგ/დღეში მარილი ანუ მიახლოებით 2 გრამი Na). ,,Mapping salt reduction initiatives in the WHO Europian Region’’ – 2013 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის ინტერვენციით, იგულისხმება მარილის მოხმარების დაქვეითება 5 გრამზე ნაკლები დღეში, მცირდება ინსულტის რისკი 23%-ით, კარდიო-ვასკულურ დაავადებათა სიხშირე 17%-ით. ევროპული პოპულაციის მარილის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 8–11 გრ/დღეში. ამ რაოდენობის დაახლოვებით 75% არის „დაფარული“ ნახევარფაბრიკატებში, სწრაფი კვების პროდუქტებში (ე.წ. snacks), პურსა და ყველში. ევროპის რეგიონის ქვეყნების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული 2025 წლისათვის მარილის მოხმარების მაჩვენებლის 30%-ით შესამცირებლად.
აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილია ევროპული ქვეყნების მარილის მოხმარების
პოპულაციური მაჩვენებლები, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს არის
4 დაფიქსირებული თურქეთში – 18 გრ/დღ, ჩეხეთში – 16 გრ/დღ კაცებში, 10 გრ/დღ
ქალებში, ბულგარეთში – 14,5 გრ კაცებში და 12,5 გრ ქალებში, პოლონეთში – 11,5 გრ/დღ და ა.შ., ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისრაელში – 2,8 გრ/დღ. პოსტსაბჭოთა სივრცის პოპულაციათა მარილის მოხმარების მაჩვენებლები ამ დოკუმენტში არ არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა (მაგ. ესტონეთი – 10 გრ/დღ, ლატვია – 7 გრ/დღ). ამ მონაცემთა საფუძველი არის ქვეყნებში განხორციელებული კვლევები შარდში ნატრიუმის ექსკრეციის განსაზღვრის მიზნით. ბრიტოვისა და თანაავტორების მიერ, 2009 წლის პუბლიკაციაში ,,წინააღმდეგობები და მათი გადაწყვეტის გზები, იოდდეფიციტისა და არტერიული ჰიპერტენზიის ფედერალური პროგრამებით’’, მოყვანილია მოსკოვის პოპულაციის მარილის მოხმარების მაჩვენებელი – 12,2 გრ/დღ, რომლის 60-70% გასტრონომიულ პროდუქტებზე მოდის.
საქართველოში სუფრის მარილის მოხმარების ამსახველი სიტუაცია და აქტივობები ამ მიმართულებით
გამომდინარე ქართულ პოპულაციაში, ჰიპერტენზიის კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკ-ფაქტორის პრიორიტეტულობისა (48.8% ზოგადი სიკდვდილობის
სტრუქტურაში) მარილის ჭარბი მოხმარების პრიორიტეტულობა ქვეყნის მოსახლეობაში
ეჭვს არ იწვევს.
საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ეპიდემიოლოგიური კვლევები
საშუალებას იძლევა მხოლოდ პოპულაციის ქცევის შეფასებისა, მარილის მოხმარების
მხრივ. ასე მაგალითად 1996-2001 წლებში აჭარის რეგიონში განხორციელებული კვლევის შედეგებით, რეგიონის მოზრდილი მოსახლეობის უკვე გამზადებული საკვების საკუთარ ულუფაზე მარილის დამატების ჩვევა, გვხვდება 56–60%-ში (აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი). 2010 წლის ნუტრიციული კვლევით, ეს ჩვევა გამოვლინდა რეპროდუქციული ასაკის ქალთა შორის 55% (მ.შ. ორსულთა 50%-ში) შემთხვევაში, ხოლო 2011 წელს, გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ქალთა სკრინინგულ კვლევაში 58% შემთხვევაში (საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება). აღსანიშნავია, რომ ამ ჩვევის მქონე პირების ერთი მესამედი, მარილს ამატებს გამზადებულ საკვებს, გაუსინჯავად.
საკითხები, რომელიც ეხება ე.წ. დისკრეციულ მარილს, ანუ მარილს, რომელიც
ემატება საკვების მომზადებისას ან უშუალოდ სუფრასთან, როგორც წესი ორიენტირებულია სიხშირეზე და არა რაოდენობაზე. ხშირად, კულტურული და რეგიონალური თვალსაზრისით, უპირატესობა ენიჭება პროდუქტებსა და სანელებლებს, მარილის მაღალი შემცველობით, როგორიცაა პროდუქტები – რომელთაც ამარილებენ შენახვის მიზნით.
ქვეყნებს არ აქვთ ინფორმაცია მოხმარებული დისკრეციული მარილის შესახებ,
რომელიც საორიენტაციოდ შეადგენს მოხმარებული მარილის დღიური დოზის 15%-ს.
5 საინტერესოა 2008 წლის მარილის კვირეულის ფარგლებში (World Action Salt and
Health-WASH. www.actionsalt.org.uk), საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი
საზოგადოების და სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული
შეფასებითი კვლევა ,,მარილი და ბავშვები’’. პილოტური კვლევა ჩატარდა 6-12 წლის
სკოლის მოსწავლე ბავშვებში და ითვალისწინებდა მათი გათვითცნობიერებისა და
ჩვევების შეფასებას მარილის მოხმარების მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ბავშვები
ხშირად იკვებებიან სახლისა და სკოლის გარეთ, სწრაფი კვების ობიექტებში, და მათ მიერ დასახელებული ორი საყვარელი საკვები – ფენოვანი ხაჭაპური (150-200 გრამი = 1,5-2 გრამი მარილი) და კარტოფილის ფრი (60 გრამი = 0,9 გრამი მარილი) ჯამში შეიცავს 4 გრამამდე მარილს. აღნიშნული აქტივობა მოყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში, საქართველოს პოპულაციის გათვითცნობიერების პროფილის ღონისძიებებში.
მარილის ჭარბიმოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია
ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი სარეველაა! თურმე ვცდებოდი – შესანიშნავი სამკურნალო მცენარე ყოფილა
ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი სარეველაა! თურმე ვცდებოდი. შესანიშნავი სამკურნალო მცენარე ყოფილა.
დანდური საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება, სამზარეულოში მას იყენებენ როგორც მოხარშულს ასევე ცოცხალს, ამზადებენ სხვადასხვა სალათებს, ასევე ამარილებენ და ამწნილებენ ზამთრისთვის. ძალიან უხდება ხორცეულს მისატანებლად.
დანდური ძალიან მარგებელია და მისი გამოყენება საკვებად სასარგებლოა ,ის აძლიერებს იმუნიტეტს ითვლება როგორც ორგანიზმის გამწმენდად , მსუბუქ შაქრის დამწევად და დაბალი წნევის ამწევად. მასში უხვად მოიპოვება A ვიტამინი რომელიც კარგი მხედველობის გარანტია, ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს, მდიდარია როგორც C ვიტამინით ასევე B3 და E ვიტამინებით. გააგრძელეთ კითხვა
წარმოგიდგენთ ხშირად დაშვებულ შეცდომებს ინსულტის რეაბილიტაციის დროს
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია — 5 გავრცელებული შეცდომა, რომლებიც უნდა აირიდოთ
ინსულტის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების გზა რთულია, მაგრამ სწორი მიდგომებით რეალური და შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა სრულიად შესაძლებელია. სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს ან მნიშვნელოვნად ანელებს.
📌 გაიგეთ, რომელ შეცდომებს უნდა მოერიდოთ ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციისას:
🔴 1. რეაბილიტაციის პროცესის გადადება
უამრავი კვლევა ადასტურებს: რაც უფრო სწრაფად დაიწყება სარეაბილიტაციო მუშაობა, მით უკეთესია ტვინისა და მოტორული ფუნქციების აღდგენის შანსი. დაგვიანება ამცირებს პროგრესის მაჩვენებელს.
🔴 2. მხოლოდ ფიზიკურ თერაპიაზე ყურადღების გადატანა
ინსულტი არ არის მხოლოდ მოძრაობის უნარის დაკარგვა — მას თან ახლავს მეტყველების გაძნელება, კოგნიტიური დარღვევები და ემოციური დისბალანსი. სრულყოფილი აღდგენა მოითხოვს ლოგოპედის, ნეიროფსიქოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობას.
🔴 3. სარეაბილიტაციო გეგმის უგულებელყოფა
თუნდაც სუბიექტურად იგრძნობთ თავს უკეთ, არასდროს მიატოვოთ თერაპია თვითნებურად. მკურნალობის პროცესში სისტემურობა და უწყვეტობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
🔴 4. მხოლოდ მედიკამენტებზე დაყრდნობა
წამლები მხოლოდ რეაბილიტაციის მხარდაჭერის ნაწილია. რეალური პროგრესი მიიღწევა მოძრაობით, ინტელექტუალური აქტივობითა და სპეციალისტების ჩართულობით.
🔴 5. ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერის ნაკლებობა
საოჯახო გარემოს პოზიტიური ჩართულობა ზრდის მოტივაციას და ასტიმულირებს პაციენტის შრომისუნარიანობას. ემოციური მხარდაჭერა ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზიკური თერაპია.
სწორად დაგეგმილი რეაბილიტაცია — ეს არის გზა უკეთესი ცხოვრებისკენ!
4 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვან ქალებმა ბროკოლი
4 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვან ქალებმა ბროკოლი
Თურმე ბროკოლს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უშლის დიაბეტს. ასევე შესანიშნავია შეშუპების წინააღმდეგ. ენერგიის დიდი წყაროა. ეს ზოგადად და ახლა უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ყველა სარგებელზე.
ფოლატის მნიშვნელობა
ფოლატი არის B ვიტამინის ტიპი, რომელსაც სხეული არ ინახავს ე.ი. ჩვენ ეს ყოველდღე გარედან უნდა მივიღოთ. ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში და მის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ორსულებს განსაკუთრებით სჭირდებათ ფოლატის გაზრდა, რადგან მისი დეფიციტი ხშირად ხდება ნაყოფის დეფექტების მიზეზი. რეკომენდებულია ყოველდღიურად 400 გრ 9 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებისთვის, 600 გრ ორსული ქალებისთვის და 500 გრ მეძუძური ქალებისთვის. გააგრძელეთ კითხვა















