იცოდი, რომ ტაბლეტის ფორმამ შეიძლება პირდაპირ გავლენა იქონიოს შენს ჯანმრთელობაზე?
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


„რაც უფრო პროცესირებული ხორცია, სწრაფი ათვისების ნახშირწყლებია გამოყენებული, მით უფრო მავნეა პროდუქტი. მნიშვნელოვანია, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვთა ასაკში მოხდეს. მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია, სახლში შევწვათ ან გამოვაცხოთ. როდესაც კარტოფილს სხვადასხვა დაწესებულებაში ვყიდულობთ, ის ხომ ბევრჯერ გადამწვარი ცხიმშია მომზადებული. აქ მხოლოდ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ არ არის სასურველი კარტოფილი ყოველდღიურად, ჭარბად მივიღოთ. ასევე, მნიშვნელობა აქვს, როგორ არის ის მომზადებული.
ასევე, ბურგერები, ვრეპები სახლში ისე მოვამზადოთ, რომ ნაკლებად მავნე იყოს. ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, მაგრამ როცა იქნება, შედარებით, ჯანსაღად მოვამზადოთ. აუცილებლად უნდა განეიტრალდეს და მნიშვნელოვანია, უჯრედისით მდიდარი საკვები, ბევრი ბოსტნეული, სახლში დამზადებული საკვები მივიღოთ.
მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ბავშვი რაც უფრო გვიან დაიწყებს მარილის, თეთრი შაქრის გამოყენებას, უკეთესია. ბავშვმა შესაძლოა, იშვიათად არაჯანსაღი საკვები მიიღოს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ გაზიანი სასმელი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს.
ბოსტნეული უჯრედისით მდიდარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულსა და ხილს დიდი წილი უნდა ეჭიროს. კენკრას ცალკე გამოვყოფდი. მოცვი, ჟოლო ძალიან სასარგებლო და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე, კარგია მწვანე ჩაი”.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სახსრებისათვის სასარგებლო ნაყენების მიღების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება – სახსრები ადვილად იწყებს მოხრას, მათი ხრაშუნი და ტკაცუნი ქრება, ასევე ქრება კუნთების კრუნჩხვა, სიარული მსუბუქი და მოხერხებული ხდება, სხეულის ფორმა კი – მობილური და ახალგაზრდული.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაციონალური კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში. ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია. კალციუმისა და ფოსფორის მარილების ნაკლებობა ძვლების სიმყიფესა და გამრუდებას განაპირობებს. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დღეს უნდა გესაუბროთ ერთ გასაოცარ მალამოზე, რომელიც ძალიან მოკლე დროში აბსოლუტურად უმტკივნეულოდ გამოდევნის ჩირქს ჭრილობებიდან და წყლულებიდან.
საუკუნეების განმავლობაში ამ სასწაულმოქმედ მალამოს ამზადებდნენ ხშირად, ძალიან გავრცელებული იყო და ყველა ემადლიერებოდა. დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თუცა ერთხელ შემთხვევით წავაწყდი ამ რეცეფტა, რომელიც წლების წინ ჩემ.ბებიას შეუნახავს.
რეცეფტის პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ მართლაც ძალიან ეფექტური, შეუცვლელი საშუალებაა ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად, უებარია დამწვრობისთვის, შველის გამონაყარსა და კანის სხვადასხვა სახის გაღიზიანებას, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ამოაქვს ჩირქი ზედაპირზე და ა.შ. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.
„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.
თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;
ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.