კვირა, მაისი 10, 2026

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ“-ირაკლი კობახიძე

კობახიძე
#post_seo_title

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორინტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა! – უმნიშვნელოვანესი ტრენინგი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
#post_seo_title

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!

შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია / Nationwide Health Organization LLC დღეს 25 ივნისს ჩატარდა უმნიშვნელოვანესი ტრენინგი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი შრომის და სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი, ბატონი ლევან ლომთაძე, რომელსაც გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის!
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:
  • ხანძრის პრევენციის მეთოდები და მოქმედებები
  • საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები და რეგულაციები
ჩვენი თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რაც აუცილებელია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ცოდნა დაეხმარება მათ არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცაემა სპეციალური სერთიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის მზადყოფნას ნებისმიერი გამოწვევისთვის!
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, შპს „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
#post_seo_title

„თბილისის მერია, 1 სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს“. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.

„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს.

მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რადიაციის საფრთხე, დავლიოთ თუ არა იოდი – “არანაირი იოდი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს” – არჩილ მარშანია

რადიაციის საფრთხე- იოდი
#post_seo_title

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს:

„ირანში ბირთვული ობიექტები დაიბომბა. ამიტომ, ყველაზე ხშირად ორი შეკითხვა ისმის: ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დაბომბვის გამო, არსებობს თუ არა რადიაციის საფრთხე და დავლიოთ თუ არა იოდი.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს. არაფერი ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ და არა, არანაირი იოდი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთვის რადიაციული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ირანში ეს ბირთვული ობიექტები რეაქტორები არ არის, როგორიც მაგალითად, ჩერნობილში იყო. მათი უმეტესობა ურანის გამამდიდრებელი ობიექტებია და არა რეაქტორები. რადიოაქტიური იოდი კი მუშა რეაქტორში წარმოიქმნება. შესაბამისად, არც იმ ტიპის დაზიანება და საფრთხეა ჩვენთვის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება, ვიფიქროთ. ახლა ჩვენთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და დიდი ალბათობით, არც მომავალში იარსებებს. თუ რაიმე მოხდება და ჩვენთვისაც საფრთხე აღმოჩნდება, რაც არა მგონია, რომ ასე იყოს, ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე გაცხადდება. ამიტომ, ჯობს, მშვიდად ვიყოთ და უაზრო პანიკას არ ავყვეთ. თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, მხოლოდ სანდო და ოფიციალური სააგენტოს ინფორმაცია წაიკითხეთ და არა ცალკეული სტატიები.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

„ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე აისახება. ზრდის ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს“ – საქართველოში გაყიდვაში არსებულ პროდუქტში დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინეს

პროდუქტი - ტრანსცხიმი
#post_seo_title

მავნე ცხიმი მარგარინში, ჯანმრთელობისთვის საშიში ცხიმი – მორიგი კვლევა. საცხობები და საკონდიტროები.

– ვინ იყენებს მარგარინს ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობით?

მარგარინი და სპრედი, იაფფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება.

ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში გაყიდვაში არსებულ პროდუქტში დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია.

ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, ტრანსცხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს, მცირე ოდენობამაც შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი, “ლუნა”, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა.

მარგარინი, სპრედი, სამარხვო კარაქი – ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა 3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც, თუ რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი.

სპეციალისტების რეკომენდაციები

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი:

“კონკრეტული პარტია ბიზნესოპერატორს ამოვაღებინეთ და ამავე დროს, სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოვაკვლევინეთ.”

სურსათი უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული:

„საეჭვო პროდუქტი საქართველოში ამ დროისთვის გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ სხვა მწარმოებლისა და სხვა შეფუთვის ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევამ მათში ჭარბი ტრანსცხიმები არ დაადგინა, სპეციალისტებს სიჯანსაღეში ეჭვი შეაქვთ.

ინგრედიენტებს რომ დავაკვირდეთ, თუ რისგან მზადდება ეს პროდუქტები, მათ სიჯანსაღესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელოვნურად მიღებული პროდუქტია, მას ძალიან ბევრი კონსერვანტი და საკვები დანამატი ემატება, რომ მყარი მასა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს. ემატება ვადის გამახანგრძლივებელი, ასევე საღებავები, რომ მოყვითალო ფერი მიიღოს”.

ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია:

“ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე აისახება. ზრდის ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ტრანსცხიმები მაღალკალორიული პროდუქტებია და თუ მათ დიდი რაოდენობით მივიღებთ, ჭარბ წონასა და სიმსუქნეს გამოიწვევს. ტრანსცხიმების მცირე ოდენობამაც კი შეიძლება, ძალიან ცუდი ზეგავლენა იქონიოს“.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პაციენტის უსაფრთხოება იწყება აპარატურის მართვით — “აკრედიტაცია კანადის” კიდევ ერთი წარმატებული ტრენინგი საქართველოში

Dr Irakli Apshinashvili, Accreditation Canada Advisor
Dr Irakli Apshinashvili, Accreditation Canada Advisor

2025 წლის 24 ივნისს, საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, უნიკალური ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მართვა ჰოსპიტალში“. ტრენინგი ორგანიზებული იყო „აკრედიტაცია კანადა“-ს (Accreditation Canada) ინიციატივით და ჩატარდა ონლაინ ფორმატში.

ღონისძიებას ესწრებოდა 60-მდე წარმომადგენელი ქვეყნის სხვადასხვა კლინიკიდან, მათ შორის რეგიონული, მრავალპროფილური და საუნივერსიტეტო კლინიკების მენეჯერები, ინჟინრები და ხარისხის ოფიცრები.

ტრენინგს უძღვებოდა ირაკლი აფშინაშვილი — „აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი და 2025 წლიდან უკვე საერთაშორისო შემფასებელი.

ტექნიკური უსაფრთხოება — საერთაშორისო სტანდარტებით

მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ სამედიცინო აპარატურის გაუმართაობა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია პაციენტის დაზიანებისა ჰოსპიტალურ გარემოში. WHO და ISQua ხაზს უსვამენ ტექნიკური მენეჯმენტის სისტემურობის აუცილებლობას.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად გაიცნეს შემდეგი თემები:

  • აპარატურის სიცოცხლის ციკლის მართვა
  • ინვენტარის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია
  • ინსპექტირების კალენდრის შექმნა
  • ტექნიკური ინციდენტების პრევენციის მექანიზმები
  • კლინიკური და ტექნიკური პერსონალის გადანაწილებული პასუხისმგებლობები

🇬🇪 საქართველოს საჭიროებები და გამოწვევები

როგორც ტრენინგზე აღინიშნა, საქართველოში სამედიცინო აპარატურის მართვა ხშირ შემთხვევაში სისტემური პროცესია:

  • აპარატურა არ არის რეგისტრირებული სტანდარტიზებული ფორმით
  • ტექნიკური ინციდენტები ხშირად არ აღირიცხება
  • არ არსებობს საკმარისი პროფილაქტიკური მომსახურება

„აკრედიტაცია კანადის” მიზანი იყო კლინიკებისთვის ამ სისტემური მიდგომის გაცნობა, რაც პაციენტის უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

„აკრედიტაცია კანადის” ტექნიკური სტანდარტები

ტრენინგზე განხილული იქნა ის სტანდარტები, რომელთაც „აკრედიტაცია კანადა“ საერთაშორისო დონეზე ითხოვს კლინიკებისგან:

  • აპარატურის სიცოცხლის ციკლის მენეჯმენტის ჩარჩო
  • რეგისტრაცია, კლასიფიკაცია და რისკის კატეგორიზაცია
  • ინსპექტირების და ტექნიკური მომსახურების გეგმები
  • ინციდენტების რეაგირების მექანიზმები

მონაწილეები გაეცნენ 35-ზე მეტ ქვეყანაში დანერგილ წარმატებულ მოდელებს, რაც ხელს უწყობს როგორც ოპერაციულ ეფექტიანობას, ისე პაციენტის დაცულობას.

💬 ირაკლი აფშინაშვილი:

„ეს ტრენინგი იყო მოწოდება სისტემურ მიდგომაზე გადასვლისკენ — აპარატურა არ არის უბრალოდ ტექნიკური მოწყობილობა, ის პირდაპირ უკავშირდება პაციენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.“

🎯 ტრენინგი გათვლილი იყო:

  • კლინიკის დირექტორებზე
  • ხარისხის ოფიცრებზე
  • ბიომედიცინის ინჟინრებზე
  • ტექნიკურ მენეჯერებზე
  • კლინიკურ პერსონალზე, რომელიც მუშაობს აპარატურასთან

ტრენერის შესახებ

ირაკლი აფშინაშვილი — „აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო ექსპერტი, ოჯახის ექიმი, კლინიკური კვლევების კოორდინატორი და სამედიცინო ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვატორი.

მისი მრავალმხრივი გამოცდილება მოიცავს:

  • გადაუდებელი მედიცინის სფეროს
  • კლინიკური კვლევების კოორდინაციას
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციების განვითარებას
  • და 2023 წლიდან – „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალურ თანამშრომლობას

🔚 დასკვნა

ტრენინგმა მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველოს კლინიკებში საჭიროა სისტემური ცვლილებები სამედიცინო აპარატურის მართვაში

„აკრედიტაცია კანადის” სტანდარტები გთავაზობთ სანდო, ეფექტიან და პაციენტზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც უკვე ათეულობით ქვეყანაში გამოიყენება.

დაცემა ჰოსპიტალში არ უნდა ხდებოდეს — საქართველოში პირველად წარმატებით ჩატარდა “აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო დონის ტრენინგი პაციენტის უსაფრთხოებაზე

Dr Sulkhan Inaishvili Accreditation Canada training online
Dr Sulkhan Inaishvili

2025 წლის 16 ივნისს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისკენ:

ონლაინ ტრენინგი თემაზე „დაცემა ჰოსპიტალში არ უნდა ხდებოდეს“ წარმატებით ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა კლინიკებსა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებში.

ტრენინგის ორგანიზატორი იყო Accreditation Canada, ტრენერი კი — სულხან ინაიშვილი, ორგანიზაციის ქართველი საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც 2025 წლიდან უკვე საერთაშორისო შემფასებლის სტატუსით მუშაობს.


ვინ არის სულხან ინაიშვილი?

სულხან ინაიშვილი — სოციალური მეცნიერებების დოქტორი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი — საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მაღალი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების მქონე ექსპერტია. იგი ლექტორად საქმიანობს ბათუმის “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში” და თავის ცოდნას უზიარებს მომავალ ექიმებსა და ჯანდაცვის მენეჯერებს.

2023 წლიდან ის Accreditation Canadaის ადგილობრივი მრჩეველია საქართველოში, ხოლო 2025 წლის მარტიდან — ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო შემფასებელი, რაც საშუალებას აძლევს, ჩაატაროს როგორც დოკუმენტური შეფასებები, ისე ინტერვიუები და სტანდარტების შესაბამისობის სრული ანალიზი.
ამავდროულად, იგი მუშაობს კლინიკური კვლევების ორგანიზაციაში (CRO) ხაზის მენეჯერად და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კვლევით პროცესებს.


ტრენინგის მიზანი და შინაარსი

ტრენინგის მთავარი გზავნილი მარტივია და მკაფიო: დაცემა არ უნდა იყოს “შემთხვევითობა”, დაცემა არის სისტემური ჩავარდნა.

ტრენინგი დაეხმარა მონაწილე კლინიკებს, პრაქტიკულად გაეაზრებინათ შემდეგი საკვანძო საკითხები:

 რა შედიოდა კურსში?

  • დაცემის რისკების გაცნობა: მონაწილეებმა შეისწავლეს, რატომ ხდება დაცემა კლინიკებში, როგორ ვლინდება ის როგორც პაციენტისთვის, ისე ორგანიზაციისთვის სერიოზულ საფრთხედ.
  • პრევენციის რჩევები: გაიცნეს კონკრეტული, მარტივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შემცირდეს დაცემის რისკი პაციენტის გადაადგილებისას.
  • სამედიცინო პერსონალის როლი: ხაზგასმულ იქნა, რომ პაციენტის უსაფრთხოება იწყება პერსონალის სწორად მომზადებითა და მათი ჩართულობით.
  • გარემოს უსაფრთხოება: მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ უნდა შექმნან უსაფრთხო გარემო — საყრდენების დამონტაჟებით, იატაკის სრიალის თავიდან აცილებით, ავეჯის სწორად განლაგებით და სხვა პრაქტიკული საშუალებებით.

🌐 საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

სულხან ინაიშვილმა დეტალურად გააცნო მონაწილეებს Accreditation Canada-ის სტანდარტები და გამოცდილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და კანადა, სადაც დაცემის პრევენცია უკვე ინტეგრირებულია სისტემაში.

მაგალითად, ბრიტანეთის NHS-მა მხოლოდ 5 წელიწადში 34%-ით შეამცირა დაცემით გამოწვეული ტრავმები სისტემური მიდგომების გამოყენებით.


📅 ტრენინგის დეტალები

  • 📅 თარიღი: 2025 წლის 16 ივნისი
  • 🕒 დრო: 14:00 საათი
  • 📍 ფორმატი: ონლაინ (Zoom)
  • 👨‍🏫 ტრენერი: სულხან ინაიშვილი
  • 📜 სერტიფიკატი: გაიცა ინგლისურად (≥75% შედეგის შემთხვევაში)
  • 💸 ფასი: მონაწილეობა უფასო იყო

💬 შეფასება და გამოხმაურება

ტრენინგის მონაწილეების შეფასებით, ტრენინგი იყო პრაქტიკული, ნათლად გასაგები და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული.


 დასკვნა

როგორც “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენელმა საქართველოში, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა:

„დაცემა არ არის ის, რაც ‘ხდება’. დაცემა არის ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჰოსპიტალი, რომელიც პრევენციას სისტემურად უდგება, იმსახურებს საზოგადოების ნდობას.“

📢 Accreditation Canada-ის სტანდარტებზე დაფუძნებული ასეთი ტრენინგები კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს კლინიკების უნარს, უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო თითოეული პაციენტისთვის — ტექნოლოგიების გარეშე, მხოლოდ სწორი მიდგომითა და ადამიანური პასუხისმგებლობით.

 

რა შემთხვევებში ტარდება ოპერაცია – მხრის სახსრის ენდოპროტეზირება არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული მხრის სახსარი იცვლება ხელოვნური (ენდო) პროტეზით

მხრის სახსრის ენდოპროტეზირება
#post_seo_title

მხრის სახსრის ენდოპროტეზირება არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც დაზიანებული მხრის სახსარი იცვლება ხელოვნური (ენდო) პროტეზით. ოპერაციის მიზანია ტკივილის მოხსნა, სახსრის ფუნქციის აღდგენა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ოპერაცია ძირითადად ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
• ართროზის მძიმე ფორმები (დეგენერაციული ცვლილებები)
• მხრის პროქსიმალური ნაწილის დამსხრეული მოტეხილობები, რომლის დროსაც სხვა მეთოდებით მკურნალობა არაეფექტურია
• ძვლის თავის ავასკულარული ნეკროზი
• ოპერაციის შემდგომი გართულებები
ენდოპროტეზის ტიპები შეიძლება იყოს:
• ტოტალური ენდოპროტეზი – როდესაც იცვლება როგორც მხრის ძვლის თავის სასახსრე ზედაპირი, ასევე ბეჭის ფოსოს სასახსრე ზედაპირი
• ნაწილობრივი – როდესაც ხდება სახსარში შემავალი ძვლების მხოლოდ ერთი ნაწილის ჩანაცვლება
• რევერსული პროთეზი – გამოიყენება მაშინ, როცა მხრის ირგვლივ კუნთების ფუნქცია დაქვეითებულია
ჩვენთან ოპერაცია ტარდება ორთოპედ-ტრავმატოლოგის – ალექსი სეხნიაშვილის მიერ.
რეაბილიტაცია იწყება ოპერაციიდან მალევე და მოიცავს ფიზიოთერაპიას და სამკურნალო ვარჯიშებს, რაც მნიშვნელოვანია სრულფასოვანი მოძრაობის დასაბრუნებლად.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ბევრმა არც კი იცის მათი სარგებელის შესახებ! – ნუ გადააგდებთ ნივრის ყლორტებს

ნუ გადააგდებთ ნივრის ყლორტებს
#post_seo_title

დროული ინფორმაცია! ნუ გადააგდებთ ნივრის ყლორტებს. ბევრმა არც კი იცის მათი სარგებელის შესახებ!

Ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვეულებრივ კრეფენ ნივრის ყლორტებს ისე, რომ უფრო მეტი საკვები ნივთიერებები დარჩეს ბოლქვებზე. მაგრამ არ იჩქაროთ მათი გადაგდება – ისინი არამარტო გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად სასარგებლოც.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის ღეროები კეძებში, ამით თქვენ საჭმელს უფრო გემრიელსა და ჯანმრთელს გახდით. ეს არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ორგანიზმისთვის დიდი სარგებელის მომტანიც:

მწვანე ნივრის ღეროები პირველ რიგში მდიდარია C ვიტამინით !
ნივრის ყლორტები დაბალკალორიულია და თუ ფიგურას ინარჩუნებთ, ამის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ღეროვანი უჯრედებით ინსულინის შემცვლელი თერაპია – ახალმა სამკურნალო საშუალებამ პირველი ტიპის დიაბეტის მწვავე ფორმის მქონე პაციენტები განკურნა

ეს დაავადება თანდათან და ჩუმად ანადგურებს სიცოცხლეს
#post_seo_title

პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობის ინოვაცია: ღეროვანი უჯრედებით ინსულინის შემცვლელი თერაპია

პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობაში რევოლუციური ნაბიჯი გადაიდგა. ბოლო კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალმა თერაპიამ, სახელწოდებით Zimislecel, შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მუდმივი ჩანაცვლება. 12 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგებით, მკურნალობის ერთი წლის შემდეგ 10-მა მათგანმა ინსულინის მიღება სრულიად შეწყვიტა.

Zimislecel ეფუძნება ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიას, რომელიც პანკრეასის კუნძულის უჯრედებს ქმნის. სწორედ ეს უჯრედები აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს და ბუნებრივად აწარმოებენ ინსულინს. მკურნალობა მიმდინარეობს იმუნოსუპრესიული პრეპარატების პარალელურად, რაც ორგანიზმს ეხმარება გადანერგილი უჯრედების მიღებაში.

კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზის შედეგები უდიდესი იმედია მსოფლიოში პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული 8,4 მილიონი ადამიანისთვის. ამ ავტოიმუნური დაავადების დროს, იმუნური სისტემა აზიანებს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს.

ინსულინზე დამოკიდებულების შემცირება — უსაფრთხოდ და ეფექტურად

ინსულინის დაბალი ან მაღალი დონე შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები: შაქრის დაგროვება, ორგანოების დაზიანება, ჰიპოგლიკემია და ხშირ შემთხვევაში — სიკვდილი. Zimislecel თერაპიამ გამოავლინა უნარი შეინარჩუნოს ინსულინის ბალანსი ბუნებრივად, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების ყოველდღიური მდგომარეობა.

დონორის უჯრედების დეფიციტის ალტერნატივა

წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა პანკრეასის კუნძულის დონორული უჯრედები, თუმცა დონორების სიმცირე სერიოზულ დაბრკოლებად რჩებოდა. ახალი მეთოდი სრულიად ცვლის ამ საჭიროებას — ღეროვანი უჯრედებიდან შექმნილი უჯრედები უკვე სიცოცხლისუნარიანად ფუნქციონირებენ პაციენტის სხეულში.

თერაპიის უსაფრთხოება და მომავალი პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა მცირე ან საშუალო სიმძიმის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და იმუნური რეაქციების შემცირება, შედეგები მაინც იმედისმომცემია. ორი პაციენტის გარდაცვალება არ იყო უშუალოდ დაკავშირებული თერაპიის ხარისხთან.

ამჟამად მკურნალობა გადავიდა მესამე ფაზის კლინიკურ ცდებში, რაც ნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება და რეგულაციური შეფასება უკვე მიმდინარეობს. სპეციალისტების თქმით, ეს სიახლე შესაძლოა საფუძვლად დაედოს ინსულინზე დამოკიდებული მკურნალობის ახალ ერას.

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები დამოკიდებული არიან ინსულინის თერაპიის არასაიმედო ბალანსზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ მათი ინსულინის დონე ზედმეტად დაეცემა, უჯრედებს არ შეუძლიათ სისხლში არსებული შაქრის გამოყენება, რაც შაქრის დაგროვებას და ორგანოების დაზიანებას იწვევს. თუ ინსულინი ზედმეტად მაღალია, პაციენტები ჰიპოგლიკემიის მდგომარეობაში (სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება) ვარდებიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, კომა ან სიკვდილი.

ჩვენს სხეულში ინსულინის დონის ძირითადი ნაწილის შენარჩუნებას განაპირობებს ე. წ. პანკრეასის კუნძულები (ლანგერჰანსის კუნძულები), ანუ პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის მქონე უბნები. წარსულში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა დონორისგან ამ უჯრედების ჯანმრთელი ვერსიების გადანერგვამ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მრავალი დონორი, დონორები კი იშვიათობაა.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
კვლევა ჟურნალ NEJM-ში გამოქვეყნდა.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights