ჰეპატიტი A ევროპაში — ჩუმი ეპიდემია ტურისტულ ზონებში – ECDC-ის (ევროპის დაავადებათა პრევენციის ცენტრი) მონაცემებით, აფეთქება უკავშირდება
მოდა თუ აუცილებლობა? – ითვლება, რომ დატვირთვებთან ადაპტაციამ, შეიძლება, ჰორმონალური ცვლილებები გააუმჯობესოს და შეამციროს ტრავმების რისკი
მოდა თუ აუცილებლობა?
ყოველ წელს იდეა ვარჯიშების მენსტრუალური ციკლის ფაზებთან სინქრონიზაციის შესახებ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით ბლოგებში, აპლიკაციებსა და ქალთა ფიტნეს-პროგრამებში. ითვლება, რომ დატვირთვებთან ადაპტაციამ, შეიძლება, ჰორმონალური ცვლილებები გააუმჯობესოს და შეამციროს ტრავმების რისკი.
მაგრამ ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს? და აქვს თუ არა ასეთ მიდგომას სამეცნიერო საფუძვლები?
ახლახან Health.com-ზე გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს ახალ კვლევაზე, რომელმაც კვლავ ეჭვქვეშ დააყენა ვარჯიშების მენსტრუალური ციკლის ფაზებთან სინქრონიზაციის ეფექტურობა. ავტორები ხაზს უსვამენ: ქალებს შორის განსხვავებები შედეგებში, რომლებიც ვარჯიშობდნენ ფაზების გათვალისწინებით და ამ მიდგომის გარეშე, მინიმალური აღმოჩნდა. კვლევა მცირე იყო შერჩევის მიხედვით, მაგრამ ის კიდევ ერთი მიზეზი გახდა მდგრადი წარმოდგენების გადაფასებისა და ამ თემაზე უფრო ღრმად შეხედვისა, არაპოპულარული რეკომენდაციების, არამედ სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე.
იმისთვის,რომ დავრწმუნდეთ,ქალების სავარჯიშო პროცესში კორექტივების შეტანის აუცილებლობის შესახებ, ჯერ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ:
რას წარმოადგენს ქალის მენსტრუალური ციკლი ფიზიოლოგიის თვალსაზრისით;
რომელი ჰორმონები მონაწილეობენ კუნთების, ლიგამენტების, აღდგენითი პროცესების მდგომარეობის რეგულაციაში;
რას ამბობს ამ საკითხზე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა;
და მთავარი — როგორ გამოვიყენოთ ეს მონაცემები პრაქტიკაში.
მენსტრუალური ციკლი — ეს არის რთული ჰორმონალური პროცესი, რომელიც მოქმედებს ქალის ორგანიზმის ყველა სისტემაზე.
ციკლის სტრუქტურა: ოთხი ძირითადი ფაზა
მენსტრუალური ციკლი საშუალოდ 28 დღე გრძელდება და მოიცავს ოთხ თანმიმდევრულ ფაზას.
1, მენსტრუალური ფაზა (1-5 დღე) ციკლის დასაწყისი. დაბალია ქალის ყველა სასქესო ჰორმონების დონე — როგორც ესტროგენების, ასევე გესტაგენების (კერძოდ, პროგესტერონის). ხდება ენდომეტრიუმის ზედაპირული ფენების ატკეჩა, რაც განაპირობებს მენსტრუალურ სისხლდენას. დამახასიათებელია ტონუსის საერთო დაქვეითება, შეიძლება დაფიქსირდეს ტკივილი და განწყობის ცვალებადობა.
- ფოლიკულარული ფაზა (1-13 დღე, მენსტრუაციის ჩათვლით) იწყება მენსტრუალურთან ერთდროულად, გრძელდება ოვულაციამდე. ძირითადი ჰორმონი — ესტრადიოლი (ესტროგენის ფორმა), რომელსაც გამოიმუშავებს მომწიფებული ფოლიკული. ესტროგენის დონე თანდათან იზრდება, მაქსიმუმს აღწევს ციკლის შუა პერიოდისთვის. ესტროგენი დადებითად მოქმედებს განწყობაზე და იძლევა ენერგიის მატების შეგრძნებას.
3. ლუტეინური ფაზა (15-28 დღე) გამსკდარი ფოლიკულის ადგილას ყალიბდება ყვითელი სხეული, რომელიც აქტიურად აწარმოებს პროგესტერონს. პროგესტერონის დონე იზრდება, ხოლო ესტროგენი თანდათან მცირდება. ამ ფაზის მეორე ნახევარში, მენსტრუაციასთან ახლოს, შეიძლება განვითარდეს პრემენსტრუალური სინდრომი (პმს), რომლის გამოვლინებებში შედის შფოთვა, გაღიზიანება და დეპრესიული განწყობილება.
პოპულარული ფიტნეს-კონცეფციები ხშირად ამტკიცებენ: “ციკლის მიხედვით” ვარჯიში — ნიშნავს შედეგების გაუმჯობესებას, ტვირთების ჰორმონების დონის ცვლილებებთან ადაპტაციით. მაგრამ რას ამბობს მეცნიერება?
თანამედროვე სისტემატური მიმოხილვები და ბოლო წლების რანდომიზებული კვლევები უფრო არგუმენტულ დასკვნებს აკეთებენ. იმის მიუხედავად, რომ ციკლის ფაზებს ნამდვილად თან ახლავს ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებები, ამ ცვლილებების პირდაპირი გავლენა სპორტულ შედეგებზე რჩება სადავო და დიდწილად გადაფასებული.
ვრცელი მეცნიერული მიმოხილვის ავტორებმა (Colenso-Semple et al., 2023) გააანალიზეს ათეული კვლევა და მივიდნენ დასკვნამდე:
მენსტრუალური ციკლის ფაზა არ ახდენს სტატისტიკურ გავლენას ძალისმიერ მაჩვენებლებზე, გამძლეობასა და კუნთოვანი მასის ზრდაზე;
ინდივიდუალური განსხვავებები ქალებს შორის (ჰორმონალურ მგრძნობელობაში, მომზადების დონეში, ტკივილის ბარიერში და ა.შ.) მნიშვნელოვნად აღემატება ციკლის ფაზით განპირობებულ შესაძლო ცვლილებებს;
მართალია, სხვა მიმოხილვის ავტორები (Niering et al., 2024) აცხადებენ, რომ ზოგიერთი ტენდენცია მაინც შეიძლება ვიხილოთ. მაგალითად, იზომეტრიული და დინამიური ძალის მცირე ზრდა ფოლიკულარულ ფაზაში, ასევე შემცირება — ადრეულ ფოლიკულარულ და ლუტეინურ ფაზებში. მაგრამ ეფექტი მინიმალურია, ძლიერ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ თავისებურებებზე და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მხოლოდ სპორტსმენებისთვის, ხოლო ქალთა უმრავლესობისთვის პროგრამის ციკლზე მორგებას არ საჭიროებს. ასევე ავტორები მიუთითებენ, რომ მიმოხილვაში შესული 22 კვლევიდან, 15 იყო დაბალი და ძალიან დაბალი ხარისხის, 6 — საშუალო და მხოლოდ ერთი — მაღალი.
არსებობს კიდევ ერთი მასშტაბური მეტაანალიზი, რომელიც მოიცავს 78 კვლევას და 1100-ზე მეტ მონაწილეს, როგორც ძალოვანი, ასევე აერობული მაჩვენებლების ანალიზით. ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ ფიზიკური მუშაობის უნარი შეიძლება ოდნავ დაბალი იყოს ადრეულ ფოლიკულარულ ფაზაში, მაგრამ ეს ეფექტი ძალიან მცირეა, კვლევების შედეგები ძალიან ცვალებადია, კვლევების ⅔ აქვს დაბალი და ძალიან დაბალი ხარისხი.
მითი: ვარჯიშები არღვევს ციკლს და მთელ ჰორმონალურ ფონს
ფიზიკური აქტივობა არ ახდენს უარყოფით გავლენას ჰორმონალურ ფონზე და არ არღვევს ციკლს ჯანმრთელ ქალებში. პირიქით, ზომიერმა რეგულარულმა დატვირთვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰორმონალური ბალანსის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით არარეგულარული ან ტკივილიანი მენსტრუაციების, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის შემთხვევაში. დარღვევები შესაძლებელია კალორიების ექსტრემალური დეფიციტით და ქრონიკული გადაღლის მიზეზებით იყოს გამოწვეული. თუმცა ეს დაკავშირებულია არა თავად ვარჯიშების ფაქტთან, არამედ ცუდად ორგანიზებულ ცხოვრების წესთან.
წყარო:Should You Sync Your Workouts to Your Menstrual Cycle? New Study Offers Answers
- Colenso-Semple LM, McKendry J, Lim C, et al. Menstrual cycle phase does not influence muscle protein synthesis or whole-body myofibrillar proteolysis in response to resistance exercise. J Physiol. 2025;603(5):1109-1121. doi:10.1113/JP287342
- Niering, Marc, et al. “The influence of menstrual cycle phases on maximal strength performance in healthy female adults: a systematic review with meta-analysis.” Sports 12.1 (2024): 31
ბრძოლა თაობების გადასარჩენად – ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად აუცილებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის მკაცრი კონტროლი და შესაბამისი ბარიერების შექმნა
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად აუცილებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის მკაცრი კონტროლი და შესაბამისი ბარიერების შექმნა.
ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნაბიჯები არაერთხელ გადაუდგამს, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე ისაუბრა.
ანუკი გუმბერიძის სპეციალური რეპორტაჟი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება, რომლებითაც კერძო სუბიექტებს ეკრძალებათ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადადის.
„ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“-ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე
ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, – განუცხადა „ქრონიკას“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
„დღევანდელმა მონაცემებმა გახადა საჭიროება იმის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელში მოხვდეს, რათა კონტროლი გამკაცრდეს იმისთვის, რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს ყველაფერ იმის, რაც მანამდე სახელმწიფომ გააკეთა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით.
ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიციირებულია. საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას.
„სამწუხაროდ არსებობს ინტერესები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ამ მანკიერებებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამ შემთხვევაში ეს არის კომერციული ინტერესები“-მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე
სამწუხაროდ არსებობს ინტერესები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ამ მანკიერებებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამ შემთხვევაში ეს არის კომერციული ინტერესები, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრისას.
„შეიძლება, იმპორტიორი იყოს დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს მოხმარება იმ პროდუქტის, რომლის იმპორტსაც ის ეწევა. არ უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას ვისაც არ სჭირდება მათთვის, რომ ავად მოიხმარონ ნივთიერება, ეს არის ამ ყველაფრის მთავარი ამოცანა. ამიტომ [საჭიროა] მკაცრად რეგლამენტაცია – რა შემთხვევაში არის საჭირო და რა შემთხვევაში არა. არც ერთი ადამიანი, ვისაც ობიექტურად სჭირდება ეს მედიკამენტი, არ დარჩება მედიკამენტის გარეშე.
ეს იმდენად მტკივნეული პრობლემაა, რომ არ არის ერთწახნაგიანი. ეს არის დაკავშირებული პუნქტების და ლოკაციების შეცვლასთან, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად წარიმართოს პროცესი, როდესაც რადიკალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც და პასუხისმგებლობაც, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებით. თუ ვინმე ამას არასწორად, არამიზნობრივად იყენებს, ბუნებრივია ამას სჭირდება იურიდიული პასუხისმგებლობა“, – განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა
დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტსმოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკისპირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისმოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთამხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.
„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას – სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.
„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით,პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.
„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
Accreditation Canada-ს უპრეცედენტო ტრენინგი საქართველოში, რომელსაც 200-მდე პროფესიონალი დაესწრო – მედიკამენტების შეჯერება
30 ივნისს, 2025 წელს, Accreditation Canada-ს საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური ონლაინ ტრენინგი თემაზე „მედიკამენტების შეჯერება – უსაფრთხო მკურნალობის საფუძველი“. ტრენინგს საქართველოში არსებული კლინიკებიდან 200-მდე ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და ადმინისტრატორი ესწრებოდა, რაც მას ამ ფორმატში გამართული ყველაზე დიდი სესიის სტატუსს ანიჭებს.
სესიის მიზანი იყო პროფესიონალების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენების კულტურის გაღრმავება. მედიკამენტური შეჯერება – პროცესი, რომელიც მკაცრად არის გაწერილი Accreditation Canada-ის სტანდარტებში – ხშირად გადამწყვეტია პაციენტის შედეგისა და სიცოცხლისთვის.
🧠 რატომ არის მედიკამენტების შეჯერება ასეთი მნიშვნელოვანი?
დღევანდელ სამედიცინო რეალობაში პაციენტებს ხშირად ერთდროულად ენიშნებათ სხვადასხვა პრეპარატი სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. თუ მკურნალობის დაწყებამდე არ ხდება ამ მედიკამენტების შინაარსობრივი შეჯერება, იზრდება მედიკამენტური შეცდომების, გვერდითი ეფექტების და არასასურველი რეაქციების რისკი. სწორედ ამიტომ, ყველა დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი ხდება:
- პაციენტის ისტორიის ზუსტად აღრიცხვა;
- სხვა სპეციალისტების მიერ დანიშნულ პრეპარატებთან შეთანხმება;
- მედიკამენტური ურთიერთქმედებების შეფასება;
- პაციენტის ან ოჯახის ინფორმირება და განათლება;
Accreditation Canada-ს სტანდარტები მკაცრად განსაზღვრავს ამ პროცესის ეტაპებს და მოითხოვს შეჯერების დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს.
📘 კურსის შინაარსი და სტრუქტურა
ტრენინგს ხელმძღვანელობდა თამარ კრავეიშვილი, რომლის პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი გამოცდილება აკრედიტაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ბიოსტატისტიკის სფეროში აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ტრენინგის ძირითადი კომპონენტები იყო:
- თეორიული მოდულები – მედიკამენტების შეჯერების არსი, ეტაპები, მოდელები და საერთაშორისო სტანდარტები (Accreditation Canada, WHO, ISMP)
- პრაქტიკული სექციები – რეალური შემთხვევების ანალიზი, დანართები, ჩექლისტები, დამოწმების ფორმები
- ინტერაქტიული დავალებები – კითხვები, დისკუსიები და პრაქტიკული სიტუაციების განხილვა
- შემაჯამებელი ტესტი – 12 შეკითხვა, ≥75% სწორი პასუხის საჭიროება სერტიფიკატისთვის
- სერტიფიცირება – ინგლისურენოვანი სერტიფიკატი, გაცემული Accreditation Canada Georgia Office-ის მიერ, რომელიც მოიცავს 1 CME/CBL პროფესიულ კრედიტს
- დამატებითი რესურსები – ჩამოსატვირთი შაბლონები და დოკუმენტები WHO, CDC და ISO რეკომენდაციების მიხედვით
👩⚕️ თამარ კრავეიშვილი – ტრენინგის ავტორი და წამყვანი
თამარ კრავეიშვილი არის საქართველოში Accreditation Canada-ს წამყვანი ტრენერი, საერთაშორისო აკრედიტაციის მრჩეველი, სტრატეგიული ქოუჩი და პროფესიონალი, რომელიც წლებია, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამედიცინო განათლების, ხარისხის გაუმჯობესების და მონაცემთა ანალიზის სფეროში.
📌 პროფესიული კვალიფიკაცია:
- სერტიფიცირებული კარდიოლოგი
- ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმი
- ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის ლიცენზია
- ბიოსტატისტიკოსი და მონაცემთა ანალიტიკოსი – მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში, ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას და სტატისტიკურ ანალიზს
📌 გამოცდილება:
- 3000-ზე მეტი სასწავლო ღონისძიების შეფასება – ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში
- მონაცემთა ანალიზის სისტემების შემუშავება JCI სტანდარტების შესაბამისად – პაციენტის უსაფრთხოების კლინიკურ პროცესებში ინტეგრაციისთვის
- ანგარიშგების მომზადება – კლინიკური და არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე ჰოსპიტლების მუშაობის ოპტიმიზაციისთვის
📌 ენები:
- ქართული – მშობლიური
- ინგლისური – პროფესიული დონე
- რუსული – პროფესიული დონე
თამარი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ექსპერტთაგანი, რომელიც კლინიკებს ეხმარება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად და სწავლის პროცესში ხარისხისა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში.
📣 ტრენინგის შთაბეჭდილებები და შედეგები
ტრენინგში მონაწილეთა შეფასებით, შეხვედრა არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ პრაქტიკულად გამოსადეგი იყო. მათ აღნიშნეს, რომ შეჯერების პროცესი ხშირად ფორმალურად მიიჩნეოდა, თუმცა ტრენინგის შემდეგ ეს წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალა.
🔚 დასკვნა
ეს ტრენინგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში პროფესიონალების მზარდი ინტერესი პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების მიმართ რეალურ შედეგებს ქმნის. Accreditation Canada-ის მიერ ორგანიზებული ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების მაგალითი იყო, არამედ სამედიცინო საზოგადოების მობილიზაციის რეალური დადასტურება.
მომდევნო ტრენინგებისთვის და სიახლეებისთვის, თვალი ადევნეთ პლატფორმას sheniekimi.ge
📅 თარიღი: 30 ივნისი, 2025
🕓 დრო: 16:00
🌐 ფორმატი: ონლაინ
📧 კონტაქტი: info@accreditation.ge
არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს.
„ბათუმის N1 პოლიკლინიკისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ინფრასტრუქტურა ამჟამინდელი დაწესებულების მიმდებარედ აშენდება. არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, პროექტის დასრულების შემდეგ 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს.
ახალი შენობა აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრისთვისაც. მშენებლობის ფარგლებში, საჭირო სივრცეები გამოიყოფა ავტოპარკისა და სამედიცინო ბრიგადებისთვის. გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები და მომსახურების ხარისხი.
მაღალი მიმართვიანობის გათვალისწინებით ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხსართულიანი შენობა აშენდება. ახალი სივრცე სრულად იქნება განკუთვნილი პედიატრიული სერვისებისთვის.
სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და პოლიკლინიკის ნაწილში რკინა-ბეტონის კარკასის 80% უკვე დასრულებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს მეორე სართულის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა.
პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზები – 6 ავადმყოფობა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება
2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა — ყველაზე გავრცელებული 6 მიზეზი
2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელმა 43,971 ადამიანს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1,215-ით მეტია — ზრდა 2.8%-ს შეადგენს. ეს ოფიციალური მონაცემები ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურს ეკუთვნის და ასახავს, თუ როგორ იცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში.
საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზები
საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი დაავადება და ფაქტორი. ქვემოთ წარმოდგენილია ის 6 ძირითადი მიზეზი, რომლებიც ყველაზე ხშირად აღირიცხა გარდაცვალების შემთხვევებში 2024 წელს:
-
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
პირველ ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები — 18,159 გარდაცვალების შემთხვევა. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები კვლავაც უმთავრეს რისკს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. -
არასპეციფიკური სიმპტომები და დიაგნოზები
9,558 შემთხვევა უკავშირდება იმ მდგომარეობებს, რომლებიც დიაგნოსტიკურად დადასტურებული არ არის, მაგრამ აღინიშნება ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებით. ასეთი შემთხვევები ხშირად კომპლექსურ და გაურკვეველ კლინიკურ სურათს უკავშირდება. -
სიმსივნეები (ონკოლოგიური დაავადებები)
კიბოს სხვადასხვა ფორმით 5,720 ადამიანი გარდაიცვალა. ონკოლოგიური დაავადებები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. -
სასუნთქი სისტემის პრობლემები
ფილტვების, ბრონხებისა და სხვა სასუნთქი ორგანოების დაავადებებმა 3,641 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს რესპირატორული დაავადებების პრევენციის მნიშვნელობას. -
ტრავმები და მოწამვლები
ფატალური შედეგით დასრულებული ტრავმების, მოწამვლების და სხვა გარე ფაქტორების რაოდენობა 1,826 შემთხვევას შეადგენს. ეს კატეგორია მოიცავს როგორც უბედური შემთხვევებით, ასევე ძალადობით გამოწვეულ გარდაცვალებებს. -
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
1,307 გარდაცვალება უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს. აღნიშნული მონაცემი მიანიშნებს საჭიროებაზე — მეტი ყურადღება მიექცეს კვებით ჩვევებსა და პრევენციულ მედიცინას.
დასკვნა
2024 წელს საქართველოში სიკვდილიანობის დონე გაიზარდა, რაც მეტ ყურადღებას მოითხოვს როგორც ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიმართულებით. წამყვანი მიზეზები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რეგულარული სამედიცინო შემოწმებების აუცილებლობას.
ტეტანუსი — ძველი საფრთხე, რომელიც ახლაც კლავს – რატომ არის ეს ისევ აქტუალური?
ტეტანუსი — ძველი საფრთხე, რომელიც ახლაც კლავს











