რით განსხვავდება რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ახალი მეთოდით, შესაძლებელი სწრაფი ანალიზის თანახმად, ადამიანური ჩარევის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ, ევროპაში, 23 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, სიცხის ტალღის ზრდა და, შესაძლოა, სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვიც გაზარდა. ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის, ასევე ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევაშია საუბარი.
ამავე კვლევის თანახმად, ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, ევროპა ექსტრემალურმა სიცხემ მოიცვა, რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურა +40°C გრადუსზე მეტიც დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა გაძლიერდა ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილების ფონზე, რამაც უკვე გამოიწვია დედამიწის ზედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის დაახლოებით 1.3°C-ით ზრდა. სწრაფმა კვლევამ, რომელსაც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ, 12 ევროპული ქალაქის ამინდის ისტორიული მონაცემები გააანალიზა. მეცნიერების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებამ სიცხის ტალღა 1-დან 4°C-მდე უფრო ცხელი გახადა.
მთელ ევროპაში ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ წინა წლებში გამოქვეყნებული შედეგებისა და თითქმის რეალურ დროში ანალიზისთვის შემუშავებული ჩარჩოს გამოყენებით, მკვლევრებმა გამოთვალეს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, რომელიც შესაძლოა ბოლოდროინდელ მაღალ ტემპერატურას მიეწეროს.
დასკვნის თანახმად, 12 ქალაქში, 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ექსტრემალური ტემპერატურის შედეგად, შესაძლოა, დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაცვლილიყო, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ადამიანის ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე სიკვდილიანობის სავარაუდო მაჩვენებელს (800 სიკვდილი).
ეს, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული სიცხის დროს სიკვდილიანობის, დაახლოებით 65%-ია.
დოქტორი პიერ მასელო, LSHTM-ის ასისტენტ-პროფესორი და კვლევის თანაავტორი:
“მსოფლიოს დათბობის ტემპით, სიცხის ტალღები არ ქრება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისთვის. ქალაქებს შეუძლიათ ადაპტირება ხეების დარგვით, მანქანებისთვის გამოყოფილი სივრცის შემცირებით და ყველაზე დაუცველებზე ზრუნვით. საბოლოო ჯამში, საშინელი შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზა სათბურის გაზების ემისიების აგრესიულად შემცირებაა”.
დოქტორი მალკოლმ მისტრი, LSHTM-ის კლიმატისა და გეო-სივრცითი მოდელირების ასისტენტ-პროფესორი, კვლევის თანაავტორი: “ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ რატომ არის სიცხის ტალღები ცნობილი, როგორც ჩუმი მკვლელები. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში უკვე დაფიქსირდა სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა, მოსალოდნელია, რომ ევროპაში კიდევ ათასობით ადამიანი დაიღუპება წელს ივნისის ბოლოს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის შედეგად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს ხშირად შეიძლება დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდეს სიცხის ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემების გამოსაქვეყნებლად და მაშინაც კი, სიცხე, როგორც შესაძლო ფაქტორი, იშვიათად ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალების დროს”.
“ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მეტეოროლოგიური და ჯანდაცვის ორგანოების მიერ სიცხესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ადრეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასკვნები ფაქტობრივი მსხვერპლის გადაჭარბებული მაჩვენებელი იქნება. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ამ გაფრთხილებების ახლავე გამოქვეყნება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია და წავახალისოთ ისინი, მიიღონ დამატებითი სიფრთხილის ზომები, რათა უკეთ მოემზადონ ამ სეზონზე ევროპაში მოსალოდნელი შემდგომი სიცხისთვის” – განაცხადა პროფესორმა.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის გრანტჰემის ინსტიტუტის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს ლექტორმა და კვლევის თანაავტორი, დოქტორი გარიფალოს კონსტანტინუდისი:
“კლიმატის ცვლილება კლავს. ის აძლიერებს სიცხის ტალღებს და დაუცველ ადამიანები სიკვდილის ზღვრამდე მიჰყავს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ დათბობის ყოველი მცირე ნაწილი უზარმაზარ განსხვავებას ქმნის, იქნება ეს 1.4, 1.5 თუ 1.6°C.
“ეს, ერთი შეხედვით, მცირე ცვლილებები გამოიწვევს უფრო ცხელ სიცხის ტალღებს და სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ ზრდას”, – დასძინა კონსტანტინუდისმა.
10 ივლისს, 16:00 საათზე, წარმატებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „სასტერილიზაციო სტანდარტები (შესავალი)”, რომელსაც 100-ზე მეტი მედიცინის სფეროს პროფესიონალი ესწრებოდა მთელი საქართველოდან.
კურსი გაიმართა Accreditation Canada-ის, Accreditation Sans Frontières-ისა და “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” სერტიფიცირებით.
სტერილიზაციის პროცესი კლინიკურ გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფექციების პრევენციისთვის. სწორი სტერილიზაცია პირდაპირ უკავშირდება პაციენტის უსაფრთხოებას და მკურნალობის ხარისხს. სწორედ ამიტომ, ეს ტრენინგი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობასა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაში.
სოფიო ქუთათელაძე არის Accreditation Canada-ის ოფიციალური მრჩეველი (Advisor), რომელსაც აქვს მრავალწლიანი კლინიკური და საგანმანათლებლო გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს:
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ ნაწილებს:
პრაქტიკული მაგალითების, გასაგები ახსნისა და ხელმისაწვდომი რესურსების წყალობით, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ის ცოდნა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსადეგია ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.
ყველა მონაწილემ, ვინც წარმატებით დაასრულა კურსი და გაიარა შემაჯამებელი ტესტი, მიიღო ოფიციალური სერტიფიკატი ინგლისურ ენაზე, რომლის ავტორებიც არიან:
„სასტერილიზაციო სტანდარტები (შესავალი)” – ეს იყო არა მხოლოდ ტრენინგი, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პაციენტის უსაფრთხოებისკენ. 100-ზე მეტმა ადამიანმა უკვე აითვისა სტერილიზაციის საერთაშორისო პრინციპები და გაძლიერდა ინფექციების პრევენციის გზაზე.
Accreditation Canada განაგრძობს ხარისხზე ორიენტირებული განათლების გავრცელებას საქართველოში — პროფესიონალების ხელშეწყობით, როგორიცაა სოფიო ქუთათელაძე.
ისტორიული ჩანაწერი: “ნიკოლაი მიხაილოვიჩ ამოსოვისგან მე -20 საუკუნის მედიცინის ნოვატორისგან.”
ქირურგი, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი მიდგომა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვების მკურნალობის საკითხებში.
მან თავად გამოიარა ეს პრობლემები და მთლიანად გამოჯანმრთელდა ტუბერკულოზისგან. მას შემდეგ რაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს სასწაულებრივი საშუალება, გაუზიარა რეცეფტი ყველას. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
“ყველას, ვისაც უფლება აქვს, რომ გამოწეროს რეცეპტი, თავს უფლებას მივცემ და მკაცრად გავაფრთხილებ, არასწორი პრაქტიკისგან ყველამ თავი შეიკავოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები ჩვენი მხედველობის არის მიღმა არ დარჩეს, ამისთვის გვაქვს სათანადო ინსტრუმენტები და ვცდილობთ, რაც შეიძლება წნეხში ვამყოფოთ ასეთი არასწორი პრაქტიკები. ამ დრომდე ეს არსებობდა სამწუხაროდ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს კლებად რეჟიმშია და გარკვეული წარმატება სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით ნამდვილად აქვს.სხვა
ძალიან ბევრი უბანია, ძალიან ბევრი სექტორია, სადაც განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. არ უნდა არსებობდეს მოთამაშე ბაზარზე, რომელიც შეეცდება რომ წაახალისოს [ ფსიქოტროპულების რეცეპტის გარეშე გაცემა]”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ინფრასტრუქტურული განვითარება, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია თავად მედიკამენტები. მისი თქმით, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს გაუმჯობესებაზე. აქვე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.
“მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება”, – აცხადებს მინისტრი.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.
“4 მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლისგანაც შედგება ჩვენი გეგმა. პირველი არის ინფრასტრუქტურული განვითარება – მოგეხსნებათ, ამ თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული დავალება, რომელიც პირადად მე მიღებული მაქვს პრემიერ-მინისტრისგან და ეს უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების ისე განსაზღვრას, რომ ის არ იყოს სხვისი უფლებების დამრღვევი. იმიტომ, რომ ადამიანებს სრულიად ლეგიტიმურად აქვთ მოთხოვნა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც მათი შვილები ცხოვრობენ, სადაც დადიან სასწავლებელში და ა.შ. სიახლოვეში არ ფუნქციონირებდეს ასეთი დაწესებულება, რომ თვალს არ ადევნებდეს მოზარდი, ბავშვი ნარკომანიას და 24 საათი ეს არ ჰქონდეს თვალწინ.
მეორე – ინფრასტრუქტურის გარდა, აუცილებელია, ვისაუბროთ სამედიცინო პერსონალზე. ყველა ეს ობიექტი იქნება დაკომპლექტებული იმგვარად, რომ არსად ამგვარი დეფიციტი არ შეიქმნება. რეალურად, ეს მოხერხებადია, ეს გათვლილი აქვს სახელმწიფოს და რეალურად, ამას შევძლებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის, იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად სახელმწიფოსგან წავიდა და კერძო სექტორში დასაქმდა, ამ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ დაბრუნდეს და კვლავ სახელმწიფოში იმუშაოს. ასეთი პრაქტიკაც ალბათ იქნება.
მესამე – მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში, ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.
ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ამ მარაგებთან ერთად, პროცედურების სწორად დაგეგმვა. პროცედურებში იგულისხმება ის, რომ იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ გამოირიცხებოდეს ნებისმიერი არასწორი, არანორმალური პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მან შეძლოს დაამარცხოს ეს მკვლელი თვისება და გახდეს ჯანმრთელი,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,” – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს შესაბამისი მკურნალობა საქართველოშიც მიეწოდებოდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას არ საჭიროებდა, თუმცა ეს ოჯახის სურვილი იყო.
“[სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა] ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე კვლევა, რაც ამას დაადასტურებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi