სამშაბათი, აგვისტო 11, 2026

მარტივი მკურნალობის მეთოდი – მეცნიერებმა თმის ცვენის სამკურნალო მარტივი გზა იპოვეს, რომელსაც სწრაფი მოქმედება აქვს

ახალი კვლევა - მიღწევა თმის ცვენასთან ბრძოლაში
#post_seo_title

ეს მდგომარეობა მამაკაცების ნახევარს და ქალების დაახლოებით 40 პროცენტს 50 წლის ასაკში აწუხებს.

თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მარტივი მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინეს, რომელიც თმის ცვენის დიდი ხნის ნანატრი წამალი შეიძლება გახდეს.

ტაივანური კომპანია Schweitzer Biotech-ის მკვლევრებმა შექმნეს შრატი, რომელიც მხოლოდ ორ თვეში პერსპექტიულ შედეგებს აჩვენებს.

ინოვაციური პროდუქტი აერთიანებს თმის უჯრედების მასტიმულირებელ ცილებს და Centella asiatica მცენარის ბუნებრივ ექსტრაქტს.

ყოველდღიური გამოყენების სულ რაღაც რვა კვირის (56 დღის) შემდეგ, მონაწილეებისხ თმა უფრო სქელი გახდა.  ცხიმის გამომუშავება შემცირებული, თმის სიმკვრივე გაზრდილი და თმის ცვენის მნიშვნელოვანი შემცირება აშკარა იყო.

თმის სიმკვრივე განსაკუთრებით გაუმჯობესდა, თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური მედიკამენტები, როგორიცაა მინოქსიდილი და ფინასტერიდი, კომერციულად ხელმისაწვდომია, მათ შეუძლიათ უსიამოვნო გვერდითი მოვლენები გამოიწვიონ, დეპრესიიდან დაწყებული სექსუალური დისფუნქციით დამთავრებული.

მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი მცენარეული მკურნალობა შეიძლება სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას შესთავაზოს ამ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სიმელოტე ბევრი ადამიანისთვის ყოველთვის გარდაუვალი იყო, კვლევები აჩვენებს, რომ სტრესი და ცხოვრების წესის ცვლილება სულ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს ადრეულ ასაკში თმის ცვენას.

აშშ-ში, დაახლოებით 50 მილიონი მამაკაცი და 30 მილიონი ქალი იტანჯება თმის ცვენით, რომელიც სამეცნიერო თვალსაზრისით ანდროგენეზული ალოპეციაა ცნობილი.

მათ ნაშრომში, რომელიც ამჟამად რეცენზიას ელოდება, მკვლევრები წერენ: „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მინოქსიდილი და ფინასტერიდი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ზრდის პრომოუტერებია, ცნობილია, რომ ისინი იწვევენ თმის ცვენის რეციდივს შეწყვეტის შემდეგ და გვერდით მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე“.

„ამიტომ, ზრდის ფაქტორის მცენარეული წარმოშობის უჯრედგარე ვეზიკულებთან [უჯრედგარე ვეზიკულებთან] შერწყმამ შეიძლება უზრუნველყოს თავის კანის მოვლის მრავალმხრივი მიდგომა“.

ის ფაქტი, რომ ყველაზე პერსპექტიული მკურნალობა იყო ერთადერთი, რომელიც შეიცავდა ცენტელა აზიატიკას, ასევე მიუთითებს, რომ ეს მცენარე მნიშვნელოვანია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში – ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა

#post_seo_title

რა ტიპის ვირუსიცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში ,,დღის პოსტი” იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:

ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.

ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.

ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.

ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.

ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის ემოციების ამოცნობა მნიშვნელოვანი? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა?

უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
#post_seo_title

როგორ განუვითაროთ ბავშვს ემოციური ინტელექტი – საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობა

ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვობაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც საფუძველს უყრის ბავშვის ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებს, თვითკონტროლს და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

ბავშვი, რომელსაც შეუძლია სწორად ამოიცნოს და დაასახელოს საკუთარი გრძნობები, უკეთ უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს, სწავლობს ემოციების მართვას და ეფექტურ კომუნიკაციას.

რატომ არის ემოციების ამოცნობა მნიშვნელოვანი?

  • ხელს უწყობს თვითრეგულაციას

  • ამაგრებს ურთიერთობების უნარს

  • აყალიბებს ემპათიას და გაგებას

  • ამცირებს კონფლიქტებს და აფექტურ ქცევებს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, ამოიცნოს და გამოხატოს საკუთარი ემოციები?

1. დაასახელეთ ემოციები ბავშვის მაგივრად

როდესაც ბავშვს ემოციური გამოხატვა უჭირს, დაეხმარეთ იმაში, რომ გრძნობებს სახელები დაარქვას. მაგალითად:
🔹 „შენ გაბრაზებული ხარ, რადგან შენი სათამაშოთი სხვა ბავშვი თამაშობს“
🔹 „გეწყინა, რომ მეგობარი წავიდა“
🔹 „მიხარია, რომ გემრიელი ნაყინი მივირთვით ერთად“

სცადეთ გამოიყენოთ ემოციების ფართო სპექტრი: სიხარული, ბრაზი, შიში, გაოცება, იმედგაცრუება, მოწყენილობა, აღფრთოვანება და ა.შ.

2. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები

  • ემოციების ბარათები

  • ილუსტრირებული წიგნები

  • სარკე – “შენ რა სახე გაქვს, როცა გაბრაზდები?”

ეს ყველაფერი ბავშვს ეხმარება, სახის გამომეტყველებასა და სხეულის ენას დაუკავშიროს კონკრეტულ გრძნობას.

3. დაადასტურეთ მისი ემოციები

ნუ შეეცდებით უარყოთ ან ჩაახშოთ ბავშვის გრძნობები. ფრაზები, როგორიცაა:
❌ „ნუ ტირი“
❌ „არაფერია სანერვიულო“
შეიცვალოს დამთმობი და მხარდამჭერი მიდგომით:
✅ „მესმის, რომ ახლა გეწყინა“
✅ „ბრაზობ და ეს სრულიად ნორმალურია“

ეს ეხმარება ბავშვს, თავი დაცულად და მიღებულად იგრძნოს.

4. გაუზიარეთ საკუთარი გრძნობები

იყავით ბავშვისთვის ემოციური მოდელი. მაგალითად:
🔹 „დღეს ცოტა დაღლილი ვარ“
🔹 „მიხარია, რომ შენთან ერთად ვთამაშობ“
🔹 „გავღიზიანდი, როცა გასაღები ვერ ვიპოვე“

ასე ბავშვი სწავლობს, რომ გრძნობების გამოხატვა ნორმალურია და მისაღები.

როგორ ასწავლოთ ბავშვებს სხვების ემოციების ამოცნობა?

1. ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ სიგნალებს

დაუფიქრდით ერთად:
🔸 რა გამოხატულება აქვს სახეზე?
🔸 როგორ დგას სხეულით?
🔸 როგორ ჟღერს მისი ხმა?

მაგალითად:
„შეხედე, ღიმილით გიყურებს, ალბათ, ძალიან უხარია“
„წარბები შეკრა და ჩაიმუხლა – ალბათ, გაბრაზებულია“

2. გამოიყენეთ წიგნები და ანიმაციები

კითხვის ან მულტფილმის ყურების შემდეგ დაუსვით კითხვები:

  • „როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ეს პერსონაჟი?“

  • „რა მოხდა, რამაც ასე გააბრაზა?“

  • „შენ რას იგრძნობდი მის ადგილას?“

ეს წვრთნის ბავშვს ემპათიასა და სხვის პოზიციაში ყოფნის უნარს.

3. ითამაშეთ როლური თამაშები

დადგით სცენები – ბედნიერი, გაბრაზებული, მოწყენილი, გაკვირვებული პერსონაჟებით. დაეხმარეთ ბავშვს შეისწავლოს გრძნობების გამომხატველი ქცევები.

4. ასწავლეთ სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება

ისაუბრეთ:
„თუ შენს მეგობარს სათამაშო წაართვეს, როგორ იგრძნობდა თავს?“
„შენთვის რომ ასე ექნათ, გეწყინებოდა?“

ბავშვი სწავლობს სხვის პერსპექტივაში ჩადგომას – რაც ემპათიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობა არ არის თანდაყოლილი უნარი – ეს ის პროცესია, რომელსაც სწავლა, პრაქტიკა და მშობლის თანადგომა სჭირდება.

მთავარია:

✅ ილაპარაკოთ ემოციებზე
✅ იყოთ გულწრფელები
✅ წაახალისოთ გამოხატვა
✅ დაეხმაროთ სხვების გრძნობების ამოცნობაში

როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ ყველა გრძნობა მისაღებია, ის ყალიბდება როგორც ემოციურად ძლიერი და სოციალური უნარებით აღჭურვილი პიროვნება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის“ – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს

„თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის“ - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს
#post_seo_title

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს.  ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ და ქემალ მემისოღლუმ ერთობლივი, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე, ურთიერთმხარდაჭერას უწყობს ხელს. ქემალ მემისოღლუს განცხადებით, თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.

დოკუმენტი გულისხმობს: ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას,  სამედიცინო ტურიზმისა და პროფესიული სამედიცინო განათლების  მიმართულებით, აქტიურ თანამშრომლობას. ასევე – ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიწოდების საკითხებში თანამშრომლობას; ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ფარმაცევტული პროდუქციის, თუ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების საკითხებს.

მემორანდუმი, 2023 წელს, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის,  ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წაქაძე; თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაანორბაი. ასევე -ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და თურქეთის დელეგაციის წევრები.

შეხვედრა ორდღიანი, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ, მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისს, 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გაფორმდება მემორანდუმი, ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით

გაფორმდება მემორანდუმი, ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით
#post_seo_title

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია – ქემალ მემისოღლუ, მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მასპინძლობს.

ორდღიანი  ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები, გაფორმდება მემორანდუმი, ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით.

დელეგაციის  წარმომადგენლები შეხვდებიან  საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე,  დაგეგმილია სხვა,  მაღალი რანგის შეხვედრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული – 4 მიზეზი, რომელიც ხელების დაბუჟებას იწვევს

რატომ გვიბუჟდება ხელები, რა იწვევს ხელის დაბუჟებას?
#post_seo_title

ხელების დაბუჟება ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს  შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს.

ვრცლად ↓

 

@giorgighoghoberid7

♬ original sound – ექიმი გიორგი ღოღობერიძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე: „წარმოიდგინეთ საკვებ დანამატებზე რა ხდება!!!!“- კუსტარული საწარმო თბილისში, სადაც „რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირება ხდებოდა

გიორგი ფხაკაძე: „წარმოიდგინეთ საკვებ დანამატებზე რა ხდება!!!!“- კუსტარული საწარმო თბილისში, სადაც „რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირება ხდებოდა
#post_seo_title
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისში, კუსტარული საწარმოს აღმოჩენის ფაქტს ეხმიანება.
„წარმოიდგინეთ საკვებ დანამატებზე რა ხდება!!!!“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
კუსტარული საწარმო თბილისში, სადაც „რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირება ხდებოდა –  დაკავებულია ორი პირი.
ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები
გადაამოწმეთ საქვები დანამატები აქ: www.supplement.ge

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა: სამი ათწლეულით ახალგაზრდა ადამიანისას შეედრება – ბუნებრივი ფლავანოლებით მდიდარი კაკაოს დალევას შეუძლია ხანდაზმულებში მეხსიერების დაქვეითების შეჩერება

#post_seo_title

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს – სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს - სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ
#post_seo_title

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ.

კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად.

გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც  იწარმოება სხვადასხვა  დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში  ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე  ლაბორატორიულად  მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების  ნარჩენების (ანტიბიოტიკების),  აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის  განსაზღვრა და სხვა.

კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს,  არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი  ცხოველური  წარმოშობის  სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების  რისკი მაღალია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყალბი ტრადიციული მკურნალები — როგორ ანგრევენ ათასწლოვან ტრადიციას და ნამდვილი სამკურნალო მეცნიერების ავტორიტეტს

ყალბი ტრადიციული მკურნალები — როგორ ანგრევენ ათასწლოვან ტრადიციას და ნამდვილი სამკურნალო მეცნიერების ავტორიტეტს
#post_seo_title

ყალბი ტრადიციული მკურნალები — როგორ ანგრევენ ათასწლოვან ტრადიციას და ნამდვილი სამკურნალო მეცნიერების ავტორიტეტს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG):
ტრადიციული მედიცინა — იქნება ეს აიურვედა, ჩინური, ქართული თუ სხვა კულტურული სკოლა — წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. თუმცა როდესაც ამ მემკვიდრეობას იყენებენ კომერციული სარგებლისთვის და ყალბ „სასწაულმკურნალობად“ აქცევენ, ტრადიცია კარგავს არსს. ეს უკვე აღარ არის სიბრძნე და ჰარმონია — ეს არის მავნე მანიპულაცია, რომელიც აზიანებს როგორც პაციენტს, ისე მეცნიერებას.“
რა არის ნამდვილი ტრადიციული მედიცინა
ნამდვილი ტრადიციული სამკურნალო სისტემები — როგორიცაა აიურვედა, უნანის მედიცინა, ტიბეტური ან ჩინური მედიცინა — ეფუძნება ბალანსს, პრევენციას, ცხოვრების ჯანსაღ წესს და ბუნებასთან ჰარმონიას.
ის არ გპირდებათ სწრაფად და მარტივად გამოჯანმრთელებას, არამედ გთავაზობთ სხეულისა და გონების თანხვედრის გზას — ცხოვრების წესის შეცვლითა და შიდა ჰარმონიის აღდგენით.
აიურვედას სიღრმე მდგომარეობს არა “სასწაულო წამალში”, არამედ პრინციპში:
სიცოცხლე — როგორც ბალანსისა და სიბრძნის მეცნიერება.
როგორ აზიანებენ ყალბი მკურნალები ტრადიციულ სისტემას
1. სასწაულების ბაზარი — თვითგამოცხადებული „ტრადიციული მკურნალები“ სოციალურ ქსელებში ჰპირდებიან, რომ ერთი ზეთი ან მცენარეული ნაზავი კურნავს ყველაფერს: დიაბეტს, კიბოს, დეპრესიას და თმის ცვენას.
სინამდვილეში, ამ პროდუქციას არც სამეცნიერო კვლევა აქვს ჩატარებული და არც უსაფრთხოების ტესტი.
2. მძიმე მეტალებით დაბინძურებული წამლები — 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარზე არსებული აიურვედური პრეპარატების 20 პროცენტზე მეტში აღმოჩნდა ტყვია, ვერცხლი ან მერკური. ეს ნივთიერებები ნეიროტოქსიკურია და აზიანებს ღვიძლსა და თირკმელებს.
ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის ანგარიში, 2024 წელი
3. კულტურის კომერციალიზაცია — როდესაც ტრადიციული მედიცინა მხოლოდ ბიზნესად იქცევა, იგი კარგავს ნამდვილ ღირებულებას. აიურვედა აღარც მეცნიერებაა და აღარც ფილოსოფია — მხოლოდ ბრენდი და მოგების წყაროა.
4. ცრუ ავტორიტეტები და ხელოვნური ექიმები — ბოლო წლებში გაჩნდა ყალბი ვიდეოები, სადაც კომპიუტერით შექმნილი „ექიმები“ რეკლამირებენ თითქოს ბუნებრივ წამლებს. სინამდვილეში ეს არის კარგად დაგეგმილი გაყიდვების კამპანიები, რომლებიც ატყუებს პაციენტებს.
გლობალური სურათი
• ინდოეთში, აიურვედას სამშობლოში, ყოველდღიურად იზრდება თვითგამოცხადებული მკურნალების რაოდენობა, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სამედიცინო დიაგნოზი საჭირო არ არის.
• ევროპაში და ამერიკაში, ე.წ. ბუნებრივი მკურნალობის სახელით ხშირად მოქმედებენ რეგულაციის მიღმა მყოფი ბიზნესები, რომელთა მიზანიც მხოლოდ მოგებაა.
• ევროკავშირმა 2024 წელს დაიწყო კამპანია “ტყუილი კეთილდღეობის სიგნალი”, რომლის მიზანია სოციალური ქსელებიდან ყალბი სამედიცინო რეკლამების ამოღება.
• საქართველოშიც, სოციალურ მედიაში მრავლად ვხვდებით “ტრადიციული მკურნალობის” რეკლამებს, რომელთა წარმომავლობა და შემადგენლობა უცნობია. აუცილებელია მკაცრი სახელმწიფო კონტროლი და სერტიფიცირების სისტემა.
შედეგები საზოგადოებისთვის
• პაციენტები ხშირად აგვიანებენ ნამდვილი მკურნალობის დაწყებას, რის გამოც დაავადება მძიმდება.
• ჩნდება უნდობლობა ექიმებისა და მეცნიერების მიმართ.
• ზიანდება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა — ტრადიციული მედიცინა კარგავს თავის შინაარსს და ფსევდომეცნიერულ იარლიყად იქცევა.
გამოსავალი — როგორ დავიცვათ ნამდვილი ტრადიცია
1. განათლება და ცნობიერება — საზოგადოებამ უნდა ისწავლოს განსხვავება ნამდვილი ტრადიციული მედიცინისა და ყალბი სასწაულმკურნალობის შორის.
2. რეგულაცია და კონტროლი — სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს მკურნალთა სერტიფიცირების სისტემა და უსაფრთხო პრეპარატების რეესტრი.
3. მეცნიერული კვლევა — აუცილებელია უნივერსიტეტებმა შეისწავლონ ტრადიციული მეთოდების უსაფრთხო და ეფექტური ასპექტები.
4. მედიის პასუხისმგებლობა — მედიამ არ უნდა გაავრცელოს დაუმტკიცებელი ინფორმაცია და უნდა დაეყრდნოს მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებს.
წყაროები
1. Hindustan Times, 2025 – „ყალბი აიურვედული ექიმები სოციალურ ქსელებში“.
2. Harvard T.H. Chan School of Public Health, 2024 – „მძიმე მეტალები აიურვედურ მედიკამენტებში“.
3. Nature India, 2023 – „ტრადიციული მედიცინისა და მეცნიერების გამოწვევა“.
4. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, 2025–2034 წლების ტრადიციული მედიცინის სტრატეგია.
5. ინდოეთის ჯანმრთელობის სამინისტრო AYUSH, 2024 – „ბალახოვანი დანამატების რეგულაციის ხარვეზები“.
მეტი სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი (PhD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)

შეიძლება იყოს სასმელი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights