შეიძლება ტელეფონით საუბარი, სანამ იმუხტება?
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე კვლევა, რაც ამას დაადასტურებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე კვლევა, რაც ამას დაადასტურებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ადამიანს გააჩნია ორგანო, რომელიც გარკვეული გაღიზიანების შედეგად 16-ჯერ იცვლის ზომას. თვალს თუ გავაღიზიანებთ სინათლით, მისი ზომა 16-ჯერ შეიცვლება.
თითოეული ჩვენგანი დღის განმავლობაში მინიმუმ ნახევარი საათი დახუჭული თვალებით არის, რომელსაც ვერც თვითონ ამჩნევს და ვერც სხვა. საქმე ეხება თვალის ხამხამს. დათვლილია, რომ ადამიანი 15 ათასჯერ ახამხამებს თვალს. თითო დახამხამება გრძელდება 0,1 წამი.
გადაცემა “გრუნი მედის” სტუმარია პინეოს ოფთალმოლოგი ნანა ცერცვაძე, რომელიც გვესაუბრება მხედველობის პრობლემებზე, როგორ დავიცვათ ჩვენი თვალები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თანამედროვე სამყაროში.
„კატარქტა ნამდვილად გახლავთ სიხშირით ყველაზე გავრცელებული დაავადება, მაგრამ ეს არის ასაკობრივი დაავადება, უმეტესად 70 წლის პაციენტი როდესაც მოგვმართავს, იშვიათად არის, რომ კატარაქტა არ ეღენიშნებოდეს“ – ამბობს ნანა ცერცვაძე.
რას წარმოადგენს კატარაქტა?
„კატარაქტა ეს გახლავთ თვალში არსებული გამჭვირვალე ბროლის, ლინზის შემღვრევა. ნორმაში ბროლი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, სხვივებს თავისუფლად ატარებს ბადურა გარსისკენ. ასაკობრივად მასში ნივთიერებათა ცვლის დარღვევების გამო, ისევე როგორც კანზე ჩნდება ნაოჭი, თმა თეთრდება, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ფიზიოლოგიური დაბერების პროცესია, რომ ბროლში გაჩნდეს მოთეთრო ფერის შემღვრევა. შესაძლოა, უფრო მოყვითალო ფერის, მოცისფრო ფერის, მაგრამ პრინციპში არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბროლის გამჭვირვალობა იკარგება, რის გამოც სინათლის სხივცები ვერ ფოკუსირდება, ვერ ხდება ბადურამდე მიტანა და შესაბამისად მხედველობა ბუნდოვანი ხდება.
პროცესი იმდენად ნელ-ნელა ვითარდება, რომ პაციენტი ვერ ამჩნევს ამას, სანამ მხედველობა არ მცირდება 50-60%-მდე. ზოგჯერ არის შემთხვევა, პაციენტს უთქვამს, რომ მხოლოდ შუქს ხედავს.
არის ხოლმე გაორების მომენტებიც. შესაძლოა, შუქზე ათინათებს ხედავდეს, კითხვა უჭირდეს. უმეტეს შემთხვევაში, პროცესი ნელ-ნელა ვითარდება და ერთ თვალზე უფრო მეტად არის გამოხატული, მეორეზე კი ნაკლებად…“ – განაცხადა ნანა ცერცვაძემ.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ახალი სამეცნიერო აღმოჩენა ცვლის ჩვენი ტვინის მუშაობის შესახებ არსებულ წარმოდგენებს. აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ ასაკშიც შესაძლებელია ახალი ნეირონების წარმოქმნა – პროცესი, რომელიც აქამდე მხოლოდ ბავშვობის და ადრეული განვითარების პერიოდს უკავშირდებოდა.
ნეიროგენეზი წარმოადგენს ახალ ნერვულ უჯრედთა წარმოქმნას ტვინში. ეს ფენომენი ძირითადად ჰიპოკამპუსში ხდება – იმ არეში, რომელიც მეხსიერებას, ემოციებსა და სწავლის უნარს აკონტროლებს.
უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ახალი ნეირონები არ ჩნდებიან მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში – მათი ფორმირება ზრდასრულებშიც გრძელდება, რაც მნიშვნელოვან იმედს აჩენს ნეიროლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით.
მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს ჰიპოკამპუსის 400,000-ზე მეტი უჯრედის ბირთვი 24 ადამიანისგან. დამატებით 10 ტვინი გაწვრილმანებული ანალიზით გააანალიზეს.
შერჩეულ ნიმუშებში შედიოდა 0-დან 78 წლამდე ასაკის ინდივიდები.
ინოვაციური მეთოდებისა და ფლუორესცენციული მონიშვნის ტექნოლოგიების მეშვეობით, მკვლევრებმა წარმატებით იპოვეს უჯრედები, რომლებიც ნეირონების წარმოსაქმნელად მზად იყვნენ.
ზრდასრულების ტვინში აღმოჩენილია ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც თვითგანახლებისა და ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის უნარი აქვთ
14 ზრდასრულიდან 9-ის ტვინში ახალი უჯრედების ნიშნები დადასტურდა
მეორე ანალიზის მეთოდით კი 10-ვე ტვინში ახალი უჯრედების არსებობა იქნა აღმოჩენილი
ბავშვებსა და მოზარდებში ნეიროგენეზი უფრო აქტიურად მიმდინარეობს – რაც ბუნებრივად მოსალოდნელი შედეგია
კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა მართა პატერლინმა, აღნიშნა:
„ამით დამტკიცდა, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინიც ინარჩუნებს ნეიროგენეზის უნარს. ეს შედეგები წერტილს უსვამს მრავალწლიან დავას.“
ბერკის ნევროლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, რაჯივ რატანი, აღიარებს აღმოჩენის მნიშვნელობას, თუმცა ამბობს:
„ერთი კვლევა საკმარისი არ არის დასკვნების გამოსატანად, მაგრამ ის ცხადად აჩვენებს ზრდასრულ ტვინში ღეროვანი უჯრედების არსებობას.“
მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ექიმი ტეილორ კიმბერლი, ამბობს:
„ახლა, როცა შეგვიძლია ამ უჯრედების იდენტიფიცირება, შეგვიძლია შევისწავლოთ, როგორ მოქმედებენ ისინი სხვადასხვა დაავადებაზე და შეეძლებათ თუ არა ტვინის დაზიანების შემსუბუქება.“
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან კარს ხსნის ნეიროპლასტიურობის და ტვინის აღდგენის პოტენციალის კვლევის მიმართულებით.
ზრდასრულ ასაკში ნეიროგენეზის არსებობა დიდი სამეცნიერო წინსვლაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ტვინი შეიძლება უფრო მოქნილი და აღდგენის უნარიანი იყოს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. ახალი აღმოჩენები გზას უხსნის როგორც ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობას, ასევე მეხსიერების გაუმჯობესებისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალ მიდგომებს.
“შემდგომი კვლევებით დავადგენთ, იყო თუ არა ზრდასრულების ტვინში ნეიროგენეზი რაიმე ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეული”, — აღნიშნა ექიმმა ტეილორ კიმბერლიმ, რომელიც მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ხელმძღვანელია — “ახლა, როცა ამ უჯრედების იდენტიფიცირება შეგვიძლია, მათზე დაკვირვებასაც მოვახერხებთ. შემდეგ შევისწავლით, მათი არსებობა სხვადასხვა დაავადებაზე როგორ მოქმედებს. სამკურნალო მეთოდები ჯერ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ზრდასრულ ტვინს შეუძლია, ახალი ნეირონების წარმოქმნა, ჩვენს წარმოდგენას სწავლაზე, დაზიანებებისგან აღდგენასა და ნეიროპლასტიურობის პოტენციალზე მთლიანად ცვლის”.
კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
10 ივლისს, 16:00 საათზე, ონლაინ გაიმართება უფასო ტრენინგი, რომელიც ეძღვნება სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტების შესავალ ნაწილს. კურსი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის და სერტიფიცირდება Accreditation Canada-ის, Accreditation Sans Frontières-ისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ.
სტერილიზაციის პროცესის სწორად განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰოსპიტალური ინფექციების პრევენციაში. სწორედ ამიტომ, ACGN4-ის სტანდარტებზე დაფუძნებული ეს ტრენინგი მნიშვნელოვან ცოდნას გადასცემს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სტერილიზაცია ხარისხიანად, ეფექტურად და უსაფრთხოდ.
სოფიო ქუთათელაძე არის Accreditation Canada-ის ოფიციალური მრჩეველი (Advisor). მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ჰოსპიტალურ სექტორში, მათ შორის:
სოფიო აქტიურად თანამშრომლობს Accreditation Canada Georgia Office-თან და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტთან, როგორც ტრენერი და ექსპერტი ინფექციის პრევენციისა და სტერილიზაციის მიმართულებით.
მას აქვს 7-წლიანი თანამშრომლობა უწყვეტი პროფესიული განათლების
საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიულ ასოციაციასთან.
👉 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: sheni.learnworlds.com
https://zoom.us/j/93355647573?pwd=bI8zaDMdYm6yzhwDKHirVfbJb5q1kN.1
Meeting ID: 933 5564 7573
Passcode: 758226
https://www.facebook.com/share/1AuV2WzhLW/?mibextid=wwXIfr
ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაციაზე, ინფექციის პრევენციაზე და კლინიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.
„სასტერილიზაციო სტანდარტები (შესავალი)“ – ეს არ არის უბრალოდ კურსი, ეს არის ნაბიჯი უსაფრთხო კლინიკისკენ. გამოიყენე ეს შესაძლებლობა, გაიღრმავე ცოდნა და მიიღე სერტიფიცირებული დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატოვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა როგორია სწორი გზები მეჭეჭისგან გასათავისუფლებლად
„მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. არსებობს ცხოველის პაპილომაც. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის ნებისმიერ ადგილას, სახე, ხელი, ფეხი, ფეხის გული და ა.შ. ვიცით, რომ ეს არის გადამდები, ბავშვებში ძალიან ხშირია. უშუალო კონტაქტით ხდება გადადება, კანით კანთან კონტაქტით, ან პირსახოცით.
არსებობს რამდენიმე ტიპის: ყველაზე ხშირი მეჭეჭები, ხელის და ფეხის გულების მეჭეჭები, ფრჩხილქვეშა მეჭეჭები, ფრჩხილის გარშემო, ლორწოვანის მეჭეჭები.
თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული. ეს თვითგანკურნებადია, გარკვეული პერიოდის შემდეგ პიკს აღწევს და იმუნური სისტემა მას აქრობს“, – ამბობს ზაზა თელია.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ეს ანტიბიოტიკი არის საუკეთესო საშუალება ყველა დაავადებისა და ინფექციის თავიდან ასარიდებლად.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ძლიერი იმუნიტეტი გვქონდეს?
ყველამ კარგად ვიცით რომ ბევრი წამლის მიღებას როგორი გვერდითი მოვლენები აქვს, იწვევს კუჭის გაღიზიანებას და ა.შ.
ჩვენი რჩევაა იკვებოთ ჯანსაღად და მიიღოთ ეს სახლში დამზადებული ანტიბიოტიკი, რომელსაც ამ სტატიაში დეტალურად გასწავლით.
ყველა ინგრედიენტი, რომელიც ამ გასაოცარი წამლის დასამზადებლად არის საჭირო, არის აბსოლუტურად ნატურალური და ჯანსაღი. გააგრძელეთ კითხვა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„თუ თმა ნაადრევად გაგიჭაღარავდათ ან ადვილად გცვივათ, გეტყვით, რა 9 ტესტი უნდა ჩააბაროთ, რომელიც ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ გაჭაღარავების ყველაზე დიდი მიზეზი ასაკი და გენეტიკური განწყობაა.
რაც შეეხება იმ 9 ტესტს, რომელიც უნდა ჩააბაროთ:
ვიტამინი B12 — ეს ყველაზე მეტად ასოცირდება თმის გაჭაღარავებასთან;
რკინის დეფიციტი;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები — ამ მხრივ სჯობს გადაამოწმოთ TSH, FT4 და FT3;
თუთიის გადამოწმება;
სპილენძის გადამოწმება;
ფოლიუმის მჟავა;
D ვიტამინი;
ANA — ანტინუკლეარული ანტისხეულები;
გლიკოზირებული ჰემოგლობინი და კორტიზოლი — შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის მიზნით, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.“
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კადრების ავტორი ირწმუნება, რომ ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილი არასოდეს გაუყიდია. მასალა “ტიკ ტოკზე” ფერმერმა თავად ატვირთა, ის ვიდეოში მწიფე იერის მისაცემად ატამს საღებავს ასხამს.
ვიდეო კადრებში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ უკვე გამოკითხა. ისინი ამბობენ, რომ ხილის რეალიზება მოსახლეობაში არ მომხდარა და კადრები მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღეს.
სოფელ ჩუმლაყში სახლის ტერიტორია, სადაც ხილს ასაწყობებდნენ, უკვე დალუქულია.
„დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ“, – აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.
კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა.
„მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, აიღო ნიმუში, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ“, – აცხადებს გიორგი მესხიშვილი.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„რა სტატისტიკაც საქართველოში გამოქვეყნდა, იგრძნობოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა იღუპება გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით. კითხვა ჩნდება, როგორ უნდა გაიგო დღეს, გექნება თუ არა ათწლეულების შემდეგ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები. დღეს რა ტესტებიც არის გულის მხრივ, მაგალითად დატვირთვის ტესტი, ექოკარდიოგრაფია, კორონაროგრაფია, CT ანგიოგრაფია, პერფუზიული კვლევა გულისა თუ MRI კვლევა, ყველა ეს კვლევა უკვე დაავადების შორს წასულ შემთხვევებს ადგენს. მაგრამ არის ბიუჯეტური, ძალიან მარტივი რამდენიმე კვლევა, რომელიც კეთდება სისხლიდან, საკმაოდ იაფია და შეუძლია, რომ ათწლეულებით ადრე გითხრას, გექნება თუ არა გულის დაავადებები.
ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს LDL-ქოლესტეროლი. ასევე არის APO-B (აპოლიპროპროტეინ B) ეს კიდევ უფრო მგრძნობიარე მარკერია და ასევე, შეიძლება გამოყენებული იყოს მაღალმგრძნობიარე მაღალსენსიტიური hs-CRP, რომელიც ახლავე გეტყვის, სისხლძარღვებში გაქვს თუ არა ანთება და გილაგდება თუ არა მასში ცხიმი. ეს სამი ტესტი დაიმახსოვრე და ამ სამი ტესტით ჩვენ ათწლეულებით ადრე შეგვიძლია გავიგოთ, გვექნება თუ არა გულის დაავადებები.
გეტყვით კიდევ სამ დამატებით ტესტს, ეს არის HbA1c, გარდა ამისა, არის ჰომოცისტეინი და შეიძლება იყოს NT-proBNP,“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi