შაბათი, მაისი 9, 2026

ბავშვის გონება და ტელეფონი, ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო? – რა ასაკიდან არის დაშვებული ბავშვისთვის სმარტფონის გამოყენება?

რა არის გამოსავალი? - ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული
#post_seo_title

ინტერნეტში რა დროის გატარება არის ბავშვისთვის (არა) საზიანო?

რა ასაკია მისაღები პირველი სმარტფონის შესაძენად? ამ აქტუალურ თემებზე გერმანელმა ექსპერტებმა მშობლებს რეკომენდაციები შესთავაზეს. ამ ინიციატივის მიზანია ბავშვებში დამოკიდებულების განვითარების თავიდან აცილება. კონკრეტულად რა რჩევები მოამზადეს სპეციალისტებმა, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ბევრ გერმანულ ოჯახში კამათობენ იმაზე, თუ რამდენი დრო შეუძლიათ ბავშვებს გაატარონ კომპიუტერის მონიტორებთან ან სმარტფონებთან. ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის გერმანიის საზოგადოების (DGKJ) ხელმძღვანელობითა და ვიტენ-ჰერდეკეს კერძო უნივერსიტეტის მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რაც უფრო ნაკლები იქნება ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია როგორც თავად ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის. ახალი კვლევის მიზანი, რომლის შედეგებიც ახლახან გამოქვეყნდა, მოწყობილობებსა და სოციალურ ქსელებზე ბავშვების ფსიქიკური დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული.

მეცნიერებმა გამოთვალეს, ონლაინ სამყაროში გატარებული რა დროა მისაღები მცირეწლოვანი მომხმარებლებისთვის. როგორც კვლევის ავტორები წერენ, სამ წლამდე ბავშვები სრულად უნდა იყვნენ დაცული მედიის ყოველგვარი პასიური ან აქტიური გამოყენებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, თავად მშობლებმა არ უნდა ისარგებლონ ხშირად მობილურ ტელეფონებით, რათა ბავშვებს გაჯეტებისადმი ინტერესი არ გაუღვიძონ.

3-დან 6-წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია გარკვეულ დღეებში კომპიუტერთან ან სმარტფონთან მაქსიმუმ 30 წუთის გატარება, რათა სხვადასხვა სახის ინფორმაციას გაეცნონ. ბავშვი არ უნდა დარჩეს მოწყობილობასთან მარტო, ხოლო ქვიშის საათის ან წამზომის გამოყენება მშობლებს დაეხმარება გაიგონ, რამდენად სწრაფად გადის დრო მონიტორთან. 6-დან 9-წლამდე ბავშვებს კი შეუძლიათ, საშინაო დავალებაზე დახარჯული დროის გარდა, სპეციალურად დანიშნულ დღეებში მონიტორებთან 30-დან 45 წუთამდე გაატარონ.

ბავშვები და სმარტფონები: რას ამბობენ ექსპერტები?

9-დან 12-წლამდე ბავშვებს შეუძლიათ სმარტფონებით ხელში ერთი საათი იყვნენ, თუმცა ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. ოდნავ უფროსი ასაკობრივი კატეგორიისთვის – 12-დან 16-წლამდე – ექსპერტები გვირჩევენ დღეში მაქსიმუმ ორი საათის გატარებას მონიტორების წინ და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სკოლისა და სხვა აქტივობებისგან თავისუფალ დროს, სასურველია – არა უგვიანეს საღამოს ცხრა საათისა. ამ შემთხვევაშიც ინტერნეტთან წვდომა მშობლებმა უნდა გააკონტროლონ. რა თქმა უნდა, ექსპერტები იდეალური პირობებიდან გამომდინარეობენ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში, დასაქმებულ მშობლებს უჭირთ თვალყური ადევნონ რას აკეთებენ მოზარდები თავისუფალ დროს.

ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, 9 წლამდე ბავშვებს საკუთარი სათამაშო მოწყობილობები/კონსოლები და ინტერნეტზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. სმარტფონის ყიდვა ბავშვებისთვის 9 წლიდან არის რეკომენდებული, მაგრამ უმჯობესია 12 წლიდან. თუმცა ინტერნეტთან წვდომა ამ შემთხვევაშიც შეზღუდული უნდა იყოს. 16 წლის ასაკიდან კი კონკრეტული წესები და ინტერნეტში დროის გატარების ლიმიტები შვილებთან ერთად უნდა განიხილოთ.

ექსპერტების აზრით, მოწყობილობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც ჯილდო, სასჯელი ან ბავშვის დასამშვიდებელი საშუალება. ჭამის დროს მიზანშეწონილია, რომ ყველა გაჯეტი საერთოდ გვერდზე  გადადოთ, – ციტირებს გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa სპეციალისტების მოსაზრებებს.

ბავშვის გონება და ტელეფონი – რატომ არ უნდა მისცეთ სმარტფონი 13 წლამდე ასაკში

დავიწყეთ 15-ნაწილიანი სერია – სერია #4 | პირსახოცები — სუფთა ჩანს, მაგრამ ბაქტერიების ბუდეა – როგორ დავიცვათ თავი? – კითხვა-პასუხი

პირსახოცების უხილავი მტრები: რატომ უნდა გავრეცხოთ ისინი უფრო ხშირად, ვიდრე გვგონია?
#post_seo_title

სერია #4 | პირსახოცები — სუფთა ჩანს, მაგრამ ბაქტერიების ბუდეა

ავტორი: პროფესორი  გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
იცით, რომ სველ პირსახოცში ბაქტერიები იწყებენ ზრდას მხოლოდ რამდენიმე საათში?
და თუ იმ პირსახოცს იყენებთ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ის შესაძლოა შეიცავდეს ისეთ მიკროორგანიზმებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი, ეშერიქია, სოკოვანი სპორები და ჩირქოვანი ბაქტერიები.
ტენიანი პირსახოცი = იდეალური გარემო ბაქტერიებისთვის
პირსახოცი იწოვს წყალს, ოფლს, კანის უჯრედებსა და ცხიმს.
ტენიანობის, სითბოს და მუქი სივრცის კომბინაცია იწვევს სწრაფ მიკრობულ ზრდას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირსახოცი ვერ ხმება სრულად და ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ იხმარება.
კვლევების მიხედვით:
• პირსახოცზე 48 საათში უკვე შესაძლოა იყოს 10 მლნ-მდე ბაქტერია
• ბევრი მათგანი იწვევს ფურუნკულებს, გამონაყარს, კონტაქტურ დერმატიტს ან კანის ინფექციას
ხშირად გაწმენდილი არ ნიშნავს უსაფრთხოს
მომხმარებელთა 70%-ზე მეტს სახლში ერთსა და იმავე პირსახოცს იყენებს 4 დღეზე მეტი ხნით.
განსაკუთრებით საშიშია:
• სახის პირსახოცი, რომელიც ხშირად უსუფთავდება მხოლოდ წყლით
• სააბაზანო პირსახოცი, რომელიც არ ხმება მთლიანად
• საერთო პირსახოცი ოჯახის წევრებს შორის — ეს ზრდის ბაქტერიების გავრცელების რისკს
როგორ დავიცვათ თავი?
ექსპერტები გვირჩევენ:
• პირსახოცის გამოცვლა 2–3 დღეში ერთხელ
• დაბანა მინიმუმ 60°C-ზე (არანაკლებ)
• პირსახოცის სრული გამოშრობა სუფთა, ვენტილირებად ადგილზე
• ოჯახის წევრებისთვის პირადი პირსახოცების გამოყენება
კარგი პრაქტიკაა ასევე რეგულარული რეცხვა საპნით ან ანტიბაქტერიული საშუალებებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი ან გაქვთ სკინ ინფექციების ისტორია.
კითხვა-პასუხი
მართალია, რომ სუფთა სახის პირსახოციც შეიძლება იყოს ბინძური?
კი. თუნდაც სუფთად ჩანდეს, ნოტიო ქსოვილზე ბაქტერიები მაინც მრავლდება.
როდის არის პირსახოცი ყველაზე საშიში?
როცა არ ხმება სრულად ან ინახება დახურულ, ბნელ სააბაზანოში.
უნდა გამოვყოთ სახის და სხეულის პირსახოცები?
აუცილებელია. სახის კანი უფრო მგრძნობიარეა და საჭიროებს ცალკე პირსახოცს.
შეიძლება პირსახოცით გადავდო ინფექცია სხვას?
დიახ. განსაკუთრებით სტაფილოკოკი, სოკო, აკნე და სკაბიესი გადადის საერთო ქსოვილით.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
ლიტერატურა (Vancouver სტილში):
1. Gerba CP, et al. Bacterial contamination of washcloths and towels. J Environ Health. 2015;78(2):22–27
2. American Academy of Dermatology. Towel hygiene and skin safety recommendations. 2023
3. Boone SA, Gerba CP. Significance of fomites in the spread of respiratory and enteric viral disease. Appl Environ Microbiol. 2007;73(6):1687–1696
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი არ დასტურდება – თითების ტკაცუნის ჩვევა კი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 54%-ს აქვს

რატომ გვიბუჟდება ხელები, რა იწვევს ხელის დაბუჟებას?
#post_seo_title

სპეციალისტებმა თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი უარყვეს. ამ თემას სტატია The Guardian-მა მიუძღვნა, რომლის ჟურნალისტიც მანჩესტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორსა და რევმატოლოგ კიმ ჰაირკს გაესაუბრა.

სახსარი მჭიდრო სივრცეა, რომელიც მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს. ტკაცუნისას ეს სივრცე ფართოვდება, წნევა მცირდება და სითხეში ბუშტუკები ჩნდება. ტკაცუნის ხმა კი ამ ბუშტუკების გასკდომის დროს გვესმის“, – განმარტა სპეციალისტმა.

წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ თითების ტკაცუნი შესაძლოა ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმის – ოსტეოართრიტის განვითარებას იწვევს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა ეს კავშირი ვერ დაადასტურა. გამოკითხვებმა და რენტგენოგრამებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც თითებს ხშირად ატკაცუნებს და მათ შორის, ვინც ამას არ აკეთებს, განსხვავება არ არსებობს

მაგალითად, ამერიკელი ექიმი 60 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ ერთი ხელის თითებს ატკაცუნებდა, რათა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს მავნებელი არ იყო. ორივე ხელის გასინჯვის შემდეგ მას ართრიტის არანაირი ნიშნები არ აღმოაჩნდა.

ჰაირიკის თქმით, ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზებია სპორტული ტრავმები, სახსრებთან ახლოს არსებული ძვლების მოტეხილობები და მყესების გაწყვეტა. ასევე, დაავადება უფრო ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, ვინც უკვე იტანჯება ართრიტის სხვა ფორმებით, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით. ექიმი გვირჩევს, ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, რათა ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

თითების ტკაცუნის ჩვევა კი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 54%-ს აქვს.

ეს იქნება პირველი შემთხვა – დედამიწის ბრუნვის აჩქარების გამო, მეცნიერები კოორდინირებული დროისგან წამის გამოკლებას ფიქრობენ🕒

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბრუნვის აჩქარებამ შესაძლოა მსოფლიო კოორდინირებული დროიდან (UTC) ერთი წამის გამოკლება გახადოს აუცილებელი.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დროისთვის წამის დამატების ნაცვლად, როგორც ეს 1972 წელს მოხდა, დრო შემცირდება.

CNN-ის ცნობით, კომპენსაციის მიზნით დედამიწის ბრუნვის შენელებისთვის, 1972 წელს შემოიღეს „ნაკიანი წამის“ სისტემა. მას შემდეგ მეცნიერებმა ჯამში 27 წამი დაამატეს. თუმცა დედამიწის ბრუნვის აჩქარების გამო, წამის დამატების პროცესი შენელდა – თუ 1970-იან წლებში წელიწადში საშუალოდ ცხრა წამს ამატებდნენ, 2016 წლიდან მოყოლებული დამატებითი წამი გამოყენებული არ ყოფილა.

ფიზიკოსმა ჯუდა ლევინმა, რომელიც აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს, აღნიშნა, რომ როდესაც ეს სისტემა შეიქმნა, არავის ეგონა, რომ ოდესმე წამების გამოკლება გახდებოდა საჭირო. მან ის პრობლემები, რაც წამების გამოკლებამ შეიძლება გამოიწვიოს, იმ პოტენციურ შეფერხებებს შეადარა, რასაც 2000 წლის დადგომისას ელოდებოდნენ, როდესაც კომპიუტერები „99“-დან „00“-ზე უნდა გადასულიყვნენ.

UTC – მსოფლიო კოორდინირებული დროა, რომლითაც მსოფლიოში ყველა საათის სიზუსტე მოწმდება. ეს ერთგვარი დროის ოქროს სტანდარტია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავიგაციისთვის, ტელეკომუნიკაციებისთვის, ინტერნეტისთვის და ყველაფრისთვის, რაც ზუსტ დროს მოითხოვს.

დროის კორექციის საჭიროება კი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ასტრონომიული დრო, ანუ დედამიწის თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვა, იდეალურად სტაბილური არ არის. პლანეტა ხან ცოტა სწრაფად, ხანდახან კი ცოტა ნელა ბრუნავს. ასტრონომიული დროის UTC-დროსთან სინქრონიზაციისთვის, მეცნიერები ხანდახან წამებს ამატებენ.

ნივთები და პროდუქტები, რომლებიც სიმსივნის რისკს ზრდის

ულტრადამუშავებული საკვები ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს
#post_seo_title

ადამიანის ორგანიზმში მკვდარი უჯრედების ახლებით ჩანაცვლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს.

სიმსივნე კი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც უჯრედები უკონტროლოდ, საჭიროების არსებობის გარეშე, მრავლდება.

სიმსივნის შესახებ ათასობით წლის განმავლობაში იყო ადამიანებისთვის ცნობილი, მაგრამ მხოლოდ გასული საუკუნის სამედიცინო მეცნიერებამ გაიგო, რა არის ეს დაავადება სინამდვილეში და როგორ პროგრესირებს ის. კიბოს სპეციალისტებმა, მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს კიბოს დიაგნოსტიკაში, პრევენციასა და მკურნალობაში. დღეს სიმსივნით დაავადებული ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა დაავადების ზოგიერთი ფორმის მკურნალობა კვლავ რთულია.

სიმსივნე 100-ზე მეტ დაავადებას მოიცავს და, შესაბამისად, აქ მოცემული ჩამონათვალი არასრულია. გარდა ზემოთ განხილულისა, არსებობს თირკმლის სიმსივნე, ხერხემლის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, საშვილოსნოს სიმსივნე, ლიმფური კვანძების სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და ა. შ.

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომელიც სახლში ყველას მოგვეპოვება და კიბოს რისკს ზრდის.

1) პლასტმასის კონტეინერი.

2) ტეფონის ტაფა.

3) ალუმინის ფოლგა.

4) რაფინირებული ზეთი.

5) კოსერვები.

6) სურნელოვანი სანთლები.

7) პლასტმასის დასაჭრელი დაფა.

8) სწრაფად მომზადებული სუპები (ერთჯერადი) .

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი ნაყენი უნდა დალიოთ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა პარაზიტების არსებობის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ

ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი ნაყენი უნდა დალიოთ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა პარაზიტების არსებობის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ
#post_seo_title

როგორ გავიწმინდოთ სხეული პარაზიტებისგან, ჭიებისგან და მათი კვერცხებისგან?

ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი ნაყენი უნდა დალიოთ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა პარაზიტების არსებობის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ.

ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღი, ნატურალური სასმელის მომზადებას,  რომლსაც არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
#post_seo_title

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად გაეცნო.

შეიძლება იყოს 9 ადამიანი გამოსახულება მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი გამოსახულება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.
საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, 29 ივლისიდან – 31 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, სადაც 1 036 მედიკოსია დარეგისტრირებული და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ.
შეიძლება იყოს 7 ადამიანი და მომეცადინე ადამიანები გამოსახულება
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ ხდება უჯრედების გამოცვლა? – ყოველ 7–10 წელიწადში თქვენი სხეული პრაქტიკულად თავიდან იქმნება

როგორ ხდება უჯრედების გამოცვლა? - ყოველ 7–10 წელიწადში თქვენი სხეული პრაქტიკულად თავიდან იქმნება
#post_seo_title

ყოველ 7–10 წელიწადში თქვენი სხეული პრაქტიკულად თავიდან იქმნება

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
თანამედროვე ბიოლოგიამ დაგვარწმუნა: ადამიანის სხეული მუდმივად განახლდება.
ახალი კვლევები აჩვენებს, რომ სხეულის უმეტესობა მთლიანად იცვლება 7–10 წელიწადში, რაც ნელი, მაგრამ ღრმა ბიოლოგიური გარდაქმნის პროცესია.
თუმცა ეს ციკლური განახლება უნივერსალური არ არის — ზოგი უჯრედი იცვლება კვირაში ერთხელ, ზოგი კი საერთოდ არ იცვლება სიცოცხლის განმავლობაში.
როგორ ხდება უჯრედების გამოცვლა?
ადამიანის ორგანიზმი შედგება დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედისგან.
ამ უჯრედების ნაწილი მუდმივად იზრდება, ბერდება და იცვლება. მაგალითად:
• კანის უჯრედები – ახლდება ყოველ 2–3 კვირაში
• კუჭის ლორწოვანი გარსი – სრულად ახლდება ყოველ 4 დღეში
• ღვიძლის უჯრედები – რეგენერირდება საშუალოდ 150 დღეში
• წითელი სისხლის უჯრედები – ცოცხლობენ 120 დღე
ეს ციკლები ქმნის საერთო განახლების პროცესს, რომლის შედეგადაც 7–10 წელიწადში თითქმის მთლიანად “ახალი სხეული” გვექნება.
მაგრამ ტვინი და თვალები… უცვლელია
ყველა ორგანო არ ექვემდებარება განახლებას.
• ტვინის ნეირონები — დაბადებიდანვე რჩება უცვლელად (გარდა ჰიპოკამპის მცირე ნაწილისა)
• თვალის ბროლი — არ იცვლება და მთელი სიცოცხლე რჩება იგივე
• გულში გარკვეული უჯრედები — იცვლებიან მხოლოდ ნაწილობრივ
ამ უჯრედების არარეგენერაციული ბუნება ნიშნავს, რომ ზიანს ვეღარ ვანაზღაურებთ. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ცხოვრების წესს — განსაკუთრებით ამ ქსოვილებისთვის.
ცხოვრების წესის ეფექტი უჯრედულ დონეზე
მართალია, სხეული ახლდება, მაგრამ ცუდი ჩვევები — ე.წ. უჯრედულ მეხსიერებაში რჩება.
• გადამეტებული ცხიმოვანი მასა — ცხიმის უჯრედები მცირდება ზომაში, მაგრამ მთლიანად არ ქრება
• სიგარეტი და ალკოჰოლი — აზიანებს ღვიძლის, ტვინისა და სასუნთქი სისტემის უჯრედებს
• ძილის ნაკლებობა — ანელებს რეგენერაციის პროცესს
• მოძრაობის ნაკლებობა — აჩერებს კუნთის უჯრედების განახლებას
ახალი სხეული რომ “ჯანმრთელი ვერსია” იყოს, საჭიროა, ცხოვრების ჯანსაღი სტილი არ გაწყდეს — არ უნდა ველოდოთ მხოლოდ ბუნებრივ განახლებას.
კითხვა-პასუხი
ყველა უჯრედი ახლდება 7 წელიწადში?
არა. უმეტესობა კი, მაგრამ ზოგი — მაგალითად, ნეირონები და თვალის ბროლი — უცვლელია მთელი სიცოცხლე.
ნიშნავს ეს, რომ 10 წელიწადში “ახალი ადამიანი” ვართ?
ფიზიოლოგიურად — ნაწილობრივ კი. მაგრამ გენეტიკური და სტრუქტურული ბაზა რჩება იგივე.
შეიძლება თუ არა ცხოვრების სტილმა გააუმჯობესოს უჯრედების განახლება?
დიახ. ჯანსაღი კვება, მოძრაობა, ძილი და წყლის მიღება მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციას.
რამე ხდება იმ უჯრედებთან, რომლებიც არ ახლდება?
დიახ. ისინი დიდხანს ინახავენ სტრესისა და ტოქსინების ზემოქმედების კვალს — და სწორედ აქ იმალება ზოგი ქრონიკული დაავადების რისკი.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
ლიტერატურა (Vancouver სტილში):
1. Sender R, Fuchs S, Milo R. Revised estimates for the number of human and bacteria cells in the body. PLoS Biol. 2016;14(8):e1002533.
2. Spalding KL, et al. Dynamics of fat cell turnover in humans. Nature. 2008;453(7196):783–787.
3. Bergmann O, et al. Evidence for cardiomyocyte renewal in humans. Science. 2009;324(5923):98–102.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეკრანის ლურჯი შუქი — ჩუმი საფრთხე ტვინის, კანისა და თვალისთვის – რა არის ლურჯი შუქი? როგორ აფერხებს ძილს? როგორ დავიცვათ თავი?

ეკრანის ლურჯი შუქი — ჩუმი საფრთხე ტვინის, კანისა და თვალისთვის - რა არის ლურჯი შუქი? როგორ აფერხებს ძილს? როგორ დავიცვათ თავი?
#post_seo_title

ეკრანის ლურჯი შუქი — ჩუმი საფრთხე ტვინის, კანისა და თვალისთვის

შენიექიმი | ოფიციალური სამედიცინო სტატია ქართულად
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
რატომ არ უნდა იწვეთ მობილურით ხელში — ლურჯი შუქის რეალური ზიანი
დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ საათებს ეკრანებთან — სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები, ტელევიზორები.
მაგრამ იცით, რომ ამ ეკრანებისგან გამოსულმა ლურჯმა შუქმა შეიძლება რეალურად დაზიანოს:
  • ძილი
  • კანი
და თვალის ჯანმრთელობა?
რა არის ლურჯი შუქი?
ლურჯი შუქი — ესაა მაღალენერგიული ხილული სინათლის ფორმა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მზის შუქში.
მაგრამ ელექტრონული მოწყობილობებიც (ეკრანები, LED განათება) მას დიდი დოზით ასხივებენ — ხშირად არასასურველ დროს, განსაკუთრებით ღამით.
როგორ აფერხებს ძილს?
ლურჯი შუქი აჩერებს მელატონინის წარმოქმნას — ეს ჰორმონია, რომელიც აკონტროლებს ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს (ცირკადულ რიტმს).
თუ დაძინებამდე ეკრანს უყურებთ:
• გეძინებათ გვიან
• გეღვიძებათ დაღლილი
• ირღვევა ღრმა ძილის ფაზები
• იზრდება უძილობის, შფოთვის და დეპრესიის რისკი
როგორ აზიანებს თვალებს?
თვალის ბადურა ვერ ფილტრავს ლურჯ შუქს ეფექტურად.
დროთა განმავლობაში ეს იწვევს:
• თვალის დაღლილობას
• მშრალ თვალებს
• მხედველობის დაბინდვას
•და შესაძლოა კატარაქტას ან მაკულარული დეგენერაციას
განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რადგან მათი თვალები ლურჯ შუქს უფრო ინტენსიურად შთანთქავს.
როგორ მოქმედებს კანის დაბერებაზე?
ლურჯი შუქი წარმოშობს ოქსიდაციურ სტრესს კანში — ეს ნიშნავს თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რაც:
• აჩქარებს კანის დაბერებას
• იწვევს პიგმენტურ ლაქებს (ჰიპერპიგმენტაცია)
• აფერხებს კოლაგენის სინთეზს
განსაკუთრებით დაუცველია სახის ღია ზონები — და მზისგან დამცავი კრემი საჭიროა შიგნით ყოფნისასაც!
როგორ დავიცვათ თავი?
აი, მარტივი ნაბიჯები:
•შეამცირეთ ეკრანის დრო 2 საათით ძილის წინ
•გამოიყენეთ ლურჯ შუქზე ფილტრიანი სათვალე
•დააყენეთ “night mode” ტელეფონსა და კომპიუტერზე
•იხმარეთ SPF-შემცველი მაკიაჟი ან კრემი — შენობაში ყოფნის დროსაც!
•განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს — შეზღუდეთ ეკრანის დრო
კითხვა-პასუხი
თუ შუქი ბუნებრივია, რატომაა მავნე ეკრანიდან?
მზე — გვაძლევს ბუნებრივ ლურჯ შუქს დღის განმავლობაში. მაგრამ ეკრანებიდან მიღებული შუქი ღამით არღვევს ჩვენს ბიოლოგიურ საათს.
არის თუ არა ფილტრი სათვალე საჭირო ყველასთვის?
არაა სავალდებულო, მაგრამ განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც ყოველდღე საათობით მუშაობს კომპიუტერთან.
შიგნით SPF რატომ უნდა ვიყენოთ?
ლურჯი შუქიც იწვევს უჯრედულ დაზიანებას. SPF და რკინას შემცველი მაკიაჟი იცავს კანს არა მხოლოდ მზისგან, არამედ ხელოვნური შუქისგანაც.
ბავშვებს რატომ ეზრდებათ რისკი?
მათ თვალებს არ აქვთ საკმარისი დაცვითი მექანიზმები, ამიტომ ლურჯ შუქს უფრო ღრმად შთანთქავენ.
რა დოზაა უსაფრთხო?
არ არსებობს ზუსტი “უსაფრთხო დოზა”, მაგრამ მიზანია — ყოველდღიური დრო დაიყვანოთ 2 საათამდე ძილის წინ და 6 საათამდე დღის განმავლობაში.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა:
1. Tosini G, Ferguson I, Tsubota K. Effects of blue light on the circadian system and eye physiology. Mol Vis. 2016.
2. Kim H, et al. Impact of blue light on skin aging. J Dermatol Sci. 2020.
3. American Academy of Ophthalmology. Blue Light and Your Eyes. 2023.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

უხილავი საფრთხე თქვენი ტვინისთვის – როგორ აზიანებს ჟანგბადის მცირედი ნაკლებობაც კი ტვინს ასაკში?

რა არის ტვინის ჩუმი ინფარქტი
#post_seo_title

როგორ აზიანებს ჟანგბადის მცირედი ნაკლებობაც კი ტვინს ასაკში?

შენიექიმი | ოფიციალური სამედიცინო სტატია ქართულად
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ჟანგბადის ნაკლებობა ასაკში – უხილავი საფრთხე თქვენი ტვინისთვის
ახალი კვლევების თანახმად, ასაკოვან ტვინს შეიძლება სერიოზული დაზიანება მიადგეს თუნდაც ჟანგბადის უმნიშვნელო შემცირების შედეგად.
და ეს პრობლემა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე გეგონათ.
რას გვიჩვენებს კვლევა?
მეცნიერებმა შეადარეს ახალგაზრდა და ასაკოვანი თაგვების ტვინების რეაქცია უმნიშვნელო ჟანგბადის ნაკლებობაზე (ე.წ. “მკრთალი ქრონიკული ჰიპოქსია”).
შედეგები შოკისმომგვრელი იყო:
• ასაკოვან თაგვებს ჰქონდათ 4-6-ჯერ მეტი დაზიანება სისხლ-ტვინის ბარიერში (BBB)
• შეინიშნებოდა მაღალი დონის ანთება ტვინში, რაც ნერვულ ქსოვილს მეტად აზიანებს
• აღინიშნებოდა ტვინის რეგენერაციის დაქვეითებული უნარი
სისხლ-ტვინის ბარიერი — ტვინის დამცავი კედელი
BBB — ესაა ბუნებრივი ბიოლოგიური ფარი, რომელიც ტვინს იცავს ტოქსინების, ბაქტერიებისა და მავნე ნივთიერებებისგან.
თუ ეს ბარიერი ირღვევა, ტვინი მარტივად ზიანდება და იწყება ქრონიკული ანთებითი პროცესები.
ვინ არის რისკის ქვეშ?
მკრთალი ჟანგბადის ნაკლებობა (hypoxia) შეიძლება გაუჩნდეს ადამიანებს, რომლებიც:
•განიცდიან ძილის აპნოეს (ღამით სუნთქვის გაჩერება)
•აქვთ გულის უკმარისობა
•იტანჯებიან ასთმით ან ფილტვის ქრონიკული დაავადებით
•ცხოვრობენ ზღვის დონიდან მაღალ ზონაში
ამ პირობებში ტვინს შეიძლება მუდმივად აკლდეს ჟანგბადი — რაც ასაკში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცევა.
ასაკის მატებასთან ერთად ტვინის აღდგენის უნარიც იკლებს
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასაკში ტვინი ცდილობს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, ასაკში ის ვეღარ იცავს და აღადგენს თავის დამცავ ბარიერს ისე ეფექტურად, როგორც ახალგაზრდობაში.
ეს ნიშნავს:
ნაწილობრივი ჟანგბადის ნაკლებობა → BBB-ის დაზიანება → ანთება → ნეიროდეგენერაცია (ალცჰაიმერი, დემენცია და სხვა).
როგორ დავიცვათ ტვინი?
  • მართეთ ქრონიკული დაავადებები (გულის, ფილტვის)
  • შეამოწმეთ ძილი — არ გაქვთ თუ არა აპნოე
  • ნუ უგულებელყოფთ სუნთქვის ან ხველის სიმპტომებს
  • ეცადეთ დაბალმთიან ზონაში იცხოვროთ ან იმგზავროთ ჟანგბადით აღჭურვილი სივრცეებით
  • იმოძრავეთ, ივარჯიშეთ და დაძაბეთ ტვინი — ეს ხელს უწყობს სისხლის მიწოდებას
კითხვა-პასუხი
შესაძლებელია ტვინის დაზიანება ჟანგბადის მცირე დეფიციტით?
დიახ, განსაკუთრებით ასაკში. მკვლევრებმა ფიქსირებენ აშკარა ნეირონულ ზიანს.
ასაკთან ერთად ტვინის დაცვა იკლებს?
დიახ. BBB აღდგენის უნარი მცირდება და ტვინი უფრო მგრძნობიარე ხდება.
აქვს თუ არა ძილის აპნოეს გავლენა ტვინზე?
დიახ. ღამით ჟანგბადის დონის ვარდნა წამლავს ტვინს.
რა შედეგი აქვს ტვინის ანთებას?
იწვევს ალცჰაიმერის, დემენციისა და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.
რა თქმა უნდა ტვინს შეუძლია სრულად გამოჯანმრთელება?
ასაკში აღდგენის უნარი მცირდება, ამიტომ პრევენცია არის მთავარი სტრატეგია.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა:
1. Smith CJ, et al. Age-Related Susceptibility to Mild Hypoxia in the Brain: BBB Dysfunction and Inflammation. J Neurosci. 2024;44(7):1023-1035.
2. American Heart Association. Hypoxia and the Aging Brain. Stroke Journal, 2023.
3. Liu X et al. Chronic intermittent hypoxia and neurodegeneration. Nat Rev Neurol. 2023.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Research shows older brains are more likely to suffer damage from even mild oxygen loss. Docto ASKY“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights