არასწორი ტესტი სიკვდილს იწვევს!




iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi




iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ონკოლოგიური მკურნალობა, მიუხედავად იმისა რომ ხშირად საკმაოდ ეფექტურია, დაკავშირებულია არაერთ არასასურველი სიმპტომთან. ქიმიოთერაპიის პრეპარატები განკუთვნილია კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, თუმცა მათ ზემოქმედება აქვთ ჯანმრთელ უჯრედებზეც — განსაკუთრებით მათზე, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან. სწორედ ამიტომ ჩნდება სხვადასხვა გვერდითი ეფექტები.
📌 მაგრამ არსებობს ეფექტური გზები, როგორ გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას და გავხადოთ მკურნალობის პროცესი უფრო სტაბილური და მოსახერხებელი.
თერაპიის პროცესში ჩვეულებრივია ფიზიკური დაღლილობა და მუდმივი სისუსტე.
რეკომენდაციები:
შეამცირეთ დატვირთვა ყოველდღიურ საქმიანობაში
დაისვენეთ ხშირად
მიიღეთ რკინით მდიდარი საკვები პროდუქტები
ქიმიოთერაპიული პრეპარატების გავლენით თმის ცვენა ხშირია, თუმცა დროებითია.
თმა ჩვეულებრივ აღდგება მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში.
მომატებული მგრძნობელობა საჭმლის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.
გადაჭრის გზები:
მიიღეთ ანტიემეტური საშუალებები ექიმის რეკომენდაციით
ხშირად დალიეთ მცირე ულუფებით წყალი
ეცადეთ, თავი არ დაიტვირთოთ მძიმე საკვებით
შეიძლება გამოიწვიოს:
დიარეა
შეკრულობა
მუცლის შებერვა ან ტკივილი
რეკომენდაციები:
დიეტა მორგებული ინდივიდუალურად
უხვი სითხის მიღება
ექიმთან შეთანხმებული პრობიოტიკები ან სხვა დამხმარე საშუალებები
ქიმიოთერაპიამ შესაძლოა შეამციროს წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობა, რაც იწვევს ანემიას.
სასურველია:
რკინით მდიდარი საკვების მიღება
საჭიროების შემთხვევაში რკინის პრეპარატების დანიშვნა
რუტინული სისხლის ანალიზების კონტროლი
თეთრი სისხლის უჯრედების დეფიციტი ზრდის ინფექციების ალბათობას.
მნიშვნელოვანია:
ხელების ხშირი დაბანა
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თავიდან არიდება
ტემპერატურის მონიტორინგი
სისხლის შედედების კომპონენტების შემცირება ზრდის სისხლდენის რისკს.
გირჩევთ:
არ გამოიყენოთ ასპირინი ან სხვა ანტიკოაგულანტები ექიმის დაუკითხავად
თავიდან აიცილოთ დაზიანებები ან მოჭერები
ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი ზემოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე.
დახმარება შეიძლება ჰქონდეს:
B ჯგუფის ვიტამინებს
ფიზიოთერაპიას
ნერვის დამცავ პრეპარატებს
ზოგ პაციენტს ეცვლება გემოს შეგრძნება ან უჩნდება დისკომფორტი პირის ღრუში.
გირჩევთ:
გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი
ჩამოიბანეთ პირი სოდის ხსნარით
ერიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს
📋 მუდმივი კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან
💊 დამხმარე მედიკამენტების დროული გამოყენება
🥗 დაბალანსებული კვება და სითხის მიღება
🧘♀️ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფიზიკური დასვენება
ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს რთული, მაგრამ მათ ეფექტურად მართვა შესაძლებელია სწორი მიდგომით და პროფესიონალთა რჩევების გათვალისწინებით.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება მწერების მიერ გამოწვეული ალერგიული რეაქციების რისკი. ფუტკარი, კრაზანა და ბზიკი ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მათი შხამი შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქციის, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი გახდეს.
შესაძლოა, მწერების ნაკბენი არა მხოლოდ სიწითლით და ადგილობრივი შეშუპებით დასრულდეს, არამედ მთელი სხეულის რეაქციაც გამოიწვიოს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც პრევენცია, ასევე სწრაფი და სწორად ჩატარებული სამედიცინო რეაგირება.
ფუტკარი თავდასხმას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა თავს საფრთხეში გრძნობს. კბენის დროს ის შხამიან ნესტარს ტოვებს კანში, რის შემდეგაც კვდება. ნესტარი უნდა ამოვიღოთ დაუყოვნებლივ – ბასრი საგნის მრგვალი მოძრაობით, რათა შხამის გავრცელება მაქსიმალურად შევამციროთ. შემდეგ კი ნაკბენ ადგილას 15-20 წუთის განმავლობაში ცივი კომპრესი დავადოთ.
კრაზანა და ბზიკი განსხვავებით ფუტკრისგან, კბენის შემდეგ ნესტარს არ ტოვებენ და მრავალჯერ შეუძლიათ დაგვნესტრონ. ისინი აგრესიულები არიან და ხშირად ადამიანების სიახლოვეს ბუდობენ – სახლის სახურავებზე, ფანჯრებზე და ეზოებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვების ნარჩენებსა და ტკბილ სასმელებს, რადგან ისინი მწერებს იზიდავს.
ნორმალური რეაქცია: მცირე სიწითლე, რომელიც 3–8 მმ-ს არ სცილდება.
საშიში რეაქცია: სიწითლე და შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება სხეულზე, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის პრობლემა, ტკივილი მუცელში, გულისრევა, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და გონების დაკარგვა.
ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანაფილაქსიურ შოკთან, რომელიც სწრაფ და პროფესიონალურ ჩარევას მოითხოვს.
🔸 ანტიალერგიული წამლები (ჰისტამინების ბლოკატორები) – საჭიროების შემთხვევაში ორმაგი დოზით
🔸 სტეროიდული პრეპარატები – მაგალითად, დექსამეტაზონის ამპულა
🔸 ადრენალინის ინექცია – სამწუხაროდ, საქართველოში ადრენალინის აუტოინექტორი არ იშოვება, თუმცა ის ყველაზე ეფექტურია ანაფილაქსიის დროს
🔸 პირადი აფთიაქი – საგარეო ვიზიტისას აუცილებლად უნდა გქონდეთ საჭირო წამლები, განსაკუთრებით თუ ალერგიისადმი მიდრეკილი ხართ
სასწრაფოს გამოძახება – არ გადადოთ!
დამხმარე პოზიცია: პაციენტი უნდა დაწვეს და ფეხები მაღლა ასწიოს.
ლახტის დადება – თუ ნაკბენი კიდურზეა, ლახტი დროებით შეანელებს შხამის გავრცელებას (3 წუთით მოვაჭიროთ, შემდეგ 5 წუთი შევასვენოთ).
ნესტრის მოცილება – მხოლოდ ფუტკრის შემთხვევაში, სიფრთხილით ამოიღეთ.
🔹 არ იაროთ ბალახში ფეხშიშველი ან ღია ფეხსაცმლით
🔹 მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს მწერების სიახლოვეს – სიმშვიდე მათი აგრესიის შემცირების საშუალებას იძლევა
🔹 არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის სუნამოები, დეზოდორანტები და ლოსიონები
🔹 არ ატაროთ ყვავილებიანი ან მკვეთრი ფერის ტანსაცმელი
🔹 გარეთ არ დატოვოთ ტკბილი საკვების ნარჩენები – განსაკუთრებით ხილი და სასმელები
🔹 ფანჯრებსა და კარებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები
🔹 ავტომობილი ჩაჯდომამდე კარგად შეამოწმეთ – ფანჯარიდან შეპარული მწერი დახურულ სივრცეში უფრო საშიშია
მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქცია იშვიათია, მაგრამ უკიდურესად სერიოზული. მზადყოფნა, სწორი ინფორმირებულობა და დროული მოქმედება – ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით ბუნებაში გასვლისას, აუცილებელია გვქონდეს შესაბამისი სამედიცინო კომპლექტი და ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამ მიზნით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ფილიალს ეწვია და დევნილთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ადგილზე ვნახოთ რეალური სურათი და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევა მომავალშიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
დევნილთა პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მათი მიზანია, აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება.
ჩიკუნგუნიას გლობალური აფეთქება: საფრთხე საქართველოშიც იზრდება?
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ჩიკუნგუნიას ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის და ძლიერ ტკივილს იწვევს, მსოფლიოს უკვე აშინებს. ბოლო კვირებში, ვირუსი აფეთქდა არა მხოლოდ სამხრეთ საფრანგეთში და იტალიაში, არამედ დაფიქსირდა ყველაზე მასშტაბური აფეთქება ჩინეთში, ქალაქ ფოშანში — 3100-ზე მეტი შემთხვევა ერთ თვეში!
ჩიკუნგუნია (Chikungunya) ტროპიკული ვირუსია, რომელიც Aedes aegypti და Aedes albopictus კოღოების საშუალებით გადადის. მისი ძირითადი სიმპტომებია:
• მაღალი სიცხე
• სახსრების გამანადგურებელი ტკივილი
• თავის და კუნთების ტკივილი
• ზოგადი სისუსტე
ინკუბაციის პერიოდი 2–7 დღით განისაზღვრება, თუმცა სახსრების ტკივილი ზოგ შემთხვევაში თვეებს გრძელდება.
📍 სად გავრცელდა?
• სამხრეთ საფრანგეთი: 38 ადგილობრივი შემთხვევა დადასტურდა 2025 წლის ივლისში.
• ჩინეთი: ქალაქ ფოშანში — 3100-ზე მეტი შემთხვევა ერთ თვეში (Bloomberg, 2025).
• იტალია: ასევე დაფიქსირდა ლოკალური გადაცემა.
• 🌐 ჯანმო გაფრთხილებს: 5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს რისკის ზონაში.
🔹 კლიმატის ცვლილება — კოღოები ახლა ისეთ ადგილებშიც ცოცხლობენ, სადაც წარსულში ვერ გადარჩებოდნენ.
🔹 საერთაშორისო მოგზაურობა — ერთი ინფიცირებული ადამიანი საკმარისია ვირუსის გავრცელებისთვის.
🔹 დაბალი იმუნიტეტი მოსახლეობაში — ვირუსის მიმართ მსოფლიო მოსახლეობა ნაკლებად არის მომზადებული.
🔹 სიშიშვლე ვექტორული კონტროლის სისტემებში — ბევრი ქვეყანას არ აქვს ეფექტური მონიტორინგი.
• 🧴 გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები.
• 🛏️ დაწექით ბადეებში, განსაკუთრებით ღამის საათებში.
• 👕 ჩაიცვით გრძელი მკლავიანი და გრძელი შარვლები.
• 🌿 მოაშორეთ გარემოდან წყლის ღია რეზერვუარები (სასმელის ჭიქები, ბოთლები, საბავშვო აუზები და სხვ.)
• 🏥 სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
„ჩიკუნგუნია უკვე არა მხოლოდ აფრიკის ან აზიის პრობლემა, არამედ ევროპის და მთელ მსოფლიოს გამოწვევაა. კლიმატის ცვლილება, არაეფექტური ვექტორული კონტროლი და გლობალური მიმოსვლა ქმნის იდელაურ პირობებს ამ და სხვა ვირუსების აფეთქებისთვის. საქართველო არ არის გამონაკლისი — კოღოს პოპულაცია და ტემპერატურის მატება აქაც საგანგაშოა. სიფრთხილე და პრევენცია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.“
❓💬 კითხვები და პასუხები
– შეიძლება ჩიკუნგუნია გადამდები იყოს ადამიანიდან ადამიანზე?
– არა. ის ვრცელდება მხოლოდ კოღოს ნაკბენით.
– არსებობს თუ არა ვაქცინა?
– ჯერ არა. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები.
– ჩიკუნუნიას აქვს ლეტალური შედეგები?
– ძირითადად არა, თუმცა შესაძლებელია გართულებები ასაკოვნებში ან ქრონიკული დაავადებების მქონეებში.
– რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
– გააქტიუროს ვექტორული კონტროლის პროგრამები, გაავრცელოს საზოგადოებრივი ინფორმაცია და გააძლიეროს საზღვაო/საჰაერო ზედამხედველობა.
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
🔬 წყაროები:
1. World Health Organization. Chikungunya virus – Global Alert. Geneva: WHO; 2025. Available from: https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/world-health-organization-raises-concern-about-spread-mosquito-borne-chikungunya-2025-07-22/
2. Science Alert. Outbreak of Chikungunya Virus Poses Global Risk. 2025. https://www.sciencealert.com/outbreak-of-chikungunya-virus-poses-global-risk-warns-who
3. Bloomberg News. China’s Guangdong Province Reports 3,100 Cases of Chikungunya. July 2025.
4. Santé publique France. Localisation des épisodes de transmission autochtone – 2025. https://www.santepubliquefrance.fr
5. Pasteur Institute. Early emergence of chikungunya in mainland France – Summer 2025. https://www.pasteur.fr
6. Health Policy Watch. WHO warns of global risk of mosquito-borne chikungunya. 2025. https://healthpolicy-watch.news
7. The Conversation. What is Chikungunya virus and should we be worried? https://theconversation.com
8. Vax Before Travel. Chikungunya – Travel Health Alert, July 2025. https://www.vax-before-travel.com
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi
@highlight Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ეს ყველამ უნდა იცოდეს!
Დედაჩემს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა მუხლის ტკივილი. ექიმებმა დაადგინეს ართრიტი, სახსრების მწვავე ანთება. იყო დღეები, როდესაც ძლიერი ტკივილის გამო არ შეეძლო ფეხზე წამოდგომა.
მან ჩაიტარა მკურნალობა: საავადმყოფოში იწვა, გავუკეთეთ ინექციები, დალია წამლები, ვიყიდეთ ძვირადღირებული მალამოები. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, უშველა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. შემდეგ ტკივილი ისევ დაუბრუნდა. ვერ ისვენებდა ვერც დღე და ვერც ღამე. ჯოხით გადაადგილდებოდა. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi