პარასკევი, მაისი 8, 2026

მეცნიერებმა გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად ყურძნის ზეთის რეგულარულად მიღების მიერ გამოწვეული სასარგებლო ეფექტები გამოავლინეს

#post_seo_title

ყურძნის თესლის ექსტრაქტის მოძიება ზეთის სახითაა შესაძლებელი.

იგი შეიძლება დაუმატოთ თქვენ ფავორიტ კანის კრემს, ან ჩაამატოთ მისი წვეთები ჯამში საყვარელი ბოსტნეულის სალათის მომზადებისას.

2016081318435273439.jpg
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იყენებენ შუალედურ სქემებს – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მედია საშუალებებს მიმართავს

იყენებენ შუალედურ სქემებს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მედია საშუალებებს მიმართავს
#post_seo_title

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის თანახმად, მედია საშუალებებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამისა და პოპულარიზაციის ფაქტები ფიქსირდება,- ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ალიანსში აღნიშნავენ, კანონი ირღვევა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს ნაწარმის და მათი მწარმოებელი კომპანიების  რეკლამირებით, ციფრული მედიის საშუალებით (მათ შორის, სოციალური ქსელებით, რაც ასევე კანონდარღვევაა) პირდაპირი ან ირიბი პოპულარიზაციის შედეგად.

„მონიტორინგის თანახმად, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც მედიასაშუალებები ან ცალკეული ინფლუენსერები პირდაპირ ან ირიბად არღვევენ კანონის მოთხოვნებს. კერძოდ: იქმნება თემატური გვერდები და ბლოგები, რომელთა შინაარსი მიმართულია კონკრეტული ელ-სიგარეტების (ე.წ.ვეიპების), გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარიზაციისკენ;

პირდაპირ ან ირიბად, პროპაგანდისტულ  სტატიებში შეუფარავად ცდილობენ კონკრეტული პროდუქტები წარმოაჩინონ როგორც „ნაკლებად მავნე“ „ზიანის შემცირების შესაძლებლობა“ ან „მოწევის ალტერნატივა“.

რეკლამირების პროცესში აქტიურად ერთვებიან ინფლუენსერები – რაც კანონით პირდაპირ იკრძალება.

სარეკლამო სააგენტოები იყენებენ შუალედურ სქემებს:

მედია პლატფორმებს აწვდიან ე.წ. საჭირო მასალას — რომელიც გადმოცემულია ფსევდო-საინფორმაციო ფორმით, თუმცა რეალურად რეკლამის მახასიათებლებს ატარებს.

ვთხოვთ მედია საშუალებებს, გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავს მასალებზე მუშაობისას. ნებისმიერი მათგანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ემსახურება თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და გამოიწვევს:

· ორგანიზაციის დაჯარიმებას 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 10 000 ლარის ოდენობით

· მედიაორგანიზაციის რეპუტაციის საფრთხეს.

ვთხოვთ, მედიას, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიულ ანკესს და თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან — განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანია თამბაქოს ახალი პროდუქტების, როგორც თითქოსდა სასარგებლო პროდუქტის იმიჯის შექმნა და მისი ნორმალიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

აქვე, კიდევ ერთხელ, დამატებით შეგახსენებთ, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმაზე — იქნება ეს ონლაინ მედია, ბეჭდური გამოცემა თუ სოციალური ქსელი.

მიგვაჩნია, რომ  საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არავის მასობრივად ინფორმირება ისე არ შეუძლია, როგორც მედიას. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას უბიძგოთ, დაარწმუნოთ გახდეს საუკეთესო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები, საკომუნიკაციო კამპანიები ფაქტობრივად არ არსებობს, საზოგადოების ცნობიერების სწორად წარმართვაში თქვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, ნუ გახდებით თამბაქოს ინდუსტრიის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ჯანსაღი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივა მოწევაზე სრულად უარის თქმაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თავისუფალი დროის მნიშვნელობა ბავშვებისთვის – რატომ არის თავისუფალი დრო აუცილებელი მათი განვითარებისათვის?

ბავშვთა საერთაშორისო დღე, 2020 წელი
#post_seo_title

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადატვირთულ გრაფიკს ბავშვებზე და რატომ არის თავისუფალი დრო აუცილებელი მათი განვითარებისათვის?

ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს, სჭირდებათ თავისუფალი დრო სტრესული დღის ან კვირის შემდეგ. ეს არის არა უბრალოდ დასვენება, არამედ მნიშვნელოვანი ელემენტი მათი ჯანმრთელი ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარებისთვის. არასტრუქტურირებული, სპონტანური დრო ბავშვს აძლევს შანსს იყოს კრეატიული, მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ისწავლოს თვითრეგულაცია — უნარები, რომლებიც მათ მომავალში ბევრ სფეროში დაეხმარება.

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა გახდენენ უფრო თავდაჯერებულები და გაიუმჯობესონ საკუთარი თავის მართვის უნარები, იყვნენ უფრო კრეატიულები, გამოიჩინონ ინიციატივა და ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს სათანადოდ. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თავისუფალი დრო მათ დამოუკიდებლობისა და თვითრეფლექსიის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო მეტად ბედნიერები შაბათ-კვირას არიან. რატომ? შაბათ-კვირას ადამიანები, როგორც წესი, თავად ირჩევენ აქტივობებს, ატარებენ დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც მოსწონთ და თავიდან იშორებენ სამუშაო კვირის პასუხისმგებლობებს.


რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის თავისუფალი დრო?

როდესაც ბავშვებს ეძლევათ თავისუფალი დრო ზედმეტი ზედამხედველობის გარეშე (მაგრამ უსაფრთხო გარემოში), ისინი სწავლობენ:

  • თავდაჯერებულობას – დამოუკიდებელი არჩევანით იზრდება მათი რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

  • კრეატიულობას – დაუგეგმავი თამაშები და ინიციატივა ავითარებს წარმოსახვას.

  • ემოციური ინტელექტის განვითარებას – ბავშვი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს შფოთვას, სიბრაზეს ან მოწყენილობას.

  • სოციალურ უნარებს – თავისუფალი თამაში ხელს უწყობს თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას.


რა რისკებს ქმნის გადატვირთული განრიგი?

თანამედროვე მშობლები ხშირად ცდილობენ მაქსიმალურად „წარმატებული“ მომავლის შექმნას თავიანთი შვილებისთვის, თუმცა გადატვირთულმა დღის რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • გაგრძელებული სტრესი და შფოთვა – განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომელთაც მუდმივად უწევთ სხვადასხვა სასწავლო თუ დამატებით აქტივობაში მონაწილეობა.

  • ძილის ნაკლებობა – დიდი რაოდენობით საშინაო დავალება ხშირად აქვეითებს ძილის ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვების განწყობაზე და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

  • ოჯახური კავშირის შესუსტება – როცა ბავშვებს არ რჩებათ საკმარისი დრო მშობლებთან ურთიერთობისთვის, ეს ასუსტებს ემოციურ კავშირს.

  • სოციალური უნარების ჩამოყალიბების დაბრკოლება – როცა ბავშვს დრო არ რჩება თანატოლებთან ურთიერთობისთვის, უჭირს მეგობრული კავშირების განვითარება.


რა შეიძლება გამოიწვიოს გადატვირთულმა გრაფიკმა?

    •  გაზარდოს სტრესი და შფოთვა როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა შფოთვასთან დაკავშირებული აშლილობები, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ გადატვირთული გრაფიკია.
    • დაუტოვოთ ბავშვებს ნაკლები დრო საშინაო დავალების შესასრულებლად და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ აისახება ზოგადად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე.
    • შეამციროს დროის ის ხანგრძლივობა, რომელსაც ბავშვი ოჯახთან  ერთად ატარებს.
    • ასევე, თავისუფალი დროის ნაკლებობის გამო, ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ თანატოლებთან  მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

შაბათ-კვირის ფენომენი: რატომ არიან ადამიანები ამ დღეებში უფრო ბედნიერები?

კვლევების თანახმად, ადამიანები შაბათ-კვირას უფრო ბედნიერები არიან იმიტომ, რომ თავად ირჩევენ როგორ გაატარონ დრო. იგივე პრინციპი მოქმედებს ბავშვებზეც — თავისუფალი დრო ზრდის მათ საერთო კეთილდღეობას.


დასკვნა: როგორ მოვიქცეთ?

მშობლებმა და აღმზრდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აკადემიური წარმატებით არ იზომება. აუცილებელია, ბავშვებს ჰქონდეთ დრო:

  • სასურველი თამაშისთვის

  • დასვენებისთვის

  • ოჯახთან და მეგობრებთან დროის გასატარებლად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი, ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები“-პაატა იმნაძე

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე არავითარი რეალური საფრთხე არ არსებობს - პაატა იმნაძე
#post_seo_title

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს.

მისი რჩევით, უნდა გვეცვას ღია ფერის ფართო, ადვილად განიავებადი ნაჭრითსხვ შეკერილი ტანსაცმელი.

„აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი. ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები, მაღაზიები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.

სახლში რომ შევინარჩუნოთ ტემპერატურა, თუ მზე ადგება მითუმეტეს დავხუროთ დარაბები. ღამის საათებში პირიქით, გავაღოთ რომ განიავდეს კარგად.

ასევე ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია ხომ არ მივიღოთ დამატებით რაიმე პრეპარატები ან დოზები როგორ შევცალოთ“, – განუცხადა „ქრონიკას“ პაატა იმნაძემ.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გასცდა. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში, 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რობოტული მოწყობილობით სისხლის აღება კლინიკურ პრაქტიკაში: ტექნოლოგიური მიღწევა თუ სისტემური ტრანსფორმაცია?

რობოტული მოწყობილობით სისხლის აღება კლინიკურ პრაქტიკაში: ტექნოლოგიური მიღწევა თუ სისტემური ტრანსფორმაცია?
#post_seo_title

რობოტული მოწყობილობით სისხლის აღება კლინიკურ პრაქტიკაში: ტექნოლოგიური მიღწევა თუ სისტემური ტრანსფორმაცია?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,  | sheniekimi.ge
ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში მდებარე საავადმყოფოში დღეიდან სისხლის ანალიზისთვის ვენური ნიმუშის აღება ხდება ავტომატიზებული რობოტული მოწყობილობით, ადამიანის უშუალო ჩარევის გარეშე. ეს ტექნოლოგია წარმოადგენს სამედიცინო ავტომატიზაციის სწრაფი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს.
ტექნოლოგიის არსი და ფუნქციონირება
მოწყობილობა შექმნილია კომპანია Beijing Magicnurse-ის მიერ. ის იყენებს მრავალმხრივ ვიზუალიზაციას და ალგორითმებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას:
• ინფრაწითელი ვენის ვიზუალიზაცია
• ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სიღრმის სკანირება
• ავტომატური პუნქციის სისტემა ვაკუუმურ შპრიცზე დაფუძნებით
მოწყობილობა ასკანირებს მკლავს, ადგენს ოპტიმალურ ვენას და ავტომატურად ასრულებს ნემსის შეყვანას წინასწარ განსაზღვრულ კუთხითა და სიღრმით.
კლინიკური სიზუსტე და შედეგები

აღნიშნული მოწყობილობის მიერ ვენური წვდომის წარმატების მაჩვენებელი აღწევს 94%-მდე, რაც შედარებით მეტია ზოგადად ადამიან მედდებთან დაკავშირებულ საშუალო მაჩვენებელთან (დაახლოებით 89–92% კლინიკური კონტექსტის მიხედვით).

ეს მონაცემები დაფუძნებულია პირველი პუნქციის წარმატებაზე, რაც მნიშვნელოვანია გადაუდებელ და მრავალპროფილურ კლინიკურ გარემოში.
კლინიკური მნიშვნელობა და სისტემური ღირებულება
აღნიშნული რობოტული სისტემა არ გულისხმობს სამედიცინო პერსონალის ჩანაცვლებას. მისი მიზანია:
• რუტინული პროცედურების სტანდარტიზაცია
• ადამიანური შეცდომების შემცირება
• პროცედურის დროის შემცირება
• პაციენტის ტკივილისა და სტრესის შემცირება
• ინფექციური რისკების კონტროლი
თუმცა, მისი გამოყენება ჯერ მხოლოდ სტაბილურ პაციენტებზეა რეკომენდებული, სადაც ანატომიური წვდომა შედარებით მარტივია. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის კვლავ საჭიროა ადამიანური ზედამხედველობა და კლინიკური შეფასება.
ლიმიტაციები და ბიოეთიკური საკითხები
•ტაქტილური უკუკავშირის არარსებობა: რობოტი ვერ რეაგირებს ძარღვოვანი ქსოვილის ცვლილებაზე ან ჰემატომის ფორმირებაზე.
•ტექნიკური გაუმართაობის რისკი
•პაციენტის თანხმობა და ინფორმირებულობა: საჭიროებს მკაფიო თანხმობის მოდელს.
•მონაცემთა დაცვა: მოწყობილობა აგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს, რაც GDPR-ის შესაბამის მექანიზმებს საჭიროებს.
პერსპექტივა საქართველოსთვის
საქართველოში მსგავსი მოწყობილობები ჯერ არ გამოიყენება. თუმცა მათი ინტეგრაცია შესაძლებელია შემდეგი ნაბიჯების მიხედვით:
1. რეგულაციური გარემოს ჩამოყალიბება
2. ტრენინგი და კლინიკური პროტოკოლების ადაპტაცია
3. მედდების გადამზადება და პროცესის ზედამხედველობა
4. ბიოეთიკური და იურიდიული ჩარჩოების შემუშავება
მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზაციის პროცესმა არ ჩაანაცვლოს ადამიანური ურთიერთობა — არამედ გააუმჯობესოს ჯანდაცვის ხარისხი და პაციენტის გამოცდილება.
ხშირად დასმული კითხვები
1. არის თუ არა 94% საკმარისი კლინიკური სიზუსტისთვის?
საშუალოდ, დიახ. თუმცა მაღალი რისკის პაციენტებში ადამიანური ინტერვენცია კვლავ აუცილებელია.
2. ჩაანაცვლებს თუ არა ეს მოწყობილობა მედდებს?
არა. ის განკუთვნილია დამხმარე ფუნქციისთვის, განსაკუთრებით დატვირთულ გარემოში.
3. როგორ ხდება მისი კონტროლი?
მოწყობილობას ზედამხედველობს ტექნიკური პერსონალი და ექიმი, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პროცედურის შეწყვეტა.
4. რამდენად დაცულია პაციენტის მონაცემები?
მოწყობილობა აგროვებს ვიზუალურ და ბიომეტრიულ მონაცემებს. აუცილებელია მტკიცე კიბერუსაფრთხოების პროტოკოლები და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.
გამოყენებული წყაროები (Vancouver სტილით)
1. Li Y, Wu X, Chen J, Zhang L, Zhou Y, Tang Y. Development and Clinical Evaluation of a Vein Recognition and Blood Collection Robot. IEEE J Biomed Health Inform. 2023;27(4):1892-1900. doi:10.1109/JBHI.2023.3245678
2. Wu Z, Shen F, Wang L, et al. Robotic phlebotomy: Opportunities and challenges in automated blood sampling. Int J Med Robot. 2022;18(1):e2341. doi:10.1002/rcs.2341
3. Huang C, Chen Y, Lin T. Artificial Intelligence-Assisted Venipuncture Technologies: A Systematic Review. J Med Syst. 2023;47(2):25. doi:10.1007/s10916-023-01892-3
4. New Atlas. Robot draws blood with 94% accuracy – no nurse required. 2024 Jul 11. Available from: https://newatlas.com/medical/magicnurse-blood-drawing-robot/
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს შუქპირი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „3DOFManipulator 31 DOF Manipulator Force Sensor Perception Unit SeoNIRCmeras NIR Cameras Stereo US Probe USProbe Force Sceser Stereo NIR Cameras image force Poin ite Decision Depth Decision yaw Control Unit CanmalationS CanmulationSine Site Ieverse Kinematics Actuation Unit 6-DOF Rober Arm 3-DOF Manipulater Figure 1. Structure of a US and NIR-Based robotic system for venous blood collection (Chen et al., 2015).“ გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი და საავადმყოფო გამოსახულება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პასიური აპარატის აღდგენა, ძალისმიერი ტრენინგის პირობებში – პასიური აპარატში შედის: მყესები, ლეგამენტები, ძვლები ხრტილები, სახსრები, სასახსრე ჩანთები

სახსრები
#post_seo_title

პასიური აპარატის აღდგენა, ძალისმიერი ტრენინგის პირობებში.

პასიური აპარატში შედის: მყესები, ლეგამენტები, ძვლები ხრტილები, სახსრები, სასახსრე ჩანთები.  

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

• პასიური აპარატი არ აღდგება ისე სწრაფად, როგორც კუნთები

• სწორედ ის ზიანდება პირველი, თუ ვარჯიში არასწორადაა დაგეგმილი ინტენსივობის კუთხით. მყესები და იოგები (Tendons & Ligaments):

• ორივეს სუსტად მიეწოდება სისხლი, რაც ანელებს აღდგენას.

• საშუალოდ 48–72 საათი საწყისი აღდგენისთვის, მაგრამ სრული სტრუქტურული რემოდელირება შეიძლება კვირები ან თვეებიც კი გაგრძელდეს (განსაკუთრებით ახალი დატვირთვებისას).

მაგალითი: აქილევსის მყესს შეიძლება 6–8 კვირა დასჭირდეს სრული ადაპტაციისთვის რეგულარულ ინტენსიურ დატვირთვებზე.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში:

• თუ ადამიანი ძალიან ხშირად ტვირთავს მძიმე წონებით მუხლის სახსaრს და იოგებს პერეოდიზაციის გარეშე, მათი დაზიანების რისკი ჯზრდება.

• კუნთი შეიძლება 24–48 საათში აღდგეს, მაგრამ მყესები და იოგები ხშირად გვიან იჩენენ პრობლემას — ხანდახან უკვე დაზიანების სახით.

საინტერესო ფაქტი: მკვლევარებმა აჩვენეს, რომ მყესოვანი ქსოვილების შინაგანი რემოდელირების პროცესს დაახლოებით 3-დან 6 თვემდე დრო სჭირდება სრული ადაპტაციისთვის ახალ დატვირთვებზე — ანუ თუ ტრენინგს ახალ დონეზე გადაჰყავხარ. როდესაც ვსაუბრობთ ძალისმიერ დატვირთვაზე, უნდა განვსაზღვროთ იგი რამდენიმე კრიტერიუმით — რადგან სხვადასხვა ინტენსივობა სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პასუხს იწვევს, განსაკუთრებით პასიურ აპარატზე.

⸻ ძალისმიერი დატვირთვა — კლასიკური განმარტება (Strength Load) ეს ნიშნავს:

მაღალი მექანიკური დატვირთვა, რომელიც:

• შედარებით დაბალი რაოდენობის გამეორებებს (1–6) მოიცავს

• მაღალ წონებთან (80–100% 1RM) მუშაობას გულისხმობს

• დიდი დაძაბულობაა მყესებზე, იოგებსა და სახსრებზე

• ხშირად მოიცავს კომპლექსურ მრავალსახსროვან მოძრაობებს: ჩაჯდომა, და კლასიკური ამოწევა, წოლჭიმი, და ა.შ.

⸻ მაგალითები:

მაღალი ინტენსივობის განმარტება ძალისმიერი ტრებინგის მიმართულებით. საკუთარი ზღვრული მაქსიმუმის (90–100%) 1–2 გამეორება რაც დიდ მექანიკურ სტრეს მიაყენებს არა მხოლოდ კუნთს არამედ პასიურ აპარატს.

კლასიკური ძალისმიერი ვარჯიში 3–6 გამეორება 80–90% (ზმ)წონით ასევე ტვირთავს როგორც აქტიურს ასევე პასიურ აპარატს და ცნს (ცენტრალურ ნერვულ სისტემას) ციკლური დატვირთვა 70–75% (ზმ)შედარებით უსაფრთხოა პასიური აპარატისთვის, მაგრამ მაინც საჭიროებს 48–96 სთ აღდგენას

⸻ დასკვნა:

როცა ვამბობთ „ძალისმიერი დატვირთვა“, პასიური აპარატისთვის იგულისხმება:

• მაღალი ინტენსივობა + დაბალი გამეორებები

• არაპროპორციულად მაღალი სტრესი მყესებისა და იოგებისთვის

• ხშირად ასეთი ვარჯიშები იწვევს მიკროდაზიანებებს პასიურ ქსოვილებში, რომლის აღდგენის პროცესი ბევრად ნელა მიმდინარეობს, ვიდრე კუნთში.

⸻ შენიშვნა:

თუ სპორტსმენი ხშირად იმყოფება 85%+ ზონაში — იდეალურია, ჰქონდეს არანაკლებ 48–72 საათი დასვენებისთვის კონკრეტულ სეგმენტზე. ანალოგიურად, კვირაში მხოლოდ 1–2 მძიმე სესია ითვლება ოპტიმალურად. თუ ვმუშაობთ მაღალი ინტენსივობით, უაღრესად მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი პერიოდიზაცია, რათა:

1. მივაღწიოთ პროგრესს ძალაში,

2. თავიდან ავიცილოთ გადატვირთვა და ტრავმა (განსაკუთრებით პასიური აპარატისთვის),

3. შევინარჩუნოთ ნერვული სისტემის ზოგადი ფუნქციურობა.

⸻ 1(ტალღოვანი) პერიოდიზაცია – საუკეთესო ვარიანტია ტალღოვანი პერიოდიზაცია (Wave Periodization) გულისხმობს, რომ შენ არ ზრდი დატვირთვას ხაზოვნად, არამედ ცვლი ინტენსივობას და მოცულობას ციკლურად.

მაგალითად: ინტენსივობა -გამეორებები ორშაბათი: მაღალი (85–90%) 3–4 გამეორება (ძალა) ოთხშაბათი: დაბალი (60–65%) 8–10 გამეორება პარასკევი: (75–80%) (ზმ) 5–6 გამეორება ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს პასიურ სტრუქტურებს აღდგნენ ძალისმიერი ვარჯიშებს შორის, ხოლო ნერვული სისტემაც მიიღოს “აღდგენის” შანსი. ⸻ (Deload-დატვირთების შემცირება) ყოველ 4–6 კვირაში ერთხელ, დელოუდ კვირა — ანუ ვარჯიშების მოცულობის ან ინტენსივობის შემცირება 40–60% (ზმ)-ით — ეხმარება:

• მყესებსა და სახსრებს მიკროტრავმების “აღდგენაში”

• ნერვულ სისტემის აღდგენაში

⸻ 3 ავტორეგულაციური პერიოდიზაცია (RPE/RIR-მოდელები) თუ შენ ან შენი სპორტსმენი ხარ გამოცდილ დონეზე და უკვე გრძნობ სხეულის პასუხს, შეგიძლია გამოიყენო:

• RPE (Rate of Perceived Exertion) ან • RIR (Reps in Reserve) მეთოდები, რომლებიც საშუალებას გაძლევს შეამცირო დატვირთვა, თუ დაიღალე — ან პირიქით, “გაწურო” ორგანიზმი, როცა ხარ სუპერ კომპენსაციის ფაზაში.

მაგალითად:

• დღევანდელი სესია უნდა დასრულდეს RPE 8-ზე — ანუ 2 გამეორება კიდევ შეგეძლო, მაგრამ შეგნებულად გაჩერდი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი ლენაკაპავირი დაამტკიცა – კაფსიდის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასი, თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს აივ ინფექციისგან და Yeztugo ბრენდის სახელწოდებით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.

Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ FDA-ს მიერ დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და რეალურ შესაძლებლობას იძლევა აივ ინფექციის დასასრულებლად. 

“ეს ისტორიული დღეა აივ ინფექციის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში. Yeztugo ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და გთავაზობთ ძალიან რეალურ შესაძლებლობას აივ ეპიდემიის დასასრულებლად.

ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ არის საჭირო და კლინიკურ კვლევებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეცვალოს აივ ინფექციის პრევენცია. Gilead-ის მეცნიერებმა აივ ინფექციის დასრულება თავიანთი ცხოვრების საქმედ აქციეს და ახლა, FDA-ს მიერ Yeztugo-ს დამტკიცებით და ჩვენს მრავალ პარტნიორთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მიზნის რეალობად ქცევაში,” – განაცხადა მან. 

New Atlas-ის ცნობით, გლობალური ფონდი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა სწრაფად შეიქმნას ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომლებიც ლენაკაპავირის ყველაზე მეტად საჭირო, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მიწოდებისთვისაა აუცილებელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“- გია გვარამიას გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ

„დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“- გია გვარამიას გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ
#post_seo_title

„გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ:

2025 წლის 18 ივლისს, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით.
მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხის შესახებ.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრეპარატებზე და ინექციების გამოყენებაზე არ ხორციელდება სათანადო სახელმწიფო კონტროლი, რის გამოც შესაძლებელია ჩვენს ბაზარზეც მოხვდეს არალეგალური პრეპარატები.
ხშირად ბოტოქსის ინექციები ტარდება არალიცენზირებულ დაწესებულებებში, არასათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ.
სპეციალისტებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური გზით შემოტანილი, ლიცენზირებული პრეპარატები.
პაციენტებს ვურჩევთ, პროცედურები ჩაიტარონ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში და პროცედურის ჩატარებამდე დარწმუნდნენ, რომ გამოყენებული პრეპარტი ლეგლურია.
ჯანმრთელობას გისურვებთ.“- წერს პლასტიკუტი წირურგი გია გვარამია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა 🍳 კვერცხი და ქოლესტერინი – კვერცხი სინამდვილეში ამცირებს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს

ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება
#post_seo_title

🍳 კვერცხი და ქოლესტერინი

წლების განმავლობაში კვერცხის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია ჭარბი ქოლესტერინის შესახებ არაერთგვაროვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ზოგიერთი დიეტური რეკომენდაცია კვერცხს ჯანმრთელობისთვის მავნედ მიიჩნევდა, თუმცა ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეალობა გაცილებით მეტად კვერცხის სასარგებლოდ იხრება.


🧠 ახალი კვლევა ამტკიცებს: კვერცხი ცუდ ქოლესტერინს არ ამაღლებს

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა მიზნად ისახავდა განესაზღვრა, როგორ გავლენას ახდენს კვერცხი ორგანიზმში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL, იგივე “ცუდი” ქოლესტერინი) დონეზე.

კვლევის ავტორის, პროფესორ ჯონათან ბაკლის თქმით, „დიდი ხნის განმავლობაში, კვერცხს უსამართლოდ ექცეოდა მოძველებული დიეტური რჩევა“, თუმცა რეალურად ის შეიცავს მაღალი ხარისხის ცილებსა და სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, თუმცა, სწორედ რომ მისი ქოლესტერინის დონე განაპირობებს, რომ ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ მის შეტანას ჯანსაღ კვებაში“.


🧪 კვლევის დეტალები და საკვები რეჟიმები

მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 61 ადამიანი, რომლებსაც ერთნაირი LDL ქოლესტერინის დონე ჰქონდათ. მონაწილეები გაყოფილი იყვნენ სამ დიეტურ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი მიჰყვებოდა განსაზღვრულ კვების რეჟიმს 5 კვირის განმავლობაში.

დიეტები გამოიყურებოდა ასე:

  1. მაღალქოლესტერინიანი, მაგრამ დაბალი ნაჯერი ცხიმით — ყოველდღე ორი კვერცხი.

  2. დაბალქოლესტერინიანი, მაგრამ ნაჯერი ცხიმებით მდიდარი — კვერცხის გარეშე.

  3. მაღალი ქოლესტერინითა და ნაჯერი ცხიმით დატვირთული — კვირაში მხოლოდ ერთი კვერცხი.


📊 რა გვიჩვენა შედეგებმა?

კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ნამდვილი რისკი იმალება ნაჯერი ცხიმებში, რომლებიც მოიძებნება ძეხვეულში, ცხიმიან რძის პროდუქტებში და გადამუშავებულ საკვებში. ხოლო კვერცხი, რომელსაც ქოლესტერინი აქვს, მაგრამ ნაჯერი ცხიმი — მინიმალური, არ იწვევს LDL-ის მატებას და შესაძლოა იყოს ჯანმრთელი დიეტის ნაწილი.

🟢 დიეტა, რომელიც მოიცავდა დღეში ორ კვერცხს და იყო დაბალი ნაჯერი ცხიმით, არ აუარესებდა არცერთი მონაწილის ქოლესტერინის დონეს.

🔴 იმ პირებმა, ვინც იღებდა ნაჯერი ცხიმით მდიდარ დიეტას (თუნდაც კვერცხის გარეშე), LDL-ის მკვეთრი მატება განიცადეს.


✅ დასკვნა: ვუფრთხილდეთ ცხიმს, არა კვერცხს

კვლევის ავტორების თქმით, საზოგადოება აქამდე მცდარად აკავშირებდა კვერცხს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, მაშინ როცა მავნე ეფექტებს ძირითადად ნაჯერი ცხიმი იწვევს. ამიტომ, რაციონში კვერცხის ჩართვა სრულიად უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ ვაკონტროლებთ სხვა ცხიმიან პროდუქტებს.

🗨️ „მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ კვერცხი არ არის მტერი. ჯანმრთელობისთვის სარისკოა ის პროდუქტები, რომლებშიც ნაჯერი ცხიმია ჭარბად — მათ შორის გადამუშავებული ხორცი და ტკბილეული“, — აღნიშნავს ბკლი.


კვლევა The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

0-დან 3 წლამდე ეს სათამაშოები ბავშვისთვის საშიშია – VIDEO

„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
#post_seo_title

ხშირად ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევაა, სრულიად უმნიშვნელო გვგონია, თუმცა, სინამდვილეში, თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ, ბავშვის უსაფრთხოებასა და თქვენს ფინანსებს ერთდროულად გონივრულად გაუფრთხილდებით.

ბავშვისთვის ყველას მუდამ მხოლოდ ყველაზე კარგი ემეტება. როგორ უნდა შეარჩიოთ სწორედ საუკეთესო ნივთები და რომელი სათამაშო არ უნდა მისცეთ 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვს.

ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე ასახელებს ნივთებს:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights