პარასკევი, მაისი 8, 2026

მეცნიერებმა ადამიანს ღორის ფილტვი პირველად გადაუნერგეს

მეცნიერებმა ადამიანს ღორის ფილტვი პირველად გადაუნერგეს

ჩინეთში მეცნიერებმა, მსოფლიოში პირველად, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ფილტვი გადაუნერგეს. სხეულმა ორგანო არ უარყო, რაც ტრანსპლანტაციისთვის ცხოველების ორგანოების პერსპექტიულობას ადასტურებს.

ტრანსგენური ღორების ფილტვები ადამიანის სხეულში აქამდე არასოდეს გადაუნერგავთ, შედეგად არ გვქონდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე პაციენტის იმუნიტეტს“, – აღნიშნეს ექიმებმა. მათ დაადასტურეს, რომ გადანერგილი ორგანო 216 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

პროექტს პროფესორი ჰე ჯიანსინი ხელმძღვანელობდა, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომლის გუნდი გენმოდიფიცირებული ღორების შექმნაზე მუშაობს.

ფილტვი 39 წლის კაცს გადაუნერგეს, რომელსაც ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირეს. ამ ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, მესამე დღეს მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტმა ღორის ქსოვილისადმი ანტისხეულები გამოიმუშავა, ამასთან, დაფიქსირდა ანთების ნიშნები და იმუნურ პასუხთან დაკავშირებული პოტენციური დაზიანებები. მეცნიერების თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ პაციენტის სრული უსაფრთხოებისთვის ღორის დნმ-ის შემდგომი სრულყოფა არის საჭირო.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 21 აგვისტოს კლინიკაში შეყვანილ პაციენტთან, ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იმ შემთხვევაში თუ მედპერსონალის წარმომადგენლების საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება იქნება ადეკვატური.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 21 აგვისტოს კლინიკაში შეყვანილ პაციენტთან, ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტის კლინიკაში განთავსების მომენტიდან, მოზარდის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ასევე პაციენტის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დედას პირველივე დღიდან 24 სთ-ის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ექიმი-რეანიმატოლოგებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის შესახებ.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მოზარდის მდგომარეობა და დაავადების ხასიათი მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით შედგა კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა დარგობრივმა ექსპერტებმა. კონსილიუმმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის გზებზე იმსჯელა და სრული შემადგენლობით ადასტურებს, რომ პროცესები კლინიკის მხრიდან სწორად არის მართული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დაავადების მართვის ყველა საშუალება კლინიკაში ხელმისაწვდომია.

„მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი – ნარკოლოგები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები“-ჯანდაცვის მინისტრი

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობის პროცესში ჩასართავად შექმნილი კომისიის წევრებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი რემისიის ეტაპზე გადასვლაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დასახული ამბიციური გეგმების მიღწევაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ აღნიშნული კომისიის ეფექტური მუშაობა შეასრულებს, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული – მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი – ნარკოლოგები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

კომისია სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო განყოფილებაში პაციენტთა მოთავსების საკითხებს განიხილავს – სტაციონარი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის კლინიკური დაწესებულება, სადაც პროცესის მართვაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი – ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, სხვა პროფილის ექიმები და სოციალური მუშაკები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწესებულებაში მკურნალობა თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და სრულად არის მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

კომისიის პირველი სხდომა დღესვე გაიმართება, სადაც მისი წევრები ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ და მუშაობის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომბოსტო ხველის და ყელის ტკივილის სამკურნალოდ – ეფექტური რეცეპტი

კომბოსტო ხველის და ყელის ტკივილის სამკურნალოდ - ეფექტური რეცეპტი

კომბოსტო ხველის და ყელის ტკივილის სამკურნალოდ:

ხველების სწრაფად გასაქრობად საჭიროა დაამზადოთ კომბოსტოს და თაფლის კომპრესები. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტოს დიდი ახალი ფოთოლი და ერთი კოვზი დამდნარი თაფლი.

კომპრესის მომზადების წესი:

  1. ჩაალბეთ კომბოსტოს ფოთოლი მდუღარე წყალში ერთი წუთის განმავლობაში დალბობამდე, შემდეგ კი ამოიღეთ და გაამშრალეთ ხელსახოცით.
  2. დაასველეთ ფოთოლის ერთი მხარე თაფლით.
  3. დაიდეთ ამ მხარით კომპრესი მკერდზე და დაიმაგრეთ წრიული სახვევით.
  4. დაიფიქსირეთ კომპრესი ზემოდან შარფით ან სქელი სამოსით.
  5. დაიტოვეთ ასეთ მდგომარეობაში კომპრესი მთელი ღამის განმავლობაში. გააგრაძელეთ კითხვა

თუ ხველება გაწუხებთ . . . თაფლი და კომბოსტო ნამდვილად უებარი საშუალებაა  ბრონქიტისა და ხველისგან თავის დასაღწევად. ძველი ხალხური მეთოდი ...

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ჯანმრთელობის თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ

ჯანმრთელობის თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ

რა ემართება ორგანიზმს თუ დღეში ორ ბანანას შეჭამთ?

ბანანი ერთდროულად სავსეა ყველაფრით:

ნუტრიენტები, ვიტამინები, ბუნებრივი შაქარი, ბოჭკოვანი და სასარგებლო სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნება.

ექიმები ამბობენ, რომ თუ სიცოცხლის ბოლომდე დღეში 2 ბანანს მიირთმევთ, ჯანმრთელობის თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ.

სხვათა შორის, აშშ-ში უკვე დიდი ხანია ცნობილია: აქ ყველაზე პოპულარული ხილია. ამერიკელები უფრო მეტ ბანანს ჭამენ, ვიდრე სხვა  ყველაზე პოპულარულ ხილს (ვაშლი და ფორთოხალი და ა.შ.) გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“COVID-19 პანდემიის წლებმა კარგად გამოაჩინა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები

COVID-19 პანდემიის წლებმა კარგად გამოაჩინა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. განსაკუთრებით გამოიკვეთა პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმების როლი ჩვენს სისტემაში და მათი მხარდაჭერის საჭიროება.

ისიც გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს და ტელემედიცინას, ასევე, პაციენტების დისტანციურ მართვას.
ტელემედიცინის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ორგანიზაციები ახორციელებენ, 150 სოფლის ექიმმა მიიღო ციფრულ აპარატურასთან თუ ტელემედიცინის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება. მათ გაიარეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მომზადებული სასწავლო პროგრამა, რომელიც დღეს უკვე უწყვეტი განვითარების პროგრამის ნაწილია და კომპეტენციების გაძლიერებას უწყობს ხელს.
დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტ ოჯახის ექიმს მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ციფრული ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გეოგრაფიული, ფინანსური თუ სხვა ბარიერების გადაჭრა უწევთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.” – ანდრია ურუშაძე, ჯანდაცვის ექსპერტი
* * *
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 60 სოფელში დაინერგა ტელემედიცინა: უახლესი ციფრული აპარატურით აღიჭურვა ამბულატორიები, ხოლო ექიმებმა არაერთი ტრენინგი გაიარეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ტელემედიცინის დანადგარის გამოყენებით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ჩივილები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გახსოვდეთ: ასაკი — ეს მხოლოდ რიცხვებია, ჯანმრთელობა კი — არჩევანი, როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმის დაბერება და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ასაკის მატების მიუხედავად

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმის დაბერება და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ასაკის მატების მიუხედავად

ასაკის მატება — ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ხშირად თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს იწვევს: მოულოდნელი თავის ტკივილები, სახსრების ტკაცუნი, დაღლილობა. ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა: „ანუ ეს უკვე სიბერეა?“ და უფრო შიშობთ: „ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება?“

პასუხი იმაზე, იცვლება თუ არა თქვენი სხეული ასაკის გამო, დამოკიდებულია კონკრეტულ კვლევებზე. თუმცა ერთი ნათელია: თუ სწორად მივხედავთ ჯანმრთელობას, დაბერება არ ნიშნავს სიჯანსაღის დაკარგვას. სრულყოფილი ცხოვრების გასაგრძელებლად საკმარისია ორი მთავარი მიდგომა:

  • ყურადღება მივაქციოთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას;

  • რეგულარულად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები.

რომელ მაჩვენებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოგეპაროთ ორგანიზმის დაბერების ნიშნები?

შესაძლებელია ასაკობრივი ცვლილებების ადრეული იდენტიფიცირება შემდეგი ბიომარკერების მეშვეობით:


1. გლუკოზის დონე სისხლში

ნორმა: 5.2 მმოლ/ლ-მდე (დაშვებულია მაქს. 5.5 მმოლ/ლ)

გლუკოზის კონტროლი გადამწყვეტია დიაბეტის პრევენციისთვის. ასაკის მატებასთან ერთად, მეტაბოლიზმი ნელდება, რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტის რისკს. რეგულარული ანალიზები დაგეხმარებათ დროულად დაინახოთ გადახრები.


2. ქოლესტერინი და ათეროგენობის კოეფიციენტი

სასურველი ათეროგენობის მაჩვენებელი: არაუმეტეს 2.3

მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინი აუცილებელია უჯრედებისთვის, მისი ზედმეტობა იწვევს ათეროსკლეროზს, გულის შეტევებსა და ინსულტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ცუდ“ და „კარგ“ ქოლესტერინს შორის ბალანსი.


3. წელის გარშემოწერილობა

რაოდენობა: ქალებისთვის 80 სმ-მდე, მამაკაცებისთვის 94 სმ-მდე

მეტაბოლური სინდრომი და შინაგანი ორგანოების ცხიმოვანი გადაზრდა დაკავშირებულია მაღალი წელის ზომასთან. ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, წნევაზე და ინსულინის მგრძნობელობაზე.


4. ფიბრინოგენი — ანთების და შედედების მაჩვენებელი

ფიბრინოგენის დონე მიგანიშნებთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე ან თრომბების წარმოქმნის რისკზე. მაღალი მაჩვენებელი ხშირია 50 წლის შემდეგ და ზრდის ისეთი დაავადებების ალბათობას, როგორიცაა ინფარქტი, თრომბოზი და სიმსივნეები.


5. პირის ღრუს სუნი

თუ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი რჩება კბილების გახეხვის შემდეგაც, ეს შესაძლოა მიუთითებდეს ჰელიკობაქტერ პილორის, ქრონიკული გასტრიტის ან ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციის დარღვევაზე. აცეტონის მსგავსი სუნი კი შეიძლება დიაბეტურ კრიზისზე მიგვანიშნებდეს.


6. შარდმჟავას დონე სისხლში

ნორმა: არაუმეტეს 270 მკმოლ/ლ

შარდმჟავა არის ცილების ცვლის საბოლოო პროდუქტი. მისი გადაჭარბება იწვევს პოდაგრას, თირკმელების პრობლემებს და ნაწლავთა ანთებებს. სისხლის ანალიზით ადვილად შესაძლებელია ამ რისკების დროული გამოვლენა.


დაბერება — გარდაუვალი, მაგრამ მართვადი პროცესია

თანამედროვე მედიცინა და ჯანმრთელობისადმი ყოველდღიური ყურადღება საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ შეანელოთ დაბერება, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. არავინ ამბობს, რომ ასაკი არ გააჩნია მნიშვნელობას, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული შემოწმებები და დაბალანსებული კვება — თქვენი მთავარი იარაღია.

გახსოვდეთ: ასაკი — ეს მხოლოდ რიცხვებია, ჯანმრთელობა კი — არჩევანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 იცოდი, რომ ტაბლეტის ფორმამ შეიძლება პირდაპირ გავლენა იქონიოს შენს ჯანმრთელობაზე?

 იცოდი, რომ ტაბლეტის ფორმამ შეიძლება პირდაპირ გავლენა იქონიოს შენს ჯანმრთელობაზე?

 იცოდი, რომ ტაბლეტის ფორმამ შეიძლება პირდაპირ გავლენა იქონიოს შენს ჯანმრთელობაზე?

  • ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
    sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

     (იხილეთ სურათი) — მარცხნივ ტაბლეტებს აქვთ ზოლი შუაში, მარჯვნივ — არა. ეს უბრალო დიზაინი არ არის. ეს არის სამეცნიერო სიგნალი შენთვის.

     რა განსხვავებაა?

     გაყოფადი ტაბლეტები (შუაში ზოლიანი) განკუთვნილია გაყოფისთვის. მათ შეუძლიათ დოზის სწორად შემცირება და ხშირად გამოიყენება, როცა პაციენტს ნახევარი დოზა სჭირდება.

     გლუვი ტაბლეტები (ზოლის გარეშე) კი დაფარულია სპეციალური დამცავი საფარით, რომელიც:
    • იცავს შენს კუჭს ძლიერი ნივთიერებებისგან
    • არ აძლევს წამალს სწრაფად დაიშალოს
    • უზრუნველყოფს, რომ მედიკამენტი სწორ ადგილზე და სწორ დროს იმოქმედებს

     არასწორი მომოყენება = საფრთხე

    თუ გაჭრ/დაღეჭავ ტაბლეტს, რომელსაც არ უნდა გაეტეხოს:
  • შეიძლება მიიღო ზედმეტად მაღალი დოზა
  •  შეიძლება დაზიანდეს კუჭის ლორწოვანი
  •  შეიძლება წამალმა ვერ იმოქმედოს ეფექტურად

     რას უნდა მიაქციო ყურადღება?
    • ტაბლეტს აქვს ზოლი? ➤ შესაძლოა გაყოფა იყოს დაშვებული
    • არ აქვს ზოლი და გლუვია? ➤ არ გაეკარო დანა! გადაყლაპე მთლიანად
    • კაფსულაა? ➤ არასოდეს გახსნა
    • გაურკვეველია? ➤ ყოველთვის ჰკითხე ფარმაცევტს ან ექიმს

    კითხვა-პასუხი

     შეიძლება თუ არა ყველა ტაბლეტის გაყოფა შუაზე?
     არა! მხოლოდ იმ ტაბლეტების, რომლებსაც მწარმოებელი ამისთვის სპეციალურად ამზადებს. სხვათა გაყოფა აკრძალულია.

     საფარიან ტაბლეტებს როგორ ვცნობ?
     მათ, როგორც წესი, არ აქვთ ზოლი და ხშირად აქვთ პრიალა ან გლუვი ზედაპირი.

     ყველა კუჭზე მოქმედი წამალი საფარიანია?
     არა, მაგრამ ბევრი, განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკები, სწორედ ასეა დაფარული.

     წყაროები:
    1. U.S. Food and Drug Administration. Don’t Split Pills Without Checking First.
    https://www.fda.gov/…/dont-split-pills-without-checking…
    2. McDevitt JT, Gurst AH, Chen Y. Accuracy of tablet splitting by elderly patients.
    JAMA. 1998;280(16):1565–8. doi:10.1001/jama.280.16.1565

     გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
     მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
     iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
     Android: https://play.google.com/store/apps/details…
     Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

    პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

    #drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniekimi @highlight Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniEkimi.ge • შენი ექიმი 
    ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 560 000 ლარის ჯარიმა წამლებზე ზედმეტი ფასის გამო — სად გადის ზღვარი ბიზნესსა და ბოროტად გამოყენებას შორის?

#post_seo_title

 560 000 ლარის ჯარიმა წამლებზე ზედმეტი ფასის გამო — სად გადის ზღვარი ბიზნესსა და ბოროტად გამოყენებას შორის?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
 რატომ ვიხდით ფარმაცევტულ ბაზარზე მეტს, ვიდრე საჭიროა?

2025 წლის აგვისტოში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დაჯარიმდა ჯამში 560 000 ლარით, რადგან მათ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დააწესეს არაგონივრული ფასები მედიკამენტებზე.

ეს არაა უბრალოდ ფინანსური სანქცია — ეს არის სიგნალი, რომ სისტემაში, რომელიც მოქალაქის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, ეკონომიკური ბოროტად გამოყენება, გაუმჭვირვალობა და კორუფციული რისკები ღრმად ფესვგადგმულია.

 გამოძიების შედეგები

გამოძიება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. გამოიკვეთა 8 კომპანია, რომლებმაც ბაზრის 40%-ზე მეტი დაიკავეს კონკრეტულ მედიკამენტებზე.

დარღვევა დადასტურდა შემდეგ 4 კომპანიაში:
• Global CBS – 249,144 ლარი
• Gea – 210,632 ლარი
• Rich Group – 77,936 ლარი
• Concept Pharma – 21,646 ლარი

დასკვნა: ფასნამატები 300%–დან 3000%–მდე მერყეობდა, რაც აშკარად აღემატებოდა გონივრულ ზღვარს.

 ბონუსები, სამკაულები და ექიმების მოტივაცია

გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ წამლების თვითღირებულებაში კომპანიები ითვალისწინებდნენ ხარჯებს, რომლებიც არ უკავშირდებოდა მედიკამენტის წარმოებას ან გაყიდვას. მაგალითად:
• ძვირადღირებული საჩუქრები, მათ შორის ოქროს სამკაულები
• კონფერენციები და სპექტაკლები ევროპაში
• კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური სერვისები
• პრემიუმ კლასის ავტომობილები
• ადმინისტრაციული ჯარიმები და გართობა

ეს ყველაფერი მიანიშნებს სავარაუდო კორუფციულ პრაქტიკებზე: ფარული ბონუსები და კიკბექები ექიმებისთვის, რომლებიც პრეპარატებს დანიშნავენ არა სამედიცინო, არამედ ფინანსური ინტერესით.

 გაუმჭვირვალე ბიზნესი

როდესაც საზოგადოებრივად ვცადეთ ამ კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება, აღმოვაჩინეთ შემაშფოთებელი სურათი:
• ზოგს არ აქვს ვებსაიტი
• ზოგს აქვს მხოლოდ Facebook
• ბევრში არ იძებნება მფლობელები, დირექტორები ან ოფისის სრული ინფორმაცია

თუ ამდენად რთულია იმის გაგება, ვინ არიან ეს კომპანიები — როგორ შეიძლება ვენდოთ მათ ჯანმრთელობის საკითხში?

 აუცილებელი რეფორმები

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელია შემდეგი ცვლილებები:
1. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს საჯარო ვებსაიტი, სადაც ჩანს: კომპანიის ისტორია, ხელმძღვანელობა, კონტაქტები, პროდუქტები
2. სოციალური ქსელები უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული და ხელმისაწვდომი
3. უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც ყველა ფარმაცევტული დისტრიბუტორი და მწარმოებელი სრულად და გამჭვირვალედ იქნება დაფიქსირებული
4. უნდა აიკრძალოს ექიმებისთვის ნებისმიერი ფორმის ბონუსი წამლის დანიშვნის სანაცვლოდ
5. ყველა წამალზე ფასის სტრუქტურა უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულირებული

 2023 და 2025 წლების შემთხვევები
• 2023: Aversi, PSP, GPC/Pharmadepo და მერმისი ჯამში დაჯარიმდნენ 53 მილიონი ლარით — ონკოლოგიური წამლების ფასზე შეთანხმებისთვის.
• 2025: ახალი კომპანიები დაჯარიმდნენ 560 000 ლარით — ფასების ხელოვნურად გაზრდისთვის.

ეს არის მტკიცებულება, რომ სისტემური პრობლემა არსად გამქრალა.

 დასკვნა

ფარმაცევტული ბიზნესი პაციენტს კი არ უნდა აზარალებდეს, უნდა ემსახურებოდეს. ექიმი არ უნდა იღებდეს პრემიას წამლის დანიშვნისთვის. მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვისგან ყიდულობს მედიკამენტს და რატომ ღირს ის ასე.

ფარმაცევტული გაუმჭვირვალობა კლავს ნდობას — და ხშირად კლავს სიცოცხლესაც.

 წყაროები
1. https://bm.ge/…/konkurentsiis-saagentom-medikamentebze…
2. https://bm.ge/…/konkurentsiis-saagentom-yvelaze-meti-jarima…
3. https://www.cbs.ge
4. https://conceptpharma.ge
5. https://gea.com.ge
6. https://www.facebook.com/Rich-Group-Georgia-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A9-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9E-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-100742631693986

 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
 მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

კონფლიქტების ინტერესების განცხადება:
სტატია ემყარება საჯარო დოკუმენტებსა და ხელმისაწვდომ მედიამონაცემებზე. ავტორს – პროფესორ გიორგი ფხაკაძეს – არ აქვს კომერციული, ფინანსური ან პროფესიული ურთიერთობა იმ კომპანიებთან, რომლებიც მოხსენიებულია ამ პუბლიკაციაში. მას არ გააჩნია ფინანსური დაინტერესება არც ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში და მისი ერთადერთი მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, გამჭვირვალობის გაზრდა და სისტემური გაუმართაობის გამოვლენა.
Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniEkimi.ge • შენი ექიმი 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 სიმსივნური წამლები შესაძლოა ალცჰაიმერის მკურნალობაში იყოს გამოსადეგი?!

 სიმსივნური წამლები შესაძლოა ალცჰაიმერის მკურნალობაში იყოს გამოსადეგი?!

 სიმსივნური წამლები შესაძლოა ალცჰაიმერის მკურნალობაში იყოს გამოსადეგი?! — AI-მ გამონახა გასაღები

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

 ძველი წამლები, ახალი მიზნები

მეცნიერება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ინოვაცია ყოველთვის ახალი ნივთიერების აღმოჩენაში არ არის — ხშირად, სწორედ ძველი მედიკამენტების ახალი დანიშნულება ცვლის მკურნალობის წესებს.
 ამჯერად, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) სრულიად მოულოდნელად სიმსივნის საწინააღმდეგო ორი პრეპარატი — ლეტროზოლი და ირინოტეკანი — ალცჰაიმერის მკურნალობის შესაძლო კანდიდატებად გამოავლინა.

 როგორ მუშაობს AI ამ პროცესში?

AI-ანალიზებმა, რომლებიც წამლის “Repurposing”-ს ეძღვნება, სინთეზურ დონეზე ასობით ათას ვარიანტს სწავლობენ:
• როგორ შეიძლება იმოქმედოს კონკრეტულ პრეპარატს ტვინის ქსოვილზე?
• იცვლება თუ არა ამ მედიკამენტების მოქმედება ასაკოვანი ტვინის უჯრედებში?
• შეუძლია თუ არა მათ შეამციროს ბეტა-ამილოიდის დაგროვება და სხვა ნეიროდეგენერაციული პროცესები?

შედეგები მართლაც შთამბეჭდავია — თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში AI-მ არჩეული ეს კომბინაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა მეხსიერებას და ამცირებდა ალცჰაიმერის ტიპურ ცვლილებებს.

 ლეტროზოლი და ირინოტეკანი — რა ვიცით ამ წამლებზე?

ლეტროზოლი — ეს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, ჰორმონის ბლოკირებით.

ირინოტეკანი — ნაწლავის სიმსივნის (კოლორექტალური კიბო) საწინააღმდეგოდ გამოიყენება და მოქმედებს უჯრედების გაყოფის პროცესზე.

 ახლა კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათი კომბინაცია ტვინშიც ფლობს სამკურნალო პოტენციალს.

 რა ეტაპზე ვართ?
• ეს ჯერ მხოლოდ წინასადაცდელ ფაზაშია, ანუ ცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებზე მიმდინარეობს.
• ადამიანები ასეთ მკურნალობას ჯერ არ იღებენ.
• საჭიროა კლინიკური ცდების დაწყება და შედეგების შეფასება მინიმუმ 5–7 წლის პერიოდში.

 მოკლედ, რას გვეუბნება ეს აღმოჩენა?

 ძველი მედიკამენტების ხელახალი გამოყენება შეიძლება გახდეს სწრაფი და შედარებით იაფი გზა ახალი თერაპიების მისაღებად.
 ხელოვნური ინტელექტი ართულებს ანალიზს, მაგრამ ამარტივებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აღმოჩენებს.
 ალცჰაიმერისა და დემენციის წინააღმდეგ ბრძოლა ხდება სულ უფრო მეტად მრავალმხრივი და პერსონალიზებული.

კითხვები და პასუხები

შეიძლება ახლა მივიღო ეს წამლები ალცჰაიმერის პრევენციისთვის?
არა. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული კვლევაა და არ არის დამტკიცებული გამოყენება ადამიანებზე.

არის თუ არა ამ მედიკამენტებს გვერდითი ეფექტები?
დიახ. ორივე პრეპარატს აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

შეიძლება თუ არა AI-პროგრამებს დავუჯეროთ მედიცინაში?
AI არ ცვლის ექიმს, მაგრამ ეხმარება მას რთული ბიოლოგიური პროცესების ანალიზში. ესაა ინსტრუმენტი, რომელიც სწორად გამოყენებისას მნიშვნელოვანია.

 გსურთ მეტი ასეთი ინფორმაცია? გამოიწერეთ და გადმოწერეთ აპლიკაცია „შენი ექიმი“

 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

წყაროები
1. Medscape. Cancer Drugs Could Treat Alzheimer’s: Drug Repurposing Win. 2025. URL: http://ms.spr.ly/6181s38OW
2. Alzforum. Irinotecan and Letrozole Identified by AI as Potential Alzheimer’s Drugs. 2025.
3. National Institute on Aging. Drug Repurposing in Alzheimer’s Disease Research. NIH. 2024.

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi
Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights