პარასკევი, მაისი 8, 2026

“ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად” – 5 წესი ანაფილაქსიური შოკის სამართავად

“ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად” - 5 წესი ანაფილაქსიური შოკის სამართავად

ექიმი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ.

„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

 ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

 1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

 2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

 3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

 4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

 5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, – წერს ექიმი ლალი ჯანაშია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აშვაგანდა — რატომ არის სახიფათო და რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში – გიორგი ფხაკაძე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს

აშვაგანდა — რატომ არის სახიფათო და რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში - გიორგი ფხაკაძე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს

აშვაგანდა — რატომ არის სახიფათო და რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში

შესავალი
„ბუნებრივი“ დანამატი ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს. აშვაგანდა (Ashwagandha) ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, თუმცა მისი რეალური რისკები ხშირად დამალულია. ბოლო წლებში სამეცნიერო კვლევებმა და რეგულატორების გადაწყვეტილებებმა ნათლად აჩვენა: ეს პროდუქტი არა მხოლოდ არ არის უვნებელი, არამედ ზოგ შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
• იშვიათი, მაგრამ მძიმე ღვიძლის დაზიანება
• ჰორმონალური დისბალანსი (ტესტოსტერონის დონის ზრდა)
• ფარისებრის ჰორმონების დარღვევა
• დაღლილობა, დაბალი წნევა, თავბრუსხვევა
• გულისრევა და დიარეა
• რისკი ორსულებში (შეიძლება გამოიწვიოს აბორტი ან ნაყოფის დაზიანება)
წამლები, რომელთაც აშვაგანდა ეწინააღმდეგება
აშვაგანდა ხშირ შემთხვევაში იწვევს საშიშ ურთიერთქმედებას მედიკამენტებთან, მათ შორის:
1. დამამშვიდებლები და ძილის წამლები (ალპრაზოლამი, ზოლპიდემი, ოპიოიდები, ბარბიტურატები)
2. დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანას ჯგუფი)
3. წნევის დამწევი პრეპარატები (რამიპრილი, ლოზარტანი, ამლოდიპინი, ატენოლოლი, დიურეტიკები)
4. ფარისებრი ჰორმონები და მკურნალობა (ლევოთიროქსინი, მეთიმაზოლი, პროპილთიურაცილი)
5. იმუნოსუპრესიული წამლები (პრედნიზოლონი, აზათიოპრინი, ტაკროლიმუსი, ბიოლოგიური პრეპარატები)
6. ღვიძლისთვის სახიფათო პრეპარატები (აცეტამინოფენი, იბუპროფენი, ნაპროქსენი, ამოქსიცილინი, ერითრომიცინი)
7. ანტიდეპრესანტები (ესციტალოპრამი, სერტრალინი, ბუპროპიონი)
8. ჰორმონზე დამოკიდებული მდგომარეობები (პროსტატის კიბო, სხვა ჰორმონული დაავადებები)
საერთაშორისო რეგულაციები
• დანია – აკრძალა აშვაგანდა საკვებ დანამატებში (2023 წლიდან).
• საფრანგეთი, ლიტვა, ნორვეგია – მკაცრი შეზღუდვები.
• იორდანია – სრულად აკრძალა როგორც საკვებ დანამატებში, ისე ფარმაცევტულ ბაზარზე.
• სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს უსაფრთხოების გადახედვა.
რეკომენდაცია
მე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, მკაფიოდ ვაცხადებ:
აშვაგანდა საქართველოში არ უნდა დაიშვას.
ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხი და არა კომერციული ინტერესების.
მეტი ინფორმაცია იხილეთ: www.supplement.ge – უსაფრთხო დანამატების პლატფორმა.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „BANNED BANNED“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა იწვევს ანაფილაქსიას, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება მკურნალობის ეტაპზე – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
#post_seo_title

 ანაფილაქსია, მიზეზები, სიმპტომები, მართვა (ძირითადი პრინციპები), რა იწვევს ანაფილაქსიას, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება მკურნალობის ეტაპზე

 რა არის ანაფილაქსია – მიზეზები, სიმპტომები და მართვის ძირითადი პრინციპები

საუბრობს “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” კლინიკური დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში “შენი დილა”:

„ანაფილაქსია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და სწრაფად განვითარებად ალერგიულ რეაქციას, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალფეროვან კლინიკურ გამოვლინებებს აერთიანებს — და შესაძლოა 40-მდე განსხვავებული სიმპტომით წარდგეს — მისი დროული ამოცნობა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

ანაფილაქსია შეიძლება აგრესიულად დაიწყოს ან მოიცვას მხოლოდ რამდენიმე ნიშანი, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი გადატანილ ალერგიულ რეაქციას აღწერს, მაგრამ სიმპტომების გადამოწმებისას ექიმი იძულებულია განიხილოს სხვა პათოლოგიებიც.

რა არის მთავარი გასაღები ანაფილაქსიის ამოსაცნობად?

სიმპტომების მრავალფეროვნების მიუხედავად, არსებობს ერთი მთავარი პრინციპი – რეაქციის სწრაფი განვითარება და სისტემური ხასიათი. ადრეული ამოცნობა და შესაბამისი მკურნალობის ინიცირება აცილებს მძიმე გართულებებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის რისკს.

სიმპტომები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს

  • ძლიერი ქავილი და კანის გაწითლება

  • შეშუპება (განსაკუთრებით სახეზე, ყელზე ან ენის მიდამოებში)

  • სუნთქვის გაძნელება

  • წნევის მკვეთრი ვარდნა

  • თავბრუსხვევა ან გულყრა

  • მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება

როდის უნდა იმოქმედოთ დაუყოვნებლივ?
თუ რომელიმე სიმპტომი უცებ და მწვავედ განვითარდა — განსაკუთრებით ალერგენის ზემოქმედების შემდეგ — მოქმედება დაუყოვნებლივ არის საჭირო. ადრენალინის ინექცია პირველადი არჩევანია, რასაც მოჰყვება სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
·         მწერების ნაკბენი;
·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
·         მტვრის ალერგია.

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
·         თავის ტკივილში;
·         გულმკერდის ტკივილში;
·         ტემპერატურის აწევაში;
·         სუსტი პულსი;
·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).


მთავარი რჩევა ექიმებისთვის:
მიუხედავად იმისა, რომ ანაფილაქსიის კლინიკური სურათი ზოგჯერ სხვა დაავადებებს გავს, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მასზე, როცა გვაქვს სწრაფად დაწყებული მრავალსისტემური რეაქცია. პრევენცია და მომზადება — ეს არის გადამწყვეტი ფაქტორები შედეგის წარმატებისთვის.

ანაფილაქსიის განვითარების დროს 2 ორგანოთა სისტემა მაინც უნდა მონაწილეობდეს. ერთის იზოლირებული მონაწილეობა არ ამბობს, რომ ანაფილაქსიასთან გვაქვს საქმე. თუ ადამიანმა რაღაც ინექცია გამოიყენა, კონკრეტული მედიკამენტი დალია, ან საეჭვო საკვები მიირთვა, მწერმა, განსაკუთრებით, ფუტკარმა, კრაზანამ, ბზიკმა უკბინა და კანის ალერგიული რეაქცია უვითარდება, მაგრამ ეს რეაქცია მხოლოდ კანის რეაქციადვე, შეშუპებად დარჩება, თუ ამის იქით სხვა სიმპტომი არ გამოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ურტიკარია და კვინკეს შეშუპება აქვს.

თუ ამ რეაქციათა კასკადს, რამდენიმე წუთში ან წამში, ხანდახან საათის შემდგომაც, დაერთვება სხვა ორგანოთა სისტემის გამოხატულება, მაგალითად, კანზე გამონაყარის პარალელურად, სუნთქვა უძნელდება, აუტანელი, ძლიერი მუცლის ტკივილი და გულისრევა აქვს, პულსის ძლიერი აჩქარება, წნევის ციფრების ქვემოთ ჩამოსვლა იწყება, ეს ნიშნავს, რომ საქმე ანაფილაქსიასთან გვაქვს. ანაფილაქსიას კანის რეაქცია და ასევე, სხვა ორგანოთა სისტემის ჩართულობა სჭირდება.

ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ბოლო სტადიაა, როდესაც ადამიანს გონება ეკარგება. კოლაფსირდება, წნევა ვარდება და ეს უკვე სტადიურობის ნაწილია. ცალსახად მოვლენას ანაფილაქსია ჰქვია და მას სხვადასხვა ხარისხი აქვს. რომ შევაჯამოთ, როდესაც ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ორი ორგანოთა სისტემის მონაწილეობა უნდა იყოს. ასევე, ნაცნობ ალერგენთან შეხებისას წნევა უნდა ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ ფუტკარზე აქვს ანაფილაქსია. თუ მას ფუტკარმა განმეორებით უკბინა და წნევას 90/ 70-ზე ატარებს, თუ წნევა 27-30 ერთეულით დაეცემა, ყოველგვარი კანის გამონაყარის გარეშეც შეიძლება, ნაცნობ ალერგენთან შეხვედრისას ვთქვათ, რომ ანაფილაქსია განვითარდა. მარტო წნევის ციფრის შემცირებაც შეიძლება, ანაფილაქსიის დიაგნოზის საფუძველი იყოს.

მაგრამ, პირველადად, როდესაც ადამიანს შეხება არ ჰქონია, მაშინ ანაფილაქსია კლასიკურად იწყება.

რა იწვევს ყველაზე ხშირად ანაფილაქსიას და ვინ არიან რისკ ჯგუფებში?

ანაფილაქსიას რაიმე გამოკვეთილი ასაკი არ გააჩნია. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. ადრეულ ასაკში საკვები და მწერის ნაკბენია წამყვანი. გვიან ასაკში ყველაზე ხშირად ნაკბენითა და მედიკამენტური ალერგიით ვითარდება.

  • მსოფლიოში ანაფილაქსიის პირველი და წამყვანი მიზეზი კვებითი ალერგია გახლავთ. დაწყებული რძით, კვერცხით, ზღვის პროდუქტებით, ხორბლით.
  • მეორე ადგილზე დგას მედიკამენტები.
  • მესამე ადგილზე მწერის ნაკბენი.
  • შემდგომ, პროდუქტი, რომელიც მცენარისგან მიიღება.

თუ პაციენტს მხოლოდ კანის რეაქცია აქვს, არ შეიძლება, ეს ანაფილაქსიად შევაფასოთ. მას რაღაც სხვა სიმპტომი უნდა დაემატოს. ან მუცელი უნდა ასტკივდეს, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება უნდა ჰქონდეს, მსტვინავი ხასიათი სუნთქვა, პულსის აჩქარება, წნევა ან ყველაფერი ერთად. შარდის შეუკავებლობა, უნებლიე დეფეკაციაც ანაფილაქსიას ახასიათებს.

არსებობს ფატალური ანაფილაქსიის შემთხვევები. ფატალური ანაფილაქსიის რისკი აქვს იმ ადამიანს, რომელსაც ბრონქული ასთმა აღენიშნებათ. თუ პაციენტს ბრონქული ასთმა აქვს და რაღაც მედიკამენტზე, საკვებზე ან ნაკბენზე ანაფილაქსია განუვითარდება, სუსტი წერტილი ბრონქია და ეს იმდენად ძლიერ ბრონქოსპაზმს გამოიწვევს, რომ შეიძლება, სიკვდილითაც კი დასრულდეს.

ასევე, ფატალური ანაფილაქსიის რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ანაფილაქსია განუვითარდებათ და თან კორონალური არტერიების დაავადება აქვთ.

ადამიანს რაც უფრო მეტი თანმხლები დაავადება აქვს, რისკი მაღალია.

მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბეტაბლოკატორებს და წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებს იღებენ.

როგორია მკურნალობის მეთოდი?

არჩევის მედიკამენტი მხოლოდ ეპინეფრინი ანუ ადრენალინია. სხვა წამალი მოქმედებას აგვიანებს.

ხშირად ადამიანები, რომლებსაც ეს რეაქცია ემართებათ, ადეკვატურად აღჭურვილნი არ არიან. როდესაც ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია დაემართება, ალერგოლოგ-იმუნოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

გულდაწყვეტით ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თვითინექტირებადი ადრენალინი არ გვაქვს. ეს არის კალმისტრები, რითაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირველი ეპიზოდის შემდეგ პაციენტები აღჭურვილნი არიან და მათ იციან, რომელი სიმპტომის შემდეგ, როგორ, რა ადგილას გამოიყენონ ადრენალინი.

ანაფილაქსიის დროს არჩევის მედიკამენტი ადრენალინია. სუნთქვის გაძნელების ან წნევის ვარდნის დროს, ადრენალი პრობლემას მომენტალურად აგვარებს. არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა.

ზოგმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ანაფილაქსია გადაიტანა. თუ კანზე გამოაყარა და ამ დროს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა, შესაძლოა, ახლა პირველად გაიგოს, რომ ანაფილაქსიაა.

შესაძლოა, თვითინექტირებადი ადრენალინის ტრანსპორტირება, მაგალითად, თურქეთიდან ჩამოტანა, თუმცა ძალიან ძვირია, 50 დოლარიდან 100 დოლარამდეა მისი ერთჯერადი ღირებულება. შპრიცის, რომელიც უნდა გადავაგდოთ.

ამიტომ, კოლეგები ხშირად საუბრობენ, მაგალითად, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში ამბობენ, რომ ადამიანებს აფთიაქში გასაყიდ ადრენალინს ურჩევენ, რომელიც 1,5-2 ლარი ღირს. ეს აუცილებლად ექიმმა უნდა ასწავლოს, როგორ ამოიღოს ადრენალინი, რამდენ მილიგრამიანი შპრიცი გვქონდეს მზად. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად გააკეთოს. კუნთში კეთდება…

არსებობს თუ არა წინასწარ სადიაგნოსტიკო ტესტი?

მედიცინაში ყოველთვის 2×2 4 არ არის. თავიდანვე იმით დავიწყე საუბარი, რომ შესაძლოა, კონკრეტული სიმპტომებს სხვა დაავადებაც იწვევდეს. ნევროლოგიურმა ფონმა შესაძლოა, ისე წაშალოს ყველაფერი, ადამიანს ემოცია ანაფილაქსიად მოეჩვენოს.

ანაფილაქსიას ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ტესტი აქვს. ამ ანალიზს შრატის ტრიპტაზა ჰქვია. ეს არის ნივთიერება, რომელიც ანაფილაქსიის დროს ჩვენს ორგანიზმში გადმოიტყორცნება რეაქციის დადგომიდან 30 წუთის განმავლობაში და არა უგვიანეს 3 საათისა. თუ ადამიანები ამ დროს ანალიზს აიღებენ ან სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის ანალიზს ჩაიტარებენ, ეს მონაცემი გამოგვადგება. სადიაგნოსტიკო ტესტს ჩვენი კლინიკა აკეთებს. სიმპტომების დასრულებიდან 24 საათში ანალიზს კიდევ ერთხელ ვიღებთ და ამით თითქმის 100%-ით დგინდება. ეს იურიდიული ძალის მქონე ანალიზია. ტრიპტაზის მომატება ანაფილაქსიას 100%-ით ადასტურებს.

დექსამეტაზონი

ანაფილაქსიის დროს პირველი მედიკამენტი ადრენალინია. დექსამეტაზონი სწრაფი მოქმედების მედიკამენტი არ არის. თუ ადამიანს ჭინჭრის ციება აქვს, მას ადრენალინით არ ვმკურნალობთ. ურტიკარიების დროს შეიძლება, ამ ტიპის მედიკამენტი ვურჩიოთ, მაგრამ არა ანაფილაქსიის დროს.

ანაფილაქსიას იშვიათად, მაგრამ მაინც ორფაზიანი მიმდინარეობა აქვს ხოლმე, როდესაც შეიძლება, ერთი რეაქციის ჩამთავრების შემდეგ, შემდეგი ფაზა მოხდეს. ამიტომ, პაციენტს ადრენალინის მეორედ გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

თუ ადრენალინი სწორად და დროულად იქნება გამოყენებული, ანაფილაქსია ძალიან მალე კუპირდება და სწორი დახმარების შემთხვევაში, პაციენტი ჰოსპიტალიზაციას საერთოდ არ საჭიროებს.

როგორია პირველადი დახმარება?

ოჯახში ყველას ადრენალინი ვერ გვექნება. შესაძლოა, პაციენტს დადასტურებული ანაფილაქსია აქვს და ექიმმა გამოუწერა, სწორად გამოყენება ასწავლა და ასეთ შემთხვევაში, სახლში აქვს. მაგრამ, თუ ხდება ისე, რომ ცხოვრებაში პირველად დაგვემართა, პირველ რიგში, შეიძლება, ანტიჰისტამინური მედიკამენტი, მაგალითად, დექსამეტაზონი მივცეთ. მაგრამ, აუცილებლად 112-ში უნდა დავრეკოთ. ან თუ შესაძლებლობაა, პაციენტი კლინიკაში ძალიან სწრაფად გადავიყვანოთ და ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ადენოიდების და ტონზილების პრობლემები ბავშვებში – რა სახის პრობლემებს იწვევს ბავშვებში დიდი ადენოიდები და ტონზილები ან ხშირი ინფექციები?

ადენოიდების და ტონზილების პრობლემები ბავშვებში - რა სახის პრობლემებს იწვევს ბავშვებში დიდი ადენოიდები და ტონზილები ან ხშირი ინფექციები?

ადენოიდების და ტონზილების პრობლემები ბავშვებში

ადენოიდები და ტონზილები სხეულის თანდაყოლილი თავდაცვის სისტემის ნაწილებია. როგორც წესი, ზომაში იზრდებიან 1-2 წლის შემდეგ. 8-9 წლის შემდეგ მათი ზომა თანდათან მცირდება. ადენოიდების და ტონზილების ინფექციები ბავშვების ექიმთან კონსულტაციის ხშირი მიზეზია. ადენოიდების და ნუშის ჯირკვლების ქირურგია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციები, რომლებიც კეთდება ბავშვებს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

რა სახის პრობლემებს იწვევს ბავშვებში დიდი ადენოიდები და ტონზილები ან ხშირი ინფექციები?

თუ ადენოიდი გარკვეულ რაოდენობაზე დიდია, ის იწვევს ჩივილებს, როგორიცაა ცხვირის შეშუპება, ღია პირით ძილი და ხვრინვა. ის ასევე არის ყურებში სითხის განვითარების მიზეზი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში სმენის დაქვეითება, რასაც მოჰყვება ყურადღების დეფიციტი, განვითარების შეფერხება და სკოლის წარმატება. გარდა ამისა, პირის მუდმივად ღიად დარჩენამ შეიძლება შეაფერხოს კბილების, სასის და ყბის განვითარება, რაც იწვევს ბავშვის სახის ფორმას, რომელსაც „ადენოიდულ სახეს“ ვუწოდებთ. ამიტომ, ადენოიდული ოპერაცია უნდა ჩატარდეს ბავშვებში, რომლებსაც გარკვეული პერიოდი აკვირდებოდნენ და რომელთა ჩივილები არ უმჯობესდება.
ნუშისებრი ჯირკვლების პრობლემები, როგორც წესი, ჩნდება ხშირი ინფექციების დროს ცხელებით და/ან ნუშისებრი ჯირკვლები უფრო დიდია ვიდრე უნდა იყოს, კისრის შეშუპება, სისუსტე და სახსრების ტკივილი. დეტალური ანამნეზითა და გამოკვლევით დგინდება ბავშვის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ნუშის ოპერაცია.

როგორ ვუმკურნალოთ ტონზილის ინფექციას?

ტონზილის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები. ტონზილექტომია რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ტონზილიტი, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე წელიწადში მინიმუმ 4-5-ჯერ, ხვრინავს, იძინებს ღია პირით ან თუნდაც ერთხელ უვითარდება აბსცესი ნუშის ირგვლივ.

ტონზილები ასევე შეიძლება იყოს ცუდი სუნის მთავარი მიზეზი. საკვების ნარჩენები ხვდება ნუშისებრი ჯირკვლების მცირე სივრცეებში, სუნავს და იქცევა კენჭებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი. ტონზილექტომია ასევე რეკომენდებულია ცუდი სუნის აღმოსაფხვრელად.

რა ასაკში შეიძლება ჩატარდეს ადენოიდების და ტონზილის ოპერაციები?

არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი ადენოიდების ქირურგიისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. თუმცა, თუ პრობლემა არ არის ძალიან სერიოზული, ჩვენ ზოგადად გვირჩევნია 2 წლამდე დაველოდოთ.

საერთოდ 3 წლის ასაკს ელოდება ტონზილის ოპერაცია. თუმცა, თუ პაციენტის ჩივილები მძიმეა, როგორიცაა ღამის სუნთქვა, ბლოკირება და კვების გაძნელება, ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს უფრო ადრეულ ასაკში.

იწვევს თუ არა ადენოიდების და ტონზილის ოპერაციები იმუნური სისტემის შესუსტებას?

ამ თემაზე ბევრმა კვლევამ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იმუნური სისტემა დასუსტებულია ოპერაციის შემდეგ.

რატომ უნდა გავიკეთოთ ოპერაცია, თუ ასაკთან ერთად ადენოიდები და ტონზილები შემცირდება?

ადენოიდი, რომელიც იწყებს ზრდას დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, იწყებს შეკუმშვას 9-10 წლამდე. ზოგიერთი ზიანი, რომელიც შეიძლება მოხდეს ბავშვს ამ პერიოდში (როგორიცაა სტომატოლოგიური პრობლემები სასის და სასის შესახებ) არის პრობლემები, რომელთა შებრუნება რთულია და საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას. გარდა ამისა, ამ პერიოდში ძალიან საზიანოა ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, თუ ბავშვს ეძინება არაჯანსაღად, უჭირს სუნთქვა და ყოველ საღამოს დაბლოკილია. ამიტომ, მიდგომა „დაელოდე, რომ შემცირდეს“ არ არის მიდგომა, რომელსაც ჩვენ გირჩევთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ დავაღწიეთ თავი ამ მტანჯველ პრობლემას თავი – ამ მეთოდებით თავიდან აიცილებთ ადენოიდებს ოპერაციის გარეშე!

როგორ დავაღწიეთ თავი ამ მტანჯველ პრობლემას თავი - ამ მეთოდებით თავიდან აიცილებთ ადენოიდებს ოპერაციის გარეშე!

ამ მეთოდებით თავიდან აიცილებთ ადენოიდებს ოპერაციის გარეშე!

ადენოიდები ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ასაკთაერთად მოცულობით მცირდება და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

ადენოიდები უხშირესად 3-7 წლის ასაკის ბავშვებთაგვხვდება, ჩვეულებრივ, სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის (14-15 წლის ასაკისთვის) კი ცხვირ-ხახაში ლიმფოიდური ქსოვილის უმნიშვნელო ნაწილიღა რჩება. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასწაული რეცეპტი – Ჩვენ ვამარცხებთ სახსრების ტკივილს

სახსრები
#post_seo_title

Ჩვენ ვამარცხებთ  სახსრების ტკივილს ამ სასწაული რეცეფტით !

იპოვნეს კარგი გზა სახსრების ტკივილის დასამარცხებლად. რეცეფტი ერთხელ წავიკითხე და მერე დავკარგე. შემდეგ კი ისევ ვიპოვნე. ჩემთვის ჩავინიშნე, რომ აღარ დავკარგო  და გირჩევთ თქვენც.

Როდესაც ეს სტატია გამაცნეს, თავიდან არ მჯეროდა მასში დაწერილი, მე გადავწყვიტე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მსგავსი ბოლო დროს  ბევრიც ჩატარდა, თუმცა ავტორი სამხედრო ექიმის სიტყვას ენდობოდა – პროფესორი, რომელმაც გვასწავლა, როგორ მოირჩინა სახსრები.  უკვე შესანიშნავ მდგომარეობაში აქვს. მათთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოხსნა შეძლო. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თრომბოზის განვითარების რისკფაქტორები და საყურადღებო ნიშნები – რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა რისკფაქტორებს

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე
#post_seo_title

ყველაფერი თრომბოზის შესახებ: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები

ანგიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა ლაზარაშვილი გადაცემაში „შუადღე” თრომბოზის განვითარების რისკფაქტორებსა და საყურადღებო ნიშნებზე საუბრობს:

„თრომბოზის განვითარების უამრავი რისკფაქტორი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეჰიდრატაცია ანუ სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა დაავადების დროს გამოვლინდეს ან უბრალოდ, ზაფხულის პერიოდში, გადახურების დროს განვითარდეს. ასევე, რისკფაქტორია უმოძრაობა, მჯდომარე ცხოვრების წესი. სწორედ ამან დაავადების გაახალგაზრდავება გამოიწვია იმიტომ, რომ ახლა ყველა კომპიუტერთანაა. ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკში მყოფი ქალბატონებში ჰორმონალური სისტემის გავლენაც მნიშვნელოვანია. ასევე, ორსულობა, რომლის დროსაც თრომბოზის განვითარების რისკი მკვეთრად იმატებს. გარდა ამისა, რისკის ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად არიან ლოგინში. ასევე, რისკფაქტორებია, ხანდაზმულობა, გენეტიკური ფაქტორები, ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც სისხლს ასქელებენ, თამბაქოს მოწევა, სიმსუქნე.

დაავადება გაახალგაზრდავდა, რადგანაც ხანგრძლივი ჯდომის დროს, თრომბოზის განვითარების რისკი იზრდება.

ონკოლოგიის, თირკმლის უკმარისობის დროს ასევე თრომბოზის განვითარების რისკი იმატებს. ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტებშიც ასევე მაღალი რისკია.

სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის. მათ მიღებას კონტროლი სჭირდება. ასევე, რაც უფრო ნაკლებია სითხე ორგანიზმში, სისხლის სიბლანტე უფრო იზრდება. რისკიც უფრო მაღალია. წყალი უნივერსალური გამათხელებელია”.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია – რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია - რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია.

მას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ზოგჯერ მარტივი და სწრაფად გასავლელი, მაგრამ ხშირად სიცოცხლისთვის კრიტიკული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მკაფიო ცოდნა: რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად.
გონების დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის ძირითადი მიზეზები:
გულის გაჩერება (Cardiac Arrest) – გულის ელექტრული აქტივობის მოშლის გამო სისხლის ცირკულაცია სრულად ჩერდება.
ეპილეფსიური კრუნჩხვები – ტვინის ნერვული უჯრედების ჰიპერაქტივობა, რომელიც იწვევს გენერალიზებულ კრუნჩხვებსა და დროებით გონების კარგვას.
ჰიპოგლიკემია – გლუკოზის მკვეთრი დაცემა სისხლში, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე – წნევის ვარდნის ან ვაგუსის ნერვის გადაჭარბებული აქტივაციის შედეგად ტვინის დროებითი ჰიპოპერფუზია.
ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული) – ტვინში სისხლის მიწოდების უეცარი შეწყვეტა ან სისხლჩაქცევა.
ფილტვის თრომბოემბოლია – სისხლის შედედილი ნაწილაკის მოხვედრა ფილტვის არტერიაში, რაც იწვევს მწვავე სუნთქვით და ჰემოდინამიკურ უკმარისობას.
არითმიები და სხვა გულის დაავადებები – მწვავე ტაქიარითმიები ან ბრადიარითმიები, გულის სტრუქტურული პათოლოგიები.
სხვა იშვიათი მიზეზები: მეტაბოლური დარღვევები, მძიმე ინფექციები (სეფსისი, მენინგიტი), ტვინის სიმსივნეები, ინტოქსიკაციები, ტრავმები.
გულის გაჩერება (Cardiac Arrest)
ნიშნები:
გონება დაკარგული.
სუნთქვა არ არის ან მხოლოდ აგონალური, ხიხინისმაგვარი მოძრაობები.
პულსი კისერზე (საძილე არტერიაზე) არ ისინჯება.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური.
ზოგჯერ პირველ წამებში შეიძლება კრუნჩხვასავით შეკრთომა ჰქონდეს.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დაიწყე CPR (100–120 შეკუმშვა/წთ, 5–6 სმ სიღრმით).
გამოიყენე AED/დეფიბრილატორი პირველივე წუთებში, თუ კი ხელმისაწვდომი იქნება, სამწუხაროდ როგორც წესი არაა ხელმისაწვდომი სასწრაფოს მოსვლამდე.
სასწრაფოდ დარეკე 112.
უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ გულის უეცარი გაჩერებაა, ხშირ შემთხვევაში ვენტრიკულური ფიბრილაცია. პრობლემა ისაა, რომ:
თუ პირველი წუთის განმავლობაში არ იწყება გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია, გადარჩენის შანსი მკვეთრად იკლებს.
ყოველ გასულ წუთში გადარჩენის შანსი მცირდება დაახლოებით 7–10%-ით.
3–5 წუთში ტვინი იწყებს შეუქცევადი დაზიანების პროცესს.
ამიტომ, თუ ადგილზე AED (დეფიბრილატორი) არ არის და მასაჟი დაუყოვნებლივ არ დაიწყო, შედეგი ფატალური ხდება.
გარკვეულ ადგილებში აუცილებელია AED-ის ხელმისაწვდომობა რომ გამოყენების საშუალება იყოს სასწრაფოს მისვლამდე, რადგან ერთადერთი რეალური გზა სიცოცხლის გადარჩენის არის დაუყოვნებლივი დეფიბრილაცია + უწყვეტი CPR.
ეპილეფსიური კრუნჩხვა
ნიშნები:
მკვეთრი დასაწყისი – სხეულის დაჭიმვა და რიტმული კრუნჩხვები.
ენის გვერდის ნაკბენი, ქაფი პირში, ციანოზი.
გრძელდება 1–3 წუთი.
შემდგომი პერიოდი („პოსტიქტალური ფაზა“) – ღრმა ძილი ან დაბნეულობა.
დახმარება:
მოაშორე მყარი საგნები, დაიცავი თავი და კისერი.
არ ჩაუდო არაფერი პირში, არ შეეცადო ძალით შეკავებას.
თუ კრუნჩხვა >5 წუთია ან მეორდება – სასწრაფო.
დასრულების შემდეგ გადააბრუნე გვერდზე და აკონტროლე სუნთქვა.
ჰიპოგლიკემია
ნიშნები:
ცივი ოფლი, კანკალი, სისუსტე, გაღიზიანება, ტაქიკარდია.
შესაძლოა ჰქონდეს ინსულინის პენ/პომპა ან გლუკომეტრი.
მძიმე შემთხვევაში – გონების დაკარგვა, მაგრამ სუნთქვა შენარჩუნებულია.
დახმარება:
თუ გონზეა და ყლაპავს მიეცი გლუკოზა/ტკბილი სითხე.
თუ უგონოა – არაფერი პირში; საჭიროებს IV გლუკოზას ან გლუკაგონს.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე
ნიშნები:
წინასწარი სიმპტომები: თავბრუსხვევა, გათეთრება, გულისრევა, ყურებში წუილი.
ხშირად ხდება ცხელ, ხალხმრავალ სივრცეში ან ხანგრძლივი დგომისას.
შეიძლება ჰქონდეს მოკლე კანკალი, მაგრამ სწრაფად აღდგება დაწოლის შემდეგ.
ხანგრძლივი დაბნეულობა არ ახასიათებს.
დახმარება:
დააწვინე, ფეხები ოდნავ ააწევინე.
მიეცი სუფთა ჰაერი, წყალი.
ინსულტი
ნიშნები (FAST):
Face: სახის ასიმეტრია.
Arm: ერთ მხარეს სისუსტე ან დაცემა.
Speech: მეტყველების დარღვევა.
Time: ყოველი წუთი ფასობს.
ხშირად გონება შენარჩუნებულია, მაგრამ რჩება ფოკალური დეფიციტი. ზოგჯერ იწყება კრუნჩხვით.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დარეკე 112 – ინსულტის მკურნალობა დამოკიდებულია დროზე.
ფილტვის თრომბოემბოლია
ნიშნები:
უეცარი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია.
მკერდის ტკივილი, შფოთვა.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური, ტუჩები ლურჯი.
რისკ-ფაქტორები: ქვედა კიდურის თრომბოზი, ოპერაცია, ხანგრძლივი უმოძრაობა.
დახმარება:
დასვი ნახევრადმჯდომარე პოზაში.
სასწრაფოდ 112.
თუ გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყდა – დაუყოვნებლივ CPR.
შედეგი საკმაოდ დამოკიდებულია თრომბის ზომაზე, მის მდებარეობასა და დროულ სამედიცინო დახმარებაზე.
თუ თრომბი ბლოკავს მთავარ ფილტვის არტერიას, ვითარება ფატალურია სწრაფად, განსაკუთრებით თუ შეიქმნება შოკი ან გულის უკმარისობა.
მთავარი დასამახსოვრებელი წესები
არ სუნთქავს / არ აქვს პულსი → გულის გაჩერება → დაუყოვნებლივი CPR + დეფიბრილაცია.
რიტმული კრუნჩხვები + პოსტიქტალური ფაზა → ეპილეფსია.
ცივი ოფლი + დიაბეტის ისტორია → ჰიპოგლიკემია.
წინასწარი თავბრუსხვევა + სწრაფი აღდგენა → სინკოპე.
ერთმხრივი სისუსტე/მეტყველების დარღვევა → ინსულტი.
უცაბედი ქოშინი + ლურჯი ტუჩები → ფილტვის თრომბი.
ანუ გონების დაკარგვა შეიძლება იყოს უმნიშვნელო, მაგრამ შესაძლოა ნიშნავდეს სიცოცხლისთვის კრიტიკულ მოვლენას. განსაკუთრებით გულის გაჩერების დროს პირველი წუთებია გადამწყვეტი – თუ გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია არ დაიწყება მყისიერად, გადარჩენის შანსი ყოველ წუთში 10%-ით მცირდება.
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება არის სწრაფი რეაგირება და სასწრაფოს გამოძახება.
რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციებში
არ შეანჯღრიოთ ძალით უგონო ადამიანი – ეს არ აღადგენს გონებას და შეიძლება ტრავმაც მიაყენოს.
არ ჩაუდოთ რაიმე პირში კრუნჩხვის დროს (სპატულა, კოვზი, თითები) – შეიძლება სერიოზული დაზიანება ან დახრჩობა გამოიწვიოს და თქვენც დაზიანდეთ.
უგონო ადამიანს არ მისცეთ წყალი ან საკვები – შეიძლება სასუნთქ გზებში ჩასვლით დაახრჩოს.
არ დახარჯოთ დრო პულსის დიდხანს ძებნაში – თუ ადამიანი არ სუნთქავს ან მხოლოდ ხიხინივით სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულმკერდის კომპრესია.
არ ეცადოთ მარტო „მოაცილოთ“ კრუნჩხვა – მთავარი არის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სუნთქვის კონტროლი.
არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება იმ იმედით, რომ „გაივლის“. ყოველი წუთი გადამწყვეტია.“ – წერს თორნიკე ნონიაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა – კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბენეფიციარებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ მკურნალობის შესაძლებლობა და სახელმწიფო მსგავს მანკიერ პრაქტიკას არ დაუშვებს.

„ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ აქ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობას. ასევე, აღარ ვისაუბრებ ცალკეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში. მაგალითად, არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლების არსებობა – ანუ პროგრამაში ჩართული იყო ისიც, ვისაც კი არ სჭირდება, არამედ შესაძლოა, ხანდახან, სურვილი ჰქონდეს ნარკოტიკის მოხმარების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ დაავადებასთან დაკავშირებული რვა ახალი გენი გამოავლინეს

shizophrenia-1024x684

შიზოფრენიის შესახებ ყველაზე მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ, რომელიც კარდიფის უნივერსიტეტის ნეიროფსიქიატრიული გენეტიკისა და გენომიკის ცენტრის მიერ ჩატარდა, ამ დაავადებასთან დაკავშირებული რვა ახალი გენი გამოავლინა.

ეს აღმოჩენა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ შიზოფრენიის ბიოლოგიური საფუძვლები, რაც მომავალში ამ პათოლოგიის სამკურნალოდ უფრო ეფექტური მეთოდების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

კვლევის დეტალები:

მეცნიერებმა შიზოფრენიით დაავადებული თითქმის 29,000 ადამიანის, 103,000-ზე მეტი საკონტროლო ჯგუფის წევრისა და 3,400-ზე მეტი ოჯახის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ იშვიათ და დამაზიანებელ მუტაციებზე, რომლებიც უმეტესად შიზოფრენიის მქონე პირებში აღმოჩენილ ცილების მაკოდირებელ გენებშია.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა გამოავლინეს რვა ახალი გენი, რომელთაგან ორს (STAG1 და ZNF136) შიზოფრენიასთან ძლიერი გენეტიკური კავშირი აქვს, ხოლო დანარჩენ ექვსს (SLC6A1, KLC1, PCLO, ZMYND11, BSCL2, and CGREF) –  შედარებით ზომიერი.

მნიშვნელოვანია, რომ SLC6A1 და KLC1 შიზოფრენიის რისკ-გენებია, რომლებიც  მუტაციების საფუძველზე იქნა იდენტიფიცირებული. ეს გენეტიკური ცვლილება ცილის სტრუქტურას გარდაქმნის, რამაც დაავადების აქამდე უცნობი მექანიზმები გამოავლინა.

რას ცვლის ეს კვლევა?

შიზოფრენია რთული ფსიქიკური აშლილობაა, რომლის მკურნალობაც, კოგნიტური და ქცევითი სიმპტომების გამო, ხშირად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ დაავადების გენეტიკური საფუძვლების გაგება რთულია, რადგან ის პოლიგენურია. ეს კი ნიშნავს, რომ მისი რისკი ათასობით გენეტიკური ვარიანტის კომბინაციით იქმნება.

კვლევამ გამოავლინა კონკრეტული გენები, რომლებიც ტვინის ფუნქციებზე, კერძოდ, დნმ-ის ორგანიზაციასა და GABA-ნეიროტრანსმისიაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს აღმოჩენა გვეხმარება გავიგოთ, როგორ არღვევს გენეტიკური ცვლილებები ნეირონებს შორის კომუნიკაციას.

კვლევის თანახმად ამ გენებს საერთო გენეტიკური კავშირები აქვთ სხვა ნეიროგანვითარებით აშლილობებთან (აუტიზმსა და ეპილეფსიასთან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დაავადებებს საერთო ბიოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად.

ეს აღმოჩენები შიზოფრენიის მკურნალობაში პერსონალიზებულ მიდგომებს უზრუნველყოფს. გენეტიკური ფაქტორების გამოვლენა საშუალებას იძლევა, შეიქმნას მიზანმიმართული თერაპია და დაიწყოს ადრეული გენეტიკური სკრინინგი.

იშვიათი და გავრცელებული გენეტიკური ვარიანტების კავშირი მიგვანიშნებს, რომ ეს გენები მნიშვნელოვანია ფართო მოსახლეობისთვისაც, რაც შიზოფრენიის რთული ბუნების უკეთ გაგებაში გვეხმარება.

წყარო: nature communications

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights