პარასკევი, მაისი 8, 2026

„კერძო ჩანაცვლებითი სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ნარკოტიკების ლეგალურ უზრუნველყოფაზე, გვიწევს ამ მიდგომის შეცვლა და ბენეფიციარის გამოჯანმრთელებაზე ორიენტირება“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.

სარჯველაძემ კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ რეფორმის დაწყება მართებული იყო.

„აბსოლუტურად მართებულად დაიგეგმა მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის განახლებას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ნაკლოვანებებზე, რომლებიც ცალსახად გამოვლინდა რეფორმის პროცესში. მოგეხსენებათ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დასრულდა პირველი ეტაპი რეფორმისა, რომელიც გულისხმობს კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის გაუქმებას და ამ სერვისის მიწოდების გაგრძელებას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს ის მანკიერებები, რომლებიც კერძო ჩანაცვლებითი სისტემის თანმხლები იყო. მაგალითად, გამოვლინდა პრაქტიკა ერთისა და იმავე პირის მიერ ერთდროულად სხვადასხვა კერძო ჩანაცვლებით პუნქტებში სერვისის მიღების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ კონტროლის მიღმა რჩება ბენეფიციარი.

ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იქნა ასობით ადამიანი, რომლებმაც პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა პირმა გადმოინაცვლა სახელმწიფო ჩანაცვლებით თერაპიის სისტემაში, მოითხოვა მისთვის მანამდე განსაზღვრული დოზის სამჯერ შემცირება. კერძოდ, 24 მილიგრამიდან, რაც იყო მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დოზა, თანახმობა განაცხადა მხოლოდ რვა მილიგრამის მოხმარებაზე. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად შეუძლია, თავად მოუძებნოს ახსნა, რას შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი მანკიერებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არის მცდელობები ნარკოტიკული საშუალების გარეთ გატანის, რაზეც სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება აქვს.

„არის ნარკოტიკული საშუალების გატანის მცდელობები. სისტემა მზად არის, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ამ გარემოებების გამოვლენა ხორციელდება და ჩვენ ვიქნებით მოწოდებული საიმისოდ, რომ არცერთი ასეთი ინციდენტი არ დაფიქსირდეს. ასეთი მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი. ამას სახელმწიფოს ვერცერთი დაწესებულება ვერ შეეგუება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რეფორმის მომდევნო ფაზებიც აქტიურად მიმდინარეობს, რათა რაც შეიძლება შედეგზე ორიენტირებული იყოს ჩანაცვლებითი თერაპია.

„მანამდე არსებული პრაქტიკით, კერძო ჩანაცვლებითი სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ნარკოტიკების ლეგალურ უზრუნველყოფაზე. მოგვიწევს ამ მიდგომის აბსოლუტურად შეცვლა და ორიენტირება იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს გამოჯანმრთელების ეფექტი. ეს ნიშნავს ხანგრძლივი რემისიის შემთხვევების გახშირებას, ამ გამოსავალზე მეტად ორიენტირებას. სამწუხაროდ, მიდგომა იყო, როდესაც დოზები იზრდებოდა კონკრეტული ბენეფიციარების შემთხვევაში, ზოგად რიცხვებშიც ასე იყო. კარგი გამოსავლით დასრულებული მკურნალობის შემთხვევები კრიტიკულად მცირე იყო ან ზოგან საერთოდ არ არსებობდა. ამ მიდგომასაც შევცვლით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები, ცალკეული ბიზნეს სუბიექტების, ზოგიერთი ასოციაციის მხრიდან“-მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებაზე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“, -აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი პაციენტთა უფლებების დაცვაა.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები, ცალკეული ბიზნეს სუბიექტების, ზოგიერთი ასოციაციის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით, გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ა.შ. ისინი არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას მიმართავენ.

ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი გახდა.

ჩემი მოლოდინიც ასეთია, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამგვარმა კვლევამ. გახსოვთ , ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს უკავშირდებოდა და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა, ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც,მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს, ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს.ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან“, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ – მიხეილ სარჯველაძე

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს წილად ხვდა პატივი, 2027 წელს უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს.

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღიარება ადასტურებს არა მხოლოდ ფლებოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში, არამედ – საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელიც რომში, ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძემ, სამიტზე მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრს სკილაჩისა და მსოფლიო ფლეგოლოგთა კავშირის პრეზიდენტს, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორს სერჯო ჯანეზინის.

„თბილისი – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რომ კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით.

საქართველო მზად არის უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს – ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. მზად ვართ, რომ მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ – მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ექსპერტები სამედიცინო დარგში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“-მიხეილ სარჯველაძე

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი რომში, ვენურ-ლიმფურ გლობალურ სამიტში მონაწილეობს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინსიტროს ინფორმაციით, სამიტში 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ჯიბიდან გადახდების შემცირებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე. ისაუბრა მედიკამენტებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმზე. ხაზი გაუსვა კარდიოლოგიური სერვისების გასაძლიერებლად განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებსაც.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია. ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროტოკოლების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და პროცესის ციფრული ინსტრუმენტებითა და უწყვეტი ტრენინგებით მხარდაჭერა.

აღნიშნული ძალისხმევა ცხადყოფს ჩვენს მიზანდასახულობას არ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის, არამედ თანასწორობის, ინოვაციების და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის მიმართ. თუმცა, კარგად გვესმის, რომ გაიდლაინები მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც მათ საფუძველს უმყარებს ნდობა, შესაძლებლობები და თანამშრომლობა. ეს სამიტი ამ მიზნის მისაღწევ უმნიშვნელოვანეს სივრცეს წარმოადგენს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: იტალიის ჯანდაცვის მინისტრი ორაციო სკილაჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი კარლო ნორდიო, სენატორი ინიაციო ძულო, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი. ასევე, პროფესორები სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამიტში, ასევე, მონაწილეობენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები და სხვა.

5 რჩევა შფოთვის დროს ემოციური კვების სამართავად

შფოთვა, უძილობა ან მეხსირების პრობლემები
#post_seo_title

5 რჩევა შფოთვის დროს ემოციური კვების სამართავად

ექიმი-ნუტრიციოლოგი ნანა გაგუა გვთავაზობს 5 პრაქტიკულ გზას, რომელიც დაგვეხმარება ემოციური კვების მართვაში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ნებისყოფის სისუსტე, არამედ კომპლექსური რეაქცია. სტრესის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს კორტიზოლს, რაც ზრდის მადას, ხოლო საკვები დროებით აუმჯობესებს განწყობას. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ემოციური კვება არ აგვარებს პრობლემას და ხშირად დანაშაულის გრძნობას იწვევს, რაც ისევ ზრდის შფოთვას და ქმნის მანკიერ წრეს.
გთავაზობთ 5 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვით გამოწვეული კვებითი ეპიზოდების მართვაში.
1. განასხვავეთ ფიზიკური და ემოციური შიმშილი ეს არის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი. სანამ ჭამას დაიწყებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად მშია?“
• ფიზიკური შიმშილი: თანდათანობით იწყება, იგრძნობა კუჭში (სიცარიელე, დისკომფორტი) და ნებისმიერი საკვებით კმაყოფილდება.
• ემოციური შიმშილი: უეცრად იწყება, ხშირად კონკრეტული „კომფორტული“ საკვების (მაგალითად, შოკოლადის ან ცომეულის) მძაფრი სურვილით და არ ქრება დანაყრების შემდეგაც კი.
2. ამოიცანით ტრიგერი და დაარქვით სახელი ემოციას შეეცადეთ დააფიქსიროთ, რა უძღოდა წინ ჭამის სურვილს. ეს იყო სტრესული საუბარი? დაღლილობა? მოწყენილობა? შფოთვა მომავალზე? როდესაც მიზეზს იპოვით, დაარქვით ემოციას სახელი: „ახლა მე ვშფოთავ სამსახურის გამო“ ან „თავს მარტოსულად ვგრძნობ“.
ემოციის გაცნობიერება გეხმარებათ იმის გაგებაში, რომ თქვენი მოთხოვნილება ემოციურია და არა ფიზიკური.
3. გამოიყენეთ „პაუზის ღილაკი“ (15 წუთის წესი) როდესაც ჭამის დაუოკებელი სურვილი გიჩნდებათ, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად.
უთხარით საკუთარ თავს: „მე შემიძლია ეს ვჭამო, მაგრამ 15 წუთში“. ეს პაუზა არღვევს ავტომატურ რეაქციას „შფოთვა – ჭამა“. ხშირად, ემოციური ტალღა ამ დროში გადაივლის და იმპულსი შესუსტდება.
4. შეადგინეთ „ალტერნატიული ქცევების“ სია წინასწარ მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ჭამის ნაცვლად, როდესაც შფოთვა მოგეძალებათ. ეს სია ხელმისაწვდომ ადგილას გქონდეთ. მაგალითები:
• 10 წუთით სუფთა ჰაერზე ჩქარი ნაბიჯით სიარული.
• მეგობართან დარეკვა.
• დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა.
• თბილი აბაზანის მიღება.
• თქვენი ფიქრების დღიურში ჩაწერა.
5. მართეთ შფოთვა სუნთქვითი ვარჯიშებით შფოთვის მომენტალურად შესამცირებლად ეფექტურია ღრმა სუნთქვა. სცადეთ მარტივი ტექნიკა:
ნელა ჩაისუნთქეთ 4 თვლაზე, შეიკავეთ სუნთქვა 4 თვლაზე და ნელა ამოისუნთქეთ 6 თვლაზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გეხმარებათ კონტროლის დაბრუნებაში.
თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად“-ირაკლი კობახიძე

კობახიძე
#post_seo_title

ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ასევე, ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ ამის ერთგვარი დასტურია – პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია, ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელს შეიწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას“, – განაცხადა პრემიერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ფიზიკური და ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ არის შემცირებული“-ირაკლი კობახიძე

კობახიძდე
#post_seo_title

ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას – ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავებაც განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატები აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეიტანა

„ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა“
#post_seo_title

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დიაბეტის სამკურნალო GLP-1 კლასის პრეპარატები, ასევ, კისტური ფიბროზისა და კიბოს სამკურნალო საშუალებები, თავის აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეიტანა, რაც ამ ძვირადღირებულ წამლებზე გლობალური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სიაში, რომელიც ახლა ზრდასრულებისთვის 523, ხოლო ბავშვებისთვის 374 მედიკამენტს მოიცავს, შეტანილია ის მედიკამენტები, რომლებიც, ჯანმო-ს თანახმად, ყველა ფუნქციურ ჯანდაცვის სისტემაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წარსულში, ამ სიაში მედიკამენტების შეტანამ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი, როგორც ეს 2000-იანი წლების დასაწყისში აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში მოხდა.

„იმის ნაცვლად, რომ ფასი ერთადერთ ფაქტორად დავტოვოთ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მათი აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანა ხელმისაწვდომობის კატალიზატორი შეიძლება გახდეს,“ – განაცხადა ჯანმო-ს სიის ზედამხედველი სამდივნოს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლორენცო მოჰამ.

ჯანმო-ს პანელმა Ozempic-ისა და Mounjaro-ს აქტიური ნივთიერებები ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ სიაში შეიტანა იმ შემთხვევებში, როდესაც მას თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმლის ქრონიკული დაავადება ან სიმსუქნე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დიაბეტისთვის შეიქმნა, მათ უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს, როგორც წონის კლების საშუალებებმა სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით. თუმცა, ჯანმო-ს ისინი სიაში მხოლოდ სიმსუქნის სამკურნალოდ არ შეუტანია, როგორც ეს 2023 წელსაც გააკეთა. ჯანმო-ს კომიტეტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათელ მითითებას იძლევა, თუ რომელი პაციენტებისთვის არის ეს მკურნალობა ყველაზე სასარგებლო.

„ისეთი პრეპარატების მაღალი ფასი, როგორიცაა სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი, მათზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს,“ – აცხადებენ ჯანმო-ში და დასძენენ, რომ ჯენერიკების მწარმოებლებისთვის ასლების შექმნის წახალისება დაგვეხმარება, მით უმეტეს, რომ პატენტებს ვადა მომავალი წლიდან ეწურება.

Novo Nordisk-ის (Ozempic) წარმომადგენლის თქმით, კომპანია თავის პრეპარატებზე ფართო ხელმისაწვდომობის ერთგული რჩება. ამასობაში, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ჯენერიკული ვერსიების შემუშავება.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებული, ხოლო მილიარდზე მეტს სიმსუქნე აღენიშნებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანმო-მ შიდა დოკუმენტში ჩაწერა, რომ ამ პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციას სიმსუქნის სამკურნალოდაც გასცემდა, თუმცა ეს აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შეტანისგან განსხვავებული ნაბიჯია.

სიაში ასევე შევიდა Vertex Pharmaceuticals-ის კომბინირებული თერაპია კისტური ფიბროზისთვის (Trikafta/Kaftrio), რომელიც წლების განმავლობაში, მაღალი ფასისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო. ასევე, დაემატა იმუნოთერაპიული პრეპარატი Keytruda საშვილოსნოს ყელის, კოლორექტალური და ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს გავრცელებული ან მეტასტაზური ფორმების სამკურნალოდ. ამასთან, წარმოდგენილია ამ პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიები.

დაბოლოს, ჯანმო-მ სიაში შეიტანა სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგები ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის სამკურნალოდ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძე: “პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანერგა საქართველოში უსაფრთხო დანამატების ევროპული სტანდარტები!”

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანერგა საქართველოში უსაფრთხო დანამატების ევროპული სტანდარტები!

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასურსათო დანამატების ბაზარი, თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დგებოდა გაურკვეველი წარმოშობისა და არასანდო პროდუქტის წინაშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი — ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს მიბმა ევროკავშირის სტანდარტებთან.

ახალი რეგულაციები

📑 დადგენილება №360 (2022 წლის 12 ივლისი)
2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს:
• ბაზარზე განთავსებამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) პროდუქტის რეგისტრაციის ვალდებულებას;
• დასაშვები ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალს მხოლოდ განსაზღვრულ ფორმებში;
• ეტიკეტირების მკაფიო წესებს: დოზირების, გაფრთხილებებისა და მომხმარებლისთვის გასაგები ინფორმაციის ასახვას;
• რეკლამის შეზღუდვებს — აკრძალულია მინიშნებები დაავადებების მკურნალობაზე ან პრევენციაზე.

📑 დადგენილება №227 (2024 წლის 11 ივლისი)
2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა მეორე მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც აწესებს სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადების ჩამონათვალს.

ეს ცვლილება ნიშნავს, რომ:

• კომპანიებს აღარ ექნებათ უფლება, თავისუფლად გამოიყენონ სლოგანები, როგორიცაა – „ამცირებს დაავადების რისკს“ ან „აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას“;
• დასაშვები იქნება მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც ოფიციალურად დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ;
• უკვე ბაზარზე არსებული პროდუქტები გაიყიდება მხოლოდ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

სტრატეგიული მნიშვნელობა

ეს რეგულაციები ქმნის ახალ სისტემას, სადაც:

• მომხმარებელი დაცულია არასანდო დანამატებისგან;
• ბიზნესს აქვს მკაფიო წესები და ვალდებულებები;
• საქართველო ჰარმონიზდება ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ზრდის ქვეყნის სანდოობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივამ ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო უკვე დააყენა ევროპულ რელსებზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში უსაფრთხო საკვების პოლიტიკა უახლოვდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას.

დამატებითი მხარდაჭერა – PHIG/SSG

სახელმწიფო რეგულაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)“ და მისი პროგრამა „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG).
• ამოწმებენ დოკუმენტაციის ნამდვილობას (GMP, CoA, ISO);
• აკონტროლებენ რეკლამის სისწორეს;
• აწვდიან საზოგადოებას სანდო ინფორმაციას, რომელი დანამატია რეალურად უსაფრთხო და რეკომენდებული.

დასკვნა:

საქართველოს მთავრობამ გადადგა რეალური ნაბიჯი, რათა მოსახლეობა დაცული იყოს არასანდო და პოტენციურად სახიფათო დანამატებისგან. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროკავშირის პარტნიორების თვალშიც აძლიერებს საქართველოს ნდობას.

✍️ პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მოითხოვს სასურსათო დანამატების მკაცრ რეგულირებას. მისი ინიციატივა „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმით დაეხმაროს სახელმწიფოს.

ეს პლატფორმა დღეს უკვე პრაქტიკულად ეხმარება მოსახლეობას — გაიგოს, რომელი დანამატია რეალურად სანდო და ამით ავსებს მთავრობის მიერ დაწყებულ სტრატეგიულ პოლიტიკას. კითხვის გაგრძელება…

ირაკლი კობახიძემ დანერგა საქართველოში უსაფრთხო დანამატების ევროპული სტანდარტები! – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ირაკლი კობახიძემ დანერგა საქართველოში უსაფრთხო დანამატების ევროპული სტანდარტები! - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანერგა საქართველოში უსაფრთხო დანამატების ევროპული სტანდარტები!

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასურსათო დანამატების ბაზარი, თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დგებოდა გაურკვეველი წარმოშობისა და არასანდო პროდუქტის წინაშე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი — ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოს მიბმა ევროკავშირის სტანდარტებთან.
ახალი რეგულაციები
დადგენილება №360 (2022 წლის 12 ივლისი)
2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს:
• ბაზარზე განთავსებამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) პროდუქტის რეგისტრაციის ვალდებულებას;
• დასაშვები ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალს მხოლოდ განსაზღვრულ ფორმებში;
• ეტიკეტირების მკაფიო წესებს: დოზირების, გაფრთხილებებისა და მომხმარებლისთვის გასაგები ინფორმაციის ასახვას;
• რეკლამის შეზღუდვებს — აკრძალულია მინიშნებები დაავადებების მკურნალობაზე ან პრევენციაზე.
დადგენილება №227 (2024 წლის 11 ივლისი)
2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა მეორე მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც აწესებს სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადების ჩამონათვალს.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ:
• კომპანიებს აღარ ექნებათ უფლება, თავისუფლად გამოიყენონ სლოგანები, როგორიცაა – „ამცირებს დაავადების რისკს“ ან „აუმჯობესებს ბავშვის განვითარებას“;
• დასაშვები იქნება მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც ოფიციალურად დამტკიცებულია სახელმწიფოს მიერ;
• უკვე ბაზარზე არსებული პროდუქტები გაიყიდება მხოლოდ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
სტრატეგიული მნიშვნელობა
ეს რეგულაციები ქმნის ახალ სისტემას, სადაც:
• მომხმარებელი დაცულია არასანდო დანამატებისგან;
• ბიზნესს აქვს მკაფიო წესები და ვალდებულებები;
• საქართველო ჰარმონიზდება ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ზრდის ქვეყნის სანდოობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივამ ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო უკვე დააყენა ევროპულ რელსებზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში უსაფრთხო საკვების პოლიტიკა უახლოვდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას.
დამატებითი მხარდაჭერა – PHIG/SSG
სახელმწიფო რეგულაციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)“ და მისი პროგრამა „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG).
• ამოწმებენ დოკუმენტაციის ნამდვილობას (GMP, CoA, ISO);
• აკონტროლებენ რეკლამის სისწორეს;
• აწვდიან საზოგადოებას სანდო ინფორმაციას, რომელი დანამატია რეალურად უსაფრთხო და რეკომენდებული.
დასკვნა:
საქართველოს მთავრობამ გადადგა რეალური ნაბიჯი, რათა მოსახლეობა დაცული იყოს არასანდო და პოტენციურად სახიფათო დანამატებისგან. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროკავშირის პარტნიორების თვალშიც აძლიერებს საქართველოს ნდობას.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა
„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მოითხოვს სასურსათო დანამატების მკაცრ რეგულირებას. მისი ინიციატივა „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმით დაეხმაროს სახელმწიფოს.
ეს პლატფორმა დღეს უკვე პრაქტიკულად ეხმარება მოსახლეობას — გაიგოს, რომელი დანამატია რეალურად სანდო და ამით ავსებს მთავრობის მიერ დაწყებულ სტრატეგიულ პოლიტიკას.
კითხვები და პასუხები
რა არის ახალი რეგულაციების მთავარი მიზანი?
მიზანია, რომ ბაზარზე მოხვდეს მხოლოდ უსაფრთხო და სანდო დანამატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს და მომხმარებელს არ უქმნიან ჯანმრთელობის რისკს.
რა ვალდებულება აქვს კომპანიას ბაზარზე პროდუქტის განთავსებამდე?
კომპანიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) უნდა წარუდგინოს პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და ეტიკეტის ნიმუში.
რა სახის ვიტამინები და მინერალებია დასაშვები?
 მხოლოდ ისინი, რომლებიც მითითებულია რეგლამენტში და განსაზღვრულია სისუფთავის საერთაშორისო კრიტერიუმებით (EFSA, WHO, Codex Alimentarius).
რა ხდება, თუ კომპანია არღვევს ეტიკეტირების წესებს?
თუ ეტიკეტი შეიცავს არასწორ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (მაგ. „კურნავს დაავადებას“), პროდუქტის რეალიზაცია იკრძალება და კომპანია დაჯარიმდება.
შეიძლება თუ არა კომპანიამ გამოიყენოს სლოგანი „ამცირებს დაავადების რისკს“?
არა. ახალი დადგენილებით ეს კატეგორია მთლიანად იკრძალება.
როგორია ტრანზიციული პერიოდი?
პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსდა 2025 წლის 1 ივნისამდე, შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ დანამატი უსაფრთხოა?
მომხმარებელი უნდა ეყრდნობოდეს სეს-ის რეესტრს და PHIG/SSG-ის პლატფორმას, სადაც ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები.
რას ნიშნავს, რომ ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს?
ყველა ეტიკეტი და გაფრთხილება მკაფიოდ ქართულ ენაზე უნდა იყოს დატანილი. სხვა ენაზე დატანილი ინფორმაცია შეიძლება იყოს დამატებით, მაგრამ არა ქართულზე უპირატესად.
რა პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესოპერატორს?
მას აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ გააჩნდეს ყველა საჭირო დოკუმენტი (GMP, CoA, ISO) და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებრივი კონტროლის ორგანოს
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ
პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights