ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

„გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ“-გიორგი ქედელიძე

„გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ“-გიორგი ქედელიძე

სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, – განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ.

მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.

„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი – ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,“- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საწვავის ბაზრის მონიტორინგს, წარსულში იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებების გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფასების ზრდა არასაბაზრო ფაქტორებით, სააგენტო კვლავ დაიწყებს ბაზრის შესწავლას.

„სააგენტოს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ამ ბაზარზე იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებები, შესაბამისად, ეს ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ. ამასთან, ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოცულობის და სხვა ბაზრებზე გავლენის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საჯაროა. ვაკვირდებით პირველ რიგში იმას, თუ როგორ იცვლება საცალო ფასები მასზე მოქმედი ფაქტორების, კერძოდ ლარის გაცვლითი კურსის და შესასყიდი საწვავის ღირებულების გათვალისწინებით,“- განაცხადა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.

გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.

ხალხური მედიცინის სასწაული – მათი დახმარებით დაჭიმულობის, რევმატიზმის და ვარიკოზული ვენების მსგავს პრობლემებს სწრაფად უმკურნალებთ. თანაც, ამ პროცედურის ჩატარება საკმაოდ მარტივია

სახსრები
#post_seo_title

სახსრების ტკივილს ჯანჯაფილით და ნიორით ასე გაიქრობთ – ხალხური მედიცინის სასწაული

ჯანჯაფილის კომპრესი კუნთების და სახსრების სამკურნალოდ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. მათი დახმარებით დაჭიმულობის, რევმატიზმის და ვარიკოზული ვენების მსგავს პრობლემებს სწრაფად უმკურნალებთ. თანაც, ამ პროცედურის ჩატარება საკმაოდ მარტივია.   გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულს სასჯელის სახედ სავალდებულო მკურნალობა დაენიშნა

“Patient Education: The Cornerstone of Healthcare Reform in Georgia” “
#post_seo_title

პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულს სასჯელის სახედ სავალდებულო მკურნალობა დაენიშნა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება 2025 წლის პირველ მაისს შევიდა ძალაში. ცვლილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ბრალდებულს შეიძლება დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თბილისის მერია ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს

თბილისის მერია ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს

თბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის, როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.

„დღეს, დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზეც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და პროცესებს, სადაც ყველაზე მეტად დგას სხვადასხვა სერვისის საჭიროება. შესაბამისად,  ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა.

პირველია, „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ყველა ძვირადღირებული კვლევა დაფინანსდება – გენეტიკური კვლევები, პეტ კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე მოხდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმა და იმ ხარჯების შემცირება, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 10 000 მოქალაქე ისარგებლებს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე და მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს. პროგრამა მკურნალობის 95%-იანი ეფექტიანობას იძლევა, დაფინანსება კი 100%-იანი იქნება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც დავიწყებთ, ეს არის „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. მისი ნაადრევი გამოვლინება მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში, კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში მინიმუმ 10 000 მოქალაქე შეძლებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება

#post_seo_title

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით 2026-2029 წლებში განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი იყენებს და ადრეულ პერიოდში ვლინდება ძალიან ბევრი მძიმე დაავადება. ამ პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ დამატებითი თანამედროვე კვლევის მეთოდების ჩართვას იმისთვის, რომ დიაგნოზის დასმის სიზუსტის ეფექტიანობა ამაღლდეს.

ამასთანავე, „გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, ვგეგმავთ ახალი მედიკამენტების შემოღებას, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნულ პროგრამას. გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, გაფართოვდება „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამაც“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ პროგრამას, მერის მოადგილის თქმით, არის მზადყოფნა, რომ დაემატოს მულტიდისციპლინური გუნდი და, საჭიროების მიხედვით, დედაქალაქში აღნიშნული მიმართულება სრულად დაიფაროს.

„რამდენიმე წელია მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანი „ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების“ პროგრამა. ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და იგეგმება ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ჩამონათვალის გაფართოება, რაც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას ჩაიტარონ ღვიძლისა თუ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ამასთანავე, მისი თქმით, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამას, საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად დამტკიცებული ახალი მედიკამენტები დაემატება იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს პროგრამა.

„ძალიან აქტიურად ვუყურებთ სოციალურ პროგრამებს, თუ სად არის ცვლილების საჭიროება და, პირველ რიგში, ეს ცვლილება შეეხება ძალიან პოპულარულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება ხორციელდება. ვგეგმავთ, რომ საკურორტო ვაუჩერების ღირებულება გაიზარდოს იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს აღნიშნული ოჯახებისთვის. მომდევნო წლებში, მინიმუმ, 12-13 ათასი ოჯახი ისარგებლებს ამ მომსახურებით“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ოდენობა. ამ პროგრამით თბილისელები 10-ჯერ გაზრდილ ბენეფიტს – 10 000 ლარს იღებენ.

ასევე იგეგმება „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ ერთჯერადი ვაუჩერის პროგრამის გაზრდა, „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ პროგრამის ვაუჩერის გაზრდა, აგრეთვე გაფართოვდება „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ პროგრამა, რაც მათ უკეთ ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს და ხელს შეუწყობს განათლებისა და დასაქმების მიმართულებით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ზრდასრულთა დაახლოებით 40 % უძილობა აწუხებს – როგორი უნდა იყოს ძილის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით

#post_seo_title

მოსახლეობის 35% აცხადებს, რომ სძინავს რეკომენდებულ მინიმუმზე ნაკლები. აშშ-ს ძილის ეროვნული ფონდის თანახმად, ზრდასრულთა დაახლოებით 40 % უძილობა აწუხებს.

ასაკი – ძილის რეკომენდირებული ხანგრძლივობა:

0-3 თვე – 14-17 საათი, მინიმუმ 11-13 საათი;

4-11 თვე – 12-15 საათი, მინიმუმ 10-11 საათი;

1-2 წელი – 11-14 საათი, მინიმუმ 9-10 საათი;

3-5 წელი – 10-13 საათი, მინიმუმ 8-9 საათი;

6-13 წელი – 9-11 საათი, მინიმუმ 7-8 საათი;

14-17 წელი – 8-10 საათი, მინიმუმ 7 საათი;

18-25 წელი – 7-9 საათი, მინიმუმ 6-7 საათი;

26-64 წელი – 7-9 საათი, მინიმუმ 6 საათი;

65+ წელი – 7-8 საათი, მინიმუმ 5-6 საათი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ არ უნდა დალიოთ რძე – რა აჩვენა კვლევამ

ახალი კვლევა - მთლიანი (მაღალცხიმიანი) რძე უკეთესია თუ ნაკლებცხიმიანი? რომელია უკეთესი თქვენი გულისათვის?

Რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ არ უნდა დალიოთ რძე

Რძის პროდუქტები რთული თემაა. რძის სარეკლამო კამპანიებმა რძის მრეწველობასთან ერთად დაგვაჯერა, რომ რძე კალციუმის საუკეთესო წყაროა.

Მაგრამ სინამდვილეში უამრავი გამოკვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ რძეს ასეთი სარგებელი საერთოდ აქვს.

BMJ Medical Journal– მა 2014 წელს გამოაქვეყნა ავტორიტეტული კვლევა, რომელშიც 61000 – ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. ბოლოს, აჩვენეს, რომ ქალები, რომლებიც ბევრ რძეს სვამდნენ, მოტეხილობის რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ რძეს სვამენ. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეცნიერები ხანდაზმულებს აფრთხილებენ – რეგულარულმა გამოყენებამ, შესაძლოა, სასიკვდილო პრობლემებამდე მიგიყვანოთ

#post_seo_title

მეცნიერები ხანდაზმულებს აფრთხილებენ, არ მიიღონ პარაცეტამოლი რეგულარულად, რადგან ის დაკავშირებულია საშიშ მოვლენებთან, როგორიცაა შიდა სისხლდენა და თირკმელების ქრონიკული დაავადება.

ნოტინგემის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა მთავარმა ანალიზმა აღმოაჩინა “დოზაზე დამოკიდებული” კავშირი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებასა და საჭმლის მონელების, გულის და თირკმელების პრობლემებს შორის.

კვლევამ, რომელიც 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა 65 წელზე უფროსი ასაკის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობას, აჩვენა, რომ მათ, ვისაც ექვს თვეში ორჯერ გამოუწერეს პარაცეტამოლი, გართულებების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ.
ასაკის შესატყვის კონტროლთან შედარებით, იგივე რაოდენობის დანიშნულების მქონე პირებს უფრო მეტად ჰქონდათ კუჭის წყლული, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია და თირკმელების ქრონიკული დაავადება.

რაც უფრო მეტ პარაცეტამოლს იღებდა ადამიანი, მით უფრო დიდი იყო კუჭის წყლულის სისხლდენის ან გასკდომის ალბათობა.

ხანდაზმულებს ხშირად უნიშნავენ ტკივილგამაყუჩებლებს, რათა დაეხმარონ მათ, გაუმკლავდნენ რიგი ქრონიკული მდგომარეობის სიმპტომებს, როგორიცაა ართრიტი და ოსტეოპოროზი.

კვლევებმა აჩვენა, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტი რეგულარულად იღებს პარაცეტამოლს, ძირითადად სახსრებისა და ძვლების ტკივილისა და დაცემის შედეგების სამკურნალოდ.

თუმცა, ახალი კვლევის ავტორმა, პროფესორმა ვეია ჟანგმა, ნოტინგემის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის ეპიდემიოლოგმა, თქვა, რომ პაციენტებმა უნდა “გულდასმით განიხილონ”, მიიღონ თუ არა პრეპარატი ხშირად.
„პარაცეტამოლის, როგორც პირველი რიგის ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში, როგორიცაა ოსტეოართრიტი, გულდასმით უნდა იქნეს განხილული“, თქვა მან და დასძინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მას აქვს „მინიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი“.

2022 წელს ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეცვალა ოსტეოართრიტის მკურნალობის გაიდლაინები, ასაკთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც დამცავი ხრტილი ძვლების ბოლოებზე იშლება, რაც იწვევს ტკივილს და მობილობის პრობლემებს.

განახლებულ გაიდლაინებში ნათქვამია, რომ ექიმმა უნდა შესთავაზოს სავარჯიშო პროგრამები, როგორც ამ მდგომარეობის პირველი რიგის მკურნალობა და თავიდან აიცილონ პარაცეტამოლის „რუტინული“ შეთავაზება, რადგან ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეფექტური იყოს.

გაიდლაინებში ნათქვამია, რომ ანთების საწინააღმდეგო კრემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვარჯიშთან ერთად.

დიდი ხანია ითვლებოდა, რომ პარაცეტამოლი უფრო მცირედ მოქმედებს ნაწლავებზე, ვიდრე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი.

თუმცა, ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ მაღალ დოზებში მას შეუძლია გამოიწვიოს ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, რასაც მოჰყვება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა, ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
მეცნიერები ამჟამად არ არიან დარწმუნებულნი, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა თირკმელების პრობლემები, მაგრამ ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ მას შეუძლია ურთიერთქმედება ორგანიზმში არსებულ ქიმიკატებთან და წარმოქმნას ტოქსინები, რომლებიც აზიანებენ ორგანოს უჯრედებს.

პრეპარატის ჭარბი რაოდენობა არღვევს ღვიძლის ნორმალურ გზას წამლის უსაფრთხო მეტაბოლიზმისთვის და ამის ნაცვლად ის გარდაიქმნება ტოქსიკურ ფორმად, რომელიც აზიანებს უჯრედებს, რაც საბოლოოდ იწვევს ღვიძლის უკმარისობას.

2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლის მიერ გამოწვეული ორგანოს უჯრედების დაზიანების ტიპი მსგავსი იყო ალკოჰოლითა და ჰეპატიტით გამოწვეული შედეგების.

იმავდროულად, სხვა კვლევებმა აღმოაჩინეს კავშირი ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივ გამოყენებასა და არტერიულ წნევას შორის.
ითვლება, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი პაციენტი იღებს წამლის ხსნად ვერსიებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რაც ზრდის არტერიული წნევის მწვერვალების რისკს.

პარაცეტამოლის მაქსიმალური უსაფრთხო დოზა მოზრდილებისთვის არის ორი 500 მგ ტაბლეტი ან კაფსულა ოთხჯერ დღეში.

NHS გვირჩევს არ მიიღოთ რვა ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

ექსპერტები ადრე აფრთხილებდნენ, რომ ტკივილგამაყუჩებლის დოზის გადაჭარბება „ზედმეტად ადვილია“, რადგან ბევრი ადამიანი აერთიანებს პარაცეტამოლის შემცველ სხვადასხვა მედიკამენტებს (როგორიცაა გაციების და გრიპის სამკურნალო საშუალებები) და ავიწყდება დოზის შემოწმება.

დოქტორმა კენეტ სიმპსონმა, ედინბურგის უნივერსიტეტის ღვიძლის სპეციალისტმა, ადრე განუცხადა MailOnline-ს, რომ ეტაპობრივი დოზის გადაჭარბება შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანებს აქვთ ტკივილი და განმეორებით იღებენ ოდნავ მეტ პარაცეტამოლს, ვიდრე საჭიროა. – წერს უცხოური მედია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ექიმებისთვის საყურადღებოდ! – გთხოვთ გაითვალისწინოთ – გიორგი ფხაკაძე ექიმებს მიმართავს

ექიმებისთვის საყურადღებოდ! - გთხოვთ გაითვალისწინოთ - გიორგი ფხაკაძე ექიმებს მიმართავს

ექიმებისთვის საყურადღებოდ!

ხელოვნური რძის ფხვნილისა და საკვები დანამატების რეკლამირება აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპული და ქართული კანონმდებლობითა და ეთიკური კოდექსებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
•WHO International Code of Marketing of Breast-milk Substitutes (1981) [1] მკაფიოდ კრძალავს ჯანდაცვის პროფესიონალების მონაწილეობას ხელოვნური რძის ფხვნილის პოპულარიზაციაში.
•World Medical Association (WMA), International Code of Medical Ethics (2022) [2] მკაფიოდ ამბობს, რომ ექიმს არ აქვს უფლება საკუთარი პროფესიული სტატუსი გამოიყენოს კომერციული რეკლამისთვის.
•Directive 2002/46/EC (Food Supplements Directive) [3] კრძალავს დანამატების რეკლამას, თუ ისინი თავს იჩენენ როგორც სამკურნალო ან დაავადების პრევენციის საშუალებები.
•Regulation (EC) 1924/2006 (Health & Nutrition Claims) [4] — დაშვებულია მხოლოდ წინასწარ ავტორიზებული ჯანმრთელობის პრეტენზიები; შეცდომაში შემყვანი განცხადებები აკრძალულია.
•„სურსათის ეროვნული კოდექსი“ (მუხლი 26, პუნქტი 7) [5] — აკრძალულია საკვები დანამატის რეკლამაში დაავადების პრევენცია/მკურნალობა.
•„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ (მუხლი 8, პუნქტი 2) [6] — აკრძალულია ექიმის ავტორიტეტის გამოყენება კომერციულ მიზნებში.
•„რეკლამის შესახებ კანონი“ (მუხლი 9, პუნქტი 5) [7] — აკრძალულია სამკურნალო საშუალებების რეკლამა ექიმების მონაწილეობით (გარდა ნეიტრალური საგანმანათლებლო მასალისა).
დასკვნა:
ასეთი რეკლამა არღვევს კანონს, ეთიკას და პაციენტის ნდობას.
რეკომენდაცია კოლეგებს:
გადახედეთ თქვენს პოსტებსა და ვიდეოებს და მოარგეთ ისინი ზემოხსენებულ რეგულაციებსა და კოდექსებს.
ეს მხოლოდ იურიდიული ვალდებულება კი არ არის — ეს არის პაციენტის ჯანმრთელობისა და პროფესიული ღირსების დაცვის საკითხი.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, MD, MPH
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
წყაროები
1. World Health Organization. International Code of Marketing of Breast-milk Substitutes. Geneva: WHO; 1981. ხელმისაწვდომია: https://www.who.int/publications/i/item/9241541601
2. World Medical Association. International Code of Medical Ethics. WMA; 2022. ხელმისაწვდომია: https://www.wma.net/…/wma-international-code-of-medical…/
3. Directive 2002/46/EC of the European Parliament and of the Council on the approximation of the laws of the Member States relating to food supplements. ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/…
4. Regulation (EC) No 1924/2006 of the European Parliament and of the Council on nutrition and health claims made on foods. ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/…
5. საქართველოს „სურსათის ეროვნული კოდექსი“. №1912-Iს, 2005. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/91006
6. საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“. №230-რს, 1996. ხელმისაწვდომია: https://gcca.gov.ge/index.php?m=349&page=2
7. საქართველოს „რეკლამის შესახებ კანონი“. №1852-Iს, 1998. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32976

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

რა არის ბრონქოექტაზია?

რა არის ბრონქოექტაზია?

რა არის ბრონქოექტაზია?

ბრონქოექტაზია – ეს არის ფილტვის სასუნთქი გზების შეუქცევადი გაფართოება, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური ან გავრცელებული. ეს მდგომარეობა იწვევს ლორწოს ჭარბ დაგროვებას, რაც ფილტვებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინფექციების მიმართ.
ლორწოს დაგროვება ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და ხშირ, ქრონიკულ ინფექციებს.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights