ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

ვიტამინი D საქართველოში — უსაფრთხო არჩევანის გზამკვლევი

ვიტამინი D საქართველოში — უსაფრთხო არჩევანის გზამკვლევი

ვიტამინი D საქართველოში — უსაფრთხო არჩევანის გზამკვლევი

მოკლე დასკვნა: ყველაზე უსაფრთხოა ფარმაცევტული D-ვიტამინი EU GMP სერტიფიკატით.
დამატებით: შეიძლება მხოლოდ ის დანამატები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ EU GMP და სია ხელმისაწვდომია Supplement.ge-ზე.
რატომ არის ეს თემა ახლა კრიტიკული?
• 1 ოქტომბერი 2025: საქართველოს რეგულაციით, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტს სჭირდება EU GMP სერტიფიკატი როგორც საბოლოო პროდუქტზე, ისე აქტიურ ნივთიერებაზე (API). ეს არის გარდამტეხი ცვლილება, რომელიც მომხმარებელს იცავს სიყალბისგან.
• დანამატების პრობლემები: საქართველოში ბაზარზეა უამრავი „ვიტამინი D“ დანამატის სახით, რომელთაც ან საერთოდ არ გააჩნიათ ხარისხის დოკუმენტები, ან აქვთ ფორმალური, საეჭვო სერტიფიკატები. ეს პროდუქტები ხშირად წარმოებულია ქვეყნებში, სადაც GMP-ის კონტროლი არ ტარდება.
• EU GMP სერტიფიკატის უნიკალურობა: GMP არ არის მხოლოდ ქაღალდი — ეს არის ქარხნის სრული შემოწმება, მათ შორის ნედლეულის წყაროს, აპარატურის, პერსონალის და პროცესების. EU GMP-ს გარეშე პროდუქტის ხარისხი რეალურად დაუმტკიცებელია.
რატომ არის EU GMP აუცილებელი?
1. მომხმარებლის დაცვა: EU GMP ნიშნავს, რომ ვიტამინი D დამზადებულია სუფთა, სტანდარტიზებული პროცესით, რომელიც გარანტიას იძლევა დოზის სიზუსტეზე.
2. საყოველთაო გამჭვირვალობა: EudraGMDP ბაზაში საჯაროდ ჩანს, რომელი ქარხანა არის დამოწმებული და რომელი — არა.
3. საყალბოების ფილტრი: ბევრი დანამატი საქართველოში იყიდება „პრემიუმ“ ფასად, მაგრამ არ გააჩნია EU GMP. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი იხდით ფულს იმ პროდუქტში, რომელიც შეიძლება საერთოდ არ აკმაყოფილებდეს ხარისხის მინიმალურ სტანდარტს.
4. გლობალური ტენდენცია: ევროპის ქვეყნებში საკვები დანამატებიც სულ უფრო ხშირად ითხოვენ GMP დადასტურებას.
ჩემი რეკომენდაცია საქართველოში
1. აირჩიეთ D-ვიტამინი როგორც ფარმაცევტული პროდუქტი — ეს არის წამალი, რომელიც სავალდებულო GMP კონტროლს გადის.
2. თუ მაინც დანამატს იღებთ: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დადასტურებული EU GMP სერტიფიკატი. ასეთ პროდუქტებს შეამოწმებთ Supplement.ge-ზე.
3. აფთიაქში ჰკითხეთ:
• „ეს D-ვიტამინი მედიკამენტია თუ დანამატი?“
• „გაქვთ GMP სერტიფიკატი ქარხანაზე და API-ზე?“
• „EudraGMDP-ში რომელი ჩანაწერით არის დადასტურებული?“
პროფესორი გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„საქართველოში მომხმარებლის დაცვა იწყება გამჭვირვალობით. დღეს, როდესაც ბაზარი სავსეა სიყალბითა და დაბალი ხარისხის დანამატებით, EU GMP არის ერთადერთი ფილტრი, რომელიც რეალურად მუშაობს. ჩემი რჩევაა: თუ არა ფარმაცევტული D-ვიტამინი — მაშინ მხოლოდ EU GMP დანამატი, სხვა არაფერი.“
წყაროები
1. BM.GE. ქვეყანაში ვერ შემოვა წამალი, რომელსაც როგორც სუბსტანციაზე, ისე პროდუქტზე GMP სერტიფიკატი არ ექნება. 2025-04-02.
2. European Medicines Agency. EudraGMDP database — GMP/GDP certificates & non-compliance. EMA, 2025.
3. European Commission. EudraLex Volume 4 — EU Guidelines for Good Manufacturing Practice. ბრიუსელი, 2024.
4. European Commission. Importation of Active Substances — Falsified Medicines Directive. 2023.
5. WHO. Guidelines on Good Manufacturing Practices (GMP) for pharmaceuticals. ჟენევა, 2022.
6. EFSA (European Food Safety Authority). Guidance on quality of food supplements and contaminants. პარმა, 2023.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
პროფესორი გიორგი ფხაკაძეPhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, MD, MPH.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა – მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ -სისხლძარღვთა დაავადებების  რისკების შესახებ. საერთაშორისო დღე დაარსდა გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა 2021

გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ -სისხლძარღვთა დაავადებების  რისკების შესახებ. საერთაშორისო დღე დაარსდა გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი: ,,სუფთა ჰაერი, ჭკვიანი ქალაქები, ჯანსაღი გულები: მოქმედება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ კარდიოვასკულური ჯანმრთელობისთვის ”

კარდიოვასკულური სიკვდილიანობის ზოგად სტრუქტურაში 20% მოდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ მიზეზებზე, რაც 3 მილიონზე მეტ სიკვდილის შემთხვევას შეადგენს ყოველწლიურად. 10-დან 9 ადამიანი მსოფლიოში სუნთქავს დაბინძურებული ჰაერით, რაც განსაკუთრებულად ზემოქმედებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობაზე.

ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ჰაერის დაბინძურება მრავალი ნაერთის და ნაწილაკების რთული და დინამიური ნარევია აირებში, წარმოშობილი სხვადასხვა წყაროდან, რომელიც ატმოსფერულ გარდაქმნას ექვემდებარება და განსხვავდება სივრცისა და დროის მიხედვით. სამი გავრცელებული ჰაერის დამაბინძურებელი – მყარი ნაწილაკები (PM), ოზონი და აზოტის დიოქსიდი (NO2), მონიტორინგის პროგრამების უმეტესობის ყურადღების ცენტრშია, მათზეა მიმართული ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და მარეგულირებელის ძალისხმევა.

ჰაერის დაბინძურება ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს შენობის გარე ან შენობის შიდა დაბინძურებად, ორივე მათგანს აქვს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სერიოზული შედეგები.

სურათი 1. ატმოსფერული ჰაერისა და შინამეურნეობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა

7 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების მიზეზით.

   წყარო:A WORLD HEART FEDERATION POLICY BRIEF,, CLEAN AIR, SMART CITIES, HEALTHY HEARTS: ACTION ON AIR POLLUTION FOR CARDIOVASCULAR HEALTH’’

დამაბინძურებლების ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ფაზა 1& 2

ზოგიერთი აირი, მაგალითად ოზონი, ძირითადად ზემოქმედებს ზედა სასუნთქ გზებზე, ხოლო სხვა დამაბინძურებლები, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, აღწევს ფილტვის ქსოვილში. 

დამაბინძურებლების უმრავლესობას აქვს უნარი გამოიწვიონ ანთებითი და ჟანგვითი პროცესების დარღვევებით ფილტვის ქსოვილის დაზიანება, რის შედეგადაც მედიატორები სისხლის მიმოქცევის სიტემაში ხვდება. სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ მცირე ნაწილაკების ზემოქმედებით შეიძლება ცვლილებები მოხდეს სისხლის მიმოქცევის ნერვულ რეგულაციაში და  ეს გახდეს დასაბამი გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ფუნქციური და ორგანული დარღვევებისა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება სხვადასხვა გზით ხდება

ფაზა 3

  • არტერიების სპაზმი, სიხისტე და ასევე სისხლძარღვის  გაფართოების უნარის დაქვეითება 
  • არტერიული წნევის მომატება
  • გულისცემის და რიტმის ცვლილებები
  • იშემიური ტიპის დაზიანებისადმი მგრძნობელობა
  • ჰიპერკოაგულაცია 
  • ანთებითი ცვლილებები სისხლძარღვებში
  • ათეროსკლეროზული პროცესების სტიმულირება
  • ათეროსკლეროზული ფოლაქების არასტაბილურობა, მათი დაზიანებისა და სისხლძარღვის დახშობის რისკის ზრდა

ზემოთაღნიშნული ზემოქმედება განსაკუთრებულად საზიანოა უკვე არსებული გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს და შესაძლოა, მწვავე კორონარული და ცერებრული ეპიზოდის მიზეზი გახდეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს მივყავართ სისხლძარღვოვან გართულებებამდე

ფაზა 4

აღნიშნული საზიანოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციაზე ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, ხელს უწყობს მათში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და უკვე არსებული დაავადებებისას გართულებების მიზეზი ხდება.

სურათი 2. სიკვდილიანობის რისკის ფაქტორების სტრატიფიკაცია

1. მაღალი სისტოლური არტერიული წნევა
2.თამბაქო
3.კვებითი რისკები
4.ჰაერის დაბინძურება
5. სისხლში უზმოზე მაღალი გლუკოზის დონე
6. სხეულის მასის მაღალი ინდექსი
7. დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მაღალი დონე
8. თირკმლის ფუნქციის დარღვევები
9.დედათა და ბავშვთა ნუტრიციული დარღვევები
10.ალკოჰოლის მოხმარება
11. არაოპტიმალური ტემპერატურა
12. წყალი, სანიტარია და ხელების დაბანა –
უსაფრთხოების პრობლემები.

წყარო: Global Mortality Risk Factors, 2019 Ranking

არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორი, განიხილება, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების – გულის კუნთის ინფარქტის და თავის ტვინის ინსულტის განვითარების განსაკუთრებულ ტრიგერულ კლინიკურ მდგომარეობად.

სურათი 3. ჰიპერტენზიის გავრეცელების ეთნიკური უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები

 

წყარო: Racial Disparities in Hypertension Prevalence and Management: A Crisis Control? 2020

მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება ჰიპერტენზიის გავრცელებისა და მკურნალობის ეთნიკური  უთანასწორობის გასაგებად და დასაძლევად. ჯანმრთელობის განმსაზღვრელი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა განათლების სტატუსი, ჯანდაცვაზე წვდომა და დაბალი შემოსავალი, გადამწყვეტ როლს თამაშობს არტერიული წნევის გავრცელების და კონტროლის თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად სახელმწიფო და ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელება არსებითი იქნება ამ უთანასწორობის შესამცირებლად. მიუხედავად გენეტიკური და გარემოს ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერტენზიის გავრცელებას, ქვეყნების  აქტივობები აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის გამოვლენის, შეფასების, მკურნალობისა და პრევენციის მხრივ, განმსაზაღვრელია არტერიული წნევის მართვისა და მკურნალობის სათანადო ოპტიმიზაციისათვის.

გაიზომე წნევა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.

პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში. მისი თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველაზე შორეულ სოფლებშიც, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებას.

მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს! ჯერ მხოლოდ თაგვებზეა გამოცდილი – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს! ჯერ მხოლოდ თაგვებზეა გამოცდილი - გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

შესავალი — ანალიტიკური კომენტარი

ინტრავენური „ვიტამინური“ სერვისები და ე.წ. გამაახალგაზრდავებელი ინფუზიები ბოლო წლებში სწრაფად გავრცელდა, მათ შორის საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს NAD⁺-ის ინფუზიების პოპულარიზაცია როგორც „ენერგიის მატების“, „ტვინის გამოფხიზლების“, „დეტოქსის“ ან „დაბერების შენელების“ მეთოდის. პრობლემა ისაა, რომ ასეთი დაპირებები ხშირად უსწრებს მტკიცებულებებს: მაღალი ხარისხის კლინიკური კვლევების გარეშე, ინტრავენური ჩარევა არა მხოლოდ შეიძლება იყოს უშედეგო, არამედ პაციენტის უსაფრთხოებისთვის რეალური რისკების მატარებელიც.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, საკითხი მხოლოდ ერთი პროდუქტის გარშემო არ ტრიალებს. აქ საუბარია სამ ძირითად თემაზე: (1) მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების დაცვა; (2) ინექციებისა და ინფუზიების უსაფრთხოება, სტერილობა და ხარისხი; (3) რეგულაცია, პასუხისმგებლობა და მომხმარებლის დაცვა მაშინ, როცა ბაზარზე ჩნდება „ველნესის“ სახელით შეფუთული სამედიცინო პრეტენზიები. სწორედ ამიტომ, თემის განხილვა მნიშვნელოვანია როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის და ჯანდაცვის მარეგულირებელი სისტემისთვის — განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც კომერციული რეკლამა ხშირად აჭარბებს მეცნიერებას.

პრობლემის აღწერა

NAD⁺ (ნიკოტინამიდ-ადენინ-დინუკლეოტიდი) ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში და მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ პროცესებში, ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში და დნმ-ის შეკეთების მექანიზმებში. ასაკთან ერთად NAD⁺-ის დონეების ცვლილებები ინტენსიურად განიხილება ბიოქიმიასა და გერონტოლოგიაში, თუმცა ამ ფაქტიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს, რომ NAD⁺-ის ვენაში შეყვანა ჯანმრთელ ადამიანში გააუმჯობესებს ენერგიას, დაბერებას ან ქრონიკულ დაავადებებს.

ქართველი მკითხველისთვის თემის აქტუალობა ორი მიზეზით არის მაღალი. პირველი — ქვეყანაში უკვე გვხვდება კერძო შეთავაზებები, სადაც NAD⁺ ინფუზია აღწერილია როგორც ეფექტიანი „რეაბილიტაცია“, „ენერგიის თერაპია“ ან „გაახალგაზრდავება“. მეორე — ინფუზია არის ინვაზიური ჩარევა: საჭიროებს სტერილურ გარემოს, ხარისხიან ნედლეულს, სათანადო პერსონალს და გართულებების მართვის მზადყოფნას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორედ სტერილობის/ხარისხის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის ენდოტოქსინებით დაბინძურების მსგავსი სერიოზული პრობლემები [1].

სამეცნიერო და კლინიკური ანალიზი

NAD⁺-ის მიმართ ინტერესი დიდწილად უკავშირდება მის როლს ენერგეტიკაში (მიტოქონდრიების ფუნქცია), სირტუინების აქტივობასთან დაკავშირებულ პროცესებს და უჯრედული სტრესის პასუხებს. მაგრამ ბიოლოგიური „ლოგიკა“ და კლინიკური ეფექტიანობა ერთი და იგივე არ არის: იმისთვის, რომ ინტერვენცია ჩაითვალოს სამედიცინო სტანდარტად, საჭიროა ადამიანებში ჩატარებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც აჩვენებს არა მხოლოდ მოკლევადიან ბიოქიმიურ ცვლილებას, არამედ პაციენტისთვის მნიშვნელოვნად სასარგებლო შედეგებს (მაგ., ფუნქციური გაუმჯობესება, სიმპტომების შემცირება, გრძელვადიანი უსაფრთხოება).

ამ ეტაპზე, ადამიანებში NAD⁺-ის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია და ხშირად მოდის მცირე ზომის დაკვირვებითი ან არარანდომიზებული წყაროებიდან, მათ შორის კომერციული გარემოდან წარმოებული ანგარიშებიდან. ასეთ მონაცემებს შეუძლია აღწეროს „ტოლერანტობა“ ან მოკლევადიანი ლაბორატორიული მაჩვენებლები, მაგრამ ვერ ანაცვლებს მაღალი ხარისხის კლინიკურ კვლევას. ამავე დროს, NAD⁺-ის/მისი ფორმების გამოყენების შესახებ სისტემატური მიმოხილვებიც მიუთითებს, რომ ეფექტიანობის მტკიცებულებები ადამიანებში არასაკმარისია და საჭიროა უფრო მკაცრი კვლევითი დიზაინები [2].

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავება ორ ცნებას შორის: (ა) NAD⁺ როგორც მოლეკულა ორგანიზმში; (ბ) NAD⁺ როგორც ინტრავენურად შეყვანილი პროდუქტი. ვენაში შეყვანა ნიშნავს უშუალო გავლენას სისხლის მიმოქცევაზე და მოითხოვს სტერილობისა და პირუვნულად (ფარმაცევტულად) ხარისხიანი წარმოების გარანტიებს. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კლინიკური საფრთხე: თუ ნედლეული/პროდუქტი არ აკმაყოფილებს საინექციო ხარისხის მოთხოვნებს, არსებობს ბაქტერიული დაბინძურების, ენდოტოქსინების, ალერგიული რეაქციების, ფლებიტის, ინფექციისა და სხვა გართულებების რისკი [1].

სტატისტიკა და მტკიცებულებები

ინექციებისა და ინფუზიების უსაფრთხოება გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლასიკური საკითხია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წლებია უსვამს ხაზს, რომ არაუსაფრთხო ინექციებს შეუძლია ინფექციების გადაცემა და მძიმე გართულებების გამოწვევა; უსაფრთხო პრაქტიკა გულისხმობს ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენებას, სტერილობას და ნარჩენების სწორ მართვას [3]. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ასევე მკაფიოდ აღწერს უსაფრთხო ინექციის პრინციპებს, როგორც მინიმალურ სტანდარტს ჯანდაცვაში, მათ შორის ნემსებისა და შპრიცების ერთჯერად გამოყენებას და მედიკამენტების ფლაკონების უსაფრთხო მართვას [4].

NAD⁺-ის კონკრეტულ თემაზე კი ყველაზე მკაფიო სიგნალი მოდის რეგულატორის უსაფრთხოების კომუნიკაციებიდან: აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულია არასასურველი მოვლენების შეტყობინებები NAD⁺ საინექციო პროდუქტების გამოყენების შემდეგ (მაგ., ძლიერი შემცივნება/კანკალი, ღებინება, სისუსტე), რაც შესაბამისობაშია ენდოტოქსინების ზედმეტ დონესთან და ხარისხის პრობლემებთან [1]. ეს არ არის „თეორიული“ საფრთხე — საუბარია რეალურად დაფიქსირებულ გართულებებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მსგავსი სერვისი „ენერგიის მარტივ გამაძლიერებლად“ არის გაყიდული.

მტკიცებულებების შეფასებისას სწორი კითხვა ასე ჟღერს: „არსებობს თუ არა ადამიანებში მაღალი ხარისხის კვლევა, რომელიც ადასტურებს NAD⁺ ინფუზიის ეფექტიანობას კონკრეტული სამედიცინო ჩვენებისთვის?“ ამ ეტაპზე, ფართო პოპულაციურ დონეზე ასეთი მტკიცებულება სუსტადაა წარმოდგენილი; კვლევითი ლანდშაფტი უფრო მეტად „ჰიპოთეზების“ და ადრეული მონაცემების დონეზეა, ვიდრე მკაფიო კლინიკური რეკომენდაციების დონეზე [2].

საერთაშორისო გამოცდილება

საერთაშორისო პრაქტიკაში NAD⁺-თან მიმართებით მთავარი ფოკუსი ორი მიმართულებით იყოფა: რეგულაცია (რა შეიძლება გაიყიდოს როგორც მედიკამენტი/თერაპია) და უსაფრთხოება (როგორ უნდა იყოს დაცული პაციენტი ინექციური ჩარევის დროს).

ავსტრალიაში თერაპიული საქონლის ადმინისტრაცია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ NAD და NAD/NMN ტიპის პროდუქტები არ არის დამტკიცებული როგორც ინგრედიენტები გარკვეული კატეგორიის რეგისტრირებული პროდუქტებისთვის და ხაზს უსვამს, რომ არარეგისტრირებული თერაპიული საქონლის გაყიდვა/რეკლამა შეიძლება პრობლემური იყოს [5]. ეს ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან „ველნესის“ ბაზარი ხშირად ცდილობს რეგულაციის გვერდის ავლით „დანამატის“ ან „ინფუზიის სერვისის“ სახით წარმოაჩინოს პროდუქტი, რომელსაც რეალურად თერაპიული პრეტენზია აქვს.

ინექციის უსაფრთხოებაზე საერთაშორისო გზამკვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ ნებისმიერი ინექცია/ინფუზია უნდა შესრულდეს მკაცრი ინფექციური კონტროლის წესებით; წესების დარღვევა ზრდის როგორც პაციენტის, ისე პერსონალის რისკებს [3], [4]. ამ კონტექსტში NAD⁺ ინფუზია არ წარმოადგენს „უბრალო ვიტამინურ წვეთოვანს“ — ის არის საინექციო ჩარევა, რომელსაც ისეთივე ხარისხის სისტემა სჭირდება, როგორც სხვა პარენტერალურ თერაპიებს.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში პრობლემის ცენტრალური კითხვა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: როგორ დავიცვათ პაციენტი მაშინ, როცა ბაზარზე ჩნდება დაუმტკიცებელი ეფექტიანობის მქონე ინვაზიური სერვისი, რომელიც ხშირად რეკლამირდება „გაახალგაზრდავებად“ ან „ენერგიის მომატებად“?

პირველი ნაბიჯი არის ხარისხისა და უსაფრთხოების ჩარჩოს გაძლიერება: სამედიცინო დაწესებულებებმა მკაფიოდ უნდა აჩვენონ, რა არის გამოყენებული პროდუქტის რეგისტრაციის სტატუსი, წარმოების სტანდარტი, სტერილობის გარანტიები, შენახვის/ტრანსპორტირების პირობები და გართულებების მართვის პროტოკოლი. მეორე ნაბიჯია ინფორმირებული თანხმობა: პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეფექტიანობის მტკიცებულება შეიძლება იყოს არასაკმარისი, ხოლო რისკები — რეალური.

სისტემურად, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სერტიფიკაციისა და ხარისხის სტანდარტების თემა. სწორედ აქ არის რელევანტური ისეთი პლატფორმების ხსენება, როგორიცაა https://www.certificate.ge — როგორც ხარისხის, სერტიფიკაციისა და სტანდარტების თემაზე ორიენტირებული სივრცე, სადაც საზოგადოებას შეუძლია უკეთ გაიგოს, რას ნიშნავს შესაბამისობა და უსაფრთხოების მოთხოვნები. აკადემიური დისკუსიისა და პროფესიული ინფორმაციისთვის სასარგებლოა https://www.gmj.ge, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფართო ხედვისთვის — https://www.publichealth.ge. მკითხველისთვის, რომელიც ეძებს სანდო ქართულ სამედიცინო კონტენტს, ორგანულად ჯდება https://www.sheniekimi.ge როგორც წყარო, სადაც საკითხები უნდა განიხილებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით და არა სარეკლამო დაპირებებით.

ამავე დროს, საჭიროა რეგულაციური პრაქტიკის გამკაცრება სამედიცინო რეკლამის ნაწილში: თუ სერვისი საუბრობს დაავადების „მკურნალობაზე“, „რეაბილიტაციაზე“ ან სხვა თერაპიულ ეფექტზე, ეს უკვე გადადის „ველნესის“ ფარგლებს გარეთ და საჭიროებს მკაცრ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ შესაბამისობას.

მითები და რეალობა

მითი 1: „NAD⁺ ინფუზია გარანტირებულად ზრდის ენერგიას და ამაღლებს ტონუსს.“
რეალობა: NAD⁺ მონაწილეობს ენერგეტიკულ ციკლებში, მაგრამ ბიოქიმიური როლის არსებობა არ ნიშნავს, რომ ვენაში შეყვანა გამოიწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან „ენერგიის მატებას“. ეფექტიანობის დასამტკიცებლად საჭიროა რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევები ადამიანებში, რომლებიც ამ ეტაპზე არასაკმარისადაა წარმოდგენილი [2].

მითი 2: „ეს უსაფრთხოა, რადგან NAD⁺ ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს.“
რეალობა: უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ მოლეკულაზე, არამედ შეყვანის გზაზე, დოზაზე, ხსნარის სტერილობაზე და წარმოების ხარისხზე. საინექციო პროდუქტებთან დაკავშირებულმა ხარისხის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე რეაქციები, მათ შორის ენდოტოქსინებთან ასოცირებული სიმპტომები [1].

მითი 3: „თუ კლინიკა სთავაზობს, ესე იგი დამტკიცებულია.“
რეალობა: კომერციული შეთავაზება არ არის რეგულატორული დამტკიცების სინონიმი. რეგულატორები საჯაროდ აფრთხილებენ მომხმარებლებს არადამტკიცებული/არარეგისტრირებული თერაპიული პროდუქტების შესახებ [5]. უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კრიტერიუმი უნდა იყოს ოფიციალური რეგისტრაცია და მაღალი ხარისხის მტკიცებულება, არა პოპულარობა.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

კითხვა: არის თუ არა NAD⁺ ინფუზია დამტკიცებული როგორც სტანდარტული მკურნალობა?
პასუხი: ფართო სამედიცინო პრაქტიკაში NAD⁺ ინფუზია არ ითვლება დადგენილ სტანდარტად. ეფექტიანობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებები ადამიანებში შეზღუდულია [2].

კითხვა: რა არის მთავარი რისკები?
პასუხი: როგორც ნებისმიერი ინფუზიისას, რისკებია ინფექცია, ფლებიტი, ალერგიული რეაქცია და სტერილობის/ხარისხის დარღვევით გამოწვეული მძიმე რეაქციები. რეგულატორმა აღწერა არასასურველი მოვლენები, რომლებიც შეესაბამება ენდოტოქსინებით დაბინძურების სცენარს [1].

კითხვა: რატომ არის ინფუზია უფრო „მაღალი რისკის“ ვიდრე აბი/კაფსულა?
პასუხი: ვენაში შეყვანა გვერდს უვლის ბუნებრივ ბარიერებს და პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში შეჰყავს ნივთიერება. ეს მოითხოვს მკაცრ სტერილობას და საინექციო ხარისხის წარმოებას. ინექციის უსაფრთხო წესების დარღვევა ზრდის გართულებების ალბათობას [3], [4].

კითხვა: რა უნდა ვკითხო კლინიკას, სანამ ასეთ სერვისს დავთანხმდები?
პასუხი: ჰკითხეთ პროდუქტის რეგისტრაციის სტატუსს, წარმოების სტანდარტს (საინექციო ხარისხი), სტერილობის დადასტურებას, დოზას და პროტოკოლს, გართულებების მართვის შესაძლებლობას, ასევე — რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით გთავაზობენ ეფექტიანობის დაპირებას.

კითხვა: რა ალტერნატივაა „ენერგიის“ და „ტონუსის“ გასაუმჯობესებლად?
პასუხი: ყველაზე ძლიერი და უსაფრთხო „ინტერვენციები“ ხშირად არაფარმაკოლოგიურია: ძილის ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, კვების გაუმჯობესება, სტრესის მართვა და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა/მკურნალობა ექიმთან ერთად. თუ არსებობს დეფიციტის ეჭვი, უმჯობესია კვლევებით დადასტურება და მიზნობრივი მართვა.

დასკვნა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივით

NAD⁺-ის ინფუზიების თემა არის ტესტი ჩვენი სისტემისთვის: რამდენად ვახერხებთ საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის დაცვას მაშინ, როცა ბაზარი სწრაფად სთავაზობს „მარტივ გადაწყვეტებს“ რთული პრობლემებისთვის. ბიოქიმიური თეორია ვერ ცვლის კლინიკურ მტკიცებულებას, ხოლო „ბუნებრივი მოლეკულა“ ვერ აუქმებს საინექციო ჩარევის ხარისხისა და სტერილობის მოთხოვნებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეალისტური რეკომენდაციები ასეთია:

  1. მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ გამჭვირვალე ინფორმაცია ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით ინვაზიური სერვისების შემთხვევაში.
  2. კლინიკებმა და პროფესიულმა ჯგუფებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამა დაეფუძნოს მტკიცებულებას და არა ვარაუდს.
  3. მარეგულირებელმა გარემომ უნდა გააძლიეროს კონტროლი თერაპიული პრეტენზიების მქონე „ველნეს“ სერვისებზე, ხოლო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გახდეს პრაქტიკის შეუცვლელი ნაწილი — ამაზე ორიენტირებული რესურსებია როგორც https://www.certificate.ge, ისე აკადემიური სივრცე https://www.gmj.ge.
  4. ფართო საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის გავრცელება კრიტიკულია; ამ მიზნით მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმები, როგორიცაა https://www.sheniekimi.ge და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სივრცე https://www.publichealth.ge.

საბოლოოდ, სანამ NAD⁺ ინფუზიები არ მიიღებს მკაფიო, მაღალი ხარისხის კლინიკურ მტკიცებულებას და რეგულატორულ ჩარჩოში სრულ შესაბამისობას, მისი ფართო გამოყენება მოსახლეობაში უნდა შეფასდეს როგორც არარაციონალური რისკი — განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს უსაფრთხო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ალტერნატივები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

წყაროები

  1. U.S. Food and Drug Administration. FDA reminds compounders to use ingredients suitable for sterile compounding [Internet]. 30 Oct 2024 [cited 2026 Jan 26]. Available from: https://www.fda.gov/drugs/human-drug-compounding/fda-reminds-compounders-use-ingredients-suitable-sterile-compounding
  2. de Mello Gindri I, et al. Evaluation of safety and effectiveness of NAD in different clinical trials: a systematic review. (PubMed) [Internet]. 2024 [cited 2026 Jan 26]. Available from: https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/37971292/
  3. World Health Organization. Injection safety (Infection prevention and control) [Internet]. [cited 2026 Jan 26]. Available from: https://www.who.int/teams/integrated-health-services/infection-prevention-control/injection-safety
  4. Centers for Disease Control and Prevention. Preventing Unsafe Injection Practices [Internet]. 26 Mar 2024 [cited 2026 Jan 26]. Available from: https://www.cdc.gov/injection-safety/hcp/clinical-safety/index.html
  5. Therapeutic Goods Administration (Australia). NAD, NAD+, NADH or NMN medicines sold in Australia (Safety alert) [Internet]. 7 Apr 2025 [cited 2026 Jan 26]. Available from: https://www.tga.gov.au/safety/safety-monitoring-and-information/safety-alerts/nad-nad-nadh-or-nmn-medicines-sold-australia

მკურნალობა პატიმრობის ნაცვლად – ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაუშვეს

მკურნალობა პატიმრობის ნაცვლად - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაუშვეს

მკურნალობა პატიმრობის ნაცვლად – “კურიერი P.S.”-ის კამერისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის კარი გაიღო.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოსულ სატვირთოში 200 კილოგრამი გეროინი აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა ტრაილერი წითელ ხიდთან გააჩერეს. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის ფონზე სახელმწიფო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მიდგომებს ცვლის. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ახალი პრაქტიკა ამოქმედდა. ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირველი პირი, რომელსაც სასჯელის ნაცვლად მკურნალობა შეეფარდა, უკვე სარეაბილიტაციო ცენტრშია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაუშვეს, სავალდებულო მკურნალობა არა სასჯელი, არამედ გამოსავალია. აი, ასეთია სახელმწიფოს მიდგომა.

ახალი პროგრამა ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს აძლევს შესაძლებლობას, სენის დამარცხების შემთხვევაში საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესით დაბრუნდნენ…

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალი COVID შტამი „Stratus“, როგორ დავიცვათ თავი – გიორგო ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

გრიპის სეზონი ამერიკაში – 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები!
#post_seo_title

ახალი COVID შტამი „Stratus“ — პირველი სიმპტომები

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | sheniekimi.ge — ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რა ხდება?
გაერთიანებულ სამეფოში ექიმებმა უკვე აღწერეს ახალი COVID შტამის („Stratus“, ანუ XFG ქვე-ვარიანტი) პირველი სიმპტომი: ხმის ჩახლეჩა და ხრინწიანი ხმა. ეს ხშირად ჩნდება ადრე, ვიდრე ტრადიციული ნიშნები — ხველა, სიცხე ან საერთო სისუსტე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) უკვე აკვირდებიან შტამის სწრაფ გავრცელებას. არსებული მონაცემებით, მძიმე მიმდინარეობა (ჰოსპიტალიზაცია, სიკვდილიანობა) არ არის უფრო მაღალი, ვიდრე წინა Omicron-ის ქვე-ვარიანტების დროს, თუმცა ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურია.
სიმპტომები, რაზეც უნდა იყოთ ყურადღებით
• ხმის ჩახლეჩა / ხრინწი (ყველაზე ადრეული ნიშანი)
• ყელის ტკივილი
• ცხელება
• მშრალი ხველა
• საერთო სისუსტე და დაღლილობა
• ზოგჯერ — გემოსა და სუნის დაკარგვა
საქართველოს რეალობა
სამწუხაროდ, საქართველოში COVID-ის წინააღმდეგ დაცვისა და პრევენციის პოლიტიკა პრაქტიკულად არ არსებობს. უკვე სამი წელია, ქვეყანაში არცერთი ახალი ვაქცინა არ არის შემოტანილი, მაშინ როცა ევროპასა და აშშ-ში Pfizer-ისა და Moderna-ს განახლებული ვაქცინები ფართოდ გამოიყენება რისკ-ჯგუფების დასაცავად.
საქართველოში მოსახლეობას ვაქცინაციის საშუალება აღარ აქვს და, ფაქტობრივად, დაუცველია ვირუსის წინაშე. სახელმწიფო კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების არყოფნის პირობებში, თითოეულ ჩვენგანს თავად უწევს ჯანმრთელობაზე ზრუნვა:
  • გამოიყენეთ ნიღაბი დახურულ სივრცეებში (FFP2/KN95)
  • რეგულარულად განიავეთ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი და დარჩით სახლში
საქართველოში, სადაც სახელმწიფო პრევენცია არ არსებობს, მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობაა ერთადერთი რეალური გზა საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად.
როგორ დავიცვათ თავი
• ნიღბები: დახურულ სივრცეებში გამოიყენეთ ხარისხიანი ნიღაბი (FFP2/KN95).
• ვენტილაცია: რეგულარულად გაანიავეთ სახლი და სამუშაო სივრცე.
• ტესტირება: სიმპტომების პირველივე დღეს გაიკეთეთ ტესტი, განსაკუთრებით თუ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ.
• იზოლაცია: სიმპტომების დროს დარჩით სახლში და არ გააგრძელოთ ურთიერთობები სხვებთან.
კითხვა-პასუხი
რომელია ახალი შტამის პირველი ნიშანი?
ხმის ჩახლეჩა და ხრინწი — სიმპტომი, რომელსაც ხშირად ვირუსის დასაწყისშივე ამჩნევენ.
არის თუ არა უფრო საშიში „Stratus“?
არსებული მონაცემებით, უფრო მძიმე მიმდინარეობას არ იწვევს, თუმცა სწრაფად ვრცელდება.
უნდა ჩავიტაროთ ტესტი ხმის ჩახლეჩის დროსაც?
დიახ, განსაკუთრებით თუ რისკ-ჯგუფში ხართ ან ახლახან გქონდათ კონტაქტი.
რატომ არ გვაქვს საქართველოში ვაქცინები?
სამწუხაროდ, უკვე სამი წელია COVID-ის ახალი ვაქცინები არ შემოსულა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად დაუცველია, მაშინ როცა დასავლეთში რისკ-ჯგუფები თანამედროვე ვაქცინებით სარგებლობენ.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ლიტერატურა
1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). COVID-19 Weekly Epidemiological Update, 2025.
2. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA). SARS-CoV-2 Variant Technical Briefing, 2025.
3. BMJ. Hoarseness as early symptom of new SARS-CoV-2 variant. BMJ 2025; 381.
4. The Lancet Infect Dis. Omicron subvariants and symptomatology, 2024.
5. Express. Doctor warns of first symptom of new Covid variant. 2025.

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა: დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან – ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

გაზიანი სასმელი,

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის და მის სიმპტომებს აძლიერებს, განსაკუთრებით ქალებში.

Medical Xpress-ის ცნობით, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში თითქმის ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის 405 მონაწილეს დაუდგინდა დეპრესია, ხოლო 527-ს – არა. ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელებისხშირი მოხმარება დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან. ყველაზე თვალსაჩინო კავშირი ქალებში აღინიშნა – მათში, ვინც რეგულარულად სვამდა გაზიან სასმელებს, დეპრესიის ალბათობა 17%-ით მეტი იყო, ხოლო სიმპტომები უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. მკვლევრები ამას ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებებით ხსნიან.

ქალებში, რომლებიც ტკბილ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, Eggerthella-ს გვარის ბაქტერიების გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ეს ბაქტერიები ადრეც იყო დაკავშირებული დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა ეს პირველი დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რომ Eggerthella მართლაც შუამავლის როლს ასრულებს გაზიან სასმელებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

მეცნიერთა თქმით, გაზიანი სასმელები შეიცავს შაქარს, კონსერვანტებსა და დამატკბობლებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ეს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს და დეპრესიული ქცევა გააძლიეროს.

კაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ჰორმონალურ განსხვავებებში ან იმუნური რეაქციის თავისებურებებში იყოს​.

რას ნიშნავს ორი რიცხვი – სისხლის წნევის მაჩვენებლები სწორად გაგება — რას ნიშნავს 120/80 და რატომ იცვლება დღეში რამდენჯერმე

რას ნიშნავს ორი რიცხვი - სისხლის წნევის მაჩვენებლები სწორად გაგება — რას ნიშნავს 120/80 და რატომ იცვლება დღეში რამდენჯერმე

სისხლის წნევის მაჩვენებლები სწორად გაგება — რას ნიშნავს 120/80 და რატომ იცვლება დღეში რამდენჯერმე

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი | sheniekimi.ge – ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რას ნიშნავს ორი რიცხვი
სისხლის წნევის გაზომვისას ყოველთვის ვიღებთ ორ რიცხვს:
• ზედა (სისტოლური) წნევა — ძალა, რომლითაც გული სისხლს გამოდევნის არტერიებში.
• ქვედა (დიასტოლური) წნევა — წნევა არტერიებში მაშინ, როცა გული მოდუნებულია და სისხლით ივსება.
მაგალითად, 120/80 ნიშნავს: სისტოლური არის 120, დიასტოლური — 80.
როგორ განისაზღვრება კატეგორიები
• ნორმალური წნევა — სისტოლური 120-ზე ნაკლები და დიასტოლური 80-ზე ნაკლები.
• ზედმეტად მომატებული — სისტოლური 120–129, დიასტოლური ნორმაშია (<80).
• ჰიპერტენზია I ეტაპი — სისტოლური 130–139 ან დიასტოლური 80–89.
• ჰიპერტენზია II ეტაპი — სისტოლური ≥140 ან დიასტოლური ≥90.
• ჰიპერტენზიული კრიზისი — სისტოლური >180 ან დიასტოლური >120 (სასწრაფო დახმარება აუცილებელია).
რატომ იცვლება წნევის მაჩვენებელი დღის განმავლობაში
სისხლის წნევა ცვალებადია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:
• სტრესი, შფოთვა და „თეთრი ხალათის სინდრომი“ (ექიმთან ყოფნისას მომატებული წნევა).
• ფიზიკური დატვირთვა, კოფეინის ან ნიკოტინის მიღება.
• სხეულის პოზა და მკლავის არასწორი მდგომარეობა გაზომვისას.
• დღის დრო — დილასა და საღამოს მაჩვენებლები განსხვავებულია.
როგორ გავზომოთ წნევა სწორად
• გაზომვამდე 5 წუთით დაისვენეთ.
• იჯექით მშვიდად, ფეხები იატაკზე, ზურგით სავარძელს მიყრდნობილი.
• მკლავი გულთან სიმაღლეზე დადეთ მაგიდაზე.
• მანჟეტი მოირგეთ პირდაპირ კანზე, არა ტანსაცმელზე.
• არ მოწიოთ, არ დალიოთ ყავა და არ ივარჯიშოთ გაზომვამდე 30 წუთის განმავლობაში.
როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა
• თუ წნევა მუდმივად 130/80-ზე მეტია.
• თუ ერთჯერადადაც კი მაჩვენებელი სცდება 180/120-ს და თან ახლავს სიმპტომები (თავბრუსხვევა, გულის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება).
ხშირად დასმული კითხვები
1. ერთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს ჰიპერტენზიას?
არა. საჭიროა რამდენიმე გაზომვა სხვადასხვა დროს, რომ დადასტურდეს დიაგნოზი.
2. რა ასაკიდან უნდა დაიწყოს რეგულარული კონტროლი?
18 წლიდან რეკომენდებულია პერიოდული შემოწმება. 40 წლის შემდეგ — ყოველწლიურად.
3. რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სისტოლური მაჩვენებელი ასაკოვანებში?
ასაკის მატებასთან ერთად არტერიები მყარდება და სისტოლური წნევის მატება უფრო ხშირია.
4. შეიძლება თუ არა გაზომვის ტექნიკამ შეცდომა გამოიწვიოს?
დიახ. თუ მკლავი არ არის სწორ სიმაღლეზე ან მანჟეტი არასწორადაა მორგებული, შედეგი დამახინჯებულია.
5. როგორ მოვიქცე, თუ შედეგმა შემაშინა?
გააკეთეთ განმეორებითი გაზომვა დილით და საღამოს. თუ მაღალი მაჩვენებელი მეორდება, მიმართეთ ექიმს.
6. ცხოვრების წესის ცვლილება მართლა ამცირებს წნევას?
დიახ. მარილის შემცირება, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა ძალიან ეფექტიანია.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ლიტერატურა
1. American Heart Association. Understanding Blood Pressure Readings. AHA; 2023. ხელმისაწვდომია: https://www.heart.org/…/understanding-blood-pressure…
2. National Heart, Lung, and Blood Institute. What Is High Blood Pressure? NHLBI; 2024. ხელმისაწვდომია: https://www.nhlbi.nih.gov/health/high-blood-pressure
3. Cleveland Clinic. Blood Pressure: Types, Ranges & Readings. Cleveland Clinic; 2024. ხელმისაწვდომია: https://my.clevelandclinic.org/…/diagn…/17649-blood-pressure

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რამდენი საათი უნდა ეძინოს ახალშობილს – სრული გზამკვლევი

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს
#post_seo_title
რამდენი საათი უნდა ეძინოს ახალშობილს? — მშობლებისთვის სრული გზამკვლევირამდენი საათი უნდა ეძინოს ახალშობილს,– ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”, პედიატრი, თეა მაისაშვილი საუბრობს:

„ახალშობილს პირველ თვეებში დღე-ღამის განმავლობაში სადღაც 14-17 საათი უნდა ეძინოს. 14 საათზე ნაკლები ძილი ახალშობილისთვის უკვე დეფიციტია. ზედმეტი, 19 საათიც კი განგაშის საგანია”.

🍼 ბავშვის პირველი თვეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია მისი ფიზიკური და ნერვული განვითარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ პროცესში ძილია. სწორად ჩამოყალიბებული ძილის რეჟიმი არა მხოლოდ ახალშობილის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ მშობლებსაც ეხმარება ბავშვის საჭიროებების უკეთ გაგებაში.


⏱ რამდენ ხანს უნდა ეძინოს ახალშობილს?

🔹 სიცოცხლის პირველ კვირებში დასვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საშუალოდ, ახალშობილი დღეში უნდა იძინებდეს 14-დან 17 საათამდე.

💤 ეს არ ნიშნავს უწყვეტ ძილს — ბავშვები ძილ-ღვიძილის ციკლში არიან და ხშირად იღვიძებენ კვებისთვის ან დისკომფორტის გამო. თუმცა, ჯამურად დღის განმავლობაში 14-17 საათიანი ძილი იდეალურია.


⚠️ როდის უნდა ინერვიულოთ?

📉 14 საათზე ნაკლები ძილი შეიძლება მიუთითებდეს:

  • დისკომფორტზე (გაზები, ტკივილი, სიცხე)

  • არასწორ გარემოზე (ხმაური, სინათლე)

  • ნევროლოგიურ ან ფიზიოლოგიურ პრობლემებზე (მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად, გამოსარიცხია)

📈 19 საათზე მეტი ძილი ხშირად აღიქმება როგორც სიმშვიდის ნიშანი, მაგრამ:

  • შეიძლება ნიშნავდეს დაბალ აქტივობას ან სისუსტეს

  • შესაძლოა იყოს ინფექციის, ყვითელწყლების ან სხვა მდგომარეობის ინდიკატორი

👉 ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პედიატრთან კონსულტაცია.


📌 რა ფაქტორები ახდენს გავლენას ახალშობილის ძილზე?

✅ კვების რეჟიმი — მშიერი ბავშვი ნაკლებად მშვიდია და ნაკლებად იძინებს.
✅ შუქი და ხმაური — ახალშობილს სჭირდება რბილი, მშვიდი გარემო.
✅ ტემპერატურა — არ იყოს არც ძალიან ცხელა და არც ცივა.
✅ დღის და ღამის განსხვავება — დროთა განმავლობაში საჭიროა დღის და ღამის რეჟიმის ჩამოყალიბება.


👶 როგორ დავეხმაროთ ბავშვს უკეთ ძილში?

  • 📍 შექმენით რუტინა — ყოველდღიური დრო ძილისთვის ამშვიდებს ბავშვს.

  • 📍 გამოიყენეთ თეთრი ხმაური ან რბილი მუსიკა.

  • 📍 არ გადაღალოთ ბავშვი — გადაჭარბებული სტიმულაცია ძილის დარღვევას იწვევს.

  • 📍 არ გამოატოვოთ კვება — სწორად დანიშნული კვება ძილის ხარისხს აუმჯობესებს.


🔍 დასკვნა:

ახალშობილისთვის 14-17 საათი ძილი იდეალურ შუალედს წარმოადგენს. 14 საათზე ნაკლები ან 19 საათზე მეტი ძილი კი მშობლების ყურადღების მიქცევას საჭიროებს. თუკი ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი პატარა მეტისმეტად ბევრს ან ცოტას სძინავს, ნუ დააყოვნებთ კონსულტაციას პედიატრთან.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ დავიცვათ თავი მუნისგან – ინგა მამუჩიშვილი მუნის შესახებ რეკომენდაციებს გვიზიარებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)

როგორ ვლინდება მუნი?!

ვითარდება ძალიან ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით. ახასიათებს წვრილი სერიოზული გამონაყარი – წითელი წერტილები და პატარა ბუშტუკები.

ხაზები კანზე („ღარი“) – იქ სადაც ტკიპა გადაადგილდება, ზიანდება ძირითადად თითებს შორისი მიდამო, მაჯები, იდაყვები, იღლიები, წელი, სასქესო ორგანოების არე ზოგჯერ გულმკერდი და დუნდულები.

ძლიერი ქავილის გამო ჩნდება დამატებითი ნახეთქები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას!!!

დაავადება ვრცელდება კანის კონტაქტით, საერთო ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის, პირსახოცის გამოყენებით,
საერთო საწოლი/დივანი – განსაკუთრებით ხანგრძლივი შეხებისას.

ბავშვთა დაწესებულებებში, პანსიონატებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მჭიდრო კონტაქტის გამო.

 პროფილაქტიკა

•ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება

• არ გაუზიაროთ ერთმანეთს საერთო ტანსაცმლი, თეთრეული, პირსაწმენდი

• ინფიცირებულის მკურნალობისას ყველა ოჯახის წევრის/კონტაქტში მყოფის პარალელური მკურნალობა

• მკურნალობის შემდეგ ტანსაცმლის, თეთრეულის, ქიმიური დამუშავება, მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხვა!

ბღერი სავალდებულოა ექიმი დერმატოლოგის მიერ იყოს დადასტურებული და მკურნალობაც აუცილებლად მის მიერვე იყოს დანიშნული!!! რადგან თვითნებური მალამოებით ან არასწორი დოზირებით მკურნალობის შემთხვევაში ტკიპა არ ქრება, ადვილად გადადის სხვა ადამიანებზე და იწვევს კიდევ მრავალ გართულებას!!! ჯანმრთელობას გისურვებთ, შორს თქვენგან ბღერი“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights