Moderna-ს ახალი mNEXSPIKE ვაქცინა და საქართველოს რეალობა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სიმპტომები, რომელზეც უნდა გესაუბროთ, შესაძლოა ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად.
ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.
ყურადღებით წაიკითხეთ სიმპტომების ჩამონათვალი – თუკი მათგან რომელიმეს მაინც აღმოიჩენთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ, ჩაიტაროთ უფრო დეტალური დიაგნოსტიკა და გაიწმინდოთ ორგანიზმი. განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.
კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მდოგვი გრიპთან ბრძოლას მისი ლოკალური გამაღიზიანებელი ეფექტის დახმარებით ახერხებს. მდოგვის გამოყენებით დამზადებული ეთერზეთები აღიზიანებენ კანს სისხლის მიმოქცევის აჩქარების დახმარებით. ეს იმუნურ სისტემას უკეთ მუშაობას აიძულებს.
კანის გამოცოცხლებასთან ერთად მდოგვი ასევე ფეხებსაც ათბობს. ცნობილია, რომ ორგანოების მსგავსი პრობლემები პირველ რიგში ფეხებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად ფეხების გაჯანსაღებით გრიპთან ბრძოლას მარტივად მოიგებთ. გააგრძელეთ კითხვა

ნიორით განკურნების მეთოდები
აავსეთ ბოთლის მესამედი დაჭრილი ნიორით და დანარჩენის შესავსებად ჩაამატეთ არაყი. შეინახეთ ბოთლი 2 თვის განმავლობაში ბნელ ადგილას და შეანჯღრიეთ ყოველდღე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მიღებული ნაყენის მისაღებად მისი 5 წვეთი უნდა გაურიოთ 1 კოვზ წყალში და დალიოთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. გააგრძელეთ კითხვა

ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
„ეს პროდუქტები არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოა, ესენია მაგალითად წყალი, სითხის დეფიციტისა და გაუწყლოების მიმართ ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი საკვები, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგალითად თევზი, რომელიც ტვინს ძალიან უყვარს.
მნიშვნელოვანია ტვინისთვის ქოლინი, რომელიც არის კვერცხში. ასევე – თხილეული რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და მაგნიუმით.
B ჯგუფის ვიტამინები ასევე არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ის მდიდარია ფოლატებით, ანტიოქსიდანტებით და C ვიტამინით ასევე მნიშვნელოვანია კენკროვანის მიღება. ეს პროდუქტები ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება“, – ამბობს ბავშვთა ნევროლოგი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე – ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.
ხანდახან შესაძლოა, ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე – ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
თოთხმეტი მონაწილის გაყეს (28,5 ± 5,4 წელი, 160,7 ± 6,1 სმ, 65,9 ± 11,7 კგ) HICT ჯგუფში (HICT: n = 7), რომელიც ასრულებდა ორ მოკლე ვარჯიშთა კომპლექსს 5-წუთიანი დასვენებით მათ შორის, ან TS ჯგუფში (TS: n = 7), რომელიც ასრულებდა ერთ-ერთ ვარჯიშს იმავდროულად 3-წუთიანი დასვენებით სეტებს შორის. ორივე ჯგუფი ვარჯიშობდა კვირაში 3 დღე 8 კვირის განმავლობაში [8-15 გამეორება, სამი სეტი], თითქმის კუნთების უკმარისობამდე. ჩარევამდე და შემდეგ შეფასდა სხეულის შედგენილობა, ხელისა და ბარძაყის კუნთების გარშემოწერილობა, სხვადასხვა ვარჯიშის შესრულებისას.
ორივე ჯგუფმა ანალოგიურად გაზარდა 3RM ყველა ვარჯიშში (p < 0,001). ორივე ჯგუფში დაფიქსირდა დროის ძირითადი ზემოქმედება (p < 0,001) სხეულის კუნთოვან მასაზე, რაც მიუთითებს კუნთოვანი მასის ზრდაზე დროთა განმავლობაში ორივე პროტოკოლის შემდეგ, ხოლო სხეულში ცხიმის პროცენტული შემცველობა მცირდებოდა მხოლოდ დროთა განმავლობაში (p = 0.04). სხვა ცვლადებისთვის არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი ჯგუფური ურთიერთქმედება ან “ჯგუფი × დრო” ურთიერთქმედება.
ამრიგად, როგორც მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიშები, ისე კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები ერთნაირად ეფექტურია ძალისა და კუნთოვანი მასის ზრდისთვის, ასევე სხეულში ცხიმის პროცენტული შემცირებისთვის გაწვრთნილ ქალებში. ისინი, ვინც დაინტერესებულია დროის მაქსიმალური ეკონომიით, შეიძლება ურჩევნია მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიშები, რადგან ისინი გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს. ვარჯიშის სტილის არჩევისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ვარჯიშების შერჩევა .
მოკლე ინფორმაცია:
P.S. მათთვის ვისაც “ყოველი წუთი ძვირფასია” და არ აქვთ შეჯიბრზე გასვლის ამბიციები (თუმცა ბიკინისთვის სავსებით შეიძლება გამოდგეს), წრიული ვარჯიში სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC12051434/
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ,- ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” სპეციალისტები საუბრობენ.
ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდესა,-ამბობს რეზო ომიაძე.
რატიანის განმარტებით, ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამ ავტოიმუნური დაავადების ადრეულ სტადიაზე „დაჭერა“ ნიშნავს სახსრების მტკივნეული ანთებისა და დაზიანების შემსუბუქებას ან პროგრესის მთლიანად შეჩერებას.
ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი (RA) უვითარდება, რისკის ქვეშ მყოფად სახსრების ანთების (სინოვიტი) გამოჩენამდე წლებით ადრე მიიჩნევენ სისხლში ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების (ACPA) არსებობის გამო. თუმცა, ეს დაავადება ამ ანტისხეულების მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება და შესაბამისად, ეს მეთოდი ზუსტ პროგნოზად არ ითვლება.
ახალ კვლევაში გამოავლინეს ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც ექიმებს შეეძლებათ დაადგინონ, ვინაა რისკის ქვეშ; ამ ნიშნებს შორის არის ანთებითი ცილები სისხლში და იმუნური უჯრედების (რომლებიც მართავენ რევმატოიდულ ართრიტს) ქცევა.
კვლევა ამერიკელთა ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მკვლევრები ალენის იმუნოლოგიის ინსტიტუტიდან, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კოლორადოს უნივერსიტეტიდან.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი დაავადება სახსრების აქტიურ ანთებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, უფრო ადრე, ვიდრე კლინიკურად გამოჩნდება. ეს კი ეს გავლენას ახდენს პრევენციული მკურნალობის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილებებზე“, — წერენ მკვლევრები. გააგრძელეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi