PSPდა „Orthomol“ – კანონის დარღვევა საქართველოში და სკანდალები ევროპაში
ფარული რეკლამა საქართველოში
2025 წლის 11 მაისს გადაცემა „ოჯახის ექიმი“ მთლიანად PSP-ს მიერ შემოტანილ პროდუქტს – „Orthomol“ დაეთმო.
სტუდიაში იყო გამოფენილი სრული ასორტიმენტი, წამყვანები და სტუმრები კი უწევდნენ რეკლამას:
• „გერმანული პრემიუმ ბრენდი“
• „გაახალგაზრდავების უნიკალური ფორმულა“
• „ძალიან კარგი შემადგენლობა“
• „ძალიან გემრიელი“
მათ შორის გაჟღერდა პირდაპირი მოწოდებაც: „რამოდენიმე დღეში შეძენა შეგიძლიათ PSP-ს აფთიაქებში“.
ეს არის ფარული რეკლამა და არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს (მუხლი 691):
• პუნქტი „ა“ – გადაცემა მთლიანად მორგდა კონკრეტული ბრენდის რეკლამას;
• პუნქტი „ბ“ – იყო პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება;
• პუნქტი „გ“ – პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა („უნიკალური“, „ინოვაციური“ და სხვ.);
• მუხლი 691(4) – მაყურებელი არ გააფრთხილეს, რომ ეს იყო რეკლამა (ფარული კომუნიკაცია).
ეს დარღვევა ოფიციალურად დააფიქსირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (N 25-10-1426; 03.07.2025).
სკანდალები ევროპაში
„Orthomol“-ს პრობლემები აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც:
• ევროპის სასამართლო (CJEU, საქმე C-418/21):
Orthomol ცდილობდა თავისი პროდუქტების გაყიდვას როგორც „სპეციალური სამედიცინო დანიშნულების საკვები“ (FSMP).
სასამართლომ განაცხადა, რომ ზოგადი ფრაზები („იმუნიტეტის გაძლიერება“) არ არის საკმარისი, რათა პროდუქტი ჩაითვალოს FSMP-ად.
ანუ კომპანია ცდილობდა პროდუქტების გაყიდვას სამედიცინო სტატუსით უმყარესი მტკიცებულებების გარეშე.
• გერმანული მედია („Der Spiegel“):
Orthomol გააკრიტიკეს არასათანადო მტკიცებულებებისა და გადაჭარბებული დაპირებების გამო.
• Öko-Test (გერმანული მომხმარებელთა ჟურნალი):
„Orthomol Immun Pro“ შეფასდა როგორც „არასაკმარისი“, რადგან სამეცნიერო მტკიცებულება სუსტი აღმოჩნდა.
დასკვნა
PSP საქართველოში არღვევს კანონს „Orthomol“-ის ფარული რეკლამით.
Orthomol ევროპაშიც სკანდალშია, სასამართლო დავებითა და სამომხმარებლო კრიტიკით.
საქართველოში Supplement.ge რჩება ერთადერთ დამოუკიდებელ პლატფორმად, რომელიც ობიექტურად იკვლევს დანამატებს, არ ემსახურება არც PSP-ს და არც სხვა კომერციულ ინტერესს.
გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის – შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ.
ცისტიტი, შარდის ბუშტის ანთება, ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლავთ. კვლევები აჩვენებს, რომ 20-50 წლის ასაკში ქალების დაახლოებით 30-40% მინიმუმ ერთხელ განიცდის ცისტიტს, რომლის ძირითადი სიმპტომებია წვა და ტკივილი შარდვისას. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო მდგომარეობა არ გახდეს ქრონიკული, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობა.
ცისტიტი ხშირად თავს იჩენს გარკვეული სიმპტომებით, რომლებიც ქალებში განსხვავებულად შეიძლება, გამოვლინდეს. ზოგი ადამიანი გრძნობს მკაფიო დისკომფორტს, ზოგისთვის კი სიმპტომები მსუბუქი და მოულოდნელია.
ყველაზე ხშირი ნიშნები:
● წვა და ტკივილი შარდვის დროს -ეს ყველაზე მთავარი ნიშანია, რომელიც ხშირად პირველად იგრძნობა. წვის შეგრძნება შეიძლება იყოს მოულოდნელი და მძლავრი, ზოგჯერ შარდვის ბოლოსაც გრძელდება.
● შარდის ხშირი გამოყოფა – ცისტიტის დროს შარდის გამოყოფა ხდება ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შარდის რაოდენობა მცირეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას.
● მოულოდნელი შარდის მოთხოვნა – კენჭისებრი ან მოულოდნელი სურვილი შარდვისადმი ხშირად ახასიათებს ინფექციის ადრეულ სტადიას.
● შარდის სუნის ცვლილება და შესქელება – შარდის არომატი შესაძლოა შეიცვალოს, გამოვლინდეს უსიამოვნო სუნი ან გაჩნდეს მცირე ნაწილაკები, რაც ინფექციის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს.
● ქვედა მუცლის ან ბარძაყების ტკივილი – ცისტიტმა შეიძლება, გამოიწვიოს პულსაციის ცვლილება, ტკივილის შეგრძნებაც ქვედა მუცლის არეში ან ტკივილი მარცხენა ან მარჯვენა ბარძაყთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ცისტიტის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა? საქმე ისაა, რომ მიმა დროებითმა იგნორირებამ ან თვითმკურნალობამ შეიძლება, ინფექცია გადაიყვანოს გართულებულ, ქრონიკულ ფორმაში. დროულმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობა კი თავიდან აგარიდებთ ინფექციის გავრცელებას საშარდე გზებში, მძიმე ანთებით პროცესებს შარდის ბუშტსა და თირკმლებში, ცისტიტის განმეორებას და ქრონიკულობას.
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ პირველ ნიშნებს, არ დაველოდოთ მათ თვითნებად გაქრობას, არამედ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, რათა სწრაფად, სწორად და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ, ვიმკურნალოთ. გააგრძელეთ კითხვა
#post_seo_title
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
ყურის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს სმენას, ბალანსს და ცხოვრების ხარისხს.
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
შუა ყურის ანთება (Otitis Media) – ტკივილი, სიცხე, სმენის დაქვეითება, შუილი. ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
გარეთა ყურის ანთება („მოცურავის ყური“) – ხშირად ვითარდება წყალში ბანაობის შემდეგ, ახასიათებს ტკივილი, ქავილი და გამონადენი.
სმენის დაქვეითება – შესაძლოა გამოწვეული იყოს ყურში გოგირდის დაგროვებით, ქრონიკული ანთებებით, ან ასაკობრივი ცვლილებებით.
ტინიტუსი (ყურში შუილი/ხმაური) – შეიძლება იყოს სტრესის, წნევის პრობლემების, ევსტაქის მილის დახშობის ან სასმენი ნერვის დაზიანების შედეგი.
ყურის ტრავმა და ბაროტრავმა(დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა-პერფორაცია) – ფრენისას ან წყალში ყვინთვისას ხშირია ყურში დაგუბების შეგრძნება, რასაც თან ახლავს ტკივილი.
ბავშვებში ხშირია შუა ყურის ანთება და სმენის დროებითი დაქვეითება, რის ყველაზე ხშირ მიზეზს ადენოიდების ჰიპერტროფია წარმოადგენს.
მთავარი რჩევა: ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგიცავთ გართულებებისგან და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხარისხს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ინოვაციური კვლევები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართულებით.
ძირითადი ქვეყნები და ვაქცინები: • აშშ • Sipuleucel-T (Provenge®) — პროსტატის კიბო (უკვე დამტკიცებულია FDA-ს მიერ) • mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — მელანომა, ფაზა III • Autogene cevumeran (BioNTech/Genentech) — პანკრეასის კიბო, ფაზა II • გერმანია • BNT111 (BioNTech) — მოწინავე მელანომა, ფაზა II • BNT122 (Autogene cevumeran) — პანკრეასის კიბო, ფაზა II • საფრანგეთი • TG4050 (Transgene) — საკვერცხე, თავის-კისრის კიბო, ფაზა I/II • TG4001 — HPV16-ის კიბოები, ფაზა II • Tedopi (OSE-Immunotherapeutics) — NSCLC, ფაზა III • დიდი ბრიტანეთი / ნიდერლანდები • ISA101b — HPV16-ზე დაფუძნებული, საშვილოსნოს ყელის და თავის-კისრის კიბოები, ფაზა II • NHS-BioNTech პარტნიორობა — პერსონალიზებული mRNA ვაქცინები, ფაზა I/II • კუბა • CIMAvax-EGF — ფილტვის კიბო (NSCLC), უკვე დამტკიცებულია ადგილობრივად • Vaxira® (Racotumomab) — NSCLC, ფაზა II/III • იაპონია • DSP-7888 (Adegramotide/Nelatimotide) — მელანომა, ჰემატოლოგიური სიმსივნეები, ფაზა II • ჩინეთი • SYS6020 (CSPC, mRNA) — სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I • მრავალი ნანო-ვაქცინა ძუძუს, ღვიძლისა და ფილტვის კიბოებზე, ფაზა I • სამხრეთ კორეა • GX-188E (HPV DNA) — CIN2/3 და თავის-კისრის კიბო, ფაზა II/III • ისრაელი • ImMucin (MUC1) — მიელომა და სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I/II • კანადა • Maveropepimut-S (DPX-Survivac, Survivin) — საკვერცხე და ფილტვის კიბო, ფაზა II
რატომ არ გვაქვს მსგავსი ვაქცინები საქართველოში?
საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს: • მაღალი დონის კლინიკური კვლევების ინფრასტრუქტურა • საკმარისი ინვესტიციები ბიოტექნოლოგიაში • მკაფიო სტრატეგია კიბოს ინოვაციური მკურნალობების დასანერგად
ამიტომაც ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ვაქცინები ჯერ არ მუშავდება და არც პაციენტებს აქვთ მათზე წვდომა.
მაგრამ, აუცილებელია მზად ვიყოთ: უნდა შეიქმნას კვლევითი ჰაბები, ჩაერთოს ქვეყანა საერთაშორისო კლინიკურ ცდებში და მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა.
პროფესორის კომენტარი — რომელი ვაქცინებია ყველაზე პერსპექტიული?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე: „დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე დიდი იმედი დაკავშირებულია mRNA-ზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ კიბოს ვაქცინებთან. ეს ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენეს COVID-19-ის დროს და ახლა ისევე ვითარდება კიბოს წინააღმდეგ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია: • mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — ფაზა III კვლევებში ძალიან კარგი შედეგებით მელანომაზე. • Autogene cevumeran (BioNTech) — პანკრეასის კიბოს მკურნალობაში დიდი პერსპექტივით. ასევე საინტერესოა კუბის გამოცდილება (CIMAvax-EGF), სადაც ვაქცინა უკვე ათწლეულზე მეტია გამოიყენება ფილტვის კიბოს პაციენტებში.
ეს გვიჩვენებს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე აღარ არის მხოლოდ „მომავლის იდეა“ — ისინი რეალობა ხდება, მაგრამ საქართველო ამ პროცესში არ უნდა ჩამორჩეს.“
ხშირად დასმული კითხვები
1. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა პრევენციულია თუ სამკურნალო? – უმეტესობა დღეს არის თერაპიული, ანუ უკვე არსებულ სიმსივნესთან ბრძოლისთვის.
2. როდის შეიძლება ეს ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს? – ზოგიერთისთვის (მაგ. მელანომა, ფილტვის კიბო) — უახლოეს 5–10 წელიწადში.
3. აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები? – ძირითადად ჰგავს სხვა იმუნოთერაპიებს: სიცხე, დაღლილობა, იმუნური რეაქციები.
4. შეუძლია თუ არა საქართველოს პაციენტებს კლინიკურ ცდებში მონაწილეობა? – ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა ჩაერთვება საერთაშორისო კვლევით ქსელებში.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე: www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა! iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706 Android: https://play.google.com/store/apps/details… Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Moderna-ს ახალი mNEXSPIKE ვაქცინა და საქართველოს რეალობა
Moderna-მ 2025 წელს გამოაქვეყნა კვლევის პირველადი შედეგები ახალი, „შემდეგი თაობის“ mRNA ვაქცინაზე – mNEXSPIKE, რომელიც მიმართულია ამჟამად ცირკულირებადი შტამის (LP.8.1) წინააღმდეგ. ვაქცინამ მაღალი რისკის ჯგუფებში ძლიერი იმუნური პასუხი აჩვენა და 2025–2026 წლების სეზონისთვის მზადდება.
ეს არის პირველი ვაქცინა, რომელიც დამტკიცდა FDA-ს გამკაცრებული წესებით.
რა გვაჩვენა კვლევამ?
•ძლიერი ანტისხეულური პასუხი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ქრონიკულად ავადმყოფებში.
•გვერდითი მოვლენების პროფილი სტანდარტული იყო და სერიოზული შემთხვევა არ გამოვლენილა.
•მიზანია გლობალური გამოყენება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ დაუცველია.
საქართველოს მონაცემები:
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ოფიციალური პასუხის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 19 სექტემბრამდე Covid-19-ის შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასეთია:
• თბილისი — 276 შემთხვევა
• იმერეთი — 54 შემთხვევა
• ქვემო ქართლი — 14 შემთხვევა
• აჭარა — 10 შემთხვევა
• კახეთი — 1 შემთხვევა
• გურია — 1 შემთხვევა
• სამეგრელო — 0 შემთხვევა
• შიდა ქართლი — 0 შემთხვევა
საერთო ჯამში: 356 შემთხვევა.
ეს სტატისტიკა აშკარად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მონიტორინგი არ არის საკმარისად მძლავრი — რეგისტრირებული შემთხვევები მინიმალურია, თუმცა რეალური სურათი შესაძლოა განსხვავებული იყოს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„Moderna-ს ახალი ვაქცინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეცნიერება წინ მიდის და ახალ შტამებზე მორგებული პრეპარატები სწრაფად იქმნება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში კოვიდის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა კვლავ სუსტია და პრიორიტეტად არ მიიჩნევა. ოფიციალური სტატისტიკა მცირეა, მაგრამ ეს სურათის დამახინჯებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ სიტუაციას. ქვეყანაში საჭიროა სისტემური, გამჭვირვალე და სანდო მონიტორინგი.“
ხშირად დასმული კითხვები
ახალი ვაქცინა ყველას სჭირდება?
არა. რეკომენდაცია პირველ რიგში ეხება ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სამედიცინო პერსონალს.
საქართველოში როდის შეიძლება მისი ხელმისაწვდომობა?
ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შესყიდვებზე. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გეგმა არ გამოცხადებულა.
უსაფრთხოა თუ არა?
კვლევის პირველადი შედეგებით, სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ვაქცინების არსებობა?
იმიტომ, რომ ვირუსი მუდმივად იცვლება და საჭიროა დროული მორგება.
ლიტერატურა
1. Moderna. Interim Phase 3 results for mNEXSPIKE vaccine. Moderna Press Release. 2025.
2. U.S. Food and Drug Administration. Guidance on COVID-19 vaccines under revised standards. FDA; 2025.
3. World Health Organization. Weekly Epidemiological Update on COVID-19 and variants. WHO, 2025.
4. Centers for Disease Control and Prevention (CDC). COVID-19 Vaccination Interim Clinical Guidance. 2025.
5. NCDC Georgia. Covid-19 statistics 01.01.2025–19.09.2025. Official correspondence, 2025.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ნატურალური რეცეპტები პარაზიტების, ჭიების გასანადგურებლად
სიმპტომები, რომელზეც უნდა გესაუბროთ, შესაძლოა ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად.
ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.
ყურადღებით წაიკითხეთ სიმპტომების ჩამონათვალი – თუკი მათგან რომელიმეს მაინც აღმოიჩენთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ, ჩაიტაროთ უფრო დეტალური დიაგნოსტიკა და გაიწმინდოთ ორგანიზმი. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.
ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.
კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით – მარტივი ხალხური მეთოდი უსწრაფესად მოგარჩენთ
მდოგვი გრიპთან ბრძოლას მისი ლოკალური გამაღიზიანებელი ეფექტის დახმარებით ახერხებს. მდოგვის გამოყენებით დამზადებული ეთერზეთები აღიზიანებენ კანს სისხლის მიმოქცევის აჩქარების დახმარებით. ეს იმუნურ სისტემას უკეთ მუშაობას აიძულებს.
კანის გამოცოცხლებასთან ერთად მდოგვი ასევე ფეხებსაც ათბობს. ცნობილია, რომ ორგანოების მსგავსი პრობლემები პირველ რიგში ფეხებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად ფეხების გაჯანსაღებით გრიპთან ბრძოლას მარტივად მოიგებთ. გააგრძელეთ კითხვა
აავსეთ ბოთლის მესამედი დაჭრილი ნიორით და დანარჩენის შესავსებად ჩაამატეთ არაყი. შეინახეთ ბოთლი 2 თვის განმავლობაში ბნელ ადგილას და შეანჯღრიეთ ყოველდღე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მიღებული ნაყენის მისაღებად მისი 5 წვეთი უნდა გაურიოთ 1 კოვზ წყალში და დალიოთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. გააგრძელეთ კითხვა
საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება
ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
„ეს პროდუქტები არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოა, ესენია მაგალითად წყალი, სითხის დეფიციტისა და გაუწყლოების მიმართ ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი საკვები, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგალითად თევზი, რომელიც ტვინს ძალიან უყვარს.
მნიშვნელოვანია ტვინისთვის ქოლინი, რომელიც არის კვერცხში. ასევე – თხილეული რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და მაგნიუმით.
B ჯგუფის ვიტამინები ასევე არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ის მდიდარია ფოლატებით, ანტიოქსიდანტებით და C ვიტამინით ასევე მნიშვნელოვანია კენკროვანის მიღება. ეს პროდუქტები ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება“, – ამბობს ბავშვთა ნევროლოგი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.