ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — „მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“ -პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — „მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“ -პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

გიორგი ფხაკაძეპროფესორი (MD, MPH, PhD) — “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) თავმჯდომარე და Accreditation Canada-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში. პროფესორი ფხაკაძე თანამშრომლობდა WHO, Gavi, The Global Fund (GFATM), Relief International, UNICEF, UNHCR, IOM და ILO-სთან, სადაც ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის პოლიტიკის, ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებებს.

ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში და აქტიური ტრენერი 30-ზე მეტ ქვეყანაში.

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

საქართველოში ჯანდაცვა დღეს ერთიანი სამინისტროს ნაწილია, სადაც ერთ ჭერქვეშ არის შრომა, სოციალური პოლიტიკა, დევნილთა საკითხები და ჯანმრთელობა. შედეგი? – ჯანდაცვა ხშირად ქრება სხვა მიმართულებების ჩრდილში და კარგავს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ადამიანის სიცოცხლის დაცვას.

👉 ჯანდაცვა არ შეიძლება დარჩეს დანამატად სხვა უწყებების ფუნქციებში.
ეს არის ქვეყნისათვის უმთავრესი სფერო, რომელიც უნდა იყოს ცალკე მდგომი, პრიორიტეტული მიმართულება — საკუთარი სამინისტროს, მკაფიო ხედვისა და სრული პასუხისმგებლობის მქონე. მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა.

🔎 რა გვასწავლა წარსულმა?
• 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა:
• ოჯახის ექიმის სისტემა,
• საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა,
• ჰოსპიტლების საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი ნაბიჯები.

ეს ყველაფერი სწორი იყო, მაგრამ ხშირად ნახევრად დასრულებული — პროექტის სახით, დროებით, გაუმყარებელი ინსტიტუციური ბაზის გარეშე. მაგალითად, ჰოსპიტალების აკრედიტაცია რეალურად ცვლის ხარისხს, მაგრამ სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩება როგორც „კარგი, მაგრამ ერთჯერადი“ ინიციატივა.

✅ რა მოგვიტანა ამ გამოცდილებამ?
• გავიგეთ, რომ ჯანდაცვა საჭიროებს მუდმივ სტაბილურობას და არა დროებით პოლიტიკურ პროექტებს.
• აკრედიტაცია და ხარისხი უნდა იქცეს სახელმწიფოს მძლავრ იარაღად, და არა მხოლოდ „დოკუმენტის მიღების“ პროცესად.
• მინისტრი ექიმი და მენეჯერი უნდა იყოს — ადამიანი, ვისაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება სისტემაში და იცის, როგორ მუშაობს საავადმყოფო.
• ჯანდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად შეძლებს სწრაფ რეაგირებას თანამედროვე გამოწვევებზე: ეპიდემიები, ქრონიკული დაავადებები, ციფრული მედიცინა.

🌍 როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

ევროპის ქვეყნების უმრავლესობას აქვს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო. სწორედ ამიტომ იქ:
• უფრო გამჭვირვალეა ჯანდაცვის ბიუჯეტი,
• მკაფიოა მინისტრის პასუხისმგებლობა,
• ხარისხის სისტემები მუდმივად იზრდება.

საქართველომაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, თუ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არ დაიკარგოს სხვა თემების ფონზე.

📖 პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„ჯანდაცვა არ უნდა დაიკარგოს სხვა სამინისტროებში. საქართველოს სჭირდება ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც მთავარი სიტყვა იქნება ექიმის, მეცნიერის და პროფესიონალის. ეს არის ჩემი ოცნება, და ვფიქრობ — ჩვენი მომავლის აუცილებლობაც.“

👉 ვინ უნდა იყოს „იდეალური მინისტრი“?

ჩემი ხედვით, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს მედიკოსი პროფესიონალი, რომელსაც აქვს კლინიკური გამოცდილება და კარგად ესმის პაციენტის საჭიროებები. ის უნდა იყოს გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც მიღწევები აქვს საავადმყოფოს ხელმძღვანელობაში, ჯანდაცვის პროგრამების მართვაში და სისტემურ რეფორმებში. მინისტრს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ გახდეს სანდო და ეფექტური კომუნიკატორი — ერთის მხრივ, პროფესიულ სამედიცინო საზოგადოებასთან, და მეორეს მხრივ, ფართო მოსახლეობასთან. აუცილებელია ფლობდეს ჯანდაცვის ეკონომიკისა და პოლიტიკის საფუძვლიან ცოდნას, იცნობდეს საერთაშორისო გამოცდილებას, და განსაკუთრებით — სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის თანამედროვე სისტემებს (მაგალითად, Accreditation Canada, ან JCI). ეს ცოდნა კრიტიკულია, რათა ქვეყანაში რეალურად განვითარდეს ხარისხზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვა.

ჩემი პირადი სურვილია, რომ საქართველოში ჯანდაცვის მინისტრად დავინახოთ ქალი ლიდერი — ძლიერი, განათლებული, გამოცდილებით აღჭურვილი, საზოგადოებასთან ახლოს მდგომი და გამჭვირვალე მმართველობითი სტილით. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ლიდერი შეძლებს სისტემაში ახალი ენერგიის, და სანდოობისა შეტანას.

👉 საქართველოს მომავალი ჯანდაცვის სამინისტროს იდეალური სტრუქტურა:

მომავალი ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ოპტიმალური ზომის, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც თავიდან აიცილებს ზედმეტ ბიუროკრატიას და სტრუქტურულ დუბლირებებს. მისი მთავარი მისია უნდა გახდეს პაციენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირება და სისტემის ეფექტიანი კოორდინაცია.

დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და სააგენტოებში გაფანტული ფუნქციები – იქნება ეს რეგულაცია, განათლება, აკრედიტაცია თუ სახელმწიფო კლინიკების მართვა – უნდა მოიყაროს ერთი ჭერის ქვეშ. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მკაფიო პასუხისმგებლობა, გამჭვირვალე გადაწყვეტილებები და სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე.

ოპტიმალური სტრუქტურა უნდა მოიცავდეს:

• პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებას – გრძელვადიანი ხედვისა და რეფორმების დაგეგმვისთვის.
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტს – ეპიდემიოლოგიის, პრევენციისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად.
• სამედიცინო სერვისებისა და საავადმყოფოების მართვის ერთეულს – სახელმწიფო და უნივერსიტეტის კლინიკების კოორდინაციისთვის.
• ფინანსებისა და ეკონომიკის დეპარტამენტს – ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისა და ხარჯების მართვისთვის.
• სამედიცინო განათლებისა და კადრების მიმართულებას – სამედიცინო პერსონალის ხარისხის, უწყვეტი განათლებისა და სამუშაო ძალის სწორად დაგეგმვისთვის.
• სამედიცინო პროდუქტებისა და საკვების უსაფრთხოების სააგენტოს (FDA-ს მოდელით) – წამლების, საკვების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოტექნოლოგიის ზედამხედველობისთვის.
• აკრედიტაციისა და ხარისხის დეპარტამენტს – Accreditation Canada, JCI და WHO-ს სტანდარტებზე დაყრდნობით დაწესებულებების შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის.
• ციფრული ჯანმრთელობის დეპარტამენტს – ელექტრონული ჯანდაცვის, მონაცემთა ანალიტიკისა და ინოვაციების დანერგვისთვის.
• კრიზისებისა და ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტს – საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

ასეთი მოდელი გააერთიანებს ყველა ძირითადი რგოლს ერთიან სტრატეგიულ ცენტრში და შექმნის სისტემას, სადაც სამინისტრო იქნება არა მხოლოდ ზედამხედველი, არამედ ინოვაციების, ხარისხის და საზოგადოებრივი ნდობის მთავარი ძრავი.

👉 დასკვნა

საქართველოს ჯანდაცვას აღარ სჭირდება კომპრომისული მიდგომა. თუ ქვეყანას უნდა ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სისტემა, ჯანდაცვას უნდა ჰქონდეს საკუთარი სამინისტრო, რომელსაც ექნება მკაფიო ხედვა, პასუხისმგებლობა და ძალა.

ახალი სამინისტრო არ უნდა გახდეს კიდევ ერთი მძიმე ბიუროკრატიული რგოლი. პირიქით – ის უნდა იყოს ოპტიმალური ზომის, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც მოქალაქეს ცენტრალურ ადგილზე დააყენებს. მისი ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკის დაგეგმვა, არამედ პრაქტიკული შედეგების მოტანა: ხარისხიანი სერვისები, სამართლიანი დაფინანსება, სამედიცინო პერსონალის განვითარება და პაციენტის უფლებების დაცვა.

საქართველოში ჯანდაცვა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფინანსური და სოციალური სფერო, ამიტომ ის იმსახურებს დამოუკიდებელ და ძლიერ სამინისტროს, რომელიც არ დაიკარგება სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი სისტემური რეფორმების გაგრძელება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საზოგადოების ნდობის აღდგენა.

ეს არის გზა, რომ ქვეყანამ აითვისოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა (WHO, Accreditation Canada, JCI, FDA-ს მოდელი) და შექმნას სისტემა, რომელიც ემსახურება მთავარს – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

და ბოლოს, ჩემთვის ეს არა მხოლოდ პროფესიული არგუმენტია, არამედ პირადი სურვილიც – საქართველოში უნდა არსებობდეს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც იქნება მომავლის პოლიტიკის და რეალური პროგრესის სიმბოლო.

👉 მეტი სანდო და უახლესი სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

📲 გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD).
პროფესორი ფხაკაძე არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

⚖️ ინტერესთა კონფლიქტების დეკლარაცია:

ავტორი აცხადებს, რომ არ აქვს ფინანსური, კომერციული ან პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ სტატიაში წარმოდგენილ მოსაზრებებსა და ანალიზზე. ყველა არგუმენტი და შეფასება ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

PSP და „Orthomol“ – კანონის დარღვევა საქართველოში და სკანდალები ევროპაში

გიორგი ფხაკაძე PSP-ს მიმართავს: „რატომ გვატყუებთ? თქვენი დუმილი ადასტურებს, რომ მომხმარებელი თქვენთვის უბრალოდ ნახირია“

PSP და „Orthomol“ – კანონის დარღვევა საქართველოში და სკანდალები ევროპაში

ფარული რეკლამა საქართველოში
2025 წლის 11 მაისს გადაცემა „ოჯახის ექიმი“ მთლიანად PSP-ს მიერ შემოტანილ პროდუქტს – „Orthomol“ დაეთმო.
სტუდიაში იყო გამოფენილი სრული ასორტიმენტი, წამყვანები და სტუმრები კი უწევდნენ რეკლამას:
• „გერმანული პრემიუმ ბრენდი“
• „გაახალგაზრდავების უნიკალური ფორმულა“
• „ძალიან კარგი შემადგენლობა“
• „ძალიან გემრიელი“
მათ შორის გაჟღერდა პირდაპირი მოწოდებაც: „რამოდენიმე დღეში შეძენა შეგიძლიათ PSP-ს აფთიაქებში“.
ეს არის ფარული რეკლამა და არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს (მუხლი 691):
• პუნქტი „ა“ – გადაცემა მთლიანად მორგდა კონკრეტული ბრენდის რეკლამას;
• პუნქტი „ბ“ – იყო პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება;
• პუნქტი „გ“ – პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა („უნიკალური“, „ინოვაციური“ და სხვ.);
• მუხლი 691(4) – მაყურებელი არ გააფრთხილეს, რომ ეს იყო რეკლამა (ფარული კომუნიკაცია).
ეს დარღვევა ოფიციალურად დააფიქსირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (N 25-10-1426; 03.07.2025).
სკანდალები ევროპაში
„Orthomol“-ს პრობლემები აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც:
• ევროპის სასამართლო (CJEU, საქმე C-418/21):
Orthomol ცდილობდა თავისი პროდუქტების გაყიდვას როგორც „სპეციალური სამედიცინო დანიშნულების საკვები“ (FSMP).
სასამართლომ განაცხადა, რომ ზოგადი ფრაზები („იმუნიტეტის გაძლიერება“) არ არის საკმარისი, რათა პროდუქტი ჩაითვალოს FSMP-ად.
ანუ კომპანია ცდილობდა პროდუქტების გაყიდვას სამედიცინო სტატუსით უმყარესი მტკიცებულებების გარეშე.
• გერმანული მედია („Der Spiegel“):
Orthomol გააკრიტიკეს არასათანადო მტკიცებულებებისა და გადაჭარბებული დაპირებების გამო.
• Öko-Test (გერმანული მომხმარებელთა ჟურნალი):
„Orthomol Immun Pro“ შეფასდა როგორც „არასაკმარისი“, რადგან სამეცნიერო მტკიცებულება სუსტი აღმოჩნდა.
დასკვნა
PSP საქართველოში არღვევს კანონს „Orthomol“-ის ფარული რეკლამით.
Orthomol ევროპაშიც სკანდალშია, სასამართლო დავებითა და სამომხმარებლო კრიტიკით.
საქართველოში Supplement.ge რჩება ერთადერთ დამოუკიდებელ პლატფორმად, რომელიც ობიექტურად იკვლევს დანამატებს, არ ემსახურება არც PSP-ს და არც სხვა კომერციულ ინტერესს.
სრული ანალიზი: https://supplement.ge/orthomol/
ორთომოლი - Orthomol ❌️ არ არის რეკომენდებული ❌️ - უსაფრთხო დანამატები საქართველოგადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის – შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ

გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის - შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ

გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის – შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ.

ცისტიტი, შარდის ბუშტის ანთება, ქალების ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გახლავთ. კვლევები აჩვენებს, რომ 20-50 წლის ასაკში ქალების დაახლოებით 30-40% მინიმუმ ერთხელ განიცდის ცისტიტს, რომლის ძირითადი სიმპტომებია წვა და ტკივილი შარდვისას. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო მდგომარეობა არ გახდეს ქრონიკული, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობა.
ცისტიტი ხშირად თავს იჩენს გარკვეული სიმპტომებით, რომლებიც ქალებში განსხვავებულად შეიძლება, გამოვლინდეს. ზოგი ადამიანი გრძნობს მკაფიო დისკომფორტს, ზოგისთვის კი სიმპტომები მსუბუქი და მოულოდნელია.

ყველაზე ხშირი ნიშნები:

● წვა და ტკივილი შარდვის დროს -ეს ყველაზე მთავარი ნიშანია, რომელიც ხშირად პირველად იგრძნობა. წვის შეგრძნება შეიძლება იყოს მოულოდნელი და მძლავრი, ზოგჯერ შარდვის ბოლოსაც გრძელდება.
● შარდის ხშირი გამოყოფა – ცისტიტის დროს შარდის გამოყოფა ხდება ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შარდის რაოდენობა მცირეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას.
● მოულოდნელი შარდის მოთხოვნა – კენჭისებრი ან მოულოდნელი სურვილი შარდვისადმი ხშირად ახასიათებს ინფექციის ადრეულ სტადიას.
● შარდის სუნის ცვლილება და შესქელება – შარდის არომატი შესაძლოა შეიცვალოს, გამოვლინდეს უსიამოვნო სუნი ან გაჩნდეს მცირე ნაწილაკები, რაც ინფექციის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს.
● ქვედა მუცლის ან ბარძაყების ტკივილი – ცისტიტმა შეიძლება, გამოიწვიოს პულსაციის ცვლილება, ტკივილის შეგრძნებაც ქვედა მუცლის არეში ან ტკივილი მარცხენა ან მარჯვენა ბარძაყთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ცისტიტის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა? საქმე ისაა, რომ მიმა დროებითმა იგნორირებამ ან თვითმკურნალობამ შეიძლება, ინფექცია გადაიყვანოს გართულებულ, ქრონიკულ ფორმაში. დროულმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობა კი თავიდან აგარიდებთ ინფექციის გავრცელებას საშარდე გზებში, მძიმე ანთებით პროცესებს შარდის ბუშტსა და თირკმლებში, ცისტიტის განმეორებას და ქრონიკულობას.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ პირველ ნიშნებს, არ დაველოდოთ მათ თვითნებად გაქრობას, არამედ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, რათა სწრაფად, სწორად და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ, ვიმკურნალოთ. გააგრძელეთ კითხვა

შარდკენჭოვანი დაავადება – შადის ბუშტის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროს მათში გროვდება ქვები
#post_seo_title

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყურის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს სმენას, ბალანსს და ცხოვრების ხარისხს

ყურის ტკივილი ბავშვებში
#post_seo_title

ყურის დაავადებები – რა უნდა ვიცოდეთ

ყურის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს სმენას, ბალანსს და ცხოვრების ხარისხს.
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
შუა ყურის ანთება (Otitis Media) – ტკივილი, სიცხე, სმენის დაქვეითება, შუილი. ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
გარეთა ყურის ანთება („მოცურავის ყური“) – ხშირად ვითარდება წყალში ბანაობის შემდეგ, ახასიათებს ტკივილი, ქავილი და გამონადენი.
სმენის დაქვეითება – შესაძლოა გამოწვეული იყოს ყურში გოგირდის დაგროვებით, ქრონიკული ანთებებით, ან ასაკობრივი ცვლილებებით.
ტინიტუსი (ყურში შუილი/ხმაური) – შეიძლება იყოს სტრესის, წნევის პრობლემების, ევსტაქის მილის დახშობის ან სასმენი ნერვის დაზიანების შედეგი.
ყურის ტრავმა და ბაროტრავმა(დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა-პერფორაცია) – ფრენისას ან წყალში ყვინთვისას ხშირია ყურში დაგუბების შეგრძნება, რასაც თან ახლავს ტკივილი.
ბავშვებში ხშირია შუა ყურის ანთება და სმენის დროებითი დაქვეითება, რის ყველაზე ხშირ მიზეზს ადენოიდების ჰიპერტროფია წარმოადგენს.
მთავარი რჩევა: ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგიცავთ გართულებებისგან და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხარისხს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ხდება მსოფლიოში და რატომ უნდა ვიყოთ მზად საქართველოშიც –  კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები

mRNA ვაქცინა ტვინის სიმსივნისთვის — რეალური გარღვევა თუ ნაადრევი იმედი?

 კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები — რა ხდება მსოფლიოში და რატომ უნდა ვიყოთ მზად საქართველოშიც


ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 სად იქმნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები?

დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ინოვაციური კვლევები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართულებით.

ძირითადი ქვეყნები და ვაქცინები:
• აშშ
• Sipuleucel-T (Provenge®) — პროსტატის კიბო (უკვე დამტკიცებულია FDA-ს მიერ)
• mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — მელანომა, ფაზა III
• Autogene cevumeran (BioNTech/Genentech) — პანკრეასის კიბო, ფაზა II
• გერმანია
• BNT111 (BioNTech) — მოწინავე მელანომა, ფაზა II
• BNT122 (Autogene cevumeran) — პანკრეასის კიბო, ფაზა II
• საფრანგეთი
• TG4050 (Transgene) — საკვერცხე, თავის-კისრის კიბო, ფაზა I/II
• TG4001 — HPV16-ის კიბოები, ფაზა II
• Tedopi (OSE-Immunotherapeutics) — NSCLC, ფაზა III
• დიდი ბრიტანეთი / ნიდერლანდები
• ISA101b — HPV16-ზე დაფუძნებული, საშვილოსნოს ყელის და თავის-კისრის კიბოები, ფაზა II
• NHS-BioNTech პარტნიორობა — პერსონალიზებული mRNA ვაქცინები, ფაზა I/II
• კუბა
• CIMAvax-EGF — ფილტვის კიბო (NSCLC), უკვე დამტკიცებულია ადგილობრივად
• Vaxira® (Racotumomab) — NSCLC, ფაზა II/III
• იაპონია
• DSP-7888 (Adegramotide/Nelatimotide) — მელანომა, ჰემატოლოგიური სიმსივნეები, ფაზა II
• ჩინეთი
• SYS6020 (CSPC, mRNA) — სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I
• მრავალი ნანო-ვაქცინა ძუძუს, ღვიძლისა და ფილტვის კიბოებზე, ფაზა I
• სამხრეთ კორეა
• GX-188E (HPV DNA) — CIN2/3 და თავის-კისრის კიბო, ფაზა II/III
• ისრაელი
• ImMucin (MUC1) — მიელომა და სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I/II
• კანადა
• Maveropepimut-S (DPX-Survivac, Survivin) — საკვერცხე და ფილტვის კიბო, ფაზა II

 რატომ არ გვაქვს მსგავსი ვაქცინები საქართველოში?

საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს:
• მაღალი დონის კლინიკური კვლევების ინფრასტრუქტურა
• საკმარისი ინვესტიციები ბიოტექნოლოგიაში
• მკაფიო სტრატეგია კიბოს ინოვაციური მკურნალობების დასანერგად

ამიტომაც ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ვაქცინები ჯერ არ მუშავდება და არც პაციენტებს აქვთ მათზე წვდომა.

 მაგრამ, აუცილებელია მზად ვიყოთ: უნდა შეიქმნას კვლევითი ჰაბები, ჩაერთოს ქვეყანა საერთაშორისო კლინიკურ ცდებში და მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა.

 პროფესორის კომენტარი — რომელი ვაქცინებია ყველაზე პერსპექტიული?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე დიდი იმედი დაკავშირებულია mRNA-ზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ კიბოს ვაქცინებთან. ეს ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენეს COVID-19-ის დროს და ახლა ისევე ვითარდება კიბოს წინააღმდეგ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია:
• mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — ფაზა III კვლევებში ძალიან კარგი შედეგებით მელანომაზე.
• Autogene cevumeran (BioNTech) — პანკრეასის კიბოს მკურნალობაში დიდი პერსპექტივით.
ასევე საინტერესოა კუბის გამოცდილება (CIMAvax-EGF), სადაც ვაქცინა უკვე ათწლეულზე მეტია გამოიყენება ფილტვის კიბოს პაციენტებში.

ეს გვიჩვენებს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე აღარ არის მხოლოდ „მომავლის იდეა“ — ისინი რეალობა ხდება, მაგრამ საქართველო ამ პროცესში არ უნდა ჩამორჩეს.“

ხშირად დასმული კითხვები

1. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა პრევენციულია თუ სამკურნალო?
– უმეტესობა დღეს არის თერაპიული, ანუ უკვე არსებულ სიმსივნესთან ბრძოლისთვის.

2. როდის შეიძლება ეს ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს?
– ზოგიერთისთვის (მაგ. მელანომა, ფილტვის კიბო) — უახლოეს 5–10 წელიწადში.

3. აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?
– ძირითადად ჰგავს სხვა იმუნოთერაპიებს: სიცხე, დაღლილობა, იმუნური რეაქციები.

4. შეუძლია თუ არა საქართველოს პაციენტებს კლინიკურ ცდებში მონაწილეობა?
– ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა ჩაერთვება საერთაშორისო კვლევით ქსელებში.

 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Moderna-ს ახალი mNEXSPIKE ვაქცინა და საქართველოს რეალობა

სიმსუქნის ვაქცინა – რეალობა თუ მორიგი მითი?
#post_seo_title

Moderna-ს ახალი mNEXSPIKE ვაქცინა და საქართველოს რეალობა

Moderna-მ 2025 წელს გამოაქვეყნა კვლევის პირველადი შედეგები ახალი, „შემდეგი თაობის“ mRNA ვაქცინაზე – mNEXSPIKE, რომელიც მიმართულია ამჟამად ცირკულირებადი შტამის (LP.8.1) წინააღმდეგ. ვაქცინამ მაღალი რისკის ჯგუფებში ძლიერი იმუნური პასუხი აჩვენა და 2025–2026 წლების სეზონისთვის მზადდება.
ეს არის პირველი ვაქცინა, რომელიც დამტკიცდა FDA-ს გამკაცრებული წესებით.
რა გვაჩვენა კვლევამ?
•ძლიერი ანტისხეულური პასუხი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ქრონიკულად ავადმყოფებში.
•გვერდითი მოვლენების პროფილი სტანდარტული იყო და სერიოზული შემთხვევა არ გამოვლენილა.
•მიზანია გლობალური გამოყენება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ დაუცველია.
საქართველოს მონაცემები:
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ოფიციალური პასუხის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 19 სექტემბრამდე Covid-19-ის შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასეთია:
• თბილისი — 276 შემთხვევა
• იმერეთი — 54 შემთხვევა
• ქვემო ქართლი — 14 შემთხვევა
• აჭარა — 10 შემთხვევა
• კახეთი — 1 შემთხვევა
• გურია — 1 შემთხვევა
• სამეგრელო — 0 შემთხვევა
• შიდა ქართლი — 0 შემთხვევა
საერთო ჯამში: 356 შემთხვევა.
ეს სტატისტიკა აშკარად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მონიტორინგი არ არის საკმარისად მძლავრი — რეგისტრირებული შემთხვევები მინიმალურია, თუმცა რეალური სურათი შესაძლოა განსხვავებული იყოს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„Moderna-ს ახალი ვაქცინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეცნიერება წინ მიდის და ახალ შტამებზე მორგებული პრეპარატები სწრაფად იქმნება. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში კოვიდის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა კვლავ სუსტია და პრიორიტეტად არ მიიჩნევა. ოფიციალური სტატისტიკა მცირეა, მაგრამ ეს სურათის დამახინჯებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ სიტუაციას. ქვეყანაში საჭიროა სისტემური, გამჭვირვალე და სანდო მონიტორინგი.“
ხშირად დასმული კითხვები
ახალი ვაქცინა ყველას სჭირდება?
არა. რეკომენდაცია პირველ რიგში ეხება ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სამედიცინო პერსონალს.
საქართველოში როდის შეიძლება მისი ხელმისაწვდომობა?
ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შესყიდვებზე. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გეგმა არ გამოცხადებულა.
უსაფრთხოა თუ არა?
კვლევის პირველადი შედეგებით, სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ვაქცინების არსებობა?
იმიტომ, რომ ვირუსი მუდმივად იცვლება და საჭიროა დროული მორგება.
ლიტერატურა
1. Moderna. Interim Phase 3 results for mNEXSPIKE vaccine. Moderna Press Release. 2025.
2. U.S. Food and Drug Administration. Guidance on COVID-19 vaccines under revised standards. FDA; 2025.
3. World Health Organization. Weekly Epidemiological Update on COVID-19 and variants. WHO, 2025.
4. Centers for Disease Control and Prevention (CDC). COVID-19 Vaccination Interim Clinical Guidance. 2025.
5. NCDC Georgia. Covid-19 statistics 01.01.2025–19.09.2025. Official correspondence, 2025.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

შეიძლება იყოს სქელი ლორი, მედიკამენტი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „NDC 80777 400 60 moderna R Only COVID-19 Vaccine, mRNA mNEXSPIKE™ ടൊയനറനു 2025 2025-2026 2026 Formula 4yeustatnigh amu 3m300 BECOVID 3്ാ syringes ാ്ാനങ്ങായ്കന ach dose Sing se တအ၁လက“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნატურალური რეცეპტები პარაზიტების, ჭიების გასანადგურებლად

ნატურალური რეცეპტები პარაზიტების, ჭიების გასანადგურებლად

ნატურალური რეცეპტები პარაზიტების, ჭიების გასანადგურებლად

სიმპტომები, რომელზეც უნდა გესაუბროთ, შესაძლოა ბევრ ადამიანს აღმოაჩნდეს, თანაც, ასაკის მიუხედავად.

ანალიზი ყოველთვის არ აჩვენებს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას და ხშირად ამ ნიშნებს სხვა, ბევრად სერიოზული დაავადებების სიმპტომებად მივიჩნევთ.

ყურადღებით წაიკითხეთ სიმპტომების ჩამონათვალი – თუკი მათგან რომელიმეს მაინც აღმოიჩენთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ, ჩაიტაროთ უფრო დეტალური დიაგნოსტიკა და გაიწმინდოთ ორგანიზმი. განაგრძეთ კითხვა

 

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი? - პარაზიტი, რომელიც სპერმას ანადგურებს - უნაყოფობის კიდევ ერთი მიზეზი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს

კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.

ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით – უსწრაფესად მოგარჩენთ

გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით - უსწრაფესად მოგარჩენთ

გრიპის მორჩენა მდოგვის დახმარებით – მარტივი ხალხური მეთოდი უსწრაფესად მოგარჩენთ

მდოგვი გრიპთან ბრძოლას მისი ლოკალური გამაღიზიანებელი ეფექტის დახმარებით ახერხებს. მდოგვის გამოყენებით დამზადებული ეთერზეთები აღიზიანებენ კანს სისხლის მიმოქცევის აჩქარების დახმარებით. ეს იმუნურ სისტემას უკეთ მუშაობას აიძულებს.

კანის გამოცოცხლებასთან ერთად მდოგვი ასევე ფეხებსაც ათბობს. ცნობილია, რომ ორგანოების მსგავსი პრობლემები პირველ რიგში ფეხებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად ფეხების გაჯანსაღებით გრიპთან ბრძოლას მარტივად მოიგებთ. გააგრძელეთ კითხვა

 

2 1

მოიშორეთ ფეხის დაჭიმულობის და კრუნჩხვების პრობლემა ნიორით

მოიშორეთ ფეხის დაჭიმულობის და კრუნჩხვების პრობლემა ნიორით

მოიშორეთ ფეხის დაჭიმულობის და კრუნჩხვების პრობლემა ნიორით – მარტივი ხალხური მეთოდი

ნიორით განკურნების მეთოდები

აავსეთ ბოთლის მესამედი დაჭრილი ნიორით და დანარჩენის შესავსებად ჩაამატეთ არაყი. შეინახეთ ბოთლი 2 თვის განმავლობაში ბნელ ადგილას და შეანჯღრიეთ ყოველდღე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მიღებული ნაყენის მისაღებად მისი 5 წვეთი უნდა გაურიოთ 1 კოვზ წყალში და დალიოთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. გააგრძელეთ კითხვა

 

niori

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights