“ნიყვი” – ცეზარის სოკო — ღმერთების ნუგბარი და იმპერატორთა ფავორიტი

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რა არის მიოკინები?
ჩონჩხის კუნთები დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მხოლოდ როგორც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის აქტიურ აპარატად თუმცა შედარებით ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათი ენდოკრინული ფუნქცია. შეკუმშვისას კუნთები გამოყოფენ სხვადასხვა აქტიურ მედიატორებს — მიოკინებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ორგანოებსა და სისტემებზე, უპირველეს ყოვლისა იმუნურ სისტემაზე.
მიოკინები არის ცილოვანი მოლეკულები, რომლებსაც კუნთოვანი ქსოვილი აწარმოებს და გამოყოფს სისხლში ფიზიკური აქტივობის დროს. ეს ნივთიერებები აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებენ ლიპოლიზს, ანელებენ დაბერებას და ასევე იცავენ დაავადებებისგან.
მიოკინების ძირითადი სასარგებლო თვისებები
მიოკინები წარმოადგენენ ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური ვარჯიშების დადებით გავლენას ჯანმრთელობაზე. ინტერლეიკინ-6 (IL-6), ერთ-ერთი ძირითადი მიოკინი, კუნთოვან ქსოვილში მოქმედებს როგორც დამცავი ანთებისწინააღმდეგო მედიატორი.
ირისინი, სხვა მნიშვნელოვანი მიოკინი, გარდაქმნის თეთრ ცხიმოვან ქსოვილს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილად და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის გამაგრებას, ააქტიურებს რეგულატორულ ცილებს, რომლებიც ჩართავენ გენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედებსა და ქსოვილებში მეტაბოლიზმის გადაწყობაზე.
მიოკინების ნაწილი მოქმედებს კუნთების შიგნით და დადებითად მოქმედებს ახალი კუნთოვანი ცილების ზრდასა და ძვლების გამაგრებაზე. მნიშვნელოვან მიოკინებს შორის გამოირჩევა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF), რომელიც გამოიყოფა აერობული ვარჯიშების დროს.
მიოკინები მონაწილეობენ ძვლოვანი რემოდელირების პროცესებში, ხელს უწყობენ ჩონჩხის გამაგრებას და ოსტეოპოროზის პრევენციას.
მიოკინები მონაწილეობენ გულის სწორ ჰიპერტროფიაში, ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვების მიმართ.
რა სახის ვარჯიშებისას გამოიყოფა მეტი მიოკინი?
აერობული ვარჯიშები
ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვების დროს აღინიშნება ინტერლეიკინ-6-ის ზომიერი მაჩვენებლის მატება 80,5%-ით. ერთსაათიანი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში ასევე იწვევს IL-6-ის დონის მატებას.
აერობული ვარჯიშები წარმოადგენს აქტივობის ძირითად სახეობას, რომლის დროსაც გამოიყოფა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF).
ოპტიმალური აერობული დატვირთვები მიოკინების გამომუშავებისთვის:
ძალისმიერი ვარჯიშები
ძალისმიერი ვარჯიშები სიმძიმეების გამოყენებით , ზრდიან მიოკინების სეკრეციას.
ძალისმიერი ვარჯიშები განსაკუთრებით ეფექტურია ირისინისა და სხვა მიოკინების სტიმულირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მასის ზრდასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე.
ეფექტური ძალისხმევითი ვარჯიშები:
მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები (HIIT)
ინტერვალური ვარჯიშები, რომლებიც ცვლიან მაღალი და დაბალი ინტენსივობის პერიოდებს, ეფექტურად ასტიმულირებენ მიოკინების სეკრეციას.
HIIT განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისთვის მოკლე დროში. ასეთი ვარჯიშები აერთიანებენ აერობული და ანაერობული დატვირთვის უპირატესობებს.
მოქნილობაზე ვარჯიშები
იოგით ან პილატესით დაკავება ეხმარება მოქნილობის გაუმჯობესებას, სტრესის შემცირებას და ხელს უწყობს მიოკინების გამომუშავებას ზოგადად კუნთების მუდმივი მუშაობის ხარჯზე.
პრაქტიკული რეკომენდაციები
მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისა და მათი ყველა სასარგებლო ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მინისტრის განცხადებით, 2025წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება.
ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებასა და სისტემური ბარიერების გადალახვაზეც იმსჯელეს. ისაუბრეს, სამომავლო გეგმებზე. ასევე, მთავრობების ხედვაზე, მალარიის თუ სხვა დაავადებების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კარგად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, სრულად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი და ანტიმალარიული პრეპარატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პაციენტისთვის. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები ყოველთვის მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების შესასრულებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“, გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა. ცერემონიას ბერლინის მერი კაი ვეგნერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, მეცნიერები, პროფესორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე.
საბჭოს წევრებმა სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე, ასევე სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოჯახის ექიმების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, სკრინინგის მოცვის ზრდისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.
საბჭოს წევრებმა სამომავლო მიზნებიც განსაზღვრეს. კერძოდ, კიბოს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პაციენტთა ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტრენინგ – მოდულის განსაზღვრა, შემუშავება და დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიმართულებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის მიმართულების გაძლიერება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღმოაჩინე მეცნიერებაზე დაფუძნებული გზები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. როგორ შეიძლება ადამიანი იცხოვროს 110-დან 160 წლამდე? რატომ უნდა ივარჯიშო? სწორი ჩვევები, რომლებიც ანელებს დაბერებას — სხეულისა და გონების განახლება ყოველდღიურად.
ბოლო კვლევები მოწმობს: ადამიანურ სხეულს აქვს პოტენციალი, რომ 130–160 წლამდე იცოცხლოს. ჩვენი სხეული თავდაპირველად დაგეგმილია დღეგრძელობისთვის, თუმცა ჩვენი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თაობობრივი მემკვიდრეობა ხშირად ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ გენებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყოველდღიური ჩვევები, აზროვნების ფორმა და თაობების მიერ გადმოცემული ღირებულებები – ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.
ადამიანი, როგორც სახეობა, უკვე 300,000 წელია არსებობს. თუმცა, ისტორიულად სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 30–40 წელზე იყო შეზღუდული. ახლა კი თანამედროვე მედიცინის, ფსიქოთერაპიის და ტექნოლოგიის დახმარებით ეს მაჩვენებელი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
და მაინც, ჩვენ შორს ვართ იმ მაქსიმუმისგან, რაც სხეულს შეუძლია.
სწორი ტანდეგობა, ფეხის ჯანსაღი სტრუქტურა და ხერხემლის სწორ მდგომარეობა — ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ გარეგნობასაც განსაზღვრავს. არასწორი პოზა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ნაოჭები და კანის მოდუნება.
მოძრაობის თავისუფლება მნიშვნელოვანია დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. სახსრების მოქნილობის შენარჩუნება არის აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.
მკვრივი და არაელასტიური ფასცია კანის მოდუნებასა და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. რეგულარული გაჭიმვა, პილატესი ან მსუბუქი მოძრაობითი პრაქტიკა აღადგენს ფასციის ელასტიურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
⚠️ იოგა ყველასთვის არ არის. სხეულის სპეციფიკური პრობლემების დროს, იოგამ შეიძლება საზიანო ეფექტიც კი მოიტანოს.
ძლიერი კუნთები იცავს სხეულს ტრავმებისგან. თუმცა, ძალისმიერი ვარჯიში, თუ არსებობს მექანიკური დარღვევები (სკოლიოზი, თიაქარი), შეიძლება უკუშედეგიც მოიტანოს. კუნთოვანი სისტემა სწორად უნდა ფუნქციონირებდეს, სანამ კორსეტზე ვიმუშავებთ.
გრძელვადიანი სიცოცხლე მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ადამიანს აქვს სიცოცხლის მოტივაცია, მიზნები და სიხარული. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ფიზიკური.
თუ გადაღლილი ხარ, ჯობია პირველ რიგში ენერგიის აღდგენა და მხოლოდ შემდეგ აქტიურობა. ფიზიკური მოძრაობა ბუნებრივად უნდა გახდეს ცხოვრების ნაწილი და არა ძალდატანებით შესრულებული მოქმედება.
შენი ორგანიზმი საჭიროებს სრულფასოვან მიღებას: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. აკრძალვა, ზედმეტი კონტროლი და დიეტის დემონიზაცია — ეს ყველაფერი ზრდის სტრესს და არღვევს შინაგან ბალანსს.
მუდმივი კონტროლი ზრდის სტრესს, რაც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. შედეგად, ეს დაჩქარებულ დაბერებას უწყობს ხელს. მოდუნება და სხეულის ნდობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
დღევანდელი თაობა უკვე აკეთებს არჩევანს ცხოვრების ხარისხზე.
მათი შვილები იღებენ ჯანმრთელობისადმი ამ მიდგომას და ამყარებენ მას.
თითოეული თაობა ქმნის ბაზას, რომ მომდევნო ცხოვრობდეს უფრო დიდხანს და ხარისხიანად.
თუ სხეულმა უნდა იცხოვროს 160 წლამდე, ფსიქიკამაც უნდა შეძლოს ამ ხანგრძლივობის ატანა.
დღეს 110-120 წელი არ არის მითიური მაჩვენებელი — ეს არის რეალური მიზანი, თუკი ყოველდღიურად ხელს შევუწყობთ სხეულს და გონებას. ახალგაზრდობის შენარჩუნება მხოლოდ გენეტიკა არ არის. ეს არის მუდმივი პრაქტიკა:
✔️ ნაკლები სტრესი
✔️ მეტი მოძრაობა
✔️ სრულფასოვანი კვება
✔️ ცხოვრების სიყვარულით აღსავსე გონება
გსურს, რომ 80 წლის ასაკში გამოიყურებოდე 40-ის მსგავსად?
დაიწყე დღესვე — დღევანდელი არჩევანი შენი მომავალია.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მედიკამენტები და სიცხის დაწევის სხვა საშუალებები – თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”, პედიატრი, თემური მიქელაძე საუბრობს:
„ყველა ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ცხელება. ცხელება ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს ცხელების გამო რამე პრობლემა არ შეექმნება (დავუშვათ არ აქვს რამე თანდაყოლილი პათოლოგიები,) მაშინ ასეთ დროს ტემპერატურასაც არ სჭირდება ბრძოლა და 39 გრადუსამდე არ უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას, საერთოდ არ სჭირდება. თვითონ უნდა ებრძოლოს. მთავარია, რომ დიაგნოზი ვიცოდეთ. თუ იქ არის ბაქტერიული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, პნევმონია – იქ აუცილებლად საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ის სიცხე უკვე მისთვის დამაზიანებლი იქნება”.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
თავის ტვინის დაავადებები შეიძლება სერიოზულ გავლენას ახდენდეს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ტიპის დაზიანება, დაწყებული მსუბუქი შერყევით და დამთავრებული მძიმე ტრავმებით, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან დაჟეჟილობა, ხშირად იწვევს ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა დაავადება ფსიქიკაზე და რომელი სიმპტომები უნდა მივიჩნიოთ სერიოზული სიგნალებად.
თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები ხშირად იწვევს შემდეგ დარღვევებს:
ყურადღების დეფიციტი
მეხსიერების მოშლა
აზროვნების და მეტყველების შეფერხება
ტრავმული ნევროზი
აკვიატებული ქცევები და ფსიქოზური ეპიზოდები
ეს სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ლოკაციაზე და სიმძიმეზე. ხშირად ვლინდება ემოციური არასტაბილურობა და ქცევითი ცვლილებები.
თავის ტვინის სიმსივნეები ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ახდენს ზეწოლას ტვინის კონკრეტულ უბნებზე. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს:
ქცევითი ცვლილებები (მაგ. ბილწსიტყვაობა, აგრესია)
მეტყველების და აზროვნების მოშლა
პიროვნული თვისებების დაკარგვა
განსაკუთრებით მძიმე სიმპტომები ვლინდება მაშინ, როცა სიმსივნე ლოკალიზებულია შუბლის ან საფეთქლის წილებში.
ეპილეფსია მრავალფეროვანი ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს და ხშირად თან ახლავს შემდეგი ფსიქიური ნიშნები:
ავტომატური, გაუცნობიერებელი მოქმედებები
სენსორული ჰალუცინაციები
უცნაური ქცევა და მოძრაობები
აფექტური შეტევები (დასევდიანება, აგრესია ან უაზრო მხიარულება)
ეპილეფსიური გულყრები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა განვითარებაზე. ხშირი შეტევების ფონზე ვითარდება:
გონებრივი ჩამორჩენა
ყურადღების დეფიციტი
მეხსიერების გაუარესება
პიროვნების ცვლილება (სისასტიკე, პედანტურობა, ეგოიზმი)
ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებითი პროცესია, რომელიც ხშირად იწვევს:
ჰალუცინაციებს
შიშის შეტევებს
ცნობიერების დაბინდვას
აგრესიას ან აპათიას
აზროვნების შენელებას და მეხსიერების დაქვეითებას
ქრონიკული ენცეფალიტის დროს სიმპტომები ნელა ვითარდება და ხშირად უკავშირდება სტრესულ სიტუაციებს ან გადაძაბულობას.
ინსულტი, როგორც თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ხშირია და იწვევს სხვადასხვა სახის ფსიქიკურ დარღვევას. მისი სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ლოკაციაზე.
ყველაზე ხშირი ფსიქიური გამოვლინებებია:
მეტყველების დარღვევა (მოტორული და სენსორული აფაზია)
მეხსიერების გაუარესება
აზროვნების შენელება
მოტორული აფაზიის დროს პაციენტი ვერ გამოთქვამს აზრს, მაგრამ ესმის სხვების ნათქვამი. სენსორული აფაზიისას კი პირიქით – ესმის სიტყვები, მაგრამ ვერ იგებს მათ მნიშვნელობას.
| ფსიქიკური ფუნქცია | პათოლოგიური ცვლილება |
|---|---|
| მეხსიერება | დაქვეითება, ხარვეზები |
| აზროვნება | შენელება, ლოგიკური ჯაჭვის დარღვევა |
| მეტყველება | აფაზია, გაუგებარი საუბარი |
| ქცევა | აგრესია, უხეშობა, ბილწსიტყვაობა |
| ემოციური ფონი | აფექტური შეტევები, დეპრესია, ეიფორია |
თავის ტვინის დაავადებები ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერი და მრავალმხრივი გავლენით გამოირჩევა. ხშირად სწორედ ფსიქიკური სიმპტომები ხდება იმ საწყისი სიგნალის წყარო, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია ნეიროლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების თავიდან ასარიდებლად ან შემცირებისთვის.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! როცა ახალგაზრდაა, ჯანმრთელი ხარ და უბრალოდ თავს სუსტად გრძნობ – შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება…
ასე მოხდა 33 წლის ოლივია ნოულზის შემთხვევაშიც. ქალაქ ბლექპულიდან (დიდი ბრიტანეთი), ოლივიას ჰქონდა დაღლილობა და თავის ტკივილები, რაც ექიმებმა „გრძელვადიან კოვიდს“ დაუკავშირეს. მაგრამ ერთ დღეს მას მტკივნეულად ასტკივდა კბილები და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდა. იქ აღმოაჩინეს: მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) – იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე. მან გაიარა ქიმიოთერაპია, ცოტა ხნით მიაღწია გაუმჯობესებას… მაგრამ სიმსივნე დაბრუნდა. ოლივიამ მიიღო ექსპერიმენტული CAR-T იმუნოთერაპია, რამაც მას დროებით სიმსივნე დაუყუჩა და კიდევ ერთი ტრანსპლანტაციის საშუალება მისცა. მაგრამ 2025 წლის დასაწყისში სიმსივნე ისევ დაბრუნდა.და მაინც – ოლივიამ შეძლო £25,000-ის შეგროვება ლეიკემიის კვლევისთვის, მარათონში მონაწილეობით!სწორედ ასეთი ადამიანები ცვლიან მომავალს.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე: „ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რამდენად საშიშია არასწორი დიაგნოზი.სულ რაღაც დაღლილობასა და თავის ტკივილს მიაწერეს კოვიდს — და გოგონამ სიმსივნის მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენ, ექიმებმა, უნდა ვიყოთ მეტად ფხიზლად. არ შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული სიმპტომი კოვიდს მივაწეროთ.სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი — ამაშია გადარჩენის შანსი.“ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: თუ ხანგრძლივად გაწუხებთ დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა — ეს არ არის უბრალოდ სტრესი ან კოვიდი გაიარეთ სისხლის ანალიზი — სრული პროფილი, ფერიტინი, ჰემოგლობინი მოითხოვეთ დამატებითი გამოკვლევები, თუკი გრძნობთ, რომ რაღაც არ არის რიგზე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi