ყურადღება მიაქციე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: მკერდის ფორმის ცვლილება, კანის სიწითლე მკერდის არეში, გამონადენი ძუძუდან და ა.შ

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი, ბავშვთა უფლებების დასაცავად, ქვეყნებს შორის, გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბება და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებაა.
კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო, ნერგავს ბავშვთა უფლებებზე მორგებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც მიმართულია პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.
მისი თქმით, გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში, მნიშვნელოვნად გარდაიქმნა ბავშვთა დაცვის სისტემა და სრულად ორიენტირებული გახდა ოჯახურ გარემოზე, განხორციელდა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია და გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა, დაამტკიცა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც აერთიანებს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას, კრძალავს ძალადობის ყველა ფორმას და პასუხობს ონლაინ ძალადობის მზარდ გამოწვევებს. მისივე თქმით, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დროულად იდენტიფიცირებისა და დახმარების მიზნით, საქართველო, აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით – 2024 წელს მიღებული ცვლილებებით, გაფართოვდა სოციალური მუშაკების მანდატი.
საქართველომ დანერგა ბავშვზე მორგებული, მრავალდისციპლინური და უწყებათაშორისი სერვისი – ბარნაჰუსის მოდელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სპეციალისტებს. სამინისტროს ბაზაზე მოქმედი ეს ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ინტერვიუებს, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე საქმეების კოორდინირებულ მართვას ერთიან, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში. ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს ბავშვთა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც სთავაზობს კონსულტაციას, გადაუდებელ რეაგირებასა და შესაბამის სერვისებზე გადამისამართებას. ფსიქოლოგიური დახმარება ხელმისაწვდომია როგორც ბავშვებისთვის, ისე – მშობლებისთვის.
ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დერმატოლოგი განმარტავს, რა იწვევს აკნეს.
„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.
ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და მიიღო თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი და დაეწყო აკნე. B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B12 ატომური ბომბიათქო, ეს არის 100 მაგი ატომური ბომბი. B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“, – ამბობს ზაზა თელია.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს – რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს…“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მკვლევრები წლებია, რაც ამგვარ ნეირონებს ქმნიან და კომპლექსურ მოწყობილობებთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, მათი ფუნქციონირება ჩვენი ტვინისას ვერც შეედრება. ახალი ტიპის ხელოვნური ნეირონი რეალურთან ყველაზე მიახლოებულია, რადგან ის სხვებზე 10-ჯერ ნაკლებ ძაბვასა და 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.
აქამდე არსებული მოდელები ზედმეტად “ხმაურიანი” იყო იმისთვის, რომ ბიოლოგიურ უჯრედებთან კომუნიკაცია დაემყარებინა. მათგან განსხვავებით, ახალი სინთეზური ნეირონი “ჩუმია”, რაც ინფორმაციის გადაცემას ამარტივებს.
“ის მხოლოდ 0.1 ვოლტ ძაბვას აღწევს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს სხეულში არსებულ ნეირონებში ფიქსირდება”, — აცხადებენ მეცნიერები.
ხელოვნური და ბიოლოგიური ნეირონების დაკავშირების აქამდე ნაცადი გზები ნაკლებად ბუნებრივი იყო, მაგალითად, სინათლის მეშვეობით. ახლა მკვლევრებმა ცილების ისეთი ნანომავთულები გამოიყენეს, რომლებიც ბაქტერიამ წარმოქმნა. ბუნებრივი ფორმირების გამო ამ სტრუქტურებს ნამდვილი ნეირონებისთვის დამახასიათებელ ნოტიო გარემოში გადარჩენა შეუძლია. განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვირუსის სიმპტომების შემამსუბუქებელ ბუნებრივ საშუალებებზე საუბრობს. პედიატრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
„ასეთ რჩევას მოგცემთ – წყალი, თაფლი და ლიმონი. ლიმონში არის C ვიტამინი, თაფლი კი როგორც წესი, ხველას ხსნის. დამერწმუნეთ, ხველის დროს უფრო ეფექტურია თაფლის მიღება. თაფლი, ლიმონი, ალოე, ასეთ ნარევს ვნიშნავ ხოლმე ბავშვებთან, რაც მათ ხველას უფრო უადვილებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაფლი 2 წლამდე უნდა შევზღუდოთ, რადგან ალერგია ან ბოტულინის ტოქსინი ავირიდოთ თავიდან”.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რა არის მიოკინები?
ჩონჩხის კუნთები დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მხოლოდ როგორც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის აქტიურ აპარატად თუმცა შედარებით ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათი ენდოკრინული ფუნქცია. შეკუმშვისას კუნთები გამოყოფენ სხვადასხვა აქტიურ მედიატორებს — მიოკინებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ორგანოებსა და სისტემებზე, უპირველეს ყოვლისა იმუნურ სისტემაზე.
მიოკინები არის ცილოვანი მოლეკულები, რომლებსაც კუნთოვანი ქსოვილი აწარმოებს და გამოყოფს სისხლში ფიზიკური აქტივობის დროს. ეს ნივთიერებები აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებენ ლიპოლიზს, ანელებენ დაბერებას და ასევე იცავენ დაავადებებისგან.
მიოკინების ძირითადი სასარგებლო თვისებები
მიოკინები წარმოადგენენ ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური ვარჯიშების დადებით გავლენას ჯანმრთელობაზე. ინტერლეიკინ-6 (IL-6), ერთ-ერთი ძირითადი მიოკინი, კუნთოვან ქსოვილში მოქმედებს როგორც დამცავი ანთებისწინააღმდეგო მედიატორი.
ირისინი, სხვა მნიშვნელოვანი მიოკინი, გარდაქმნის თეთრ ცხიმოვან ქსოვილს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილად და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის გამაგრებას, ააქტიურებს რეგულატორულ ცილებს, რომლებიც ჩართავენ გენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედებსა და ქსოვილებში მეტაბოლიზმის გადაწყობაზე.
მიოკინების ნაწილი მოქმედებს კუნთების შიგნით და დადებითად მოქმედებს ახალი კუნთოვანი ცილების ზრდასა და ძვლების გამაგრებაზე. მნიშვნელოვან მიოკინებს შორის გამოირჩევა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF), რომელიც გამოიყოფა აერობული ვარჯიშების დროს.
მიოკინები მონაწილეობენ ძვლოვანი რემოდელირების პროცესებში, ხელს უწყობენ ჩონჩხის გამაგრებას და ოსტეოპოროზის პრევენციას.
მიოკინები მონაწილეობენ გულის სწორ ჰიპერტროფიაში, ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვების მიმართ.
რა სახის ვარჯიშებისას გამოიყოფა მეტი მიოკინი?
აერობული ვარჯიშები
ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვების დროს აღინიშნება ინტერლეიკინ-6-ის ზომიერი მაჩვენებლის მატება 80,5%-ით. ერთსაათიანი დაბალი ინტენსივობის ვარჯიში ასევე იწვევს IL-6-ის დონის მატებას.
აერობული ვარჯიშები წარმოადგენს აქტივობის ძირითად სახეობას, რომლის დროსაც გამოიყოფა ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF).
ოპტიმალური აერობული დატვირთვები მიოკინების გამომუშავებისთვის:
ძალისმიერი ვარჯიშები
ძალისმიერი ვარჯიშები სიმძიმეების გამოყენებით , ზრდიან მიოკინების სეკრეციას.
ძალისმიერი ვარჯიშები განსაკუთრებით ეფექტურია ირისინისა და სხვა მიოკინების სტიმულირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთოვანი მასის ზრდასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე.
ეფექტური ძალისხმევითი ვარჯიშები:
მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები (HIIT)
ინტერვალური ვარჯიშები, რომლებიც ცვლიან მაღალი და დაბალი ინტენსივობის პერიოდებს, ეფექტურად ასტიმულირებენ მიოკინების სეკრეციას.
HIIT განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისთვის მოკლე დროში. ასეთი ვარჯიშები აერთიანებენ აერობული და ანაერობული დატვირთვის უპირატესობებს.
მოქნილობაზე ვარჯიშები
იოგით ან პილატესით დაკავება ეხმარება მოქნილობის გაუმჯობესებას, სტრესის შემცირებას და ხელს უწყობს მიოკინების გამომუშავებას ზოგადად კუნთების მუდმივი მუშაობის ხარჯზე.
პრაქტიკული რეკომენდაციები
მიოკინების მაქსიმალური გამომუშავებისა და მათი ყველა სასარგებლო ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მინისტრის განცხადებით, 2025წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება.
ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებასა და სისტემური ბარიერების გადალახვაზეც იმსჯელეს. ისაუბრეს, სამომავლო გეგმებზე. ასევე, მთავრობების ხედვაზე, მალარიის თუ სხვა დაავადებების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კარგად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, სრულად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი და ანტიმალარიული პრეპარატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პაციენტისთვის. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები ყოველთვის მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების შესასრულებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“, გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა. ცერემონიას ბერლინის მერი კაი ვეგნერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, მეცნიერები, პროფესორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე.
საბჭოს წევრებმა სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე, ასევე სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოჯახის ექიმების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, სკრინინგის მოცვის ზრდისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.
საბჭოს წევრებმა სამომავლო მიზნებიც განსაზღვრეს. კერძოდ, კიბოს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პაციენტთა ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტრენინგ – მოდულის განსაზღვრა, შემუშავება და დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიმართულებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის მიმართულების გაძლიერება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.