რა ფუნქცია აქვს ენას?
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
უკვე ცნობილია, რომ კიბო უძველესი დაავადებაა. შესაძლებელია, რომ დინოზავრებსაც კიბო დაემართათ, ყოველ შემთხვევაში, როგორც გადაშენებული ქვეწარმავლების ზოგიერთი ნამარხი მიუთითებს. მაგრამ რატომ გაჩნდა კიბო თავიდან? სავარაუდოდ, მიზეზი არ არის ევოლუცია, არამედ უძველესი ვირუსები, რომლებითაც ჩვენი წინაპრები ოდესღაც ავადდებოდნენ.
როგორ მოქმედებს ვირუსები სხეულზე
როდესაც ვირუსულ ინფექციას ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი მაშინვე იწყებს მასთან ბრძოლას და ანადგურებს ვირუსებს, სანამ ისინი მთლიანად არ გაქრება. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, ვირუსები ტოვებენ ნაწილაკებს სხეულში დნმ-ის ფრაგმენტების სახით. ისინი არანაირად არ იჩენენ თავს, ამიტომ საერთოდ არ ერევიან ორგანიზმის ფუნქციონირებაში.
ამრიგად, ზოგიერთი ვირუსი იმალება ჩვენს გენომებში და მრავალი წლის განმავლობაში გადაეცემა თაობიდან თაობას. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ისინი სრულიად უუნარონი იყვნენ და რაიმე სახის ზემოქმედებას სხეულზე არ ახდენდნენ. ვარაუდობდნენ, რომ „უსარგებლო“ დნმ იყო უბრალოდ ერთგვარი ვირუსული კვალი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი უძველესი წინაპრებისგან.
თუმცა, შემდგომში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ ვირუსების ხელახლა „ჩართვა“ შესაძლებელია და შემდეგ ისინი ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ამ უსარგებლო დნმ-მ წარმოქმნა ძუძუმწოვრები, რადგან ენდოგენური რეტროვირუსები, ანუ ERV, ხელს უწყობდნენ პლაცენტის ევოლუციას. ეს ნიშნავს, რომ „ზომბი ვირუსების“ გარეშე ადამიანები არასოდეს გაჩნდებოდნენ. ახლა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ვირუსები შესაძლოა კიბოსთან იყოს დაკავშირებული.
რატომ ჩნდება კიბო?
კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „ზომბი ვირუსებს“ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ სხვადასხვა თანამედროვე დაავადებებზე. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ ვირუსების ზოგიერთი ნაწილი თავის სასარგებლოდ.
მოგეხსენებათ, ავთვისებიანი უჯრედები ორგანიზმში ყოველთვის არის, მაგრამ იმუნური სისტემა თრგუნავს მათ, ამიტომ ისინი არ გადაიქცევიან კიბოდ. ონკოლოგია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზმში ხდება გარკვეული ცვლილებები, რაც ხელს უწყობს დაავადებას. კერძოდ, ცნობილია, რომ კიბოს უჯრედები ააქტიურებს ბევრ გენს, რომლებიც არ უნდა იყოს ჩართული.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებმა ვერ გაიგეს, კონკრეტულად რა „ანთებს“ გენებს, რომლებიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მრავალი გენის „აქტივატორი“ ზომბი ვირუსებისგან მოდის.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
💬 პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD — საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG):
„ალცჰაიმერის დაავადება ერთ-ერთი ყველაზე რთული დიაგნოზია — ის არ კლავს სხეულს, მაგრამ ნელ-ნელა შლის ადამიანს შიგნიდან. სწორედ ამიტომ, ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მეცნიერებაში უდიდეს იმედს აჩენს მილიონობით ოჯახისთვის.
ახალი კვლევა, რომელმაც ტვინის თვითწმენდის ბუნებრივი მექანიზმის აღდგენა შეძლო, არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევაა — ეს ნეირომეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია.
საქართველოშიც აუცილებელია ნეიროდეგენერაციული დაავადებების ეროვნული რეგისტრის შექმნა, რათა პაციენტები მომავალში იყვნენ ამ პროგრესის მონაწილენი და არა მხოლოდ დამკვირვებლები.“
ჩინეთისა და ესპანეთის მეცნიერებმა ჟურნალში Signal Transduction and Targeted Therapy (2025) გამოაქვეყნეს შედეგები, სადაც აღწერილია მკურნალობა, რომელმაც მღრღნელების ტვინიდან ბეტა-ამილოიდური ნადები მხოლოდ რამდენიმე საათში მოაშორა.
კვლევის ავტორებმა ტესტური ცხოველები გენეტიკურად ალცჰაიმერის მსგავსი მდგომარეობისთვის მოამზადეს და მათ ორგანიზმში შეიყვანეს სპეციალურად შექმნილი ნანონაწილაკები (nanoparticles), რომლებიც არა მხოლოდ წამალს აწვდიდნენ, არამედ აღადგენდნენ ტვინის ბუნებრივ წმენდის სისტემას — ე.წ. სისხლ–ტვინის ბარიერს (Blood-Brain Barrier).
• ჩვეულებრივ, სისხლ–ტვინის ბარიერი იცავს ტვინს მავნე ნივთიერებებისგან, მაგრამ ალცჰაიმერის დროს ის თვითონ ხდება დაბრკოლება და ბეტა-ამილოიდური ნადები ტვინში გროვდება.
• მეცნიერებმა მიზანმიმართულად აღადგინეს ბარიერის ფუნქცია LRP1 ცილის გააქტიურებით, რომელიც ტვინიდან ნარჩენების გამოტანაზეა პასუხისმგებელი.
• ამ პროცესმა „ჯაჭვური რეაქცია“ გამოიწვია — როცა ბარიერი აღდგა, ტვინმა დაიწყო თვითგაწმენდა.
• მხოლოდ სამი ინექციის შემდეგ, ბეტა-ამილოიდური ნადების რაოდენობა 45%-ით შემცირდა რამდენიმე საათში.
• მკურნალობის სრული კურსის შემდეგ ცხოველებს აღუდგათ მეხსიერება და სწავლის უნარი, ხოლო ეფექტი შენარჩუნდა ექვსი თვის განმავლობაში.
⚠️ რა განსხვავებაა წინა მკურნალობებთან შედარებით:
წინა თერაპიები ცდილობდნენ წამალი პირდაპირ ტვინში შეეტანათ, რაც ხშირად იწვევდა მძიმე გვერდით ეფექტებს.
ახლა კი მეცნიერებმა თავად ბარიერი აღადგინეს, რამაც ტვინს მისცა შესაძლებლობა ბუნებრივად მოიცილოს მავნე ნადები — თითქოს ტვინი ისევ ისწავლა, როგორ გაეწმინდა საკუთარი თავი.
• 🧠 ტვინი შეძლებს დამოუკიდებლად ნარჩენების მოცილებას, რაც შეიძლება გახდეს დაავადების რეალურად შექცევადი ფაზის საფუძველი.
• 🧩 შესაძლებელია მკურნალობის ეფექტი სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზეც (მაგალითად, პარკინსონი).
• 🔬 კვლევა მიანიშნებს, რომ ალცჰაიმერი შეიძლება აღარ იყოს მხოლოდ „დაუნდობელი მეხსიერების დაკარგვა“, არამედ სამკურნალო მდგომარეობა.
❓შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალცჰაიმერი უკვე განკურნებადია?
➡ ჯერჯერობით — არა. კვლევა ჩატარდა მხოლოდ მღრღნელებზე. თუმცა შედეგები უნიკალურია და აჩვენებს, რომ დაავადება შესაძლოა მომავალში რეალურად შექცევადი გახდეს.
❓შეიძლება თუ არა მსგავსი მკურნალობის გამოყენება ადამიანებზე?
➡ ადამიანებზე კვლევა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უსაფრთხოების ტესტები უკვე მზადდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლინიკური ფაზა დაიწყება უახლოეს 2–3 წელიწადში.
❓რა იწვევს ალცჰაიმერს?
➡ ტვინში ბეტა-ამილოიდური ნადების დაგროვება, რომელიც არღვევს ნეირონებს შორის კავშირს. ამ პროცესს ხელს უწყობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, მაღალი წნევა, დიაბეტი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
❓შეიძლება თუ არა ამ მკურნალობის გამოყენება პრევენციისთვის?
➡ ჯერჯერობით — არა. მიზანია მკურნალობა დაავადების ადრეულ სტადიაზე, როცა ტვინის სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რეგულარული მოძრაობა და ინტელექტუალური აქტივობა.
❓რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
➡ ქვეყანაში მოსახლეობის დაბერება სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ალცჰაიმერის შემთხვევების ოფიციალური აღრიცხვა თითქმის არ ხდება. აუცილებელია ეროვნული რეგისტრის შექმნა და კვლევითი პროგრამების დაფინანსება, რათა მსგავსი ინოვაციები საქართველოშიც იყოს ხელმისაწვდომი.
❌ მითი #1: ალცჰაიმერი ასაკის ბუნებრივი შედეგია.
✅ რეალობა: ეს ნეიროდეგენერაციული დაავადებაა და არ ნიშნავს უბრალო “დაბერებას”. მას აქვს კონკრეტული ბიოლოგიური მიზეზი და შესაძლოა სამკურნალოც გახდეს.
❌ მითი #2: ალცჰაიმერის მქონე ადამიანები ვერასდროს აღიდგენენ მეხსიერებას.
✅ რეალობა: კვლევები აჩვენებს, რომ ტვინს აქვს აღდგენის უნარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნადები იწმინდება და ნერვული კავშირები აღდგება.
❌ მითი #3: ტვინის დაზიანება ყოველთვის შეუქცევადია.
✅ რეალობა: ტვინის ქსოვილი გარკვეულ პირობებში ფუნქციურად აღდგენადია — სწორედ ამას აჩვენებს ბოლო კვლევა მღრღნელებზე.
❌ მითი #4: ალცჰაიმერი მხოლოდ ხანდაზმულებს ემართებათ.
✅ რეალობა: დაავადება ზოგჯერ 40–50 წლის ასაკშიც შეიძლება დაიწყოს, განსაკუთრებით გენეტიკური რისკის მქონე პირებში.
📚 წყარო:
Chen, Junyang, et al. Rapid amyloid-β clearance and cognitive recovery through multivalent modulation of blood–brain barrier transport. Signal Transduction and Targeted Therapy, 10.1 (2025): 331.
👉 მეტი უახლესი და სანდო სამეცნიერო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
14 ოქტომბრის საღამოს პროფესორმა ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა — ისტორიულ შენობაში, რომელიც მრავალსაუკუნოვან სასახლეს წარმოადგენს და თბილისის დიდ ისტორიას ინახავს.
შეხვედრაზე დამფუძნებელთან ერთად მედიაჰოლდინგის თანამშრომლებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, მიმდინარე საქმიანობა და მიღწეული წარმატებები.
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. აღნიშნა, რომ „შენი“ არის ერთიანი სივრცე, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის სანდო, პოზიტიურ და საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებას.
საღამო მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მედიაჰოლდინგი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა, სადაც დრო ჩერდება და ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ. ეს არ არის სახლი. თითოეული ქვა, თითოეული ნივთი განსაკუთრებულია.
თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი…
გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია, საოცარი ეზოთი და ხედებით – ბეთლემის ქუჩაზე.
თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის და საწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია.


სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუღჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების მანძილზე დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.

შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედ მიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.



iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდრო კავშირშია ენის მოქნილობასა და კოორდინირებულ მოძრაობებთან. სწორად წარმოთქმული ბგერები ხშირად სწორედ ძლიერი და მოქნილი ენის დამსახურებაა.
თუ შენს შვილს უჭირს ისეთი ბგერების წარმოთქმა, როგორიცაა „რ“, „ლ“, „ს“, ეს შეიძლება ენის არასაკმარისად განვითარებული მოძრაობების ბრალი იყოს. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი და სახალისო სავარჯიშოები, რომელთა შესრულება სახლში, თამაშ-თამაშით შეგიძლია.
ენა არა მხოლოდ საკვების გადამუშავებაში მონაწილეობს, არამედ კრიტიკულია სწორი მეტყველებისა და არტიკულაციისთვის. რეგულარული ვარჯიშები:
აუმჯობესებს ბგერების სწორ წარმოთქმას
ამყარებს ენის კუნთებს
უწყობს ხელს მეტყველების სწრაფ განვითარებას
ამაღლებს ბავშვის კომუნიკაციის უნარებს
შეასრულეთ ყოველდღიურად სულ 3-5 წუთით — ეფექტი არ დააყოვნებს!
ენით დატრიალეთ წრიული მოძრაობა შიგნით — ჯერ საათის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგოდ ⏰
ენა მარჯვნივ და მარცხნივ მიაბჯინეთ ლოყის შიდა მხარეს — თითქოს ბურთს აჩხუბებთ
წარმოიდგინეთ, რომ ზედა ტუჩზე კანფეტი გაქვთ და ლოკავთ ენით 🍬
ენა სწრაფად გამოყავით და შეაბრუნეთ უკან — რამდენჯერმე ზედიზედ, თითქოს ცხენივით ხტუნავს 🐎
გააბრტყელეთ ენა და მიადეთ ზედა კბილებს — დამაგრება იყოს რბილი და მსუბუქი 🐠
ვარჯიშების დრო არ უნდა იყოს დამღლელი – 5 წუთი სრულებით საკმარისია.
გამოიყენეთ სარკე, რომ ბავშვმა საკუთარი მოძრაობები დაინახოს – ეს ართობს და ამავე დროს ასწავლის.
ჩართეთ თამაშის ელემენტები — დაე, ბავშვმა თავად აირჩიოს რომელ ვარჯიშს „ითამაშებს“ დღეს.
ყოველთვის მიეცით წახალისება და პოზიტიური შეფასება – ეს ზრდის მოტივაციას.
თუ შენიშნე, რომ ბავშვს მუდმივად უჭირს გარკვეული ბგერების სწორად წარმოთქმა ან მეტყველების განვითარება შეფერხებულია, ლოგოპედთან ან მეტყველების თერაპევტთან კონსულტაცია აუცილებელია.
სპეციალისტი შეაფასებს საჭიროებებს და დაგეხმარებათ ინდივიდუალური სავარჯიშოების შერჩევაში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე.
მხარეებმა ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ელჩს წარმატებები უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მტკიცე და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გსურს სწრაფად და ეფექტურად შეამცირო ქოლესტერინის დონე და ერთდროულად დაიკლო წონა ბუნებრივი გზით? ეს ძლიერი მცენარეული სასმელი დაგეხმარება მეტაბოლიზმის აჩქარებაში, ცხიმების წვაში და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში – ყოველგვარი ქიმიის გარეშე!
ოხრახუში და ლიმონი ბუნებრივი კომპონენტებია, რომლებსაც საოცარი სარგებელი აქვთ ჯანმრთელობისთვის:
ოხრახუში – ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას, გამოდევნის ტოქსინებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
ლიმონი – მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით, რომლებიც ასტიმულირებს ცხიმების წვას და ეხმარება ღვიძლს უკეთესად მუშაობაში. განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi