ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

ჯანსაღი ცხოვრების წესი – რას ნიშნავს რეალურად ჯანსაღი ცხოვრება და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

ჯანსაღი ცხოვრების წესი
#post_seo_title

„მე მინდა ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით“

მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ჯანსაღი ცხოვრება და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ დაავადებების არარსებობა არ არის. ეს არის ყოველდღიური ჩვევების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენს სხეულს, გონებასა და სოციალურ ურთიერთობებს აძლიერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, ჯანმრთელობა — ეს არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სრული მდგომარეობა.

ამიტომაც, ჯანსაღად ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიურად იმოქმედო ისე, რომ შეინარჩუნო ბალანსი — სწორად იკვებო, ივარჯიშო, დაისვენო, გქონდეს დადებითი ურთიერთობები და მოერიდო მავნე ჩვევებს.

ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი ელემენტები

🥦 სწორად შერჩეული კვება

საკვები ჩვენი ენერგიის მთავარი წყაროა, ამიტომ რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნებზე მორგებული.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვჭამთ — წავიკითხოთ ეტიკეტები, გავიგოთ რამდენ შაქარსა და მარილს შეიცავს პროდუქტი და დავრწმუნდეთ, რომ საკვები ბუნებრივია.

დაბალანსებული მენიუ უნდა მოიცავდეს:

  • ბოსტნეულს და ხილს

  • თხილსა და პარკოსნებს

  • თევზსა და თეთრ ხორცს

  • ბოჭკოვან პროდუქტებს

  • საკმარის სითხეს

კვება არ უნდა იყოს დროებითი დიეტა — ის უნდა იქცეს ცხოვრების წესად.

🏃 ფიზიკური აქტივობა

რეგულარული მოძრაობა სხეულს აძლიერებს და გონებასაც ამშვიდებს.
ვარჯიში:

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას

  • ეხმარება სხეულს ტონუსის შენარჩუნებაში

  • ამცირებს სტრესსა და შფოთვას

  • ზრდის ენერგიას და უზრუნველყოფს უკეთეს პროდუქტიულობას

დღეში 30-წუთიანი სიარული უკვე დიდი ნაბიჯია ჯანსაღი ცხოვრებისკენ.

😴 ხარისხიანი ძილი

ძილი ის დროა, როცა სხეული და გონება აღდგება.
სრულფასოვანი დასვენება:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

  • ეხმარება ორგანიზმს ენერგიის სწორად გამოყენებაში

  • ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას

სტაბილური ძილის რუტინა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

😊 ემოციური და სოციალური კეთილდღეობა

ბედნიერი ურთიერთობები, პოზიტიური აზროვნება და კარგი განწყობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მეგობრებთან დროის გატარება, სეირნობა ან უბრალოდ სასიამოვნო საუბარი — ეს ყველაფერი გვეხმარება სტრესის შემცირებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

🧠 ფსიქიკური ჯანმრთელობა

გონებრივი ბალანსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.
სტრესის, შფოთვისა და ნეგატიური ემოციების მართვა გვეხმარება უკეთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე.

🌿 ნატურალური არჩევანი

ეცადე გამოიყენო ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი პროდუქტები.
დაბინძურებული გარემო და ქიმიკატებით სავსე ნივთები შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც სასურველია მეტი დრო გაატარო ღია სივრცეში და აირჩიო ბუნებრივი ალტერნატივები.

როგორ დავიწყოთ?

ჯანსაღად ცხოვრება შეიძლება ნელ-ნელა დაიწყოს — მთავარია იყოს რეალისტური და შენზე მორგებული.

🔹 გააკეთე პირველი ნაბიჯი: განსაზღვრე, რატომ გინდა ცვლილება და რა შედეგის მიღწევა გსურს.
🔹 დააყენე მცირე მიზნები: მაგალითად, ყოველდღე ერთი ახალი ჯანსაღი ჩვევა დაამატე — მეტი წყალი, მეტი სეირნობა, ნაკლები ტკბილეული.
🔹 მოექეცი პროცესს მოთმინებით: მცირე ცვლილებები დიდ შედეგამდე მიგიყვანს.
🔹 წერე შენს პროგრესზე: ჩაიწერე, როგორ გიცვლება ენერგია, განწყობა ან ძილის ხარისხი. ეს დაგეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში.

რისი თავიდან არიდებაა საჭირო?

ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მოერიდო:

  • თამბაქოს და ალკოჰოლს

  • ნარკოტიკულ საშუალებებს

  • მუდმივ სტრესსა და უძილობას

  • გადამუშავებულ და ქიმიურად დამუშავებულ პროდუქტებს

ჯანსაღი ცხოვრების გზა არ არის მხოლოდ „ფიტნესის“ ან „დიეტის“ თემა — ეს არის ყოველდღიური არჩევანი, რომელიც გეხმარება უკეთ იგრძნო თავი როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
იპოვე შენი რეალური მოტივაცია — იყოს ეს ენერგია, თვითდაჯერება, ოჯახისთვის კარგი მაგალითი თუ უბრალოდ უკეთესი ჯანმრთელობა — და ყველაფერი დანარჩენი თანდათან მოეწყობა. 🌱💪

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს

#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი გვთავაზობს 5 გზას სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებისთვის

„5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
1. ისეირნე ყოველდღე
20–30 წუთი სეირნობა, მსუბუქად იძუნძულე, ამ დროს სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, კუნთებიც ძლიერდება.
2. უმოძრაობა არღვევს სისხლის მიმოქცევას. დაკავდი სახლის პირობებში აერობული ვარჯიშებით
3. სითხე – შენი საუკეთესო მეგობარი
დღეში მინიმუმ 1,5–2 ლიტრი წყალი, მცირეოდენი თბილი ჩაის ან ლიმონიანი წყლის სახით. სისხლის ტოქსინების გამოდევნა და მიმოქცევის სტაბილურობა.
4. საკვები სისხლისთვის
გარჩევადი საკვები: წითელი ლობიო, ნიგოზი, ხორბლის ქატო, ბოსტნეული, სეზონური ხილი. ბუნებრივი ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტები და რკინა პირდაპირ ანიჭებენ ენერგიას და სისხლის ჯანსაღ სვლას.
5. მუხლისა და მკლავის მასაჟი
მცირე ტექნიკა ყოველდღიურად: მსუბუქი წრიული მასაჟი კუნთებზე, ტერფზე, ხელზე – სისხლის სიჩქარე იზრდება და კუნთები რბილი რჩება.
ხალხური ნაყენი სისხლის გასაწმენდად და ქოლესტერინის დასარეგულირებლად
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება ჩვენი ბებიების დროიდან არის ნიორი, ლიმონი და თაფლი
აი, როგორ მოამზადო:
  • აიღე 10 თავი ნიორი, 10 ცალი ლიმონი და 1 ლიტრი თაფლი.
  • ნიორი გაარჩიე, ლიმონი კანისთან ერთად დააქუცმაცე, ყველაფერი აურიე და ჩაასხი მინის ქილაში.
  • დააყენე ბნელ, გრილ ადგილას 7 დღე.
  • ყოველ დილით უზმოზე მიიღე 1 სუფრის კოვზი – ნაყენი ასუფთავებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით

თუ შენც გრძნობ, რომ სისხლის მიმოქცევა არ არის ისეთი კარგი, როგორც ადრე — ტერფები გეყინება, გაქვს დაღლილობა ან ქოლესტერინის პრობლემა გაწუხებს, ნუ დაელოდები, სანამ უფრო გაუარესდება.
სწორი კვება და მარტივი ყოველდღიური ჩვევები ყველაფერს ცვლის

სისხლის დაბერების საიდუმლო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ მოვემზადოთ ISO 15189:2022-ისთვის – ხარისხის კულტურის ახალი ერა სამედიცინო ლაბორატორიებში

Dr Malkhaz Babuashvili
Malkhaz Babuashvili

როგორ მოვემზადოთ ISO 15189:2022-ისთვის – ხარისხის კულტურის ახალი ერა სამედიცინო ლაბორატორიებში

სტატიის ავტორი: მალხაზ ბაბუაშვილი, ასოცირებული პროფესორი; “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი;
ლაბორატორიის ხარისხის მართვის ექსპერტი;
წიგნის ავტორი ,, ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა’’

შესავალი — ხარისხი როგორც ნდობის გარანტია

ბოლო ათწლეულში ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა, თუმცა საქართველოში სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების ხარისხი კვლავაც იმ ეტაპზეა, სადაც სტანდარტიზაცია და სანდოობა ხშირად დამოკიდებულია ცალკეული პროფესიონალების ცოდნაზე და არა – სისტემურ მიდგომაზე.
ლაბორატორიები დღეს ასრულებენ არა მხოლოდ ტესტირების, არამედ დიაგნოსტიკური გადაწყვეტილების ფუნქციას — მათი შედეგები განსაზღვრავს მკურნალობის სტრატეგიას, პაციენტის უსაფრთხოებასა და ზოგჯერ თვით სიცოცხლესაც. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ჯერ კიდევ გვხვდება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა:

• პროცესების არასაკმარისი დოკუმენტირება და სტრუქტურირებული ხარისხის სისტემის არარსებობა;
• რისკების მენეჯმენტის ფორმალური აღქმა ან სრული უგულებელყოფა;
• შიდა და გარე ხარისხის კონტროლის არასისტემური განხორციელება;
• პერსონალის გადამზადების უკმარისობა და კომპეტენციის შეფასების მექანიზმების სისუსტე;
• პაციენტის უსაფრთხოების საკითხების არასაკმარისი ინტეგრაცია ყოველდღიურ საქმიანობაში.
ამ ფონზე, ISO 15189:2022-ის დანერგვა საქართველოში უკვე აღარ არის არჩევანი — ის არის აუცილებლობა.

ეს სტანდარტი წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას, რომელიც აერთიანებს ხარისხის მენეჯმენტს, ტექნიკურ კომპეტენციას, რისკზე დაფუძნებულ აზროვნებას და ეთიკურ პასუხისმგებლობას ერთიან ჩარჩოში.

მისი დანერგვა ქმნის სისტემას, სადაც შედეგის სანდოობა აღარ არის დამოკიდებული ინდივიდზე — ის უზრუნველყოფილია სტრუქტურით, პროცესებითა და გამჭვირვალე კონტროლით.

სამედიცინო ლაბორატორიების როლი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე — დაახლოებით კლინიკური გადაწყვეტილებების 70%-ზე მეტი ეფუძნება ლაბორატორიულ მონაცემებს. ამ რეალობაში, ერთი მცირე შეცდომა შემდეგში შეიძლება იქცეს არასწორი დიაგნოზის, არაეფექტური მკურნალობის ან პაციენტის დაზიანების მიზეზად.

გლობალურად ISO 15189 განიხილება, როგორც სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის ოქროს სტანდარტი. მისი მოთხოვნები ემყარება სამ ძირითად პრინციპს:
1️. მეცნიერულ სიზუსტესა და მაღალ გამეორებადობას;
2. პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროცესებს;
3. ლაბორატორიის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

საქართველოში ISO 15189:2022-ის დანერგვა ნიშნავს სამ ძირითად გარდატეხას:
ფორმალური შესაბამისობიდან — რეალურ ხარისხის კულტურამდე;
 ცალკეული ინდივიდის გამოცდილებიდან — ორგანიზაციულ სტანდარტებამდე;
 რეაქტიული ქცევიდან — პროგნოზირებად და პრევენციულ აზროვნებამდე.

სტანდარტის დანერგვის აუცილებლობა

ISO 15189:2022 ეხმარება ლაბორატორიას, ჩამოაყალიბოს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:
1. პროცესების გამჭვირვალობასა და განმეორებადობას;
2. შედეგების მტკიცებულებით სანდოობას;
3. რისკების იდენტიფიკაციას, შეფასებასა და პრევენციულ მართვას;
4. პაციენტის უსაფრთხოების გარანტირებას თითოეულ ეტაპზე — ნიმუშის აღებიდან შედეგის მიწოდებამდე;
5. პასუხისმგებლობისა და გუნდური კულტურის ჩამოყალიბებას.

ბენეფიტები — რატომ ღირს ISO 15189:2022-ში ინვესტირება

1. კლინიკური სანდოობა: გაუმჯობესებული შედეგების სიზუსტე და განმეორებადობა ამცირებს დიაგნოსტიკური შეცდომების რისკს და ზრდის პაციენტის უსაფრთხოებას.
2. მენეჯმენტური ეფექტიანობა: დალაგებული პროცესები ამცირებს დუბლირებას, აუმჯობესებს რესურსების გამოყენებას და ზრდის ოპერაციულ გამჭვირვალობას.
3. პროფესიული განვითარება: კომპეტენციის შეფასების მექანიზმები ქმნის მოტივაციას, ტრენინგის სტრუქტურას და პროფესიულ ზრდას.
4. რეპუტაციული სარგებელი: აკრედიტირებული ლაბორატორია ქმნის ნდობას ექიმებსა და პაციენტებში, ასევე იზიდავს საერთაშორისო პარტნიორებს.
5. ეროვნული მნიშვნელობა: ISO 15189:2022-ის დანერგვა აძლიერებს ჯანდაცვის სისტემის სტაბილურობას და ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან.

დღევანდელ ქართულ რეალობაში ISO 15189:2022 აღარ არის მხოლოდ სტანდარტი — ეს არის პრაქტიკული ჩარჩო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ეთიკას, ტექნიკურ კომპეტენციას და ადამიანურ ფაქტორს საერთო მიზნისთვის — პაციენტის უსაფრთხოებისთვის.

მისი დანერგვა გარდაქმნის ლაბორატორიას ორგანიზაციად, სადაც ხარისხი აღარ არის „დასამტკიცებელი“, არამედ სიცოცხლის დაცვის ყოველდღიური მექანიზმი.

ISO 15189:2022-ის არსი — სტანდარტი, რომელიც ფიქრობს წინასწარ

ახალი ვერსია აერთიანებს ტექნიკურ სიზუსტეს, მენეჯმენტურ სისტემასა და ეთიკურ კულტურას. მისი მთავარი ფილოსოფიაა: ხარისხი არ იწყება ინსპექტორით — ის იწყება ადამიანით, რომელიც აცნობიერებს თავის როლს პაციენტის უსაფრთხოებაში.

ძირითადი პრინციპებია:

  • ლიდერობა: ხელმძღვანელი უნდა იყოს ინსპირაციის წყარო და არა მხოლოდ კონტროლის ორგანო;
  •  რისკზე დაფუძნებული აზროვნება: მიზანია შეცდომების თავიდან აცილება და არა მხოლოდ შემდგომი მართვა;
  •  PDCA ციკლი: დაგეგმე – განახორციელე – შეაფასე – გააუმჯობესე;
  •  პაციენტის უსაფრთხოება: ყოველი პროცესი უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული.

რისკზე დაფუძნებული აზროვნება — ხარისხის სისტემის ბირთვი

ISO 15189:2022-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია რისკზე დაფუძნებული მენეჯმენტი. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ლაბორატორია მუდმივად აფასებს პროცესებში არსებულ პოტენციურ საფრთხეებს და იღებს პრევენციულ ზომებს მათი თავიდან ასაცილებლად.
რისკების მართვის ძირითადი ეტაპებია:
• იდენტიფიკაცია – შესაძლო შეცდომის წყაროების აღმოჩენა;
• შეფასება – რა გავლენას მოახდენს შეცდომა პაციენტზე და შედეგზე;
• შერბილება – პრევენციული ზომების შემუშავება;
• დაკვირვება – მიღებული ზომების ეფექტიანობის შეფასება;
• განახლება – გამოცდილების საფუძველზე სისტემის გაუმჯობესება.
ლაბორატორია, რომელიც სისტემატურად იკვლევს და აკონტროლებს საკუთარ რისკებს, ამცირებს შეცდომების ალბათობას და ზრდის შედეგების სანდოობას — რაც პირდაპირ აისახება პაციენტის უსაფრთხოებაზე.

პაციენტის უსაფრთხოება — ხარისხის მთავარი მიზანი

ISO 15189:2022-ის ყველა მოთხოვნა ემსახურება პაციენტის დაცვას. ეს მოიცავს ნიმუშის სწორ იდენტიფიკაციას, ტრანსპორტირების პირობების კონტროლს, აპარატურის რეგულარულ კალიბრაციას, მონაცემთა კონფიდენციალურობას და შედეგების დროულ კომუნიკაციას.

პაციენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მაშინ, როცა:
• ყოველი შედეგი მტკიცებულებით არის გამყარებული;
• ყველა კრიტიკული მნიშვნელობა დროულად მიეწოდება მკურნალ ექიმს;
• პერსონალი იცნობს საკუთარ პასუხისმგებლობას და არ ეშინია შეცდომის განხილვის;
• ორგანიზაცია სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან და არ იმეორებს წარსულ შეცდომებს.
ეს არის ხარისხის მართვის ყველაზე ღრმა არსი — პრევენცია იქამდე, სანამ პაციენტზე ზეგავლენა მოხდება.

კულტურა და ლიდერობა — როგორ იქმნება რეალური ხარისხი

ხარისხი იქმნება არა ბრძანებით, არამედ ქცევით. „სამართლიანი კულტურა“ ნიშნავს გარემოს, სადაც შეცდომა აღიქმება, როგორც შესაძლებლობა სისტემის გაუმჯობესებისთვის. ასეთ გარემოში თანამშრომელი არ იმალება — ის მონაწილეობს პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ლიდერი ქმნის ნდობის ატმოსფეროს, სადაც ხარისხი არ არის ადმინისტრაციული ვალდებულება, არამედ საერთო ღირებულება.

სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის მართვა დღეს მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე ფორმალური შესაბამისობა. ISO 15189:2022 ქმნის კულტურას, სადაც:

• რისკი შეფასებულია და კონტროლირებადია;
• შედეგი სანდოა და განმეორებადი;
• თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს საკუთარ როლს პაციენტის უსაფრთხოებაში;
• ლიდერობა ეფუძნება ნდობას და განათლებას;
• გაუმჯობესება არის უწყვეტი, არა – დროებითი.
ხარისხის სისტემა, რომელიც ეფუძნება რისკზე დაფუძნებულ აზროვნებას, წარმოადგენს არა მხოლოდ აკრედიტაციის მოთხოვნას, არამედ პაციენტის დაცვის რეალურ მექანიზმს. ის ქმნის ახალ პროფესიულ კულტურას, სადაც სიზუსტე ნიშნავს ნდობას, ხოლო ნდობა – სიცოცხლეს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძე– MD, MPH, PhD; „Accreditation Canada“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG) – კომენტარი:

„ISO 15189:2022-ის დანერგვა არ არის მხოლოდ პროცედურული ნაბიჯი ან აკრედიტაციის მოპოვების ფორმალური პროცესი — ეს არის კულტურული გარდატეხა, სადაც ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება ხდება ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. საქართველოს ლაბორატორიულ პრაქტიკაში ჩვეული იყო გამოცდილებაზე დაყრდნობილი, ინდივიდუალურად ჩამოყალიბებული მიდგომები, სადაც შედეგის სანდოობა ხშირად დამოკიდებული იყო კონკრეტული სპეციალისტის პასუხისმგებლობაზე. თანამედროვე სამედიცინო ეკოსისტემაში ეს უკვე აღარ არის საკმარისი.

ISO 15189 ქმნის ისეთ სისტემას, სადაც სიზუსტე, გამჭვირვალობა, დოკუმენტირებული პროცედურები და რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს შედეგის ხარისხს. ეს ნიშნავს, რომ ლაბორატორია იწყებს ფიქრს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ „შეასრულოს პროცესი“, არამედ როგორ „მიაღწიოს უსაფრთხო, განმეორებად და კლინიკურად სანდო შედეგს“ ყოველ ჯერზე.

პაციენტის უსაფრთხოება არის ამ სტანდარტის საბოლოო და უმაღლესი მიზანი. სწორედ ამიტომ, ISO 15189:2022-ის დანერგვა უნდა აღიქმებოდეს არა როგორც მოთხოვნა, არამედ როგორც პროფესიული ღირსება — როგორც ცოდნის, ეთიკის, კოლექტიური პასუხისმგებლობის და მომავალზე ორიენტირებული აზროვნების გამოხატულება. საქართველოში გვაქვს დიდი პოტენციალი, ძლიერი სპეციალისტები და მზარდი დაინტერესება ხარისხის მართვის სფეროში. ახლა დროა, ეს ენერგია გადატანილ იქნას სისტემურ განვითარებაში, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ სამედიცინო სივრცეში.“

რეკომენდაციები ISO 15189:2022-ის ეფექტური დანერგვისთვის

1️. ლიდერობა – ცვლილება იწყება ზემოდან

ხარისხის კულტურა ვერ იარსებებს, თუ ხელმძღვანელი მხოლოდ კონტროლის ფუნქციით შემოიფარგლება.
ლიდერი უნდა იყოს ინსპირაციის წყარო, რომელიც ქმნის ნდობას, უსმენს გუნდს და რეაგირებს მონაცემებზე.
ყოველ 6-12 თვეში განახორციელე მენეჯმენტის მიმოხილვა – ხარისხის ინდიკატორები, რისკები, CAPA, უკუკავშირი.

2️. თვითშეფასება – გულწრფელი სარკე ორგანიზაციისთვის

შეასრულე Gap ანალიზი არა ფორმალურად, არამედ როგორც სინდისის ტესტი.
განსაზღვრე ძლიერი და სუსტი მხარეები, შექმენი ქმედებები კონკრეტული ვადებითა და პასუხისმგებლით.
გამოიყენე შედეგები განვითარების გეგმის შესადგენად, არა მხოლოდ აკრედიტაციისთვის.
3️. დოკუმენტაცია – ფორმიდან ფუნქციამდე
SOP უნდა ასახავდეს იმას, რაც რეალურად კეთდება; არ გადმოიწერო, შეისწავლე და მოარგე პრაქტიკას.
ყოველი ცვლილება უნდა იყოს კონტროლირებადი
ჩანაწერი = მტკიცებულება. რაც არ არის ჩაწერილი, შესრულებულად არ ითვლება.
4. რისკზე დაფუძნებული აზროვნება – შეცდომის პრევენცია
შექმენი რისკების რეესტრი ყველა ეტაპისთვის: პრეანალიტიკა, ანალიტიკა, პოსტანალიტიკა.
გამოიყენე FMEA ან Bow-Tie მეთოდები შედეგის სიმძიმის, სიხშირის და გავლენის შესაფასებლად.
განაახლე რეესტრი ყოველ ინციდენტზე ან პროცესის ცვლილებაზე.
პრინციპი: “თუ რისკს არ აფასებ, ვერ მართავ ხარისხს.”
5️. პაციენტის უსაფრთხოება – ხარისხის მთავარი საზომი
დაიცავი ნიმუშის იდენტიფიკაციის ორმაგი სისტემა.
განსაზღვრე კრიტიკული მნიშვნელობები და დააფიქსირე შეტყობინების დრო (TAT).
უზრუნველყავი მონაცემთა კონფიდენციალობა და ეთიკური კომუნიკაცია.
თითოეულ პროცესზე დაუსვი კითხვა: „ეს პაციენტს იცავს თუ აჩენს ახალ რისკს?“
6️. ტექნიკური კომპეტენცია – სიზუსტე და გამეორებადობა
რეგულარულად აწარმოე კალიბრაცია და ვერიფიკაცია; შეინახე მტკიცებულებები.
შიდა QC ყოველდღიურად და დოკუმენტურად, გარე QC პერიოდულად.
გამოთვალე გაზომვის განუსაზღვრელობა (MU) – შედეგის სანდოობის საზღვარი.
უზრუნველყავით პერსონალის კომპეტენციის მატრიცა და შეფასების სისტემა.
7️. სამართლიანი კულტურა – სწავლა შეცდომისგან
შექმენი გარემო, სადაც თანამშრომელს არ ეშინია შეცდომის აღიარების.
შეცდომა უნდა აღიქმებოდეს, როგორც სიგნალი გაუმჯობესებისთვის, არა როგორც სასჯელის საფუძველი.
გამოიყენე შემთხვევების განხილვა (Case Review) საერთო სწავლების მიზნით.
8️. PDCA ციკლი – უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი
დაგეგმე ცვლილება → განახორციელე → შეაფასე შედეგი → გააუმჯობესე პროცესი.
ყოველი დახურული CAPA უნდა იქცეს ცოდნად და ახალი სტანდარტის ნაწილად.
გაუმჯობესება უნდა იყოს ყოველდღიური ჩვევა, არა სეზონური მოვლენა.
9️. კომუნიკაცია – გამჭვირვალობა ქმნის ნდობას
მოაწყვე რეგულარული შიდა შეხვედრები შედეგების გასაზიარებლად.
გაუზიარე ექიმებსა და თანამშრომლებს ინფორმაცია ხარისხის მაჩვენებლების შესახებ.
10. ეროვნული პერსპექტივა – ISO 15189, როგორც განვითარების გზა
• სტანდარტის დანერგვა აძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის სტაბილურობას.
• აკრედიტირებული ლაბორატორიები ქმნიან ბაზისს ეროვნული და საერთაშორისო კვლევებისთვის.
• ISO 15189 საქართველოში არის გზა პროფესიული ღირსებიდან საზოგადოებრივი ნდობისკენ.
გამოყენებული ლიტ-რა:
1. ISO 15189:2022
2. ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა გამომცემლობა ,,უნივერსალი’’თბილისი 2025. © მალხაზ ბაბუაშვილი, 2025

 

„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე“ – ნუტრიციოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

#post_seo_title

„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე,“ – წერს ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„E-კოდები – როცა ეტიკეტი მეტს ამბობს, ვიდრე რეკლამა. ცხრილი აჩვენებს, რამდენად უხილავად იჭრება დანამატები ჩვენს ყოველდღიურ მენიუში.

ზოგი მათგანი აზიანებს ნაწლავებს და კანს, ზოგი ნერვულ სისტემას და გულს. ეს ინფორმაცია არ არის შიშისთვის.
ეს არის ცოდნა, რომელიც გაძლევს ძალას აირჩიო შეგნებულად. როცა კითხულობ ეტიკეტებს, შენ უკვე იცავ საკუთარ თავსა და მათ, ვისაც უყვარხარ. ჯანმრთელი კვება არ იწყება დიეტით. ის იწყება ცნობიერებით.
საკვები დანამატის ტექნოლოგიური ფუნქცია:

საღებავი – გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის ფერის მისაცემად;
კონსერვანტი – ზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას;
ანტიოქსიდანტი – არეგულირებს მჟავიანობას, იცავს პროდუქტს გაფუჭებისგან;
სტაბილიზატორი – ინარჩუნებს პროდუქტის არსებულ შემადგენლობას;
ემულგატორი – ინარჩუნებს პროდუქტის განსაზღვრულ სტრუქტურას;
არომატიზატორი – აძლიერებს პროდუქტის გემოს და არომატს.

E-კოდების რეალური სახე
1. ძალიან საშიში
2. საშიში
3. კანცეროგენული
4. აზიანებს კუჭს
5. იწვევს კანის დაავადებებს
6. აზიანებს ნაწლავებს და იმუნურ სისტემას
7. გულსა და სისხლძარღვებზე მოქმედებს
8. საშიში ბავშვებისთვის
9. აკრძალულია ბევრ ქვეყანაში
10. დაშვებული, მაგრამ საეჭვო“ – წერს ნატა გაგუა და ცხრილს გვიზიარებს.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი
#post_seo_title

მკვლევრებმა დაადგინეს პროტეინის „დამცავი მექანიზმი“, რომელიც თავს ესხმის ინფიცირებულ უჯრედებში არსებულ მიკრობებს, რაც ხსნის ტოქსოპლაზმის, ქლამიდიის, ტუბერკულოზისა და კიბოს ახალი მკურნალობის შესაძლებლობას.

ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა საკეტი და გასაღები მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს შეტევის პროტეინს – GBP1.

GBP1 აქტიურდება ანთების დროს და აქვს პოტენციალი, შეუტიოს უჯრედების მემბრანებს და გაანადგუროს ისინი.

ახლად აღმოჩენილი მექანიზმი ქმნის დამცავ მექანიზმს, რომელიც მგრძნობიარეა უჯრედების შიგნით პათოგენების მოქმედების დარღვევის მიმართ. ახალი აღმოჩენა გააკეთა დანიელ ფიშმა, ყოფილმა დოქტორანტმა ფრიკელის ლაბორატორიაში.

დოქტორმა დანიელ ფიშმა თქვა: „ეს იყო ფანტასტიკური პროექტი, რომელზეც ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მასში ჩართული იყო მრავალი კვლევითი ჯგუფი მთელი მსოფლიოდან“.

ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განმარტა: ”ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მცველების მექანიზმები, როგორიცაა ის, რომელიც აკონტროლებს GBP1-ს, ცნობილია მცენარეთა ბიოლოგიაში. წარმოიდგინეთ როგორც საკეტისა და გასაღების სისტემა. GBP1-ს სურს გასვლა და შეტევა ფიჭურ მემბრანებზე, მაგრამ PIM1 არის გასაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ GBP1 უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი.”

დოქტორმა ფრიკელმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ეს საწყისი კვლევა ტოქსოპლაზმაზე, ერთუჯრედიან პარაზიტზე, რომელიც გავრცელებულია კატებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ტოქსოპლაზმის ინფექციები ნაკლებად იწვევს სერიოზულ დაავადებას, სამხრეთ ამერიკაში მას შეუძლია გამოიწვიოს თვალის ინფექცია, სიბრმავე. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის.

დოქტორმა ფრიკელმა ასევე განმარტა: ”ამ მექანიზმს შეუძლია ასევე იმუშაოს სხვა პათოგენებზე, როგორიცაა ქლამიდია, მიკობაქტერია ტუბერკულოზი და სტაფილოკოკი, ყველა ძირითადი დაავადების გამომწვევი პათოგენი, რომელიც სულ უფრო და უფრო მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ. დამცავი მექანიზმის კონტროლით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეტევის პროტეინი ორგანიზმში პათოგენების აღმოსაფხვრელად. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ შესაძლებლობაზე დაკვირვება, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა იმის გამეორება, რაც ვნახეთ ტოქსოპლაზმის ექსპერიმენტებში. ჩვენ ასევე წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვართ იმის გამო, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად“… სრულად

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრიპის ვირუსის სეზონის დაწყებასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევს შემდეგ რისკ-ჯგუფებს

ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
#post_seo_title

გრიპის ვირუსის სეზონის დაწყებასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევს შემდეგ რისკ-ჯგუფებს:

– ჯანდაცვის სპეციალისტები
– 65+ ასაკის ასაკოვანი პირები
– ორსულები
– 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები
– ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.
ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.
აცრა ვაქცინაციის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებათა სიაhttps://ncdc.ge/…
შეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ – ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული“-ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე
#post_seo_title

ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული, – განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემა -სიმპტომები ხშირია ჭამის შემდეგ ან მაშინ, როცა ადამიანი წევს — ამიტომ ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებიც კი მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს

#post_seo_title

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) — ეს არის ქრონიკული პრობლემა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა უკან, საყლაპავისკენ ბრუნდება და იწვევს დისკომფორტს, წვას ან ტკივილს მკერდის არეში. ხშირად მას თან ახლავს ხმის ხრინწი, ყელის გაღიზიანება ან ხველა.

როდესაც მსგავსი სიმპტომები რეგულარულად მეორდება, აუცილებელია სპეციალისტის — გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.

🔍 რა იწვევს რეფლუქსს

რეფლუქსის ძირითადი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის (კუნთოვანი სარქვლის) სისუსტე, რომელიც ჩვეულებრივ აფერხებს კუჭის შიგთავსის დაბრუნებას. მისი ტონუსის დაქვეითება ხელს უწყობს მჟავის ზემოთ ამოსვლას.
მდგომარეობის გამწვავებას იწვევს შემდეგი ფაქტორები:

  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე

  • უხვი საკვების მიღება, განსაკუთრებით ღამით

  • ცხარე, ცხიმიანი ან ტკბილი კერძები

  • ალკოჰოლი, ყავა და გაზიანი სასმელები

  • მოწევა

  • მჭიდრო ტანსაცმელი მუცლის მიდამოში

  • ორსულობა

⚠️ როგორ ვლინდება რეფლუქსი

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება:

  • გულძმარვა — წვის შეგრძნება გულმკერდის არეში

  • მჟავე გემო პირში

  • ყელის ტკივილი ან ხმის დაბოხება

  • ყლაპვის სირთულე

  • მშრალი ხველა, რომელიც ღამით ძლიერდება

  • ტკივილი ზედა მუცლის არეში

სიმპტომები ხშირია ჭამის შემდეგ ან მაშინ, როცა ადამიანი წევს — ამიტომ ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებიც კი მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს.

🧪  დიაგნოზი

რეფლუქსის დასადასტურებლად ტარდება შემდეგი კვლევები:

  • გასტროსკოპია — საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ვიზუალური შეფასება;

  • 24-საათიანი pH-მონიტორინგი — მჟავიანობის დონის შეფასება;

  • საჭიროებისამებრ ლაბორატორიული ანალიზები.

💊 მკურნალობის პრინციპები

რეფლუქსის მართვა მოითხოვს როგორც მედიკამენტურ, ისე ცხოვრების წესის კორექციას.

მთავარი რეკომენდაციებია:

  • იკვებე ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით;

  • არ მიირთვა წოლის წინ მინიმუმ 2–3 საათით ადრე;

  • შეზღუდე ყავა, ალკოჰოლი და მოწევა;

  • შეინარჩუნე ჯანსაღი წონა;

  • საჭიროებისამებრ გამოიყენე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ან ანტაციდები — მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

⏰ როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია აუცილებელია, თუ გაქვს:

  • გულძმარვა კვირაში რამდენჯერმე ან თითქმის ყოველდღე;

  • ტკივილი ან წვის შეგრძნება ჭამის შემდეგ;

  • ყლაპვის გაძნელება, ხმის ცვლილება ან ხველა;

  • ყელის მუდმივი გაღიზიანება.

დროული დიაგნოსტიკა ხელს უშლის გართულებებს, მათ შორის — საყლაპავის ანთებას, ეროზიას ან წყლულის ფორმირებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მომრავლდა მუნის შემთხვევები – „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ – გიორგი ფხაკაძე

მომრავლდა მუნის შემთხვევები - „მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ - გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  ამბობს, რომ საქართელოში მუნის წამალი არ არის!!!

მუნის წამალი ქვეყანაში არ არის!!!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში გავრცელდა კანის დაავადება მუნი

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

სპეციალისტები მკურნალობისთვის სხვადასხვა რეკომენდაციებს გასცემენ:

„მთავარი სამკურნალო საშუალებაა პერმეტრინის 5%-იანი კრემი, რომელიც კანზე ინახება დაახლოებით 8–12 საათით, შემდეგ იბანება. ერთი კვირის შემდეგ პროცედურა მეორდება. ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნას ლინდანის ლოსიონი, თუმცა იგი ნაკლებად უსაფრთხოა მცირე ასაკის პაციენტებისთვის“.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ.

მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
  • ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
  • წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
  • ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში“ – წერს მამუკა რაშოიანი.

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

„მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ“.

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

როგორ ვლინდება მუნი?! 

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)“ – ამბობს ექიმი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული,

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სისუფთავე = თავდაცვა! როგორ დავამარცხოთ სკაბიესი სწრაფად და ეფექტურად“

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში
#post_seo_title

სისუფთავე = თავდაცვა! როგორ დავამარცხოთ სკაბიესი სწრაფად და ეფექტურად“

სკაბიესი (მუნი) არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei.

მუნი (სკაბიესი) არის კანის პარაზიტული ინფექცია, რომლის გამომწვევი პატარა ტკიპაა – Sarcoptes scabiei. ეს მიკროსკოპული პარაზიტი კანის ზედა ფენებში სახლდება და იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს.

🦠 როგორ ვრცელდება მუნი?

ინფექცია ყველაზე ხშირად გადადის პირდაპირი კანის კონტაქტით – მაგალითად, ოჯახის წევრსა თუ პარტნიორს შორის. ზოგჯერ შესაძლებელია გადაცემა საერთო ნივთებითაც: ტანსაცმელი, პირსახოცი, საწოლი ან სხვა პირადი საგნები.

🚫 როგორ დავიცვათ თავი?

  1. ჰიგიენა უპირველესია – რეგულარულად იბანე ხელები და მიიღე შხაპი.

  2. 🧺 ტანსაცმელი და თეთრეული გარეცხე მაღალ ტემპერატურაზე (60°C ან მეტი) და შემდეგ გააუთოე.

  3. 🚫 არ გამოიყენო სხვისი პირადი ნივთები – პირსახოცი, ტანსაცმელი ან ბალიში.

  4. 👨‍👩‍👧 თუ ვინმეს ოჯახში აღმოაჩნდა მუნი, აუცილებელია ყველა წევრმა ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა ერთდროულად.

💊 როგორ მოვიქცეთ, თუ უკვე გვაქვს მუნი?

  • 🩹 მიმართე ექიმს — ის დაგინიშნავს შესაბამის პრეპარატს: ხშირად გამოიყენება პერმეტრინის 5%-იანი კრემი, ბენზილბენზოატი ან გოგირდის მალამო.

  • 🌙 კრემი უნდა წაისვა მთელ სხეულზე (კისრიდან ქვევით), დატოვო დაახლოებით 8–12 საათით და შემდეგ კარგად დაიბანო.

  • 👕 ყველა ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცი გარეცხე ცხელ წყალში და გააშრე მზეზე ან ცხელი უთოთი.

  • 🧳 ის ნივთები, რომლებიც ვერ ირეცხება, ჩაალაგე მჭიდროდ დახურულ პარკში მინიმუმ სამი დღით — ტკიპა ასეთ პირობებში იღუპება.

 გახსოვდეს:

მუნი სუფთად ყოფნისა და მკურნალობის წესების დაცვით მარტივად იკურნება.
შენი საუკეთესო დაცვაა სისუფთავე, ყურადღება და ერთდროული პროფილაქტიკა ოჯახის ყველა წევრისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights