გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარონი ჟან-ლუის ვინსენტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარების, პაციენტთა მოვლის მეთოდების გაუმჯობესების, რეანიმაციული პაციენტების მართვის და სხვა საკითხების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვა.
ორდღიან კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პროფესორები, ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს სეფსისის მართვაში, მწვავე რესპირაციული სინდრომის და კარდიო-რესპირაციული უკმარისობის მართვის უახლეს მეთოდებს, ასევე მწვავე ინფექციების მართვის თანამედროვე გამოწვევებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ქვეყანაში საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაამართა.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ექიმები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პანელური დისკუსია, სახელწოდებით – „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, GCCA-ი ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ და სამედიცინო სერვისების ბაზარზე.
„განვიხილეთ, ზოგადად, კონკურენციასთან და პაციენტების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი უწყება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ ბაზარსა და სამედიცინო სერვისების ბაზარზე, მთლიანობაში, ბაზრის შეფასებასა და რეკომენდაციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი, რამაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგები მისცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.
დისკუსიის დროს, იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ყურადღება დაეთმო მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და კონკურენტული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო სამართლიანი კონკურენციის პირობების განსაზღვრის კრიტერიუმებს, მომხმარებლის მიერ საკუთარი უფლებების დაცვას სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებებში, გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ხარისხის სტანდარტებს, ასევე იმას, თუ რა მექანიზმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამართლიან ბალანსს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.
ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, მარეგულირებელი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწყობილობის მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო და მათი გაცემა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონიტორინგის მოწყობილობებს ის პაციენტები მიიღებენ, რომელთაც სენსორის გამოყენების საჭიროება აქვთ.
კრიტერიუმების დადგენის მიზნით, დარგის ექიმ-სპეციალისტებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. შეხვედრაზე, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ -ის საჭიროების განმსაზღვრელ პარამეტრებსა და კლინიკურ ფაქტორებზე იმსჯელეს.
FreeStyle Libre 2+ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან – სენსორი და წამკითხველი. სენსორის მოქმედების ვადა 15 დღეა, ხოლო წამკითხველი მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს.
საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ცხელი ხაზი. ტექნიკური მხარდაჭერის ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 800 00 80 77, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი მქონე ბავშვები, 2022 წლიდან, ასევე, უზრუნველყოფილები არიან ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Medtronic-ის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური სისტემებით.
სუფთა ნაწლავები, მსუბუქი სხეული, ახალი დასაწყისი გინდა ბუნებრივი გზა, რომლითაც ნაწლავები გაასუფთავო და ორგანიზმი „გადატვირთო“?
კიტრისა და ანანასის არომატული ნაზავი ქმნის ნამდვილი სწრაფმოქმედი, ნაზი შიდა გამწმენდი წვენის ეფექტს.
ეს გამაგრილებელი კომბინაცია მხოლოდ გემრიელი არ არის — ის შეიცავს უამრავ ფერმენტს, წყალსა და ბოჭკოს, რომლებიც ეხმარება ნაწლავის დეტოქსიკაციას და მეტაბოლური ნარჩენების გამოდევნას ორგანიზმიდან. განაგრძეთ კითხვა


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე
დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში “დღის პოსტი” ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს:
„პანიკამ ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი, რომელიც მუნის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ახლა დეფიციტშია. ამის გამო ხშირად გვიწევს სხვა მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ნაკლებად უსაფრთხოა და შესაძლოა კანს უფრო მეტად ავნოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრეპარატი მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე — კლავს ტკიპას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით გამოყენებისას შესაძლოა ადამიანის კანზეც არასასურველი ზემოქმედება ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის დაცვა და ინსტრუქციის მკაცრად მიყოლა.
თუ ადამიანი შიშის ფონზე ზედმეტად ბევრს წაისვამს, შეიძლება განვითარდეს გამაღიზიანებელი ან კონტაქტური დერმატიტი. განსაკუთრებით სიფრთხილე სჭირდება ბავშვებს — მათ კანი უფრო მგრძნობიარეა, ხშირად აქვთ ალერგიული ფონი ან ატოპიური დერმატიტი, და ქავილი, რომელიც მათ უჩნდებათ, ყოველთვის არ ნიშნავს მუნის არსებობას. შესაძლოა, მიზეზი თვითონ პრეპარატის მიერ გამოწვეული გაღიზიანება იყოს.
ზოგჯერ მშობლები ბავშვის დაცვას ცდილობენ, თუმცა ზედმეტი გამოყენებით პირიქით — კანის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და თვითნებურად არ გადაჭარბოთ მკურნალობის რაოდენობას.
თუ მუნით ინფიცირებულები ვართ, წავისვათ წამალი და კონტაქტში მყოფი პირები გავაფრთხილოთ. ეს საზოგადოებასთან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ სკოლის მოსწავლეს მუნი დაუდგინდა, მშობელი ვალდებულია, პედაგოგი გააფრთხილოს. კონტაქტში მყოფი პირები თანადროულად იტარებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ გარკვეულწილად კანის დამუშავებას, ინკუბაციურ პერიოდში რომ არ ვიყოთ. დეზინფექცია აუცილებელი პირობაა.
მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.
ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.
როგორც ვთქვით, დეზინფექციის ერთი საშუალება გადმოხარშვაა. ვთქვათ, ტანსაცმელი არ იხარშება, ვიცით, რომ 24 საათის განმავლობაში მინუს გრადუსზე ტკიპა კვდება. რაც არ იხარშება, მაგალითად, ქურთუკები, ტყავი, შარფები, შალის ქსოვილები, გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავდოთ ერთჯერად ცელოფანში და 24 საათის განმავლობაში გავყინოთ.
დუღილის ტემპერატურა და ორთქლად ქცევის ტემპერატურა, ორივე 100 გრადუსია. ანუ, თუ რბილ სათამაშოებს 10 წუთის განმავლობაში ორთქლზე დავაყენებთ, დეზინფექციას მივიღებთ.
ასევე, შეგვიძლია, გარეცხილი და გამშრალი სინთეზური ტანსაცმელი დავაფინოთ, სველი ტილო, რომელიც არ იწვის, ის ზედ დავადოთ და უთოთი დავაშროთ.
ამ მარტივი მეთოდების დახმარებით, ჩემს პაციენტებთან რეინფექციის შემთხვევა არ მქონია“
ნახეთ გადაცემა ვრცლად:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის მიმართულება, ვინაიდან, ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, სამაგალითო თანამშრომლობა გაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში არსებული კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ.
მინისტრის განცხადებით, სააგენტომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვეყნა, მათ შორის – როგორ ხდება ჯანდაცვის ბაზარზე მანიპულირება, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებენ მოთამაშეები და აქვს თუ არა ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ან – კონკურენციის შეზღუდვას.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არაერთი, გახმაურებული კვლევის შედეგებმა, ჯანდაცვის სექტორში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.