გრიპის რთული სეზონი მოდის – H1N1, ახალი H3N2 „K“ ვარიანტი და რა გველის წინ


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სპეციალისტები ამას საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევენ, რომლის შედეგებმაც შესაძლოა მთელი საზოგადოების მომავალზე იქონიოს გავლენა. ასეთი პრეპარატების მოქმედება ორგანიზმის „ენერგიის დაზოგვის“ რეჟიმზე გადასვლას ადარებენ: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამცირებენ შფოთვას, ამასთან ერთად დუნდება სხვა ემოციებიც.
ექსპერტები შესაძლო დემოგრაფიული შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ახალგაზრდა თაობა სულ უფრო ნაკლებად ისწრაფვის ურთიერთობებისა და შვილების გაჩენისკენ. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, არამედ მომავალ დემოგრაფიულ განვითარებასაც.
კაცი პირველად, ავად გახდა სტეიკის ჭამიდან რამდენიმე საათში, თუმცა რეაქცია მალევე ჩაცხრა და პრობლემას ყურადღება არ მიაქცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მან ოჯახთან ერთად, ერთი კვირის შემდეგ ჰამბურგერი ჭამა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ეს ტკიპას ნაკბენით გამოწვეული მსგავსი ალერგიის გამო ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
კვლევამ აჩვენა, რომ კაცის სისხლში ანაფილაქსიური რეაქციების ბიოლოგიურ ინდიკატორ ტრიპტაზას შემცველობა ყოველ მილილიტრზე 2000 გრამს აღემატებოდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ფატალური ანაფილაქსიების შემთხვევებში ფიქსირდება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„პირველ არხთან“ საუბრისას ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ წნევა თავის ტკივილს არ იწვევს:
„ადრე მიაჩნდათ, რომ არტერიული წნევა 120 ვიღაცისთვის იყო მაღალი და ვიღაცისთვის დაბალი. აღმოჩნდა, რომ წნევას აქვს საერთაშორისო ნორმა და არ არსებობს ქართული ნორმა. ვისაც აქვს დაბალი წნევა და 120-ზე ცუდად არის, ე.ი. ცუდად რომ არის, იმიტომ აქვს ეს წნევა. თავის ტკივილის მიზეზი წნევა არასდროს არის, 180-იც კი. მაგრამ თავის ტკივილის გამო გამოიყოფა ჰორმონები ნეიროშუამავლები და ადრენალინი, რაც იწვევს წნევის მომატებას. წნევა არის შედეგი და არა მიზეზი თავის ტკივილის. შესაბამისად, კეფა ამტკივდა და წნევის
ბრალი იქნება, ეს არის ყველაზე დიდი და სამარცხვინო, დამაზიანებელი მითი. კისრის გადაღებაც… ათასი თავის ტკივილიანი პაციენტი მოდის ჩვენთან, მაგრამ შეიძლება, ათასში ერთხელაც არ დამჭირდეს კისრის გადაღება…“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Accreditation Canada-ის ქართველი ექსპერტი ირინე ფხაკაძე ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა – საერთაშორისო წარმატება
შესაბამისად – “ქართველი ექსპერტების პროფესიონალიზმი” უკვე საერთაშორისოდ ექსპორტირდება.
ირინე ფხაკაძე არის პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც, როგორც საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის შემფასებელმა,
ოფიციალურად მიიღო მონაწილეოება ევროპული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში.
ეს არ არის მხოლოდ პერსონალური წარმატება, ეს არის საქართველოს დარგობრივი ექსპერტების რესურსების მასშტაბური აღიარება.

საქართველოში სამი წლის წინ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაზე თითქმის არავინ საუბრობდა.
დღეს კი, როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე შენიშნავს:
„საქართველოს ჯანდაცვა ახალ რეალობაშია. ჩვენ უკვე არა მხოლოდ საქართველოში ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად ვმონაწილეობთ აღნიშნულის უცხოეთში დანერგვის პროცესში.
საერთაშორისო მააკრედიტირებელ ორგანიზაცია “Accreditation Canada”- სთან საქართველოს 24-მა კლინიკამ დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა მათ შორის მხოლოდ 9 დაწესებულებამ შეძლო Qmentum International სრული ციკლის წარმატებით დასრულება და სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის “Accreditation Canada”-ს ქართული გუნდი, რომელსაც წარმოადგენს ირინე ფხაკაძე.”

Accreditation Canada-ის ოფიციალური მონაცემებით (2025), საქართველოში მოქმედი 9 კლინიკა არის სრულად აკრედიტირებული Platinum დონეზე:
o Georgian Patriarchate’s St. Joachim and Anne Medical Center
o Hera 2011
o Jo Ann University Hospital
o Kutaisi St. David Agmashenebeli Church Hospital Ksenoni
o LTD Multiprofile Clinic Consilium Medulla
o LTD N Qiron
o National Health Organization LTD (Kutaisi)
o Pineo Medical Ecosystem
o Vivamedi LLC
სწორედ ეს 9 კლინიკა საქართველოში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უწყვეტად აუმჯობესებს მკურნალობისა და მომსახურების ხარისხს.
რისკების იდენტიფიცირება და მინიმიზაცია, ინფექციების პრევენცია და კონტროლის გაუმჯობესება, უსაფრთხო მედიკამენტების მართვა და სტანდარტიზებული კლინიკური პროცედურები – ეს ის პროცესებია, რომელთა გაუმჯობესებაზე გუნდთან ერთად, როგორც მრჩეველი და როგორც საერთაშორისო შემფასებელი, მუშაობდა ირინე ფხაკაძე.
ირინე ფხაკაძე – AC ექსპერტი, რომლის პროფესიული საქმიანობით საქართველო კიდევ ერთხელ აისახა ევროპულ რუკაზე.
მიმდინარე წლის ნოემბერში კვიპროსში, კერძოდ ნიქოზიასა და ლარნაკაში
განხორციელდა Accreditation Canada-ს პირველი საერთაშორისო შეფასების რთული, მრავალსაფეხურიანი ვიზიტი, რომელშიც ირინე ფხაკაძემ:
განახორციელა სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკებისა და პროცედურების ანალიზი, პაციენტის უსაფრთხოების სისტემური შეფასება, კლინიკური მომსახურების ხარისხის შეფასება, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალის კომპეტენციებისა და პროფესიული განვითარების შეფასება, სამედიცინო აღჭურვილობისა და ფიზიკური გარემოს შეფასება.
ირინე ფხაკაძის კომენტარი:
“ევროპული კლინიკის შეფასებაში მონაწილეობა ნამდვილად იყო მაქსიმალური პროფესიული პასუხისმგებლობის დემონსტრაცია, სადაც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების უკან დგას პაციენტის უსაფრთხოება. ვიცოდი, რომ ამ პროცესში გარკვეულწილად წარმოვადგენდი საქართველოს და არ ვიყავი მარტო — ჩემს უკან იდგა AC-ის ქართული გუნდი.”
Accreditation Canada Georgia Office სამი წლის წინ შეიქმნა, დღეს გუნდში
12 მაღალკვალიფიკაციური დარგის სპეციალისტია გაერთიანებული,
მათგან 6 უკვე ოფიციალური International Surveyor-ია. შეთანხმებული გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ქართველი ექსპერტები ევროპაში მინიმუმ 6 ჰოსპიტალს შეაფასებენ.
Accreditation Canada-ს საერთაშორისო ქსელში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა.
ეს მართლაც უიშვიათესი შემთხვევაა: ეროვნული ექსპერტიზა ექსპორტზე გადის იმ მოცემულობაში, როცა თავად ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების პროცესი.
ირინე ფხაკაძე აღნიშნავს:
“ევროპაში ჩატარებული შეფასება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრაციაა, დიახ, საქართველო მზად არის არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ ასწავლოს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გამოცდილება ქართულ კლინიკებში დავაბრუნოთ და სისტემური განვითარებისთვის გამოვიყენოთ.”
ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან:
– როგორ შეაფასებდით ქართველი ექსპერტის მონაწილეობას პირველ საერთაშორისო შეფასებაში კვიპროსზე და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის?
– ეს ნიშნავს, რომ ქართული პროფესიული რესურსი უკვე აღიარებულია და ევროპის პროფესიულ სივრცეში ინტეგრირებულია.
ეს არის ერთგვარი ოფიციალური დასტური, რომ ქართველ ექსპერტს შეუძლია, სრულად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემფასებლებისთვის წაყენებული მოთხოვნები და უზრუნველყოს სტანდარტების მაღალი დონის პრაქტიკული შესრულება.
– რატომ შეძლო საქართველოს 24 კლინიკიდან მხოლოდ 9 კლინიკამ აკრედიტაციის მოპოვება?
– აკრედიტაცია მოითხოვს სტრუქტურულ ცვლილებებს, გამართულ პროცესებს, ხელმძღვანელი გუნდის პასუხისმგებლობას და გუნდის მომზადებას. ბევრი კლინიკა ჯერ მზად არ არის, რადგან ეს პროცესი სისტემურ ძალისხმევასა და რეალურ ცვლილებებს საჭიროებს.
ირინე ფხაკაძის ოფიციალური აკადემიური ბიოგრაფია:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
თუმცა, პაციენტებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ მოიხმარენ თუ ფრანგულ „აპიდრას“. მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, დანიურმა კომპანიამ „ნოვორაპიდის“ წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ის ფრანგული კომპანიის პრეპარატით მაშინვე ჩანაცვლდა. ახლა ორივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამჟამად მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ფქოდით. იგი სიკვდილის მესამე წამყვანი მიზეზია გლობალურად და ძალზე გავრცელებულია დაბალი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში. ფქოდით დაავადების მთავარ რისკის ფაქტორს წარმოადგენს თამბაქოს კვამლით, სხვა ტოქსიური შესასუნთქი ნაწილაკებით და აირებით ექსპოზიაცია, თუმცაღა ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ნაყოფისა და ახალშობილის ფილტვის ქსოვილის განვითარების დარღვევებს შეუძლიათ გაზარდონ ფქოდის რისკი მოგვიანებით ასაკში.
ფქოდის მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD – Global Initiative for Chronic Obstructive lung diseases) მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ყოველი წლის ნოემბერში. ფქოდის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა და ფქოდის შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების პრეზენტაცია მსოფლიოში. წელს უკვე მეოცედ აღინიშნება ფქოდის მსოფლიო დღე და იგი ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბერს. წლევანდელი თემა, „ჯანსაღი ფილტვები – არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, იმის ხაზგასმაა, რომ ფქოდის ავადობის ტვირთი არსად არ გამქრალა და COVID 19-ის პანდემიის პირობებშიც ფქოდი კვლავ რჩება სიკვდილის წამყვან მიზეზად მსოფლიოში. კამპანიის მიზნია, ხელი შეუწყოს ფილტვების სიჯანსაღეს იმის ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, სამედიცინო პროვაიდერებთან რეგულარული შემოწმება, მავნე ექსპოზიციების შემცირება, სწორი კვება და მედიკამენტების მიღება დანიშნულებისამებრ.
ფქოდის ავადობის ტვირთის შესამცირებელი ინიციატივები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით და მოიცავს: მწეველობის შეწყვეტის პროგრამებს, ოთახშიდა და გარემოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და დამაზიანებელი ფაქტორების კვლევას ბავშვთა ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ არსებობს ფქოდისგან განკურნების საშუალება, დაავადების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს ფქოდის საწინააღმდეგო ქმედებანი სხვადასხვა ინდივიდების მიერ მრავალი ტიპის დაწესებულებებში. დამქირავებლებს შეუძლიათ დაამკვიდრონ უვნებელი გარემო თავისუფალი სუნთქვისათვის, მოქალაქეებს შეუძლიათ ფხიზლად იდგნენ ჰაერის სისუფთავის სადარაჯოზე, პაციენტებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ ადვოკატირება გაუწიონ მეტი კვლევების ჩატარებას და პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებას პულმონური რეაბილიტაციისა და მენტალური სერვისების მოცვით. ამას გარდა ჯანდაცვის პროვაიდერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს ერთობლივად შეუძლიათ იმუშაონ, რათა გაამჯობესონ ხელმისაწვდომობა სპირომეტრიაზე, აუცილებელ მედიკამენტებზე და სხვა მკურნალობაზე, ტელემედიცინის ჩათვლით და სხვა ტიპის ხელმისაწვდომობით მოშორებულ ადგილებში მყოფი პაციენტებისათვის.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციულ დაავადებათა გლობალური ინიციატივის (GOLD) კომიტეტი მოუწოდებს ყველას მონაწილეობა მიიღონ ფქოდის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. მეტი ინფორმაცია GOLD-ის და ფქოდის მსოფლიო დღის შესახებ შეიძლება მოძიებული იქნას აქ – www.goldcopd.org .
აქტივობები:
ცნობადობის გაზრდა
უზრუნველყავით ფქოდის მსოფლიო დღის საჯაროობა პოსტერების, ბილბორდების ან სხვა აქტივობების საშუალებით და გააზიარეთ სოციალურ მედიაში. წაახალისეთ ფქოდის ტვირთის მქონე ადამიანები, რათა გაუზიარონ სხვებს თავიანთი გამოცდილება თუ რა ნაბიჯები გადადგეს ჯანსაღი ფილტვების შენარჩუნებისათვის.
ცოდნის გაზიარება
ორგანიზება გაუკეთეთ ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, სადაც განიხილავენ ფქოდის დიაგნოსტირებისა და მართვის ბოლო სტრატეგიებს, რათა დანერგონ GOLD-ის გაიდლაინები თავიანთ კლინიკებში. მოაწყვეთ ცხელი ხაზი პაციენტებისათვის, ვისაც აინტერესებს პულმონური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა, თერაპიის საკითხები, მენტალური ჯანმრთელობის სერვისები ან ფქოდის მქონე პაციენტთა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის შესაძლებლობა.
ტვირთის შემცირება
ჩაატარეთ ღია კარის დღე ან ფქოდის კლინიკაში უფასო მიღება ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში, რათა გამოავლინოთ რისკის მქონე პაციენტები თქვენს რეგიონში. ჩაატარეთ საგანმანათლებლო საქმიანობა ისეთი რიკის ფაქტორების შემცირებაზე, როგორიცაა: თამბაქოს მოხმარება, ბიომასის საწვავის მოხმარება, ჰაერის დაბინძურება და მტვრისა და კვამლის პროფესიული ექსპოზიციები. წაახალისეთ ფქოდის მქონე პაციენტები, იმისათვის რომ მისწერონ წერილები ადგილობრივ მთავრობებს ფქოდის მსოფლიო დღის შესახებ და ლობირება გაუწიონ ფქოდის ნაციონალური პრიორიტეტის მქონე დაავადებად გადაქცევას, რათა შემცირდეს დაავადების ტვირთი და ჰოსპიტალიზაცია.
ჯანსაღი ფილტვები
ასწავლეთ ფქოდის მქონე პაციენტებს, რომ მათ სხვადასხვა საშუალებებით შეუძლიათ თავიანთი დაავადების კონტროლი და ფილტვების სიჯანსაღის ხელშეწყობა. ეს მოიცავს: ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას, ჯანსაღად კვებას, პულმონურ რეაბილიტაციაში ჩართვას, და რიკის ფაქტორების შემცირებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi