სამშაბათი, მაისი 5, 2026

რატომ არ იზრდება კუნთები? – საუბრობს ვალიტა გორელჩანიკი

#post_seo_title

რატომ არ იზრდება კუნთები?

ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი

ინტერვიუ

ვალიტა, მოგესალმებით.

ბევრ მოვარჯიშეს აინტერესებს ის, თუ რატომ უჭირთ კუნთის გაზრდა დიდი ძალისხმევის მიუხედავად.

-მოგესალმებით. კი, მეც ხშირად მისვამენ ამ კითხვას სპორტდარბაზში.

კუნთის ჰიპერტროფია არის დამოკიდებული ბევრ შიდა და გარე ფაქტორზე:

  1. ეს არის მექანიკური და მეტაბოლური სტრესი;
  2. საჭირო ნუტრიენტებით შევსება;
  3. აღდგენა.

როგორც თქვენ ახსენეთ (დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზოგი შედეგს ვერ აღწევს).

-ხშირად დამწყებებს გონიათ, რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებენ და აწევენ მძიმე წონებს, მით უფრო მალე გაეზრდებათ კუნთი.

სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია.

კი, კუნთის ჰიპერტროფიას სჭირდება მექანიკური სტიმული იმისათვის, რომ მიოფიბრილებმა მიიღონ მიკროტრავმა და გააქტიურდეს ცილების სინთეზი. ან მეტაბოლური სტრესის ხარჯზე გამოწვეულმა ბიოქიმიურმა ძვრებმა ორგანიზმში შექმნას ადაპტაციური გარემო და გააქტიუროს რეგენერაციული პროცესები დაზიანებულ ქსოვილებში, მიოსატელიტური უჯრედების დაყოფა, რაც შემდგომ დაეხმარება კუნთს აღდგენაში.

მაგრამ, თუ მექანიკური სტიმული არ იქნება საკმარისი სიმძლავრის, ადაპტაციური ძვრები ვერ მოხდება და შესაბამისად კუნთის ჰიპერტროფიას ვერ მივაღწევთ.

მაგალითი: დაბალი სამუშაო წონა, ვარჯიშის პატარა მოცულობა.

და პირიქით, თუ სტრესი ძალიან მაღალია, კუნთი ვერ ახერხებს მასთან გამკლავებას და ორგანიზმი კატაბოლიზმის მექანიზმს ააქტიურებს.

ამის შედეგად კუნთის ზრდა ფერხდება, ასევე მალე ხდება ენერგეტიკული რესურსების ამოწურვა და ძალისმიერი მაჩვენებლის ვარდნა.

ვინც ვარჯიშობს, თუ ცდილობს ხელოვნურად გაზარდოს ორგანიზმის შრომისუნარიანობა და იღებს სხვადასხვა დანამატს, რომელიც ენერგეტიკული რესურსის სწრაფი და ინტენსიური გახარჯვის გამომწვევია, რაც გამოიხატება ჰიპერაქტიურობაში მოკლე დროის მანძილზე, ამით ის აახლოვებს გადაწვრთნის ფაზას, რომელიც გამოიხატება ენდოკრინული ჯირკვლების და ნერვული სისტემის გადატვირთვაში.

აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა: ვარჯიშის ინტენსივობა და მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ორგანიზმის რესურსებსა და შესაძლებლობებს.

კვება: საჭირო ნუტრიენტებით შევსება.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი ვარჯიშობს სწორად, აქვს კარგი სავარჯიშო პროგრამა, მაგრამ არ იცავს კვებას, რაც არღვევს ნუტრიენტულ ბალანსს – იქნება ეს ცილა, ნახშირწყალი თუ ცხიმები. ერთის ნაკლებობა აისახება კუნთის ზრდაზე, მეორე – ენერგეტიკული მარაგების შევსებაზე. აქედან გამომდინარე, კვება ძალიან მნიშვნელოვანია ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.

აღდგენა:

როგორც უკვე აღვნიშნე, ვარჯიში სტრესია და ორგანიზმის მიზანია გაუმკლავდეს ამ სტრესს, რის შემდეგაც ის გააძლიერებს იმ ქსოვილებს და სისტემებს, რომლებიც ამ სტრესთან შეგუების ფაზას გადიან. ამას ჰქვია ზოგადი ადაპტაციური სინდრომი.

მაგრამ ორგანიზმს დასჭირდება არა მხოლოდ მიკრო და მაკრო ნუტრიენტების საჭირო რაოდენობა, არამედ ხარისხიანი ძილი, რათა ნერვული სისტემის და დაზიანებული ქსოვილების აღდგენა შეძლოს.

მაგალითად, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ (სუბმაქსიმალურ ზონაში) ორგანიზმს დასჭირდება:

  • დაახლოებით 12 საათიდან 48 საათამდე – გლიკოგენის მარაგის შესავსებად;
  • სტრუქტურული და ფერმენტული ცილების ინდუქციური სინთეზის გაძლიერება – 12 საათიდან 72 საათამდე.

აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, როდის განიცდის ორგანიზმი მომდევნო, განმეორებით სტრესს. მისი აღდგენის დონეზე იქნება დამოკიდებული, როგორი საპასუხო რეაქცია ექნება მას მომდევნო დატვირთვაზე.

გამოდის, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ის ინტენსივობა, რომელიც არ გადატვირთავს და საკმარისი იქნება კუნთის ზრდისთვის?

-მარტივად რომ ვთქვათ – კი. მაგრამ დატვირთვასთან ადაპტაციის შემდეგ საჭიროა მისი ეტაპობრივი ზრდა გრადუალიზმის მეთოდის გამოყენებით.

ჩვენ სულ უნდა ვქმნიდეთ ადაპტაციურ გარემოს ჩვენი ორგანიზმისთვის, რომ მან არ შეწყვიტოს განვითარება. ამისთვის საჭიროა თვითდაკვირვება და სხვადასხვა ვარჯიშის მეთოდიკების გამოყენება.

რა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს რთული განრიგი სამსახურში და არ აქვთ დრო იმისთვის, რომ გამოიძინონ და კარგად დაისვენონ?

ამ შემთხვევაში პროგრამის ინტენსივობა და მოცულობა მცირდება და ნაწილდება მთელ კვირაზე თანაბრად იმისთვის, რომ გახარჯული რესურსების აღდგენა შეძლოს ორგანიზმმა.

ასეთი სისტემით შესაძლებელი იქნება ფორმაში ყოფნა და გადაწვრთნის თავიდან აცილება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს – სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა

სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს - სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა
#post_seo_title

სასწრაფოს ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს:

,,ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას  შუახნის მამაკაცი დახვდათ.  ოჯახის წევრების გადმოცემით მან მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი  და სკამიდან გადმოვარდა. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური.

მამაკაცი თავადვე მოუყვა  ექიმს რომ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც კორონარული სტენტირება გაიკეთა და მე-3 დღეა რაც სახლში დაბრუნდა და რადგან  ფიზიკურად ზედმეტად  დაიტვირთა, ამის  გამო თავი შეუძლოდ  იგრძნო. ვინაიდან ანამნეზი საყურადღებო იყო, ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაციის შემდეგ ბრიგადის წევრებმა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

კლინიკისკენ ტრანსპორტირების პროცესში მამაკაცმა ისევ დაკარგა გონება და მონიტორზე ფიბრილაცია დაფიქსირდა. პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხდა გულის რითმის  აღდგენა და მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა. აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით პაციენტი  საჩხერის კლინიკაში იქნა გადაყვანილი”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბავშვები დაიღუპნენ დაბინძურებული, ხველების სიროფით – როგორ მოხვდა ტოქსინი ბავშვების სიროფში?

ბავშვთა უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა
#post_seo_title

ხველების სიროფი, რომელმაც ბავშვები დახოცა — რა პრობლემა დგას ინდოეთში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD) — კომენტარი
როცა საუბარია ბავშვებზე, უსაფრთხოების სტანდარტები უნდა იყოს აბსოლუტი. ინდოეთში მომხდარმა ტრაგედიამ — ბავშვების სიკვდილმა დაბინძურებული ხველების სიროფით — კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წარმოება, კონტროლი და ექსპორტი იქ, სადაც ზედამხედველობა სუსტია, ქმნის არა უბრალოდ რისკს, არამედ პირდაპირ საფრთხეს სიცოცხლისთვის. ეს პრობლემა უკვე განმეორებადია და საქართველოსაც ეხება: ქვეყანაში უამრავი დანამატი, სიროფი და ვიტამინი სწორედ ინდოეთიდან შემოდის, და საკონტროლო მექანიზმები უნდა გაძლიერდეს დაუყოვნებლივ.“
რა მოხდა ინდოეთში?
24 ბავშვი გარდაიცვალა „Coldrif“-ის სიროფით
Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის გამოძიებით:
• ინდოეთის რეგიონის მადჰია პრადეშში ბავშვები მოხვდნენ საავადმყოფოში მძიმე მოწამვლით.
• მიზეზი იყო ხველების სიროფი „Coldrif“, რომელშიც აღმოჩნდა დიეთილენ გლიკოლი (DEG) — ტოქსიკური ქიმიკატი, რომელიც თირკმელს ანადგურებს.
• ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ სიროფი სერიოზულად დაბინძურებული იყო.
• DEG-ს ბავშვებში იწვევს:
• მწვავე თირკმლის უკმარისობას
• კრუნჩხვებს
• კომას
• სიკვდილს რამდენიმე დღეში
როგორ მოხვდა ტოქსინი ბავშვების სიროფში?
Reuters-ის გამოძიებამ აჩვენა:
• მწარმოებელმა Sresan Pharmaceuticals იყენებდა პროპილენ გლიკოლს (PG), რომელიც გადასხმული, გადაფუთული და გაუკონტროლებელი გზით მიიჭრა ქარხანაში.
• ბარელები გახსნილი იყო, უსაფრთხოების ბეჭდების გარეშე, რაც პირდაპირ იძლევა დაბინძურების რისკს.
• ქარხანაში აღმოჩნდა:
• ჰიგიენური პირობების დარღვევა
• დოკუმენტაციის გაყალბება
• GMP სტანდარტების შეუსრულებლობა
• ინსპექტირების წლების განმავლობაში არჩატარება
ეს ტრაგედია პირველი არ არის
ბოლო სამი წლის განმავლობაში ინდოეთში ადრე უკვე მოხდა:
• 2022 — გამბია: 70+ ბავშვი დაიღუპა ინდური სიროფით
• 2023 — უზბეკეთი: 20+ ბავშვი, იგივე მიზეზით (DEG/EG)
• 2024–2025: მრავალჯერადი დაბინძურებული მედიკამენტები, სუსტი ზედამხედველობის გამო
• WHO-მ არაერთხელ გააფრთხილა მსოფლიოს ქვეყნები ინდოეთიდან საექსპორტო პროდუქციის ხარისხის შესახებ
ეს არის სისტემური პრობლემა, არაერთი შემთხვევითობა.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
1. ინდოეთი არის წამლებისა და დანამატების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი
საქართველოში ფართოდ იყიდება:
• პედიატრიული სიროფები
• ვიტამინები
• დანამატები
• ანტიბიოტიკების გარკვეული ფორმები
მათგან ბევრს არ აქვს სრულფასოვანი CoA, არც „heavy metals“ ტესტი, არც ლაბორატორიული შემოწმება.
2. საქართველოზე ექსპორტდება სხვა ხარისხი, ვიდრე დასავლეთში
Reuters-ის გამოძიება პირდაპირ მიუთითებს, რომ ინდოეთის ბევრი მწარმოებელი:
• დასავლეთისთვის აწარმოებს მაღალი კონტროლის ხაზს
• დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისათვის — დაბალი კონტროლის პროდუქტს
საქართველო მეორე კატეგორიაში ხვდება.
3. ლაბორატორიული კონტროლი ქვეყანაში სუსტი რჩება
დღეს:
• არ არსებობს სავალდებულო ტესტირება ყველა იმპორტირებულ სიროფზე
• ხარისხის კონტროლი დამოკიდებულია იმპორტიორის კეთილსინდისიერებაზე
• სახელმწიფო შემთხვევით ამოწმებს მცირე რაოდენობას
• სიროფის ფორმები (სითხეები) ყველაზე მაღალ რისკშია
რატომ არის განსაკუთრებით საშიში სიროფები?
სიროფები ხშირად შეიცავს:
• პროპილენ გლიკოლს (PG)
• გლიცერინს
• არომატიზატორებს
• გამხსნელებს
ეს ინგრედიენტები ყველაზე მარტივად ბინძურდება და სწორედ აქ ხდება დიეთილენ გლიკოლის მოხვედრა.
რას უნდა გააკეთოს საქართველო?
რეგულატორები
• სავალდებულო გახდეს ლაბორატორიული ტესტირება ყველა ბავშვთა სიროფზე
• ყველა იმპორტიორმა წარადგინოს ნამდვილი GMP + სრული CoA
• შეიქმნას ონლაინ საჯარო რეესტრი, სადაც იქნება ყველა იმპორტირებული პროდუქტის ხარისხის ინფორმაცია
• არ დაიშვას გადაფუთული ან გაურკვეველი წარმოშობის ნედლეული
იმპორტიორები
• არ უნდა ჩამოყვანონ პროდუქტი ინდოეთიდან დამოუკიდებელი ტესტის გარეშე
• ნედლეულის წყარო უნდა იყოს დადასტურებული
• უნდა არსებობდეს ბარელის/კონტეინერის ბეჭდვის მტკიცებულება
მშობლები
• არ იყიდოთ უცნობი ბრენდის სიროფი
• აცნობეთ ექიმს, თუ პროდუქტი ინდოეთიდან არის
• უპირატესობა მიეცით ისეთ ბრენდებს, რომელთა ხარისხიც დამოუკიდებლად მოწმდება
• ეჭვის შემთხვევაში სიროფი არ მიიღოთ
შეჯამება — მთავარი გზავნილი
  • ინდოეთში რასაც ვხედავთ, შემთხვევითობა არ არის.
  • ეს არის სისტემური ჩავარდნა, რომელიც წლიდან წლამდე კლავს ბავშვებს.
  • და რადგან საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული, ჩვენთვის რისკი რეალური და დაუყოვნებლივაა.

ხველების სიროფი — განსაკუთრებით ინდოეთში წარმოებული — არ უნდა ჩაითვალოს უსაფრთხოდ, სანამ ლაბორატორიული ტესტი არ დაამტკიცებს მის ხარისხს.

წყაროები
1. Reuters. Safety lapses, weak oversight: How children die from Indian cough syrup. 2025 Nov 21. Available from: https://www.reuters.com/…/safety-lapses-weak-oversight-how…
2. Reuters. India declares three cough syrups toxic after child deaths. 2025 Oct 9. Available from: https://www.reuters.com/…/india-declares-three-cough-syrups…
3. People Magazine. At least 20 children dead after consuming contaminated cough syrup. 2025.
4. WHO. Medical product quality alerts — DEG/EG contamination.
5. UNICEF/Global Health Reports on substandard medicines in LMICs.
ავტორის ბიოგრაფია
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. 25+ წლიანი გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემებში.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალგაზრდებში ანევრიზმები გახშირდა – თუ თავის ტკივილი მედიკამენტს არ ექვემდებარება და გახანგრძლივებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა
#post_seo_title

თუ თავის ტკივილი მედიკამენტს არ ექვემდებარება და გახანგრძლივებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ახალგაზრდებში ანევრიზმები გახშირდა

ამის შესახებ Ajaratv • SHOWS რადიოლოგმა ამირიან გეწაძემ განუცხადა.

„თავის ტკივილის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ის გახანგრძლივებულია, რთულად ან არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, პაციენტმა პირველ რიგში უნდა მიმართოს ნევროლოგს. სპეციალისტი აუცილებლად დაუნიშნავს MRI კვლევას. ამის შემდეგ რადიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გავაღრმაოთ გამოკვლევა.

უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ რეზონანსულია ანევრიზმები, გამსკდარი ანევრიზმები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.“ – ამბობს რადიოლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თანამედროვე პრობლემი: ყურსასმენების გამოყენება და სმენის დაქვეითება. 🎧👂 საუბრობს კლინიკა ვივამედის ოტორინოლარინგოლოგი იოსებ ახვლედიანი

თანამედროვე პრობლემი: ყურსასმენების გამოყენება და სმენის დაქვეითება. 🎧👂 საუბრობს კლინიკა ვივამედის ოტორინოლარინგოლოგი იოსებ ახვლედიანი
#post_seo_title

თანამედროვე პრობლემი: ყურსასმენების გამოყენება და სმენის დაქვეითება. 🎧👂

თანამედროვე პრობლემაზე საუბრობს კლინიკა ვივამედის ოტორინოლარინგოლოგი იოსებ ახვლედიანი – გადაცემაში „იმედის დღე“:

„ყური არის გრძნობის ორი ორგანოს – სმენისა და წონასწორობის ორგანოების პერიფერიული ნაწილი, რომელიც განლაგებულია საფეთქლის ძვლის ფოსოში და სამ ნაწილად იყოფა. ეს არის: გარეთა სასმენი მილი, გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური.

ვირუსული დაავადებები, სტრესი პირდაპირ მოქმედებს სმენაზე, რაც გამოიხატება სმენის დაკარგვაში. ასევე შეიძლება იყოს ხმაურით გამოწვეული მიზეზი.

ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში, საკმაოდ რთული სამკურნალოა. იმდენად შემაწუხებელია, რომ პაციენტს ღამე არ ძინავს. ძალიან ბევრს აწუხებს ეს დაავადება….“ – ამბობს იოსებ ახვლედიანი

 

ყურის ტკივილი ბავშვებში

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 ბოსტნეული, რომელიც შაქრის დონეს ამცირებს – ეს ბოსტნეულები ბუნებრივი “რეგულატორებია”

ბოსტნეული - ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები 
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი საუბრობს ბოსტნეულზე, რომელიც შაქრის დონეს ამცირებს

ბოსტნეული, რომელიც შაქრის დონეს ამცირებს
როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი გირჩევთ – ეს ბოსტნეულები ბუნებრივი “რეგულატორებია” თქვენი სისხლის შაქრისთვის!
1. ბროკოლი
შეიცავს სულფორაფანს, რომელიც აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და ამცირებს გლუკოზის წარმოქმნას ღვიძლში.
2. ისპანახი
მდიდარია მაგნიუმით და ალფა-ლიპოევანი მჟავით. ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს და აკონტროლებს შაქრის დონეს.     განაგრძეთ კითხვა
 

შეიძლება იყოს ფოთლოვანი ჭარხალი (მანგოლდი), მწვანე კომბოსტო, წყლის სივრცე და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები – 26 ნოემბერი/ Accreditation Canada

#post_seo_title

ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები

📅 თარიღი: 26 ნოემბერი | 🕓 დრო: 16:00 | 🌐 ფორმატი: Zoom
🎫 მონაწილეობა: სრულიად უფასო, რეგისტრაცია აუცილებელია: დაარეგისტრირდით აქ

გსურთ თქვენი ლაბორატორია საერთაშორისო დონეზე აიყვანოთ? ISO 15189:2022 ონლაინ ტრენინგი დაგეხმარებათ სტანდარტის სწორად გაგებაში და ხარისხის მართვის სისტემის პრაქტიკულ დანერგვაში.

ტრენერი და ექსპერტები

👨‍🏫 ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი
პროცესის კოორდინატორი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი
Accreditation Canada Diagnostics – საქართველოს გუნდი

ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს, რაც საქართველოს ლაბორატორიებში უკვე წარმატებით გამოყენებულია.

რას ისწავლით ტრენინგზე

  • ISO 15189:2022 სტანდარტის სწორი ინტერპრეტაცია – რას ითხოვს სტანდარტი რეალურად
  • Pre-analytical, Analytical და Post-analytical რისკების მართვა
  • QMS (Quality Management System) ძირითადი პრინციპები
  • რისკებზე დაფუძნებული აზროვნება (RBT) და PDCA ციკლი
  • IQC/EQA – ხარისხის კონტროლის თანამედროვე მიდგომები
  • ISO აუდიტებზე გავრცელებული შეცდომები საქართველოში
  • რეალური შემთხვევები ქართულ ლაბორატორიებში

ვისთვისაა ტრენინგი

  • ლაბორატორიის ხელმძღვანელები
  • ხარისხის მენეჯერები
  • QMS პასუხისმგებელი პირები
  • ბიოქიმიკოსები, მიკრობიოლოგები, ლაბორატორიის ექიმები
  • საავადმყოფოების მენეჯერები
  • ყველა, ვინც ISO 15189-ის დანერგვაზე მუშაობს ან გეგმავს

სერტიფიკატი

მონაწილეები მიიღებენ Accreditation Canada Diagnostics-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რაც დაგეხმარებათ პროფესიული განვითარების დოკუმენტირებაში.

რატომ უნდა დაესწროთ

  • სრული ინტერფეისი პრაქტიკული მაგალითებით
  • პროფესიული სერტიფიკატი + CME კრედიტი
  • უფასო ტრენინგი, ნებისმიერი კლინიკისთვის — მიუხედავად აკრედიტაციის სტატუსისა
  • რეალური გამოცდილება ISO 15189:2022 სტანდარტის დანერგვისა

როგორ გავწევრიანდე

🔗 რეგისტრაცია ტრენინგზე: https://zoom.us/meeting/register/xYIABm4uTqC0U2J8ia3LjA
გაითვალისწინეთ: ადგილია შეზღუდული — რეგისტრაცია დროულად!

დამატებითი რესურსები

📱 გადმოწერეთ Sheni Ekimi — თქვენი ჯანმრთელობის ცოდნის აპლიკაცია:

🌍 ვებ-პლატფორმა: www.sheniekimi.ge

🎓 Sheni Academy — ონლაინ ტრენინგები ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, აკრედიტაციაზე და ISO სტანდარტებზე: https://sheni.learnworlds.com/

სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში – რა არ უყვარს სოკოს?

ნერვული სისტემის სოკოვანი ინფექციები
#post_seo_title

სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში

1. ყველაფერი, რაც ქავილს იწვევს სოკოა.
ამბობენ:
— ძაღლი დაავადდა.
— რა სჭირს?
— ყური გაუცივდა.
— რას აკეთებს?
— იფხანს.
თუ ძაღლი იფხანს ყურს – მას ყურში სოკო აქვს.
თუ ადამიანი იფხანს ყურს ასანთით, კბილისჩხირით — აქ ერთი ვარიანტია – სოკო. სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ ქავილია — სოკოა.
2. ბზარები, ბუშტუკები, გაღიზიანებები სოკოა.
ყველა ადგილი, რომელიც იფცქვნება,ან სველდება ერთდროულად, განსაკუთრებით საზარდულის ნაკეცებში.
3. უცნაური გამონაყარი ხელებზე, იღლიებში, საზარდულში სოკოა.
4.ყველაფერი, რაც იქერცლება, წითლდება, იფშვნება — ეს სოკოა.
5.თეთრი, „ხაჭოსებრი“ მსგავსი გამონადენი — ყველგან, პირში, ვაგინაში, ბრონქებში — ესაც სოკოა.
6. ენის თეთრი ნადები
დილით — ყველაზე ნათლად ჩანს. ეს არის სოკო. ორგანიზმი მთელი ღამე აგროვებს მას ენის ზედაპირზე.
ენა უნდა გაიწმინდოს ჩხირით ან კოვზით.
7. ყველაფერი, რაც არ გტკივა მაგრამ ჩანს.
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია.
  • სოკო ჭამს ნერვულ დაბოლოებებს.
  • მაგალითად, ფსორიაზი რომ სტკიოდეს, ადამიანი ვერ აიტანდა. სოკო კი რთავს ამ მგრძნობელობას.
  • სოკო მარტივად ბინადრობს იქ, სადაც არის ლიმფური კვანძები.
  • ის ცხოვრობს შუალედურ სითხეში, რომელიც ივსება ლიმფით.
  • თუ სოკო ფეხებზეა, ის ადის ზემოთ — მუხლის ლიმფურ კვანძებამდე. იქ ჩერდება და წყალს აღარ ატარებს.სახსრები სივდება → და იწყებს ტკივილს.
რა არ უყვარს სოკოს? – ანტიფუნგალური საკვები
ნიორი, ხახვი
ყველა ანტიპარაზიტული პროდუქტი ერთდროულად ანტისოკოსიც არის.
ფიჭვის, ნაძვის, ფიჭვის ფისი
ხეები თავს იცავენ სოკოსგან – ამიტომ მათი ფისი ძლიერ ანტიფუნგალურია.
ფისი შეიძლება ჩაიდოს ჩაიში, ნახარშებში, ჩაიში, კომპოტებში; შეიძლება დაღეჭვაც.ეთერზეთები,ჩაის ხის ზეთი,კედრის კაკლის ზეთი.
საჭიროა ცხიმში გახსნა: 1–2 წვეთი.
პროპოლისი
ნებისმიერი ფორმით: სპირტიანი, წყლიანი, ფიჭა, დაღეჭვა — მთავარია, მოხვდეს ორგანიზმში.
ანტიგელმინტური და ანტიფუნგალური სანელებლები: წიწაკის ყველა სახეობა .ბოლოკი, ხრენი (პირშუშხა), კურკუმა, მჟავე კენკრები: შავი მოცხარი, წითელი მოცხარი, მოცვი, ჟოლო და ა.შ.
თუ შაქარს არ შევურევთ.
მთავარია, რომ არ მივაწოდოთ სოკოს საკვები და არ შევუქმნათ გამრავლების პირობები.ნუ გაზრდით სოკოებს ორგანიზმში
სოკოები — სრულიად განსხვავებული ცივილიზაციაა; თანაც ყველაზე ძველი, თითქმის მარადიული მატერია.
ადამიანის ორგანიზმიდან სოკოების „გამოძევება“ უკიდურესად რთულია. როდესაც სოკო უკვე ჩასახლებულა და, ასე ვთქვათ, თავის სოკოვან ქსელს – მიცელიუმს – განივითარებს, საკმაოდ რთული პრობლემები აღმოცენდება.
სოკოები მრავალფეროვანია. არსებობენ თითქოს „კეთილშობილი“ სოკოები და არსებობენ ქვედა საფეხურის სოკოები ე.წ. ობობები. სოკოებს უამრავი ფორმა და დასახელება აქვთ — 50-ზე მეტი სახეობა. არიან ნაკლებად ტოქსიკური სოკოები, არიან ტყის სოკოები, არიან ქვედა და არიან უმაღლესი საფეხურის სოკოები. უმაღლესი სოკოების მთელი კლასი არსებობს,მაგ+ ჩინური ქორდიცეფსი, რეიშიც.
რა არის სოკოს არსი?
სოკოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას საკუთარი გენეტიკური კოდი აქვს და ის არ არის ერთეული ორგანიზმი — იგი კოლონიებად ცხოვრობს. ამ კოლონიებს შორის მოქმედებს ზუსტი, სეგმენტური ურთიერთკავშირი. ანუ თითოეული სოკოვანი ელემენტი ათასობით სეგმენტური კავშირით უკავშირდება სხვა სოკოვან ელემენტებს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზმი სოკოებისგან თავისუფალი იყოს, ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, არის — არ მოვუმზადოთ მათ საკვები. რადგან თუ ჩვენს ორგანიზმში სოკოსთვის საკმარისი საკვებია, ისინი აუცილებლად იცხოვრებენ.
აი, მაგალითად: პურის ყუთში პური დევს. მასზე ობი წარმოიშვა. თუ პურს აიღებთ და მხოლოდ ობს დატოვებთ, იგი ნელ-ნელა მოკვდება — იმიტომ, რომ აღარ ექნება საკვები. გამოშრება, ვერ გამრავლდება, რადგან გამრავლებისთვის საკვები ნივთიერებები სჭირდება.
მაგალითად, ვიღებთ ფქვილს, ვამატებთ შაქარს, ზეთს წყალს, ვამატებთ საფუარს — და აი, ეს არის განსაკუთრებული სახის ობი — პურის ობი. შემდეგ ამ ობს ვაძლევთ ტემპერატურას — აუცილებლად 37 გრადუსს.
ობის მოკვლა შეუძლებელია — თუნდაც პური ზედმეტად შეაშროთ. გადამწვარი ორცხობილა.ნებისმიერ წვენში ჩაყარეთ, წვენი დაიწყებს დუღილს — რაც ნიშნავს, რომ როგორც კი ობი ცოცხლია.
ყველაფერი, რაც საფუარით არის დამზადებული, ჩვენთვის ობისმიერი საფრთხის მატარებელია. რადგან ობის სახეობები ერთმანეთთან „მეგობრობენ“ — ერთი კლასი არიან. და იქ, სადაც ერთი ობი ცხოვრობს, შეუძლია იცხოვროს მეორემ, მესამემ…
ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე პათოგენურ ობად კვლავაც კადნიდა რჩება. მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო საშიში ობები — ასპერგილუსი, შავი ობი, მუკორუმუზუსი.
„ობი“ — გამაერთიანებელი სიტყვაა, სინამდვილეში კი ყოველი სოკო — სხვაა.
ფრჩხილის სოკოები — იგივე არ არის, რაც კანდიდა.
ზოგიერთი სოკო საზარდულის ლიმფურ კვანძებს აზიანებს, სხვები — მკერდქვეშა მიდამოს, მესამენი მხოლოდ ფრჩხილის ფირფიტას არღვევენ და მხოლოდ იქვე არსებობენ.
ზოგი მხოლოდ ლორწოვან გარსებს ედება და ცხოვრობს პირში — კანდიდოზებისა და სტომატიტების სახით; ან საშოში — კანდიდოზებისა და ვაგინიტების სახით.
ზოგი სოკო კანს აზიანებს და მასზე ცხოვრობს ბზარების, ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის სახით — მაგრამ ყველგან, სადაც ეს არის — ერთსა და იმავე კლასს მიეკუთვნება — სოკოებს.
წყარო: Lalo Gelashvili
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იცოდით?!.. კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას – 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ

ზაფხულში ბავშვის კვება: როგორ უნდა მოაწესრიგოთ მადა და კვების რეჟიმი
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი იმუნიტეტის დასუსტების შესახებ საუბრობს

იცოდით?!..

კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას

აი, 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ
1. რძისა და ნებისმიერი ხილის, ქოქოსის, თხილის, ხორცის, კვერცხის, იოგურტის, ლობიოსა და ბოსტნეულის შეთავსებამ შეიძლება საკვების მომნელებელი ფერმენტების დარღვევა გამოიწვიოს.
2. ნუ დააყოლებთ რძეს ბოლოკს, ნიორს, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს და ქათმის ბარკალს.
3. ხილი – სრულფასოვანი საკვებია. ნუ შეურევთ მათ სხვა პროდუქტებთან.
4. თაფლი და გამდნარი კარაქი თანაბარი პროპორციით – ეს საწამლავია.
5. თაფლის გათბობა, ადუღება ან ორთქლში გატარება სპობს მის
არომატს და შხამიანს ხდის.
6. ლიმონის შეხამება რძესთან, იოგურტტან, კიტრთან და პომიდორთან, წევს მჟავიანობას. თავი შეიკავეთ.
7. ნუ მიირთმევთ ქათმისა და ღორის ხორსც ერთ დღეში, მით უარესი – ერთ კერძში.
8. არასოდეს შეათბოთ ხაჭო – საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევა გარანტირებულია.
9. თაფლი და ბოლოკი შეურიეთ მხოლოდ ვეგეტაიანულ პროდუქტებს.
10. ხაჭო და ფინიკი, შავი პილპილი და თევზი, რძე და ალკოჰოლი – შეუთავსებელია.
12. პლასტიკურ ჭურჭელში 10 დღეზე მეტ ხანს შენახული კარაქი ტოკსიკურია. შეინახეთ მინის ჭურჭელში.
13. ქუნჯუთის პასტასთან შერეული ისპანახი ფაღარათს იწვევს.
და ბოლოს, უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტების შეთავსებას ორგანიზმი კარგად ვერ ითვისებს. ერიდეთ ისეთ შეთავსებას, როგორიცაა, მაგალითად, ცხელი გარნირი და ხორცი.

 

ულტრადამუშავებული საკვები ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის გამოსავალი? – „ტვინი ქიშმიშად იქცევა“ — რა ემართება შენს გონებას, როცა წყალს ვერ ახსენებ?

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი ტვინის შესახებ საუბრობს:

ტვინი ქიშმიშად იქცევა“ — რა ემართება შენს გონებას, როცა წყალს ვერ ახსენებ?

თქვენი ტვინი 75% წყალია. ამიტომ, როცა დეჰიდრატირებული ხარ, შრება არამარტო პირი — ტვინიც ფიზიკურად მცირდება. როგორც ყურძენი კარგავს ტენს და ქიშმიშად იქცევა, ტვინიც იქაჩება, სკულს შორდება და მისი ფუნქციონირება ნელდება. თუნდაც მსუბუქი დეჰიდრატაციაც იწვევს ტვინის შეკუმშვას. ეს მოქმედებს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე და განწყობაზე. შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანება ან სუსტი ენერგია — ყველაფერი იმიტომ, რომ ტვინი ნაკლები სითხით მუშაობას ცდილობს.
მინდა გითხრათ რომ, ქრონიკულმა დეჰიდრატაციამ შეიძლება დააძაბოს ტვინის უჯრედები, გაზარდოს ანთება და შესაძლოა დააჩქაროს კოგნიტური დაქვეითება და შეიძლება ვერც კი იგრძნო წყურვილი, სანამ ორგანიზმი უკვე სითხის დეფიციტშია.

ახლა გაინტერესებთ ხომ რა არის გამოსავალი? სტაბილურად დალევა. არა მხოლოდ მაშინ, როცა მუშაობ ან ვარჯიშობ, არამედ დასვენების დროსაც კი. წყალი ხელს უწყობს ტვინის სისუფთავეს, არეგულირებს ტემპერატურას, ზრდის ენერგიას და ეხმარება ტოქსინების გამოდევნას, რომლებიც აზროვნებას ბინძურებენ. დეჰიდრატაცია არ არის არჩევითი — ეს არის ტვინის აუცილებელი მოვლა.
ამიტომ, როცა შემდეგ ჯერზე, წყლის დალევა დაგავიწყდებათ, წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი, რომელიც ჩუმად ჩურჩულებს და ელოდება, როდის მიუბრუნებთ იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება.


შეიძლება იყოს წყლის სივრცე და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights