კვირა, მაისი 3, 2026

ქმრები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე მეუღლეებს კოცნიან, 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ქმრები, რომლებიც სამსახურში წასვლამდე მეუღლეებს კოცნიან, 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ
#post_seo_title

კვლევებით დადასტურებულია, რომ მამაკაცი, რომელიც სახლიდან გასვლისას ცოლს კოცნის, უფრო ხანგრძლივად ცხოვრობს (ზოგიერთი კვლევის მიხედვით საშუალოდ ხუთი წლით უფრო მეტხანს).

ეს დაკავშირებულია ამ სიყვარულის ჟესტის პოზიტიურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ეფექტებთან.
კოცნა ხელს უწყობს დღის დადებითად დაწყებას, ამცირებს სტრესს (ოქსიტოცინის — „სიყვარულის ჰორმონის“ გამოყოფის წყალობით), აუმჯობესებს ცხოვრების წესს და ამაღლებს ემოციურ კეთილდღეობას.
დამატებით, განსაკუთრებით ექვსწამიანი ან უფრო ხანგრძლივი კოცნა ზრდის ოქსიტოცინის გამომუშავებას, რაც აძლიერებს ემოციურ კავშირს და ამცირებს სტრესს, რადგან აქვეითებს კორტიზოლის — სტრესის ჰორმონის — დონეს.
კაცი, რომელიც სამსახურის წინ მეუღლეს კოცნის, ხშირ შემთხვევაში დღეს იწყებს პოზიტიური განწყობით და ჰარმონიის შეგრძნებით, რაც მის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მოქმედებს.
ასევე, დილის კოცნით გამოწვეული დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტები დაკავშირებულია უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესთან.
პირველადი კვლევა გარდა ამისა მიუთითებდა, რომ ამ მამაკაცებს უფრო იშვიათად ჰქონდათ ავტოავარიები!!!
გარდა ფიზიკური სარგებლისა, კოცნა აძლიერებს და ზრდის ურთიერთობით კმაყოფილებას და ემოციურ მდგრადობას. ძლიერი სოციალური კავშირი კი გრძელვადიანი ჯანმრთელობისა და ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
და ბოლოს, კოცნა ააქტიურებს „სიყვარულის კოქტეილს“ — ჰორმონების და ნეირომედიატორების ნაზავს, როგორიცაა დოფამინი, ოქსიტოცინი და სეროტონინი, რომლებიც ქმნიან ბუნებრივ „ეიფორიას“ და ამცირებენ სტრესის ჰორმონს — კორტიზოლს.
SOURCE: https://www.psychologytoday.com/…/kissing-adds-years-to…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს
#post_seo_title

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას, ქემალ მემისოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაძლიერების შესაძლებლობები, – ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„თავის მხრივ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოხატა მზაობა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და კლინიკის ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკები, რესურსების განაწილების პროცესები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“-მიხეილ სარჯველაძე

„ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე, სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხარისხის, თანასწორობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველომ გააძლიერა დაავადებების მონიტორინგი, განახორციელა ისეთი რეფორმები, რაც მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით, მინისტრმა ხაზი გაუსვა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელსა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა; აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ქემალ მემისოღლუსთან, სადაც მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე – სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას.

თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი 2014 წლიდან ტარდება. მე-11 სესია პროდუქტიულ ჯანდაცვას ეძღვნება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟით იმართება. კონგრესი ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

ღონისძიებასა და ოფიციალურ შეხვედრებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს
#post_seo_title

თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას, ქემალ მემისოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაძლიერების შესაძლებლობები.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს.

თავის მხრივ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოხატა მზაობა, საქართველოსთან, არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრაზე, განიხილეს სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და კლინიკის ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკები, რესურსების განაწილების პროცესები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზოგჯერ ადამიანს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ გული უჩქარდება – რა იწვევს ჭამის შემდეგ გულის აჩქარებას

გულის დაავადებები - გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე
#post_seo_title

ზოგიერთ ადამიანს ჭამის შემდეგ დაახლოებით 20–30 წუთში შესაძლოა გულის  აჩქარება დაეწყოს. ხშირად ეს გამოწვეულია იმით, რომ კუჭი ზედმეტად ივსება.

თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ტაქიკარდია ზოგჯერ იშემიის ერთ-ერთი ნიშანიც შეიძლება იყოს. ასეთ ეპიზოდებში მიზანშეწონილია არტერიული წნევის გაზომვა, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში — სისხლში გლუკოზის დონის შემოწმებაც.

მიზეზის ზუსტად დასადგენად აუცილებელია ეტაპობრივად ჩატარდეს შესაბამისი კვლევები. პირველ რიგში რეკომენდებულია კარდიოლოგთან ვიზიტი. მიუხედავად ამისა, არ უნდა გამოირიცხოს გასტროლოგიური წარმოშობის მიზეზებიც: ხშირად მსგავსი სიმპტომები საყლაპავის პრობლემების ფონზეც ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩივილები უშუალოდ ჭამის შემდეგ იჩენს თავს.

ასევე გასათვალისწინებელია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის არსებობის გამორიცხვა და სანაღვლე გზების შესაძლო დისკინეზია. ამიტომ, კარდიოლოგთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს გასტროენტეროლოგის კონსულტაციაც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დიაბეტი არ ნიშნავს უარს სიამოვნებაზე — ნიშნავს ბალანსს

ებრძოლეთ დიაბეტს ჯანსაღი წვენით, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქარის დონეს!
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი დიაბეტზე საუბრობს

დიაბეტი არ ნიშნავს უარს სიამოვნებაზე — ნიშნავს ბალანსს
იცითრატომ ჩნდება დიაბეტი?გენეტიკა, არასახარბიელო კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობადა სტრესი— ყველაფერი ერთად არღვევს ინსულინის ბალანსს.
4 სასარგებლო პროდუქტის კომბო ინსულინის დასარეგულირებლად:
1. ავოკადო+ ზეითუნის ზეთი
2. ბულგარული წიწაკა+ ქინძი
3. ბროკოლი+ ნიორი
ორაგული+ ლიმონი
5 არასასურველი პროდუქტი დიაბეტის დროს:
  • ტკბილი გაზიანი სასმელები
  • თეთრი პური
  • ტკბილეული
  • შემწვარი სწრაფი საკვები
  • გადამუშავებული ხორცპროდუქტები
რატომ არ შეიძლება შიმშილი დიაბეტის დროს?
შიმშილი იწვევს შაქრის მკვეთრ ვარდნას, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს. სხეულს სჭირდება სტაბილური ენერგია — არა შოკი!
ჯანსაღად დარეგულირებული კვება = ბალანსი ინსულინსა და წონას შორის
რეგულარული, ზომიერი კვება ინარჩუნებს შაქრის დონეს და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კონტროლს
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ გაქვთ მუდმივი წყურვილი, ხშირი შარდვა დაღლილობაან უეცარი წონის ცვლილება— აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.
ჯანმრთელობა იწყება სწორ არჩევანზე — აირჩიე ბალანსი, არა უკიდურესობა
 
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

5 საინტერესო ფაქტი მეხსიერების შესახებ

#post_seo_title

5 საინტერესო ფაქტი მეხსიერების შესახებ

ადამიანებს ყოველთვის სურდათ არა მხოლ­ოდ მეხსიერების გაუმჯობესება, არამედ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებაც.
უძველესი დროიდან ამ მიზნით გამოიყენებოდა ნახატები, მოგვიანებით კი დამწერლობა. მეხსიერება არის საოცარი და მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს გამოარჩევს სხვა სახ­ეობებისგან. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამეცნიერო საზოგადოება მიუახლოვდა მეხსიერების მანიპულირების უნარს საჭირო დეტალების ამოჭრით, ჩანაცვლებით ან დამატებით.
1) ცრუ მოგონებანი
2018 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანთა 40%-ს ცრუ მოგონებები აქვს ცხოვრების პირველი წლის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილ 60%-ს ასეთი მეხსიერება საერთოდ არ აქვს.
ზოგი ამტკიცებს, რომ სამშობიარო განყოფილება და ექიმების სახეებიც კი ახსოვს, თუმცა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ახალშობილს ამის უნარი იმ დროს პრაქტიკულად არ აქვს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იწყებს მისგან ნახევარ მეტრამდე მანძილზე არსებული რამდენიმე ობიექტისა და ფერის გარჩევას.
პირველი რეალური მოგონებები ფორმირდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი პირველად შეიცნობს თავის თავს. ეს ხდება 2-დან 3 წლამდე ასაკში და განპირობებულია მეტყველების განვითარებით, ასევე გადაადგილების მეტი თავისუფლებით. ადამიანი იწყებს გარე სამყაროსთან კონტაქტს, თანდათან გამოყოფს თავის თავს გარემოდან. არსებობს ის და მის გარშემო ბევრი რამ, ანუ ყველაფერი ის, რაც ის არ არის. ეს საოცარი შეგრძნებაა! მაგრამ ადამიანს ამის დამახსოვრება თავიდანვე, ერთბაშად არ შეუძლია.
სიცოცხლის პირველი წლის შესახებ ცრუ მოგონებების ჩამოყალიბების რამდენიმე მიზეზი არსებობს. შეიძლება მშობლების მონაყოლიდან და გადმოცემებიდან წარმოსახვითა და ფანტაზიით რაღაც გადმოიტანოს მოგონებებში ადამიანმა. შესაძლებელია, სხვა ცრუ მოგონებები შეიქმნას, ფორმირდეს ფოტოების ნახვის შემდეგ, ან თავისი თავისა და ცნობიერების წარმოშობის პოვნის მომენტში, ან ამის მცდელობისას, გამოიგონოს.
2) მეხსიერების მოცულობა
ადამიანის ტვინი ბუნების ყველაზე რთული და, შესაბამისად, სამყაროს საოცარი ქმნილებაა. მან მისცა ადამიანს საშუალება, გამოსულიყო ცხოველური მდგომარეობიდან, დაემარცხებინა ყველა კონკურენტი და ბუნებრივი მტერი, ყოფილიყო მრავალი გამოგონებისა და აღმოჩენის ავტორი, შეექმნა ცივილიზაცია. ტვინი პასუხისმგებელია მრავალ ფუნქციაზე; მის გარეშე შეუძლებელია ხელოვნება და მეცნიერება, ანალიტიკა და წარმოსახვა, რაც სამყაროსავით უსასრულოა. გარდა ამისა, ტვინს აქვს უნიკალური ფუნქცია – მეხსიერება, მასში ინახება ყველა დაგროვილი ინფორმაცია და მოგონება. ჩვენი მეხსიერების მოცულობის საკითხი დიდი ხანია აწუხებს სამეცნიერო საზოგადოებასა და ფილოსოფოსებს.
კვლევებისთვის გამოიყენება ვირთაგვების ტვინი, რადგან მას აქვს მსგავსი ფორმა და ნეირონებს შორის კავშირების ანალოგიური სტრუქტურა. ქსოვილის ნიმუშმა, რომელიც 287 უჯრედისგან შედგება და ადამიანის თმაზე 20-ჯერ უფრო თხელია, აჩვენა, როგორ ფუნქციობს ქსელი. თითოეულ ნეირონს შეუძლია გამოიყენოს კოდირების 26 ვარიანტი. ეს შეიძლება შევადაროთ ერთგვარ არქივს, რომლიდანაც კონკრეტული მეთოდის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რისი დამახსოვრებაა საჭირო. მიღებული მონაცემების ადამიანის ტვინის ზომაზე გადატანით (განზოგადებით), მეცნიერებმა მიიღეს საშუალო მაჩვენებელი – ერთი პეტაბაიტი. ამასთან, არანაკლებ გასაოცარია ენერგოეფექტურობა. ტვინის ფუნქციობისთვის მთელი მისი საცავით (მოცულობით), გამოთვლებითა და სხვა ფუნქციობებით, საჭიროა დაახლოებით 20 ვატი, იმდენივე, რაც ჩვეულებრივი ნათურისთვის, რომელიც უბრალოდ ანათებს.
3) ჰიპნოპედია რეალურია, მაგრამ არის ნიუანსები
საუკუნეების განმავლობაში ჰიპნოპედიას ფსევდომეცნიერების, ცრუ სწავლების სტატუსი ჰქონდა ან რაღაც მაგიად აღიქმებოდა. მისი არსი ისაა, რომ რაღაცის გაგება, სწავლა, შესაძლებელია პასიურადაც (პასიურ რეჟიმში). ჰიპნოპედია (ბერძნულიდან ჰყპნოს – ძილი + პედეია – ვარჯიში, განათლება) – სწავლა ბუნებრივი ძილის დროს.
ძილი, საზოგადოდ, ღვიძილივით აქტიური ფიზიოლოგიური პროცესია. ძილის დროს ტვინი მთლიანად არ „ითიშება“, ის რეაგირებს სტიმულებზე და უცნაურ სურათებსაც კი „აგდებს“, რომ გარკვეულწილად არ მოვიწყინოთ.
50-იანი წლების შუა ხანებში ჰიპნოპედიამ ზოგიერთი სადაზვერვო სააგენტოს ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა სურვილი, შეუმჩნეველი გავლენა მოეხდინათ სასურველ ადამიანებზე, თუმცა, ექსპერიმენტები ჩაიშალა.
აღმოჩნდა, რომ ჰიპნოპედია რეალურია, მაგრამ აქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეზღუდვები. სიზმარში ადამიანი ვერ იმახსოვრებს გარკვეულ ფაქტებს, ცალკეულ სიტყვებს ან ბრძანებებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ძილის დროს ადამიანი მოუსმენს უცხო ენას, ვერ დაისწავლის მას. თუმცა, ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს მარტივი პატერნები (ნიშნები), როგორიცაა, მაგალითად, კავშირი გარკვეულ ხმასა და სუნს შორის. ამ გზით ისრაელელი მეცნიერები ცდილობდნენ ნიკოტინდამოკიდებული სუბიექტების განკურნებას. იყო გარკვეული წარმატება, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ პირები უბრუნდებოდნენ მოწევას. კვლევის დროს გაირკვა ისიც, რომ ღრმა ძილის ფაზაში ტვინს უმარტივესი ნიმუშებისა და სქემების დამახსოვრებაც კი არ შეუძლია.
4) ანტიმეხსიერება
ადამიანს ყველა მოგონება თავში აქვს და სურვილისამებრ შეუძლია ამოიღოს ნებისმიერი მათგანი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყველაფერი უკონტროლოდ, ქაოსურად რომ იყოს ტვინში „ჩაყრილი“ და, რაც მთავრია, ასე კანონზომიერების გარეშე არეულად განიცდიდეს „ამოყრა-ამოტივტივებას!“
ფაქტია, რაღაც აკავებს მოგონებებს, არის რაღაც მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მათ აურზაურს, რომელიც, ალბათ, გააგიჟებდა ადამიანს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ უნდა არსებობდეს ანტიმატერიის ნევროლოგიური ეკვივალენტი (ანალოგი), რომელსაც ისინი მეხსიერების საწინააღმდეგო ცნებას – ანტიმეხსიერებას უწოდებენ.
ახალი მოგონების ჩაწერის დროს ნეირონებს შორის კავშირი მყარდება. ამ მექანიზმმა უნდა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელშიც მოგონებები განუწყვეტლივ იწვევენ ერთმანეთს, რაც ადამიანს შიზოფრენიულ მდგომარეობამდე მიიყვანს. თუმცა, ეს ასე არ ხდება: ანტიმეხსიერება ინარჩუნებს თავის ტვინში ელექტრული აქტივობის ბალანსს, თითქოს აფერხებს (ეწინააღმდეგება) ზოგიერთ კავშირს ნეირონებს შორის. ამიტომ, ცალკეული მოგონებების ამოტივტივება, „ამოყრა“ (გახსენება) არც ისე ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაინც ინახება ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
5) მეხსიერების გაზიარება-გაცვლა
ლოს-ანჯელესის ბიოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, დევიდ გლანცმანმა, განაცხადა, რომ მან შეძლო მოგონებების გადაცემა. მართალია, საუბარია არა ადამიანებზე, არამედ ზღვის ლოკოკინებზე – აპლიზიებზე. ექსპერიმენტის არსი მოიცავდა გაძლიერებული თავდაცვითი რეფლექსის გამოწვევას რეგულარული ელექტროშოკით. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ ოც წუთში ლოკოკინას კუდზე დენს ურტყამდნენ, რის შემდეგაც ის ნიჟარაში იმალებოდა. თავდაპირველად საცდელი ლოკოკინები მხოლოდ 1-2 წამით იკუმშებოდნენ, მაგრამ საკმარისი გამოცდილების მიღების შემდეგ, სახლში (ნიჟარაში) 40-50 წამის განმავლობაში იმალებოდნენ. ამის შემდეგ, უკვე „გამოცდილი“ ლოკოკინებიდან ამოიღეს რნმ-ი და შეუყვანეს ის ახალ საცდელ ინდივიდებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ტრავმული გამოცდილება.
რეალური გამოცდილების არქონის მიუხედავად, ლოკოკინების ახალი ჯგუფი (პარტია) მაშინვე პასუხობდა დენით დარტყმებს გაძლიერებული თავდაცვითი რეფლექსით, თითქოს ახალი პარტიის წარმომადგენლებმა იცოდნენ ან ახსოვდათ, რა დაემართათ სხვა ლოკოკინებს ექსპერიმენტის დროს.
ცხადია, ადამიანებთან მსგავსი ექსპერიმენტების გამოყენება ასე მარტივი არაა და ანალოგიური არსის კვლევებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ მომავალში ეს აღმოჩენა შეიძლება ალცჰეიმერის დაავადების ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენონ. მეცნიერთა აზრით, ტრავმული მოგონებები შეიძლება არა მხოლოდ მოიხსნას, არამედ შეიცვალოს რაღაც უფრო სასიამოვნოთი ან ნეიტრალურით.
წყარო: მედიცინის ენციკლოპედია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„თმის საღებავები კიბოს იწვევს?“ — მითი, შიში თუ რეალური რისკი?

კვლევა - ყველა ქალმა უნდა იცოდეს: თმის საღებავი და სარძევე ჯირკვლის კიბო — 60%-მდე გაზრდილი რისკი?!
#post_seo_title

„თმის საღებავები კიბოს იწვევს?“ — მითი, შიში თუ რეალური რისკი?

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა შეშინებული გზავნილები, რომ თმის საღებავის ხშირი გამოყენება თითქოს„ 60%-ით ზრდის ძუძუს კიბოს რისკს“. ეს ფრაზა არსებობს, მაგრამ ძალიან კონკრეტულ ქვეჯგუფს ეხება და მთელ მოსახლეობაზე გადატარება არ არის სამართლიანი. კვლევების უმეტესი ნაწილი ბევრად უფრო ნატიფ სურათს გვაჩვენებს: ზოგიერთ შემთხვევაში რისკი ოდნავ იმატებს, ზოგიერთ კიბოს ტიპზე ცვლილება საერთოდ არ ჩანს, ზოგან კი რისკი პირიქით მცირდება (Zhang et al., 2020)².
ამიტომ საჭიროა არა პანიკა, არამედ ცივი ანალიზი:
• რას ამბობს ყველაზე დიდი და ხარისხიანი კვლევები
• სად არის რეალური სიგნალი და სად — გაზვიადებული ინტერპრეტაცია
• როგორ დავიცვათ თავი გონივრულად, გამორიცხვისა და ზედმეტი შიშის გარეშე
რა აჩვენა ბოლო დიდი კვლევებმა? — არა შავი–თეთრი, არამედ ნარევი სურათი
ერთი დიდი ამერიკული კვლევა, რომელიც ჩატარდა გარემოს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (NIEHS) ათასობით ქალზე, აჩვენებდა, რომ მუდმივი ტიპის თმის საღებავის გამოყენება უკავშირდებოდა ძუძუს კიბოს რისკის მცირედ, დაახლოებით 9%-იან ზრდას, ხოლო აფრო-ამერიკელ ქალებში, რომლებიც ძალიან ხშირად — ყოველ 5–8 კვირაში ერთხელ იღებავდნენ თმას, რისკი შეიძლება 60%-მდე გაზრდილიყო (Eberle et al., 2019; OncoDaily მიმოხილვა, 2025)¹ ⁸.
სწორედ ამ კონკრეტული ქვეჯგუფიდან გავრცელდა „60%“-იანი რიცხვი, რომელიც შემდეგ ზოგად საკამათო ლოზუნგად გადააქციეს.
პარალელურად, კიდევ უფრო დიდი — თითქმის 117 200 მომვლელი ქალის 36-წლიანი დაკვირვება აშშ-ში (Nurses’ Health Study) აჩვენებს, რომ:
• მუდმივი თმის საღებავის გამოყენება არ იყო დაკავშირებული საერთო კიბოს გაზრდილ რისკთან
• ასევე არ დაფიქსირდა ზრდა საერთო კიბოთი სიკვდილიანობაში
• თუმცა ცალკეული კიბოს ტიპებისთვის, მაგალითად ზოგიერთი კანისა და საკვერცხის სიმსივნეებისთვის, ნერვული და სხვა ლოკალიზაციებისთვის, მცირე მატება აღინიშნებოდა, ხოლო ზოგი სხვა ტიპისთვის — პირიქით, შემცირება (Zhang et al., 2020; Cancer.fr სარეფერენციო მიმოხილვა)² ⁷.
ანუ, მთავარი დასკვნა ამ კვლევიდან:
„მუდმივი თმის საღებავის გამოყენება, ზოგადად, არ ზრდის ყველა ტიპის კიბოს საერთო რისკს და კიბოთი სიკვდილიანობას“, თუმცა არსებობს ნიუანსები ცალკეული ლოკალიზაციის მიხედვით.
რა ამბობს ერთობლივი ანალიზი (მოკვლევების გაერთიანება)?
2022 წლის სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა, რომელმაც გააერთიანა ქალებში თმის საღებავის გამოყენებაზე ჩატარებული კვლევები, აჩვენა, რომ:
• თმის საღებავის მომხმარებელ ქალებში კიბოს საერთო რისკი დაახლოებით 10%-ით მაღალი იყო,
• მუქი ფერის საღებავების შემთხვევაში რისკი კიდევ ოდნავ უფრო იმატებდა (Ahmadi et al., 2022)³.
სხვა კვლევაში, სადაც სხვადასხვა თმის მოვლის პროდუქტები (საღებავები, გამასწორებელი ხსნარები და სხვა) ერთად შეფასდა, აღინიშნა, რომ ზოგიერთ ქვეჯგუფში ძუძუს კიბოს რისკი მართლაც შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი, თუმცა შედეგები არ არის ერთმნიშვნელოვნად თანმიმდევრული და დოზა–პასუხის კავშირი ყოველთვის არ ჩანს (Xu et al., 2021)⁴.
ოფიციალური ინსტიტუტების შეფასება — „მტკიცებულებები არ არის ერთსიტყვიანი“
საერთაშორისო კიბოს კვლევის სააგენტო (IARC) და აშშ-ის ეროვნული კიბოს ინსტიტუტი ხაზგასმით ამბობენ, რომ:
• ძველი თაობის თმის საღებავებში ზოგიერთი ნივთიერება არაფორმალურად კლასიფიცირდებოდა, როგორც პოტენციურად კანცეროგენული
• თანამედროვე ფორმულირებები განსხვავდება, რეგულაცია გამკაცრებულია
• არსებული კვლევები ერიდებიან კატეგორიულ ფრაზას „თმის საღებავი კიბოს იწვევს“, რადგან მტკიცებულებები შერეული და არასრულყოფილია (NCI fact sheet, 2022; IARC შეფასებები)⁵.
კოსმეტიკური ინგრედიენტების უსაფრთხოების დამოუკიდებელ ექსპერტულმა ჯგუფმა, რომელმაც 2023–2025 წლებში არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები გადახედა, დაასკვნა, რომ დიდ, თანამედროვე კოჰორტებში არც ძუძუს, არც სხვა ლოკალიზაციის კიბოს მკაფიო, ძლიერი ზრდა არ ისახება, ხოლო ზოგიერთ კვლევაში, პირიქით, საერთო კიბოს რისკი ოდნავ დაბალიც კი ჩანს (CIR Expert Panel, 2025)⁶.
ანუ, ამ ეტაპზე საერთაშორისო კონსენსუსი ასეთია:
კატეგორიული, პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის; გარკვეულ ქვეჯგუფებში შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ ყურადღების ღირსი ზრდა.
რისკი მარტო თმის საღებავი არ წყვეტს
ძუძუს კიბოს რისკს ერთდროულად განსაზღვრავს:
• გენეტიკა (BRCA მუტაციები და სხვა)
• ოჯახის ისტორია
• ჰორმონული ფაქტორები (მენარხეს ასაკი, შვილების რაოდენობა, ძუძუთი კვება, მენოპაუზის ჰორმონები)
• ცხოვრების წესი — ჭარბი წონა, ალკოჰოლი, მოძრაობის ნაკლებობა
• გარემოს ქიმიური ზემოქმედებები, მათ შორის — კოსმეტიკა და ინდუსტრიულად გადამუშავებული საკვები
თმის საღებავი ამ დიდი გეგმის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.
პრაქტიკული მიდგომა — „ნულოვანი პანიკა, მაქსიმუმ სიფრთხილე“
რა უნდა გავაკეთოთ, თუ მაინც გვიყვარს თმის შეღებვა?
• შეამცირეთ გამოყენების სიხშირე — მაგალითად, თვეში ერთხელ კი არა, 2–3 თვეში ერთხელ
• მუქი ფერების ნაცვლად, როცა შეიძლება, გამოიყენეთ შედარებით ღია ტონალობები ან დროებითი საღებავები (Ahmadi et al., 2022)³
• ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა, ერიდეთ ცნობილ პრობლემურ ნივთიერებებს (მაგალითად, პარაფენილენდიამინს)
• ოჯახის ისტორიაში ძუძუს კიბოს არსებობის შემთხვევაში იყავით ორმაგად ფრთხილი და შეატყობინეთ თქვენს ექიმს, რომ რეგულარულად იყენებთ თმის საღებავს
• არ დაივიწყოთ სხვა, გაცილებით დიდი რისკები — ჭარბი წონა, ალკოჰოლი, მოწევა, მოძრაობის ნაკლებობა
კითხვა–პასუხი — რა უნდა იცოდეს ქალმა, ვინც თმას იღებავს?
1) მართალია, რომ თმის საღებავი 60%-ით ზრდის ძუძუს კიბოს რისკს?
საერთო მოსახლეობისთვის — არა. დაახლოებით 60%-იანი ზრდა აღწერილია ძალიან კონკრეტული ჯგუფისთვის — აფრო-ამერიკელი ქალები, რომლებიც მუდმივ საღებავს ძალიან ხშირად იყენებდნენ (Eberle et al., 2019; OncoDaily, 2025)¹ ⁸. სხვა ქალებისთვის რისკი ან მცირეა, ან საერთოდ არ იკვეთება.
2) ბოლო, ყველაზე დიდი BMJ კვლევა რას ამბობს?
117 200 ქალზე 36-წლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ მუდმივი თმის საღებავის გამოყენება არ ზრდის საერთო კიბოს რისკს და კიბოთი სიკვდილიანობას, თუმცა ცალკეული კიბოს ტიპებისთვის შეიძლება იყოს მცირე მატება ან დაკლება (Zhang et al., 2020; Cancer.fr)² ⁷.
3) არსებობს კვლევა, რომელიც მაინც აჩვენებს გაზრდილ რისკს?
კიბოს რამდენიმე ტიპზე ერთობლივი ანალიზი აჩვენებს დაახლოებით 10%-იან ზრდას საღებავის მომხმარებლებში და ოდნავ უფრო მაღალ რისკს მუქი საღებავების შემთხვევაში (Ahmadi et al., 2022)³.
4) შეიძლება ითქვას, რომ თმის საღებავი „კიბოს იწვევს“?
ამ მომენტისთვის — არა. უფრო სწორი ფორმულირებაა:
„თმის საღებავი შეიძლება მცირე რისკთან ასოცირდებოდეს ზოგიერთ ქალში და ზოგიერთ კიბოს ტიპთან, მაგრამ ძლიერი, პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.“ (NCI, 2022; CIR Expert Panel, 2025)⁵ ⁶.
5) რას მირჩევთ, თუ თმას წლებია, ვიღებავ?
არ არის საჭირო პანიკური შეწყვეტა. შეგიძლიათ:
• შეამციროთ სიხშირე
• აირჩიოთ ნაკლები ქიმიური დატვირთვის მქონე პროდუქტები
• იმავე დროს ყურადღება მიაქციოთ წონს, კვებას, მოძრაობას და სკრინინგს.
6) რა ვუყოთ მწარმოებლებს?
პასუხისმგებლობა ორმხრივია:
• მწარმოებლებმა უნდა დაიცვან რეგულაციები და მაქსიმალურად გაასუფთაონ ფორმულები
• მომხმარებელმა — უნდა წაიკითხოს ეტიკეტი და დასვას კითხვა: „მართლა მჭირდება თუ არა ასეთი ხშირი შეღებვა?“
7) თუ გენეტიკურად მაღალ რისკის ჯგუფში ვარ, სჯობს საერთოდ არ ვიღებავდე?
ეს უკვე ინდივიდუალური კონსულტაციის თემააონკოლოგთან ან გენეტიკის სპეციალისტთან. ზოგიერთ შემთხვევაში გონივრულია სიხშირის მკვეთრი შემცირება ან ალტერნატივებზე გადასვლა.
8. თინეიჯერებში თმის შეღებვა უფრო საშიშია?
ერთი დიდი კვლევის მიხედვით, მოზარდობაში მუდმივი საღებავის გამოყენება ფართოდ გავრცელებული არ იყო და ძუძუს კიბოს რისკთან მკაფიო კავშირი არ იკვეთებოდა (White et al., 2021)⁹. თუმცა პრინციპი იგივე რჩება — ნაკლები ქიმია უკეთესია.
9) მამაკაცებიც რისკში არიან?
კიბოზე კვლევათა უმეტესობა ქალებზეა, მაგრამ მამაკაცებისთვისაც გონივრულია იგივე პრინციპი: ზედმეტი ქიმიური დატვირთვის შემცირება.
10) რა არის მთავარი სათქმელი?
არ არსებობს არც „ნული რისკი“, არც „სავალდებულო კიბო“.
არსებობს მცირე, ზოგჯერ ქვეჯგუფურად გაზრდილი რისკი, რომელიც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, მაგრამ არა ისე, რომ შიშმა საფუძვლიანი გადაწყვეტილებები ჩაგვიხშოს.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და უახლესი სამედიცინო ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. 25+ წლიანი გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემებში.
წყაროები
1. Eberle CE, Sandler DP, Taylor KW, White AJ, Nichols HB, DeRoo LA, et al. Hair dye and chemical straightener use and breast cancer risk in a large US population of black and white women. Int J Cancer. 2020;147(2):383–393. Available from: https://factor.niehs.nih.gov/2020/1/papers/hair-dye
2. Zhang Y, Birmann BM, Han J, Giovannucci EL, Rosner BA, Schernhammer ES, et al. Personal use of permanent hair dyes and cancer risk and mortality in US women: prospective cohort study. BMJ. 2020;370:m2942. doi:10.1136/bmj.m2942. Available from: https://www.bmj.com/content/370/bmj.m2942
3. Ahmadi M, et al. Association between hair dye use and cancer in women: systematic review and meta-analysis. Cancer Med. 2022;11(21):4090–4103. Available from: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9652665/
4. Xu S, Li Y, et al. Hair care product use and breast cancer risk among women. PLoS One. 2021;16(12):e0243792. doi:10.1371/journal.pone.0243792. Available from: https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0243792
5. National Cancer Institute. Hair dyes and cancer risk. NCI Fact Sheet. Updated 1 December 2022. Available from: https://www.cancer.gov/…/substances/hair-dyes-fact-sheet
6. Cosmetic Ingredient Review Expert Panel. Epidemiologic evidence on hair dye use and cancer risk: review for safety assessment. Expert Panel Meeting Report; 2023–2025. Available from: https://www.cir-safety.org/…/Admin_HairDyeEpi_092025.pdf
7. Cancer.fr. Personal use of permanent hair dyes and cancer risk and mortality in US women: prospective cohort study (Bulletin n°459). Available from: https://www.cancer.fr/…/personal-use-of-permanent-hair-dyes…
8. OncoDaily. Does hair dye cause cancer? Myths and facts. 14 March 2025. Available from: https://oncodaily.com/oncolibrary/does-hair-dye-cause-cancer
9. White AJ, et al. Adolescent use of hair dyes, straighteners and perms in relation to breast cancer risk. Int J Cancer. 2021;149(3):513–523. Available from: https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/ijc.33413

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დიდი გარღვევა მედიცინაში, დიაბეტის მკურნალობა კანის კრემის სახით – ინსულინის კანის გზით შეწოვა აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა

დიდი გარღვევა მედიცინაში, დიაბეტის მკურნალობა კანის კრემის სახით - ინსულინის კანის გზით შეწოვა აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა
#post_seo_title

მეცნიერებმა ინსულინის მიწოდების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს, რომელიც მომავალში, დიაბეტიან პაციენტებში ნემსების საჭიროებას მოხსნის.

ახალი მეთოდი საშუალებას აძლევს ინსულინს კანში შეაღწიოს და ორგანიზმში იმუშაოს ისე, რომ ინიექცია აღარ იყოს საჭირო.

ინსულინის კანის გზით შეწოვა აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან მისი მოლეკულები ძალიან დიდია და კანის გარეთა ცხიმიან ფენაში ვერ გადის. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბარიერი შესაძლებელია გადაილახოს.

თაგვების, მინიატიურული ღორებისა და ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის კანის უჯრედების გამოყენებით, მეცნიერებმა ინსულინით ადგილობრივად მკურნალობის მეთოდი წარადგინეს.

მკვლევრებმა ისეთი მიწოდების სისტემაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც გრადიენტთან უნდა ურთიერთქმედებდეს, რათა ინსულინს კანში შეღწევის საშუალება მიეცეს.

შედეგები OP პოლიმერს ეფუძნება, რომლის თვისებებიც pH დონის ცვლილებასთან ერთად იცვლება. წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ის ბიოთავსებადია.

კანის ზედაპირზე OP-ს დადებითი მუხტი აქვს. ეს მას კანის ლიპიდებთან შეწებების საშუალებას აძლევს. მეორე მხრივ, ნეიტრალურ მჟავიანობაზე ის ამ მუხტს კარგავს და ლიპიდებს გამოეყოფა. შემდეგ ის კანის ბარიერში აღწევს და სხეულში შედის.

ინსულინის OP პოლიმერთან წყვილის სახით შეკავშირებას OP-1 უწოდეს. შედეგად ეს ჰორმონალური მკურნალობის წარმატებით დასრულების საშუალებას იძლევა.

ეს პრაქტიკაში ძალიან კარგი აღმოჩნდა. ადამიანის კანის მოდელებში და დიაბეტის მქონე თაგვებში, OP-I უფრო ეფექტიანი იყო ინსულინის კანქვეშ გადატანაში, ვიდრე მხოლოდ ინსულინი ან სხვა პოლიმერთან, PEG-თან კომბინირებული ინსულინი. ცნობისთვის, დღეს PEG ფარმაციაში ფართოდ გამოიყენება.

თაგვებში ინოვაციურმა მკურნალობამ სისხლში შაქრის კონცენტრაცია ნორმალურ დონეზე ერთ საათში აიყვანა. ეს დონე სტაბილური დარჩა შემდეგი 12 საათის განმავლობაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი მეთოდი უფრო მდგრადი გზით მუშაობს, ვიდრე ინიექციური ინსულინი. შესაბამისად, განაპირობებს უფრო ხანგრძლივ ეფექტსაც.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ ბავშვები, თხლად, ბეწვების და შალის წინდები და კიდევ ყურებიანი „უშანკების“ გარეშე“- პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

#post_seo_title

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:

„ევროპაში ხომ დადიხართ, იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ ბავშვები, თხლად, ბეწვების და შალის წინდები და კიდევ ყურებიანი „უშანკების“ გარეშე… არ ავადდებიან ბავშვები ხშირად და თუ ავად ხდებიან ვირუსის რეპლიკაცია-ელიმინაციის ვადებში!!! და, ამ ერთ ქცევაში მაინც მივიბაძოთ ჰოო ამ ბინძურ და აწეწილ ევროპას. აქვე კითხულობს თქვენს ხშირად დასმულ პასუხს… მთელი მთელი წლის განმავლობაში ვერ მოაშორებთ ბაღის სახლს, რათა გამოადგეს, ეს ასე იქნება!!! თუ პატარა არ არის,
აქტიურია, კარგია, დახტის და ირაზე აყენებს სახლს, მხოლოდ წამოახველებს დღის განმავლობაში, ცხვირში გაჭედილია ან ჩამოსდის, გააგრძელეთ მისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრება, ახლა ამყოფეთ გარეთ და მსუბუქი სპორტული აქტივობებიც არ შეუზღუდავთ!!! იმუნური სისტემაც მადლობას
გეტყვით!!!

ნუ გამოკეტავთ სახლში უჰაერობაში დაიცავით რეჟიმის დაცვით ნუ დასტრესავთ!!! მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, მარტივია ანგარიში და უკვე გამოჯანმრთელების ფაზაში გადასული ბავშვის გარჩევა!! იდეალურად ბედნიერი ბავშვი, რომელსაც რაიმე რესპირაციული სიმპტომი მაინც არ აქვს ამ ეტაპზე არ არსებობს!!! მშობლებმაც
რა ქნან რომ არ იმუშაონ,სახლში მიართმევენ ხელფასს???“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელში. 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights