ორშაბათი, მაისი 4, 2026

მიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არ უთქვამთ. ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.

„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გზამკვლევი, თუ როგორ ვითარდება მეტყველება ბავშვებში სხვადასხვა ასაკში და როდის არის მიზანშეწონილი სპეციალისტთან კონსულტაცია

ეკრანები და მეტყველების შეფერხება
#post_seo_title

🗣️ ბავშვის მეტყველების განვითარება ასაკობრივ ჭრილში – რა ეტაპზე რა ბგერა უნდა ჩანდეს?

გთავაზობთ შეჯამებულ გზამკვლევს, თუ როგორ ვითარდება მეტყველება ბავშვებში სხვადასხვა ასაკში და როდის არის მიზანშეწონილი სპეციალისტთან კონსულტაცია.

👶 1–2 წლის ასაკი

  • ბავშვი იწყებს პირველივე მარტივი სიტყვების წარმოთქმას („დედა“, „მამა“, „ბებო“).

  • ჩნდება ადრეული ბგერები: ბ, მ, პ, დ, ტ.

  • კომუნიკაციისთვის ხშირად იყენებს ბგერებს, ჟესტებსა და მიმიკებს.
    ➡️ თუ 2 წლისთვის ბავშვი საერთოდ არ წარმოთქვამს სიტყვებს, მოსალოდნელია მეტყველების განვითარების შეფერხება.

👦 2–3 წლის ასაკი

  • ყოველ დღე იძენს ახალ სიტყვებს.

  • მეტყველებაში ემატება ბგერათა ჯგუფი: კ, გ, ხ.

  • იწყებს მარტივი წინადადებების შედგენას („მინდა წყალი“, „მომეცი ბურთი“).
    ➡️ 3 წლის ასაკში მოსალოდნელია მოკლე წინადადებებით საუბარი. შეზღუდული ლექსიკონი ან წინადადებების ვერ ჩამოყალიბება უკვე სიგნალია სპეციალისტთან მისვლისთვის.

👧 3–4 წლის ასაკი

  • ჩნდება უფრო რთული ბგერები: ფ, ვ, შ, ჟ, ჩ, ც.

  • შესაძლოა პერიოდულად შეცვალოს ან გამოტოვოს ბგერები, მაგრამ უკვე სხვებისთვისაც გასაგებად უნდა საუბრობდეს.
    ➡️ ამ ასაკში ბავშვის მეტყველება უცხო ადამიანმაც უნდა გაიგოს ძირეულად.

🧒 4–5 წლის ასაკი

  • უმეტესობა უკვე სათანადოდ იყენებს ლ ბგერას (ხშირად მითითებული შეცვლებით: ლ → ი ან ლ → რ).

  • მეტყველება უფრო რთულ სტრუქტურებს იძენს — უფრო ხანგრძლივ წინადადებებს ადგენს.
    ➡️ 4 წლის ბავშვისთვის ლ ბგერის არკვევა ჯერ შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს, თუმცა ყურადღება საჭიროა.

👦 5–6 წლის ასაკი

  • ჩნდება რთული ბგერა (ზოგ ბავშვთან 6–7 წლამდე იგვიანებს).

  • მეტყველება უკვე სრულად გასაგები და მოწესრიგებული უნდა იყოს.
    ➡️ თუ 6 წლის ბავშვს „რ“ ჯერ არ აქვს გამომუშავებული, რეკომენდებულია სპეციალისტის ჩართვა, რადგან ეს ბოლო და ყველაზე რთული ბგერაა.

⚠️ ასაკობრივი სირთულეების ყველაზე ხშირი მაგალითები

  • 2 წელი: თითქმის არ ლაპარაკობს ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს

  • 3 წელი: ლექსიკონი ძალიან მცირეა, წინადადებებს ვერ ქმნის

  • 4 წელი: ბევრ ბგერას ცვლის ან ტოვებს

  • 5–6 წელი: ვერ ამბობს „რ“-ს ან „ლ“-ს სწორად

✅ გახსოვდეთ:

მეტყველების განვითარება ინდივიდუალურია, თუმცა აღნიშნული ეტაპების ძლიერი ჩამორჩენის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ლოგოპედს ან მეტყველების თერაპევტს, რათა ბავშვმა ენის განვითარება მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული ორჯერ გაუჩერდა

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული ორჯერ გაუჩერდა
#post_seo_title

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაციენტს კლინიკაში მიყვანამდე, გაჩერებული გული აუმუშავეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.

“თბილისის სასწრაფო დახმარების მე- 14 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში შევიდა.

ადგილზე უსწრაფესად მისულ 1432 ბრიგადას 55 წლამდე მამაკაცი გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება ანამნეზში არ ჰქონდა. მამაკაცს წინა დღითაც ჰქონდა მსგავსი სიმპტომი და სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.

ექიმმა პაციენტს, რომელიც ციანოზური იყო, სწრაფად მიაწოდა შესაბამისი მედიკამენტი და დაიწყო ელექტროკარდიოგრამის გადაღების პროცესი, პარალელურად მოხდა პაციენტის ვენის კათეტერიზაცია. წნევა ნორმის ფარგლებში ფიქსირდებოდა. ელექტროკარდიოგრამაზე უკანა ქვედა კედლის ინფარქტი დაფიქსირდა.

მოულოდნელად მამაკაცმა გონება დაკარგა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ექიმმა მარიამ უდესიანმა გამოიყენა ელექტროდეფიბრილაცია, პარალელურად პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, მეორე შოკის და ადრენალინის შემდეგ დაფიქსირდა სინუსური რითმი და პაციენტი გონს მოვიდა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და ფორსმაჟორში დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

კლინიკაში შესვლამდე პაციენტმა გონება ისევ დაკარგა, სასწრაფოს ბრიგადას გაჩერება მოუწია. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით, გონზე მყოფი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ბინაზე გაეწერა.

მალევე მამაკაცის მეგობარი ექიმ მარიამ უდესიანს დაუკავშირდა, მოგვიანებით კი თავად პაციენტმა დარეკა და ექიმს მისი გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

მარიამ უდესიანი 15 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია. ექიმისთვის ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც წარმატებით შეძლო პაციენტის გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა.

#გვეამაყებაექიმი მარიამ უდესიანიუმცროსი ექიმი ნატო ჩოკოშვილი მძღოლი გელა კოპაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად.”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” – როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

რა არის ქიმიური ნივთიერება
#post_seo_title

რა არის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” – როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

“კამიტის” ჩასუნთქვისას, ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების წვა, მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა. უკიდურეს შემთხვევაში – კომა და გარდაცვალება.

არსებობს მონაცემები, რომ აღნიშნული ნივთიერება გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში.

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში კი ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით.

ვიკიპედიის თანახმად, კამიტე ერთ-ერთი პირველი ცრემლსადენი ქიმიური აგენტია. ის კლასიკურ ცრემლსადენ ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება და თვისებებით თანამედროვე საშუალებებისგან განსხვავდება, რადგან ძლიერად ტოქსიკურია.

ძლიერი მოქმედების გამო ეს ნაერთი მოძველებულ ცრემლმდენ საშუალებად მიიჩნევა. კამიტე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შექმნეს. პირველი მსოფლიო ომის დროს მისი გამოყენება უკვე მოკავშირეებმა დაიწყეს.

ბრძოლის ველზე კამიტეს გამოჩენამ ყურადღება მალევე მიიქცია, რადგან ის უკიდურესად მძლავრი და გამძლე აღმოჩნდა. მას სამხედროები შეტევაზე გადასვლისას იყენებდნენ, ამით კი მოწინააღმდეგის რიგებში დაბნეულობასა და ქაოსს იწვევდნენ.

კამიტე გაზში არ უნდა აგვერიოს. მას აეროზოლის ან წვრილი ფხვნილის ფორმით იყენებდნენ; ეს უკანასკნელი ჰაერში გაიფრქვეოდა და თვალებსა და სასუნთქ გზებს ძლიერად აღიზიანებდა.

როგორია ბრომობენზილის ციანიდის ქიმიური თვისებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამიტე იგივე ბრომბენზილის ციანიდია. ამერიკის მთავრობის ქიმიური ინფორმაციის ოფიციალური წყაროს მიხედვით, ეს ორგანული ნაერთია ქიმიური ფორმულით C₈H₆BrN. ესაა ნაერთი, რომელშიც ბენზილის ციანიდის ერთ-ერთი კომპონენტი ბრომის ატომითაა ჩანაცვლებული. ეს მას მაღალ რეაქტიულობასა და ძლიერ ტოქსიკურობას ანიჭებს. არსებობს ამ ნივთიერების რამდენიმე იზომერი, რომელთა ფიზიკური თვისებები განსხვავებულია — შეიძლება იყოს თხევადი, კრისტალური და მყარი.

კამიტე წყალში რთულად იხსნება და მასთან შედარებით მძიმეა. ნაერთის ლორწოვან გარსებთან, განსაკუთრებით თვალთან და სასუნთქ სისტემასთან, კონტაქტისას მათ ძლიერად აღიზიანებს.

როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ამერიკის მთავრობის ქიმიური ინფორმაციის ოფიციალური წყაროს მიხედვით, კამიტეს ზემოქმედება შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. როგორც წესი, ის კონტაქტის ადგილას ძლიერ წვასა და ცრემლდენას იწვევს. ის ლორწოვან გარსებზე ზემოქმედებს, შედეგად კი ყელი, ცხვირი და სასუნთქი გზები ღიზიანდება.

მოკლევადიანი ზემოქმედება შემდეგნაირია:

  • თვალის წვა და ცრემლდენა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ყელის ძლიერი წვა;
  • ხველა;
  • თავბრუსხვევა;
  • კანის გაღიზიანება.

გრძელვადიანი ზემოქმედება შემდეგნაირია:

  • რქოვანის დაზიანება, მხედველობის გაუარესება;
  • ბრონქოსპაზმები;
  • ფილტვების დაზიანება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, კამიტეს დახურულ სივრცეში გამოყენება შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის H3N2 ინფექცია? – რა გველის წინ

H1N1, ახალი H3N2 „K“ ვარიანტი და რა გველის წინ - გრიპის რთული სეზონი მოდის
#post_seo_title

H3N2 ინფექციას (სასუნთქი გზების ინფექცია) გრიპის ვირუსი იწვევს.

ვირუსით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ცხოველები, ასევე ფრინველები. ფრინველებსა და სხვა ცხოველებში, განსაკუთრებით ღორებში, მან მუტაციის რამდენიმე შტამი განიცადა. H3N2 გრიპის A ტიპის ვირუსია, რომელიც ჩვეულებრივ ლოკალიზებულ ინფექციებს იწვევს. ის ჩვეულებრივ ღორებში ცირკულირებს, მაგრამ ადამიანებში აღმოჩენის შემთხვევაში მას ვარიანტის ვირუსს უწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსი, რომელმაც მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადა, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციური აგენტია, რაც უკონტროლო რეპლიკაციასა და გავრცელებას იწვევს.

H3N2 ინფექციის სიმპტომები

ჯანმო-ს მონაცემებით, ადამიანებში ღორის და სხვა ზოონოზური გრიპის დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი დაავადებიდან (ცხელება და ხველა) სწრაფად გავრცელებამდე, ზოგჯერ სერიოზულ პნევმონიამდე, ინტენსიური სასუნთქი გზების ტკივილის დარღვევამდე, შოკამდე და ზოგჯერ სიკვდილამდეც კი. H3N2 ინფექციის სიმპტომებია:

  • შემცივნება
  • ცხელება
  • უსიამოვნება
  • ხველა/გაციება/ცხვირის გაჭედვა/სურდო
  • ყელის ტკივილი/ყელის ტკივილი
  • კუნთებისა და სხეულის ტკივილები
  • ჩაყლაპვა

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ჟანგბადის დონის დაქვეითება ან გულმკერდის არეში ტკივილი, მუდმივი სიცხე, ექიმთან ვიზიტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის, თირკმლის ან ფილტვების დაავადებები. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ ასევე ასაკოვან ადამიანებს და ორსულ ქალებს.

წარმოუდგენლად გადამდები H3N2 გრიპი შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელდეს ნახველის წვეთებით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი გამოყოფს პირიდან და ცხვირიდან ხველის, ცემინების ან ხმამაღლა საუბრის დროს. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ხელით ვეხებით დაბინძურებულ ზედაპირებს და ამ დაბინძურებულ ხელებს შემდეგ სახეზე, თვალებსა და ცხვირზე ვეხებით.

ამ მხრივ, სპეციალისტების თქმით, რამდენიმე პროტოკოლის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ან ხელის სადეზინფექციო საშუალებით
  • ატარეთ სახის დამცავი საშუალებები და მოერიდეთ ინფიცირებულ პირებს (მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია)
  • ეცადეთ, ცხვირსა და პირს არ შეეხოთ
  • ხველისა და ცემინების დროს სათანადოდ დაიფარეთ ცხვირი და პირი ქსოვილით ან იდაყვის მოხრით
  • შეინარჩუნეთ სითხის მიღება და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
  • სიცხისა და სხეულის ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი
  • დალიეთ თბილი სითხეები
  • დროულად მიიღეთ დანიშნული მედიკამენტები
  • გრიპი, განსაკუთრებით პირველი 48 საათის განმავლობაში, ანტივირუსული აგენტით იკურნება.
  • გრიპის პრევენცია შესაძლებელია გრიპის ვაქცინითაც კი, რომლის იმუნიტეტის გამომუშავებას მინიმუმ 2-4 კვირა სჭირდება. გრიპის პრევენცია შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის მქონე ადამიანებში ანტივირუსული პრეპარატების მიღებით.
  • ნებისმიერი ანტივირუსული/ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი კონსულტაციის/მეთვალყურეობის ქვეშ.
  • მოერიდეთ ვირუსებისთვის არასაჭირო ანტიბიოტიკების არასაჭირო მიღებას

გრიპის რთული სეზონი მოდის – H1N1, ახალი H3N2 „K“ ვარიანტი და რა გველის წინ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჟანგბადის კამერები — „სუპერ თერაპია“ თუ არარეგულირებული ბომბი? – გიორგი ფხაკაძე საინეტრესო ინფორმაციას ავრცელებს

ჟანგბადის კამერები — „სუპერ თერაპია“ თუ არარეგულირებული ბომბი? - გიორგი ფხაკაძე საინეტრესო ინფორმაციას ავრცელებს
#post_seo_title

ჟანგბადის კამერები — „სუპერ თერაპია“ თუ არარეგულირებული ბომბი?

რატომ შეიძლება ეს პროცედურა დასრულდეს სიკვდილით
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება „ჯანმრთელობის სალონების“ რაოდენობა, რომლებიც მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ ჟანგბადის კამერა კურნავს ყველაფერს — დაღლილობას, ნაოჭებს, დიაბეტს, ავტიზმს, იმუნიტეტს და ათობით სხვა მდგომარეობას.
ეს არის სამედიცინო ტყუილი.
ჟანგბადის კამერა — განსაკუთრებით მაღალი წნევის პირობებში — არის სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეგულაცია, სპეციალური კლინიკური გარემო და ექიმის ზედამხედველობა.
Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო გამოძიებაში აღწერილია მძიმე დაზიანებები და გარდაცვალებებიც, რომლებიც დაკავშირებულია არასტერილურ, არარეგულირებულ, სპა-სტილის „ჟანგბადის კაფეებში“ ჩატარებულ თერაპიებთან.
და ახლა მთავარი კითხვა — რას აკეთებს ამ დროს საქართველო?
სამწუხაროდ, გვაქვს იგივე პრობლემა: ბაზარზე ჩნდება სათვალთვალოს გარეშე მომუშავე ცენტრები, რომლებიც სამედიცინო პროცედურას ასაღებენ „სილამაზის ან ველნეს“ სერვისად — რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
რა არის ჰიპერბარული ჟანგბადის თერაპია რეალურად?
HBOT (Hyperbaric Oxygen Therapy) — მკურნალობა, რომლის დროსაც
ორგანიზმი იღებს 100% ჟანგბადს მაღალი წნევის კამერაში.
სად გამოიყენება სამედიცინო სფეროში?
გამოიყენება მხოლოდ შემდეგ მძიმე დიაგნოზებში:
• დეჰკომპრესიის დაავადება (მყვინთავები)
• გაზის ემბოლია
• მძიმე ინფექციები (მაგ. დატეხილი ქსოვილების ინფექციები)
• ნახშირჟანგით მოწამვლა
• დიაბეტური ფეხის რთული წყლულები
რა არ არის სამეცნიეროდ დამტკიცებული?
  • არ კურნავს ავტიზმს
  • არ ამცირებს ნაოჭებს
  • არ „ახალგაზრდავებს“
  • არ ზრდის ენერგიას
  • არ კურნავს დიაბეტს
  • არ „ასუფთავებს სისხლს“
რატომ ხდება ავარიები და სიკვდილი HBOT კამერებში?
Guardian-ის გამოძიებამ დაადასტურა რამდენიმე კრიტიკული რისკი:
1. აფეთქება და ხანძარი — ყველაზე მწვავე საფრთხე
ჟანგბადი ძალიან აალებადია.
თუ კამერა არ არის სამედიცინო კლასის, slightest ნაპერწკალიც კი იწვევს აფეთქებას.
მსოფლიოში დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, სადაც მომხმარებლები ადგილზევე გარდაცვლილან.
2. ბაროტრავმა — ტვინის, ფილტვის, ყურის დაზიანებები
მაღალი წნევა იწვევს:
• ფილტვის გასკდომას
• ტვინის შეშუპებას
• სისხლძარღვების რღვევას
3. ჟანგბადის ტოქსიკურობა
გრძელვადიანმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს:
• კრუნჩხვები
• დაბნეულობა
• სუნთქვის უკმარისობა
4. სჰიგენური პრობლემები – ინფექციების გადაცემა
სპა-ცენტრები ჩვეულებრივ არ მიყვებიან
ISO 13485 / საავადმყოფოს სტანდარტებს.
5. არასოდეს არის ადგილზე ექიმი
ხშირ შემთხვევაში კამერის მონიტორინგს აკეთებს ადმინისტრატორი, არა ექიმი.
სასწრაფო გართულებებისას პაციენტს ვერავინ ეხმარება.
რა ხდება საქართველოშიც?
საქართველოში უკვე ჩნდება „ჟანგბადის სალონები“, რომლებიც:
• არ არიან ლიცენზირებული როგორც სამედიცინო დაწესებულებები
• არ ასრულებენ ტექნიკურ რეგულაციებს
• არ ატარებენ წნევის კალიბრაციას
• არ ჰყავთ ექიმი ან რეანიმატოლოგი
• პაციენტებს აძლევენ სამედიცინო დაპირებებს, რაც კანონის დარღვევაა
ეს მომსახურება უნდა იყოს ლიცენზირებული სამედიცინო მომსახურება, არა სპა-სერვისი.
რატომ გახდნენ ეს კამერები „ელიტარული ტრენდი“?
Guardian წერს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს დეტოქსის, „სისუსტის მკურნალობის“, დეპრესიისგან განთავისუფლებისა და დაბერების შენელების იდეა ეამებოდათ.
მაგრამ სინამდვილე მარტივია:
ეს არის არა სამეცნიერო მიღწევა, არამედ მარკეტინგული ილუზია.
ექიმის რეკომენდაციები ქართულ მოსახლეობას
1. HBOT არასოდეს უნდა ჩატარდეს სპა/სილამაზის ცენტრში.
ეს არის მკაცრად სამედიცინო პროცედურა.
2. არ არსებობს „საშინაო“ ჟანგბადის კამერები, რომლებიც უსაფრთხოა.
მცირე, პორტატული კამერები საშიშია — წნევა არ კონტროლდება.
3. თუ ვინმე გპირდებათ HBOT-ით დიაბეტის, ავტიზმის ან რაიმე დაავადების მკურნალობას — ეს არის მატყუარობა.
4. გადადით მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრირებულ კლინიკაში.
5. არ გადააჭარბოთ სესიებს — ზედმეტი ჟანგბადი არის ტოქსიკური.
ხშირად დასმული კითხვები
1) ეხმარება თუ არა HBOT ავტიზმს?
არა. არც ერთი მაღალი ხარისხის კვლევა არ ადასტურებს ეფექტს.
2) შეიძლება, სახლში გამოვიყენო?
არა. სახლის კამერები ხშირად იწვევს ავარიებს და არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
3) სილამაზისთვის თუ შეიძლება გამოვიყენო?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნაოჭებს ან ასაკს ამცირებს.
4) ვის შეიძლება ნამდვილად სჭირდეს?
  • ნახშირჟანგით მოწამლულებს
  • მყვინთავებს
  • მძიმე ინფექციის მქონე პაციენტებს
  • დასალევი წყლულების მძიმე ფორმებს
5) რა არის მთავარი საფრთხე?
  • აფეთქება
  • ფილტვის დაზიანება
  • კრუნჩხვები
  • არარეგულირებული გარემო
პროფესორ გიორგი ფხაკაძის საბოლოო კომენტარი
საქართველოში უნდა დასრულდეს ჯანმრთელობის „თამაშად“ გაყიდვა.
მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ ეს მოწყობილობები მუშაობს მაღალი წნევით და ერთი შეცდომა შეიძლება დასრულდეს ტრაგედიად.
ჩვენი მოვალეობა — დავიცვათ მოქალაქეები არარეგულირებული, სიცოცხლისთვის საშიში „ველნეს-თერაპიებისგან“.
HBOT უნდა დარჩეს მხოლოდ ექიმის ხელში და სამედიცინო დაწესებულებაში.
წყაროები
1. The Guardian. ‘It’s absolute anarchy’: Oxygen therapy chambers have led to horrific deaths. Experts call for regulation. 2025.
2. U.S. Food and Drug Administration (FDA). Hyperbaric Oxygen Therapy: Unapproved Uses & Risks.
3. Undersea & Hyperbaric Medical Society (UHMS). Approved Indications for HBOT.
4. Weaver LK. Hyperbaric Oxygen Therapy: indications and results. N Engl J Med. 2009;360:530-42. https://doi.org/10.1056/NEJMra0800382
5. Thom SR. Oxidative stress and HBOT-related toxicity. J Appl Physiol. 2009;106:988-95. https://doi.org/10.1152/japplphysiol.90710.2008
Sheniekimi აპლიკაცია
გადმოწერე „შენი ექიმი“ – შენი უსაფრთხო, სამეცნიერო და სანდო სამედიცინო სივრცე.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG),
WHO ექსპერტი, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეცნიერებმა ზეთისგან მომავალი ახალი საფრთხე აღმოაჩინეს – როგორ გამოვიყენოთ ისე, რომ კიბოს რისკი თავიდან ავიცილოთ

ზეითუნის ზეთი
#post_seo_title

ის, რაც ყველას რაციონშია – მცენარეული ზეთი, უკვე დიდი ხანია მეცნიერების კვლევის ობიექტია. ამ ცხიმის კანცეროგენურობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა.

ამჯერად მეცნიერებმა ზეთისგან მომავალი ახალი საფრთხე აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული მცენარეული ცხიმი შესაძლოა ქალებში ძუძუს სიმსივნის, ყველაზე აგრესიული ფორმის – ტრიპლ ნეგატიური კიბოს გამომწვევი გახდეს.

ექიმები ამ ვერაგი დაავადების სტატისტიკის ზრდაზე საუბრობენ.

ონკოლოგები ამბობენ, რომ არაჯანსაღი მცენარეული ცხიმი, ძუძუს კიბოს გარდა, შეიძლება გახდეს ასევე ფილტვის კიბოს გამომწვევიც.

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის კვების რაციონში ჯანსაღი ცხიმების აუცილებლობაზე, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე ზეთში საკვების მომზადებას და მცენარეული ცხიმის მრავალჯერად გამოყენებას გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევენ. ამ რისკების გათვალისწინებით, ექიმები პაციენტებს ურჩევენ, უარი თქვან ე.წ. სწრაფ კვებაზე.

იმისთვის, რომ ეს ცხიმი არ გახდეს მრავალი დაავადების რისკფაქტორი, არსებობს წესები. ცივად მოსამზადებელი კერძებისთვის შესაძლებელია თამამად გამოვიყენოთ არარაფინირებული მცენარეული ზეტები, იმ შემთხვევაში, თუ საჭმელს ვამზადებთ ცხიმში, უნდა გამოვიყენოთ უარომატო რაფინირებული ზეთი, მისი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 180 გრადუსს, ზეტი არ უნდა დუღდეს და არ უნდა ასდიოდეს ბოლი.

თუ ზეთს გამოვიყენებთ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებით, მისგან მომავალი საფრთხის არიდება შესაძლებელია და მეტიც – შეგვიძლია, მცენარეული ცხიმისგან სარგებელი მივიღოთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პილატესი: რა არის და რა სარგებელი მოაქვს

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?
#post_seo_title

პილატესი განკუთვნილია ყველასთვის, ასაკი შეუზღუდავია, არა აქვს მნიშვნელობა კუნთებს თუ რა შესაძლებლობა აქვს. პილატესის ვარჯიშები ავითარებს სხეულს კუნთოვანი ძალისხმევით, რომელიც გამომდინარეობს ბირთვიდან.

მისი მთავარი მიზანია სხეულის ცენტრის, ანუ ბირთვის, გამაძლიერებელი კუნთების გააქტიურება და მათი სწორად გამოყენება ყოველდღიურ მოძრაობებში.

პილატესი – რა ტიპის ვარჯიშია?

ეს მეთოდი მოიცავს თანმიმდევრულ, დაკვირვებულ მოძრაობებს, რომლებიც შეიძლება შესრულდეს იოგას ხალიჩაზე ან სპეციალურ აღჭურვილობაზე. ვარჯიშების მეშვეობით უმჯობესდება სხეულის კონტროლი, მოქნილობა, ძალა და მოძრაობის ხარისხი.
პილატესი შეიქმნა ჯოზეფ პილატესის მიერ გასული საუკუნის 20-იან წლებში და თავდაპირველად პოპულარული იყო მოცეკვავეებს შორის, თუმცა დღეს მას იყენებენ როგორც სპორტსმენები, ისე რეაბილიტაციის ცენტრები.

პილატესში განსაკუთრებული როლი უკავია სწორ და ღრმა სუნთქვას, რაც ეხმარება სხეულს სტაბილურობისა და ძალის უკეთ გადანაწილებაში. სხეულის „ბირთვი“ მოიცავს მუცლის, ზურგის და მენჯის სიღრმეში მდებარე კუნთებს, რომლებიც პასუხისმგებელია სხეულის გამძლეობასა და სწორი პოზის შენარჩუნებაზე. მათი გაძლიერება ხშირად ეფექტურად ამცირებს ზურგის ტკივილსაც.

როცა ეს კუნთები აქტიურად მუშაობენ, ისინი ქმნიან უსაფრთხო და ძლიერ საყრდენს ზედა და ქვედა კიდურებისთვის. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ პილატესი ხელს უწყობს სხეულის სწორ გასწორებას და კუნთოვანი დისბალანსის შემცირებას.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პილატესი ბევრს იზიდავს, არის ის, რომ შედეგი მიიღწევა კუნთების გადაჭარბებული მოცულობის გარეშე. აქ მთავარი არაა გამეორებების რაოდენობა — ყურადღება გადატანილია მოძრაობის ხარისხზე, სიზუსტეზე და სხეულის კონტროლზე. მცირე რაოდენობის, მაგრამ ფრთხილად შესრულებული ვარჯიშები ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე მრავალჯერადი გამეორებები.

პილატესის 6 ძირითადი პრინციპი

ეს პრინციპები წარმოადგენს მეთოდის საფუძველს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს:

  1. ცენტრირება – ყურადღების გადატანა სხეულის ცენტრალურ ნაწილზე, რომელიც ყველა მოძრაობის საწყისი წერტილია.

  2. კონცენტრაცია – თითოეულ მოძრაობას სჭირდება სრული ჩართულობა, რათა ვარჯიში ეფექტური იყოს.

  3. კონტროლი – ყველა მოძრაობა უნდა იყოს დაგეგმილი და გააზრებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი დატვირთვა.

  4. სიზუსტე – სხეულის სწორი განლაგება და ბირთვის ჩართვა უზრუნველყოფს მოძრაობის მაქსიმალურ შედეგს.

  5. სუნთქვა – თანმიმდევრული, ღრმა სუნთქვა ეხმარება სხეულს რომ მოძრაობა გახდეს თანაბარი და გააზრებული.

  6. ნაკადი – ვარჯიშები უნდა შესრულდეს მსუბუქად, შეუფერხებლად, ერთი მოძრაობიდან მეორეზე ბუნებრივი გადასვლით.

პილატესი ქმნის გრძელ და ძლიერ კუნთებს, რაც მიღწეულია კონტროლირებული, ექსცენტრიკული მოძრაობებით. მისი მუდმივი პრაქტიკა აუმჯობესებს მოტორიკას, მოძრაობის ამპლიტუდას და სხეულის მთლიან სტრუქტურას.

ამ სტატიაში თქვენ ნახავთ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი საშინელ ტკივილებს მარტივი ვარჯიშების გაკეთებით

რით განსხვავდება პილატესი იოგისგან?

იოგა უძველესი თვითგანვითარების პრაქტიკაა, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს შინაგან მშვიდობას, ცნობიერებას და პოზების დაჭერას.
პილატესი კი უფრო მეტად არის ფიზიკური ვარჯიშის სისტემა, სადაც პრიორიტეტია ბირთვის სტაბილურობა და ფუნქციური მოძრაობა.

არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება:

  • სუნთქვა: იოგაში სუნთქვა ხშირად ემსახურება დამშვიდებას, ხოლო პილატესში — კუნთების გააქტიურებას და მოძრაობის გაკონტროლებას.

  • მოძრაობის ბუნება: იოგაში პოზები უფრო ხანგრძლივად იკავება; პილატესში მოძრაობები მოკლეა, ნაკლები გამეორებით, მაგრამ უფრო ტექნიკური.

  • მიზანი: იოგა აერთიანებს სხეულს და გონებას მედიტაციის საშუალებით, ხოლო პილატესი ფოკუსირებულია სხეულის ოპტიმალურ ფუნქციონირებაზე, სწორ პოზასა და ძალის ბალანსზე.

თუმცა მსგავსებებიც არსებობს: ორივე პრაქტიკა ამაგრებს ბირთვს, აუმჯობესებს სხეულის პოზას, მოქნილობას, წონასწორობას და ზრდის სხეულის მიმართ ცნობიერებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კეტო დიეტა

ერითრიტოლი – დაუნახავი საფრთხე
#post_seo_title

კეტო დიეტა, აგრეთვე ცნობილი როგორც კეტოგენური დიეტა, არის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, – კეტოგენური, ანუ კეტო დიეტა, რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრისთვის ახალი ტენდენციაა, კეტო კვების პრინციპები ათწლეულებია სხვადასხვა სპორტულ სექტორში გამოიყენება, დღესდღეობით კეტო ხშირად ასოცირდება სწრაფ წონაში დასაკლებ სისტემასთან, თუმცა რეალურად მისი ეფექტი და მიზანი უფრო კომპლექსურია.

რა არის კეტოგენური დიეტა?

კეტო დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების მკვეთრ შემცირებას, რაც ორგანიზმს აყენებს მდგომარეობაში, რომელსაც კეტოზი ეწოდება. ამ პროცესში ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, ხოლო ღვიძლი იწყებს კეტონების გამომუშავებას, რომლებიც სხეულს საწვავად ემსახურება. ცილების მიღება ზომიერად ხდება, ხოლო ცხიმის რაოდენობა – შედარებით მაღალია.

კეტო დიეტა არის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა და გამოირჩვა ცხიმების მაღალი შემცველობით.

კეტო დიეტის დროს თქვენ მიირთმევთ ნაკლებ ნახშირწყლებს, იღებთ ცილების ზომიერ დოზას, თუმცა შესაძლოა გაზარდოთ ცხიმის რაოდენობა.

ნახშირწყლების შემცირება სხეულს აყენებს მეტაბოლურ მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება “კეტოზი”, რომლის დროსაც ცხიმი თქვენი ორგანიზმიდან მოიხმარება ენერგიის გამოსაყოფად.

ესეიგი, როდესაც სხეული გამოყობს “კეტონებს”, ის ენერგიის გამოსაყოფად წვავს ბევრ ცხიმს და ხდება წონაში კლება.

ვისთვის არ შეიძლება კეტო დიეტის დაცვა?

არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ამ დიეტის დაცვა არ anbefის რეკომენდირებული:

  • დიაბეტით დაავადებული პირები

  • ორსულები

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰორმონული ან მეტაბოლური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის პრობლემები და სხვა)

რას მოიცავს კეტო დიეტა?

კეტო კვების საფუძველი არის ბუნებრივი, ნოყიერი საკვები. აქ ჩამოთვლილია ის პროდუქტები, რომლებიც თავსებადია კეტო პრინციპებთან და ისინიც, რომლებიც უნდა გამორიცხო:

დაშვებული პროდუქტები

ცხიმიანი ცილოვანი წყაროები:

  • ქათამი, საქონლისა და ღორის ხორცი

  • ნადირის ხორცი

  • თევზი და ზღვის პროდუქტები: ორაგული, სკუმბრია, სარდინი, ქაშაყი, ვირთევზა და სხვ.

  • ტოფუ და ტემპე

კვერცხი:
მოხარშული, შეწვეული – განსაზღვრული შეზღუდვების გარეშე.

უსახამებლო ბოსტნეული:
ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო, ყაბაყი, კიტრი, ავოკადო და სხვა მწვანილი.

ხილი მცირე რაოდენობით:
ლიმონი, ცაცხვი, კენკრა, ზოგჯერ ნესვი.

თხილეული და ბოსტნეულის თესლი:
მაკადამია, პეკანი, ნუში, გოგრისა და მზესუმზირის თესლი (ზომიერად).

რძის პროდუქტები:
ყველი, კარაქი, ნაღები, დაუშაქრავი იოგურტი.

❗ არ დალიო რძე, რადგან მას აქვს ბევრი ნახშირწყლები (ერთი ჭიქა = 15 გრამი ნახშირწყლები). თუმცა, შეგიძლია გამოიყენო ცოტაოდენი, დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი, თქვენს ყავაში. ასევე, ყველის ხშირი ჭამა, როცა არ გშიათ, შეცდომაა, რამაც შეიძლება შეანელოს წონის დაკლება.

ცხიმები:
ზეითუნის ზეთი, კარაქი, კოკოსის ზეთი და სხვა ბუნებრივი ცხიმები.

❗ კეტოზის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავიდან აიცილო ნახშირწყლების ზედმეტი რაოდენობაუნდა ეცადო მიიღო 50 გრამზე ნაკლები ნახშირწყლები დღეში.

რაც უფრო ნაკლებ ნახშირწყლებს მიირთმევ, მით უფრო ეფექტურია ის კეტოზის მისაღწევად და წონაში დასაკლებად.

არსებული მტკიცებულებებით, ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას

აკრძალული პროდუქტები

შაქრიანი საკვები:
ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ნამცხვრები, ბურღულეული, ტკბილი იოგურტი, ნაყინი.

ნახშირწყლებით მდიდარი და სახამებლიანი საკვები:
პური, მაკარონი, ბრინჯი, ფაფა, კარტოფილი, ჩიფსი, მარცვლეული, პარკოსნები (უმეტესად).

დამუშავებული პროდუქტები:
სოსისები, სწრაფი კვება, უცხიმო „დიეტური“ პროდუქტები.

❗ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტ ალკოჰოლს დალევთ, მით უფრო რთული იქნება წონის დაკლება, რადგან სხეულმა ჯერ უნდა დაწვას ალკოჰოლის კალორიები.

სასმელები

  • წყალი – საუკეთესო არჩევანი

  • ყავა და ჩაი – შაქრის გარეშე; სურვილის შემთხვევაში სხვა დამატკბობელით

  • ალკოჰოლი – მხოლოდ მშრალი ღვინო ან სუფთა ძლიერი ალკოჰოლი, შეზღუდულად

❗ კეტო დიეტა უნდა იყოს ზომიერად მაღალი პროტეინებით და მეტნაკლებად ცხიმიანობით, რადგან ცხიმი მოგცემთ ენერგიას, რომელსაც აღარ იღებთ ნახშირწყლებიდან. უცხიმო პროდუქტები, როგორც წესი, მაღალია ნახშირწყლებით.

რა სარგებელი აქვს კეტოს?

  • წონაში კლება: ცხიმების დაწვა იზრდება, ინსულინის დონე იკლებს.

  • მადა კონტროლდება: ხშირი შიმშილის გრძნობა იკლებს.

  • ენერგიის მატება: ტვინი კეტონებზე გადასვლისას ხშირად უკეთ ფუნქციონირებს.

  • მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება: შეიძლება შეამციროს დისკომფორტი, გაბერვა, გაზები.

  • ფიზიკური გამძლეობის ზრდა: ცხიმის ენერგეტიკული რესურსები უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

როგორ გავზარდოთ კეტოზის დონე?

  • ნახშირწყლების დღიური მიღება ჩამოიყვანე 20 გრამამდე

  • საკმარისი ცხიმი უნდა მიიღო

  • ცილა – 1.2–2 გ წონის თითოეულ კილოგრამზე

  • ჭამე მხოლოდ მაშინ, როცა გშია

  • ივარჯიშე რეგულარულად

  • იძინე მინიმუმ 7 საათი და შეამცირე სტრესი

❗ კეტოზის მისაღებად, შეზღუდე ნახშირწყლები ძალიან დაბალ დონეზე, სასურველია დღეში 20 გრ ნახშირწყლების ქვემოთ.

როგორ გავიგოთ, უკვე კეტოზში ხარ თუ არა?

სიმპტომები, რომლებიც ხშირად მიუთითებს კეტოზზე:

  • პირის სიმშრალე

  • ხშირი შარდვა

  • მეტალისნაირი გემო პირში

  • შიმშილის შესუსტება

კეტო დიეტა საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ის არ არის ყველა ადამიანისთვის რეკომენდირებული. აგრეთვე ახასიათებს ბევრი დადებითი თვისებაც, მათ შორის წონის დაკლება, თუმცა აგრეთვე აქვს გვერდითი მოვლენებიც რომპლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ამ ვირუსზე ვერ მოქმედებ ცხელება – ახალი „პანდემიური საფრთხე“, რომელზეც მეცნიერები საუბრობენ

მამაკაცი ფრინველის გრიპის ისეთი შტამით დაინფიცირდა, რომელიც აქამდე ადამიანში არ დაფიქსირებულა
#post_seo_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ცხელება, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმია, ფრინველის გრიპის ვირუსზე ვერ მოქმედებს. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ადამიანის ჩვეულებრივი გრიპი ზედა სასუნთქ გზებში ვითარდება, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 33°C-ია. ცხელების დროს სხეულის ტემპერატურის 41°C-მდე აწევა ინფექციის პროგრესს ანელებს.

თუმცა, ფრინველის გრიპის ვირუსები ბევრად მაღალი ტემპერატურის პირობებში მრავლდება – ქვედა სასუნთქ გზებში და ფრინველებში 40–42°C ტემპერატურაზე, რაც ადამიანის ცხელებასაც კი აჭარბებს.

მეცნიერებმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. პროცესში ისინი ადამიანის ცხელების მსგავს ტემპერატურაზე იმყოფებოდნენ. ასეთ დროს ორგანიზმში ჩვეულებრივი გრიპი ვერ მრავლდებოდა, მაგრამ ფრინველის გრიპი აქტიურობას არ კარგავდა და მძიმე დაავადებას იწვევდა.

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი სემ უილსონი, აცხადებს, რომ ადამიანებში ფრინველის გრიპის ინფექციები იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობა გამაფრთხილებლად მაღალი რჩება. ამიტომ, ფრინველის გრიპის პოტენციური პანდემიისთვის მზადება აუცილებელია.

ფრინველის გრიპის საფრთხე კვლავ იზრდება

კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის შტატში ამერიკელი დაიღუპა ფრინველის გრიპის შტამით, რომელიც აქამდე ადამიანებში არ ფიქსირდებოდა – ეს იყო აშშ-ში მხოლოდ მეორე ლეტალური შემთხვევა.

ევროპელ ექსპერტებსაც უფრო მწვავე პანდემიის ეშინიათ. მათი თქმით, ფრინველის გრიპის შესაძლო აფეთქება COVID-19-ზე უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

შემოდგომაზე, მიგრირებადი ფრინველების გამო, ინფექციების მატება მოსალოდნელია, რაც ვირუსის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრინველის გრიპი ადამიანებს შორის გადამდები გახდა, შესაძლოა ახალი გლობალური კრიზისი დაიწყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights