გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე – სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური პროგრამების განვითარებაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.
ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი
ვალიტა, მოგესალმებით.
-ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?
-მოგესალმებით. კი, ასეთი კითხვებით ჩემთანაც მოდიან. მოდით, ჯერ გავერკვეთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს დუნდულა კუნთი და რომელ მოძრაობებშია ასრულებს აგონისტის ფუნქციას.
დუნდულა კუნთი ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი კუნთია და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი გაზრდა. დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: ბარძაყის განზიდვა, ბარძაყის შიდა და გარე როტაცია, ბარძაყის გაშლა, მონაწილეობენ სხეულის სტაბილიზაციაში და სიარულის პროცესში. ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რომელი მოძრაობების შესრულების დროს მუშაობენ პრიორიტეტულათ დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები.
ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ სეგმენტური ჰიპერტროფიის შესახებ, რომელიც მიიღწევა იზოლირებული ვარჯიშებით და მიზნობრივი კუნთების მაქსიმალური ჩართვით. არა ერთი რანდიმიზირებული კვლევა ჩატარდა ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე ავტორიტეტულმა მეცნიერმა დაადასტურა სეგმენტური ჰიპერტროფიის არსებობა (ბრედ შოენფელდი, კრის ბირდსლი და ასე შემდეგ).
ვარჯიშების შერჩევისას აქცენტი დუნდულა კუნთებზე უნდა გაკეთდეს ისე, რომ ფეხის კუნთები მინიმალურად დაიტვირთოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთების, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებენ სინერგისტების და აგონისტების ფუნქციას, ზოგ მოძრაობაში საერთოდ არ გაიზრდებიან. ჩვენ აქ შედარებით ეფექტზე ვსაუბრობთ.
რა თქმა უნდა, თუ შევასრულებთ იმ საბაზისო მოძრაობებს, რომელშიც აგონისტი ასევე იქნება ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთები, ფეხს უფრო საგრძნობლად გავზრდით.
კონსენსუსი: თუ ადამიანს არ სურს ფეხის კუნთების გაზრდა, მას შეუძლია დატვირთოს დუნდულა კუნთი ისე, რომ ფეხის კუნთების ჩართულობა შეამციროს. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ… თუ ადამიანი ახლა იწყებს ვარჯიშს, მხოლოდ იზოლირებული, მიზნობრივი კუნთების დატვირთვის შემთხვევაში ეფექტი უფრო პროლონგირებული იქნება, რადგან დიდი კუნთი საკმაოდ დიდ მოცულობას და ინტენსივობას მოითხოვს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია – ექიმის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება მშობლებს:
ვირუსის დროს თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. ექიმი ლელა ჯღამაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია ნებადართული ანტიბიოტიკის მიღება და რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღებამ.
„ანტიბიოტიკს პროფილაქტიკის მიზნით აძლევენ, ბავშვებს რომ არ შეხვდეთ ვირუსი. საკუთარ შვილებს მიაქანებთ უფსრკულისკენ. მათ აღარ აქვთ რეზისტენტობა, იმუნური სისტემა აქვთ დაქვეითებული“ – ამბობს ექიმი.
საქართელოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ქვეყანაში ახლა ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულრიებს.
როგორც ექიმი ლელა ჯღამაძე ამბობს, ვირუსებთან ბრძოლისას ანტიბიოტიკების თვითნებურად ან პროფილაქტიკის მიზნით მიღება დაუშვებელია.
შესაბამისად ისმის კითხვა, როდის არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება?
„ბინძურდება სისხლი, ილექება ღვიძლში და იწყება ათასი გართულება. დღესდღეისობით საქართველოში ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტია“ – განაცხადა ლელა ჯღამაძემ.
რა არის ამის მიზეზი?
როგორც ექიმი ამბობს, არამიზნობრივად მიღებულ ანტიბიოტიკს კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება შეუძლია. ამასთანავე ორგანიზმი ხდება იმუნორეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ.
„როდესაც ვირუსულ მდგომარეობაში აძლევთ ანტიბიოტიკს, არ ხდება დაავადების მორჩენა, გადავადება ხდება. იმ მომენტში კლავს სიმტომებს და ორჯერ უარესი ემართებათ“ – ამბობს ექიმი.
თვის განმავლობაშ რამდჯერ შეიძლება ბავშვი ერთი და იგივე ვირუსით გახდეს ავად?
დარგის სპეციალისტების თქმით, ანტიბიოტიკების თვითნებური მიღების ნაცვლად პაციენტმა სისხლის საერთო და C რეაქტიულ ცილაზე ანალიზი უნდა ჩაიტაროს.
რა არის ბრძოლის საუკეთესო მეთოდი?
კვებას, ვიტამინებსა და სიმპტომურ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს
„სიცხის დამწევი საშუალება როდესაც იწყებს მოქმედებას, სიცხე ებრძვის ვირუსს. სიცხეს ვწევთ დაბლა და გამოდის, რომ ვირუსი იწყებს ორგანიზმში გაბოგინებას“ – აღნიშნა ექიმმა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ქართულ რეალობაში ახალი ტერმინი „ტრიბლდემია“ დამკვიდრდა, ის ერთდროულად სამი ვირუსის – გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას გულისხმობს. პრევენციის საუკეთესო მეთოდი არა ანტიობიოტიკური მკურნალობა, არამედ შესაბამისი ვაქცინის გაკეთებაა…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შეშუპება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომია და ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის მისაღწევად.
რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის შეშუპება:
გულის უკმარისობა – მდგომარეობაა, როდესაც გული საკმარისად ძლიერად ვერ ტუმბოს სისხლს. ეს მდგომარეობა იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპების წარმოქმნას. გულის უკმარისობის მქონე ადამიანებში შეშუპება ჩნდება ფეხებში, ტერფებსა და მუცელში. გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებისას ფილტვებში ხდება სითხის დაგროვება, რაც იწვევს ქოშინს.
თირკმელების დაავადებები – თირკმელები ფილტრავენ ორგანიზმიდან ჭარბ სითხესა და ნარჩენ პროდუქტებს. მათი გამოიყოფა ხდება შარდით. თირკმელების ფუნქციის დარღვევა იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპებას. თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ შეშუპება ფეხებსა და ტერფებში. გარდა ამისა, თვალების ირგვლივ შეშუპება, რომელიც ხილული ხდება დილით, ასევე თირკმელების პრობლემების სიმპტომია.
ღვიძლის დაავადებები – ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებაში. ღვიძლის დაავადებები, განსაკუთრებით ციროზი, იწვევს ღვიძლის ამ ფუნქციის დაქვეითებას და ორგანიზმში სითხის დაგროვებას. ღვიძლის დაავადებების გამო შეშუპება ჩნდება ფეხებსა და მუცელში, ასციტი.
ლიმფედემა – ლიმფედემა არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც ლიმფური სითხე გროვდება სხეულში ლიმფური სისტემის ბლოკირების ან დაზიანების შედეგად. ლიმფური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის და სითხის ბალანსის შენარჩუნებაში. ლიმფედემა ვლინდება ხელების ან ფეხების შეშუპებით. ეს მდგომარეობა ვითარდება ნფექციების ან ლიმფური სისტემის თანდაყოლილი დარღვევების გამო. ლიმფედემის მართვა ხდება ისეთი მეთოდებით, როგორიცაა კომპრესიული თერაპია, ლიმფოდრენაჟული მასაჟი და ვარჯიში.
ორსულობა – ორსულობის დროს ორგანიზმში სითხის შეკავება იზრდება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში. ორსულობის დროს შეშუპება ყველაზე ხშირად უვნებელია და თავისთავად გადის დაბადების შემდეგ. თუმცა, უეცარი და ძლიერი შეშუპება შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობების ნიშანი, განსაკუთრებით პრეეკლამფსიის, ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
ჰიპოთირეოზი – ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ეს ანელებს ორგანიზმში მეტაბოლურ სიჩქარეს, რაც იწვევს სითხის დაგროვებას და შეშუპებას. ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებში შეშუპება ჩნდება სახეზე, ხელებსა და ფეხებზე. ჰიპოთირეოზის მკურნალობა ჩვეულებრივ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებით.
მედიკამენტები – ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპებას. განსაკუთრებით მაღალი წნევის მედიკამენტები, სტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და დიაბეტის ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს შეშუპებას, როგორც გვერდითი მოვლენა. მედიკამენტებით გამოწვეული შეშუპება ხშირად კონტროლდება მედიკამენტის შეცვლით ან დოზის კორექტირებით.
სხეულის შეშუპება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომია და ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.
სწორი დიაგნოზი და მკურნალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს შეშუპების მართვასა და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
თუ შეშუპების სიმპტომები დიდხანს გრძელდება ან მძიმეა, სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება, როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.“ – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში და მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.
„ბავშვს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
ბავშვობა არ არის სცენა.
ბავშვი არ არის ბრენდი.
ბავშვი არ არის კონტენტი. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.
ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“.
ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი,უმნიშვნელო ემოცია (თუმცა არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია) რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რა არის იაპონური სიარული?
ტერმინი „იაპონური სიარული“ ეფუძნება 2007 წლის კვლევის, 246 იაპონელი მონაწილე ჩაერთო. ვარჯიშის არსი ინტერვალურ სიარულშია:
30 წუთი ინტენსიური სიარული – 3 წუთი ნელი სიარული
სიხშირე: კვირაში 4-ჯერ
ყველა ტაიმერის გამოყენება არ სურს, შეუძლია პრაქტიკა მუსიკით: ერთი სიმღერა – სწრაფი ტემპი, შემდეგი – ნელი, და ასე 30 წუთის განმავლობაში.
რა სარგებელი აქვს იაპონურ სიარულს?
1. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
ექსპერტების ექსპერტები, ინტერვალური სიარული აუმჯობესებს: აერობულ შესაძლებლობებს;
არტერიულ წნევას;
ბალანსის გამძლეობას;
გულის და ფილტვების ფუნქციონირებას.
ვარჯიში ასევე იზრდება VO₂maxs, რაც ყველაზე ნაკლებია გულ-სისხლძარღვთა შორის და ყველა მიზეზით სიკვდილიანობის რისკს.
2. შედარებით განრისკს
დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ იაპონური სიარული:
დაბალი დეპრესიის მაჩვენებელი 50%-ით;
განვითარებული განვითარების რისკს 20%-ით;
დადებითად მოქმედებს დაბერების პროცესზე;
ეს მეთოდის აძლიერებს და ზრდის მის ელასტიურობას, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ხელს უწყობს აცილებას.
3. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს
ვარჯიშის ინტერვალური სტილი, ტემპზე და სუნთქვაზე კონცენტრაცია მოქმედებს როგორც მედიტაცია:
დაბალი სტრესს;
აუმჯობესებს ჯანმრთელობას;
დაბალი დეპრესიის სიმპტომებს;
მაღალი დონისას და კოგნიტურ ფუნქციებს.
იაპონური სიარული მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია ვარჯიშია, რომელიც ინტენსივობისა და დასვენების მონაცვლეობით მთლიანს აძლიერებს. მხოლოდ ფიზიკურ ფორმას აუმჯობესებს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კიბოს თითოეულ ტიპს აქვს გარკვეული, საკუთარი სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების გამოვლენა შეიძლება უკვე დაავადების გვიან სტადიაზე მიუთითებდეს, ისინი არ უნდა იყოს იგნორირებული და მნიშვნელოვანია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შანსებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ათასობით ადამიანი პანკრეასის კიბოს ზოგიერთ ნიშანს არასწორად აღიქვამს და მას განიხილავს, როგორც ჯანმრთელობის ზოგად პრობლემებად. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კიბოს ეს ტიპი საკმაოდ აგრესიულია და შეიძლება ძალიან სწრაფად წაართვას ადამიანს სიცოცხლე – ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება დიაგნოზის დასმიდან სამი თვის განმავლობაში.
პანკრეასის ქირურგიის კონსულტანტი, დოქტორი ნევილ მენეზემი, ასახელებს რიგ სიმპტომებს, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული და მათი გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ზოგიერთ გავრცელებულ პათოლოგიას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ ისინი ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ისინი არ უნდა მივაწეროთ დაღლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებს ან არასრულფასოვან კვებას. გავრცელებული გამაფრთხილებელი ნიშნებია: მუცლის ან ზურგის მიდამოს მუდმივი ტკივილი, რომელიც არ ქრება ან არ მსუბუქდება მედიკამენტების მიღების შემდეგ. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi