შაბათი, მაისი 2, 2026

პირველი ფიტნეს აკადემიის გვერდზე გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ქართული ეროვნული რეესტრის შესახებ, რა ფუნქციას ასრულებს ეს რეესტრი და რა ბენიფიტები აქვს მას

#post_seo_title

პირველი ფიტნეს აკადემიის გვერდზე გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ქართული ეროვნული რეესტრის შესახებ

ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი

ვალიტა მოგესალმებით.   

პირველი ფიტნეს აკადემიის გვერდზე გამოჩნდა ახალი ინფორმაცია ქართული ეროვნული რეესტრის შესახებ, რა ფუნქციას ასრულებს ეს რეესტრი და რა ბენიფიტები აქვს მას ?

მოგესალმებით. დიახ,შეიქმნა სერტიფიცირებულ ფიტნესმწვრთნელთა ქართულ-ევროპული რეესტრი.

ეს იყო FFA და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინიციატივა.

რეესტრი პირველ რიგში გააუმჯობესებს და გაადვილებს დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესს.

ასევე მწვრთნელი, რომელიც შეტანილი იქნება ამ რეესტრში, ადასტურებს, რომ მან გაიარა აკრედიტებული  პროფესიული მომზადების ან გადამზადების  კურსი, და ის  შეესაბამება სწავლების ხარისხით იმ კვალიფიკაციის დონეს, რომელიც მიენიჭა კურსის დამთავრების შემდეგ.

ეს შეიძლება იყოს ეროვნული ან ევროპული აკრედიტაციის მქონე აკადემია.

-იმ აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომელსაც არ აქვთ ეროვნული ან ევროპული აკრედიტაცია, შეძლებენ ამ რეესტრში დარეგისტრირებას?

არა, ემ რესსტრში მხოლოდ ეროვნული ან ევროპული აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატით დარეგისტრირება თავად კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

-რას ფიქრობთ, ეს შეცვლის ამ სფეროში ახლანდელ სიტუაციას?

კი, ეს კარგი შესაძლებლობაა პროფესიულ განათლებაში ფიტნესის მიმართულებით ხარისხის ამაღლებისთვის.

ჩვენმა აკადემიამ პირველმა შემოიტანა საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები საქართველოში ამ დარგში და ასევე პირველმა მოიპოვა ეროვნული და ევროპული სერტიფიკატების გაცემის უფლება.

სხვა აკადემიები არ თვლიდნენ საჭიროდ, ამ გზით წასულიყვნენ.

მაგრამ, კონკურენტულმა გარემომ არ დაუტოვა სხვა გამოსავალი და მიხვდნენ, რომ, თუ არ გაივლიან ამ გზას, კონკურენცია გაუჭირდებათ. იგივე უნდა მოხდეს დანარჩენ ფიტნეს აკადემიებშიც. პრეცენდენტი უკვე გვაქვს, ახლა უნდა შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია, რაც ძალიან უჭირს ჩვენს ბიზნეს.

მაგრამ ეს მაინც მოხდება ადრე თუ გვიან.

დარჩებიან მხოლოდ ის აკადემიები, რომელებიც შეძლებენ ეროვნული ან ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით სწავლების უზრუნველყოფას.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ISO 15189 რატომ საჭიროა ეს სტანდარტი საქართველოში

ISO 15189 სტანდარტი — ლაბორატორიის ხარისხის საერთაშორისო დონე
ISO 15189 სტანდარტი — ლაბორატორიის ხარისხის საერთაშორისო დონე

ISO 15189 – რატომ გახდა ეს სტანდარტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ლაბორატორიებისთვის?

„ISO 15189 არ არის მხოლოდ სტანდარტი — ეს არის უსაფრთხოების, სიზუსტისა და ხარისხის ფილოსოფია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა ლაბორატორიამ შეძლოს მუშაობა იმავე დონეზე, რასაც მსოფლიოს წამყვანი დაწესებულებები ასრულებენ.“
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD

ლაბორატორიული მედიცინა დღეს წარმოადგენს დიაგნოსტიკისა და კლინიკური გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს.
მცირე შეცდომამაც კი, მაგალითად პრეანალიტიკურ ანალიტიკურ პროცესებში, შეიძლება შეცვალოს პაციენტის მართვის გეგმა. ISO 15189:2022 სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ გაჩნდა. ამ სტანდარტმა უდიდესი როლი შეასრულა ლაბორატორიული ხარისხის, სიზუსტისა და უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ISO 15189 უზრუნველყოფს იმ პროცესების სტანდარტიზაციას, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამსახურისთვის.

საქართველოში ISO 15189-ის პოპულარიზაციას, განათლებასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამი პლატფორმა:

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან ISO 15189-ის სერტიფიცირების ორგანოები და შესაბამისად არ გასცემენ ISO სერთიფიკატს.
საერთაშორისო წესების მიხედვით, სერტიფიცირების ორგანო არ უნდა აწარმოებდეს კონსულტირებას, ამიტომ ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია მხოლოდ მომზადებაზე, ტრენინგზე, ხარისხის სისტემების განვითარებასა და ISO 15189-ის სტანდარტის პოპულარიზაციაზე. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, რომ ლაბორატორიებს შევუქმნათ რეალური, ფუნქციური და მდგრადი სისტემები.

რას მოიცავს ISO 15189-ის სტანდარტზე მომზადება?

ISO 15189-ის დანერგვა მოითხოვს სამართლიანად დაგეგმილ ნაბიჯებს, რათა ლაბორატორიის ყველა პროცესი იყოს გამართული და სტანდარტიზებული.
ამიტომ პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

  • ხარისხის მართვის სისტემის (QMS) სრული არქიტექტურა
  • SOP-ების, ფორმებისა და ჟურნალების სტანდარტიზაცია
  • Flowchart-ებისა და პროცესების რუკების შექმნა
  • პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების ოპტიმიზაცია
  • რისკების შეფასება, პრიორიტეტიზაცია და CAPA სისტემის დანერგვა
  • QC/MU/Westgard სტატისტიკური მოდელების გამოყენება
  • შიდა აუდიტის სისტემის განვითარება და პერიოდული მონიტორინგი
  • Simulation Audit – ISO-ს მოდელირებული შეფასება
  • პერსონალის ტრენინგი და კომპეტენციის შეფასება Sheni Academy-ს მეშვეობით

ამრიგად, ლაბორატორია იღებს არა მხოლოდ დოკუმენტების პაკეტს, არამედ რეალურ, პროცესებზე დაფუძნებულ სამუშაო ფილოსოფიას,
რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს.

ISO 15189-ის პაკეტები

1) Diagnostic Check-Up

ლაბორატორიის ISO 15189-ის შესაბამისობის საწყისი დიაგნოსტიკა: შიდა აუდიტი, დოკუმენტაციის შეფასება, პროცესების ანალიზი,
რისკების მატრიცა და გაუმჯობესების რეკომენდაციები.
ამასთანავე, ქლინიკა იღებს მკაფიო რუკას – სად არის ახლა და საით უნდა იმოძრაოს.

2) Documentation Master Pack

ISO 15189-ისთვის საჭირო დოკუმენტაციის სრული სტრუქტურირება: SOP-ები, ფორმები, Flowchart-ები, Risk Register,
ვერსიის კონტროლის სისტემა.
გარდა ამისა, დოკუმენტები მორგებულია კონკრეტული ლაბორატორიის პროფილსა და საჭიროებებზე.

3) Competence & Training Suite

ლაბორატორიის გუნდის უნარების გაძლიერება: ISO მოთხოვნები, შიდა აუდიტი, QC/MU/Westgard, CAPA/RCA, უსაფრთხოება და
კომპეტენციის შეფასება.
ასევე, სასწავლო მოდულები ხელმისაწვდომია Sheni Academy-ში.

4) Full ISO Acceleration Program

ISO 15189:2022-ის სრული მომზადება: დოკუმენტაციის გამართვა, შიდა აუდიტები, რისკების მართვა, CAPA პროცესები,
PT/QC სისტემების გაუმჯობესება, ტრენინგები და Simulation Audit.
საბოლოოდ, ლაბორატორია იღებს სრული შესაბამისობისთვის საჭირო სტრუქტურას.

5) Mini ISO Pack

პატარა და ამბულატორიული ლაბორატორიებისთვის: შიდა აუდიტი, 25 ძირითადი SOP, QC/PT ფორმები, რისკების მატრიცა და
ორი სამიზნე ტრენინგი.
ამასთანავე, ეს პაკეტი იდეალურია ISO-სკენ პირველი ნაბიჯისთვის.

6) Corporate ISO Program

მრავალფილიალიანი კლინიკებისთვის: ერთიანი დოკუმენტაცია, ცენტრალიზებული QC/PT, CAPA მართვა და
რეგულარული შიდა აუდიტები.
შედეგად, ყველა ფილიალი მუშაობს ერთნაირი ხარისხის სტანდარტით.

რატომ არის ISO 15189 ასეთი მნიშვნელოვანი?

  • უზრუნველყოფს ანალიზის მაქსიმალურ სიზუსტეს;
  • ზრდის პაციენტის უსაფრთხოებას;
  • სტანდარტიზაციას ახდენს ყველა პროცესს;
  • ზრდის ექიმების გადაწყვეტილებების სიზუსტეს;
  • აუმჯობესებს ლაბორატორიის პროფესიულ რეპუტაციას;
  • ქმნის გამართულ, სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო სისტემას.

გთხოვთ შეავსოთ ISO 15189 საჭიროებების კითხვარი: 👉 ISO 15189 Laboratory Needs Survey

Dr Malkhaz Babuashvili

ISO 15189 ლაბორატორიის მუშაობას აძლევს სტრუქტურას, სიზუსტეს და უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო სტანდარტები გადავაქციოთ ყოველდღიურ პრაქტიკად, რათა თითოეული ლაბორატორია მუშაობდეს პროგნოზირებად, გამართულ და ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში. ISO მომზადება მხოლოდ დოკუმენტაცია კი არა — სისტემური კულტურის შექმნაა.– მალეხაზ ბაბუაშვილი, ISO პროგრამის კოორდინატორი, Accreditation Canada Georgia Office.

როგორ დავიწყოთ?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური ISO 15189 შეთავაზება:
Email: info@accreditation.ge
Survey: ISO 15189 Laboratory Needs Survey

📌 ფასები ინდივიდუალურია და გაიცემა მოთხოვნის საფუძველზე.

რომელი ვირუსი ცირკულირებს საქართველოში – მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს.

„ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი კვლევით დადგინდა ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ამცირებს ვარჯიში კიბოს რისკს

განსხვავება კარდიო და აერობული ვარჯიშებს შორის
#post_seo_title

თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს მეტაბოლური ცვლილება, რომელიც როგორც ჩანს, კუნთის უჯრედებს მეტ საწვავს აძლევს, ხოლო კიბოს უჯრედებს ზრდისთვის საჭირო ენერგიას აკლებს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ძუძუს კიბოს ან მელანომა სიმსივნეების მქონე თაგვების მეტაბოლური რეაქციები შეისწავლა; თაგვები ჯგუფებად დაყვეს მათი კვების რაციონის და ვარჯიშის დონის მიხედვით.

გუნდმა მოლეკულური მარკერები გამოიყენა იმის დასადგენად, თუ სად მეტაბოლიზდებოდა გლუკოზა თაგვებში. ასე დაადგინეს, რომ აქტიური ცხოველები ეფექტიანად ახდენდნენ ენერგიის გადამისამართებას, კიბოს უჯრედებს საწვავს ართმევდნენ და კუნთებთან მიჰქონდათ.

ოთხი კვირის შემდეგ, მაღალცხიმიან რაციონზე მყოფ თაგვებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, მნიშვნელოვნად პატარა სიმსივნეები ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ასეთივე რაციონზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ იყვნენ აქტიურები.

„მსუქან თაგვებს, რომლებიც სიმსივნის შეყვანის შემდეგ ოთხი კვირის განმავლობაში დარბოდნენ ბორბალზე, კიბოს ზომა თითქმის 60 პროცენტით შეუმცირდათ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის ექიმი-მეცნიერი ბრუკს ლეიტნერი.

ჯგუფმა ასევე გამოავლინა მეტაბოლიზმთან დაკავშირებული 417 სხვადასხვა გენი, რომლებიც სხვადასხვაგვარად გამოიხატებოდნენ აქტიურ და უმოძრაო, მაგრამ გამხდარ თაგვებში.

ერთად აღებული, ეს მოლეკულური ცვლილებები აჩვენებდა, რომ სიმსივნეები გადადიოდა მაღალი სტრესის, თვითგადარჩენის რეჟიმში.

თაგვების სიმსივნეებში ვარჯიშმა განსაკუთრებით შეამცირა ცილა, სახელად mTOR, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი ზრდა; ამ აღმოჩენამ შეიძლება გზა გაუხსნას ახალ პრეპარატთა კვლევა-ძიებას.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ გლუკოზა ვარჯიშის კიბოს დამთრგუნველი ეფექტების მთავარი მეტაბოლური მედიატორია.

თუმცა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მეტაბოლური კავშირი და ვარჯიშის უნარი, შეამციროს კიბოს ზრდა — შეიძლება დამოკიდებული იყოს ვარჯიშის ხანგრძლივობაზე.

კიბო, თავის მრავალი სხვადასხვა ფორმით, არის კომპლექსური დაავადება; სიმსივნეების ზრდასა და გაჩენაში ჩართულია მრავალი მექანიზმი. პაციენტები კიბოს მხოლოდ სპორტდარბაზში სიარულით ვერ აიცილებენ თავიდან.

თუმცა, ფიზიკური აქტივობა შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ამ დაავადების პრევენციის შანსის მაქსიმალურად გასაზრდელად. ამ კვლევაში ასევე დადგინდა, რომ მსუქან თაგვებს, რომლებიც კიბოს ჩანერგვამდე ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ, უფრო მცირე სიმსივნეები განუვითარდათ, ვიდრე უმოძრაო თაგვებს.

„მონაცემები წარმოაჩენს ვარჯიშის მეტაბოლური ეფექტების ნიუანსურ, სისტემური ხედვის მნიშნვნელობას კიბოში“, — წერენ მკვლევრები. განაგრძე კითხვა

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავეს
#post_seo_title

„გამოძახების მოტივი – მუცლის ტკივილი. შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის 0532 ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. საცხოვრებელ კორპუსთან მისულ ბრიგადის წევრებს ხმაური შემოესმათ, პაციენტის ოჯახის წევრები პანიკაში იყვნენ. მათი გადმოცემით, პაციენტი მთელი დღის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს, მოგვიანებით დაკარგა გონება და ბრიგადის მისვლისას პულსი არ აღენიშნებოდა.

ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის გამოყენება, სასუნთქი სისტემის მართვა ტრაქეის ინტუბაცია და მედიკამენტური დახმარება, რის შედეგად გულისცემა აღდგა და პაციენტი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ექიმი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასწრაფოს მანქანაში არსებულ CPR ტუმბოს, რომელიც მისი თქმით, რთულ შემთხვევებში რეალური მხარდაჭერაა და ბრიგადის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ექიმის თინა თათარიშვილის თქმით, პაციენტის სრულყოფილ და წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ბრიგადის უმცროს ექიმს – დავით მიქაბერიძეს და ბრიგადის მძღოლს- ნუგზარ ღვინიაშვილს. თინა თათარიშვილი 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, რაც შეეხება 0532-ის ბრიგადას, ისინი უკვე მეორე წელია ერთად მუშაობენ. როგორც თინა ექიმი ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთით ძალიან ვამაყობთ“.
გვეამაყება ექიმი, თინა თათარიშვილი
უმცროსი ექიმი დავით მიქაბერიძე
მძღოლი ნუგზარ ღვინიაშვილი“- წერს სოციალურ ქსელში „ფეისბუკ“ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ტოვებს თუ არა იმუნიტეტს, „ღორის გრიპი“?

აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა
#post_seo_title

„ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა – ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია“,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, გადატანის შემდეგ გრიპი ტოვებს იმუნიტეტს.

„ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება

რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უანგარო დონაციის ხელშეწყობაზე, რაც ევროდირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისხლის პროდუქტების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას.

რეფორმის სრულყოფის მიზნით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც ჰემატოლოგები, სისხლის ბანკებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, თავიანთ წინადადებებსა და რეკომენდაციებს წარადგენენ.

წარმოდგენილი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, სისხლის უსაფრთხო პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები, ინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სისტემა, განისაზღვრება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ტრანსფუზიოლოგიის სექტორის ხარისხობრივ განვითარებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა – სუნთქვის რიტმით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი სიზუსტით შეიძლება

სუნთქვა-ადამიანის იდენტიფიცირება
#post_seo_title

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სუნთქვის რიტმი იმდენად უნიკალურია, რომ მისი გამოყენებით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი სიზუსტით შეიძლება.

შესაბამისი კვლევა ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ წინაშე იდგა მთავარი კითხვა– თუ ყოველი ადამიანის ტვინი უნიკალურია, აისახება თუ არა ეს სუნთქვის თავისებურებებზე?პასუხის გასაცემად მეცნიერებმა შექმნეს პორტატიული მოწყობილობა – ინსტრუმენტი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა ცხვირში ჰაერის ნაკადების მოძრაობას.

ეს მოწყობილობა 100-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენა.

მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანების გარჩევა სუნთქვის რიტმის მიხედვით შესაძლებელია თითქმის 100%-იანი სიზუსტით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სუნთქვის განსხვავებული პათერნები დაკავშირებულია ძილისა და გაღვიძების ციკლებთან, დეპრესიის სიმპტომებთან და სხეულის მასის ინდექსთან.

„ინტუიციურად გვგონია, რომ დეპრესიის ან შფოთვის დონე განსაზღვრავს, როგორ ვსუნთქავთ. მაგრამ ყველაფერი შეიძლება პირიქით იყოს – იქნებ სწორედ სუნთქვა იწვევს შფოთვას ან დეპრესიას? თუ ასეა, მაშინ შეგვეძლო სუნთქვის შეცვლით ამ მდგომარეობების მართვა“, – აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ნოამ სობელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

BBC-ის სკანდალური გამოძიება: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) – ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია

BBC-ის სკანდალური გამოძიება: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) - ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია
#post_seo_title

14 ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა სპერმის დონორი, რომლის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში), დონორის სპერმამ მუტაცია განიცადა და მასში კიბოს კოდი აღმოჩნდა – ბავშვთა დიდ ნაწილს კიბოს გენი აღმოაჩნდა,  ნაწილი კი უკვე გარდაცვლილია

როგორც გამოძიებაში მონაწილე BBC იუწყება, ამ ბავშვების ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მხოლოდ მცირე რაოდენობა, ვინც მუტაცია მემკვიდრეობით მიიღო, გადაურჩება კიბოს მძიმე დიაგნოზს. დანიის ევროპის სპერმის ბანკმა, რომელმაც სპერმა გაყიდა, დაზარალებულ ოჯახებს “ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა და აღიარა, რომ სპერმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ძალიან ბევრი ბავშვის მამობისთვის გამოიყენეს, რაც BBC-ის სტატიაშია ასახული.

აღნიშნული სპერმა ანონიმური მამაკაცისგან იყო, რომელსაც სტუდენტობისას დონაციისთვის ანაზღაურებას 2005 წლიდან უხდიდნენ და შემდეგ ქალები დაახლოებით 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ. მამაკაცმა დონორის სკრინინგის ტესტები ჩააბარა, მაგრამ მის ზოგიერთ უჯრედში დნმ-მა დაბადებამდე მუტაცია განიცადა.
“ამან გამოიწვია TP53 გენის დაზიანება, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების კიბოს განვითარების თავიდან აცილებაში.

დონორის სხეულის უმეტესი ნაწილი არ შეიცავს TP53-ის საშიშ ფორმას, მაგრამ მისი სპერმის 20%-მდე შეიცავს. თუმცა, დაზიანებული სპერმიდან დაბადებულ ბავშვებს ეს მუტაცია სხეულის ყველა უჯრედში ექნებათ. ეს ცნობილია როგორც ლი ფრაუმენის სინდრომი და მას თან ახლავს კიბოს განვითარების 90%-იანი შანსი, განსაკუთრებით ბავშვობაში, და ძუძუს კიბოს განვითარების მოგვიანებით ასაკში“, – იტყობინება BBC.

“ეს საშინელი დიაგნოზია. ძალიან რთული დიაგნოზია ოჯახისთვის, არსებობს ამ რისკით ცხოვრების მთელი ცხოვრების ტვირთი“, – თქვა კლერ ტერნბულმა, ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის კიბოს გენეტიკოსმა.

ქვეყნები, სადაც აღნიშნული სპერმა გამოიყენეს, რუკის მიხედვით:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ – „ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტკივილგამაყუჩებლებზე“

#post_seo_title

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტკივილგამაყუჩებლებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

ექიმი საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნული პოსტი რამდენჯერმე, ყურადღებით წაიკითხონ – „ყურადსაღები და მნიშვნელოვანი პოსტი ტკივილგამაყუჩებლებზე

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყურადსაღები და მნიშვნელოვანი პოსტი ტკივილგამაყუჩებლებზე

არ არის ზერელე ინფორმაცია, შესაბამისად ყურადღებით რამდენჯერმე წაიკითხეთ და ყველას გაუზიარეთ!
ამ პოსტში აქცენტს გავაკეთებ არა-ოპიოიდურ ანალგეტიკებზე.
ტკივილგამაყუჩებლები დავყოთ სამ ჯგუფად:
1. პარაცეტამოლი
2. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი/ვოლტარენი, კეტოპროფენი, კეტოროლაკი, ტორადოლი, ნიმესილი, დექსალგინი, ნაპროქსენი, არკოქსია, ცელებრექსი, მელოქსიკამი, პიროქსიკამი)
3. მეტამიზოლი (ანალგინი, ნოვალგინი, ბარალგინი, სპაზმალგონი)
პარაცეტამოლს (1) და მეტამიზოლს (3) აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტები.
თუმცა არცერთს არ აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ორივე ეფექტურია თავის, კუნთების, მუცლის და შინაგანი ორგანოების ტკივილისას, თუმცა მეტამიზოლი ბევრად ძლიერია, ვიდრე პარაცეტამოლი.

მეტამიზოლს (3) აქვს დამატებითი სპაზმოლიტური მოქმედება შინაგან ორგანოებზე, რაც კარგია სპაზმების დროს (კოლიკები, კენჭების გავლა, მუცლის მოვლითი ტკივილი), მაგრამ
ნაკლებად კარგი დაბალი წნევის შემთხვევაში!
არასტეროიდებს (2) აქვს სამგვარი თვისება:
 ტკივილგამაყუჩებელი  ანთებისსაწინააღმდეგო
 სიცხის დამწევი

მათი მიღება, ლოგიკურია, ყველაზე ჭკვიანურია ანთებითი ტკივილის დროს (კბილის, სახარების, რევმატოიდული დაავადებების დროს)
ისინი ასევე ათხელებენ სისხლს და ზრდიან შესაბამისად სისხლდენის რისკს, განსაკუთრებით ასპირინი და ნაპროქსენი და განსაკუთრებულად განსაკუთრებით კომბინაციაში სხვა სისხლის გამათხელებლებთან (პლავიქსი, ქსარელტო, ჰეპარინები)

ზოგადად, არასტეროიდების მიღება ასოცირდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანებასთან, ხანდახან სისხლდენებთან და ექსტრემალურ სიტუაციებში პერფორაციასთან.
წყლულის წარმოქმნის რისკი იზრდება 5-ჯერ.
შესაბამისად თუ ხდება მათი ხანგრძლივი მიღება, უნდა დაიცვათ კუჭი პრაზოლებით (ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი)!!!

ზემოთ ხსენებული რისკი იზრდება 10-15ჯერ, თუ არასტეროიდებს ვიღებთ კორტიკოსტეროიდებთან – კორტიზონის პრეპარატებთან კომბინაციაში, მაგ. დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, მედროლი…
არასტეროიდებს აქვთ გამოხატული კარდიოტოქსიურობა!
მათი უკვე ერთკვირიანი მიღების შემდეგ ორმაგდება გულის ინფარქტის რისკი.
შესაბამისად ფრთხილად უნდა მოხდეს მათი მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პაციენტის ისტორიაში ან აწმყოში (არ ეხება ასპირინს).

კარდიოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება პარაცეტამოლი და მეტამიზოლი.
ასევე ოპიოიდები, ანუ მორფინის ჯგუფი. თუმცა მორფინი საქართველოში სამწუხაროდ მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებში გამოიყენება, ისიც ამპულის ფორმაში და პოლიციის ჩართულობით
არ შეიძლება არასტეროიდების მიღება ორსულობაში, კატეგორიულად იკრძალება ბოლო სამ თვეში- ტრიმესტრში.
ალტერნატივა არის პარაცეტამოლი და ასევე არაფარმაკოლოგიური მეთოდები.

ასპირინი არ შეიძლება 15 წლის ასაკამდე ბავშვებში.

ალტერნატივა არის პარაცეტამოლი და/ან იბუპროფენი.
პარაცეტამოლის ტოქსიკური დოზაა დღე-ღამეში 4 გრამი და მეტი, ანუ 8 აბი 500 მგ შემცველობით!!!!
ანალგინის ინექცია ძალიან საშიშია სახლის პირობებში, ვენაშიც და კუნთშიც! გთხოვთ, არადროს არ ჩაიდინოთ ეს შეცდომა!

კლინიკაშიც უნდა მოხდეს ანალგინის ვენაში შეყვანა მხოლოდ გაზავებული ფორმით, გადასხმით მინიმუმ 250 მლ ხსნარში, რომ არ მოხდეს შოკი!

იშვიათ შემთხვევებში ანალგინს ახასიათებს აგრანულოციტოზი, ანუ ლეიკოციტების საშიში დაქვეითება.
ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში არ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი ნემსები კუნთში, მითუმეტეს სახლის პირობებში. ეს არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ძალიან სარისკო.

ხოდა, ეგებ საქართველოც გადმოვიყვანოთ ამ მხრივ 21-ე საუკუნეში.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება საკმაოდ დიდ რისკებთან არის ასოცირებული და ცალკე ხელოვნებაა.

ის ფაქტი, რომ ისინი ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა, არ მეტყველებს არანაირად მათ უსაფრთხოებაზე.ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გისურვებთ!თქვენი ჰაუსი“,- წერს ლევან შელეგია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights