სამშაბათი, მაისი 5, 2026

რა მოქმედებს სპერმის ხარისხზე – სპერმის ხარისხზე მოქმედი 9 ფაქტორი

კვლევის შედეგები - შესაძლოა, ბავშვობის ტრავმა სპერმაზე აისახოს
#post_seo_title

მამაკაცის ორგანიზმში სპერმის გამომუშავება სქესობრივი მომწიფების შემდეგ იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე

სპერმატოგენეზის სრული ციკლი საშუალოდ დაახლოებით 70–75 დღეს მოიცავს, ხოლო ქალის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სპერმატოზოიდს განაყოფიერების უნარი დაახლოებით 48 საათის განმავლობაში უნარჩუნდება.

წარსულში, კერძოდ 1938–1970 წლებში, ნაყოფიერების მინიმალურ ზღვარად მილილიტრ ეაკულატში 40 მილიონი სპერმატოზოიდი მიიჩნეოდა. მოგვიანებით, 1990 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს მაჩვენებელი 20 მილიონამდე შეამცირა. თუმცა თანამედროვე მედიცინაში სპეციალისტები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას არა რაოდენობაზე, არამედ სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

ჯანმოს მიხედვით, ნორმალური სპერმის ძირითადი პარამეტრები ასეთია: სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ერთ მილილიტრ ეაკულატში არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 20 მილიონს, ეაკულატის მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 2 მილილიტრი, ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობა – არანაკლებ 50%, ნორმალური მორფოლოგიის მქონე უჯრედები – მინიმუმ 30%, ხოლო მოძრაობის უნარი უნდა ჰქონდეს სპერმატოზოიდების ნახევარზე მეტს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწრაფად მოძრავი უნდა იყოს.

მამაკაცებისთვის არსებობს როგორც დამაიმედებელი, ისე არასასიამოვნო ინფორმაცია. ერთის მხრივ, სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს თითქმის ყველაფერი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. მეორეს მხრივ კი, მდგომარეობის გამოსწორება უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.

ქალის კვერცხუჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბადებამდე ყალიბდება, სპერმატოზოიდები მუდმივად განახლდება. მრავალი მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ ცხოვრების წესის შეცვლა თუნდაც რამდენიმე თვით საკმარისია ფერტილობის გასაუმჯობესებლად.

სპერმის ხარისხზე მოქმედი ძირითადი 9 ფაქტორი:

1. ქიმიური ნივთიერებები – ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკული საშუალებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სპერმატოზოიდებს. მაგალითად, მარიხუანას, კოკაინისა და ჰეროინის მოხმარებამ შესაძლოა სპერმის კონცენტრაცია თითქმის ორჯერ შეამციროს, ხოლო ხანგრძლივმა გამოყენებამ უნაყოფობამდეც კი მიიყვანოს. ანაბოლური სტეროიდები ასევე ამცირებს სპერმატოზოიდების მოძრაობასა და სიცოცხლისუნარიანობას.

2. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – მსგავსი დაავადებები ხშირად უშვილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. მაგალითად, ქლამიდიოზმა შესაძლოა ჩასახვის შანსი მნიშვნელოვნად შეამციროს. პრობლემა ისაა, რომ მამაკაცებში ეს ინფექციები ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ რეგულარული სამედიცინო შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

3. გარემო და ეკოლოგია – ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯერ კიდევ კვლევის საგანია. გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებულ გარემოში სპერმატოზოიდების მოძრაობა შესაძლოა შენელდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ცვლილებები კრიტიკულად არ მიიჩნევა.

4. გადახურება – მაღალი ტემპერატურა შეიძლება უარყოფითად აისახოს სპერმის ხარისხზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადახურება ხანგრძლივია. რისკის შემცველია მჭიდრო საცვლების ტარება, ნოუთბუქის მუხლებზე ხანგრძლივად გამოყენება, დიდი დროის განმავლობაში ჯდომა და ისეთი სამუშაო, რომელიც მუდმივ სიცხეს უკავშირდება.

6. ინტელექტუალური განვითარება – ზოგიერთი კვლევის თანახმად, ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა უკეთეს სპერმის პარამეტრებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

6. კვება – ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, განსაკუთრებით თუთიის, C, B12 და E ვიტამინების ნაკლებობა, სპერმატოზოიდების აქტიურობას ამცირებს.

7. ჭარბი წონა – ამ საკითხზე მეცნიერებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ჭარბი წონა ზრდის სპერმატოზოიდების ანომალიების რაოდენობას, ხოლო სხვა კვლევების მიხედვით, კონცენტრაცია და მოძრაობა მნიშვნელოვნად არ იცვლება.

8. ფიზიკური ტრავმები – გარკვეული სპორტული აქტივობები, მაგალითად ველოსპორტი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სათესლე ჯირკვლების ხშირ მიკროტრავმებთან, რაც სპერმატოზოიდების მოძრაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

9. მობილური ტელეფონები – კვლევებმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობა. სპეციალისტები მამაკაცებს ურჩევენ, ტელეფონი შარვლის წინა ჯიბეში არ ატარონ და ხშირად გამოიყენონ უსადენო ყურსასმენები.

შედეგად, მამაკაცებისთვის ყველაზე ეფექტური რეკომენდაციაა ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა. სუფთა ჰაერი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება და გარემოს შეცვლა, თუნდაც რამდენიმე კვირით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც საერთო ჯანმრთელობას, ისე რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებას.

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის უძილობა და რა იწვევს მას? – 4 ეფექტიანი გზა უძილობასთან გასამკლავებლად

შფოთვა, უძილობა ან მეხსირების პრობლემები
#post_seo_title

ბოლო პერიოდში უძილობას სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის, რაც ხშირად სტრესითა და ცხოვრების სწრაფი ტემპით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს უძილობის (ინსომნიის) გარკვეული ფორმა აქვს, 20-30%-ს კი ძილის დარღვევები პერიოდულად ახსენებს თავს.

სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ, მიმოვიხილავთ უძილობის გამომწვევ მიზეზებსა და მათთან გამკლავების გზებს.

რა არის უძილობა და რა იწვევს მას?
უძილობა შეიძლება დროებითი პრობლემა იყოს, რომელმაც თავი ცხოვრების სტრესულ პერიოდებში იჩინოს ან იყოს ქრონიკული და გაგრძელდეს კვირებისა და თვეების განმავლობაში. ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება:

 დაძინების სირთულე – ამ შემთხვევაში ჩასაძინებლად ჩვეულებრივზე მეტი დრო გჭირდებათ, რადგან ვერ ახერხებთ მოსვენებასა და გონების გათიშვას.

● ხშირი გაღვიძებები – ღამის განმავლობაში რამდენჯერმე იღვიძებთ უმიზეზოდ ან უმნიშვნელო ხმაურზე, რაც ძილის უწყვეტობას არღვევს.

 ძალიან ადრე გაღვიძება – დილაობით საჭიროზე ადრე გეღვიძებათ და ვეღარ ახერხებთ ხელახლა ჩაძინებას.

● ზედაპირული ძილი – ძილი იმდენად ზედაპირულია, რომ გაღვიძების შემდეგ ვერ გრძნობთ თავს გამოძინებულად და დასვენებულად.

ამ სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მნიშვნელოვნად ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, კონკრეტულად, ქვეითდება ენერგია და ფოკუსირების უნარი, ირღვევა ემოციური სტაბილურობა და იზრდება ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი.

რაც შეეხება უძილობის გამომწვევ ფაქტორებს, მათ შორის ყველაზე ხშირია:

● სტრესი და შფოთვა – გადაღლილი გონება ვერ მშვიდდება და ძილის რეჟიმი ირღვევა.

● არაჯანსაღი ჩვევები – არარეგულარული ძილის გრაფიკი, ღამისთევა, მძიმე საკვები მიღება ძილის წინ და სხვა.

● გარემო ფაქტორები – ხმაური, სინათლე, არაკომფორტული ტემპერატურა.

● ტექნიკის ჭარბად გამოყენება – ტელეფონისა და კომპიუტერის გამოსხივება აფერხებს მელატონინის გამოყოფას.

● სამედიცინო მდგომარეობები და მედიკამენტები – როგორებიცაა ჰორმონალური დისბალანსი და ტკივილი. ძილის დარღვევებს ზოგჯერ გარკვეული მედიკამენტებიც იწვევს.

რატომ არის უძილობა საზიანო?
ძილის დროს ორგანიზმი რეგენერაციის ფაზას გადის – თავის ტვინი ახდენს ინფორმაციის დამუშავებას, ჰორმონები რეგულირდება, იმუნური სისტემა ძლიერდება და, ზოგადად, მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ბიოქიმიური პროცესი. შესაბამისად, ძილის დარღვევები იწვევს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ფუნქციების დაქვეითებას. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა:

● იმუნიტეტის დაქვეითება – ძილში აქტიურდება იმუნური უჯრედების რეგენერაცია. როდესაც საკმარისად არ გძინავთ, იმუნიტეტი სუსტდება, რაც არა მხოლოდ ვირუსებთან ბრძოლას ართულებს, არამედ ზრდის ანთებითი პროცესების ალბათობასაც.

● გულისა და სისხლძარღვების პრობლემები – ქრონიკული უძილობა დაკავშირებულია სისხლის წნევის მატებასთან, გულის რიტმის დარღვევებთან და სისხლძარღვების გამძლეობის შემცირებასთან. ღრმა ძილის ფაზაში ხდება გულის და არტერიების დატვირთვის შემცირება, ამიტომ მისი დეფიციტი გულის ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

● დეპრესია და შფოთვა – უძილობის დროს რთულდება ემოციების კონტროლი და სტრესთან გამკლავება. ორგანიზმში იმატებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონე, რაც კიდევ უფრო აუარესებს განწყობას და ქმნის მძიმე ემოციურ ფონს.

● კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება – ძილის დარღვევების დროს თავს იჩენს ყურადღების დეფიციტი, რთულდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ინფორმაციის დამუშავება. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ქრონიკული უძილობა მეხსიერების გაუარესებასაც იწვევს.

4 ეფექტიანი გზა უძილობასთან გასამკლავებლად

უძილობასთან ბრძოლა შეიძლება ადვილი არ იყოს, თუმცა სწორი მიდგომით ხარისხიანი ძილის აღდგენა შესაძლებელია. ქვემოთ წარმოდგენილია ოთხი სტრატეგია, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ.

დაიცავით ძილის ჰიგიენა – ძილის ჰიგიენა გულისხმობს კონკრეტულ ჩვევებსა და რუტინებს, რომლებიც ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას და ხარისხიან ძილს. მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას. შეზღუდეთ კოფეინის მიღება საღამოს საათებში, ასევე არ მიიღოთ მძიმე საკვები ძილის წინ.
გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკები– დაძინებამდე, სასურველია, ნერვული სისტემა მშვიდ ფაზაში გადაიყვანოთ. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას, მსუბუქ გაწელვებს, ასევე, მიიღოთ თბილი შხაპი.

შექმენით იდეალური გარემო ძილისთვის – ჩააბნელეთ ოთახი, რადგან სიბნელე ხელს უწყობს ძილის ჰორმონის – მელატონინის გამოყოფას. ასევე, შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ხმაური, ოთახში კი შეეცადეთ შეინარჩუნოთ 18–20°C ტემპერატურა.

საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს – სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა ძილის პრობლემები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ამჩნევთ ყურადღების უნარისა და ენერგიის დაქვეითებას, ძლიერ შფოთვასა და დეპრესიის ნიშნებს. სპეციალისტის დახმარებით შეძლებთ პრობლემის დროულად იდენტიფიცირებას და მკურნალობას, რაც უფრო სწრაფად დაგიბრუნებთ ჯანსაღ ძილს, შესაბამისად, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

დაბოლოს, თუ გადაწყვეტთ დამხმარე საშუალების გამოყენებას, გირჩევთ წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია მედიკამენტზე. ერთ-ერთი უსაფრთხო და სანდო საშუალებაა მელაქსენ B, რომელიც დაგეხმარებათ ცირკადული რითმის მოწესრიგებასა და ძილისა და სიფხიზლის ფაზების დარეგულირებაში. პრეპარატზე მეტის გასაგებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მშობლებსისთვის სასარგებლო რჩევები – “როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვა”

„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
#post_seo_title

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

„როგორც ექიმი-პედიატრი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, რამდენად ფაქიზი და მოწყვლადია ბავშვის ფსიქიკა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება – როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.

ბავშვს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები.

განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

ბავშვობა არ არის სცენა.

ბავშვი არ არის ბრენდი.

ბავშვი არ არის კონტენტი.

თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.

სივრცე და ემოციური კეთილდღეობა. ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“. ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი, უმნიშვნელო ემოცია(თუმცა არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია)რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე – D ვიტამინის გადაჭარბება იწვევს თირკმელებში კენჭების გაჩენას, ეს არის დანაშაული“ – ზაზა თელია

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში - შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია - ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს“-ზაზა თელია
#post_seo_title

“D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას,სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას. D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის ორ წლამდე ასაკი, როცა ხდება რაქიტის პროფილაქტიკა“, – ამის შესახებ ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში, „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.

თელია ამბობს, რომ „განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს“:

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით 20 ნანოგრამია. ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს.

მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითაც 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული.

გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 % იღებს D ვიტამინს. პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში, თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო. პაციენტი ჩემგან რომ მოდის, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს”, – ამბობს თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას

სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას
#post_seo_title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას.

მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც, დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

კვლევები, 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუდომენტე, ასევე – სხვა მოწვეული სტუმრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დნმ-ის კვლევით დაადგინეს, რომელმა ცხოველმა გაავრცელა ადამიანებში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჭირი

დნმ-ის კვლევით დაადგინეს, რომელმა ცხოველმა გაავრცელა ადამიანებში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჭირი
#post_seo_title

ჭირი, რომელიც ევრაზიაში 2000 წლის განმავლობაში მძვინვარებდა, შუა საუკუნეების შავ ჭირამდე ათასწლეულებით ადრე — ამ დრომდე მხოლოდ ადამიანის ძვლების ნაშთებში იყო დაფიქსირებული. უკვე ათწლეულებია, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, როგორ გავრცელდა ბრინჯაოს ხანის ჭირი ასე ფართოდ. თუმცა, ახლახან დაადგინეს, სავარაუდოდ რომელი ცხოველი იყო მისი მატარებელი.

ახალ, ფართომასშტაბიან კვლევაში, მეცნიერები სწავლობენ დნმ-ის ნარჩენებს ბრინჯაოს ხანის მსხვილფეხა საქონლის, თხებისა და ცხვრების ძვლებსა და კბილებში. კვლევის მიზანია დადგინდეს, როგორ მიგრირებდნენ ეს ცხოველები ადამიანებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ნაყოფიერი ნახევარმთვარიდან ევრაზიის მასშტაბით.

ცხოველთა დნმ-ის ასეთი ძველი ნიმუშები არასოდესაა ბოლომდე ხელუხლებელი. როგორც წესი, ისინი საკმაოდ ფრაგმენტირებულია და ძლიერ არის დაბინძურებული იმ ორგანიზმთა ნარჩენებით, რომლებიც ცხოველის სხეულში ბინადრობდნენ როგორც მის სიცოცხლეში, ისე სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ.

„როდესაც უძველეს ნიმუშებში შინაური საქონლის დნმ დავტესტეთ, მივიღეთ დაბინძურების კომპლექსური გენეტიკური სოუსი. ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ცხოველის ნიმუშებიდან ძლიერი სიგნალის მისაღებად, მაგრამ ასევე გვაძლევს შანსს, მოვძებნოთ პათოგენები, რომლებიც აინფიცირებდა ნახირს და მათ მწყემსებს“, — ამბობს არკანზასის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტეილორ ჰერმესი.

რუსეთში, ურალის მთების სამხრეთში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ არკაიმში აღმოჩენილ 4000 წლის წინანდელ მოშინაურებული ცხვრის ნაშთებში, ჰერმესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ერთი პათოგენი, რომელმაც მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ცხვრის ერთ-ერთ კბილზე იპოვეს ჭირის ბაქტერია Yersinia pestis-ი — უძველესი შტამი, რომელსაც არ შეეძლო რწყილების ინფიცირება, როგორც ამას მოგვიანებით, შუა საუკუნეებში აკეთებდა.

იმის გამო, რომ Y. pestis-მა ბრინჯაოს ხანაში ჯერ არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა რწყილები, როგორც ვექტორი, არქეოლოგები ხშირად ფიქრობდნენ, თუ როგორ გავრცელდა ჭირი ასე ფართოდ ადამიანებში. ცნობილია, რომ ამ ინფექციამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით აღმოჩენილი მათი სხეულები დღემდე შეიცავს ჭირის იდენტური შტამის გენეტიკურ კვალს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ბაქტერიების გვიანდელი ბრინჯაოს ხანის შტოს მტკიცებულება ცხოველებში იპოვეს და წლის დასაწყისში, მკვლევრებმა აღმოჩენა არარეცენზირებულ პუბლიკაციაში აღწერეს. ამჯერად, პუბლიკაციამ რეცენზირება უკვე გაიარა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ გადაედო ეს ბაქტერია გარეული ცხოველისგან ევრაზიის ვრცელ სტეპებზე მობალახე შინაურ ცხვარს, რომელიც ამის გამო ცუდად არ გამხდარა, მაგრამ თავად გახდა ბაქტერიის მატარებელი და ის ნახირში და მწყემსებში გაავრცელა. თუმცა, მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანისგან ცხვარზე გადადების ალბათობასაც.

„ეს უბრალოდ ადამიანების გადაადგილებაზე მეტი უნდა ყოფილიყო. ჭირიანმა ცხვარმა საოცარ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. ახლა მას ვხედავთ, როგორც დინამიკას ხალხს, საქონელსა და ჯერ კიდევ გაურკვეველ მის „ბუნებრივ რეზერვუარს“ შორის, რომელიც შეიძლება იყოს ევრაზიის სტეპებში გავრცელებული მღრღნელები ან გადამფრენი ფრინველები“, — ამბობს ჰერმესი.

უძველესი პათოგენების დნმ-ის კვალის პოვნა რთულია. ადამიანები ცხოველებს ადამიანებივით არ მარხავენ და ამიტომ, როგორც წესი, მათი ნარჩენები კარგად შემონახული არ არის.

შინაურ ცხოველთა მრავალი ეგზემპლარი, რომლებსაც არქეოლოგები პოულობენ, სინამდვილეში, ადამიანთა სადილის ნარჩენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად მომზადებულია (ცეცხლი დანამდვილებით შლის დნმ-ს).

„ამას გარდა, ადამიანები თავს არიდებენ აშკარად ავადმყოფი ცხოველის ჭამას და შესაბამისად, ფაუნის კოლექცია ჯანმრთელი ცხოველებისკენ არის მიკერძოებული. ერთი ინფიცირებული ცხოველის შეჭმამაც კი შეიძლება მრავალი ადამიანი დააინფიციროს; ამ კონკრეტული ცხოველის პოვნისა და შემდგომში შესწავლის ალბათობა დაბალია“, — წერენ მკვლევრები. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის – რა ითვლება ნამდვილად ცხელებად

ახალი კვლევა, გაფრთხილება: ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით
#post_seo_title

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის. ამის შესახებ გადაცემაში „დიდი შესვენება“ ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე საურობს.

37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად“, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის სტუმარი“ ინფექციონისტმა, რევაზ ნაჭყებიამ განაცხადა.

ექიმი ამბობს, რომ ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი:

„37°C გრადუსი ტემპერატურა ცხელება და სიცხე არ არის, არც 37.1 და არც 37.2 არ ითვლება ცხელებად. ნამდვილად ცხელებად ითვლება 38°C და მეტი. შესაძლოა 37.3-დან 38 ცხელებად აღვიქვათ, მაგრამ თუ ტემპერატურის შესაბამისი სიმპტომები არ ახლავს თან, ეს საშიში არ არის. თუ სხვა სიმპტომები არ გაქვთ, მაშინ შეგვიძლია სხეულის ასეთი ტემპერატურა ფიზიოლოგიურად მივიჩნიოთ. თუ სხვა სიმპტომები არ აქვს, მაშინ შეგვიძლია ბავშვი სკოლაში გავუშვათ“, – ამბობს რევაზ ნაჭყებია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა
#post_seo_title

სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება.

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი – „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი – „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან – მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება – კვლევა

კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
ფოტო: NASA

დედამიწის ბირთვში მიმდინარე ცვლილებებმა დღე-ღამის ხანგრძლივობაზე შეიძლება იმოქმედოს, – ნათქვამია შვეიცარიელი სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტაბილური ჩანს, სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დედამიწა ტრიალებს ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი მოძრაობა ყოველთვის არ ჯდება 24 საათში. დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში შეიმჩნევა.

დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება ასევე შეუძლია იქონიოს ყინულის დნობამ და წყლის მოცულობის ცვლილებამ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი იმისთვის, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობის რყევების უფრო ზუსტი ანალიზი მოახდინონ. ამისთვის მათ გამოიყენეს ნეიროქსელები და მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომლებიც სპეციალური კვლევების შედეგად იყო მიღებული. ასევე, გამოყენებული იყო მონაცემები მზის დაბნელების შესახებ, რომლებიც აძლევს მეცნიერებს საშუალებას დააკვირდნენ პლანეტის ბრუნვის ცვლილებებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს

გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ ყოველწლიურად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის გადახედვა და განახლება, რათა მისი შემადგენლობა შეესაბამებოდეს ვირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამებს.

ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის რეკომენდაციას უწევს შემდეგ რისკ-ჯგუფებს:
– ჯანდაცვის სპეციალისტები
– 65+ ასაკის ასაკოვანი პირები
– ორსულები
– 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები
– ქრონიკული დაავადების მქონე პირები
აცრა ვაქცინაციის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებათა სია ▶ https://ncdc.ge/…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights