პარასკევი, მაისი 1, 2026

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში
#post_seo_title

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს იმ დანამატებზე, რომლებიც შესაძლოა, ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გახდეს. ამავდროულად, ის ასახელებს 5 მთავარ ნივთიერებას, რომელთა ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:

– თუ ბავშვები სისტემატურად მოიხმარენ კონკრეტული დანამატების შემცველ პროდუქტებს, ნომრებად ჩამოვთვლი: E102, E104, E110, E122, E124, E129 – ეს პროდუქტები განსაკუთრებით ნატრიუმის ბენზოატთან კომბინაციაში, რომელიც E211 გახლავთ, გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ბავშვებს მეტად ახალისებს, ჰიპერაქტიურები იყვნენ და ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი ჰქონდეთ. არის თუ არა ეს დანამატები ამ მდგომარეობის კონკრეტული მიზეზი? მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, ასეთი კატეგორიული მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ, შეგვიძლია, ეს დანამატები ერთ-ერთ ბრალდებულ ფაქტორად ჩავთვალოთ? კვლევის ავტორები თვლიან, რომ დიახ. დღემდე ამ დანამატებზე ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობთ, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში.

თუ რომელიმე პროდუქტზე სამზე მეტი დანამატია მითითებული და სხვადასხვა რიცხვით გამოყოფილი ნივთიერების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, აუცილებლად დავფიქრდეთ – ვუყიდოთ ჩვენს შვილებს ეს პროდუქტი? ჩავრთოთ მათ კვების რაციონში? 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ჰიპერაქტივობის, ყურადღების დეფიციტის პრობლემა აქვთ, უცნაურია, მაგრამ რამდენიმე საერთო ტენდენცია უნდა გავიხსენოთ. ეს ტენდენცია წყლის მოხმარებას უკავშირდება. კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი წყლით საკმარისად მომარაგებული არ არის. პრობლემა ქცევით თავისებურებას, ბავშვების არჩევანს უკავშირდება, სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზი განსხვავებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ეს ოჯახებმა უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია წონასთან დაკავშირებითაა გასათვალისწინებელი. ბავშვების არც თუ ისე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკვების მრავალფეროვნების მიმართ ან კონკრეტული საკვების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება შეიძლება, ორივე უკიდურესობის წინაპირობა გახდეს – როდესაც ბავშვი წონაში იმატებს და ჭარბი წონა აქვს ან პირიქით, არასაკმარისად იღებს საკვებ ნივთიერებებს და ასაკთან შესაბამისობაში, წონის ნაკლებობა აქვს. ამდენად, მეორე ტენდენცია, რომელსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, ეს გახლავთ წონა.

მესამე ტენდენცია მონოტონური, ერთგვაროვანი, გარკვეულ პროდუქტებზე ორიენტირებული არჩევანია – ბავშვებს რაღაც მოსწონთ, რაღაც ურჩევნიათ, რაღაც მიუღებელია და ეს შეიძლება, ფერს, სუნს, მრავალ ფაქტორს უკავშირდებოდეს. გეტყვით, რომ წყალი ყოველთვის მწვანე ჭრილში წარმოვიდგინოთ იმ პირველი ტენდენციის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ. ტკბილეული, რომელიც დადგენილია, რომ ძალიან ხშირად ბავშვებს უეცრად დიდი რაოდენობით ენერგიით უზრუნველყოფს, ცელქობენ, თავდაყირა დგებიან, ასეთ შემთხვევაში, ტკბილი პროდუქტები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როდესაც კოფეინშემცველ პროდუქტებზე ვსაუბრობთ.

მიუხედავად მონოტონურობისა, მიუხედავად წონასთან დაკავშირებული რისკებისა, მიუხედავად წყლისა და საკვები ნივთიერების მოხმარებისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს 5 ფერი, სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტებიდან და 5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:

ეს გახლავთ ომეგა 3-ის ნაკლებობა, D3 ვიტამინის ნაკლებობა, მაგნიუმის ნაკლებობა, რკინისა და თუთიის ნაკლებობა. ამ 5 ელემენტის კონტროლი, ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან ერთად, ძალიან დაგვეხმარება, რომ მაქსიმალურად კარგად შევინარჩუნოთ ჩვენი შვილების ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა და მათი სოციალური კეთილდღეობა უზრუნველვყოთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ასოების ხელით წერა კითხვის სასწავლად საუკეთესო ტექნიკაა – კვლევა, ჩაატარეს ექსპერიმენტი

ასოების ხელით წერა კითხვის სასწავლად საუკეთესო ტექნიკაა - კვლევა, ჩაატარეს ექსპერიმენტი
#post_seo_title

ხელით წერა ადამიანებს გარკვეული უნარების ბევრად უფრო სწრაფად და უკეთესად დაუფლებაში ეხმარება, ვიდრე იგივე მასალის ბეჭდვისა და ვიდეოების ყურების საშუალებით შესწავლა.

რეპმა და წამყვანმა ავტორმა რობერტ უაილიმ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორმა, რომელიც ამჟამად გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მოსწავლეთა სამ ჯგუფად დაყოფილ 42 ადამიანს არაბული ანბანი ასწავლეს: მწერლებს, მბეჭდავებსა და ვიდეოს მაყურებლებს.

ასოებს ყველა ერთდროულად სწავლობდა ვიდეოების ყურებისას, სადაც ისინი იწერებოდა და ხმოვანდებოდა. თითოეულ ასოსთან გაცნობის შემდეგ სამი ჯგუფის წევრებს დანახულისა და მოსმენილის სწავლა სხვადასხვა გზებით უნდა ეცადათ. ვიდეოს ჯგუფს ეკრანზე ასოს აჩვენებდნენ და უნდა ეთქვათ, იყო თუ არა ის წინათ დანახულის ანალოგიური. მბეჭდავებს იგი კლავიატურაზე უნდა ეპოვათ, ხოლო მწერლებს იგი კალმით ფურცელზე უნდა გადმოეტანათ.

საბოლოოდ, 6 ასეთი სესიის შემდეგ, ყველას შეეძლო ასოთა ამოცნობა და შეცდომათა რაოდენობაც მცირე იყო, მაგრამ მწერალთა ჯგუფმა გაწაფულობის ამ დონეს სხვა ჯგუფებზე ადრე მიაღწია, რამდენიმე მათგანმა — მხოლოდ ორ სესიაში.

შემდეგ მკვლევრებმა გადაწყვიტეს განესაზღვრათ, რამდენად შეეძლოთ ჯგუფებს ამ ახალი ცოდნის განზოგადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ცნობდა ასოებს, მაგრამ ნამდვილად შეეძლო თუ არა რომელიმეს მათი პროფესიონალურად გამოყენება წერის, ახალი სიტყვების მართლწერისა და უცხო სიტყვების ამოკითხვასთან მიმართებაში?

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს მწერალთა ჯგუფს უკეთესად გამოსდიოდა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს“ – შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს –

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე
#post_seo_title

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.

ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს – რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში “დღის პოსტი” იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:

– ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.

ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.

ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.

ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.

ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.

იხილეთ გადაცემა ვრცლად:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რის მიხედვითაც განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მორიგ ჯერზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა.

„2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორშიც იგივე შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს.

ამ თვალსაზრისით, წლიდან-წლამდე გაუმჯობესებები, რომელსაც ეს პროგრამა განიცდის, საბოლოო ჯამში ქმნის დიდი სურათს, რომლის მთავარი დადასტურება, რომ ეს არის პოზიტიური დინამიკის მქონე სისტემა, არის ის, რაც მაგალითად დღეს გამოქვეყნდა. ეს არის მართლაც ფუნდამენტურად სწორად განვითარებული ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც წინ წარმატებები და გამარჯვებები აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს.

ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.

ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის ხანგრძლივობა (50% წონა) და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (50%
წონა).

განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).

გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გამწესდა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.

მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ებრძვის დაბერებულ უჯრედებს – დაბერების საწინააღმდეგო ვაქცინას მალე ადამიანებზეც გამოცდიან

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Immorta Bio-მ ახალი ტიპის ვაქცინა, სახელწოდებით SenoVax, შეიმუშავა, რომელიც მიზანში იღებს დაბერებულ უჯრედებს.

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბიოტექნოლოგიური კომპანია Immorta Bio-ს მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, SenoVax, რომელიც ებრძვის დაბერებულ უჯრედებს.

სწორედ ეს უჯრედები აფერხებენ ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას უწყობენ ხელს. როგორც Longevity Technology წერს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში პრეპარატის მიღების შემდეგ მღრღნელებს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაეზარდათ და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები შემცირდა.

მკვლევართა განცხადებით, მათი მიდგომა განსხვავდება ტრადიციული ანტიასაკობრივი სტრატეგიებისგან. ვაქცინა იმუნურ სისტემას „ასწავლის“, ამოიცნოს და გაანადგუროს ის უჯრედები, რომლებმაც აღდგენის უნარი დაკარგეს. ასაკის მატებასთან ერთად ასეთი უჯრედები გროვდება, აზიანებს ირგვლივ არსებულ ქსოვილებს და ქრონიკული ანთების წყაროდ იქცევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი მოცილება ორგანიზმის გამძლეობას გააძლიერებს და მძიმე დაავადებების რისკს შეამცირებს.

თუმცა, მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ამ ეტაპზე კვლევები მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული და ჯანმრთელ ადამიანებში პრეპარატის გამოყენება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

ექსპერიმენტებში მონაწილე მღრღნელებს სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივდათ, მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა. კიბოს მოდელებში სიმსივნეების ზრდა შენელდა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში დაავადებამ უკუსვლაც განიცადა. ექსპერტების შეფასებით, ეს შედეგები სწორედ ძველი უჯრედების ორგანიზმიდან მოცილებას უკავშირდება, რომლებიც სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობენ.

ამ დროისთვის მეცნიერებმა უკვე წარადგინეს განაცხადები ადამიანებზე კლინიკური კვლევების დასაწყებად. პირველ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მიიღებენ. სპეციალისტების აზრით, პრეპარატმა უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტუროს, მაგრამ მისი გამოყენება თავდაპირველად მხოლოდ მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო სფეროში მოხდება, ხოლო გაახალგაზრდავების მიზნით გამოყენება ჯერ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება განხილვის საგნად.

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე – სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით

განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე - სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით
#post_seo_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი სასანია და ირინა წაქაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე – სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური პროგრამების განვითარებაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?

ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?
#post_seo_title

შემიძლია თუ არა გავზარდოთ დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?

ფიტნეს ინსტრუქტორი და საქართველოში პირველი ფიტნეს აკადემიის დამაარსებელი ვალიტა გორელჩანიკი

ვალიტა, მოგესალმებით.

-ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?

-მოგესალმებით. კი, ასეთი კითხვებით ჩემთანაც მოდიან. მოდით, ჯერ გავერკვეთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს დუნდულა კუნთი და რომელ მოძრაობებშია ასრულებს აგონისტის ფუნქციას.

დუნდულა კუნთი ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი კუნთია და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი გაზრდა. დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: ბარძაყის განზიდვა, ბარძაყის შიდა და გარე როტაცია, ბარძაყის გაშლა, მონაწილეობენ სხეულის სტაბილიზაციაში და სიარულის პროცესში. ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რომელი მოძრაობების შესრულების დროს მუშაობენ პრიორიტეტულათ დიდი, მცირე და საშუალო დუნდულა კუნთები.

ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრეთ სეგმენტური ჰიპერტროფიის შესახებ, რომელიც მიიღწევა იზოლირებული ვარჯიშებით და მიზნობრივი კუნთების მაქსიმალური ჩართვით. არა ერთი რანდიმიზირებული კვლევა ჩატარდა ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე ავტორიტეტულმა მეცნიერმა დაადასტურა სეგმენტური ჰიპერტროფიის არსებობა (ბრედ შოენფელდი, კრის ბირდსლი და ასე შემდეგ).

ვარჯიშების შერჩევისას აქცენტი დუნდულა კუნთებზე უნდა გაკეთდეს ისე, რომ ფეხის კუნთები მინიმალურად დაიტვირთოს.  თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთების, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებენ სინერგისტების და აგონისტების ფუნქციას, ზოგ მოძრაობაში საერთოდ არ გაიზრდებიან. ჩვენ აქ შედარებით ეფექტზე ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, თუ შევასრულებთ იმ საბაზისო მოძრაობებს, რომელშიც აგონისტი ასევე იქნება ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირის კუნთები, ფეხს უფრო საგრძნობლად გავზრდით.

კონსენსუსი: თუ ადამიანს არ სურს ფეხის კუნთების გაზრდა, მას შეუძლია დატვირთოს დუნდულა კუნთი ისე, რომ ფეხის კუნთების ჩართულობა შეამციროს. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ… თუ ადამიანი ახლა იწყებს ვარჯიშს, მხოლოდ იზოლირებული, მიზნობრივი კუნთების დატვირთვის შემთხვევაში ეფექტი უფრო პროლონგირებული იქნება, რადგან დიდი კუნთი საკმაოდ დიდ მოცულობას და ინტენსივობას მოითხოვს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ექიმის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება მშობლებს – “საკუთარ შვილებს მიაქანებთ უფსკრულისკენ – კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება შეუძლია“

ექიმის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება მშობლებს -
#post_seo_title

“საკუთარ შვილებს მიაქანებთ უფსკრულისკენ… მლანძღავდნენ, ეს უტვინო და რეგვენი ვინ არის, ღუპავს საზოგადოებასო”

ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია – ექიმის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება მშობლებს:

ვირუსის დროს თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. ექიმი ლელა ჯღამაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია ნებადართული ანტიბიოტიკის მიღება და რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღებამ.

„ანტიბიოტიკს პროფილაქტიკის მიზნით აძლევენ, ბავშვებს რომ არ შეხვდეთ ვირუსი. საკუთარ შვილებს მიაქანებთ უფსრკულისკენ. მათ აღარ აქვთ რეზისტენტობა, იმუნური სისტემა აქვთ დაქვეითებული“ – ამბობს ექიმი.

საქართელოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ქვეყანაში ახლა ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულრიებს.

როგორც ექიმი ლელა ჯღამაძე ამბობს, ვირუსებთან ბრძოლისას ანტიბიოტიკების თვითნებურად ან პროფილაქტიკის მიზნით მიღება დაუშვებელია.

შესაბამისად ისმის კითხვა, როდის არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება?

„ბინძურდება სისხლი, ილექება ღვიძლში და იწყება ათასი გართულება. დღესდღეისობით საქართველოში ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტია“ – განაცხადა ლელა ჯღამაძემ.

რა არის ამის მიზეზი?

როგორც ექიმი ამბობს, არამიზნობრივად მიღებულ ანტიბიოტიკს კუჭნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება შეუძლია. ამასთანავე ორგანიზმი ხდება  იმუნორეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ.

„როდესაც ვირუსულ მდგომარეობაში აძლევთ ანტიბიოტიკს, არ ხდება დაავადების მორჩენა, გადავადება ხდება. იმ მომენტში კლავს სიმტომებს და ორჯერ უარესი ემართებათ“ – ამბობს ექიმი.

თვის განმავლობაშ რამდჯერ შეიძლება ბავშვი ერთი და იგივე ვირუსით გახდეს ავად?

დარგის სპეციალისტების თქმით, ანტიბიოტიკების თვითნებური მიღების ნაცვლად პაციენტმა სისხლის საერთო და C რეაქტიულ ცილაზე ანალიზი უნდა ჩაიტაროს.

რა არის ბრძოლის საუკეთესო მეთოდი?

კვებას, ვიტამინებსა და სიმპტომურ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს

„სიცხის დამწევი საშუალება როდესაც იწყებს მოქმედებას, სიცხე ებრძვის ვირუსს. სიცხეს ვწევთ დაბლა და გამოდის, რომ ვირუსი იწყებს ორგანიზმში გაბოგინებას“ – აღნიშნა ექიმმა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ქართულ რეალობაში ახალი ტერმინი „ტრიბლდემია“ დამკვიდრდა, ის ერთდროულად სამი ვირუსის – გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას გულისხმობს. პრევენციის საუკეთესო მეთოდი არა ანტიობიოტიკური მკურნალობა, არამედ შესაბამისი ვაქცინის გაკეთებაა…

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის შეშუპება

რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?​
#post_seo_title

სხეულის შეშუპება, სამედიცინო თვალსაზრისით, არის მდგომარეობა, რომელიც ხდება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების შედეგად.შეშუპება ჩვეულებრივ შეინიშნება ხელებზე, ფეხებზე, და სახეზე. მაგრამ, ზოგჯერ ვითარდება სხეულის სხვა ნაწილებში.

შეშუპება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომია და ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის მისაღწევად.

რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის შეშუპება:

გულის უკმარისობა – მდგომარეობაა, როდესაც გული საკმარისად ძლიერად ვერ ტუმბოს სისხლს. ეს მდგომარეობა იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპების წარმოქმნას. გულის უკმარისობის მქონე ადამიანებში შეშუპება ჩნდება ფეხებში, ტერფებსა და მუცელში. გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებისას ფილტვებში ხდება სითხის დაგროვება, რაც იწვევს ქოშინს.

თირკმელების დაავადებები – თირკმელები ფილტრავენ ორგანიზმიდან ჭარბ სითხესა და ნარჩენ პროდუქტებს. მათი გამოიყოფა ხდება შარდით. თირკმელების ფუნქციის დარღვევა იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპებას. თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ შეშუპება ფეხებსა და ტერფებში. გარდა ამისა, თვალების ირგვლივ შეშუპება, რომელიც ხილული ხდება დილით, ასევე თირკმელების პრობლემების სიმპტომია.

ღვიძლის დაავადებები – ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებაში. ღვიძლის დაავადებები, განსაკუთრებით ციროზი, იწვევს ღვიძლის ამ ფუნქციის დაქვეითებას და ორგანიზმში სითხის დაგროვებას. ღვიძლის დაავადებების გამო შეშუპება ჩნდება ფეხებსა და მუცელში, ასციტი.

ლიმფედემა – ლიმფედემა არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როდესაც ლიმფური სითხე გროვდება სხეულში ლიმფური სისტემის ბლოკირების ან დაზიანების შედეგად. ლიმფური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის და სითხის ბალანსის შენარჩუნებაში. ლიმფედემა ვლინდება ხელების ან ფეხების შეშუპებით. ეს მდგომარეობა ვითარდება ნფექციების ან ლიმფური სისტემის თანდაყოლილი დარღვევების გამო. ლიმფედემის მართვა ხდება ისეთი მეთოდებით, როგორიცაა კომპრესიული თერაპია, ლიმფოდრენაჟული მასაჟი და ვარჯიში.

ორსულობა – ორსულობის დროს ორგანიზმში სითხის შეკავება იზრდება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში. ორსულობის დროს შეშუპება ყველაზე ხშირად უვნებელია და თავისთავად გადის დაბადების შემდეგ. თუმცა, უეცარი და ძლიერი შეშუპება შეიძლება იყოს სერიოზული მდგომარეობების ნიშანი, განსაკუთრებით პრეეკლამფსიის, ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

ჰიპოთირეოზი – ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ეს ანელებს ორგანიზმში მეტაბოლურ სიჩქარეს, რაც იწვევს სითხის დაგროვებას და შეშუპებას. ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებში შეშუპება ჩნდება სახეზე, ხელებსა და ფეხებზე. ჰიპოთირეოზის მკურნალობა ჩვეულებრივ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებით.

მედიკამენტები – ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და შეშუპებას. განსაკუთრებით მაღალი წნევის მედიკამენტები, სტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და დიაბეტის ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს შეშუპებას, როგორც გვერდითი მოვლენა. მედიკამენტებით გამოწვეული შეშუპება ხშირად კონტროლდება მედიკამენტის შეცვლით ან დოზის კორექტირებით.

სხეულის შეშუპება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სიმპტომია და ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.

სწორი დიაგნოზი და მკურნალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს შეშუპების მართვასა და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თუ შეშუპების სიმპტომები დიდხანს გრძელდება ან მძიმეა, სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პედიატრი მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს – როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება…

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები
#post_seo_title

„როგორც ექიმი-პედიატრი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, რამდენად ფაქიზი და მოწყვლადია ბავშვის ფსიქიკა.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება, როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.“ – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში და მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ბავშვს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
ბავშვობა არ არის სცენა.
ბავშვი არ არის ბრენდი.
ბავშვი არ არის კონტენტი. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.
ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“.

ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი,უმნიშვნელო ემოცია (თუმცა არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია) რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights