შაბათი, მაისი 9, 2026

იცოდი რომ პანკრეატიტის დროს ტკივილი იმდენად ძლიერი და გამანადგურებელია, რომ ადამიანს „კეცავს“ და ხშირად სარტყლისებურად გადაეცემა ზურგში

ისტორიული მიღწევა – მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შექმნეს თერაპია, შეძლეს ფუნქციური პანკრეასის აღდგენა და სისხლში შაქრის ნორმალიზება
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი პანკრეატიტზე საუბრობს

იცოდი რომ პანკრეატიტის დროს ტკივილი იმდენად ძლიერი და გამანადგურებელია, რომ ადამიანს „კეცავს“ და ხშირად სარტყლისებურად გადაეცემა ზურგში. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როცა პანკრეასი საკუთარ თავს უტევს.
პანკრეასს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:
ჰორმონები:
ინსულინის გამომუშავება (სისხლში შაქრის რეგულაცია)
ფერმენტები:
  • საჭმლის მომნელებელი წვენების წარმოება
  • (ლიპაზა, ამილაზა, ტრიპსინი),
  • რომლებიც საკვების დაშლას ემსახურება
ეს ფერმენტები იმდენად ძლიერია, რომ თეორიულად უმი ხორცის დაშლაც შეუძლიათ.
ამიტომ ნორმალურ პირობებში ისინი არააქტიურ მდგომარეობაში გადაადგილდებიან და მხოლოდ ნაწლავში აქტიურდებიან.
პანკრეატიტი ვითარდება მაშინ, როცა რაღაც იწვევს ამ ფერმენტების აქტივაციას პანკრეასიდან გამოსვლამდე.
ბლოკირება (კენჭები / ალკოჰოლი):
ნაღვლის ბუშტიდან წამოსული კენჭი შეიძლება ჩარჩეს სადინარში, ხოლო ალკოჰოლი აზიანებს პანკრეასის უჯრედებს შედეგად წვენი „იჭედება“.
ზეწოლის მატება იწვევს ფერმენტების გააქტიურებას პანკრეასის შიგნით.
ლიპაზა და ტრიპსინი, საკვების მონელების ნაცვლად, იწყებენ პანკრეასის საკუთარი ქსოვილის დაშლას.
ეს პროცესია პანკრეატიტი.
გამომწვევი მიზეზები
პანკრეატიტის შემთხვევების დაახლოებით 80% დაკავშირებულია: ნაღვლის ბუშტის კენჭებთან (სადინრის დახშობა). ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან
პანკრეატიტის ტკივილი მუდმივია და არ მცირდება პოზიციის შეცვლით.
თუ გაქვს:
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
  • ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა
  • გულისრევა და ღებინება
დაუყოვნებლივ მიმართე გადაუდებელ დახმარებას (სასწრაფოს).
პანკრეატიტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
სასურველი პროდუქტებია
  • მოხარშული/ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
  • უცხიმო ქათამი ან თევზი
  • ბრინჯი, შვრია
  • უცხიმო იოგურტი/კეფირი
  • ბანანი, გამომცხვარი ვაშლი
არასასურველი
  • ალკოჰოლი
  • ცხიმიანი და შემწვარი საკვები
  • ძეხვეული
  • ტკბილეული, გაზიანი სასმელები
  • ცხარე საკვები
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

აკადემიური სირთულეები ყოველთვის არ უკავშირდება ინტელექტის დაბალ დონეს ან გონებრივ ჩამორჩენას – რა არის მიზეზიბავშვი ჭკვიანია, მაგრამ ვერ სწავლობს

ეკრანები და მეტყველების შეფერხება
#post_seo_title

ხშირად ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში სწავლა უჭირთ, „ზარმაცებად“ ან „უპასუხისმგებლოებად“ მოიხსენიებენ, თუმცა ამ შეფასებების მიღმა ბევრად უფრო რთული რეალობა დგას.

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებში განმარტავს, რომ აკადემიური სირთულეები ყოველთვის არ უკავშირდება ინტელექტის დაბალ დონეს ან გონებრივ ჩამორჩენას. ხშირ შემთხვევაში მიზეზი ნეირობიოლოგიური თავისებურებებია, რომლებიც ბავშვის სწავლის პროცესზე ახდენს გავლენას.

არსებობს ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი, ნორმალურად ვითარდებიან, აზროვნებენ და მეტყველებენ, თუმცა სკოლაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგებს. ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ. დასწავლის სპეციფიკურ დარღვევებზე — მდგომარეობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოიკვეთა, როცა ფსიქოლოგებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი მოსწავლის აკადემიური პრობლემები ვერ აიხსნებოდა არც ინტელექტუალური დარღვევებით, არც ყურადღების დეფიციტით და არც სენსორული პრობლემებით.

დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ კითხვის, წერისა და მათემატიკის დაუფლება. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ტვინი ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს. ეს არ ნიშნავს დაზიანებას — უბრალოდ, ნეირობიოლოგიური ორგანიზება განსხვავებულია. განსხვავებულია ინფორმაციის აღქმის, დამუშავების, დამახსოვრებისა და გამოყენების გზებიც. სწორედ ამიტომ, სწავლების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც სკოლებში ფართოდ გამოიყენება, ხშირად არ არის მათთვის ეფექტური.

კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობები უმეტესად ნორმის ფარგლებშია ან მას აღემატება. როდესაც მათ სპეციალისტთა გუნდი აფასებს, სერიოზულ დარღვევებს ვერ პოულობენ, თუმცა მასწავლებლები და მშობლები მაინც აკადემიურ წარუმატებლობაზე ჩივიან. პრობლემა იმ ფსიქოლოგიურ პროცესებშია, რომლებიც სწავლისთვის აუცილებელი უნარების საფუძველს ქმნის.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საერთაშორისო კვლევების მიხედვით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოსწავლეთა დაახლოებით 5–10%-ს დასწავლის სპეციფიკური დარღვევები აქვს. სპეციალური განათლების პროგრამებში ჩართულ ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და დაახლოებით 40%-ს აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ სირთულეებს უფრო ხშირად ბიჭები აწყდებიან, ვიდრე გოგონები.

თუ ამ მონაცემებს საქართველოს მოსწავლეთა რაოდენობას შევადარებთ, ნათელი ხდება, რამდენად დიდი ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როცა სკოლის სტანდარტული პროგრამა მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემების დროული ამოცნობა და სწორად გაგება გადამწყვეტია. მშობლებს ხშირად უკვირთ, რატომ უჭირს ბავშვს კითხვა ან წერა, მაშინ როცა მანამდე კარგად ვითარდებოდა და მეტყველებდა. პასუხი კი ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ, მაგალითად, ვიზუალურ-სივრცითი ინფორმაციის დამუშავება სხვაგვარად მუშაობს, რაც სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.

ამ რეალობის გათვალისწინება აუცილებელია, რათა ბავშვებს სწავლის პროცესში რეალური მხარდაჭერა გაეწიოთ და მათ შესაძლებლობებს შესაბამისი გარემო შეექმნათ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე – როგორ მიჰყავს გინეკოლოგიურ პრობლემებამდე გოგონა ეკრანდამოკიდებულებას“ – თემურ მიქელაძე გვაფრთხილებს

#post_seo_title

როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე

პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე:

„სპეციალისტების შეფასებით, ეკრანებთან ჭარბი დროის გატარება საზიანოა როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება პრეპუბერტატულ ასაკში მყოფ გოგონებს სჭირდება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მომავალში გვყავდეს ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა და გაუმჯობესდეს შობადობის მაჩვენებელი, რასაც ცხოვრების წესი პირდაპირ უკავშირდება.

ეკრანზე დამოკიდებულება ზრდის ისეთი პრობლემების განვითარების ალბათობას, როგორიცაა მეტაბოლური დარღვევები, ჭარბი წონა და ნევროლოგიური გართულებები. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები გვიანობამდე იყენებენ ტელეფონსა თუ სხვა მოწყობილობებს, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ისვენებენ. გამოუძინებლობა კი იწვევს ნეიროენდოკრინულ ცვლილებებს, რაც საბოლოოდ სხვადასხვა გინეკოლოგიურ სირთულეში აისახება.

ექიმებს ხშირად მიმართავენ მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამო — ზოგ შემთხვევაში ციკლი მცირდება, ზოგჯერ კი პირიქით, უჩვეულოდ იწელება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 15 წლამდე ასაკში მენსტრუაცია ბუნებრივად შეიძლება არასტაბილური იყოს და ზოგჯერ რამდენიმე თვეში ერთხელაც კი გამოვლინდეს.

სპეციალისტების მთავარი რჩევა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დაბალანსებულ კვებას ეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 9-დან 15 წლამდე ასაკის გოგონები აქტიურ, ჯანსაღ რეჟიმში ცხოვრობდნენ. ეს ხელს შეუწყობს მათ სწორ განვითარებას, ჯანმრთელ რეპროდუქციულ ასაკამდე მისვლას და საბოლოოდ — ძლიერი და ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში – რა არის „კისრის კუზი“ და იკურნება თუ არა“

„უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში - რა არის „კისრის კუზი“ და იკურნება თუ არა“
#post_seo_title

რა არის და იკურნება თუ არა წარმონაქმნი კისერზე ანუ „კისრის კუზი“? ექიმი, თერაპევტი ზურაბ მიქელაძე კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ამ თემაზე საუბრობს:

„კისრის კუზი“ ეს არის ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის თავმოყრა კისრის არეში, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ქალებში მისი განვითარების მიზეზია: პოსტ მენოპაუზური პერიოდი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი და კისრის კიფოზი.

უმრავლეს შემთხვევაში ის არ იწვევს რაიმე ჯანმრთელობისთვის საშიშ ცვლილებებს, მაგრამ ქალებისთვის ეს ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემაა ვიზუალური თვალსაზრისიდან გამომდინარე. რაც შეეხება შეიძლება თუ არა მასაჟით ან ვარჯიშით აღნიშნული წარმონაქმნის მოშორება – რასაკვირველია არა, ეს შეუძლებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ პლასტიკური ოპერაციით მოიშოროთ აღნიშნული წარმონაქმნი კისრიდან, ის მაინც დროთა განმავლობაში კიდევ ერთხელ განვითარდება იმავე ადგილას“, – ამბობს ექიმი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას – ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს და სიმსივნის განვითარების რისკი იმატებს“ – ზაზა თელიას გაფრთხილება

„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ - ზაზა თელია
#post_seo_title

 ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე – “შილაკის” საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია.

პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.

ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება.

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი…

დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.

“ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან – ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.

თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება – პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.

ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში – ეს არის მეორე საკითხი.

ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,”- აცხადებს ზაზა თელია.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს – დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ.

“რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით – ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები – იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე – გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,”- დასძინა თელიამ.

ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით.

“თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში – დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,”-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი:

“რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა – უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი – მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,”-აცხადებს ზაზა თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!
#post_seo_title

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
საქართველო ოფიციალურად შეუერთდა იმ ქვეყნების მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ჯგუფს, რომლებმაც მალარიის სრულად აღმოფხვრა შეძლეს. ეს მხოლოდ ერთ დაავადებაზე გამარჯვება არ არის — ეს არის ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის, მრავალწლიანი პრევენციული მუშაობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასტური.
2025 წელი — დაავადებათა კონტროლის გლობალური გამარჯვებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელი დაავადებათა აღმოფხვრის მიმართულებით ისტორიული აღმოჩნდა. სხვადასხვა კონტინენტზე ქვეყნები აღწევენ იმას, რაც ათწლეულების წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა.
მთავარი მიღწევები
•მალდივები — პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია სამმაგ აღმოფხვრას: დედიდან შვილზე აივ-ის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის შეწყვეტას
•ბურუნდი, ეგვიპტე და ფიჯი — ტრაქომის აღმოფხვრა
•გვინეა და კენია — ძილის დაავადების აღმოფხვრა
•ნიგერი — პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მდინარის სიბრმავე აღმოფხვრა
•საქართველო, სურინამი და ტიმორ-ლესტე — მალარიისგან თავისუფალი ქვეყნების სტატუსი
•ბრაზილია — დედიდან შვილზე აივ-ის გადაცემის აღმოფხვრა
რატომ არის საქართველოს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
მალარია მხოლოდ ინფექციური დაავადება არ არის. მისი აღმოფხვრა ნიშნავს:
•ძლიერ ეპიდზედამხედველობას
•ეფექტიან პირველადი ჯანდაცვის სისტემას
•მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას
•საერთაშორისო თანამშრომლობას და WHO-ის რეკომენდაციების შესრულებას
საქართველოს მიერ მალარიის აღმოფხვრა ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა რეალურ შედეგს იძლევა — მცირე რესურსების მქონე ქვეყნებშიც კი.
ეს გამარჯვება რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას?
• დაავადებათა აღმოფხვრა შესაძლებელია
• პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტიანია, ვიდრე მკურნალობა
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში
• საერთაშორისო აღიარება მოდის შრომით, სისტემურობით და გამჭვირვალობით
მილოცვა საქართველოს!
ეს არის წარმატება ექიმების, ეპიდემიოლოგების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და თითოეული მოქალაქის, ვინც წლების განმავლობაში პრევენციულ ღონისძიებებს უჭერდა მხარს.
საქართველო დღეს მსოფლიო რუკაზეა როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა — და ეს მხოლოდ დასაწყისია.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
წყაროები
1. World Health Organization. Global report on neglected tropical diseases and elimination milestones. WHO; 2024. Available from: https://www.who.int
2. World Health Organization. Countries and territories certified malaria-free. WHO; 2025. Available from: https://www.who.int/…/countries-and-territories-certified…
3. World Health Organization. Triple elimination of mother-to-child transmission of HIV, syphilis and hepatitis B. WHO; 2023. Available from: https://www.who.int
4. World Health Organization. Elimination of human African trypanosomiasis and onchocerciasis. WHO; 2024. Available from: https://www.who.int
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „World Health Organization Victories for disease control Maldives achieved "triple elimination" of mother-to-child mother- transmission of HIV, syphilis and hepatitis B Niger became the first African country to eliminate river blindness Georgia, Suriname and Timor-Leste were certified malaria-free Brazil eliminated mother-to-child transmission of HIV Guinea and Kenya eliminated sleeping sleepingsickness sickness Burundi, Egypt and Fiji eliminated trachoma“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჰონკონგის გრიპი“ განსაკუთრებულად საშიში ვირუსია? – რას ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი?

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს «ჰონკონგის გრიპთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს უზიარებს

«ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი.
ეს არის A ტიპის გრიპის ერთ-ერთი შტამი (H3N2), რომელიც პირველად 1968 წელს გამოვლინდა ჰონკონგში — სწორედ ამიტომ მიიღო ეს სახელწოდება.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
«ჰონკონგის გრიპი“ არ არის განსხვავებული დაავადება,
არ იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას ვიდრე სხვა გრიპის შტამები
დღეს ის სეზონური გრიპის ჩვეულებრივი ნაწილია!!!! რა უნდა იცოდეთ მშობლებმა:
„ჰონკონგის გრიპი“ არის გრიპის A ტიპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შტამი (H3N2), რომელიც მრავალი წელია ცირკულირებს და ბავშვებში მიმდინარეობით არ განსხვავდება სხვა სეზონური გრიპისგან.აქვე აუცილებლად დაიმახსოვრეთ,რომ არ არის სწორი,როცდესაც ყველა ვირუსს გრიპს ეძახით,არსებობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციები:რინოვირუსი,ადენოვირუსი,კორონავირუსი,პარაგრიპი,RSV ვირუსი,გრიპის ვირუსი,ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს
ჰონკონგის გრიპის დროს სიმპტომები იგივეა, რაც ნებისმიერი გრიპის დროს:
ცხელება, სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი.
დასახელება შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დაავადება — არა.
კარგი ამბავიია ის,რომ
სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს ამ შტამისგანაც, ამიტომ ვაქცინირებული ბავშვები დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან,ხაზს ვუსვამ მძიმე მიმდინარეობას,რადგან ვირუსი შეიძლება აცრილებსაც შეხვდეთ!!!!
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს აქვს:
მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება ჯიუტად სიცხის დამწევს(თუმცა ესეც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის და ვირუსთან ბრძოლის საჭირო კომპონენტია)
სუნთქვის გაძნელება,ხმაურიანი სუნთქვა,სწრაფი სუნთქვა ან ქოშინი
ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები
ასაკი 3 წლამდეა ან აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება გახსოვდეთ
პანიკა ბავშვს არ შველის.
სიმშვიდე, დროული კონსულტაცია თქვენს პედიატრთან და სწორი მოვლა — ეს არის საუკეთესო დაცვა.
„ჰონკონგის გრიპი“ — ეს უბრალოდ სახელია.
ბავშვისთვის ის ისეთივე გრიპია, როგორიც სხვა სეზონური გრიპიგისურვებთ ურყევ ჯანმრთელობასP.S ღორის გრიპი (H1N1) და ჰონკონგის გრიპი (H3N2) ერთი და იგივე არ არის.
ორივე ეკუთვნის A ტიპის გრიპის ვირუსს, მაგრამ განსხვავებული ქვეტიპებია.
ღორის გრიპი არის H1N1, ჰონკონგის გრიპი — H3N2.
ორივე დღეს სეზონური გრიპის ნაწილია და ვაქცინით პრევენცირებადია.
სახელწოდებები უფრო ისტორიულია და პანიკის საფუძველს არ იძლევა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სხვისი თანდასწრებით ბავშვის ქცევის შეფასება რატომ არის საზიანო? – ბევრ მშობელს ან უფროსს შეიძლება ჩვეულებრივ, უწყინარ ქცევად ეჩვენებოდეს

უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
#post_seo_title

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „განმავითარებელი აქტივობები“ მშობლებისთვის სასარგებლო, მნიშვნელოვან და აუცილებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, თუ რატომ არ უნდა შევაფასოთ ბავშვის ქცევა სხვა ადამიანის თანდასწრებით: 

„ბავშვის თანდასწრებით ბავშვის ქცევის შეფასება სხვა ადამიანთან — რატომ არის ეს საზიანო?

ბევრ მშობელს ან უფროსს შეიძლება ჩვეულებრივ, უწყინარ ქცევად ეჩვენებოდეს ბავშვის საქციელზე საუბარი მისი თანდასწრებით :

„დღეს ძალიან ცუდად მოიქცა“

„საერთოდ არ მისმენს“

„სულ ასე აკეთებს…“

მაგრამ ბავშვისთვის ასეთი საუბარი ხშირად მტკივნეული და დამაზიანებელია — განსაკუთრებით მაშინ, როცა მას არ ეკითხებიან და თავად ვერ მონაწილეობს საუბარში.

რას გრძნობს ბავშვი ასეთ დროს?

ბავშვი, რომელიც საკუთარ ქცევაზე მსჯელობას ისმენს მესამე პირისგან, ხშირად განიცდის:

სირცხვილს — უჩნდება განცდა, რომ „არასწორია“

უმწეობას — საუბარი მიდის მის შესახებ, მაგრამ არა მასთან

შეფასებულობას — ქცევა გადაიქცევა პიროვნულ იარლიყად

დაცულობის დაკარგვას — უფროსი, რომელსაც ენდობა, მასზე სხვასთან საუბრობს

განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ ქცევითი, ემოციური ან ყურადღების სირთულეები .

როგორ აისახება ეს ბავშვის განვითარებაზე?

ბავშვის თანდასწრებით მისი ქცევის განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს:

თვითშეფასების დაქვეითება

ოპოზიციური ან აგრესიული ქცევა („თუ მაინც ცუდი ვარ…“)

ჩაკეტვა და ემოციური დისტანცირება

არასწორი თვითიდენტობა — ბავშვი იწყებს საკუთარ თავზე ფიქრს როგორც „პრობლემაზე“

ქცევა არის დროებითი და შეცვლადი, ხოლო ასეთი საუბრები ხშირად ბავშვს აძლევს განცდას, რომ პრობლემა თავად არის.

რატომ არ მუშაობს ეს როგორც „აღმზრდელობითი მეთოდი“?

ზოგჯერ უფროსები ფიქრობენ, რომ ასე ბავშვი „გააცნობიერებს“ საკუთარ ქცევას . რეალურად კი:

ქცევის გააზრება ხდება პირდაპირი და უსაფრთხო დიალოგით, არა სხვასთან საუბრის მოსმენით

ბავშვი იშვიათად უსმენს შინაარსს — ის გრძნობს ემოციას

შეფასება ზრდის დაცვით რეაქციას და არა პასუხისმგებლობას

როგორ ჯობს მოვიქცეთ?

თუ გჭირდება კონსულტაცია ან რჩევა — ისაუბრე სხვა უფროსთან ბავშვის გარეშე

თუ ბავშვი გვერდითაა — გამოიყენე ნეიტრალური ენა :

„ახლა გვქონდა რთული მომენტი“

და არა „ის სულ ასე იქცევა“

ესაუბრე ბავშვს უშუალოდ — რა მოხდა, რას გრძნობდა, რა შეიძლებოდა სხვანაირად

გამოყავი ქცევა პიროვნებისგან — „ეს ქცევა იყო რთული“, არა „შენ ხარ რთული“

ბავშვს სჭირდება განცდა, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და რომ უფროსები მის ღირსებას იცავენ — მაშინაც კი, როცა ქცევა რთულია.

ბავშვის თანდასწრებით მისი შეფასება სხვასთან არ ასწავლის უკეთ ქცევას — ის ასწავლის, როგორ იგრძნოს თავი არასაკმარისად .

გაფრთხილება:

თუ ბავშვის ქცევა ხშირად იწვევს ძლიერ ემოციურ რეაქციებს ან ოჯახში კონფლიქტს, რეკომენდებულია სპეციალისტთან (ბავშვის ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) კონსულტაცია .

ეს რეკომენდაციები არ ცვლის პროფესიულ შეფასებას და ინდივიდუალურ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გავლენას ახდენს ძილი იმუნიტეტზე

რა არის იმუნიტეტი?
#post_seo_title

 ძილი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ჩვენს სხეულსა და გონებას აძლევს დასვენების საშუალებას.

საკმარისი ძილის გარეშე ტვინი ვერ ფუნქციონირებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ჩვენი კონცენტრაციის უნარს, ფიქრისა და დამახსოვრების პროცესებს. ძილთან დაკავშირებული კვლევების განვითარებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ძილი საკვანძო როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში.

იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისათვის. მის გარეშე შეუძლებელია ჭრილობების შეხორცება, ინფექციებთან ბრძოლა და ქრონიკული ან სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებებისგან თავდაცვა.

მიჩნეულია, რომ ძილსა და იმუნიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთობა არსებობს. დაბალანსებული ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს მის ეეფქტურად ფუნქციონირებას. იმუნური სისტემა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ძილზე. აღსანიშნავია, რომ ძილის უკმარისობა ხელს უშლის იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივ ვადაში, ძილის უკმარისობა იწვევს ავადმყოფობას. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს უნდა იცოდეთ: „ტვინის ნისლი“, მეხსიერების დაქვეითება და ფსიქიკური სიმპტომები – როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს

ხანგრძლივი კოვიდის გამოწვევები და გამოსავლები – რა უნდა ვიცოდეთ?
#post_seo_title

ხუთი წლის შემდეგ: როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს

რატომ გრძელდება „ტვინის ნისლი“, მეხსიერების დაქვეითება და ფსიქიკური სიმპტომები COVID-19-ის შემდეგ
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც SARS-CoV-2 პირველად გამოვლინდა, თუმცა მისი გრძელვადიანი შედეგები კვლავ სერიოზულ კითხვებს აჩენს. ხანგრძლივი COVID-19 (პოსტ-COVID-19 სინდრომი) დღესაც არ აქვს ერთიანი მკურნალობის სტრატეგია და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მისი ზეგავლენა ტვინსა და კოგნიტურ ფუნქციებზე.
რა არის ხანგრძლივი COVID-19
ტერმინი 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და აღწერს მდგომარეობას, როდესაც COVID-19-ის გადატანის შემდეგ სიმპტომები თვეებით ან წლებით გრძელდება. დიდ ბრიტანეთში იგი მოსახლეობის დაახლოებით 1.8%-ს ეხება. სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა კვლევები სულ უფრო ხშირად აჩვენებს კავშირს მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებთან.
ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოსტ-COVID პაციენტების დაახლოებით 4.5% აკმაყოფილებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (ME/CFS) დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს — მდგომარეობას, რომელიც ცნობილია ვირუსული ინფექციების შემდეგ განვითარებითაც.
კოგნიტური დაქვეითების მასშტაბი
ლივერპულის უნივერსიტეტის COVID-CNS კონსორციუმის კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებული COVID-19 პაციენტები ინფექციიდან 12–18 თვის შემდეგ ავლენენ კოგნიტურ მაჩვენებლებს, რომლებიც დაახლოებით 20 წლით დაჩქარებულ დაბერებას შეესაბამება.
MRI-გამოკვლევებმა და სისხლის ანალიზებმა გამოავლინა:
• ტვინის დაზიანების ბიომარკერების მომატება
• ტვინის მოცულობის შემცირება
მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები განსაკუთრებით ეხება მძიმე მიმდინარეობის მქონე პაციენტებს და არ უნდა განზოგადდეს ყველა ინფიცირებულზე.
როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს
  • „ტვინის ნისლი“ და სისხლ-ტვინის ბარიერი
  • ტვინის ნისლი — კონცენტრაციის დაქვეითება, დავიწყება, გონებრივი დაღლილობა — ხანგრძლივი COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია.

ტრინიტი კოლეჯ დუბლინისა და FutureNeuro-ს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებში სისხლ-ტვინის ბარიერი დაზიანებულია, რაც ნიშნავს, რომ ტვინი ნაკლებად არის დაცული ანთებითი პროცესებისგან. ასევე გამოვლინდა:

• სისხლის შედედების სისტემის დარღვევა
• იმუნური პასუხის დაქვეითება
• ტვინის ენდოთელურ უჯრედებში ანთებითი რეაქციების გააქტიურება
ეს მიუთითებს, რომ ქრონიკული ანთება და ბარიერის დისფუნქცია შეიძლება იყოს ტვინის ნისლის მთავარი მექანიზმი.
ტვინის ღეროს ცვლილებები
პოსტმორტემ კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტებში ხშირია ტვინის ღეროს დაზიანება — ზონა, რომელიც სუნთქვასა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს აკონტროლებს.
ულტრამაღალი გარჩევადობის 7T MRI-ს გამოყენებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგაც:
• ნარჩუნდება ნეიროანთებითი ცვლილებები
• მძიმე იმუნური რეაქცია უკავშირდება დეპრესიასა და შფოთვას
სპაიკ ცილის დაგროვება ტვინში
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ის სპაიკ ცილა შესაძლოა დიდხანს ნარჩუნდებოდეს თავის ქალის ძვლის ტვინსა და გარსებში.
ცხოველურ მოდელებში აღმოჩნდა, რომ mRNA ვაქცინაციამ შეამცირა სპაიკ ცილის დაგროვება დაახლოებით 50%-ით, თუმცა სრულად ვერ გააქრო იგი. ეს მიუთითებს, რომ ხანგრძლივი COVID-19 შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსული ცილების ხანგრძლივ არსებობას და ქრონიკულ ანთებას.
მკურნალობა: სად ვართ დღეს
2025 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში მიმდინარეობს 170-ზე მეტი კლინიკური კვლევა, თუმცა:
• მონოკლონურმა ანტისხეულებმა ვერ შეამცირა ხანგრძლივი COVID-ის სიმპტომები
• მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსკუტანურმა ელექტრონერვულმა სტიმულაციამ (TENS) შეიძლება გააუმჯობესოს ტკივილი და ფიზიკური ფუნქცია, თუმცა საჭიროა უფრო ფართო კვლევები
რა გვჭირდება მომავალში
ხანგრძლივი COVID-19 რჩება პანდემიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მემკვიდრეობად. ეფექტური მართვისთვის აუცილებელია:
• სანდო ბიომარკერების იდენტიფიცირება
• ნეიროიმიჯინგის და ლაბორატორიული მონაცემების გაერთიანება
• ინფექციონისტების, ნევროლოგების და სხვა სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობა
ხანგრძლივი COVID-19 არა ერთი დაავადებაა, არამედ მრავალმექანიზმიანი მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას აზიანებს. მისი სრულად გააზრება და მართვა მხოლოდ ერთობლივი, მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომით იქნება შესაძლებელი.
მეტი სანდო და ქართულ ენაზე ადაპტირებული სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights