პარასკევი, მაისი 1, 2026

მიხეილ სარჯველაძე: ყველას, ვისაც აქვს სურვილი განთავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, სახელმწიფო მხარში დაუდგება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, მაგალითად ჭარბი დოზების არსებობა და ა.შ. დღეს სრულად დაზღვეულია – ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოფხვრილია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა გრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და პაციენტის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს განვითარებას დაეთმობა.

„მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ან ასე აწყობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთისგან რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, მას სახელმწიფო მხარში დაუდგება. ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავუჩინოთ. მთავარია, რომ ნარკომანიის ტვირთი, ზიანი საზოგადოებისთვის ნარკომანიით გამოწვეული იყოს დღითიდღე კლებადი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დაინერგება შედეგზე ორიენტირებული, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხარდაჭერის სერვისები.

მინისტრმა ფსიქოტროპული პრეპარატების სფეროში გატარებული რეფორმაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატი გამოავლინა.

„იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო – ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს. ცვლილებები კი სექტორთან თანამშრომლობით, რბილად და უმტკივნეულოდ განხორციელდა.

მიხეილ სარჯველაძე: „მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება – ბევრი წლის წინ, დაუჯერებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მილიარდ-ნახევარი ლარით დაფინანსება. დღეს, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია“

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება.

ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ბევრი წლის წინ, დაუჯერებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მილიარდ-ნახევარი ლარით დაფინანსება. დღეს, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებასა და ამ მიმართულებით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზეც ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურებების ხარისხზე.

„დღეს, ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ქვეყნის ყველა წერტილში უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, მაგრამ გვინდა ყოველთვის უკეთესი, კიდევ უფრო მეტი. ვფიქრობ, აღნიშნული შესაძლებლობები არსებობს. ეს ნიშნავს მათ შორის მკაცრ კონტროლს, რომელიც აუცილებელი პირობაა იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორს, ბაზრის საკმაოდ მსხვილი სეგმენტი უჭირავს. სახელმწიფოს მხრიდან, რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ორიენტირებული, დაიცვას თითოეული პაციენტის უფლება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. – რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, ბევრი ახალი მიმართულება ამოქმედდება“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

ადამიანი და მასზე ზრუნვა კვლავ რჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება და საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ეს შესაძლებლობები ნამდვილად არის, მათ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით ვიყენებთ.

ამიტომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი სერვისები. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთელი წლის განმავლობაში, ბევრი ახალი მომსახურება დაინერგა. თუმცა, არის გარკვეული სერვისები, რომლებსაც პაციენტები, დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში იღებენ.

„საბედნიეროდ, მალე, ყველაფერი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, მარტივად მიიღონ საჭირო სერვისები. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ კლინიკაში უკვე ამოქმედდა არითმოლოგიის მიმართულება – კონსულტაციით დაწყებული, მანიპულაციებით დასრულებული. და ასე გაგრძელდება მომდევნო წელსაც – ეს იქნება მუდმივად მზარდი დაწესებულება, სადაც ყველა საჭირო, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კერების შექმნაზეც ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისების ფინანსურ მხარდაჭერაზე.

„ამასთან, მედიცინა მუდმივად ვითარდება, ინერგება სიახლეები როგორც მედიკამენტების, ისე მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. ჩნდება ახალი სამკურნალო საშუალებები, ან ვითარდება სერვისები, მაგალითად, ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით, რომლებიც აუცილებლად დასანერგია ქვეყანაში და ბუნებრივია, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია – სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

#post_seo_title

სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს:

„ბატონო გიორგი, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხილული იქნა თქვენი 2025 წლის 24 ოქტომბრის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის მიერ საქართველოში იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატების მარკირების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადისა და კომპანიის მხრიდან მომხმარებლის შესაძლო შეცდომაში შეყვანის საკითხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობებთ რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროსაც გამოვლინდა ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებითან შეუსაბამობები, კერძოდ:
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბიზნესოპერატორის საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის #301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ და „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის N360 დადგენილებასთან სურსათის (სასურსათო) დანამატების ეტიკეტის შეუსაბამობა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, შეუჩერდა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციამდე.
ამასთანავე, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის №360 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორს მიეცა მითითება და განემარტა ვალდებულება იმის თაობაზე, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის დანამატის ბაზარზე განთავსების შესახებ – სურსათის ეტიკეტის ნიმუშის
წარდგენით.
ზემოაღნიშნულის მითითების თანახმად, ბიზნესოპერატორს დღეისათვის სააგენტოში
წარმოდგენილი აქვს სავალდებულო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ მიერ იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატები შეტანილი იქნა „სურსათის (სასურსათო) დანამატების რეესტრში“ (იხ. http://nfa.gov.ge/).
ამავდროულად გაცნობებთ, რომ სააგენტოს მიერ „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლის 2026 წლის წლიური პროგრამა“-ს პროექტით, გათვალისწინებული იქნება სურსათის (სასურსათო) დანამატების მონიტორინგი.
პატივისცემით, გიორგი იაკობაშვილი
გიორგი ფხაკაძე 20 ოქტომბერს არუნ ხათრის აფთიაქში იმყოფებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა…
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მომხმარებლების უფლებების სააგენტოს მიმართა.
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა.
#post_seo_title

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის ეს ცვლილება ისტორიული? – საკვები დანამატების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში — დადგენილება №227, PHIG-ის საჩივარი და 2026 წლიდან ძალაში შემავალი მონიტორინგი

ოფიციალური განცხადება - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)

საკვები დანამატების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში — დადგენილება №227, PHIG-ის საჩივარი და 2026 წლიდან ძალაში შემავალი მონიტორინგი

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
თავმჯდომარე — საქართვლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)

შესავალი — რატომ არის ეს ცვლილება ისტორიული?

2025-2026 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საკვები დანამატების უსაფრთხოების მიმართულებით. PHIG-ის მიერ ინიცირებული ინიცირებული საჩივრის საქმემ პირდაპირ შეუწყო ხელი სახელმწიფოს მიერ სისტემური ნაბიჯების გადადგმას. ეს პროცესი სრულ შესაბამისობაშია ახალი საკანონმდებლო ჩარჩოსთან, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური დოკუმენტია/დადგენილება №227 (11 ივლისი 2024), რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა და იწესებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადების ოფიციალურ ჩამონათვალს. შედეგად, საქართველო გადადის ევროპული რეგულირების მოდელზე — უსაფრთხო, გამჭვირვალე და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკვები დანამატების ბაზარზე.

PHIG-ის სიგნალი და სახელმწიფო რეაგირება — როგორ დაიწყო და რა დადასტურდა?

PHIG-ის საჩივარი ეხებოდა იმპორტირებულ საკვებ დანამატებს, რომელთა ეტიკეტირებაც ეჭვს იწვევდა. ინსტიტუტმა ოფიციალურად მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (NFA), რის შემდეგაც დაიწყო სახელმწიფო კონტროლი. ოფიციალური პასუხი, გაგზავნილი სააგენტოს მიერ, დეტალურად აღწერს დარღვევებს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია “https://edocument.ge“ეროვნულ დოკუმენტაციის პორტალზე და ცხადყოფს, რომ გამოვლინდა: ბიზნესოპერატორის დაურეგისტრირებლობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; ეტიკეტირების შეუსაბამობა №301 და №360 დადგენილებებთან;ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაუმტკიცებელი განცხადებების გამოყენება; მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი; სანქციების დაკისრება და მოვალეობა — მომავალში ატვირთოს ეტიკეტები წინასწარ. ეს ინფორმაცია აღდგენილია სააგენტოს ოფიციალური წერილიდან (№09/14169, 10.12.2025). წერილი სრულად ხელმისაწვდომია PHIG-ის საქმეებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება — 2026 წლიდან იწყება მონიტორინგი <p>სააგენტო ოფიციალურად აცხადებს, რომ: „2026 წლის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამით გათვალისწინებული იქნება საკვები დანამატების მონიტორინგი.“ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საკვები დანამატები ხვდება გეგმიური სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემაში ეს ნიშნავს: სახელმწიფო იწყებს მუდმივ მონიტორინგს; ინსპექტირება აღარ იქნება ფრაგმენტული — სისტემა ხდება გეგმიური; სახელმწიფო რეალურად მოიცავს საკვები დანამატების ბაზარს; ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ხდება პრაქტიკული.

დადგენილება №227 — რეფორმა, რომელმაც შეცვალა ბაზრის წესები

დადგენილება №227 ქმნის სრულიად ახალ რეალობას:

მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებული ჯანმრთელობის განაცხადები შეიძლება იყოს გამოყენებული; კრძალავს ტყუილ ჯანმრთელობის დაპირებებს („კურნავს“, „აღადგენს“, „შლის“ და ა.შ.); აწესებს მკაცრ ეტიკეტირების მოთხოვნებს; ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობას ზრდის; მოქცევაში შეაქვს ევროკავშირის “https://ec.europa.eu/food/safety/labelling_nutrition/claims/register/public/” დადგენილებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რაც მისი პოლიტიკური განცხადების თანახმად წარმოადგენს „უსაფრთხო საკვები დანამატების ევროპული სტანდარტების დანერგვას“. ამ ნაბიჯზე დეტალურად იუწყება “https://www.facebook.com/story.php?story_fbid=10164840681865579&id=529920578” ოფიციალური Facebook განცხადება

როგორ უკავშირდება ერთმანეთს №227, №360, №301 და NFA-ის 2026 წლის კონტროლი?

საქართველოს საკვები დანამატების რეგულირების სისტემა ახლა მოიცავს ოთხ ძირითად „სვეტს“: დადგენილება №360 (2022)  — საკვები დანამატების ტექნიკური მოთხოვნები; დადგენილება №301 (2016)  — სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ეტიკეტირება); დადგენილება №227 (2024) — ჯანმრთელობის განაცხადების კონტროლი; NFA 2026 Monitoring Plan</strong — გეგმიური სახელმწიფო ზედამხედველობა. ამ სისტემას მხარს უჭერს PHIG, როგორც წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც  “https://sheniekimi.ge” საზოგადოებას აწვდის სანდო, მეცნიერულად გამყარებულ ინფორმაციას.

რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?

ახლა, პირველად: შეუძლებელია ჯანმრთელობის შესახებ ყალბი დაპირებების გამოყენება; სახელმწიფო შეამოწმებს ყველა დანამატის ეტიკეტს; კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან ევროპული წესები; ბაზარი ხდება გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი; მომხმარებელი დაცულია.

წყაროები

ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილი №09/14169 (10.12.2025) — PHIG-ის საჩივარზე რეაგირება.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 (11.07.2024).

საქართველოს მთავრობის დადგენილება №360 (12.07.2022).

საქართველოს მთავრობის დადგენილება №301 (01.07.2016).

https://ec.europa.eu/food/safety/labelling_nutrition/claims/register/public/https://ec.europa.eu/food/safety/labelling_nutrition/claims/register/public/

SheniEkimi-ის სტატია PHIG-ის საჩივარზე:  “https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab-2/

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„გაიცანით ნიცა დაბადებისას სულ 500 გრამს იწონიდა,დღეს კი უკვე სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო“-„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“

„გაიცანით ნიცა დაბადებისას სულ 500 გრამს იწონიდა,დღეს კი უკვე სახლში მიდის - ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო“-„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
#post_seo_title

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

გოგონა, რომელიც 500 გრამს იწონიდა, დღეს გამოჯანმრთელებულს სახლში გაწერენ.

„გაიცანით ნიცა
დაბადებისას სულ 500 გრამს იწონიდა,
დღეს კი – ნიცა უკვე სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო თავის ძამიკოსთან ერთად შეხვდება პირველ ახალ წელს! 🤍
ნიცა ბედნიერ და ნათელ ბავშვობას ვუსურვებთ.
ჩვენ კი ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ“- აღნიშნულია „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის ეს ცვლილება ისტორიული? – საკვები დანამატების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში

ოფიციალური განცხადება - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)

საკვები დანამატების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში — დადგენილება №227, PHIG-ის საჩივარი და 2026 წლიდან ძალაში შემავალი მონიტორინგი

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
თავმჯდომარე — საქართვლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)

🔷 რატომ არის ეს ცვლილება ისტორიული?

2025–2026 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საკვები დანამატების უსაფრთხოების მიმართულებით. PHIG-ის მიერ ინიცირებული საჩივრის საქმემ პირდაპირ შეუწყო ხელი სახელმწიფოს მიერ სისტემური ნაბიჯების გადადგმას. ეს პროცესი სრულ შესაბამისობაშია ახალი საკანონმდებლო ჩარჩოსთან, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური დოკუმენტია დადგენილება №227 (11 ივლისი 2024), რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა და იწესებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადების ოფიციალურ ჩამონათვალს.

შედეგად, საქართველო გადადის ევროპული რეგულირების მოდელზე — უსაფრთხო, გამჭვირვალე და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკვები დანამატების ბაზარზე.

🔷 PHIG-ის სიგნალი და სახელმწიფო რეაგირება — როგორ დაიწყო და რა დადასტურდა?

PHIG-ის საჩივარი ეხებოდა იმპორტირებულ საკვებ დანამატებს, რომელთა ეტიკეტირებაც ეჭვს იწვევდა. ინსტიტუტმა ოფიციალურად მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (NFA), რის შემდეგაც დაიწყო სახელმწიფო კონტროლი.

ოფიციალური პასუხი, გაგზავნილი სააგენტოს მიერ, დეტალურად აღწერს დარღვევებს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ეროვნულ დოკუმენტაციის პორტალზე და ცხადყოფს, რომ გამოვლინდა:

  • ბიზნესოპერატორის დაურეგისტრირებლობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • ეტიკეტირების შეუსაბამობა №301 და №360 დადგენილებებთან;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაუმტკიცებელი განცხადებების გამოყენება;
  • მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი;
  • სანქციების დაკისრება და მოვალეობა — მომავალში ატვირთოს ეტიკეტები წინასწარ.

ეს ინფორმაცია აღდგენილია სააგენტოს ოფიციალური წერილიდან (№09/14169, 10.12.2025). წერილი სრულად ხელმისაწვდომია PHIG-ის საქმეებში.

⭐ ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება — 2026 წლიდან იწყება მონიტორინგი

სააგენტო ოფიციალურად აცხადებს, რომ:

„2026 წლის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამით გათვალისწინებული იქნება საკვები დანამატების მონიტორინგი.“

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საკვები დანამატები ხვდება გეგმიური სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემაში.

ეს ნიშნავს:

  • სახელმწიფო იწყებს მუდმივ მონიტორინგს;
  • ინსპექტირება აღარ იქნება ფრაგმენტული — სისტემა ხდება გეგმიური;
  • სახელმწიფო რეალურად მოიცავს საკვები დანამატების ბაზარს;
  • ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ხდება პრაქტიკული.

🔷 დადგენილება №227 — რეფორმა, რომელმაც შეცვალა ბაზრის წესები

დადგენილება №227 ქმნის სრულიად ახალ რეალობას:

  • მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებული ჯანმრთელობის განაცხადები შეიძლება იყოს გამოყენებული;
  • კრძალავს ტყუილ ჯანმრთელობის დაპირებებს („კურნავს“, „აღადგენს“, „შლის“ და ა.შ.);
  • აწესებს მკაცრ ეტიკეტირების მოთხოვნებს;
  • ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობას ზრდის;
  • მოქცევაში შეაქვს ევროკავშირის EU Health Claims Register-ის მოდელი.

დადგენილებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რაც მისი პოლიტიკური განცხადების თანახმად წარმოადგენს „უსაფრთხო საკვები დანამატების ევროპული სტანდარტების დანერგვას“. ამ ნაბიჯზე დეტალურად იუწყება ოფიციალური Facebook განცხადება.

🔷 როგორ უკავშირდება ერთმანეთს №227, №360, №301 და NFA-ის 2026 წლის კონტროლი?

საქართველოს საკვები დანამატების რეგულირების სისტემა ახლა მოიცავს ოთხ ძირითად „სვეტს“:

  1. დადგენილება №360 (2022) — საკვები დანამატების ტექნიკური მოთხოვნები;
  2. დადგენილება №301 (2016) — სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ეტიკეტირება);
  3. დადგენილება №227 (2024) — ჯანმრთელობის განაცხადების კონტროლი;
  4. NFA 2026 Monitoring Plan — გეგმიური სახელმწიფო ზედამხედველობა.

ამ სისტემას მხარს უჭერს PHIG, როგორც წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებას აწვდის სანდო, მეცნიერულად გამყარებულ ინფორმაციას.

🔷 რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?

ახლა, პირველად:

  • შეუძლებელია ჯანმრთელობის შესახებ ყალბი დაპირებების გამოყენება;
  • სახელმწიფო შეამოწმებს ყველა დანამატის ეტიკეტს;
  • კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან ევროპული წესები;
  • ბაზარი ხდება გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი;
  • მომხმარებელი დაცულია.

📚 წყაროები / References

  1. ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილი №09/14169 (10.12.2025) — PHIG-ის საჩივარზე რეაგირება. [oai_citation:0‡14169.pdf](sediment://file_000000008954720eae3981eed0f28b12)
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 (11.07.2024).
  3. საქართველოს მთავრობის დადგენილება №360 (12.07.2022).
  4. საქართველოს მთავრობის დადგენილება №301 (01.07.2016).
  5. EU — Official Register of Nutrition & Health Claims: https://ec.europa.eu/food/safety/labelling_nutrition/claims/register/public/
  6. SheniEkimi-ის სტატია PHIG-ის საჩივარზე: sheniekimi.ge

ავტორი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
25+ წლიანი გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემებ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

იმედს უნერგავს 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მილიონობით ადამიანს – დიაბეტის მკურნალობაში რევოლუცია

შაქრიანი დიაბეტი და კიბო
#post_seo_title

მეცნიერებმა შეიმუშავეს დიაბეტის რევოლუციური მკურნალობა ლაბორატორიაში გაზრდილი კუნძულოვანი უჯრედების გამოყენებით ინსულინის გამომუშავების აღსადგენად, რაც იმედს უნერგავს 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მილიონობით ადამიანს.

ეს კუნძულოვანი უჯრედები ბაძავენ პანკრეასის ფუნქციას ინსულინის ბუნებრივად გამომუშავებით, რაც პოტენციურად გამორიცხავს ყოველდღიური ინექციების და სისხლში შაქრის მუდმივი მონიტორინგის საჭიროებას.

1 ტიპის დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ანადგურებს ორგანიზმის ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს, რაც ინსულინთერაპიას მთელი ცხოვრების განმავლობაში აუცილებელს ხდის. ლაბორატორიაში გაზრდილი კუნძულოვანი უჯრედების გადანერგვით, მკვლევარები ცდილობენ აღადგინონ ორგანიზმის უნარი, დამოუკიდებლად დაარეგულიროს სისხლში შაქარი. ადრეული კვლევები აჩვენებს პერსპექტიულ შედეგებს, პაციენტები ინარჩუნებენ გლუკოზის უფრო ჯანსაღ დონეს და გაუმჯობესებულ საერთო მეტაბოლურ ფუნქციას.

ეს გარღვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას რეგენერაციულ მედიცინაში, რომელიც მიზნად ისახავს დიაბეტის ძირეულ მიზეზს და არა მხოლოდ სიმპტომების მართვას. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თერაპია ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების პროცესშია, პოტენციური გავლენა უზარმაზარია, რაც გვთავაზობს მომავალს, სადაც დიაბეტის ეფექტურად შექცევადი მკურნალობა იქნება შესაძლებელი, კონტროლის ნაცვლად.

წარმატების შემთხვევაში, ამ ინოვაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მთელი მსოფლიოს პაციენტების ცხოვრების ხარისხი და შეამციროს ყოველდღიური დაავადებების მართვის ტვირთი.

წყარო: მედიცინის ენციკლოპედია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს –  „პაციენტს, რომელიც აკნეზე მკურნალობდა, ექიმმა დაუნიშნა საშუალება, რომლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირიქით იწვევს აკნეს“

„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში - შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც ანოტაციაზე არ აწერია - ჰორმონს, სტეროიდს, სტიმულანტებს“-ზაზა თელია
#post_seo_title

დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია  „ფორტუნა პლუსის“ ეთერში  „სილამაზის აკადემია“ B ჯგუფის ვიტამინებზე საურობს

ზაზა თელიას თქმით, B ჯფუფის ვიტამინები, მათ შორის B12, რომლის მიღების შემდეგ აკნე ვისაც არ აქვს, რომ მიიღოს, აკნე დაემართება.

დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია მისი სამედიცინო პრაქტიკიდან იხსენებს ეპიზოდს, პაციენტი, რომელიც აკნეზე მურნალობდა, ექიმმა დაუნიშნა საშუალება, რომლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირიქით იწვევს აკნეს.

ზაზა თელია ამბობს, რომ B12 არის ერთ-ერთი სახიფათო დანამატი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კანაფის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება აშშ-ში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბალანსი მეცნიერებაზე დაყრდნობით

კანაბისი გენებზე ზემოქმედებს – ახალი კვლევა ადასტურებს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს!
#post_seo_title

კანაფის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება აშშ-ში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბალანსი მეცნიერებაზე დაყრდნობით

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანაფის კონტროლირებადი ნივთიერებების აქტის ფარგლებში I კატეგორიიდან III კატეგორიაში გადატანა ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს ნაბიჯი პირველად თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ფედერალურ დონეზე ოფიციალურად აღიარებს, რომ კანაფს აქვს სამედიცინო ღირებულება და იგი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ოპიოიდები. ეს რეალობა პაციენტებისთვის ახალი არ არის, თუმცა სამართლებრივი აღიარება ქმნის ახალ პოლიტიკურ, სამედიცინო და საზოგადოებრივ კონტექსტს.
ამავე დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოზიცია ვერ იქნება ერთმხრივი. სამედიცინო გამოყენების აღიარება არ ნიშნავს, რომ კანაფი უვნებელია ან თავისუფლად უნდა მოიხმარებოდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის პოზიცია
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, მივესალმები მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეგულაციას, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას:
სამედიცინო გამოყენება არ ნიშნავს უკონტროლო მოხმარებას.
არსებობს ძლიერი და თანმიმდევრული სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ კანაფის გამოყენება მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში დაკავშირებულია ნეგატიურ ნეირობიოლოგიურ, კოგნიტიურ და ფსიქიკურ შედეგებთან [1–3].
რას აჩვენებს მეცნიერება — ფაქტები და რიცხვები
ნეიროგანვითარება
ტვინის განვითარება გრძელდება დაახლოებით 25 წლამდე. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდობის პერიოდში კანაფის გამოყენება ასოცირებულია პრეფრონტალური ქერქის სტრუქტურულ ცვლილებებთან და დაჩქარებულ გათხელებასთან, რაც გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმპულსების კონტროლსა და დაგეგმვაზე [2,3].
კოგნიტიური ფუნქციები
დიდი პოპულაციური კვლევების მიხედვით (14–21 წლის ასაკში, 4 500-ზე მეტი მონაწილე), კანაფის მომხმარებელ ახალგაზრდებში დაფიქსირდა ყურადღების, მეხსიერებისა და სწავლის უნარის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება [4].
38-წლიანი კოჰორტული კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდობიდან დაწყებული რეგულარული მოხმარება უკავშირდება ინტელექტუალური ფუნქციის ზოგად დაქვეითებას ზრდასრულ ასაკში, რაც სრულად არ აღდგება მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც [1].
სისტემური მიმოხილვები და მეტაანალიზები მიუთითებს დარღვევებზე:
მეხსიერებაში
აღმასრულებელ ფუნქციებში
სწავლასა და კონცენტრაციაში
რეაქციის სისწრაფეში [5]
ფსიქიკური ჯანმრთელობა
მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში კანაფის გამოყენება ასოცირებულია დეპრესიისა და შფოთვის 2–4-ჯერ გაზრდილ რისკთან [6]. ასევე აღწერილია კავშირი ფსიქოზური ეპიზოდების მომატებულ სიხშირესთან, განსაკუთრებით გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში [7]. რიგ კვლევებში დაფიქსირებულია თვითდაზიანებისა და სუიციდური აზრების გაზრდილი რისკიც [6].
დამოკიდებულება
ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 30% კანაფის მომხმარებლებისა აკმაყოფილებს კანაფზე დამოკიდებულების კრიტერიუმებს [8]. ადრეული დაწყება მნიშვნელოვნად ზრდის დამოკიდებულების განვითარების ალბათობას, ხოლო დაახლოებით 10% მომხმარებლებისა ხდება ყოველდღიური მომხმარებელი, რაც დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია [8].
გავრცელების მაჩვენებლები
აშშ-ის მონაცემებით, 12-ე კლასის მოსწავლეთა დაახლოებით 30% აცხადებს კანაფის გამოყენებას ბოლო წლის განმავლობაში, ხოლო დაახლოებით 6% — ყოველდღიურ მოხმარებას [9]. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულაციისა და პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
პოლიტიკური და რეგულატორული მნიშვნელობა
კანაფის III კატეგორიაში გადატანა ქმნის შესაძლებლობებს:
კონტროლირებადი სამედიცინო გამოყენებისთვის
კლინიკური კვლევების გაფართოებისთვის
ფარმაცევტული ხარისხის პროდუქტების განვითარებისთვის
თუმცა, თუ რეგულაცია არ იქნება მკაცრად მტკიცებულებაზე დაფუძნებული, იზრდება რისკი, რომ კომერციულმა ინტერესებმა გადაფაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტები [10].
კანაფის სამართლებრივი ლიბერალიზაცია არ არის არც აბსოლუტური საფრთხე და არც პანაცეა. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის შედეგი მთლიანად დამოკიდებულია რეგულაციაზე, კონტროლსა და განათლებაზე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სწორი მიდგომა მოითხოვს:
მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას
ახალგაზრდების განსაკუთრებულ დაცვას
სამედიცინო გამოყენების მკაცრ და გამჭვირვალე რეგულაციას
კომერციული დეზინფორმაციის პრევენციას
სიფრთხილე, მეცნიერება და პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამ პროცესის საფუძველი.
წყაროები
Meier MH, et al. Persistent cannabis users show neuropsychological decline from childhood to midlife. Proc Natl Acad Sci U S A. 2012;109(40):E2657–E2664. doi:10.1073/pnas.1206820109
Volkow ND, et al. Effects of cannabis use on human behavior, including cognition, motivation, and psychosis. N Engl J Med. 2014;370:2219–2227. doi:10.1056/NEJMra1402309
Lubman DI, et al. Cannabis and adolescent brain development. Pharmacol Ther. 2015;148:1–16. doi:10.1016/j.pharmthera.2014.11.009
Scott JC, et al. Association of cannabis use with cognitive performance in adolescents and young adults. JAMA Psychiatry. 2018;75(6):585–595. doi:10.1001/jamapsychiatry.2018.0335
Solowij N, et al. Cognitive functioning of long-term heavy cannabis users. JAMA. 2002;287(9):1123–1131. doi:10.1001/jama.287.9.1123
Gobbi G, et al. Association of cannabis use in adolescence and risk of depression, anxiety, and suicidality. JAMA Psychiatry. 2019;76(4):426–434. doi:10.1001/jamapsychiatry.2018.4500
Murray RM, et al. Cannabis-associated psychosis. Br J Psychiatry. 2017;210(6):393–394. doi:10.1192/bjp.bp.116.194050
Hasin DS, et al. Prevalence of marijuana use disorders in the United States. JAMA Psychiatry. 2015;72(12):1235–1242. doi:10.1001/jamapsychiatry.2015.1858
Centers for Disease Control and Prevention. Cannabis and Teens. https://www.cdc.gov/…/health-effects/cannabis-and-teens.html
National Academies of Sciences. The Health Effects of Cannabis and Cannabinoids. Washington, DC; 2017.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობის პოლიტიკის, პაციენტთა უსაფრთხოების და მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეგულაციის სფეროში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
არის „შენი ექიმი“ — ოფიციალური ქართული სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
მეტი სანდო და მეცნიერებაზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge — შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ — პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე გადამოწმებული და განახლებული ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, პრევენცია და მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights