კვირა, მაისი 3, 2026

ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლო“ – წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა

ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლო“ - წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა
#post_seo_title

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია შეიძლება წითელი მგლურას თითქმის ყველა შემთხვევის საფუძველი იყოს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ასეთი კავშირის შესახებ ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლოს“ უკან შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) იმალებოდეს.

ეპშტაინ-ბარის ვირუსი არის პათოგენი, რომელიც „კოცნის დაავადებას“ (მონონუკლეოზი) იწვევს და ახალი აღმოჩენების თანახმად, მას შეუძლია პირდაპირ დააინფიციროს და გადააპროგრამოს კონკრეტული იმუნური უჯრედები და ეს გახდეს სისტემური წითელი მგლურას, შემოკლებით მგლურას სიმპტომების დაწყების მიზეზი.

„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა, რაც კი ჩემს ლაბორატორიაში გამიკეთებია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობთ, ის წითელი მგლურას შემთხვევათა 100 პროცენტს ერგება“, — ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ რობინსონი.

ზრდასრულ ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას მთელ მსოფლიოში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს შეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსთან, რომელიც თითქმის არანაირ სიმპტომს არ იწვევს და ლატენტურად იმელაბე სხეულის უჯრედებში.

თუმცა, წითელი მგლურას შემთხვევაში, აღინიშნება ღრმა ინფექცია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ EBV-ის უფრო ძლიერი შტამი შეხვდათ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ავტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტთა შორის, EBV-ით ინფიცირებული B-უჯრედების (B-ლიმფოციტები) მაჩვენებელი დაახლოებით 400-დან ერთია.

ლაბორატორიაში, ინფექციამ B უჯრედებში ცვლილება შეიტანა, გაააქტიურა სისტემა, რომელიც განაპირობებს მათი ანთებისთვის განკუთვნილი გენების „ჩართვას“.

„ამას კი აქვს პოტენციალი, რომ ხელი შეუწყოს სისტემური დაავადების გამომწვევ ავტოიმუნურ რეაქციებს“, — ირწმუნება მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი შედი იუნისი ხელმძღვანელობდა. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შესაძლოა საყლაპავი მილის კიბოს სიმპტომი იყოს – ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

#post_seo_title

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს.

სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სლოკინი შესაძლოა საყლაპავი მილის კიბოს სიმპტომი იყოს.

სპეციალისტების მოწოდებაა, რომ ადამიანებმა მიმართონ ექიმს, თუ სლოკინის შეტევები 48 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს
#post_seo_title

ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი.

მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო სისუსტე, ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ეს სეზოსნისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია. ინფექციონისტები და პედიატრები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია  გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ქვეყანაში გრიპის უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

მედიკოსების ცნობით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის სახით გართულებებიც ერთვის. ამ მხრივ რისკჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან. ექიმების განცხადებით, სიფრთხილე მართებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და მოხუცებს. ექიმები A ტიპის ვირუსს ღორის გრიპთან ერთად „ჰონგ კონგის“ შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც საქართველოში დომინირებს და განსაკუთრებით სწრაფად გადამდებია, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები, თუმცა კლინიკური მიმდინარეობა ე.წ.  ღორის გრიპისგან არ განსხვავდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს მცირეწლოვნებში პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდეს ექიმის ჩართულობა და მხოლოდ მის მიერ დანიშნული  მედიკამენტებით მკურნალობა.

„თუ 65%-ია ჰონგ კონგის“ შტამი, ღორის გრიპი 2%-ს შეადგენს. დაველოდოთ სამი დღე და მერე მიმართოთ ექიმს, კატეგორიულად არასწორია და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებმა სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

სპეციალისტები ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას და პიკურ პერიოდს დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობენ. თუმცა მათი განმარტებით ვირუსები სწორი მართვა იმ რეკომენდაციების გათვალისწინების გაზიარებით ხდება, რომელსაც ექიმები გასცემენ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანა ვაქცინაცია ჩაიტარონ რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა, მოერიდონ ხალხლრავალ ადგილებში ყოფნას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და არ მიიღონ მედიკამენტები თვითნებურად.

„მომართვიანობა გაზრდილია როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ასევე სტაციონარებში. მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. უახლოესი კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გრიპის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და დაავადების გავრცელების აქტიურ ფაზაში ვართ, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ მატებას, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის განსაკუთრებული ღონისძიების გატარების აუცილებლობას, ასეთ მატებას ნამდვილად არ ველოდებით.“ – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებას ამშვიდებს და განმარტავს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და გაზრდილი ავადობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვირუსები ყოველი ზამთრის სეზონზე მატულობს, თუმცა ეს კონტროლირებადი პროცესია. მთავარი რეკომენდაცია კი სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია.

„დღეისთვის სტაბილურად ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, შედარებით გაზრდილია ავადობის რაოდენობა, სხვადასხვა ტიპის ვირუსები ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს, თუმცა ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს რეკომენდაცია უცვლელი რჩება, – ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მაქსიმალურად თავი მოვარიდოთ. მით უმეტ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება ვირუსის სიმპტომები ჰქონდეს.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, პანიკის არავითარი რაიმე მიზეზი რეალურად არ არსებობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. საქართველოში იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და მიზნად ისახავს მძიმე გართულებების პრევენციას. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქვეყანაში ახლა რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს – ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა“ – მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევებმა შედარებით მოიმატა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესი სრულად მართულია, ნორმის ფარგლებში რჩება და არ არსებობს პანიკის საფუძველი.

ქვეყანაში ახლა რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა.

„დღეისთვის სტაბილური, ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ავადობის რაოდენობა შედარებით გაზრდილია, იქნება ეს გრიპის თუ სხვადასხვა ტიპის ვირუსები, რომლებსაც საზოგადოებაში სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ – „ჰონკონგის“ და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ახალი, არასტანდარტული არ ხდება. ყოველი ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს რაოდენობა, თუმცა, ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

COVID-ვაქცინები და სიკვდილიანობა: ახალი ძლიერი მტკიცებულება

mRNA ვაქცინა ტვინის სიმსივნისთვის — რეალური გარღვევა თუ ნაადრევი იმედი?

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები მხოლოდ მძიმე ინფექციისგან დაცვა არ არის.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ძე(MD, MPH, PhD)

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე.

SheniEkimi.ge — ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები მხოლოდ მძიმე ინფექციისგან დაცვა არ არის. ახალი, მასშტაბური კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინაციას აქვს გრძელვადიანი, რეალური გავლენა ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული პასუხი მათთვის, ვინც კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინების სარგებელს.

🧪 რა აჩვენა ახალმა კვლევამ

საფრანგეთში ჩატარებულმა, ეროვნულ მონაცემებზე დაფუძნებულმა კვლევამ მოიცვა 28 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი (18–59 წლის) და მათ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

კვლევა გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალში — JAMA Network Open.

📉 მთავარი შედეგები მარტივად

ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა:

74%-ით ნაკლები სიკვდილი მძიმე COVID-19-ისგან 25%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ყველა მიზეზით პირველი 6 თვის განმავლობაში სიკვდილიანობის 29%-იანი შემცირება სიკვდილიანობის შემცირებული რისკი გრძელვადიან პერიოდშიც

მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ გააანალიზა 41 სხვადასხვა ჯანმრთელობისა და სოციალური ფაქტორი, რაც ამცირებს მონაცემების დამახინჯების რისკს.

❗ გვერდითი მოვლენები და რეალური სურათი

კვლევის ავტორებმა სპეციალურად შეაფასეს გავრცელებული შიშები, მათ შორის გულის კუნთის ანთება. არ დაფიქსირებულა გრძელვადიანი სიკვდილიანობის ზრდა ვაქცინაციის შემდეგ.

მკვლევრები აღიარებენ ე.წ. „ჯანმრთელი ვაქცინირებულის ეფექტს“, თუმცა მონაცემები სტატისტიკური კორექციის შემდეგაც უცვლელი დარჩა.

🔍 რატომ არის ეს კვლევა განსაკუთრებული

პირველი გრძელვადიანი, მოსახლეობის დონეზე ჩატარებული კვლევა იყენებს ეროვნულ ჯანდაცვის ბაზებს აფასებს არა მხოლოდ COVID-ით, არამედ ყველა მიზეზით სიკვდილიანობას

დასკვნა

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს:

mRNA ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე და მათი ეფექტი სცდება მხოლოდ ინფექციის პრევენციას. ისინი რეალურად ამცირებს საერთო სიკვდილიანობას და წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს.

❓ კითხვა–პასუხი

ამცირებს თუ არა ვაქცინა სიცოცხლეს გრძელვადიანად?

არა. კვლევამ აჩვენა პირიქით — სიცოცხლის გახანგრძლივებას.

არის თუ არა მონაცემები სანდო?

დიახ. გამოყენებულია ეროვნული მონაცემები და მკაცრი სტატისტიკური ანალიზი.

შეიძლება ეს შედეგი მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ეხებოდეს?

არა მხოლოდ. ეფექტი შენარჩუნდა კორექციის შემდეგაც.

👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:

www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

ავტორი:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

წყაროები

Semenzato L, et al. COVID-19 mRNA Vaccination and 4-Year All-Cause Mortality Among Adults Aged 18 to 59 Years in France. JAMA Network Open. 2025.

#foryouシ #fypageシ #viralシ #foryoupageシ #ფორიუ #fypageシ #sheniambebi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #sheniambebi

📲 გადმოწერე SheniEkimi app:
iPhone | Android | Telegram

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში – რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ

მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში - რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა - პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ
#post_seo_title

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიციარებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის — კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე – ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.

მიხეილ სარჯველაძე: ყველას, ვისაც აქვს სურვილი განთავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, სახელმწიფო მხარში დაუდგება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, მაგალითად ჭარბი დოზების არსებობა და ა.შ. დღეს სრულად დაზღვეულია – ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოფხვრილია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა გრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და პაციენტის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს განვითარებას დაეთმობა.

„მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ან ასე აწყობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთისგან რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, მას სახელმწიფო მხარში დაუდგება. ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავუჩინოთ. მთავარია, რომ ნარკომანიის ტვირთი, ზიანი საზოგადოებისთვის ნარკომანიით გამოწვეული იყოს დღითიდღე კლებადი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დაინერგება შედეგზე ორიენტირებული, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხარდაჭერის სერვისები.

მინისტრმა ფსიქოტროპული პრეპარატების სფეროში გატარებული რეფორმაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატი გამოავლინა.

„იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო – ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს. ცვლილებები კი სექტორთან თანამშრომლობით, რბილად და უმტკივნეულოდ განხორციელდა.

მიხეილ სარჯველაძე: „მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება – ბევრი წლის წინ, დაუჯერებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მილიარდ-ნახევარი ლარით დაფინანსება. დღეს, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია“

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება.

ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ბევრი წლის წინ, დაუჯერებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მილიარდ-ნახევარი ლარით დაფინანსება. დღეს, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებასა და ამ მიმართულებით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზეც ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურებების ხარისხზე.

„დღეს, ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ქვეყნის ყველა წერტილში უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, მაგრამ გვინდა ყოველთვის უკეთესი, კიდევ უფრო მეტი. ვფიქრობ, აღნიშნული შესაძლებლობები არსებობს. ეს ნიშნავს მათ შორის მკაცრ კონტროლს, რომელიც აუცილებელი პირობაა იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორს, ბაზრის საკმაოდ მსხვილი სეგმენტი უჭირავს. სახელმწიფოს მხრიდან, რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ორიენტირებული, დაიცვას თითოეული პაციენტის უფლება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. – რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, ბევრი ახალი მიმართულება ამოქმედდება“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

ადამიანი და მასზე ზრუნვა კვლავ რჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება და საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ეს შესაძლებლობები ნამდვილად არის, მათ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით ვიყენებთ.

ამიტომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი სერვისები. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთელი წლის განმავლობაში, ბევრი ახალი მომსახურება დაინერგა. თუმცა, არის გარკვეული სერვისები, რომლებსაც პაციენტები, დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში იღებენ.

„საბედნიეროდ, მალე, ყველაფერი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, მარტივად მიიღონ საჭირო სერვისები. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ კლინიკაში უკვე ამოქმედდა არითმოლოგიის მიმართულება – კონსულტაციით დაწყებული, მანიპულაციებით დასრულებული. და ასე გაგრძელდება მომდევნო წელსაც – ეს იქნება მუდმივად მზარდი დაწესებულება, სადაც ყველა საჭირო, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კერების შექმნაზეც ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისების ფინანსურ მხარდაჭერაზე.

„ამასთან, მედიცინა მუდმივად ვითარდება, ინერგება სიახლეები როგორც მედიკამენტების, ისე მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. ჩნდება ახალი სამკურნალო საშუალებები, ან ვითარდება სერვისები, მაგალითად, ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით, რომლებიც აუცილებლად დასანერგია ქვეყანაში და ბუნებრივია, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია – სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

#post_seo_title

სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს:

„ბატონო გიორგი, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხილული იქნა თქვენი 2025 წლის 24 ოქტომბრის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის მიერ საქართველოში იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატების მარკირების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადისა და კომპანიის მხრიდან მომხმარებლის შესაძლო შეცდომაში შეყვანის საკითხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობებთ რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროსაც გამოვლინდა ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებითან შეუსაბამობები, კერძოდ:
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბიზნესოპერატორის საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის #301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ და „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის N360 დადგენილებასთან სურსათის (სასურსათო) დანამატების ეტიკეტის შეუსაბამობა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, შეუჩერდა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციამდე.
ამასთანავე, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის №360 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორს მიეცა მითითება და განემარტა ვალდებულება იმის თაობაზე, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის დანამატის ბაზარზე განთავსების შესახებ – სურსათის ეტიკეტის ნიმუშის
წარდგენით.
ზემოაღნიშნულის მითითების თანახმად, ბიზნესოპერატორს დღეისათვის სააგენტოში
წარმოდგენილი აქვს სავალდებულო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ მიერ იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატები შეტანილი იქნა „სურსათის (სასურსათო) დანამატების რეესტრში“ (იხ. http://nfa.gov.ge/).
ამავდროულად გაცნობებთ, რომ სააგენტოს მიერ „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლის 2026 წლის წლიური პროგრამა“-ს პროექტით, გათვალისწინებული იქნება სურსათის (სასურსათო) დანამატების მონიტორინგი.
პატივისცემით, გიორგი იაკობაშვილი
გიორგი ფხაკაძე 20 ოქტომბერს არუნ ხათრის აფთიაქში იმყოფებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა…
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მომხმარებლების უფლებების სააგენტოს მიმართა.
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა.

#post_seo_title

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights