პარასკევი, მაისი 1, 2026

კალორიების მიღების 30%-ით შემცირება თავის ტვინის დაბერებას მნიშვნელოვნად ანელებს — ახალი კვლევა

ახალი სამეცნიერო აღმოჩენა - ტვინის გლიკოგენი შესაძლოა ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ იმედად იქცეს
#post_seo_title

კალორიებით შეზღუდულმა კვების რაციონმა შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად ხდება ტვინში. ამაზე მიუთითებს მაკაკა რეზუსებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ასევე შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს თავის ტვინის ისეთი დაავადებისთვის, როგორიც არის ალცჰაიმერი.

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 24 ისეთი მაკაკა რეზუსის (Macaca mulatta) თავის ტვინი, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ან კალორიებით შეზღუდული ან ჩვეულებრივი რაციონით.

ასეთი დიდი დროის მანძილზე წარმოქმნილ სხვაობათა საფუძველზე, იმ მაიმუნების თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც 30 პროცენტით ნაკლებ კალორიას მოიხმარდნენ, მკვლევრებმა მიაგნეს უფრო ჯანსაღი ნერვული კომუნიკაციისა და დაცვის ნიშნებს.

ეს აღმოჩენა ემატება იმას, რაც უკვე ვიცით შეზღუდული კალორიების მქონე რაციონის შესახებ: იმის გამო, რომ ასეთი რაციონი სხეულს სამუშაოდ უფრო ნაკლებ საწვავს აწვდის, მეტაბოლიზმი უფრო ეფექტიან რეჟიმში გადაჰყავს, რაც როგორც ამ კვლევაში გამოჩნდა, იცავს მას იმ უჯრედული ცვეთისაგან, რაც როგორც წესი, ასაკთან ერთად ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა კარგად დამკვიდრებული ჩარევაა, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური დაბერების შენელება და შეიძლება ასაკთან დაკავშირებულ მეტაბოლურ ცვლილებებსაც ამცირებდეს ხანმოკლე ექსპერიმენტულ მოდელებში, ეს კვლევა გვთავაზობს იშვიათ, გრძელვადიან მტკიცებულებას იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა ასევე შეიძლება თავის ტვინს იცავდეს დაბერებისგან უფრო კომპლექსურ სახეობებში“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ანა ვიტანტონიო.

ჯგუფი ფოკუსირებული იყო კონკრეტულად მიელინზე, თავის ტვინის ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებულ ცხიმოვან საფარზე, რომელიც მათ იცავს და აჩქარებს ერთმანეთს შორის კომუნიკაციას. ტვინის დაბერებასთან ერთად, მიელინი დეგრადირდება, რასაც შეუძლია ანთების გამოწვევა.

მაიმუნებში, რომლებიც შეზღუდული კალორიების მქონე რაციონით იკვებებოდნენ, ძლიერი ნიშნები იყო იმისა, რომ ტვინში, ნერვების გარშემო მიელინის საფარი უკეთეს მდგომარეობაში იყო — მიელინთან დაკავშირებული გენები უფრო აქტიური იყო და მიელინის წარმოებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული მთავარი მეტაბოლური გზები უკეთესად ფუნქციონირებდა.

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მიელინის მწარმოებელი და მისი ჯანსაღად შემანარჩუნებელი უჯრედები მუშაობდნენ უფრო ეფექტიანად; შედეგად, შეჩერებული იყო დაბარების ის ზოგიერთი ნიშანი, რაც აღინიშნებოდა სტანდარტულ რაციონზე მყოფ მაიმუნებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უჯრედულ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებასთან და სწავლასთან“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ტარა მური.

როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილი, წლებთან ერთად, დეგრადირდება ტვინის მექანიზმიც. ზოგ შემთხვევაში, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი მექანიზმები რეალურად ირღვევა და მავნე ხდება, რაც იწვევს ნეიროანთებას.

სწორედ ამიტომ არის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები სიბერეში უფრო მეტად მოსალოდნელი — რადგან ტვინის უჯრედები უარეს მდგომარეობაში არიან და მათმა ზედმეტად აქტიურობამ შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე ზიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასაკთან ერთად გაუარესებულია ნერვულ უჯრედთა დამცავი გარსი. განაგრძეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია – „პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს… იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს…“ – რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად

აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა
#post_seo_title

ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა,- ამის შესახებ პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი საუბრობს:

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია… ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფეხის კუნთოვანი ძალა, როგორც ჯანმრთელობის მარკერი: სიკვდილიანობისა და ხანგრძლივობის კავშირი – ფეხის კუნთების მასას, ძალასა და ზოგად ჯანმრთელობას შორის არსებული პირდაპირი კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?
#post_seo_title

„ფეხის კუნთების მასას, ძალასა და ზოგად ჯანმრთელობას შორის არსებული პირდაპირი კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ქვედა კიდურების კუნთოვანი მასა და ძალა არის ხანგრძლივობისა და მეტაბოლური ჯანმრთელობის ძლიერი ბიომარკერები.
ფეხის კუნთოვანი ძალა, როგორც ჯანმრთელობის მარკერი:
სიკვდილიანობისა და ხანგრძლივობის კავშირი:
ფართომასშტაბიანი კოჰორტული კვლევები, მათ შორის UK Biobank-ის მონაცემების ანალიზი, აჩვენებს, რომ ქვედა კიდურების კუნთის დაბალი მასა და/ან სიძლიერე მნიშვნელოვნად ასოცირდება ყველა მიზეზით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალ რისკთან. ძლიერი და განვითარებული ფეხის კუნთები ზრდის ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების შანსს.
დაცვა სარკოპენიისგან: 30 წლის შემდეგ კუნთოვანი მასა ბუნებრივად იწყებს კლებას (სარკოპენია). ფეხის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიში არის ყველაზე ეფექტური გზა ამ პროცესის შესანელებლად, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიბერეში მობილურობის, ბალანსის შენარჩუნებისა და დაცემისგან თავის დასაცავად.
ბიოქიმიური და მოლეკულური მექანიზმები: ფეხის კუნთები (განსაკუთრებით ოთხთავა კუნთი) არის ყველაზე დიდი კუნთოვანი ჯგუფი ორგანიზმში, რაც მათ უნიკალურ გავლენას ანიჭებს სისტემურ ბიოქიმიაზე.
გლუკოზის მეტაბოლიზმის მთავარი რეზერვუარი: კუნთები პასუხისმგებელია მთლიანი გლუკოზის მიღების დაახლოებით 70-80%-ზე. რაც უფრო დიდია კუნთოვანი მასა, მით მეტია მასში GLUT4 ტრანსპორტიორი ცილა. ეს ცილა ინსულინის სიგნალით ეფექტურად იღებს გლუკოზას სისხლიდან. ძლიერი ფეხის კუნთები ეფექტურად “წმენდენ” სისხლს შაქრისგან, რაც პირდაპირ უკავშირდება ინსულინის მაღალ მგრძნობელობას და ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის რისკს.
კუნთები, როგორც ენდოკრინული ორგანო (მიოკინები): კუნთები არ არის მხოლოდ მოძრაობის ორგანოები, ისინი არიან ენდოკრინული ორგანოები, რომლებიც ვარჯიშის დროს გამოყოფენ ცილოვან სასიგნალო მოლეკულებს – მიოკინებს. ამ მოლეკულებს ჰორმონის მსგავსი ეფექტი აქვთ: ანთების შემცირება და კარდიოვასკულური ჯანმრთელობა: მიოკინები ხელს უწყობენ სისტემური ქრონიკული ანთების შემცირებას და აუმჯობესებენ ენდოთელიუმის ფუნქციას.
ნეიროპროტექცია: მიოკინები ზრდის BDNF-ის (ტვინიდან მიღებული ნეიროტროფული ფაქტორი) დონეს, რაც მნიშვნელოვანია ნეირონების გადარჩენისა და ზრდისთვის, რითაც უკავშირდება კოგნიტურ ფუნქციასა და განწყობას.
მეტაბოლიზმის გაუმჯობესება: მაგალითად, მიოკინი ირისინი ხელს უწყობს ცხიმის მეტაბოლიზმს და ენერგეტიკული ბალანსის გაუმჯობესებას.
დამატებითი სარგებელი: ნეიროფიზიოლოგიური და მიკრობიომის კავშირები
ფეხის კუნთების ვარჯიში იწვევს ბევრად უფრო ფართო სისტემურ რეაქციას, რომელიც მოიცავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ნაწლავის მიკრობიომს:
გავლენა განწყობაზე, სტრესსა და დეპრესიაზე:
კუნთების აქტივობა, განსაკუთრებით
ქვედა კიდურების, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის რეგულაციაში.
BDNF და ნეიროგენეზი: როგორც აღვნიშნეთ, ფეხის ვარჯიში ზრდის BDNF-ის დონეს. ეს ცილა გადამწყვეტია ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნისთვის (ნეიროგენეზი), განსაკუთრებით ჰიპოკამპში, ტვინის ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ემოციურ რეგულაციაზე. დეპრესიის დროს BDNF-ის დონე ხშირად დაბალია, ამიტომ ვარჯიშით მისი მატება მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი.
ენდორფინები და ენდოკანაბინოიდები: ინტენსიური ვარჯიშის დროს კუნთები (და ტვინი) გამოყოფენ ენდორფინებსა და ენდოკანაბინოიდებს. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები და განწყობის გამაუმჯობესებლები არიან, რაც ამცირებს შფოთვას და იწვევს “ეიფორიის” განცდას ვარჯიშის შემდეგ.
სტრესის ჰორმონების რეგულაცია: რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის (HPA ღერძი) რეგულაციას, რაც ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, ქრონიკულად მაღალ დონეს.
ურთიერთქმედება ნაწლავის მიკრობიომთან (ნაწლავი-კუნთი-ტვინის ღერძი):
ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ფიზიკური აქტივობა უშუალოდ ცვლის ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობას:
მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები (SCFAs): ვარჯიში ხელს უწყობს ნაწლავში იმ ბაქტერიების ზრდას, რომლებიც გამოიმუშავებენ SCFAs-ს (მაგალითად, ბუტირატი). ბუტირატი არის ნაწლავის უჯრედების ენერგიის ძირითადი წყარო, ამცირებს ნაწლავის ანთებას და აძლიერებს ნაწლავის კედლის მთლიანობას. ეს პირდაპირ ამცირებს სისტემურ ანთებას.
მიკრობიომის მრავალფეროვნება: ვარჯიში ზრდის ნაწლავის ბაქტერიების მრავალფეროვნებას, რაც ასოცირდება უკეთეს იმუნურ ფუნქციასთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.
მეტაბოლური სარგებელი: ნაწლავის ჯანმრთელი მიკრობიომი აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას და ასევე მონაწილეობს იმ ნივთიერებების რეგულაციაში, რომლებიც გავლენას ახდენენ ინსულინის მგრძნობელობაზე.
ფეხის კუნთის განვითარება პირდაპირპროპორციულია ზოგადი ჯანმრთელობის, რადგან ის არის ყველაზე დიდი მეტაბოლური რეზერვუარი, რომელიც არეგულირებს გლუკოზის დონეს, მოქმედებს როგორც ენდოკრინული ორგანო მიოკინების გამოყოფით და წარმოადგენს ხანგრძლივი სიცოცხლის და ასაკობრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს. ფეხის კუნთების რეგულარული, წინააღმდეგობითი ვარჯიში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის – ტვინის, გულის, მეტაბოლიზმისა და იმუნური სისტემის – ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლო“ – წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა

ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლო“ - წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა
#post_seo_title

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია შეიძლება წითელი მგლურას თითქმის ყველა შემთხვევის საფუძველი იყოს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ასეთი კავშირის შესახებ ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლოს“ უკან შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) იმალებოდეს.

ეპშტაინ-ბარის ვირუსი არის პათოგენი, რომელიც „კოცნის დაავადებას“ (მონონუკლეოზი) იწვევს და ახალი აღმოჩენების თანახმად, მას შეუძლია პირდაპირ დააინფიციროს და გადააპროგრამოს კონკრეტული იმუნური უჯრედები და ეს გახდეს სისტემური წითელი მგლურას, შემოკლებით მგლურას სიმპტომების დაწყების მიზეზი.

„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა, რაც კი ჩემს ლაბორატორიაში გამიკეთებია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობთ, ის წითელი მგლურას შემთხვევათა 100 პროცენტს ერგება“, — ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ რობინსონი.

ზრდასრულ ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას მთელ მსოფლიოში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს შეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსთან, რომელიც თითქმის არანაირ სიმპტომს არ იწვევს და ლატენტურად იმელაბე სხეულის უჯრედებში.

თუმცა, წითელი მგლურას შემთხვევაში, აღინიშნება ღრმა ინფექცია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ EBV-ის უფრო ძლიერი შტამი შეხვდათ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ავტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტთა შორის, EBV-ით ინფიცირებული B-უჯრედების (B-ლიმფოციტები) მაჩვენებელი დაახლოებით 400-დან ერთია.

ლაბორატორიაში, ინფექციამ B უჯრედებში ცვლილება შეიტანა, გაააქტიურა სისტემა, რომელიც განაპირობებს მათი ანთებისთვის განკუთვნილი გენების „ჩართვას“.

„ამას კი აქვს პოტენციალი, რომ ხელი შეუწყოს სისტემური დაავადების გამომწვევ ავტოიმუნურ რეაქციებს“, — ირწმუნება მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი შედი იუნისი ხელმძღვანელობდა. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შესაძლოა საყლაპავი მილის კიბოს სიმპტომი იყოს – ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

#post_seo_title

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს.

სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სლოკინი შესაძლოა საყლაპავი მილის კიბოს სიმპტომი იყოს.

სპეციალისტების მოწოდებაა, რომ ადამიანებმა მიმართონ ექიმს, თუ სლოკინის შეტევები 48 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს
#post_seo_title

ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი.

მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო სისუსტე, ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ეს სეზოსნისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია. ინფექციონისტები და პედიატრები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია  გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ქვეყანაში გრიპის უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

მედიკოსების ცნობით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის სახით გართულებებიც ერთვის. ამ მხრივ რისკჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან. ექიმების განცხადებით, სიფრთხილე მართებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და მოხუცებს. ექიმები A ტიპის ვირუსს ღორის გრიპთან ერთად „ჰონგ კონგის“ შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც საქართველოში დომინირებს და განსაკუთრებით სწრაფად გადამდებია, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები, თუმცა კლინიკური მიმდინარეობა ე.წ.  ღორის გრიპისგან არ განსხვავდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს მცირეწლოვნებში პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდეს ექიმის ჩართულობა და მხოლოდ მის მიერ დანიშნული  მედიკამენტებით მკურნალობა.

„თუ 65%-ია ჰონგ კონგის“ შტამი, ღორის გრიპი 2%-ს შეადგენს. დაველოდოთ სამი დღე და მერე მიმართოთ ექიმს, კატეგორიულად არასწორია და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებმა სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

სპეციალისტები ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას და პიკურ პერიოდს დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობენ. თუმცა მათი განმარტებით ვირუსები სწორი მართვა იმ რეკომენდაციების გათვალისწინების გაზიარებით ხდება, რომელსაც ექიმები გასცემენ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანა ვაქცინაცია ჩაიტარონ რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა, მოერიდონ ხალხლრავალ ადგილებში ყოფნას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და არ მიიღონ მედიკამენტები თვითნებურად.

„მომართვიანობა გაზრდილია როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ასევე სტაციონარებში. მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. უახლოესი კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გრიპის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და დაავადების გავრცელების აქტიურ ფაზაში ვართ, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ მატებას, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის განსაკუთრებული ღონისძიების გატარების აუცილებლობას, ასეთ მატებას ნამდვილად არ ველოდებით.“ – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებას ამშვიდებს და განმარტავს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და გაზრდილი ავადობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვირუსები ყოველი ზამთრის სეზონზე მატულობს, თუმცა ეს კონტროლირებადი პროცესია. მთავარი რეკომენდაცია კი სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია.

„დღეისთვის სტაბილურად ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, შედარებით გაზრდილია ავადობის რაოდენობა, სხვადასხვა ტიპის ვირუსები ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს, თუმცა ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს რეკომენდაცია უცვლელი რჩება, – ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მაქსიმალურად თავი მოვარიდოთ. მით უმეტ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება ვირუსის სიმპტომები ჰქონდეს.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, პანიკის არავითარი რაიმე მიზეზი რეალურად არ არსებობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. საქართველოში იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და მიზნად ისახავს მძიმე გართულებების პრევენციას. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქვეყანაში ახლა რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს – ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა“ – მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევებმა შედარებით მოიმატა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესი სრულად მართულია, ნორმის ფარგლებში რჩება და არ არსებობს პანიკის საფუძველი.

ქვეყანაში ახლა რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა.

„დღეისთვის სტაბილური, ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ავადობის რაოდენობა შედარებით გაზრდილია, იქნება ეს გრიპის თუ სხვადასხვა ტიპის ვირუსები, რომლებსაც საზოგადოებაში სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ – „ჰონკონგის“ და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ახალი, არასტანდარტული არ ხდება. ყოველი ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს რაოდენობა, თუმცა, ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

COVID-ვაქცინები და სიკვდილიანობა: ახალი ძლიერი მტკიცებულება

mRNA ვაქცინა ტვინის სიმსივნისთვის — რეალური გარღვევა თუ ნაადრევი იმედი?

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები მხოლოდ მძიმე ინფექციისგან დაცვა არ არის.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ძე(MD, MPH, PhD)

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე.

SheniEkimi.ge — ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები მხოლოდ მძიმე ინფექციისგან დაცვა არ არის. ახალი, მასშტაბური კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინაციას აქვს გრძელვადიანი, რეალური გავლენა ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული პასუხი მათთვის, ვინც კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინების სარგებელს.

🧪 რა აჩვენა ახალმა კვლევამ

საფრანგეთში ჩატარებულმა, ეროვნულ მონაცემებზე დაფუძნებულმა კვლევამ მოიცვა 28 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი (18–59 წლის) და მათ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

კვლევა გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალში — JAMA Network Open.

📉 მთავარი შედეგები მარტივად

ვაქცინირებულ ადამიანებში დაფიქსირდა:

74%-ით ნაკლები სიკვდილი მძიმე COVID-19-ისგან 25%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ყველა მიზეზით პირველი 6 თვის განმავლობაში სიკვდილიანობის 29%-იანი შემცირება სიკვდილიანობის შემცირებული რისკი გრძელვადიან პერიოდშიც

მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ გააანალიზა 41 სხვადასხვა ჯანმრთელობისა და სოციალური ფაქტორი, რაც ამცირებს მონაცემების დამახინჯების რისკს.

❗ გვერდითი მოვლენები და რეალური სურათი

კვლევის ავტორებმა სპეციალურად შეაფასეს გავრცელებული შიშები, მათ შორის გულის კუნთის ანთება. არ დაფიქსირებულა გრძელვადიანი სიკვდილიანობის ზრდა ვაქცინაციის შემდეგ.

მკვლევრები აღიარებენ ე.წ. „ჯანმრთელი ვაქცინირებულის ეფექტს“, თუმცა მონაცემები სტატისტიკური კორექციის შემდეგაც უცვლელი დარჩა.

🔍 რატომ არის ეს კვლევა განსაკუთრებული

პირველი გრძელვადიანი, მოსახლეობის დონეზე ჩატარებული კვლევა იყენებს ეროვნულ ჯანდაცვის ბაზებს აფასებს არა მხოლოდ COVID-ით, არამედ ყველა მიზეზით სიკვდილიანობას

დასკვნა

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს:

mRNA ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე და მათი ეფექტი სცდება მხოლოდ ინფექციის პრევენციას. ისინი რეალურად ამცირებს საერთო სიკვდილიანობას და წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს.

❓ კითხვა–პასუხი

ამცირებს თუ არა ვაქცინა სიცოცხლეს გრძელვადიანად?

არა. კვლევამ აჩვენა პირიქით — სიცოცხლის გახანგრძლივებას.

არის თუ არა მონაცემები სანდო?

დიახ. გამოყენებულია ეროვნული მონაცემები და მკაცრი სტატისტიკური ანალიზი.

შეიძლება ეს შედეგი მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს ეხებოდეს?

არა მხოლოდ. ეფექტი შენარჩუნდა კორექციის შემდეგაც.

👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:

www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

ავტორი:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

წყაროები

Semenzato L, et al. COVID-19 mRNA Vaccination and 4-Year All-Cause Mortality Among Adults Aged 18 to 59 Years in France. JAMA Network Open. 2025.

#foryouシ #fypageシ #viralシ #foryoupageシ #ფორიუ #fypageシ #sheniambebi #drpkhakadze #შენიექიმი #აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #sheniambebi

📲 გადმოწერე SheniEkimi app:
iPhone | Android | Telegram

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში – რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ

მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში - რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა - პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ
#post_seo_title

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიციარებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის — კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე – ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.

მიხეილ სარჯველაძე: ყველას, ვისაც აქვს სურვილი განთავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, სახელმწიფო მხარში დაუდგება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებული ნაკლოვანებები, მაგალითად ჭარბი დოზების არსებობა და ა.შ. დღეს სრულად დაზღვეულია – ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოფხვრილია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ რეფორმა გრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და პაციენტის განკურნებისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისებს განვითარებას დაეთმობა.

„მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა ის, რომ ნარკომანს არ ჰქონდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ან ასე აწყობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთისგან რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, მას სახელმწიფო მხარში დაუდგება. ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავუჩინოთ. მთავარია, რომ ნარკომანიის ტვირთი, ზიანი საზოგადოებისთვის ნარკომანიით გამოწვეული იყოს დღითიდღე კლებადი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით დაინერგება შედეგზე ორიენტირებული, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხარდაჭერის სერვისები.

მინისტრმა ფსიქოტროპული პრეპარატების სფეროში გატარებული რეფორმაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ცვლილებებმა გარდა სხვა მნიშვნელოვანი მანკიერებებისა, წამლებზე არარეალურად დიდი ფასნამატი გამოავლინა.

„იყო მავნე პრაქტიკა და კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება. რაც სისტემა ამ წნეხისგან განთავისუფლდა გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა, ერთის მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, აქტიური კონტროლი. ჩვენ განვახორციელეთ შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს ამ რეცეპტების გამოწერის უფლება და ვისაც აქვს მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა. კონტროლის ფაზების დროს, გამოვლინდა ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის, მაგალითად ზედმეტად, არარელევანტურად დანიშნული რაოდენობა და დოზები. ამას, რა თქმა უნდა მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად ფიზიკურად, პაციენტის მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა და სხვა. ყველა ამ პრაქტიკას მოსდევს შესაბამისი რეაგირება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო – ეს არის სფერო, სადაც გამართლებულია იყოს უმკაცრესი კონტროლი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში იმპორტს, დღეს მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს. ცვლილებები კი სექტორთან თანამშრომლობით, რბილად და უმტკივნეულოდ განხორციელდა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights