ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

„იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას – ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს და სიმსივნის განვითარების რისკი იმატებს“ – ზაზა თელიას გაფრთხილება

„საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ - ზაზა თელია
#post_seo_title

 ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე – “შილაკის” საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია.

პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.

ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება.

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი…

დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.

“ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან – ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.

თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება – პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.

ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში – ეს არის მეორე საკითხი.

ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,”- აცხადებს ზაზა თელია.

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს – დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ.

“რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით – ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები – იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე – გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,”- დასძინა თელიამ.

ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით.

“თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში – დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,”-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი:

“რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა – უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი – მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,”-აცხადებს ზაზა თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!
#post_seo_title

საქართველოს წარმატება აღიარებულია — მსოფლიო ჯანმრთელობის გამარჯვებების გვერდით!

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
საქართველო ოფიციალურად შეუერთდა იმ ქვეყნების მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ჯგუფს, რომლებმაც მალარიის სრულად აღმოფხვრა შეძლეს. ეს მხოლოდ ერთ დაავადებაზე გამარჯვება არ არის — ეს არის ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის, მრავალწლიანი პრევენციული მუშაობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასტური.
2025 წელი — დაავადებათა კონტროლის გლობალური გამარჯვებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელი დაავადებათა აღმოფხვრის მიმართულებით ისტორიული აღმოჩნდა. სხვადასხვა კონტინენტზე ქვეყნები აღწევენ იმას, რაც ათწლეულების წინ შეუძლებლად მიიჩნეოდა.
მთავარი მიღწევები
•მალდივები — პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია სამმაგ აღმოფხვრას: დედიდან შვილზე აივ-ის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის შეწყვეტას
•ბურუნდი, ეგვიპტე და ფიჯი — ტრაქომის აღმოფხვრა
•გვინეა და კენია — ძილის დაავადების აღმოფხვრა
•ნიგერი — პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მდინარის სიბრმავე აღმოფხვრა
•საქართველო, სურინამი და ტიმორ-ლესტე — მალარიისგან თავისუფალი ქვეყნების სტატუსი
•ბრაზილია — დედიდან შვილზე აივ-ის გადაცემის აღმოფხვრა
რატომ არის საქართველოს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
მალარია მხოლოდ ინფექციური დაავადება არ არის. მისი აღმოფხვრა ნიშნავს:
•ძლიერ ეპიდზედამხედველობას
•ეფექტიან პირველადი ჯანდაცვის სისტემას
•მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას
•საერთაშორისო თანამშრომლობას და WHO-ის რეკომენდაციების შესრულებას
საქართველოს მიერ მალარიის აღმოფხვრა ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა რეალურ შედეგს იძლევა — მცირე რესურსების მქონე ქვეყნებშიც კი.
ეს გამარჯვება რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას?
• დაავადებათა აღმოფხვრა შესაძლებელია
• პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტიანია, ვიდრე მკურნალობა
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში
• საერთაშორისო აღიარება მოდის შრომით, სისტემურობით და გამჭვირვალობით
მილოცვა საქართველოს!
ეს არის წარმატება ექიმების, ეპიდემიოლოგების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და თითოეული მოქალაქის, ვინც წლების განმავლობაში პრევენციულ ღონისძიებებს უჭერდა მხარს.
საქართველო დღეს მსოფლიო რუკაზეა როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა — და ეს მხოლოდ დასაწყისია.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
წყაროები
1. World Health Organization. Global report on neglected tropical diseases and elimination milestones. WHO; 2024. Available from: https://www.who.int
2. World Health Organization. Countries and territories certified malaria-free. WHO; 2025. Available from: https://www.who.int/…/countries-and-territories-certified…
3. World Health Organization. Triple elimination of mother-to-child transmission of HIV, syphilis and hepatitis B. WHO; 2023. Available from: https://www.who.int
4. World Health Organization. Elimination of human African trypanosomiasis and onchocerciasis. WHO; 2024. Available from: https://www.who.int
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „World Health Organization Victories for disease control Maldives achieved "triple elimination" of mother-to-child mother- transmission of HIV, syphilis and hepatitis B Niger became the first African country to eliminate river blindness Georgia, Suriname and Timor-Leste were certified malaria-free Brazil eliminated mother-to-child transmission of HIV Guinea and Kenya eliminated sleeping sleepingsickness sickness Burundi, Egypt and Fiji eliminated trachoma“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჰონკონგის გრიპი“ განსაკუთრებულად საშიში ვირუსია? – რას ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი?

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს «ჰონკონგის გრიპთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს უზიარებს

«ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი.
ეს არის A ტიპის გრიპის ერთ-ერთი შტამი (H3N2), რომელიც პირველად 1968 წელს გამოვლინდა ჰონკონგში — სწორედ ამიტომ მიიღო ეს სახელწოდება.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
«ჰონკონგის გრიპი“ არ არის განსხვავებული დაავადება,
არ იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას ვიდრე სხვა გრიპის შტამები
დღეს ის სეზონური გრიპის ჩვეულებრივი ნაწილია!!!! რა უნდა იცოდეთ მშობლებმა:
„ჰონკონგის გრიპი“ არის გრიპის A ტიპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შტამი (H3N2), რომელიც მრავალი წელია ცირკულირებს და ბავშვებში მიმდინარეობით არ განსხვავდება სხვა სეზონური გრიპისგან.აქვე აუცილებლად დაიმახსოვრეთ,რომ არ არის სწორი,როცდესაც ყველა ვირუსს გრიპს ეძახით,არსებობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციები:რინოვირუსი,ადენოვირუსი,კორონავირუსი,პარაგრიპი,RSV ვირუსი,გრიპის ვირუსი,ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს
ჰონკონგის გრიპის დროს სიმპტომები იგივეა, რაც ნებისმიერი გრიპის დროს:
ცხელება, სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი.
დასახელება შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დაავადება — არა.
კარგი ამბავიია ის,რომ
სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს ამ შტამისგანაც, ამიტომ ვაქცინირებული ბავშვები დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან,ხაზს ვუსვამ მძიმე მიმდინარეობას,რადგან ვირუსი შეიძლება აცრილებსაც შეხვდეთ!!!!
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს აქვს:
მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება ჯიუტად სიცხის დამწევს(თუმცა ესეც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის და ვირუსთან ბრძოლის საჭირო კომპონენტია)
სუნთქვის გაძნელება,ხმაურიანი სუნთქვა,სწრაფი სუნთქვა ან ქოშინი
ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები
ასაკი 3 წლამდეა ან აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება გახსოვდეთ
პანიკა ბავშვს არ შველის.
სიმშვიდე, დროული კონსულტაცია თქვენს პედიატრთან და სწორი მოვლა — ეს არის საუკეთესო დაცვა.
„ჰონკონგის გრიპი“ — ეს უბრალოდ სახელია.
ბავშვისთვის ის ისეთივე გრიპია, როგორიც სხვა სეზონური გრიპიგისურვებთ ურყევ ჯანმრთელობასP.S ღორის გრიპი (H1N1) და ჰონკონგის გრიპი (H3N2) ერთი და იგივე არ არის.
ორივე ეკუთვნის A ტიპის გრიპის ვირუსს, მაგრამ განსხვავებული ქვეტიპებია.
ღორის გრიპი არის H1N1, ჰონკონგის გრიპი — H3N2.
ორივე დღეს სეზონური გრიპის ნაწილია და ვაქცინით პრევენცირებადია.
სახელწოდებები უფრო ისტორიულია და პანიკის საფუძველს არ იძლევა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სხვისი თანდასწრებით ბავშვის ქცევის შეფასება რატომ არის საზიანო? – ბევრ მშობელს ან უფროსს შეიძლება ჩვეულებრივ, უწყინარ ქცევად ეჩვენებოდეს

უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
#post_seo_title

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „განმავითარებელი აქტივობები“ მშობლებისთვის სასარგებლო, მნიშვნელოვან და აუცილებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, თუ რატომ არ უნდა შევაფასოთ ბავშვის ქცევა სხვა ადამიანის თანდასწრებით: 

„ბავშვის თანდასწრებით ბავშვის ქცევის შეფასება სხვა ადამიანთან — რატომ არის ეს საზიანო?

ბევრ მშობელს ან უფროსს შეიძლება ჩვეულებრივ, უწყინარ ქცევად ეჩვენებოდეს ბავშვის საქციელზე საუბარი მისი თანდასწრებით :

„დღეს ძალიან ცუდად მოიქცა“

„საერთოდ არ მისმენს“

„სულ ასე აკეთებს…“

მაგრამ ბავშვისთვის ასეთი საუბარი ხშირად მტკივნეული და დამაზიანებელია — განსაკუთრებით მაშინ, როცა მას არ ეკითხებიან და თავად ვერ მონაწილეობს საუბარში.

რას გრძნობს ბავშვი ასეთ დროს?

ბავშვი, რომელიც საკუთარ ქცევაზე მსჯელობას ისმენს მესამე პირისგან, ხშირად განიცდის:

სირცხვილს — უჩნდება განცდა, რომ „არასწორია“

უმწეობას — საუბარი მიდის მის შესახებ, მაგრამ არა მასთან

შეფასებულობას — ქცევა გადაიქცევა პიროვნულ იარლიყად

დაცულობის დაკარგვას — უფროსი, რომელსაც ენდობა, მასზე სხვასთან საუბრობს

განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები, რომლებსაც უკვე აქვთ ქცევითი, ემოციური ან ყურადღების სირთულეები .

როგორ აისახება ეს ბავშვის განვითარებაზე?

ბავშვის თანდასწრებით მისი ქცევის განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს:

თვითშეფასების დაქვეითება

ოპოზიციური ან აგრესიული ქცევა („თუ მაინც ცუდი ვარ…“)

ჩაკეტვა და ემოციური დისტანცირება

არასწორი თვითიდენტობა — ბავშვი იწყებს საკუთარ თავზე ფიქრს როგორც „პრობლემაზე“

ქცევა არის დროებითი და შეცვლადი, ხოლო ასეთი საუბრები ხშირად ბავშვს აძლევს განცდას, რომ პრობლემა თავად არის.

რატომ არ მუშაობს ეს როგორც „აღმზრდელობითი მეთოდი“?

ზოგჯერ უფროსები ფიქრობენ, რომ ასე ბავშვი „გააცნობიერებს“ საკუთარ ქცევას . რეალურად კი:

ქცევის გააზრება ხდება პირდაპირი და უსაფრთხო დიალოგით, არა სხვასთან საუბრის მოსმენით

ბავშვი იშვიათად უსმენს შინაარსს — ის გრძნობს ემოციას

შეფასება ზრდის დაცვით რეაქციას და არა პასუხისმგებლობას

როგორ ჯობს მოვიქცეთ?

თუ გჭირდება კონსულტაცია ან რჩევა — ისაუბრე სხვა უფროსთან ბავშვის გარეშე

თუ ბავშვი გვერდითაა — გამოიყენე ნეიტრალური ენა :

„ახლა გვქონდა რთული მომენტი“

და არა „ის სულ ასე იქცევა“

ესაუბრე ბავშვს უშუალოდ — რა მოხდა, რას გრძნობდა, რა შეიძლებოდა სხვანაირად

გამოყავი ქცევა პიროვნებისგან — „ეს ქცევა იყო რთული“, არა „შენ ხარ რთული“

ბავშვს სჭირდება განცდა, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და რომ უფროსები მის ღირსებას იცავენ — მაშინაც კი, როცა ქცევა რთულია.

ბავშვის თანდასწრებით მისი შეფასება სხვასთან არ ასწავლის უკეთ ქცევას — ის ასწავლის, როგორ იგრძნოს თავი არასაკმარისად .

გაფრთხილება:

თუ ბავშვის ქცევა ხშირად იწვევს ძლიერ ემოციურ რეაქციებს ან ოჯახში კონფლიქტს, რეკომენდებულია სპეციალისტთან (ბავშვის ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) კონსულტაცია .

ეს რეკომენდაციები არ ცვლის პროფესიულ შეფასებას და ინდივიდუალურ დახმარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გავლენას ახდენს ძილი იმუნიტეტზე

რა არის იმუნიტეტი?
#post_seo_title

 ძილი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ჩვენს სხეულსა და გონებას აძლევს დასვენების საშუალებას.

საკმარისი ძილის გარეშე ტვინი ვერ ფუნქციონირებს, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ჩვენი კონცენტრაციის უნარს, ფიქრისა და დამახსოვრების პროცესებს. ძილთან დაკავშირებული კვლევების განვითარებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ძილი საკვანძო როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში.

იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისათვის. მის გარეშე შეუძლებელია ჭრილობების შეხორცება, ინფექციებთან ბრძოლა და ქრონიკული ან სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებებისგან თავდაცვა.

მიჩნეულია, რომ ძილსა და იმუნიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთობა არსებობს. დაბალანსებული ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს მის ეეფქტურად ფუნქციონირებას. იმუნური სისტემა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ძილზე. აღსანიშნავია, რომ ძილის უკმარისობა ხელს უშლის იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივ ვადაში, ძილის უკმარისობა იწვევს ავადმყოფობას. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს უნდა იცოდეთ: „ტვინის ნისლი“, მეხსიერების დაქვეითება და ფსიქიკური სიმპტომები – როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს

ხანგრძლივი კოვიდის გამოწვევები და გამოსავლები – რა უნდა ვიცოდეთ?
#post_seo_title

ხუთი წლის შემდეგ: როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს

რატომ გრძელდება „ტვინის ნისლი“, მეხსიერების დაქვეითება და ფსიქიკური სიმპტომები COVID-19-ის შემდეგ
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც SARS-CoV-2 პირველად გამოვლინდა, თუმცა მისი გრძელვადიანი შედეგები კვლავ სერიოზულ კითხვებს აჩენს. ხანგრძლივი COVID-19 (პოსტ-COVID-19 სინდრომი) დღესაც არ აქვს ერთიანი მკურნალობის სტრატეგია და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მისი ზეგავლენა ტვინსა და კოგნიტურ ფუნქციებზე.
რა არის ხანგრძლივი COVID-19
ტერმინი 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და აღწერს მდგომარეობას, როდესაც COVID-19-ის გადატანის შემდეგ სიმპტომები თვეებით ან წლებით გრძელდება. დიდ ბრიტანეთში იგი მოსახლეობის დაახლოებით 1.8%-ს ეხება. სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა კვლევები სულ უფრო ხშირად აჩვენებს კავშირს მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებთან.
ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოსტ-COVID პაციენტების დაახლოებით 4.5% აკმაყოფილებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (ME/CFS) დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს — მდგომარეობას, რომელიც ცნობილია ვირუსული ინფექციების შემდეგ განვითარებითაც.
კოგნიტური დაქვეითების მასშტაბი
ლივერპულის უნივერსიტეტის COVID-CNS კონსორციუმის კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებული COVID-19 პაციენტები ინფექციიდან 12–18 თვის შემდეგ ავლენენ კოგნიტურ მაჩვენებლებს, რომლებიც დაახლოებით 20 წლით დაჩქარებულ დაბერებას შეესაბამება.
MRI-გამოკვლევებმა და სისხლის ანალიზებმა გამოავლინა:
• ტვინის დაზიანების ბიომარკერების მომატება
• ტვინის მოცულობის შემცირება
მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები განსაკუთრებით ეხება მძიმე მიმდინარეობის მქონე პაციენტებს და არ უნდა განზოგადდეს ყველა ინფიცირებულზე.
როგორ აზიანებს ხანგრძლივი COVID-19 ტვინს
  • „ტვინის ნისლი“ და სისხლ-ტვინის ბარიერი
  • ტვინის ნისლი — კონცენტრაციის დაქვეითება, დავიწყება, გონებრივი დაღლილობა — ხანგრძლივი COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია.

ტრინიტი კოლეჯ დუბლინისა და FutureNeuro-ს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებში სისხლ-ტვინის ბარიერი დაზიანებულია, რაც ნიშნავს, რომ ტვინი ნაკლებად არის დაცული ანთებითი პროცესებისგან. ასევე გამოვლინდა:

• სისხლის შედედების სისტემის დარღვევა
• იმუნური პასუხის დაქვეითება
• ტვინის ენდოთელურ უჯრედებში ანთებითი რეაქციების გააქტიურება
ეს მიუთითებს, რომ ქრონიკული ანთება და ბარიერის დისფუნქცია შეიძლება იყოს ტვინის ნისლის მთავარი მექანიზმი.
ტვინის ღეროს ცვლილებები
პოსტმორტემ კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტებში ხშირია ტვინის ღეროს დაზიანება — ზონა, რომელიც სუნთქვასა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს აკონტროლებს.
ულტრამაღალი გარჩევადობის 7T MRI-ს გამოყენებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგაც:
• ნარჩუნდება ნეიროანთებითი ცვლილებები
• მძიმე იმუნური რეაქცია უკავშირდება დეპრესიასა და შფოთვას
სპაიკ ცილის დაგროვება ტვინში
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ის სპაიკ ცილა შესაძლოა დიდხანს ნარჩუნდებოდეს თავის ქალის ძვლის ტვინსა და გარსებში.
ცხოველურ მოდელებში აღმოჩნდა, რომ mRNA ვაქცინაციამ შეამცირა სპაიკ ცილის დაგროვება დაახლოებით 50%-ით, თუმცა სრულად ვერ გააქრო იგი. ეს მიუთითებს, რომ ხანგრძლივი COVID-19 შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსული ცილების ხანგრძლივ არსებობას და ქრონიკულ ანთებას.
მკურნალობა: სად ვართ დღეს
2025 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში მიმდინარეობს 170-ზე მეტი კლინიკური კვლევა, თუმცა:
• მონოკლონურმა ანტისხეულებმა ვერ შეამცირა ხანგრძლივი COVID-ის სიმპტომები
• მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსკუტანურმა ელექტრონერვულმა სტიმულაციამ (TENS) შეიძლება გააუმჯობესოს ტკივილი და ფიზიკური ფუნქცია, თუმცა საჭიროა უფრო ფართო კვლევები
რა გვჭირდება მომავალში
ხანგრძლივი COVID-19 რჩება პანდემიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მემკვიდრეობად. ეფექტური მართვისთვის აუცილებელია:
• სანდო ბიომარკერების იდენტიფიცირება
• ნეიროიმიჯინგის და ლაბორატორიული მონაცემების გაერთიანება
• ინფექციონისტების, ნევროლოგების და სხვა სპეციალისტების კოორდინირებული მუშაობა
ხანგრძლივი COVID-19 არა ერთი დაავადებაა, არამედ მრავალმექანიზმიანი მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას აზიანებს. მისი სრულად გააზრება და მართვა მხოლოდ ერთობლივი, მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომით იქნება შესაძლებელი.
მეტი სანდო და ქართულ ენაზე ადაპტირებული სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

„შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები“

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი - ნევროზი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები რა კავშირშია ის ფარისებრ ჯირკვალთან
#post_seo_title

შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები

„შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები“, – ამის შესახებ „გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის“ პოდკასტში ექიმმა, გუგა სიხარულიძემ ისაუბრა.

„შეუძლია ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს, როგორც არის ფარისებრის ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, თავისთავად გამოიწვიოს ფსიქიკური სიმპტომები, ასევე პირველად ფსიქიკურ გარკვეულ პრობლემებს, შესაძლოა რომ მათი გავლენა მოხდეს ენდოკრინულ სისტემაზე და მათ შორის ფარისებრის ფუნქციონირება, ასევე არის მესამე, კიდევ უფრო კომპლექსური ბევრი მექანიზმის ერთობლიობა, როდესაც ორივე პრობლემა დამოუკიდებლად იყოს აღმოცენებული სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაავადების საწყის ეტაპზე არ იყოს, მაგრამ ერთმანეთზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდეს.

ანუ ცალკე აღებული შფოთვითი აშლილობა, ცალკე აღებული ფარისებრის ჰიპოფუნქცია და ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან ურთიერთქმედებდეს“, – ამბობს გუგა სიხარულიძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ტოპ 10 ვიტამინის“ სია – ფუნქციური პრიორიტეტის მიხედვით და არა პოპულარობის მიხედვით –  რატომ არის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი.

ტოპ 10 ვიტამინის“ სია - ფუნქციური პრიორიტეტის მიხედვით და არა პოპულარობის მიხედვით -  რატომ არის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი.
#post_seo_title

„ტოპ 10 ვიტამინის“ სია – დნმ-ის აღდგენა, უჯრედების განახლება და ძვლის ტვინის ფუნქცია განპირობებულია ცვლილებით და არა ცალკეული საკვები ნივთიერებებით. ამასთან, არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის მკაფიო თანმიმდევრობა.

გთავაზობთ ჩამონათვალს მათი ფუნქციური პრიორიტეტის მიხედვით და არა პოპულარობის მიხედვით, –  რატომ არის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი.
1. ვიტამინი B12 (კობალამინი)
სიცოცხლისთვის უცვლელია
რატომ არის ის #1
B12 აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის, უჯრედების გაყოფისა და ძვლის ტვინის ფუნქციონირებისთვის. მის გარეშე, უჯრედები ფაქტიურად ვერ რეპლიკაციას სწორად ახერხებენ.
ძირითადი როლები
• დნმ-ის სინთეზი და აღდგენა
• სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა ძვლის ტვინში
• მიელინის შენარჩუნება და ნევროლოგიური მთლიანობა
• ქრომოსომული დაზიანების პრევენცია
• ფოლატის გადამუშავება (B12-ის გარეშე, ფოლატი ხაფანგში ხვდება და გამოუსადეგარი ხდება)
დეფიციტის შედეგები
• მეგალობლასტური ანემია
• ძვლის ტვინის უკმარისობა
• ნეიროპათია, კოგნიტური დაქვეითება
• დნმ-ის დაზიანება და მუტაციების დაგროვება
B12-ის არარსებობა = უჯრედების სათანადო განახლება არ ხდება.

2. ფოლატი (ვიტამინი B9)
ვიტამინის გეგმა
რატომ არის ის #2
ფოლატი უზრუნველყოფს დნმ-ის ასაგებად საჭირო ნედლ მეთილის ჯგუფებს. ფოლატის გარეშე დნმ-ის ჯაჭვები არასრულია ან დეფექტურია.
ძირითადი როლები
• დნმ-ის ფუძეების სინთეზი (პურინები და თიმიდილატი)
• უჯრედების დაყოფა და ქსოვილების რეგენერაცია
• ძვლის ტვინის გამომუშავება
• ეპიგენეტიკური პროგრამირება
• ნერვული მილის განვითარება
მნიშვნელოვანი ნიუანსი
ფოლატი ვერ ფუნქციონირებს B12-ის გარეშე. ფოლატის სიჭარბე დაბალი B12-ის დროს აუარესებს დაზიანებას.
3. ვიტამინი B6 (პირიდოქსალ-5-ფოსფატი / PLP)
ტრაფიკის კონტროლერი
რატომ არის ის #3
B6 არეგულირებს მეთილირების ციკლის ზემოთ და ქვემოთ ნაკადს და ხელს უშლის ტოქსიკურ შეფერხებებს.
ძირითადი როლები
• ჰომოცისტეინის კლირენსი
• ნეიროტრანსმიტერების სინთეზი
• იმუნური სიგნალიზაცია
• ამინომჟავების მეტაბოლიზმი
• ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას ირიბად, რედოქს ბალანსის მეშვეობით
B6-ის გარეშე, B12 და ფოლატი შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგრამ არასწორად მუშაობდეს.
4. რიბოფლავინი (ვიტამინი B2)
ფერმენტის აქტივატორი
რატომ არის #4
B2 ააქტიურებს MTHFR-ს და დნმ-ის აღდგენისთვის საჭირო მრავალ რედოქს ფერმენტს.
ძირითადი როლები
• MTHFR ფუნქცია
• FAD/FMN კოფაქტორი დნმ-ის აღდგენის ფერმენტებისთვის
• ანტიოქსიდანტური რეგენერაცია (გლუტათიონი)
• მიტოქონდრიული ენერგია უჯრედების რეპლიკაციისთვის
ხშირად უგულებელყოფილია, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
5. ნიაცინი (ვიტამინი B3)
დნმ-ის აღდგენის საწვავი
რატომ არის #5
დნმ-ის აღდგენის ფერმენტები (PARPs) მოიხმარენ NAD+-ს. ნიაცინის გარეშე აღდგენა ჩერდება.
ძირითადი როლები
• NAD+/NADH წარმოება
• დნმ-ის დაზიანების აღდგენა (PARP ფერმენტები)
• უჯრედული სტრესული რეაქცია
• მიტოქონდრიული ენერგიის წარმოქმნა
დაბალი B3 = უჯრედების დაბერების დაჩქარება.
6. ვიტამინი C (ასკორბატი)
სტრუქტურული აღდგენის ვიტამინი
რატომ არის #6
დნმ-ის აღდგენას აზრი არ აქვს, თუ ქსოვილოვანი ჩარჩო იშლება. ძირითადი როლები
• კოლაგენის სინთეზი (ძვლის ტვინის სკაფოლდინგი)
• ეპიგენეტიკური რეგულირება (TET ფერმენტები)
• დნმ-ის ანტიოქსიდანტური დაცვა
• რკინის უტილიზაცია ძვლის ტვინში
C ვიტამინის დეფიციტი არღვევს ჰემატოპოეზს.
7. ვიტამინი A (რეტინოიდები)
უჯრედების დიფერენციაციის კონტროლერი
რატომ არის #7
A ეუბნება უჯრედებს, თუ რა უნდა გახდეს გაყოფის შემდეგ.
ძირითადი როლები
• გენის ექსპრესიის რეგულირება
• ღეროვანი უჯრედების დიფერენციაცია
• იმუნური უჯრედების მომწიფება
• ეპითელური და ძვლის ტვინის მთლიანობა
ძალიან მცირე ან ძალიან ბევრი ვიტამინი იწვევს პრობლემებს.
8. ვიტამინი D (ჰორმონ-ვიტამინი)
გენომიური რეგულატორი
რატომ არის #8
D ვიტამინი ურთიერთქმედებს 1000-ზე მეტ გენთან.
ძირითადი როლები
• უჯრედების ზრდისა და აპოპტოზის რეგულირება
• პათოლოგიური უჯრედების იმუნური მეთვალყურეობა
• ძვლის ტვინის იმუნური გამომუშავება
• ანტიპროლიფერაციული სიგნალიზაცია
დეფიციტი ზრდის კიბოს და აუტოიმუნური დაავადებების რისკს. 9. ვიტამინი K (განსაკუთრებით K2)
უჯრედის ციკლის მოდულატორი
რატომ არის ის #9
ხელს უწყობს კალციუმის სწორ სიგნალიზაციას და ანტიპროლიფერაციულ გზებს.
ძირითადი როლები
• უჯრედის ციკლის რეგულირება
• მიტოქონდრიული ფუნქცია
• სისხლძარღვთა და ძვლების მთლიანობა
• სინერგია D ვიტამინთან
10. ვიტამინი E
მემბრანის დამცველი
რატომ არის ის #10
იცავს უჯრედის მემბრანებს სწრაფი დაყოფის დროს.
ძირითადი როლები
• ლიპიდური მემბრანის სტაბილურობა
• დაცვა ჟანგვითი დაზიანებისგან
• ხელს უწყობს იმუნური უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას
კრიტიკული დასკვნა (ეს მნიშვნელოვანია):
დნმ-ის აღდგენა, ძვლის ტვინის ფუნქცია და უჯრედების განახლება არ არის დამოკიდებული ერთ ვიტამინზე.
ისინი დამოკიდებულია იერარქიასა და ნაკადზე.
თუ B12 დაბალია → ფოლატი ვერ მუშაობს
თუ B6 დაბალია → ჰომოცისტეინი აზიანებს დნმ-ს
თუ B2 დაბალია → MTHFR შენელდება
თუ B3 დაბალია → დნმ-ის აღმდგენი ფერმენტები ჩერდება
თუ C ვიტამინი დაბალია → სტრუქტურა იშლება
ამიტომ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ „ნორმალური“ ლაბორატორიული ფუნქციები და მაინც იყვნენ ბიოლოგიურად გამოფიტულები.

წყარო: https://www.facebook.com/groups/230824260340671/

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი კედლებზე ხატავს?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი კედლებზე ხატავს?
#post_seo_title

ბევრ მშობელს ერთხელ მაინც შეუმჩნევია, რომ ბავშვის „შემოქმედება“ სახლის კედლებზე გადადის. ასეთ დროს პირველი რეაქცია ხშირად გაღიზიანებაა და ქცევა დაუმორჩილებლობად აღიქმება.

რეალურად კი კედელზე ხატვა ბავშვისთვის სამყაროს შეცნობისა და საკუთარი ფანტაზიის გამოხატვის ბუნებრივი გზაა.

პატარა ასაკში ბავშვებს ჯერ არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული სივრცის შეგრძნება, ამიტომ მათთვის რთულია პატარა ფურცლის ჩარჩოებში მოქცევა. კედელი კი დიდი, თავისუფალი სივრცეა, სადაც შეუძლიათ მოძრაობა და ხატვა შეზღუდვების გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს საზღვრები მშვიდად და თანმიმდევრულად ვასწავლოთ, ისე რომ არ ჩავახშოთ მათი შემოქმედებითი სურვილი. ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ნაბიჯით:

  • შექმენით ალტერნატიული სივრცე – შესთავაზეთ დიდი ფორმატის ქაღალდი, დაფა ან კედელზე მიმაგრებული ფურცელი, სადაც თავისუფლად შეძლებს ხატვას.

  • დააწესეთ „ნებადართული“ ადგილი – თუ ბავშვს განსაკუთრებით კედელზე ხატვა უყვარს, შეგიძლიათ გამოყოთ ერთი კონკრეტული კედელი ან მისი ნაწილი, სადაც ეს დასაშვები იქნება. გამოიყენეთ ისეთი საღებავები ან ფლომასტერები, რომლებიც მარტივად იწმინდება.

  • ხშირად ჩართეთ ხატვაში – მიაწოდეთ საჭირო მასალები და აჩვენეთ ინტერესი პროცესის მიმართ: ჰკითხეთ, რას ხატავს, რას ნიშნავს მისი ნამუშევარი და გაუზიარეთ საკუთარი აზრი.

თუ ბავშვმა უკვე დახატა კედელზე:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აუხსენით, რატომ არ არის მისაღები ხატვა ამ ადგილას;

  • ჩართეთ კედლის გასუფთავებაში, რათა გაეცნოს თავისი ქმედების შედეგებს — ეს პროცესი უნდა იყოს თამაში და არა დასჯა;

  • აჩვენეთ, სად არის ნებადართული ხატვა;

  • დააკვირდით სასურველ ქცევას და აუცილებლად შეაქეთ, როცა შესაბამის სივრცეს იყენებს.

ასეთი მიდგომა ბავშვს დაეხმარება პასუხისმგებლობის სწავლაში და ამავდროულად შეუნარჩუნებს შემოქმედების სიხარულს.

5 მიზეზი, თუ რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები 2 წლის შემდეგ

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

სპეციალისტების განმარტებით, მეტყველების დროული ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის საერთო ჯანმრთელობასთან და ნერვული სისტემის სწორ განვითარებასთან.

პროფესორის კომენტარი — გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

მეტყველებაზე პასუხისმგებელი ტვინის უბნები სხვა ცენტრებთან მუდმივ კავშირშია, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესები თითქოს „შენელებულია“ — დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ განვითარება ასაკს ჩამორჩება. ასეთ შემთხვევებში ბავშვი შეიძლება სრულიად ჯანმრთელი იყოს.

ექიმები მშობლებს ურჩევენ, პრობლემის არსებობის მიუხედავად, დროულად მიმართონ სპეციალისტს და მდგომარეობა გადაამოწმონ.

5 მიზეზი, თუ რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები 2 წლის შემდეგ

სქესის გავლენა
ექსპერტების აზრით, მეტყველების განვითარების ტემპზე ბავშვის სქესსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. ხშირად ბიჭებში მეტყველებისა და მოძრაობის უნარები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე გოგონებში. ამას ბევრი მშობელიც ადასტურებს.

მემკვიდრეობითი ფაქტორი
თუ ბავშვი ორ წლამდე ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს, სასურველია ოჯახის ისტორიასაც გადახედოთ. შესაძლებელია, რომ ახლო ნათესავებსაც ჰქონდათ გვიანი მეტყველების გამოცდილება. ლოგოპედები აღნიშნავენ, რომ მეტყველების განვითარების ტემპი ნაწილობრივ მემკვიდრეობითაც გადაეცემა. მიუხედავად ამისა, თუ ორი წლის შემდეგ პროგრესი არ შეიმჩნევა, სპეციალისტთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია — თუნდაც ბავშვი ჯანმრთელი ჩანდეს.

ფსიქოლოგიური მიზეზები
ზოგჯერ, როდესაც ფიზიოლოგიური პრობლემები არ ფიქსირდება, მიზეზი ფსიქოლოგიურ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ. ექიმების თქმით, დღეს ეს საკმაოდ გავრცელებული საკითხია. ზოგი ბავშვი თავს არიდებს საუბარს, არ იმეორებს უფროსების ნათქვამ სიტყვებს და კომუნიკაციისას ხმებზე უარყოფით რეაქციას ავლენს. ასეთ სიტუაციებში სპეციალისტები ზოგჯერ აუტისტურ სპექტრზეც საუბრობენ, რადგან ბავშვს შესაძლოა ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ზუსტად გაირკვეს, რა იწვევს მეტყველების შეფერხებას.

სოციალური გარემო
თანამედროვე რეალობაში მშობლები ხშირად ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან უშუალო ურთიერთობაში. ორი წლის ბავშვი შეიძლება თავისუფლად იყენებდეს სმარტფონს, მაგრამ ცოცხალ საუბარში უჭირდეს ჩართვა. ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეტყველების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული რეალურ კომუნიკაციაზე. როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანებთან, მას უბრალოდ არ აქვს მოტივაცია ილაპარაკოს, რაც განვითარების შეფერხებას იწვევს.

როდის არის საჭირო ყურადღების გამახვილება?
სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანი ზღვარი 2 წლის ასაკია. თუმცა, თუ 1.5 წლის ბავშვი ჯერ კიდევ არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს და საუბარზე რეაქციაც არ აქვს, ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ რეკომენდებულია.

ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტორული უნარების განვითარებას. ასწავლეთ ბავშვს კიბეზე ასვლა, ხტომა, ბურთით თამაში, ველოსიპედზე ჯდომა. ეს აქტივობები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მეტყველების განვითარებასაც უწყობს ხელს. რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ თქვენს შვილს და ხელი შეუწყეთ მის სრულფასოვან ფიზიკურ და გონებრივ ზრდას.

ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე WHO-ს ექსპერტი Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოშიგაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი 25 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილებით
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა:
ავტორს არ აქვს ფინანსური ან სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights