პარასკევი, მაისი 1, 2026

„პანდემიის შემდეგ დაბადებულებს, დიდი ალბათობით, დაემართებათ“ – რა სიმპტომებით ხასიათდება და რამდენი დღე მიმდინარეობს H1N1 ე.წ “ღორის გრიპი”

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს
#post_seo_title

რა სიმპტომებით ხასიათდება და რამდენი დღე მიმდინარეობს H1N1 ე.წ “ღორის გრიპი”

ანდემიის შემდეგ დაბადებულებს, დიდი ალბათობით, დაემართებათ, – ამის შესახებ ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.

„საყურადღებო სიმპტომებით მიმდინარეობს, ცხელებით და ინტოქსიკაციით. გამოიხატა ე.წ ორტალღიანი პერიოდი. მკურნალობის პერიოდი არის ცოტა ხანგრძლივი, 7-8 დღე,“ – ამბობს ექიმი.

ვრცლად ↓

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს – როგორც ქალების, ასევე მამაკაცების

ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს - როგორც ქალების, ასევე მამაკაცების
#post_seo_title

ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს – როგორც ქალების, ასევე მამაკაცების

ჭარბი წონა უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს  როგორც ქალების, ასევე მამაკაცების  შემთხვევაში,თემაზე  გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ენდოკრინოლოგი, ეკატერინე წაქაძე საუბრობს. 

სიმსუქნე მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას. დავიწყოთ გულის დაავადებებიდან (ინსულტი, ინფარქტი)  ჭარბი წონის დროს 5-ჯერ მეტია მათი განვითარების რისკი.  გავლენას ახდენს ძვალსახსროვან დაავადებებზე – იწვევს ოსტეოართროზს. ასევე, მეტაბოლური დაავადებების გამომწვევია, როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ღვიძლის ცხიმიანობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებში. მოქმედებს სპერმის ხარისხზე, მენსტრუაციულ ციკლზე,  შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა”,- ამბობს ეკატერინე წაქაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ შევინარჩუნოთ C ვიტამინის დადებითი თვისებები? – თაფლი და ლიმონი ჩაიში თითქმის ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მათში სასარგებლოა

ნაზავი, რომელიც სიბერისგან დაგიცავთ - ამ საშუალების მიღებით, თვალსა და ხელს შუა თქვენ გაახალგაზრდავდებით
#post_seo_title

როგორ შევინარჩუნოთ C ვიტამინის დადებითი თვისებები?

ბევრს უყვარს ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ჩაი. ასეთი კომბინაციების მოყვარულებს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი მარი მალაზონია” საინტერესო რჩევებს აძლევს.

„ლიმონი ძალიან ბევრ სიკეთეს გვაძლევს, მაგრამ ფართო საზოგადოებამ იცის, როგორც c ვიტამინის ძალიან კარგი წყარო. მაგრამ c ვიტამინი არის ერთ-ერთი ძალიან არამდგრადი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დავტოვებთ ლიმონს, ციტრუსს ან c ვიტამინის შემცველ ნებისმიერ პროდუქტს, დავკარგავთ 20-30 პროცენტს ამ ვიტამინისას.

თუ გაჭრილ ლიმონს ოთახის ტემპერატურაზე დავტოვებთ, რამდენიმემ საათში შეიძლება ვიტამინის ნახევარი დაიკარგოს. რაც შეეხება მდუღარე ჩაიში ლიმონის ნაჭერს, აღმოჩნდა, რომ c ვიტამინის თერმული მდგრადობა მაღალი არ არის და მისი გადარჩება მდუღარეში მინიმალური რაოდენობით არის შესაძლებელი.

იგივე კანონზომიერებაა გასათვალისწინებელი თაფლთან დაკავშირებითაც. მდუღარე წყალში ჩაშვებული თაფლი ძალიან ბევრ ღირსებას კარგავს. იწყება მისი კარამელიზაცია, რაც მოხდებოდა ჩვეულებრივი შაქრის ფხვნილის შემთხვევაში. გამოდის, რომ ყველა იმ თვისებას ვუკარგავთ, რაც თაფლს შაქრისგან განასხვავებს, დაგვყავს შაქრის თვისებებამდე.” – ამბობს მარი მალაზონია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„სიმსივნურ პროცესებს უწყობს ხელს, ზოგჯერ ახასიათებს თმის გაძლიერებული ცვენა”-საგანგაშო ინფორმაცია პროცედურაზე, რომელსაც ქალები ხშირად მიმართავენ

რომელი მინერალის ნაკლებობა შეიძლება გქონდეთ, თუ ნაადრევად გაჭაღარავდით
#post_seo_title

ბოლო რამდენიმე წელია, რაც თმის მოვლის ინდუსტრიაში კერატინის პროცედურამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

რბილი, ბზინვარე და ჯანსაღი თმა – მოლოდინი ასეთია, თუმცა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, თმის გაჯანსაღებისთვის შექმნილი პროცედურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები.

თმის ცვენა, ქერტლი, კანის სიმშრალე, ალერგია, სასუნთქი სისტემის, ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები – ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჩამოთვლილი სიმპტომების უკან თმის ქიმიური გასწორების პროცედურა, ანუ კერატინი დგას. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 30 პროგრამა განახორციელა – ჯანდაცვის მიმართულებით 9, ხოლო სოციალური მიმართულებით 21 პროგრამა, რითაც ნახევარ მილიონამდე ბენეფიციარმა ისარგებლა“-კახა კალაძე

#post_seo_title

დედაქალაქის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, თბილისის მერი კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა.

დედაქალაქის მერმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო – კერძოდ, რეაბილიტირდა 931 ქუჩა და გამზირი.

„ვიდრე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე გადავალთ, შევეცდები, ძალიან მოკლედ შევეხო იმ უზარმაზარ და მასშტაბურ სამუშაოს, რომელიც 2025 წელს გასწია მუნიციპალიტეტმა. ჩვენ ვართ ვალდებული, ჩავაყენოთ თბილისელები საქმის კურსში, რაში დაიხარჯა 2025 წლის ბიუჯეტი.

კერძოდ, 2025 წელს დედაქალაქში განხორციელებული საგზაო სამუშაოების გზების ფართობი 1,083,774 მ2 მეტრს შეადგენს. თბილისში რეაბილიტირდა 931 ქუჩა და გამზირი. 17 მილიონამდე ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (53 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, კი მიმდინარე წელს დაიხარჯა 34,8 მილიონი ლარი.

თბილისის რაიონულმა გამგეობებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 2 000-ზე მეტი პროექტი დააფინანსეს, რაზეც 57 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა.

2025 წელს თბილისის მერიამ 65 ჰა ფართობზე განახორციელა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 750 მდე პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი თქმით, დედაქალაქში დამატებით შემოვიდა 200 ერთეული ახალი ავტობუსი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის 60 ახალი მოსაცდელი სხვადასხვა მისამართებზე მოეწყო.

თბილისის მერის ინფორმაციით, 2025 წელს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაგრძელდა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება. როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების, დასვენების, გართობისა და სარეკრეაციო ღონისძიებების მიმართულებით განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი.

„ამასთან, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ქალაქის მასტაბით 2025 წელს მოეწყო არაერთი გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალები, კონფერენციები. 2025 წელს ამოქმედდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა.

მიმდინარე წელს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 190 საბავშვო ბაგა-ბაღის მეშვეობით, მოემსახურა 60 000-მდე აღსაზრდელს. აშენდა და გაიხსნა ორი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. ასევე, რაიონულმა გამგეობებმა 2025 წელს თბილისის 100-მდე სკოლაში განახორციელეს ჯამურად 22 მლნ-მდე ლარის ღირებულების სამუშაოები.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, უწყებამ ხელშეკრულებები გააფორმა 45 ერთეული სპეცტექნიკის შეძენის თაობაზე. აქედან 9 ერთეული უკვე შემოსულია, მიმდინარე წლის ბოლომდე 22 ერთეული სპეცმანქანა შემოვა, 14 ერთეული კი 2026 წლის პირველ ნახევარში მოგვეწოდება. საერთო ღირებულება დაახლოებით, 17 მილიონი ლარია.

რეაბილიტირებულ გზებზე, საერთო ჯამში, 54 ერთეული თანამედროვე ტიპის მიწისქვეშა ურნა დამონტაჟდა. თბილისის მასშტაბით, სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია 239 მისამართზე განხორციელდა.

დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მონიშვნები 500-ზე მეტ ლოკაციაზე, დაახლოებით, 65 000 კვ.მ ფართობზე დაიხაზა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის განმავლობაში 1 625-ზე მეტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე შეისწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, 19 მესაკუთრესთან განხორციელდა 18 მიწის ნაკვეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღება (ადგილმონაცვლეობა და გამოსყიდვა).

უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, მუნიციპალური საბინაო ფონდიდან, გამოყოფილი იქნა 190 ბინა. ასევე, მიმდინარე წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 99 ოჯახს. ჯამში, 2017 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 3 121 ოჯახს და დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 37 ოჯახი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 30 პროგრამა განახორციელა – ჯანდაცვის მიმართულებით 9, ხოლო სოციალური მიმართულებით 21 პროგრამა, რითაც ნახევარ მილიონამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ჩვენს მიერ გაცემული მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დასრულების ეტაპზეა და/ან 2026 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა 20-მდე დაუმთავრებელი მშენებლობა.

ხოლო თბილისის განვითარების ფონდმა, მიმდინარე წელს ისტორიულ არეალებში არსებული ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით განკარგა 34, 248,077 მლნ. ლარი.

წარმატებით ხორციელდება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. 5 მისამართზე მიმდინარეობს სამუშაოები. საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცა 36 ოჯახს. პროექტირება მზადდება 16 მისამართზე.

2025 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისა და მონიტორინგის მიმართულებით არაერთი ქმედითი პროექტი განახორციელა: 11 000-მდე მიუსაფარ და პატრონიან ცხოველს ჩაუტარდა პირველადი და განმეორებითი ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია. რეკორდული რაოდენობის (10 200-მდე) ცხოველი გასტერილდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა, როგორც თბილისის მერიის მთლიან გუნდს, ასევე დედალაქის საკრებულოს მხარდაჭერისთვის.

„ეს არის მხოლოდ ზოგადი მონაცემი 2025 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ციფრების მიღმა იგულისხმება ათი ათასობით თბილისელის გაუმჯობესებული პირობები და მიღებული სარგებელი. იგულისხმება გამწვანებული და გალამაზებული თბილისი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ბაგა-ბაღები, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ქუჩები და გამზირები და ასე შემდეგ.

მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის, გვერდით დგომისთვის, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციისთვის და მათი პრობლემების ჩვენთან მოტანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტიპის კომუნიკაცია მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რა პროექტებს ვახორციელებთ, ჩვენ კი ვიცოდეთ რა გამოწვევები და პრობლემები დგას თბილისელების წინაშე.

მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის დიდ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს კეთილსინდისიერი შრომისთვის! ჩვენ მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად ვემსახუროთ ქალაქს, თბილისელებს. ამბიციური გეგმები გვაქვს და მომავალი წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ღირსეულად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი კვლევა – იაპონური ხის ბაყაყის ნაწლავიდან გამოყოფილმა ბაქტერიამ მსხვილი ნაწლავის კიბო სრულიად გაანადგურა

ახალი კვლევა - იაპონური ხის ბაყაყის ნაწლავიდან გამოყოფილმა ბაქტერიამ მსხვილი ნაწლავის კიბო სრულიად გაანადგურა
#post_seo_title

ონკოლოგიაში ახალი პერსპექტივა: უჩვეულო წყაროებიდან მიღებული ბაქტერიები. 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამფიბიებისა და რეპტილიების ნაწლავური მიკრობიომი შეიცავს ბაქტერიებს, რომლებსაც სიმსივნის განადგურების უნიკალური უნარი აქვთ.

კიბოს მკურნალობაში შესაძლოა სრულიად ახალი ეტაპი დაიწყოს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამფიბიებისა და რეპტილიების ნაწლავურ მიკრობიომში გვხვდება ისეთი ბაქტერიები, რომლებსაც სიმსივნურ უჯრედებზე განსაკუთრებული ზემოქმედება შეუძლიათ.

2025 წლის 10 დეკემბერს სამეცნიერო ჟურნალ Gut Microbesში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა აჩვენა, რომ იაპონური ხის ბაყაყის (Dryophytes japonicus) ნაწლავიდან მიღებულმა ბაქტერიამ — Ewingella americana-მ — თაგვებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სრული უკუგანვითარება გამოიწვია.

რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში ამფიბიები?
აქამდე კვლევების უმეტესობა ადამიანის ან სხვა ძუძუმწოვრების მიკრობიომზე იყო ფოკუსირებული. ამჯერად მეცნიერებმა ინტერესის ობიექტად აირჩიეს ე.წ. ევოლუციურად უფრო ძველი ხერხემლიანები — ბაყაყები, ტრიტონები და ხვლიკები. მათი ნაწლავური ბაქტერიული გარემო ნაკლებადაა შესწავლილი და მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის მიკრობიომისგან, რაც ახალ შესაძლებლობებს კიქმნის.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა 45 სხვადასხვა ბაქტერიული შტამი გამოავლინეს. მათ შორის ყველაზე ეფექტური სწორედ E. americana აღმოჩნდა, რომელმაც ექსპერიმენტულ პირობებში სიმსივნის სრულ გაქრობას მიაღწია.

როგორ მუშაობს ეს ბაქტერია? — ორმაგი ეფექტი
მისი მოქმედება ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

  • სიმსივნეზე პირდაპირი ზემოქმედება:
    ბაქტერია ფაკულტატური ანაერობია, ანუ შეუძლია არსებობა ჟანგბადის ნაკლებ გარემოში. სწორედ ასეთ პირობებშია ხშირად სიმსივნური ქსოვილი. ამ გარემოში მოხვედრისას ბაქტერია აქტიურად მრავლდება და გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს უშუალოდ აზიანებს.

  • იმუნური პასუხის გაძლიერება:
    E. americana ორგანიზმისთვის ერთგვარი სიგნალია, რომელიც იმუნურ სისტემას ააქტიურებს. შედეგად, სიმსივნის გარშემო იზრდება ნეიტროფილების, T- და B-უჯრედების რაოდენობა, რაც ორგანიზმს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

როგორ შეედრება ეს მეთოდი არსებულ თერაპიებს?
კვლევის მონაცემებით, ბაქტერიის ერთჯერადი შეყვანა უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე თანამედროვე ონკოლოგიაში ფართოდ გამოყენებული ორი ძირითადი მიდგომა:

  • იმუნოთერაპია (Anti-PD-L1 ანტისხეულები):
    ბაქტერია არამხოლოდ ამცირებდა იმუნური სისტემის „შეზღუდვებს“, არამედ აქტიურად იზიდავდა იმუნურ უჯრედებს სიმსივნისკენ.

  • ქიმიოთერაპია (ლიპოსომური დოქსორუბიცინი):
    ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც პასიურად ნაწილდება ორგანიზმში, ბაქტერია მიზანმიმართულად გროვდებოდა სიმსივნურ კერაში და იქ მოქმედებდა.

უსაფრთხოების საკითხი
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიის სისხლში შეყვანა რისკიანად შეიძლება ჟღერდეს, კვლევამ აჩვენა, რომ E. americana 24 საათის განმავლობაში სრულად ქრება სისხლის მიმოქცევიდან და ძირითადად მხოლოდ სიმსივნურ ქსოვილში რჩება. ჯანმრთელ ორგანოებზე ტოქსიკური ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ეს აღმოჩენა გზას უხსნის კიბოს მკურნალობის ახალ სტრატეგიას — ბუნებრივ, გენეტიკურად შეუცვლელ ბაქტერიებზე დაფუძნებულ თერაპიებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში ონკოლოგიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს.

წყარო

მენოპაუზის 5 ყველაზე უცნაური და ფარული მიზეზი – ამის შესახებ არ იცით

როგორია მენოპაუზის პირველი სიმპტომები
#post_seo_title

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი მენოპაუზის 5 ყველაზე უცნაურ და ამავდროულად, ფარულ მიზეზზე საუბრობს:

ესტროგენის დეფიციტი პირის ღრუში კარიესს, ღრძილების მგრძნობელობას, პირის სიმშრალესა და ანთებას იწვევს. როდესაც მსგავს სიმპტომებს ხედავთ, იცოდეთ, რომ ეს ესტროგენის ანუ ჰორმონების დეფიციტის ბრალია.

ესტროგენის შემცირების არაპირდაპირი ნიშნები

სმენა:
როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, შესაძლოა გამოვლინდეს ყურში მუდმივი ზუზუნი (ტინიტუსი), გაძლიერდეს მგრძნობელობა ხმაურის მიმართ და გაგვიჭირდეს მეტყველებაში ზოგიერთი სიტყვის გარჩევა. ასეთ დროს იშვიათად გვაფიქრდება, რომ მიზეზი ჰორმონული ცვლილება შეიძლება იყოს, თუმცა ეს ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორია.

წონასწორობა და კოორდინაცია:
ესტროგენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბალანსის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტისას უფრო ხშირია თავბრუსხვევა, წაბორძიკება და კოორდინაციის დარღვევა. სწორედ ამიტომ, მოულოდნელი დაცემები ან არასტაბილური სიარული ყურადღების ღირსია.

კოფეინის გავლენა:
თუ ყავას ყოველდღიურად სვამთ, უნდა იცოდეთ, რომ ესტროგენის ნაკლებობის დროს ღვიძლი კოფეინს უფრო ნელა შლის. შედეგად, საღამოს მიღებულმა ყავამ შეიძლება ძილის დარღვევა ან ღამის გათენებაც კი გამოიწვიოს.

კანი:
კანი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ესტროგენის დეფიციტზე რეაგირებს. ის ხდება უფრო თხელი, ელასტიკურობა იკლებს და აღდგენას მეტი დრო სჭირდება. კოსმეტიკური ინიექციებისა თუ აპარატურული პროცედურების შემდეგ შესაძლოა სისხლჩაქცევები და მცირე ტრავმები დიდხანს არ გაქრეს. ამიტომ, ასეთი ჩარევების დაგეგმვისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვირუსული ინფექციების პერიოდი მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია – რამდენ ხანში უნდა გაუშვათ ბავშვი ბაღში ან სკოლაში

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

ვირუსული ინფექციების პერიოდი მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია — რა დროს არის სწორი, გამოჯანმრთელებული ბავშვი კვლავ ბაღში ან სკოლაში დაბრუნდეს.

პირველი და უმთავრესი პირობაა, რომ ბავშვს სიცხე აღარ ჰქონდეს მინიმუმ ერთი სრული დღის განმავლობაში და ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს სიცხის დამწევი წამლების გარეშე.

მეორე ნიშანი ბავშვის საერთო მდგომარეობაა. თუ ის კვლავ აქტიურია, ნორმალურად იკვებება, კარგ ხასიათზეა და ინტერესდება თამაშით ან ყოველდღიური საქმიანობით, ეს გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

მესამე ფაქტორი არის გამოხატული სიმპტომების არქონა. მსუბუქი სურდო ან იშვიათი ხველა, როდესაც ისინი არ ამცირებს ბავშვის ენერგიასა და აქტივობას, ჩვეულებრივ არ წარმოადგენს სკოლაში ან წრეებზე დაბრუნების შემაფერხებელ მიზეზს.

ფიზიკური აქტივობა და აუზი

რაც შეეხება მოძრაობასა და ცურვას, მთავარი კრიტერიუმი ბავშვის თვითშეგრძნებაა. ფიზიკურ დატვირთვაზე დაბრუნება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

თუ ბავშვი სახლში თავისუფლად მოძრაობს, თამაშობს, დარბის და თავად სურს სეირნობა, ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმი მზად არის მსუბუქი აქტივობისთვის. თუმცა, თუ ის სწრაფად იღლება, უჩივის სისუსტეს ან ენერგიის ნაკლებობას, დასვენების გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღით უფრო სწორი არჩევანია.

განსაკუთრებული ყურადღება

ინტენსიურ სპორტულ აქტივობებს მეტი სიფრთხილე სჭირდება. გარკვეული დაავადებების შემდეგ — მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზის გადატანის შემთხვევაში — აქტიური ვარჯიშის განახლება მიზანშეწონილია მხოლოდ პედიატრთან შეთანხმებით.

ბავშვის გამოჯანმრთელება ინდივიდუალურ ტემპში მიმდინარეობს და მისი დაჩქარება არ არის რეკომენდებული. სწორად შერჩეული დრო და ნელ-ნელა დაბრუნება ყოველდღიურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვაზე ხელს უწყობს სრულ და უსაფრთხო აღდგენას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვის შეიძლება დაენიშნოს ეს მედიკამენტი – Wegovy უკვე ტაბლეტშიც — რა დაამტკიცა FDA-მ, ვის ეხება და რა უნდა ვიცოდეთ რეალურად

ჭარბი წონა და დეპრესია - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის! საქართველო და ჭარბი წონა
#post_seo_title

Wegovy უკვე ტაბლეტშიც — რა დაამტკიცა FDA-მ, ვის ეხება და რა უნდა ვიცოდეთ რეალურად

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა Wegovy-ის ტაბლეტური ფორმა (სემაგლუტიდი), რომელიც აქამდე სიმსუქნის სამკურნალოდ ძირითადად ინექციის სახით იყო ხელმისაწვდომი [1–3]. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სიმსუქნის მართვაში ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად არა მხოლოდ ეფექტიანობა, არამედ მკურნალობის მიღების სირთულე და მიმდევრობაა — ბევრ ადამიანს ინექციის შიში აქვს ან ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება უჭირს [1–3].
რა დაამტკიცა FDA-მ და რა არის მთავარი სიახლე
ახალი ფორმა არის დღეში ერთხელ მისაღები ტაბლეტი (25 მგ სემაგლუტიდი) და იგი განიხილება როგორც პირველი ტაბლეტური ვარიანტი Wegovy-ის ბრენდით, დამტკიცებული ქრონიკული წონის მართვისთვის [1–3]. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, ტაბლეტური Wegovy-ის ბაზარზე გამოშვება დაგეგმილია 2026 წლის დასაწყისში [2,3].
ვის შეიძლება დაენიშნოს ეს მედიკამენტი
Wegovy-ის გამოყენება განკუთვნილია ქრონიკული წონის მართვისთვის იმ ზრდასრულებში, რომელთაც აქვთ სიმსუქნე ან ჭარბი წონა და დამატებითი წონასთან დაკავშირებული რისკფაქტორები; ასევე Wegovy უკვე გამოიყენება გარკვეულ პირობებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შესამცირებლად, რაც FDA-მ ცალკე დაამტკიცა [4,5]. საბოლოო დანიშვნა ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ — კონკრეტული ჩვენებების, უკუჩვენებებისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით [4,5].
რა აჩვენა კვლევამ
Novo Nordisk-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, FDA-ის გადაწყვეტილება დაეყრდნო III ფაზის კლინიკურ კვლევას (OASIS 4), სადაც 64 კვირის განმავლობაში შეფასდა ტაბლეტური Wegovy-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ამ კვლევაში საშუალო წონის კლება აღწევდა დაახლოებით 16.6%-ს [2,3]. ეს არის ძლიერი მაჩვენებელი, თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინტერპრეტაცია: შედეგი მიიღწევა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობით, და არა „ერთჯერადი აბით“ [2,4,5].
ტაბლეტი ნიშნავს თუ არა „უფრო უსაფრთხოს“ ან „უფრო იოლს ყველასთვის“
ტაბლეტური ფორმა ნამდვილად ამცირებს ინექციასთან დაკავშირებულ ბარიერს, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი ყველასთვისაა ან ექიმის გარეშე შეიძლება გამოყენება. ამ ჯგუფის პრეპარატებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებაც საჭიროა წინასწარი ინფორმირება და მონიტორინგი [4,5]. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Wegovy-ის გამოყენებას აქვს მკაფიო შეზღუდვები სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებთან კომბინაციის მხრივ და რიგ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი სიფრთხილე [4,5].
Wegovy და Ozempic — რატომ არ უნდა ავურიოთ
საზოგადოებაში ხშირად ერევათ Wegovy და Ozempic, რადგან ორივე სემაგლუტიდს შეიცავს. თუმცა მათი დანიშვნის მიზანი და კლინიკური კონტექსტი განსხვავდება. ნებისმიერი თვითნებური „ჩანაცვლება“ ან „დოზის თამაში“ არის ჯანმრთელობისთვის რისკიანი პრაქტიკა და არ უნდა გაკეთდეს ექიმის გარეშე [4,5].
პროფესორის კომენტარი
სიმსუქნე არ არის „სისუსტე“ ან „ნებაყოფლობითი არჩევანი“. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰორმონულ, ნეირობიოლოგიურ და მეტაბოლურ მექანიზმებთან. ტაბლეტური Wegovy-ის დამტკიცება კარგია იქითკენ, რომ მკურნალობა გახდეს უფრო რეალისტური და ხელმისაწვდომი, მაგრამ მთავარი წესები უცვლელია:
მკურნალობა უნდა იყოს ექიმის მიერ დანიშნული, უნდა ერთვოდეს კვების და მოძრაობის გონივრულ გეგმას, და უნდა მოიცავდეს რისკების მართვას [2,4,5].
წყაროები
1. Associated Press. US regulators approve Wegovy pill for weight loss. 2025 Dec 23. Available from: https://apnews.com/article/dd32754cc0c388822378e4a9411843e9
2. Novo Nordisk A/S. Wegovy® pill approved in the US as first oral GLP-1 for weight management. 2025 Dec 22. Available from: https://www.globenewswire.com/…/Novo-Nordisk-A-S-Wegovy…
3. Reuters. Novo Nordisk wins US approval for weight-loss pill. 2025 Dec 22. Available from: https://www.reuters.com/…/novo-nordisk-wins-us-approval…/
4. U.S. Food and Drug Administration (FDA). FDA approves first treatment to reduce risk of serious heart problems specifically in adults with obesity or overweight. 2024 Mar 8. Available from: https://www.fda.gov/…/fda-approves-first-treatment-reduce…
5. U.S. Food and Drug Administration (FDA). WEGOVY (semaglutide) prescribing information (label). 2025. Available from: https://www.accessdata.fda.gov/…/lab…/2025/215256s024lbl.pdf
მეტი სანდო, გადამოწმებული და მეცნიერულად დასაბუთებული სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge — შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა
გადმოწერე აპი „შენი ექიმი“
შემოგვიერთდი Telegram არხზე:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD) — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი.
შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „< B c US regulators approve pill form of Wegovy weight-loss drug 8 hours ago BREAKING“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს – პანიკა, უძილობა, ნევროზი, კანკალი და ა.შ. – რა ზიანს აყენებს ენერგეტიკული სასმელი მოზარდებს

ენერგეტიკულ სასმელები - ლეიკემია
#post_seo_title

კოფეინის, ტაურინისა და დიდი რაოდენობით შაქრის ერთდროული მიღება ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

ასეთი კომბინაცია ხშირად აზიანებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და ჰორმონალურ სისტემებს, იწვევს ნერვული სისტემის გადაჭარბებულ აღგზნებას, ძილის პრობლემებს, შფოთვას, გაღიზიანებასა და პანიკური მდგომარეობების განვითარებას. ამასთან, იზრდება ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის რისკიც.

კანადელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკული სასმელები ყავას ვერ შეედრება. მათი შემადგენლობა ბევრად უფრო მკვეთრად მოქმედებს ორგანიზმზე. კოფეინის გარდა, ისინი შეიცავს ტაურინს, გუარანას, L-კარნიტინს, B ჯგუფის ვიტამინებსა და შაქარს ისეთ რაოდენობებში, რომლებიც უსაფრთხო ზღვარს ხშირად სცდება.

როგორ რეაგირებს ორგანიზმი

2023 წელს პიზის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელები აძლიერებს ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფას. ეს იწვევს ნერვული სისტემის არაბუნებრივ სტიმულაციას, რაც შეიძლება გამოვლინდეს უძილობით, კანკალითა და ქცევითი ცვლილებებით.

მოზრდილებში ასეთი სასმელები ხელს უწყობს სითხის დაკარგვას და თირკმელებზე დამატებით დატვირთვას, ხოლო მოზარდებში შესაძლოა ნერვული სისტემის გადაღლა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.

ენერგეტიკული სასმელების ხანგრძლივმა და რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს შინაგანი ორგანოები. მედიკოსები აღწერენ პანკრეასის ანთებისა და მძიმე გართულებების შემთხვევებს, რომლებიც ზოგჯერ ნერვულ ფუნქციებზეც აისახება.

ფარული დამოკიდებულება

ენერგეტიკული სასმელები მოქმედებს ისე, რომ თავდაპირველად ენერგიის მატებას იწვევს, თუმცა ამას სწრაფი დაცემა მოსდევს. შედეგად, ადამიანი კვლავ ეძებს ახალ დოზას. სწორედ ამ მექანიზმით ყალიბდება დამოკიდებულება.

ეს სასმელები რეალურად ენერგიას არ ქმნის — ისინი აიძულებს ორგანიზმს, საკუთარი რესურსები სწრაფად ამოწუროს.

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას აძლევს, რომ ბავშვებისა და მოზარდების რაციონში კოფეინი საერთოდ არ იყოს.

უფრო უსაფრთხო ალტერნატივები

ენერგიის მისაღებად უკეთესი არჩევანია:

  • ხილი — ვაშლი, ბანანი, ციტრუსები

  • თხილი და თესლი — ნუში, ჩია, სელი

  • მწვანილი და ფოთლოვანი ბოსტნეული

  • თაფლი — ბუნებრივი და სწრაფი ენერგიის წყარო

  • ჯინჯერი ლიმონთან ერთად

  • პრობიოტიკული პროდუქტები — კეფირი, იოგურტი

  • მწვანე ჩაი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights