პარასკევი, მაისი 1, 2026

„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია“

16/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:


„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია.

რა იწვევს პოსტკოვიდს? კოვიდი,

რა ვიცით პოსტ კოვიდზე? ის ვერაგია,

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი “ურტყამს” ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.


კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე?

დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები,

დისფაგია (ყლაპვის გაძნელება,

თავბრუხვევა,

ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა),

ორთოსტატული ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და

დიარეა.


გამოსავალი? არ აიკიდოთ კოვიდი.

თუ დაგემართათ კოვიდი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მოძებნეთ დარგის სპეციალისტი და არა “ფეისბუქექსპერტი”.

კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებლად აიცერით გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში და მე-2 დოზაც არ დაგავიწყდეთ

ჯანმრთელობას გისურვებთ”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა

10.12.2020 ImediNews

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა განიხილა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე საქართველოში მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა და მსოფლიოში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება ეპიდსიტუაციის, ინტენსიური ტესტირების მიმდინარეობის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის, კლინიკურ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.

ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად გატარებული ღონისძიებები იყოს ეფექტიანი ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში – პაატა იმნაძე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, შვეიცარიიდან – გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ესტონეთიდან – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აშშ-დან – მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული და სიეტლში მოღვაწე ექიმი, ბავშვთა რეანიმატოლოგი ომარ ჩიქოვანი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/176290/giorgi-gakhariam-jandatsvis-eqspertebtan-shezgudvebisa-da-intensiuri-testirebis-programis-epeqtianoba-ganikhila

ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს… ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე!

11/10/2021

„კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება“! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯადანცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს! არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა. არაპროფესიონალიზმი კლავს! ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე!

ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90% უნდა აიცრას. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება!, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsinatsiis-gegma-unda-sheitsvalos-qvekana-unda-gadavides-faizeri-biontekis-vaqtsinaze-fkhakadzis-akhali-prognozi/


TAKE A SURVEY!

28 October 2020


The Independent Accountability Panel is keen to learn about your experience of accountability, what your needs are and how they can be addressed more effectively.

Please spare a few minutes to take a short online survey on accountability run by the Independent Accountability Panel (IAP) for Every Woman Every Child, with support from Development Gateway.

The IAP views accountability as a common good that enables the realization of goals and rights and promotes efficiency, effectiveness, equity and trust. A landmark IAP 2020 report recommended that accountability be strengthened through institutionalization, democratization and being underpinned by strong country data.

For this reason, we seek your input through this survey about what data and information would be most useful for institutionalizing and democratizing accountability processes. The deadline for survey completion is 16 November 2020, and results will be shared by the end of the year.

Take the survey!

Read the IAP 2020 report

Photo credit: © UNICEF/UNI213667/Diarassouba



IAP-2020-Report_web-sp
.pdf
Download PDF • 1.65MB

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://iapewec.org/news/take-a-survey/

გლობალური პანდემია COVID -19 და მისგან გამოწვეული გართულებები – დავით ტვილდიანის სამედიცინო…

19/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



7 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვირტუალური ლექცია, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებთან ერთად, განხილულ იქნა გლობალური პანდემია COVID -19 და მისგან გამოწვეული გართულებები.

ლექციას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე

ლექციის მსვლელობისას, სტუდენტებმა წარმოადგინეს წინასწარ შერჩეული თემები. განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა: COVID -19 ის რისკ-ფაქტორები, კლინიკურიგამოვლინებებითადა შედეგებით.


ვიდეო ნახეთ

აქ:

ვიდეო – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვირტუალური ლექცია

https://fb.watch/aXj79b3drp/

https://www.facebook.com/watch/?v=1428995127310992&ref=sharing





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე: „წყლის დალევის ტოლფასია – დღეში, მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს ბავშვმა“

16/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აუცილებელია, ბავშვების ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი ყოფნა, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.


რაც შეიძლება, მეტად უნდა დახარჯონ ბავშვებმა კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია, დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.


მინიმუმ, 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, – განაცხადა პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე – “რუსეთში ვერ არის საქმე კარგად, შემდეგი კვირიდან მოსკოვი “ისვენებს”

13/06/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

“რუსეთში ვერ არის საქმე კარგად,
ეს პატარა “კუდი” სურათზე კვეცით საკმაოდ საყურადღებოა,
შემდეგი კვირიდან მისკოვი “ისვენებს”. მთლიანი ჩაკვეტვა არ არის, “ეკონომიკა ვერ გაუძლებსო”.


ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ…
მე მინდა ფაიზერის ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის საქართველოში
გთხოვთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ყველგან, ვაქცინირებულებიც …. please”




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/06/giorgi-phkhakadze-rusethshi-ver-aris-saqme-kargad-shemdegi-kviridan-miskovi-isvenebs/




„არის სამი ძალიან საშიში შტამი – არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ახალი შტამების წინააღმდეგ…~

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს:


„ტელეკომპანია TV პირველს მივმართავ, სტუმრად ჰყავდათ ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული – რეებს ლაპარაკობთ! – ძალიან მეწყიბა, პირდაპირ ვიტყვი! რამე დაგიშავეთ? – რამე თუ გაინტერესებთ მკითხეთ! მე არანაირი პრობლემა არ მაქვს გურულთან, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი!


არაერთი მეცნიერული კვლევა ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი, მოქმებდებს შვილოსნობაზე.

არასოდეს მითქვამს, ვინც გაიკეთებს ვაქცინას, (ნუ მაბრალებთ ანტივაქსერობას. მართლა გოიმობაა), თქვენი სპერმა არ იმუშავებს! ეს ინფორმაცია იყო ძალიან კონკრეტული. ჩემს ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სტატია ამის შესახებ! კვლევები ჩატარებულია ინდოეთში, ჩინეთში, იქ არის ძალიან ბევრი განაყოფიერების კლინიკა.

ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს!


ვთქვი, – ხალხნო გამრალვდით! მეცნიერული ინფორმაცია ხუმრობაში გადავიტანე!

ეს ხუთი დღე ძალიან ბევრი სისულელე და ბოდვა მოვისმინე და ხმა არ ამომიღია!

არც ერთი არ ხართ მეცნიერი ამ სფეროში, კარდიოლოგმა მიხედოს კარდიოლოგიას, ონკოლოგმა მიხედოს ონკოლოგიას. არ იცით საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არ იცით ვაქცინაციის პროგრამა, არ ხართ ამ საქმის ექსპერტები!


როცა ვამბობ რაღაცას, ეს არის დაფუძნებული 20-30 სტატიაზე, რომელიც არის საჯარო და კიდევ 50 სტატიაზე, რომელიც საჯარო არ არის, რბილად გეუბნებით, რაც არის!

ქვეყანაში ვაქცინაციას თუ იწყებ, – დაიწყე და დაამთავრე! არ გაქვს ვაქცინა, „ტუალეტის წყალი“ ჩამოიტანე?! კაციშვილმა არ იცის, რა ვაქცინაა!

ვერც ერთი ვაქცინა ვეღარ გვიშველის ახლა!


ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!


ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,

„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.


ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.

არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!

ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 5%-ს აქვს რაღაც გართულებები (სიცხე, ქავილი). ვაქცინაციის შედეგად 1 მილიონზე არის 5 გარდაცვლილი.


ქვეყანაში თუ გინდათ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება, ჯერ ჩამოიტანეთ 4 მილიონი ვაქცინა.


აგიხსნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა როგორ მუშაობს:

თუ გვინდა, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზემოთ) 70% რომ იყოს დაცული ვირუსისაგან, მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია არის საჭირო, 2-3 თვეში.

ისწავლეთ ისრაელის მაგალითიდან, შეიტანეს ქვეყანაში ვაქცინა ყველა მოსახლისთვის ორი დოზა, დამატებით კიდევ 20%, ასევე ხუთი თვის შემდეგ მესამე დოზისთვისაც აქვთ შენახული. როცა კეთდება ვაქცინა, ექვსი თვის შემდეგ ხელახლა არის ვაქცინა გასაკეთებელი!

როცა კეთდება ფაიზერის ვაქცინა, 28 დღის შემდეგ კეთდება მეორე დოზა, მესამე დოზა უნდა გაკეთდეს ხუთი თვის შემდეგ!“

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა – ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხი

24/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვალდებული ხარ, გახსნა შენი ყველა ფინანსური-ტექნიკური ანგარიში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად მიდის საზოგადოების ფული!


ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, ის რომ მუშაობს საშინელ სისტემაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა! ამის გამკეთებელი კი ქვეყანაში არავინ არ არის!


ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს!“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივა


ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.


აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი
ინიციატივის პრინციპებია:
• გამჭვირვალობა
• ხელმისაწვდომობა
• უსაფრთხოება


საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.


პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში),
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო,
დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად.


ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:
1.კი; 2.არა; 3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.


ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა)
1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა) konferenve
1.2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა)
1.3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)
1.5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა)
2.1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა)
3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (e-health) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა)
5. ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება
5.1. დაწესებულება ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის (10 ქულა)
5.2. თამბაქოს კონტროლი რეგილაციები დანერგილია (5 ქულა)
5.3. სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია (5 ქულა)
გისურვებთ წარმატებებს,


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge

Accréditation Sans Frontières | 32, Boulevard de Rochechouart, 75018 Paris – France Tél : + 33 (0) 753902263 | www.france-asf.fr | Association d’intérêt général à but humanitaire et non lucratif régie par la loi du 01/07/1901 déclarée à la Préfecture de Police Paris le 18/06/2020 RNA n° W751257030 – Insertion au Journal Officiel du 27/06/2020 – Annonce n° 1340 – SIRET n° 88807681700012 – APE n° 9499Z




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ევროპა მიხედავს ახლო აღმოსავლეთს და საქართველოსაც… პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

„სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.
კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.
საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მილიონი დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, – მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.


მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება, მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights