ჩვენს შესახებ
სამედიცინო ცენტრი აილაინი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, თავდაპირველად თვალის კლინიკის სახელით. წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ცენტრის მომსახურებაზე წლიდან წლამდე იზრდებოდა. დღესდღეობით აილაინი პაციენტებს სთვაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას:
- ოფთალმოლოგია
- სტომატოლოგია
- ლაბორატორია
- ესთეტიკური მედიცინა
- ფარმაცია
- ოპტიკა
ჩვენი სამედიცინო ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, პროფესიონალიზმის, ეთიკის და სოციალური კოორპორატიული პასუხისმგებლობის დაცვამ, სანდო და საიმედო რეპუტაციის შენარჩუნებამ, გამოცდილ, კვალიფიციურ კადრებთან ერთად, განვითარების მაღალი ტემპი, რეგიონალური აღიარება და წარმატება განაპირობა.
ჩვენი მისიაა:
- ვუზრუნველყოთ პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის ხარისხი;
- მუდმივად ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე;
- ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება;
- ვიყოთ მოდელი სხვა სამედიცინო ცენტრებისთვის.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია:
- პროფესიონალიზმი;
- უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა პაციენტებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში;
- ლოიალური პაციენტის და მათი ოჯახის წევრების ნდობის შენარჩუნება;
- მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ.
მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0431 27 20 20 მობ: 597 27 22 22
