ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – (უნივერსი)

მისამართი:
ლუბლიანას ქ. 2/6

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი” (ყოფილი ”ემბრიოტოქსი”) დაარსდა 2007 წელს და ამ მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.

ცენტრის მისიას წარმოადგენს ყველა სახის რეპროდუქციული დარღვევების პროფილაქტიკა, ადრეული, ზუსტი  დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, რაც საბოლოო შედეგის მიღწევას – ჯანმრთელი ბავშვის  დაბადებას უზრუნველყოფს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის. 

 

 

პრაქტიკული საქმიანობის სფეროები

 

გინეკოლოგიური და რეპროდუქციული-ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებში და მოზარდებში

  • მენსტრუაციული  ციკლის ყველა ტიპის დარღვევები – მენორაგია, მეტრორაგია, ამენორეა, ოლიგომენორეა, დისმენორეა და ა.შ.
  • მეტაბოლური სინდრომი, ჰიპოთალამური სინდრომი, სხეულის მასის დეფიციტი
  • ჭარბთმიანობა, გამონაყარი სახესა და სხეულზე გოგონებსა და ქალებში
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი
  • საკვერცხის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ცისტები);
  • ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი
  • თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია
  • ჰიპოგონადიზმები
  • საკვერცხეების პირველადი უკმარისობა
  • საშვილოსნოს მიომა
  • ენდომეტრიოზი
  • სასქესო  ორგანოების  მწვავე და ქრონიკული  ანთებითი დაავადებები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების დარღვევები (გოგონებსა და ვაჟებში) – ნაადრევი სქესობრივი განვითარება, სქესობრივი განვითარების შეფერხება
  • ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა (გოგონებში და ვაჟებში)
  • სქესობრივი განვითარების ანომალიები ქალური, მამაკაცური და ინტერსექსუალური ფენოტიპის მოზარდებსა და ზრდასრულებში (გონადების დისგენეზია, ანდროგენრეზისტენობის სინდრომი, თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზიის ვირილური, კლასიკური ფორმა, კლაინფერტერის სინდრომი და სხვა)
     

ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეები ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების პირველადი უკმარისობის სინდრომის მართვა

  • ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტის გამოვლინებების მკურნალობა
  • ოსტეოპოროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა
  • სასქესო ორგანოების პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა

 

სექსუალური დისფუნქციების მიზეზების  დადგენა და ადეკვატური მკურნალობა 

  • ლიბიდოს დაქვეითება ან არარსებობა
  • გენიტალური რეაქციების უკმარისობა (ერექციული დისფუნქციები, ვაგინალური სიმშრალე)
  • ვაგინიზმი
  • ეაკულაციის დარღვევები
  • ორგაზმული დისფუნქციები
  • წყვილების  სექსუალური სტატუსის დადგენა
  • წყვილებში სექსუალური დისჰარმონიის მიზეზების დადგენა და კორექცია და ა.შ.

 

უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა 

  • უნაყოფო წყვილების შეფასება
  • ქალებში ოვულაციის და საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა და დარღვევების მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით
  • მამაკაცებში სპერმატოგენეზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და დარღვევების მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით (ვარიკოცელე და სხვა)
  • წყვილებში იმუნური უნაყოფობის ხასიათის დადგენა და მკურნალობა
  • წყვილებში რეპროდუქციული პროგნოზის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ადეკვატური მეთოდის შერჩევა (საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, დონაცია-სუროგაცია და ა.შ.)

 

 

  • რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი” არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.
  • ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ  რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.
  • კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად  განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას;
  • პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში “უნივერსი” დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. ყოველივე ეს ქმნის იმის გარანტიას, რომ პაციენტებისათვის მიწოდებული მომსახურება შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად განახლებადია ინოვაციურ ცვლილებებთან მიმართებაში; 
  • ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკულ, ასევე  სამეცნიერო პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. ცენტრს “უნივერსი” ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რაც ბოლო წლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე ცენტრის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი არაერთი ნაშრომის კონკურსებში გამარჯვებით აღინიშნა;
  • გამომდინარე სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის პრიორიტეტებიდან, ცენტრში შემუშავებულია ზემოაღნიშნული მდგომარეობების მართვის სპეციალური ალგორითმები და გაიდლაინები, რომლებიც ეფუძნება როგორც მსოფლიო უახლეს მონაცემებს, ასევე საკუთარ მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას და ქვეყნის (მათ შორის ჯანდაცვის სისტემის) სპეციფიკას. მთავარი აქცენტი რეპროდუქციული დარღვევების მართვისას კეთდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპლექსურ, სრულყოფილ მიდგომაზე, რომლის დროსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის საფუძველზე ხდება ყოველი პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, პრობლემების მიზეზების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა და შემდგომ მკურნალობის ინდივიდუალური, ოპტიმალური სქემის შერჩევა საუკეთესო, ეფექტიანი შედეგის მისაღებად.
  • პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის რმც “უნივერსში” გარდა რუტინულისა (ჰორმონული, გენეტიკური (PCR), რადიოლოგიური და ა.შ.)  გამოიყენება ისეთი თანამედროვე, მაღალეფექტური მეთოდები როგორიცაა სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის განსაზღვრა, ვარიკოცელეს მკურნალობა ენდოვასკულურალური ემბოლიზაციის მეთოდით; ჰისტეროსალპინგოგრაფია დინამიკაში ციფრულ რენტგენზე, იმუნოლოგიური კვლევები და ა.შ.;
  • პაციენტთა მკურნალობის მაღალეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გასაზღვრავს პერსონიფიცირებული, კომპლექსური მიდგომა და მეთოდების ფართო სპექტრი. მაგალითად უნაყოფო წყვილებისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ადეკვატური მეთოდის შერჩევა – საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება (ICSI, TESA/TESE, ბლასტოცისტების კულტივაცია, სპერმისა და ემბრიონების გაყინვა – კრიოპრეზერვაცია, კრიო ციკლები  და ა.შ.), დონაცია-სუროგაცია.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights