საავადმყოფო: მრავალპროფილური |
მისამართი: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი N234
დაჯავშნე აქ: 0322 101 100; 577 60 01 12;
„სამედიცინო ცენტრი ვივამედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით.
სიახლეები:
კლინიკის facebook გვერდი
კლინიკის Instagram გვერდი
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე:
https://www.surveymonkey.com/r/vivamed
ან დაასკანეროს QR კოდი:
“აკრედიტაცია კანადას” ტრენინგი კლინიკა “ვივამედის” თანამშრომლებისთვის
“კლინიკების აკრედიტაციის პროცესი სასიცოცხლოდ აუცილებელია” – ნინო ნადირაძე-კუზანოვა
სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:
- კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტი.
- ნევროლოგია ნეიროქირურგიის დეპარტამენტი.
- ორთოპედ ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი.
- კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი.
- ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი.
- ზოგადი ქირურგია:ყბა სახე, სისხლძარღვთა,პროქტოლოგია დეპარტამენტი.
- უროლოგიური დეპარტამენტი.
- გინეკოლოგიური დაპარტამენტი.
- ოტორინოლარინგოლოგიური დეპარტამენტი.
- კლინიკური ლაბორატორია
- რადიოლოგიური სამსახური (ექოსკოპიის სამსახური,რენდგენის სამსახური ,კომპიუტერული ტომოგრაფიის სამსახური,მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის სამსახური)
- ენდოკრინოლოგიის სამსახური
- გასტროენტეროლოგიის სამსახური
- ენდოსკოპია გასტროსკოპიის სამსახური
- მამოლოგის სამსახური
- რევმატოლოგიის სამსახური
კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:
სამედიცინო ცენტრი ვივამედი დაარსდა 2014 წელს. ცენტრში გაერთიანებულია მედიცინის თითქმის ყველა დარგი და მიმართულება: ნეიროქირურგია, ონკოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ანგიო ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია, მამოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია. ასევე ჰოსპიტალი მოიცავს შემდეგ სერვისებს: ამბულატორია, კარდიოლოგია, თერაპია, ემერჯენსი, კრიტიკული მედიცინა, ლაბორატორია, რადიოლოგია.
უკვე 10 წელია ჩვენი გუნდი, რომელიც შედგება 600-მდე ადამიანისგან, აქტიურად ნერგავს ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებულია პაციენტის მკურნალობის ყველა ეტაპზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ მივყვებით საუკეთესო პრაქტიკას და მუდმივად ვახორციელებთ სწავლების წახალისებას კვალიფიკაციის სამაღლებლად. გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ხდება გამოცდილბათა გაზიარება და სიახლეების დანერგვა. უახლესი მაღალტექნიკური სამედიცინო აპარატურის, მაღალპროფესიონალი და კეთილგანწყობილი გუნდის, თანამედროვე გაიდლაინების, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობის დახმარებით ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხი, ეფექტურობა და ხელმისაწვდომობა. ვივამედი არის კავკასიის რეგიონალური სამედიცინო ცენტრი, რომელიც გათვლილია ყველა ფენაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ჩვენთმნიშვნელოვანია პატივისცემა, გამჭვირვალობა, სამართლიანობა, თანასწორობა, უსაფრთხოებავის.
კლინიკის მმართველი გუნდი:
გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე:
„მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და რაც მთავარია არ ავნო – ეს ორი ძირითადი პრინციპია, რასაც მუდმივად უნდა იაზრებდეს კლინიკის უკლებრივ ყველა თანამშრომელი და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეეობს ყველა ის საჭიროება, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს კლინიკას აწმყოსა და მომავალში: მაღალკვალიფიციური სტაფი, თანამედროვე ტექნოლოგიები, მაქსიმალური თანხვედრა მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნის სამედიცინო მომსახურების სტანდარტებთან და ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაკეთო ყველაფერი, რომ მნიშნელოვნად გავაუმჯობესო სტაფის ანაზღაურება და სამუშაო პირობები.“
დირექტორი, სოფიო დათუაშვილი:
„ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია, რამედენიმე ძირითად მიმართულებაზე ჯანდაცვის განვითარებად მოთხოვნებთან დროული ადაპტირების და წინსვლისათვის: გადავიდეთ ჯანდაცვისადმი უფრო პროფესიონალიზებულ მიდგომაზე,პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და ღირებულებების გათვალისწინებით, ეს მოიცავს პაციენტის ჩართულობას პროფესიონალიზებული მკურნალობის გეგმების და გადაწყვეტილებების საერთო მიღებისას, ვფოკუსირდეთ ჯანმრთელობის შედეგების გაუმჯობესებაზე პრევენციული მოვლის, ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტის, რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების იდენტიფიცირების მეშვეობით. ხელი შევუწყოთ ინოვაციების დანერგვის კულტურას და უწყვეტი განათლების,კლინიკური კვლევების და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას.განვახორციელოთ ინვესტიცია პერსონალის პროფესიულ განვითარებაში. შევინარჩუნოთ მკაცრი სტანდარტები პაციენტის უსაფრთხოების,მოვლის ხარისხისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.განვახორციელოთ ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივები,პაციენტის უსაფრთხოების პროტოკოლები და რეგულარული აუდიტი,რათა უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების დაცვა. გუნდის კონცეფცია მარტივია – ვიყოთ საიმედონი, პატიოსანნი, გამჭვირვალენი, სამართლიანნი, პაციენტთან და ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში.
საბოლოო ჯამში, სამედიცინო დაწესებულების მომავალი ადაპტირებული იქნება ჯანდაცვის პოლიტიკის,ტექნოლოგიებისა და პაციენტის მოლოდინების ცვლილებებთან და ამავე დროს დარჩება პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების და თანაგრძნობით ზრუნვის უმთავრეს მისიაზე.“
კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე:
“ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ კლინიკის მომსახურების სპექტრი, რათა დავაკმაყოფილოთ პაციენტების მრავალფეროვანი საჭიროებები და უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
ჩვენ ვგეგმავთ პერსონალის რეგულარული ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას, რათა უზრუნველვყოთ მათი პროფესიონალური ზრდა და მაღალი ხარისხის მომსახურება.
ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ სამედიცინო კვლევებისა და ინოვაციების მიმართულება, ამ პროცესში ახალი თაობის ექიმების ჩართულობით, რათა შემოგვთავაზოთ ახალი მკურნალობის მეთოდები და მედიკამენტები.”
კლინიკის თანამშრომლები:
კახა ნადარაია, გოჩა წოწორია, ინგა გეგენავა, ნანა ხარებავა, ელისო დგებუაძე, ნინო ბურჯალიანი
ვასილ გერგედავა, თამარ გველესიანი
მერაბ ხვადაგიანი
ბადრი საღირაშვილი
რუსუდან სიჭინავა
მაკა ვაწაძე
ნინო გორდელაძე ფიქრია ყოლბაია
თამუნა კონცელიძე
მერაბ ხვადაგიანი
კახა ნადარაია, გოჩა წოწორია, ელისო დგებუაძე, ნანა ხარებავა
თამარ გველესიანი
ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა ჩართულობა
კლინიკის აკრედიტაცია გულისხმობს სამედიცინო მომსახურების დაწესებულების ხარისხს, უსაფრთხოებასა და პროფესიონალიზმს. ეს პროცესი მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ დაწესებულება აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს, რაც აუცილებელია პაციენტთა ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურების მიწოდებისათვის. აკრედიტაციის პროცესი სრულად მოიცავს კლინიკის საკუთარი პოლიტიკების პროცედურების და ინფრასტრუქტურის გადახედვას და გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ეფექტური სერვისის მიწოდებისათვის. აკრედიტაცია შემდგომ კლინიკას ეძლევა სერთიფიკატი რაც მიუთითებს მის შესაბამის ხარისხს კანადური აკრედიტაციის სტანდარტთან.
მასალის გამოყენების პირობები