ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024

კონსილიუმ მედულა

მისამართი:
თბილისი, ჯიქიას ქ # 6
2003 პროფესორმა დავით თაბაგარმა თანამოაზრეთა გუნდთან ერთად დააარსა „ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“. 

კლინიკის მთავარი მისია იყო საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის დარგის დაფუძნება და განვითარება, ასევე, კლინიკის ბაზაზე მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარება. 

2003 პროფესორების – დავით თაბაგარის, მამია ზოდელავასა და მაგდა ბეთანელის ინიციატივით დაფუძნდა ასოციაცია „მედულა – სისხლის და ძვლის ტვინის ქართული ჯგუფი“.

კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ღეროვანი უჯრედების ბანკი, რომელიც დღემდე ახორციელებს ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების კონსერვაციას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კლინიკაში იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდის დანერგვას. „მედულას“ ხელმძღვანელების დიდი ძალისხმევით და მსხვილი ინვესტიციებით კლინიკაში შეიქმნა საქართველოში პირველი იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი გახდა სანდო იმუნოჰისტოქიმიური კვლევების ჩატარება, რაც მოწინავე ტარგეტული მკურნალობის საფუძველია. 

კლინიკა „მედულაში“ შეიქმნა კლინიკური ლაბორატორია.

2003-2006 საქართველოში პირველად „კონსილიუმ მედულაში“ ჩატარდა საერთაშორისო კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში. 

კლინიკამ მოკლე დროში მოიპოვა არა მხოლოდ პაციენტების, არამედ პარტნიორების და საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების ნდობა. 

სამი წლის მანძილზე კლინიკაში ჩატარდა 4 კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში.

2007 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლალი კილასონიას თაოსნობით დაარსდა „მედულას“ თერაპიული დეპარტამენტი, რომელიც ემსახურება რევმატოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ პაციენტებს. კლინიკაში შეიქმნა ოჯახის ექიმის სამსახური.
2008 „მედულაში“ შეიქმნა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი, რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით.

ფართოდ დაინერგა კონსილიუმის პრინციპი როგორც დაავადების დიაგნოსტიკის ეტაპზე, ისე მკურნალობის პრინციპის შერჩევის დროს. 

2009 ქირურგ ბადრი სეფაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალპროფილური ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს თორაკალურ, აბდომინურ, მამოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ მიმართულებებს. ქირურგიული დეპარტამენტის საქმიანობა გამოირჩევა დასავლური იდეოლოგიით, პაციენტის მკურნალობისა და მოვლის ევროპული მიდგომით.

კლინიკაში წარმატებით დაინერგა ქირურგიული მკურნალობა ენდოსკოპიური მიდგომით.
კლინიკა მოწინავე პოზიციებს იკავებს ენდოსკოპიურ, აბდომინურ და გინეკოლოგიურ ქირურგიაში. 

შეიქმნა ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ქართული მედიცინის ისტორიაში პირველად აშშ-ში, ASCO-ს (ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია) ყოველწლიურ კონგრესზე ჩიკაგოში კლინიკა „მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგებმა წარადგინეს „მედულაში“ ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგები. 

2010 კლინიკური ონკოლოგების მიერ შემუშავდა ESMO-ს (ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია) მიერ მომზადებული გაიდლაინების ქართული ვერსია და ის კლინიკის სამუშაო დოკუმენტად იქცა.

„მედულამ“ წარმატებით გაიარა FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს) აუდიტი კლინიკური კვლევების ჩატარების სტანდარტის შესაფასებლად.

2011 „მედულა“ საქართველოს ლიდერი კლინიკაა ონკოლოგიაში კლინიკური კვლევების მიმართულებით – ჩატარდა 20-ზე მეტი მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში. 
2012 კლინიკა „მედულაში“ გაიხსნა რეზიდენტურა კლინიკურ ონკოლოგიაში. დღემდე მომზადდა 10 კლინიკური ონკოლოგი, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოს სამედიცინო სექტორში.
2013 „მედულას“ ოთხმა კლინიკურმა ონკოლოგმა ამსტერდამში წარმატებით ჩააბარა ESMO-ს გამოცდა კლინიკურ ონკოლოგიაში და ევროპული სერტიფიკატი მიიღო. ეს იყო საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის დარგის მაღალი სტანდარტების მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება. 
2014 კლინიკა „მედულას“ ყველა განყოფილებაში ტარდება საერთაშორისო სტანდარტის კლინიკური კვლევები. 

ჩატარდა 50-ზე მეტი კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში. 

2015 დაარსდა ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც ჩაერთო საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.
2016 თერაპიული დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ენდოკრინოლოგიის, კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, პულმონოლოგიისა და ალერგოლოგიის განყოფილებები. 
2017 განხორციელდა „ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულას“ რეორგანიზაცია და რებრენდინგი. შეიქმნა კლინიკა „კონსილიუმ მედულა“.

მოხდა კლინიკის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ტექნიკური გადაიარაღება. კლინიკა აღიჭურვა უახლესი სტანდარტების შესაბამისი კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით და სხვა დიაგნოსტიკური მოწყობილობებით. 

2018 კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ჩაერთო ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში.
2019 „კონსილიუმ მედულამ“ დაიწყო კლინიკის ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა. შენობის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელსაა დაგეგმილი. ახალ შენობაში განთავსდება კლინიკური ონკოლოგიის, კარდიოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური განყოფილებები; ქირურგიული და თერაპიული სტაციონარი. 
2020 წარმატებით ჩატარდა 40 კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ქირურგიაში, ნევროლოგიასა და ჰემატოლოგიაში.
2021 „კონსილიუმ მედულამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოს უნივერსიტეტთან“. მემორანდუმი ითვალისწინებს „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური პერსონალის ჩართვას „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საგანმანათლებლო პროცესში. 
2022 კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ შეიქმნა „ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი“, სადაც ტარდება მამოლოგიური, გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პაციენტების კვლევა და მკურნალობა. 

კლინიკა ჩაერთო კრიტიკული პაციენტების გადაუდებელი მიღების სახელმწიფო პროგრამაში.

კლინიკაში ტარდება 14 მიმდინარე საერთაშორისო კლინიკური კვლევა. 

“კონსილიუმ მედულას” მისიაა პაციენტთა მკურნალობის და მოვლის  სტანდარტის ამაღლება, პროფესიული  ცოდნის გავრცელება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის ზრდა საქართველოსა და კავკასიაში. 

ჩვენი ფასეულობებია:

ორიენტაცია პაციენტზე
 

პაციენტი “კონსილიუმ მედულას” მთავარი ორიენტირია. 
ყველაფერი, რასაც ვამბობთ, ვგეგმავთ და ვაკეთებთ, კეთდება პაციენტისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მისი სიმშვიდისა და მხარდაჭერისთვის.

ორიენტაცია პერსონალის განვითარებაზე
 

“კონსილიუმ მედულას” მთავარი ფასეულობა მისი პერსონალია. კლინიკის ამოცანაა შექმნას უნარ-ჩვევების, ტალანტების, ცოდნების და შესაძლებლობების რეზერვი. “კონსილიუმ მედულა” უზრუნველყოფს მისი თითოეული თანამშრომლის ჩართულობას უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში, რათა მათ შეიძინონ ახალი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები, შედეგად, გაძლიერდეს პაციენტზე ორიენტაცია, მუდმივად ამაღლდეს კლინიკის სანდოობა და რეპუტაცია.

“კონსილიუმ მედულა” ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. 

კონსილიუმ მედულა | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights